კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურეობით ისარგებლებენ:
– მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებული არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის მომენტში;
– პაციენტები სტიქიური უბედურებებით, კატასტროფების შედეგად გამოწვეული დაზიანებებით და სოციალურად დაუცველი პაციენტები (200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა), რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას და პაციენტები, რომლებიც ამ დროისთვის არ არიან რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არა აქვთ მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მაგრამ მათი მატერიალური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას დააფინანსოს აუცილებელი მკურნალობა (წარმოდგენილი უნდა იქნეს შუამდგომლობა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებიდან მოქალაქის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის აღწერით).
– კომპონენტის მაღალი რესურსტევადობის გამო გეგმიური მკურნალობის დაფინანსებისას გამოყენებული იქნება რიგითობისა და მოცდის პრინციპი.
დაფინანსების ფორმა:
• მკურნალობის ღირებულება – 500 ლარის ჩათვლით – 100%-ით;
• მკურნალობის ღირებულება – 501-1000 ლარი – 90%-ით;
• მკურნალობის ღირებულება – 1001-2000 ლარი – 80%-ით;
• მკურნალობის ღირებულება – 2001-3000 ლარი – 75%-ით;
• მკურნალობის ღირებულება – 3001 ლარი და მეტი-70%-ით, მაგრამ არაუმეტეს 5000 ლარისა.
აჭარის რეგიონში არსებული უმწეოთა თავშესაფარის კონტიგენტის და უსახლკაროების მკურნალობა დაფინანსდება სრული მოცულობით თანაგადახდის გარეშე ზღვრული ტარიფით არაუმეტეს 3000 ლარის. (გარდა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობებისა).
გამონაკლისები: – კომპონენტის მოცულობით არ დაფინანსდება ესთეტიკური, კოსმეტიკური ქირურგიული მკურნალობა და საზღვარგარეთ მკურნალობა. მკურნალობის დაფინანსების შესახებ პაციენტის წარმომადგენელმა სამინისტროს უნდა მომართოს პაციენტის მკურნალობის დაწყებამდე ან მკურნალობის პროცესში (სტაციონარიდან გაწერამდე). კომისია გადაწყვეტილებას პაციენტის დაფინანსების შესახებ ღებულობს მომართვიდან პირველივე დაგეგმილ სხდომაზე. – თუკი გარკვეული ნოზოლოგიების მკურნალობა გათვალისწინებულია `გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტით~, მაგრამ პაცინეტი არ წარმოადგენს კომპონენტის ბენეფიციარს, მაშინ მისი მკურნალობა მოსახლეობისათვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაფინანსება არაუმეტეს `გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული ტარიფებისა.
პაციენტის სტაციონარში გარდაცვალების შემთხვევაში პაციენტის წარმომადგენლებმა სამინისტროს უნდა მომართონ გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში.
„რესურსტევადი მაღალტექნოლოგიური (გულის ქირურგიის) სამედიცინო მომსახურების კომპონენტი“
პროგრამის მიზანი: – მოზრდილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი კარდიოქირურგიული მომსახურების უზრუნველყოფა. ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. გულის დაავადებების მძიმე ფორმებით გამოწვეული ლეტალობისა და შესაძლებლობის შეზღუდვის შემცირება.
პროგრამის მოსარგებლეები: – კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება ვრცელდება 18 წლის ასაკიდან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობასა და 60-დან 65 წლის ასაკამდე მამაკაცებზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და ვაუჩერის გაცემის მომენტში;
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) გულის თანდაყოლილი და შეძენილი მანკებით დაავადებული პაციენტების კარდიოქირურგიულ მკურნალობას;
ბ) ენდოვასკულურ ოპერაციებს;
გ) გულისადამაგისტრალურისისხლძარღვებისშეძენილიპათოლოგიებისკარდიოქირურგიულმკურნალობას;
დ) კორონარულ ანგიოპლასტიკას.
