ბათუმში ერთ დღეს 5 აქცია ცალ-ცალკე გაიმართა. რას ნიშნავს ეს? – ინტერვიუ

„ადამიანებს ჰგონიათ, რომ თუ პასიურად იქნებიან, ხმას არ ამოიღებენ – არ შეეხებიან. მაგრამ მას დაავალდებულებენ კობახიძის, მდინარაძის და ივანიშვილის ქებას დილას, საღამოს და შუადღეს. აქტიურად დაავალდებულებენ ამას, ზოგ შემთხვევაში კანონით და ზოგ შემთხვევაში – ბარტერით. ეტყვიან: აი, ბიძინა უნდა აქო და მოგცემ მშენებლობის ნებართვას, თუ არ აქებ – არ მოგცემ. ასე მუშაობს სისტემა ყველა დიქტატორულ …

„ოცნებას“ მხოლოდ არჩევნების დროს ვჭირდებით“ – რას ამბობენ ბათუმში „კვადროციკლების აქციაზე“

„ესაა გულდასაწყვეტი, რომ ხმას „ოცნებას“ ვაძლევდით და მხარს ვუჭერდით, დღეს იმის ღირსი არ ვართ, რომ მხარი დაგვიჭირონ? მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით „ოცნებას“, ასე გამოდის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ვაჟა დავითაძემ. ის კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციის მონაწილეა. კვადროციკლების და მოპედების მფლობელების აქციამ დღეს, 18 მაისს, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გადაინაცვლა. კვადროციკლების მფლობელმა საპროტესტო აქციების გამართვა აჭარის მთავრობის …

რას ითხოვდნენ დღეს ბათუმში აქციაზე – „ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბინა ბრძოლით მოიპოვება“

დღეს, პირველ მაისს, ბათუმში, სხვადასხვა სოციალური ჯგუფი გაერთიანდა და საპროტესტო აქცია გამართა. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ უსახლკარო ოჯახები, რომლებმაც მოითხოვეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ყველა ოჯახის ბინით უზრუნველყოფა; იპოთეკით და საბანკო დავალიანებით დაზარალებულები; ბათუმის ბულვარში თვითდასაქმებულები; დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულები და მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში, წინაპრების საკუთრებაში არსებული მიწების აღიარებას ითხოვენ. აქციაზე ყველა ჯგუფს თავისი გზავნილი ჰქონდა. აქციის მონაწილეებმა …

ივანიშვილის სასტუმროსთან ბათუმის ბულვარში მოვაჭრეებმა კვლავ გამართეს აქცია

„ბათუმის მერიაში გვითხრეს, რა გეგონათ, სულ მაქ იქნებოდითო? მაინც და მაინც ჩვენ, მცირე მოვაჭრეებს თუ გაგვივიდა ვადა, 20 წელია მთავრობაში არიან და მათ ვადა არ გაუვიდათ?“ – ამბობს ქალი, რომელიც სუვენირებით ვაჭრობდა ბათუმში და დღეს, 27 აპრილს უკვე მეორედ ჩავიდა ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფთან“, რომ ამ გზით მიეწვდინა ხმა ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. ბათუმში სუვენირებით …

„ამოიღეთ ძაღლების გაქრობის მუხლი კანონიდან“ – ცხოველთა დამცველების პროტესტი ბათუმში

დღეს, 29 მარტს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, აქცია გამართეს ცხოველთა მოყვარულებმა, დამცველებმა და კინოლოგებმა. მათი მთავარი მოთხოვნაა კანონმდებლობიდან ამოიღონ ის ჩანაწერი, რომელიც ქუჩაში აყვანილი ცხოველის გარკვეულ ლოკაციაზე უკან დაბრუნებას გამორიცხავს – მათ შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან, სკოლებთან. აქციის მონაწილეთა თქმით, მათთვის ბუნდოვანია, თუ რას უპირებენ ასეთ ადგილებში აყვანილ ძაღლებს და შესაბამისად, ეს ჩანაწერი …

ბათუმის აქციაზე, 3 დეკემბერს, აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს“

დღეს, 3 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჩვენებენ BBC-ის საგამოძიებო ფილმს „როდესაც წყალი გწვავს: ბრძოლა საქართველოსთვის“. BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს „ოცნების“ მთავრობამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი – ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც კამიტი [camite]. „ქართული ოცნება“ ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის სასამართლოში ჩივილით …

პროტესტის 1 წლის თავზე ბათუმში პროევროპული აქცია ისევ გაიმართება

დღეს, 28 ნოემბერს, ზუსტად ერთი წელი სრულდება, რაც საქართველოში პროევროპული აქცია უწყვეტად იმართება. საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. პროევროპული აქციის მონაწილეები ბათუმში დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. შესაძლოა, გაიმართოს საპროტესტო მსვლელობაც. აქცია საღამოს 7 საათზე დაიწყება. „უკვე 1 წელია ბათუმში არც ერთი დღე არ ყოფილა პროტესტის გარეშე. ვინც ყოველდღე ვერ ახერხებთ ან …

ბათუმში აქციაზე კითხვის დასმისთვის დაკავებულ ორ პირს 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბათუმში, 11 იანვარს, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ აქციის კიდევ ორ მონაწილეს: ბათუმის საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“, ვაჟა დარჩიას და აქციის კიდევ ერთ მონაწილეს, ჯგუფ „პლატინას“ ხელმძღვანელს, მალხაზ ირემაძეს. მათ ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის  173-ე მუხლით ჰქონდათ წაყენებული, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ორივე მათგანი, …

11-12 იანვარს ბათუმში აქციის 20 მონაწილე დააკავეს

12 იანვარს ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანია დააკავა. მათ შორისაა „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე. მან ადვოკატს უთხრა, რომ ის  ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დავალებით დააკავეს იმ დროს, როცა იღებდა კადრებს, თუ როგორ აკავებდა პოლიცია აქციის მონაწილეებს. აქციაზე დააკავეს ასევე გიორგი კირთაძე – კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია – „დროას“ …

ბათუმში აქციაზე დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი გურამ მურვანიძე

12 იანვარს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, დააკავეს „ბათუმელების“ ოპერატორი და ფოტოგრაფი გურამ მურვანიძე. იგი აქციის გაშუქებისას დააკავეს, ვიდეომასალის გადაღებისას. აქციაზე დღეს ბათუმში 6 პირი დააკავეს: გურამ მურვანიძე, გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. მეორე დღეა ბათუმში მიმდინარე აქციებზე მასობრივად აკავებენ აქციის მონაწილეებს. 11-12 იანვარს აქციაზე 12 პირი დააკავეს, მათ შორის „ბათუმელების“ …

ბათუმში დააკავეს აქციის 5 მონაწილე, მათ შორის გიორგი კირთაძე და ელენე ხოშტარია

დღეს, 12 იანვარს, ღამით, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და „კოალიცია – ცვლილებებისთვის“ წევრი გიორგი კირთაძე. აქციის მონაწილეების თქმით, დაკავებულია კიდევ 3 პირი. „ბათუმელების“ ცნობით, დაკავებული არიან: გიორგი კირთაძე, ელენე ხოშტარია, შუშანა მაცაბერიძე, ლუკა ნაცვლიშვილი და ელიზბარ ჩხიკვაძე. „ბათუმელები“ ინფორმაციას აზუსტებს. ამ წუთებში აქციაზე დაძაბულობაა. განახლებული ინფორმაცია: 22 საათის …

რა ვიცით ბათუმში „სტიკერების საქმეზე“ დაკავებულების შესახებ

უფლებადამცველებს ამ დრომდე არ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია 11-12 იანვრის აქციებზე სულ რამდენი პირი დააკავა ბათუმში პოლიციამ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის [საია] აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს 12 დაკავებულის შესახებ, აქედან 11 პირს – ადმინისტრაციული წესით, ერთს კი სისხლის სამართლის კოდექსით, პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებულებს შორის ხუთი ქალია, მათ შორის …

