სულაკაურის გამომცემლობა აქციის მონაწილეებს წიგნებს ცოცხალი ჯაჭვით მიაწვდის

სულაკაურის გამომცემლობა საპროტესტო აქციაში მონაწილეებისთვის ბიბლიოთეკას მოაწყობს. ამის შესახებ გამომცემლობა ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუქზე და მოქალაქეებს სთხოვს, ცოცხალი ჯაჭვის შექმნაში მიიღონ მონაწილეობა. „გვჭირდება თქვენი დახმარება. 16:30 საათზე, სულაკაურის წიგნის მაღაზიიდან უნდა შევკრათ ცოცხალი ჯაჭვი, რომელიც წიგნებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე მიიტანს“- წერს გამომცემლობა. თბილისში საპროტესტო აქციები გუშინ, 17 ნოემბერს, განახლდა. მოქალაქეები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, …

„არ ვაპირებთ აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას“ – ოპოზიცია ბათუმში

დღეს, 18 ნოემბერს, აჭარის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ 26 ოქტომბერს ჩატარებული აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგები გამოაცხადა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად, შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. საპროტესტო აქციაში მონაწილეობს ოპოზიციაც, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს უმაღლეს საბჭოში შესვლას. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა წევრი, რომლებიც ამ მოპარული არჩევნების შედეგად გახდნენ უმაღლესი საბჭოს წევრები, რა თქმა უნდა, …

დღეს უსკო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შედეგებს აჯამებს – შენობასთან აქციაა

დღეს, 18 ნოემბერს, 12:00 საათზე, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] სხდომა გაიმართება. უსკო დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. სხდომის დაწყებამდე ოპოზიციური პარტიები შენობის წინ აქციას მართავენ. რაც შეეხება საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 16 ნოემბერს გამართულ სხდომაზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა და …

შემაჯამებელი სხდომის პარალელურად უსკოსთან აქცია გაიმართება

18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის (უსკო) შენობის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას გამართავენ. საპროტესტო აქციას უერთდება ყველა ბარიერგადალახული პარტია. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა. უსკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხვალ მოაწერს ხელს. საპროტესტო აქცია უსკოსთან 18 ნოემბერს, 11:30-ზე დაიწყება. ამავე თემაზე: უსკო 18 ნოემბერს აჭარის …

ბათუმელი სტუდენტების მხარდასაჭერად ფონდი შეიქმნა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ უნივერსიტეტში პროტესტის ნიშნად ღამეს ათევენ, ფონდი „გუშაგები“ დაარსეს. „ფონდი „გუშაგები“ შეიქმნა ბათუმელი სტუდენტების მხარდასაჭერად. ფონდში თანხის ჩარიცხვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც საპროტესტო მოძრაობაში ჩართულ სტუდენტებს გულშემატკივრობს და სურვილი აქვს, დაგვეხმაროს. შემოსული თანხა მოხმარდება პროტესტის საორგანიზაციო ხარჯებს. არ გვსურს, რომელიმე კონკრეტულ ჯგუფზე ვიყოთ დამოკიდებული. …

უსკო 18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს შეაჯამებს

18 ნოემბერს აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო) სხდომას გამართავს, სადაც არჩევნების შედეგებს შეაჯამებს. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად აჭარაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც გაიმართა. უსკოს თავმჯდომარე არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმს ხვალ მოაწერს ხელს. საარჩევნო კომისიის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

გაფიცული სტუდენტები ლექტორებს საჯარო ლექციების ჩასატარებლად იწვევენ

დღეს, 17 ნოემბერს, 18:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართება. საჯარო ლექციების გამართვის იდეა გაფიცულ სტუდენტებს ეკუთვნით, რომლებიც მეოთხე დღეა უნივერსიტეტში ათევენ ღამეს და გაყალბებულ, მოპარულ არჩევნებს აპროტესტებენ. „ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეკრებილი გაფიცული სტუდენტები დღეიდან ვიწყებთ ჩელენჯს და ვიწვევთ ლექტორებს, რომ ჩაგვიტარონ საჯარო ლექციები სხვადასხვა თემაზე. პირველ რიგში ვიწვევთ მალხაზ ნაკაშიძეს და …

კონფლიქტი დაცვასთან – სტუდენტები ბსუ-ს მთავარი კორპუსის კარის გაღებას ითხოვენ

დღეს, 17 ნოემბერს ინციდენტი მოხდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაცვის წევრებსა და გაფიცულ სტუდენტებს შორის. სტუდენტებს, რომლებიც 14 ნოემბრის შემდეგ ღამეს უნივერსიტეტში ათევენ და ამ ფორმით აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ყველა კარი ჩაუკეტა. სტუდენტები პირველ კორპუსში შესასვლელი კარის გაღებას ითხოვდნენ, დაცვა ამაზე არ დათანხმდა. ინციდენტი სწორედ ამ დროს მოხდა. „დილით უნივერსიტეტის მთავარ ჭიშკარს …

რატომ გათიშეს შუქი და მოხსნეს ფანჯრებს საკეტები ბსუ-ში – რექტორის განმარტება

მესამე დღეა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსტიტეტში სტუდენტები მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს და წინასაარჩევნო პროცესში უნივერსიტეტის ჩართულობას აპროტესტებენ. სტუდენტები ღამეს უნივერსიტეტში ათევენ. 14 ნოემბრის ღამეს ბსუ-ს პირველ კორპუსში გაითიშა შუქი და გათბობა, ხოლო წუხელ, 15 ნოემბერს, ფანჯრებს, საიდანაც წინა ღამით საკვებს და წყალს აწვდიდა ხალხი სტუდენტებს, სახელურები მოხსნეს და ჩაკეტეს. სტუდენტებმა 15 ნოემბრის ღამე პირველი კორპუსის …

პროკურატურის თქმით, მას არ აქვს მარაგები ამოსაღები საარჩევნო მასალების დასალუქად

პროკურატურის განცხადებით, „საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეში დასალუქი ნივთიერი მტკიცებულებების დიდი მოცულობიდან გამომდინარე, პროკურატურის ხელთ არსებული მარაგებით შეუძლებელია ამოსაღები ნივთიერი მტკიცებულებების დალუქვა“, ამიტომ დამატებით, უტენდეროდ 10 ათას ცალ წებოვან ლუქს შეისყიდიან. „საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის იგეგმება 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას გამოყენებული ათასობით ვერიფიკაციის …

„სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს“ – როგორ ეხმიანებიან პროტესტს სხვა უნივერსიტეტებიდან

ბათუმში მიმდინარე სტუდენტების საპროტესტო აქციას, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფმა 14 ნოემბერს დაიწყო, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ფეისბუქზე ეხმიანებიან სტუდენტური ჯგუფები. პირველი, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ბათუმელ სტუდენტებს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობა იყო. განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ …

გაფიცული სტუდენტები: დღეს ველოდებით მშობლების თაობას, ჩვენი ბებია-ბაბუების თაობას უნივერსიტეტთან

ბსუ-ს გაფიცული სტუდენტები დღეს, 15 ნოემბერს, საღამოს 18:00 საათზე უნივერსიტეტის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. სტუდენტთა ერთმა ჯგუფმა გაფიცვა გუშინ, 14 ნოემბერს დაიწყო. სტუდენტებმა ღამე უნივერსიტეტში გაათიეს. ახალგაზრდები გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ხელს უწყობდა „ქართულ ოცნებას“, ხოლო უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში პარტიულ ყრილობებზე დადიოდა. სტუდენტები ითხოვენ ხელახალ, ვადამდელ არჩევნებს და ამბობენ, რომ …

ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სოლიდარობა ბათუმელ სტუდენტებს

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტის, ჯიპას სტუდენტური მოძრაობა სოლიდარობას უცხადებს ბათუმელ სტუდენტებს. სტუდენტურმა მოძრაობამ განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. „ჯიპას სტუდენტური მოძრაობის სახელით სოლიდარობას ვუცხადებთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც აპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს და გაყალბების პროცესში მმართველი პარტიის მხრიდან აკადემიური სფეროს გამოყენებას. ვწუხვართ, რომ სტუდენტებს – დემოკრატიულ, სამართლიან და თანასწორ მომავალს იმ ადამიანების ხელებით გვართმევენ, …

მხარს ვუჭერთ ბსუ-ს სტუდენტების ბრძოლას მოპარული ხმისთვის – „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა

„ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა ეხმიანება დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამართულ აქციას. სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ბსუ-ს სტუდენტებს. განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა. „ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში. შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ …

ბათუმში დღეს ოპოზიცია აქციას გამართავს საარჩევნო ოლქის შენობასთან

დღეს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში, ვარდების სკვერთან, ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის შენობასთან, დ. თავდადებულის #27-ში, ორი ოპოზიციური კოალიცია – „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ აქციას აანონსებს. ოპოზიცია ხელახალ არჩევნებს ითხოვს. „ევროპული მომავალი ივანიშვილთან ერთად მოგვპარა გიორგი კალანდარიშვილმა და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სადაც ქართველი ხალხის ნება გადაწერეს და ოლიგარქის სასარგებლო შედეგები „დასვეს“. ამიტომ, …

„ჩვენ ყველანი ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ – მიხაელ როთი

„ჩვენ ყველანი ისტორიის ერთ გვერდზე ვართ და ვიბრძვით თავისუფალი ევროპისთვის რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ. თუ თქვენ მოიგებთ, ჩვენ მოვიგებთ, თუ თქვენ გადარჩებით, ჩვენ, ევროკავშირი გადავრჩებით ასევე. სწორედ ამიტომ ვართ აქ. სოლიდარობამ უნდა გაგვაერთიანოს ჩვენ და არა დაგვყოს,“ – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა თბილისში, საპროტესტო აქციაზე გამოსვლის დროს. დღეს, 11 ნოემბერს, ევროკავშირის …

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ – ბათუმში 12 ნოემბერს აქცია გაიმართება

სამშაბათს, 12 ნოემბერს, 19 საათზე, ბათუმში საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციას კოალიცია „ძლიერი საქართველო“ აანონსებს ბათუმის საარჩევნო საოლქო კომისიასთან, დ. თავდადებულის #27-თან. „26 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ” ჩვენს ხმებთან ერთად მოგვპარა ევროპული მომავალი. ამიტომ საქართველოს თითოეული მოქალაქე ვალდებულია დაიცვას საკუთარი ხმა და კონსტიტუციით გარანტირებული საქართველოს ევროპული მისწრაფება. ამ მიზნის საბოლოო მიღწევამდე, მსოფლიოს კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ …

მე არ ვაპირებ ჩემი ქვეყნის დათმობას, დავრჩები იქამდე, სანამ ამის ძალა მექნება – აქტივისტი

„მე, როგორც რუსეთის იმპერიის მიერ რეპრესირებულის შვილთაშვილს და ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს, არ მეშინია თქვენი, რუსებო! ჩემი დიდი პაპისა და ათასობით ქართველის სისხლის დაღვრას არ გაპატიებთ და არ დავთმობ თავისუფლებას, ქვეყნის ერთგულებას“, – წერს 36 წლის სალომე ჯაფიაშვილი ფეისბუქზე. სალომე პროფესიით თარჯიმანია და აქვს ეკონომიკური განათლებაც, აქტიურად იყო ჩართული 26 ოქტომბრის არჩევნებში დამკვირვებლად. სალომე საბჭოთა …

„რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“ – ბანერის გამოფენისთვის ორგანიზაცია 4 500 ლარით დააჯარიმეს

ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ოზურგეთის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამ დღეში ორჯერ დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც წერია: „რუსულმა ოცნებამ არჩევნები მოიპარა“. 5 ნოემბერს ორგანიზაცია 1 500 ლარით დააჯარიმეს, დღეს, 7 ნოემბერს კი – 3 000 ლარით. „ამ მეორე დაჯარიმების შესახებ ტელეფონით გვაცნობეს, რადგან არ ვიყავით ოფისში“ – ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე. მისი თქმით, ბანერი რის გამოც …

„უნდა დაერთოს?“ – რეპორტაჟი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოდან საარჩევნო დარღვევებზე

„თეთრიწყარო“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დარბაზში გუშინდელ სხდომაზე ყველაზე ხშირად ისმოდა, თუმცა სააპელაციოს მოსამართლეებმა უარი თქვეს მტკიცებულებად მიეღოთ, მაგალითად, ექსპერიმენტის ამსახველი ვიდეო, რომლითაც მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ თეთრიწყაროს სასამართლოში ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა დააფიქსირა. 5 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო დარღვევებზე დასავლეთ საქართველოს ოლქებში დაწერილი საჩივრები განიხილა, მათ შორის, საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად მიჩნევის საკითხი იმის გამო, …

რა მოხდება, თუ აშშ და ევროპა არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ? – ინტერვიუ

„სრული იზოლაცია დასავლეთისგან,“ – ასე უპასუხა კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ კითხვას, რა მოხდება, თუ დასავლეთი საქართველოში ჩატარებულ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ვახტანგ ხმალაძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დროს მმართველი კოალიციის დეპუტატი იყო. „ბათუმელებმა“ ვახტანგ ხმალაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. თქვენი აზრით, რა შანსია, რომ დასავლურმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად მიიჩნიონ? ბოლო დღეების განმავლობაში არჩევნების დღის …

საარჩევნო დავებს განიხილავს მოსამართლე, რომელიც გავლენიანი პოლიციელის მამაა და წარსულში „ოცნების“ დეპუტატი იყო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, სადაც მოსამართლეთა კოლეგია მსჯელობს დაირღვა თუ არა ხმის ფარულობის უფლება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ხმის ფარულობის უფლებაზე საჩივარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას აქვს შეტანილი. დასავლეთ საქართველოში მდებარე საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ შეტანილი საიას სააპელაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ერთ საქმედ გააერთიანა და დღეს, 5 ნოემბერს დაიწყო განხილვა. დღევანდელ სხდომაზე განიხილება …

მტრული გარემო, ძალადობა და აგრესია – რატომ ხდებიან ჟურნალისტები სამიზნე არჩევნებზე

„მტრული და აგრესიული“ – ასე ახასიათებენ ქართველი ჟურნალისტები 26 ოქტომბრის არჩევნებზე გარემოს, რომელშიც ისინი მუშაობდნენ. ჟურნალისტები, ერთი მხრივ, არჩევნებზე დარღვევების გაშუქებას ცდილობდნენ, მეორე მხრივ კი, საარჩევნო უბნებთან მობილიზებული აგრესიული ჯგუფების მოგერიება უწევდათ, პოლიცია კი არ რეაგირებდა. ორგანიზაცია „მედიაომბუდსმენის“ ანგარიშის თანახმად, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 48 შემთხვევა დაფიქსირდა და დანაშაულებრივი ქმედებებით ზიანი …

რას ითხოვენ „ბათუმელებისგან“ – პასუხი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური „ბათუმელებისგან“ ოფიციალურად ითხოვს იმ მონაცემების მიწოდებას, რაც რედაქციამ ინფორმირებული პირისგან მოიპოვა და რის საფუძველზეც მოამზადა სტატია – „ფარულად მოპოვებული ფაილები ოცნების ოფისიდან“. სტატია, რომლის ფარგლებში შესწავლილი და დამუშავებული ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ითხოვს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური“, წარმოადგენს ჟურნალისტური საქმიანობის პროდუქტს. შესაბამისად, იგი მიღებულია ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში წყაროს მეშვეობით და მასზე სრულად …

მოსამართლემ ხელვაჩაურშიც დაადასტურა, რომ მარკერმა გაჟონა, თუმცა სარჩელი არ დააკმაყოფილა

„მოსამართლე გოჩა ფუტკარაძემ ჩაგვითვალა დადასტურებულად, რომ მარკერი გადადიოდა ბიულეტენის მეორე მხარეს,“ – ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ირმა აბაშიძე, რომელიც ხელვაჩაურში ითხოვდა საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობას. ყველგან, სადაც ელექტრონულად ჩატარდა არჩევნები, საია ხმის ფარულობის დარღვევის მოტივით, საარჩევნო უბნების ბათილად ცნობას ითხოვდა. ქვეყნის მასშტაბით 23-მა მოსამართლემ ამ სარჩელების დაკმაყოფილებაზე გუშინ, 3 ნოემბერს გამართულ სხდომებზე უარი …

გაჟონვა – გასული კვირის დაიჯესტი

მოამზადა ნათია კაპანაძემ __________________ გაჟონვა არის სიტყვა, რომელიც საქართველოში განვითარებული მოვლენების შინაარსს სრულად გამოხატავს. გასულ კვირას პოლიტიკური მოვლენების კულმინაცია სხვა რამ უნდა ყოფილიყო, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პროცესი ახალი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობდა. არჩევნებში წელს 18 პოლიტიკური სუბიექტს შორის უნდა გაეკეთებინა არჩევანი 3 508 294 რეგისტრირებულ ამომრჩეველს. ამის მიუხედავად, მთავარი საკითხი არა ახალშექმნილი პარლამენტის შემადგენლობა, …

საია 24 სასამართლოში ასაჩივრებს არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევას

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] არჩევნებზე ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტი საერთო სასამართლოებში გაასაჩივრა. საია 24 რაიონულ/საქალაქო სასამართლოში 73 საარჩევნო ოლქის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს. ორგანიზაცია ყველა იმ უბნის (2263 უბანი) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. სასამართლო პროცესები შემჭიდროებულ ვადებში უნდა ჩატარდეს. საიას საჩივრების დაკმაყოფილება გამოიწვევს ხელახალი არჩევნების ჩატარებას, რადგან ტექნოლოგიური უბნების შედეგების ბათილობა …

ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებზე ქოლ-ცენტრებით მუშაობდა

„ქართული ოცნების“ აჭარის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ირაკლი ჭეიშვილი ადასტურებს, რომ „ოცნება“ არჩევნებზე ქოლ-ცენტრების მეშვეობით მუშაობდა. ამის შესახებ ჭეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს და ასე ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის“ მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ თითოეულ საარჩევნო უბანზე მიმაგრებული ე.წ. ქოლ-ცენტრით ატარებდა არჩევნებს. „…რაც შეეხება თვითონ ქოლცენტრს, კითხეთ …

„ძლიერმა საქართველომ“ სიების გახსნის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეიტანა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ვერიფიკაციის აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროების მოთხოვნით. კოალიცია აცხადებს, რომ სიებს ცესკო მიზანმიმართულად მალავს. კოალიციის განცხადებით, მათ საოლქო კომისიებმა უარი უთხრეს აპარატებში ჩატვირთული სიების გასაჯაროებაზე, რაც ადასტურებს იმას, რომ ეს სიები არის დანაშაულის მთავარი სამხილი, რომელსაც მალავს საარჩევნო ადმინისტრაცია. „ჩვენ პირველი დღიდან ვითხოვთ გაიხსნას სიები, რაც უტყუარად ატარებს დანაშაულის …

„არჩევნები მასობრივად გააყალბეს“ – მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბრიდან აქციებს აანონსებს

სამოქალაქო მოძრაობა „ტალღა“ 2 ნოემბერს, 20:00 საათზე, საპროტესტო აქციას აანონსებს. „გაბრაზებული მოქალაქეები ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე, სცენის, გამომსვლელებისა და ლიდერების გარეშე. ეს არის პროტესტი მათთვის, ვისაც ბრაზი და უსამართლობის განცდა სახლში არ აჩერებს. ქვეყანაში არჩევნები მასობრივად გააყალბეს. სასტიკად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. საია მოითხოვს 2263 უბნის შედეგების ბათილად ცნობას, სადაც …

„ამომრჩეველი მარკირების გარეშე შეიყვანეს კაბინაში და თავადაც შეჰყვნენ“ – დარღვევები ქუთაისში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ვებგვერდზე ატვირთული საჩივრები მძაფრსიუჟეტიანი ტრილერებივით იკითხება, ხან კომედიაც გვხვდება, უფრო ტრაგიკომედია. დამკვირვებლებმა საჩივრებში დეტალურად აღწერეს, რა ხდებოდა 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე, ეს ყველაფერი ფოტო/ვიდეომასალით დაასურათეს კიდეც. დარღვევები, რომლებზეც ამ სტატიაშია საუბარი, ქუთაისში დაფიქსირდა.  უბანი #10 – კაბინაში ორი თანმხლები პირით დამკვირვებელი წერს: „ქუთაისში, #10 საარჩევნო უბანზე გამოცხადებულ ერთ ამომრჩეველს, რომელსაც აღენიშნებოდა …

მედვედევის მიერ გაცემულ მითითებებს უცნაურად ემთხვევა – ზურაბიშვილი პროკურატურაში დაბარებაზე

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენცია გამართა. მან 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებზე დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული დარღვევების ფაქტები აჩვენა ჟურნალისტებს. „ეს არის ის კადრები, რომლებსაც  არც ახსნა სჭირდება, არც განმარტება. პირდაპირ იკითხება, თუ რა ხდებოდა და როგორ ჩატარდა 26 ოქტომბრის არჩევნები. თურმე პროკურატურა ჩემგან ელოდება მტკიცებულებებს, მე ვიცოდი, რომ  პირიქით იყო. საგამოძიებო ორგანოს თვითონ …

კომისიის თავმჯდომარე აქციაზე „ოცნების“ დროშით – ის ირწმუნება, რომ ევროკავშირის დროშა ეგონა

„29 სექტემბერს ვსეირნობდი ბულვარის ტერიტორიაზე, რა დროსაც მომესმა მუსიკის ხმა ერას მოედნიდან. ვიფიქრე იმართებოდა ტურიზმის ფესტივალთან დაკავშირებული კონცერტი… გადავწყვიტე ერას მოედანზე შესვლა, სადაც აღმოვაჩინე, რომ იმართებოდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერი კონცერტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მყისიერად გავეცალე სცენასა და მიმდებარე ტერიტორიას მემედ აბაშიძის გამზირისკენ“, – წერს ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ამავე ოლქის N25 საუბნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი …

პროკურატურამ დაიწყო ჩვენი დამკვირვებლების დაბარება – „ნაციონალური მოძრაობა“

დღეს, 30 ოქტომბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ანთაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროკურატურამ მათი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ, დაკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით, პროკურატურაში დაბარებულ დამკვირვებლებს საჩივრები დაწერილი აქვთ მოსყიდვისა და ზეწოლის ფაქტებზე. „პროკურატურამ დაიწყო ჩვენი წარმომადგენლების დაბარება, რომლებიც საარჩევნო დარღვევებზე წერდნენ საჩივრებს და ცდილობდნენ არჩევნების გაყალბებისთვის ხელი შეეშალათ. პროკურატურა ცდილობს, აღნიშნული პირებისგან ამოიღოს …

საია ყველა უბნის ბათილობას ითხოვს ქუთაისის საარჩევნო ოლქში

საქართველოს იურისტთა ასოციაციის [საია] თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიას საჩივრით მიმართავს და ყველა საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ბათილობას ითხოვს. საიას თავმჯდომარე ქუთაისის #59 საოლქო-საარჩევნო კომისიას ფარულობის დარღვევის ფაქტებზე წერს და განუმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და საარჩევნო კოდექსის მიხედვით, არჩევნების ძირითადი პრინციპებია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა.  ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, კომისიებმა არჩევნების …

Exit mobile version