მთავარი,სიახლეები

ტყვეობაში მყოფი მებრძოლი აზოვსტალში გადაღებული ფოტოებისთვის დააჯილდოვეს

03.06.2022
ტყვეობაში მყოფი მებრძოლი აზოვსტალში გადაღებული ფოტოებისთვის დააჯილდოვეს

პოლკ „აზოვის“ ჯარისკაცი დმიტრო კოზაცკი, რომელმაც აზოვსტალში უკრაინელი მეომრების ცნობილი ფოტოსერია გადაიღო, პრესტიჟულ პოლონურ კონკურსზე, Grand Press Photo 2022-ზე სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს.

დმიტრო კოზაცკი ამჟამად ტყვეობაში იმყოფება თვითგამოცხადებულ დონეცკის რესპუბლიკაში. მისი, ისივე როგორც სხვა აზოველების, მომავლის შესახებ უცნობია.

დმიტრო კოზაცკის „აზოვსტალში“ გადაღებული, მარიუპოლის მცველების ფოტოები  გამოქვეყნებისთანავე გავრცელდა მსოფლიო მედიაში. აზოვსტალის დატოვებამდე დმიტრომ ბოლო ფოტორეპორტაჟი გამოაქვეყნა სოციალურ ქსელებში და ყველას სთხოვა, მისი ფოტოები კონკურსებზე გაეგზავნათ.

„სანამ ტყვეობაში ვარ, საუკეთესო ხარისხით გიტოვებთ ფოტოებს, გაგზავნეთ ის ყველა ჟურნალისტურ და ფოტოკონკურსზე, თუ რამე მოვიგე, გამოსვლის შემდეგ ძალიან კარგი იქნება. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. შევხვდებით.“ – დაწერა მან.

„ჩვენ გვჯერა, რომ დმიტრო მიიღებს ამ დიპლომს პირადად მომავალ წელს, კონკურსის დროს. ჩვენ მას ველოდებით ცოცხალსა და ჯანმრთელს“, – განაცხადა ვერონიკა მიროვსკამ, Grand Press Foundation-ის ხელმძღვანელმა დაჯილდოების ცერემონიალზე, წერს პოლონური მედია.

აზოვსტალი. დმიტრო კოზაცკის ფოტო

აზოვსტალი. ფოტოს ავტორია პოლკ „აზოვის“ მებრძოლი დმიტრო კაზაცკი.

ამავე თემაზე:

რატომ უნდა დავეხმაროთ ჟურნალისტებს უკრაინაში – #უკრაინულიმედიისთვის

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: