ხათუნა ბერიძე ისევ დააკავეს [ფოტო]

დღეს აჭარის უმაღლესი საბჭო საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. პოლიციამ უკვე დააკავა „ალტერნატივას“ თავმჯდომარე ხათუნა ბერიძე. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ხათუნა ბერიძე უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის დააკავეს. გარდა ხათუნა ბერიძისა, დაკავებულია კიდევ ერთი აქტივისტი, ნუგზარ ხოზრევანიძე. „ლაივში“ ისმის აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი ჭედიშვილის ხმა, რომელიც აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, რომ მათ არ მისცემენ უმაღლესი საბჭოს …

ბუშტების აქცია აჭარის მთავრობის სახლთან | LIVE

დღეს, 2 დეკემბერს აჭარის მთავრობის სახლთან ოპოციზია და საინიციატივო ჯგუფები „ბუშტების აქციას“ მართავენ. „არა ქოცებს“, „მონობა ტეხავს“ – ასეთი წარწერებია ჰელიუმის ბუშტებზე, რომელიც აქციის მონაწილეებმა აჭარის სახლთან მოიტანეს. აჭარის მთავრობის სახლის წინ მიიტანეს ზვიგენისა და ზებრის ფორმის ბუშტებიც. ბოლ ორი დღეა აქციაზე ჰელიუმის ბუშტების გაშვება აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების …

აქციის მონაწილე ამბობს, რომ პოლიციელებმა თავში ჩაარტყეს – აქცია აჭარის მთავრობასთან

დღეს, პირველ დეკემბერს, ბათუმში, მთავრობის სახლის წინ მიმდინარე ოპოზიციის აქციაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. აქციის მონაწილემ, ანა კონცელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა. დღეს საპროტესტო აქციაზე აჭარის მთავრობასთან სამი პირი დააკავეს. აქტივისტებმა მთავრობის სახლთან ჰელიუმის ბუშტები მიიტანეს და მის გაშვებას ცდილობდნენ, როცა დაპირისპირება დაიწყო. __________________ …

მოქალაქე უმაღლეს საბჭოსთან 10 დღეა შიმშილობს – აქციით არც ერთი დეპუტატი არ დაინტერესებულა

დღეს, 25 ნოემბერს  მეათე დღეა, რაც ბათუმში, აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მოქალაქე ედნარ  ბაგრატიონი შიმშილობს. გუშინ ის ცუდად გახდა და ექიმის დახმარება დასჭირდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, თუმცა დახმარება გაუწიეს და დღეს თავს უკეთ გრძნობს. ედნარ ბაგრატიონი არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ „ახალ პარტიებს საქართველოში შანსს არ აძლევენ“, ამიტომაც დღეს პოლიტიკურ ამინდს …

იქნება შესაბამისი რეაგირება – აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე

დღეს, 9 ნოემბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, რომელიც საღამოს ათი საათის შემდეგ გადაადგილებაზე შეზღუდვის მიუხედავად მიმდინარეობს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, კოტე ანანიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ აქციას ღამის 10 საათის შემდეგ „მოჰყვება ადეკვატური, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს ჟურნალისტების კითხვების მიუხედავად არ დაუკონკრეტებია, რა სახის რეაგირებას გულისხმობს. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, დღეიდან, …

გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაშია, ბათუმში აქცია გრძელდება [LIVE]

დღეს, 9 ნოემბერს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ აქცია ღამის 10 საათის შემდეგ, გადაადგილების შეზღუდვის ამოქმედების მიუხედავად, გრძელდება. ღამის ათ საათამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი არავის მოუწოდებენ აქციაზე დარჩენისკენ და ეს მოქალაქეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ. საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ხმები მოიპარა და არჩევნები გააყალბა. …

აჭარის პოლიციის უფროსი აქციაზე: „ველოდებით მოვლენების განვითარებას“

დღეს, 8 ნოემბერს, აჭარის მთავრობის წინ გრძელდება ოპოზიციური პარტიების აქცია, სადაც ცესკოს თავმჯდომარის გადაყენებას და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ. აქციაზე მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კოტე ანანიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საპოლიციო ძალების მობილიზება აქციას უკავშირდება და არავის ეზღუდება გადაადგილება. ქუჩაში კარვის დადგმასთან დაკავშირებით კოტე ანანიაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის „ტექნიკური გადაკეტვა“: „ველოდებით …

არ აყვეთ პროვოკაციებს – ბათუმში ოპოზიცია აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ინცინდენტის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ აქციის მონაწილეებს მიმართა მოწოდებით – მოერიდონ პროვოკაციებს და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ პოლიციას, რომელიც აქციაზეა მობლიზებული. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ხელისუფლება ახლა შეეცდება აქციის მარგინალიზაციას და აქციაზე პროვოკატორებს შემოგზავნიან. საპროტეტსო აქციაზე …

ბათუმში აქცია ღამითაც არ დაიშლება – ოპოზიცია

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიციამ კარავი გზის სავალ ნაწილზე, პირდაპირ ქუჩაში გაშალა. აქციაზე აცხადებენ, რომ ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ პროტესტი 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება, თბილისში კი ოპოზიცია ცესკოს შენობის პიკეტირებას აპირებს. ეს გეგმა ბათუმში და თბილისში ერთდროულად მიმდინარე აქციებზე მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ამოიწურა მთავრობისთვის საღამოს 8 საათამდე მიცემული ვადა – ოპოციზია ითხოვს ცესკოს …

ოპოზიციის აქცია ბათუმში ხელახალი არჩევნების მოთხოვნით [ფოტო]

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია იმართება. აქციაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები მონაწილებენ. ისინი 31 ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ოპოზიციის  განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს აქციიდან.

„იმოქმედე“ – აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციის მონაწილეები სცენას აწყობენ

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში აქცია ახლა უკვე აჭარის მთავრობის სახლის წინ მიმდინარეობს. საპროტესტო აქცია ჯერ ბათუმის დრამატული თეატრის წინ მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს აქციის მონაწილეებს და მოითხოვეს ხელახალი არჩევნების ჩატარება, მოგვიანებით კი აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. აქციაზე ისმის შეძახილები: „იმოქმედე“, „წადი“, „მონებო“, „მიშა“. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობას საღამოს რვა საათამდე აქვს …

„წადი! წადი!“ – აქციამ ბათუმში მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციამ აჭარის მთავრობის სახლის წინ გადაინაცვლა. „წადი! წადი“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მისამართით. ისმის სასტვენების უწყვეტი ხმა და შეძახილი: „მონებო!“. აჭარის მთავრობის სახლის წინ მობილიზებულია პოლიცია. საპროტესტო აქციაზე დღეს გაჟღერდა მოთხოვნები: ოპოზიცია ითხოვს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას და არჩევნების ხელმეორედ …

მურმან დუმბაძე: მიეცეს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება

„მიხეილ სააკაშვილს მიენიჭოს პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლება საქართველოში“ – ეს მოთხოვნა დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე რეგიონში ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მურმან დუმბაძემ გააჟღერა. დღეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პერიოდულად ისმის შეძახილები „მიშა“, ასევე აქციაზეა ტრანსფარანტები მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების მოთხოვნით. დღეს აქციაზე აქციაზე ასევე გაჟღერდა მოთხოვნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომასა და არჩევნების ხელმეორედ …

ოპოზიცია ბათუმში თეატრთან იკრიბება – აქცია იწყება [ფოტო]

დღეს, 8 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს – ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ბათუმის დრამატული თეატრის წინ იკრიბებიან ამ წუთებშიც [15:45 წთ].

ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს

დღეს, 8 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. მათი განცხადებით, არჩევნები საქართველოში გაყალბდა. აქციაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ევროპული საქართველო“, „ლელო“ და „ელისაშვილი – მოქალაქეები“. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ პროტესტის ნიშნად არ აპირებენ შესვლას საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში. ბათუმში ოპოზიცია 300-ზე …

„მონებო“ – საპროტესტო აქცია ბათუმში, საარჩევნო ოლქთან [LIVE]

ბათუმში, საარჩევნო ოლქის წინ ამ წუთებში [21:00 სთ] საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა. „მონებო, მონებო!“ – სკანდირებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობასთან. დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმის საარჩევნო კომისიამ უნდა განიხილოს 31 ოქტომბრის არჩევნების პროცესზე დაწერილი საჩივრები, ადგილზე არიან არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც, რომლებიც სხდომას უნდა დასწრებოდნენ, თუმცა საოლქო კომისიის კარი ახლა ჩაკეტილია. …

„იმოქმედე“ – წარწერა და ბოქლომის დადების მცდელობა უსკოს შენობაზე

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში აჭარის მთავრობის წინ საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეების ჯგუფმა ღამე მთავრობის სახლის წინ გაათენა. დღეს აქციაზე დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის წევრებს შორის – აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს აჭარის მთვრობის სახლიდან ფოტოების გადაღების მცდელობა ჭამის დროს. „ხალხი ღამენათევია საპროტესტო აქციაზე, მოვიტანეთ საჭმელი და ჭამის დროს დაცვის თანამშრომლები ფანჯარაში გადმომდგარი …

დამყარდეს მშვიდობა – სომხური დიასპორის აქცია ბათუმში [ფოტო]

ბათუმში მცხოვრებმა სომხებმა 25 ოქტომბერს აქცია გამართეს სომხეთის საკონსულოსთან. აქცია ბოლო თვეში ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებოდა. „ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო, მალე დამყარდეს მშვიდობა და შეჩერდეს აზერბაიჯანულ-თურქული აგრესია ყარაბაღის მოსახლეობაზე,“  – ამბობს არტურ ოგანესიანი, აჭარის სომეხთა კავშირის პრესსამსახურის უფროსი. აქციის ორგანიზატორი აჭარის სომხური დიასპორა იყო.   27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო …

შიმშილობის მეორე დღე – უმუშევრად დარჩენილები დაშლას არ აპირებენ

მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან 8 ადამიანი შიმშილობს. ისინი უმუშევრად დარჩენილები არიან და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. „ჩვენ არ ვიშლებით. გუშინ იყო მცდელობა შეგვხვედროდა მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი, მაგრამ ჩვენ მას ვუთხარით, რომ შეხვედრა შეხვედრისთვის არ გვჭირდება. ჩვენი მოთხოვნები ცნობილია და ვითხოვთ კონკრეტულ რეაგირებას… ორშაბათს მთავრობის აპარატში გვითხრეს, რომ ჩვენი მონაცემები გადაგზავნილია ეროვნულ …

სააკაშვილის მიმართვა ეკრანიდან და ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია ბათუმში

16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხმრავალ აქციაზე 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა. „31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა გიორგი კირთაძემ, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს და კიდევ ერთხელ ჩამოთვალა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატები: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში გია აბულაძე – …

თორნიკე რიჟვაძე ბათუმში გამართული აქციის მონაწილეთა ჯგუფებს ხვდება

თურქეთში დასაქმებული ქალები, კაზინოების თანამშრომლები, კაფე-რესტორნებში დასაქმებულები, მათ შორის მუსიკოსები და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები მეორე დღეა ითხოვენ თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას. ისინი აცხადებენ, რომ პანდემიის გამო ვეღარ მუშაობენ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ. მეორე დღეა პროტესტის მონაწილეები მოითხოვენ: [checklist] საბანკო და მიკროსაფინანსო სესხების გადავადებას 0% -ით; სახელმწიფოს საკომპენსაციო თანხის მომატებასა და გაგრძელებას; წინა გადავადებულ სესხებზე დაკისრებული პროცენტების …

რას ითხოვენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები – აჭარის მთავრობასთან აქცია დაიწყო

დღეს, 7 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის წინ განახლდა კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების აქცია. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია: საბანკო ვალდებულებების გადავადება, სესხების გაყინვა  სატრანსპორტო საშუალებების აღდგენა აჭარაში უმუშევრობის კომპენსაციის გაზრდა და გახანგრძლივება რესტორნებზე დაწესებული რეგულაციის მოხსნა  ქირით მცხოვრები ადამიანების დახმარება  სასწავლო პროცესის აღდგენა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში  საზღვრების გახსნა აჭარის მთავრობის წინ აქცია გუშინ, 6 …

ბათუმში უმუშევარი მოქალაქეები შიმშილობის აქციას აანონსებენ

დღეს, 6 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის შენობასთან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას პროცენტის გაზრდის გარეშე, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ. აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში ითხოვდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა. …

ბათუმში აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მთავრობის სახლის წინ შეკრებილნი არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ითხოვენ საბანკო სესხების გადავადებას გაყინული პროცენტით, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას. აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს შესთავაზეს, შეიკრიბოს აქციის რამდენიმე აქტივისტი მთავრობასთან შესახვედრად, თუმცა აქციის მონაწილეები ამაზე უარს …

დაგვახრჩო ვალებმა, გაგვეცით პასუხი – საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობასთან [LIVE]

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, თურქეთში დასაქმებული ქალები, ბათუმის კაზინოებში დასაქმებულები, მუსიკოსები, რომლებიც ვეღარ მუშაობენ და კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები. მათი მთავარი მოთხოვნებია: საბანკო ვალდებულებების გადავადება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა და უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნება. „დაგვახრჩო ვალებმა“ „გაგვეცით პასუხი“ „დავიღალეთ უმუშევრობით“ „გამოდით მთავრობის სახლიდან, რომელი მოხვედით დღეს …

ვითხოვთ სესხების გადავადებას, არსებობის საშუალებას – აქცია ბათუმში

დღეს, 6 ოქტომბერს, ბათუმში საპროტესტო აქციას მართავენ  მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაზარალდნენ, დაკარგეს სამუშაო ადგილები. აქციის მონაწილეები მთავრობისგან მხარდაჭერას ითხოვენ. „ვითხოვთ გზის გახსნას, სესხების გადავადებას, გაყინული პროცენტების ჩამოწერას, ვითხოვთ არსებობის საშუალებას, ეს არაა ოპოზიციის პროტესტი, ესაა ხალხის პროტესტი“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. ისინი დღეს ბათუმის ახალ სტადიონთან შეიკრიბნენ და მსვლელობით გაემართებიან აჭარის მთავრობის სახლისკენ. …

ბათუმში „კარბამიდის ტერმინალის“ პროექტის შესწავლას ითხოვენ – ბეირუთის აფეთქების გამოძახილი

დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში, მერიის მიმდებარე სკვერში, აქცია გაიმართა ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები არიან საინიციატივო ჯგუფი „ქიმიური შეტევა ბათუმზე“ და „ჩემი ბათუმი“. მთავარი მოთხოვნებია: ტერმინალის პროექტის დაბრუნება საკრებულოში განსახილველად, ხელშეკრულებიდან რამდენიმე ნივთიერების ამოღება, რომლებიც „ძლიერ ფეთქებადი და მომწამლავია“ და გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, „ბეირუთის ტრაგედია“ ბათუმელებმა და …

კარვები მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით – პროტესტის მე-16 დღე

16 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ, სკვერში კარვებია გაშლილი. მოქალაქე დავით ანანიძე აჭარის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დავით ანანიძე ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელია. ის ამბობს, რომ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ამ ბაზრობის წილები და მის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს. დავით ანანიძემ და მისმა ახლობლებმა საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში მასშტაბური აქცია 16 დღის …

ბათუმში აქცია იშლება, კარვები რჩება

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში მთავრობის სახლის წინ ორი აქცია გაიმართა ერთდროულად. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები იყვნენ, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ. მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ქონება და დაბრუნებას ვერ ახერხებენ. სწორედ მათ გაშალეს კარვები მთავრობის …

ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან. დღეს ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, მთავრობის სახლთან. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები არიან, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ, მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ …

ბათუმში ერთდროულად ორი საპროტესტო აქცია იმართება [LIVE]

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, მერიის წინ ერთდროულად ორი აქცია დაიწყო. აქციაზე შეიკრიბნენ თურქეთში დასაქმებული ქალები, რომლებიც თურქეთში მუშაობის უფლებას ან სახელმწიფოსგან ყოველთვიურ დახმარებას ითხოვენ და ასევე, მერიასთან აქციას მართავს ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელების, ანანიძეების ოჯახი, რომლებიც აცხადებენ, რომ სამართლიანობის აღდგენა მათ ოჯახს არ შეხებია. „დანაშაულია ჩადენილი, ქონება წაგვართვეს, რომელიც არის შემოსავლიანი, ცოცხალი ბიზნესი. პროკურატურა …

მაყურებლის თვალწინ ინგრევა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა – აქცია აჭარის ტელევიზიასთან

დღეს, 16 თებერვალს, აჭარის ტელევიზიის შენობასთან შეიკრიბნენ მოქალაქეები, ჟურნალისტები, იურისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რათა სოლიდარობა გამოეცხადებინათ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდისთვის. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ამჟამად მიმდინარეობს პროცესი, რის შედეგადაც, მაუწყებლის ახალი ამბების გუნდის განცხადებით, მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო და დირექტორი თავიდან იშორებენ არასასურველ ადამიანებს და საფრთხეს უქმნიან სარედაქციო დამოუკიდებლობას. …

სოლიდარობა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს – კვირას ტელევიზიასთან აქცია გაიმართება

ხვალ, 16 თებერვალს, 11:30 საათზე აჭარის ტელევიზიასთან ის მოქალაქეები შეიკრიბებიან, ვისაც სურს სოლიდარობა გამოუცხადოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი ამბების გუნდს. აქცია ფეისბუქზე დღეს, საღამოს დაანონსდა და მისი ორგანოზატორები ჟურნალისტები არიან, რომელთაც სურთ აჭარის მაუწყებლის ახალი ამბების გუნდს მხარი დაუჭირონ. ასევე ხვალ, 11.45 საათზე მოძრაობა “მე მიყვარს ბათუმი” აჭარის ტელევიზიასთან გამართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის …

„ვისია ეს ქალაქი?“ – აქცია და მსვლელობა ბათუმში რივიერას დასაცავად

დღეს, 26 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა რივიერას გადასარჩენად. ბათუმში, იახტკლუბისა და ჭაჭის კოშკის მიმდებარედ, შპს „ბათუმი რივიერა“ გეგმავს სამშენებლო პროექტის განხორციელებას, რომელიც 5 მაღალ შენობას მოიცავს. ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე. ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა. „დღეს აქციის ორგანიზატორები ვართ სამი მოძრაობა: …

გაერთიანებული ოპოციზია კვირას ბათუმში აქციას გამართავს

კვირას, 22 დეკემბერს, 14 საათზე, ოპოციზია ბათუმში აქციას აანონსებს. აქციის მონაწილეები ბათუმის ცენტრალურ პარკთან გეგმავენ შეკრებას და მსვლელობას ვარდების სკვერის მიმართულებით, თუმცა, ენმ-ს ბათუმის ოფისში ამბობენ, რომ შეკრების ადგილებსა და მსვლელობის მარშრუტებს ჯერ კიდევ აზუსტებენ. ოპოზიცია საპროტესტო მოძრაობის გაშლას რომ  აპირებდა რეგიონებში, ამის შესახებ დეკემბრის დასაწყისში გახდა ცნობილი. პირველი აქცია უკვე გაიმართა ქუთაისში, 6 დეკემბერს. …

“დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა” – მდუმარე აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით და დუმილით გააპროტესტეს 15 წლის მოზარდის დაღუპვა. “დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში,” – ამბობენ აქციის მონაწილეები. 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა  11 დეკემბერს სცადა, ის რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს …

Exit mobile version