ბათუმში დააკავეს ციალა ქათამიძე, მათე ცენტერაძე, ვაჟა დარჩია – დაკავებულია ათამდე აქტივისტი

დღეს,11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აბუსერიძის პოლიციამ დააკავა ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე. პოლიციამ დღეს, ამ დრომდე [21:50] ბათუმში აქციაზე დაახლოებით 10 აქტივისტი დააკავა. დაკავებების სერია დაიწყო საპროტესტო მსვლელობისას, როცაა დააკავეს აქციის მონაწილე თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ …

ბათუმში აქციის მონაწილე დააკავეს

დღეს, 11 იანვარს, ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ერთი პირი დააკავეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებულია თათია აბულაძე. პოლიციელებმა აქციაზე დაკავების მიზეზად დაასახელეს ის, რომ, მათივე თქმით, აქციის მონაწილემ ერთ-ერთ პოლიციელს ტანსაცმელზე სტიკერი მიაკრა წარწერით – „გაიფიცე“. როგორც „ბათუმელებს“ ადგილზე მყოფმა პოლიციის წარმომადგენლებმა უთხრეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. „ბათუმელები“ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახურში აზუსტებს მუხლის შესახებ. აქციის …

13 დეკემბერს მეზღვაურები ბათუმში მარშს აანონსებენ

ხვალ, 13 დეკემბერს, ბათუმელი მეზღვაურები საპროტესტო მარშს აანონსებენ. მარში 19:00 საათზე, ევროპის მოედნიდან დაიწყება. „დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, როგორც სხვა სფეროს წარმომადგენლები აკეთებენ ამას და ავირჩიოთ ნათელი და ევროპული მომავალი! ბათუმი საზღვაო ქალაქია, სადაც 18 000 მეზღვაური ცხოვრობს, სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ, ხვალ, საღამოს 19:00 საათზე გამოვიდეთ ყველა მეზღვაური, მეზღვაურთა ოჯახის წევრები, საზღვაო სფეროში და დაწესებულებებში დასაქმებულები …

„გამოდით! გამოდით!“ – ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობას მართავენ

ბათუმში დღეს, 29 ნოემბერს, საღამოს, დაიწყო აქცია, რომლის მონაწილეებიც აპროტესტებენ „ოცნების“ გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. აქციის მონაწილეები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან ქალაქის შემოსასვლელთან. „გამოდით! გამოდით“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ აქციას. აქციის მონაწილეები გეგმავენ ქალაქის შემოსასვლელი გზის გადაკეტვას. „ბათუმი არის ყველაზე ევროპული ქალაქი!“ – ისმის აქციაზე. აქციას უერთდებიან სტუდენტები, …

ბათუმში უსახლკაროები ბინებს ან არჩილ ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ – Live

ბათუმის მერიასთან უსახლკაროები აქციას მართავენ. მათი თქმით, ადგილზე დარჩებიან, ვიდრე აჭარის მთავრობა და ბათუმის მერია შესაბამის რეაგირებას არ მოახდენენ. აქციის მონაწილეებთან ერთად არის აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, მერაბ ბლადაძეც. ის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია. უსახლკაროები ბათუმის მერის, ჩიქოვანის გადადგომას ითხოვენ. აქციის წევრები ითხოვენ, მერიამ ისინი საბინაო ფონდიდან დააკმაყოფილოს. მათ დღეს ასევე გააჟღერეს მოთხოვნა ბათუმში, გოგოლის …

20 ივნისს ბათუმში აქცია გაიმართება

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ 20 ივნისს ბათუმში აქციას გამართავს. „გახსოვდეს გავრილოვის ღამე! ბოიკოტი რუსულ რეჟიმს!“ – აღნიშნულია „დაფიონის“ ანონსში. აქცია ბათუმში ევროპის მოედანზე, საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. 20 ივნისს „დაფიონი“ აქციას გამართავს თბილისშიც, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ. ———————– მოკლედ – რა მოხდა 2019 წლის 19-20 ივნისს 2019 წლის 19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო …

16 მაისს ბათუმში დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ

ბათუმში ხვალ, 16 მაისს, დედების აქცია გაიმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქცია, რომლის სლოგანია – „არა რუსულ კანონს“, 17 საათზე, ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადებთან დაიწყება. ბოლო ორი დღეა ბათუმში, სტუდენტების გარდა, სკოლის მოსწავლეებიც მართავენ აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ. მოსწავლეების აქცია დღესაც, 15 მაისს გაიმართა. რუსული კანონის წინააღმდეგ მოსწავლეებმა მსვლელობა გამართეს ქალაქის ქუჩებში. უკვე თვეზე მეტია ბათუმში …

„ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს“ – 11 მაისს, ბათუმში, ნურის ტბის ირგვლივ ცოცხალ ჯაჭვს შეკრავენ

შაბათს, 11 მაისს, 18 საათზე, არასამთვრობო ორგანიზაცია „საორსა“ ცოცხალ ჯაჭვს, პერფორმანსს აანონსებს. „11 მაისს, 18:00 საათზე ერთობით ვერთიანდებით, რათა ერთად ვუთხრათ არა – რუსულ კანონს. ბათუმის ცენტრალურ პარკში, ნურის ტბის ირგვლივ ერთად შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, ერთად გავაზიაროთ ევროპული მომავლის შესაძლებლობები. გელოდებით – დროა ჩვენი გაერთიანების: ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის, ჩვენი შვილების კეთილდღეობისთვის, მათი განათლებისთვის, დასაქმებისთვის, ჯანმრთელობისთვის …

„არა რუსულ კანონს“ – 10 მაისს ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართება

10 მაისს, პარასკევს, 19 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება სლოგანით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ უკვე სამი კვირაა საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს და ქვეყნის კურსის ცვლილებას. გუშინ, 7 მაისს, აქცია გაიმართა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში. …

დღეს ბათუმში აქცია გაიმართება – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“

დღეს, 29 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები რუსული კანონის წინააღმდეგ გამოდიან. რუსულ კანონპროექტს დღეს საქართველოს პარლამენტი საკომიტეტო მოსმენაზე განიხილავს. აქციას უერთდებიან სამოქალაქო საზოგადოების წევრები, პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები, ყველა ვინც ეწინააღმდეგება რუსული კანონის დამტკიცებას და კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვს. დღეს საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მეორე საკომიტეტო განხილვა, რომელიც დილის 9 …

„არა რუსულ კანონს“ – შაბათს ბათუმში სტუდენტები აქციას გამართავენ

ხვალ, 20 აპრილს, 19:00 საათზე, ბათუმში აქცია – „არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია ევროპის მოედანზე, ქალების მარშის შემდეგ დაიწყება. „ახალგაზრდებს არ სჭირდებათ მესია, ჩვენი მამოძრავებელი ძალა თავისუფლებაა. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში დავიბადეთ და თავისუფლებას ვერ წაგვართმევთ. თავისუფლება ევროპაშია. კი-ევროპას, არა-რუსეთს” – ვკითხულობთ აქციის აღწერაში. აქციის ორგანიზატორია სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“. ______________ ფოტოზე: აქცია „არა რუსულ კანონს“ – …

ჩვენი ადგილი ევროპაშია! არა რუსულს კანონს – აქცია ბათუმში

დღეს, 15 აპრილს, ბათუმში, ევროპის მოედანზე რუსული კანონი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს ადგილი ევროპაშია და ისინი არასდროს დათანხმდებიან რუსული კანონების მიღებას ამ ქვეყანაში. „მტერს დავხვდეთ მტრულად, მოყვარეს მოყვრულად“ – ამბობენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ახალგაზრდები. მათი თქმით, აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნება“ ამ კანონს ისევ უკან არ გაიწვევს. აქციაზე მყოფი მოქალაქეების განცხადებით, ისინი არ …

მუსლიმების აქცია ბათუმის მეჩეთთან – „ვითხოვთ სამართლიან პირობებს“

„ხელისუფლებას მინდა მივმართო: ერთი თვის შემდეგ, როცა მარხვა დასრულდება, თქვენ აუცილებლად მოხვალთ მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვაზე, ამას მუდმივად აკეთებთ,“ – თქვა დღეს, 10 მარტს, ბათუმის მეჩეთთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ჰურიე აბაშიძემ, – „მოხვალთ და თვალებში ჩახედავთ ამ ადამიანებს, ეტყვით, რომ ტოლერანტული სახელმწიფო გვაქვს, რომელიც აღიარებს ყველა ადამიანის რელიგიას და გამოხატვის თავისუფლებას. თუმცა თქვენ თუ ამ …

აქცია ბათუმში შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

დღეს, 26 ნოემბერს, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქცია გაიმართა შშმ გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. აქციის ორგანიზატორი შშმ ქალთა ალიანსი იყო. ალიანსის თავმჯდომარის, დეა ერემაშვილის თქმით, აქცია ეხმაურება აჭარაში შშმ მოზარდებზე სავარაუდო ძალადობის საქმეს, რომლის შესახებაც ორგანიზაციამ პროკურატურას წელს, ზაფხულში მიმართა. „5 ივნისს ჩვენ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ მასობრივი ძალადობის ფაქტებზე შშმ თემში, სადაც მოძალადეები და მსხვერპლები თემის …

აქცია ბათუმში – რას ითხოვს ბაგრატიონის 127-ში მცხოვრები მოსახლეობა

დღეს, 22 ნოემბერს, ბათუმში აქციას მართავს ბაგრატიონის N127-ში მცხოვრები მოსახლეობა. ამ მისამართზე მდებარეობს ავარიული კორპუსი, სადაც მცხოვრებ მოსახლეობას, სულ 128 ოჯახს, არაერთი პრობლემა აქვს, რაც აქციის მიზეზი გახდა. მოსახლეობის თქმით, გარდა იმისა, რომ მათი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია „ორბმა“ აქ მშენებლობა დაიწყო, სახლზე დამატებითი ბზარები გაჩნდა, სახლი ირყევა და აქ ცხოვრება …

„მთავრობის სიჩუმის საპირწონედ გამოვედით ქუჩაში“ – საპროტესტო აქცია ბათუმში

„არა რუსეთს“ – ამ სლოგანით დღეს, 7 ნოემბერს, ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობა გააპროტესტეს – 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მეორე მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი კი, ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს. „არა რუსეთს, არა ოკუპაციას, პასუხისმგებლობა აიღოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანებზე იფიქროს,“ …

„დაისაჯონ ზონდერი პოლიციელები, მოვითხოვთ დამოუკიდებელ სასამართლოს“ – აქცია ბათუმში

ბათუმში დღეს, 8 ოქტომბერს, აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონი კარვების შეზღუდვასთან დაკავშირებით. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო იმ პოლიციელების დასჯა, „რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და ბოროტად სარგებლობენ თავიანთი უფლებამოსილებით“; ასევე, ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს ჩამოყალიბება. თავდაპირველად აქციის მონაწილეები ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და  მსვლელობით გადაინაცვლეს ჯერ აჭარის უმაღლესი საბჭოს, შემდეგ კი – სპეციალური …

„ცენზურის და ნგრევის მინისტრი“ – აქცია ბათუმში წულუკიანის წინააღმდეგ

„ჩვენ ვქმნით დღევანდელ კულტურას და არავითარ შემთხვევაში არ იქნება ეს კულტურა მოთვინიერებული და დაცენზურებული“ – აცხადებენ ხელოვანები, რომლებმაც დღეს, 20 სექტემბერს, ცენზურისა და საქართველოს კულტურის მინისტრის პოლიტიკის წინააღმდეგ აქცია გამართეს ბათუმში, ევროპის მოედანზე. „ბათუმელებთან“ საუბარში მსახიობი თინა ლაღიძე ამბობს, რომ ხელოვანები თავისუფალი ადამიანები არიან და სურთ აზრის და შემოქმედების თავისუფლება. „წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ვინმემ …

ბათუმის აქციაზე დაკავებული კაცი: წინა მთავრობამაც დამაკავა, მათ სტრასბურგში ვუჩივლე და მოვუგე

„სიკვდილი პუტინის ჯაშუშებს, ჩაძაღლება ჯაშუშებს“ – დაიყვირა ლუკამ, ვიდრე პოლიცია თავზე დააჭერდა ხელს ავტომანქანაში მოსათავსებლად. ის ბათუმის ნავსადგურიდან ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ეს პროტესტი „ნაციონალების აქციად“ მონათლა, როცა ის ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს გამოეხმაურა. „ქართველი ხალხის სახელით საუბარი არ არის არც ერთი ელჩის საქმე, მით უმეტეს, როცა აფასებ 150 ნაციონალის აქციას …

ვიტირე, რადგან პოლიციამ აქციის მონაწილეს სცემა რუსების გამო – გოგო აქციიდან

ატირებული გოგოს ემოციამ გულგრილი არავინ დატოვა რუსეთიდან შემოსული გემის საწინააღმდეგო აქციაზე ბათუმის პორტში. მალევე მის ირგვლივ შეგროვდნენ აქციის მონაწილეები, მასთან გაჩნდნენ ისინიც, ვინც ვიდეოკამერით მუშაობდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ის პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაწყებული გაწევ-გამოწევის დროს დაშავდა. თუმცა ასე არ ყოფილა. როგორც თავად გვიყვება, ლიზა კადრებს იღებდა, რა დროსაც პოლიციელებმა აქციის მონაწილეს სცემეს: …

ბათუმში აქციაზე პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს 31 ივლისს ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებს – ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახური თავად ავრცელებს. საგამოძიებოს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. …

რამდენიმე დაკავებულს აქვს დაზიანებები – საია აქციის მონაწილეებზე

პარტია „დროას“ ინფორმაციით, მათი პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს გენრი დოლიძეს დაკავების დროს და დაკავების შემდეგაც პოლიციელებმა სცემეს. ის სენაკის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. გენრი დოლიძის ინტერესებს საია იცავს. საიას ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თამარ წულუკიძის ინფორმაციით, ის უკვე მოინახულა ადვოკატმა და ადასტურებს, რომ გენრის დაზიანებები აქვს: „გენრი ამბობს, რომ დაზიანებები არამხოლოდ დაკავების დროს, არამედ გადაყვანის დროსაც მიაყენეს.“ …

აქციაზე დაკავებულ უკრაინელ ქალს ექიმის დახმარება დასჭირდა – ადვოკატი

ბათუმში რუსეთიდან შემოსული გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულ ქალს, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, ექიმის დახმარება დასჭირდა. ადვოკატ ნინო ირემაძის თქმით, დაკავებულ ქალს დახურული სივრცის შიში აქვს და რამდენჯერმე შეუძლოდ გახდა: „რამდენჯერმე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი.“ ნინო ირემაძემ დაკავებული ქალი უკვე მოინახულა, ის ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ადვოკატის თქმით, ქალი ამბობს, რომ პოლიციამ მისი დაკავების დროს …

„მოვითხოვთ დაკავებულების გათავისუფლებას“ – აქცია აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 31 ივლისს, მას შემდეგ რაც რუსეთიდან შემოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი დატოვა, აქციის მონაწილე ახალგაზრდების ჯგუფმა აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, ხვალ დილითვე ჩაინიშნოს აქციაზე ადმინისტრაციული მუხლით დაკავებულთა სასამართლო პროცესი და საზოგადოებას მოუწოდეს სასამართლოსთან მხარი დაუჭირონ დაკავებულებს სოლიდარობის ნიშნად. „ჩვენი მოთხოვნა არის ჩვენი მეგობრების, თანამებრძოლების გათავისუფლება, რომლებიც დააკავეს დღეს ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, …

Exit mobile version