დაფინანსების ფორმა: – 1) 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან-90%(თანაგადახდა10%).
2) 100 001-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეები დაფინანსდებიან-80%(თანაგადახდა20%).
3) ყველა სხვა კატეგორიის პაციენტისათვის დაფინანსება-70 %(თანაგადახდა 30%) – პაციენტისთვის ორი კოდის მინიჭების შემთხვევაში ძვირადღირებული კოდი დაფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული პროპორციების მიხედვით, ხოლო მეორე კოდი – კომპონენტით აღებული ვალდებულების 50%-ით, ძირითადი ნოზოლოგიისათვის დადგენილი პროპორციების დაცვით. პაციენტის მოთხოვნით ძვირადღირებული სტენდის გამოყენების შემთხვევაში სტენტის ღირებულებას მთლიანად ფარავს პაციენტი (ანგიოპლასტიკა დაფინანსდება კომპონენტით გათვალისწინებული პროპორციების დაცვით სტენდის ღირებულების გამოკლებით).
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახემლწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე. კომპონენტის მოცულობით არ დაფინანსდება: უკვე ჩატარებული მკურნალობა(სტაციონარიდან გაწერის შემდეგ) და საზღვარგარეთ მკურნალობა.
„დამატებითი სამედიცინო მომსახურების კომპონენტი“
პროგრამის მიზანი: – მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების ზემოთ დამატებითი გადაუდებელი (ურგენტული) სტაციონარული და ანტირაბიული (ვაქცინის გარეშე) სამედიცინო დახმარების ორგანიზება და დაფინანსება. ბავშვთა და მოზრდილთა ავადობისა და შესაძლებლობების შეზღუდვის შემცირება.
პროგრამის მოსარგებლეები: – კომპონენტის მოსარგებლედ განისაზღვრება 6-დან 60 წლამდე ასაკის – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვაუჩერის გაცემის მომენტში. კომპონენტის ბენეფიციარს წარმოადგენენ: ა) 6-18 წლის ასაკის ბავშვები; ბ)18-დან 60 წლამდე ასაკის მოზრდილი მოსახლეობა: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; ჩერნობილის ატომური ელექროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები; პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; უსახლკაროები; მარტოხელა დედები; ანტირაბიული მომსახურებით ისარგებლებს 18_დან 60 წლამდე ასაკის მოსახლეობა და 60დან – 65 წლამდე ასაკის მამაკაცები. დაფინანსების ფორმა: – კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება დაფინასდება ფაქტიური ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს კომპონენტით გათვალიწინებული ტარიფისა. კრიტიკული მდგომარეობა (პირველი 6 დღე) ყველა ბენეფიციარისათვის დაფინანსდება ფაქტიური ხარჯის 100%-ით, არაუმეტეს ნოზოლოგიური ტარიფისა, ხოლო სხვა შემთხვევაში გამოყენებული იქნება თანაგადახდა. 6-18 წლის ასაკის ბავშვებში (გარდა კრიტიკული მდგომარეობისა) მკურნალობა დაფინანსდება ტარიფის 90 %-ით, მოზრდილ მოსახლეობაში – 80 %-ით. პაციენტების მხრიდან თანაგადახდა 6-18 წლის ასაკის ბავშვებისათვის შეადგენს ნოზოლოგიის ღირებულების 10%-ს, 18 წლის ასაკის ზევით პაციენტებისათვის 20%-ს. ანტირაბიული სამედიცინო მომსახურება ანაზღაურდება სრულად (გარდა ვაქცინისა და იმუნოგლობულინის ღირებულებისა, რომელიც ფინანსირდება ანტირაბიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით). ბენეფიციარისათვის კომპონენტით განსაზღვრული ერთზე მეტ ნოზოლოგიური კოდის არსებობის შემთხვევაში(მათ შორის თუ ერთი კოდი არის კრიტიკული ყველა შემთხვევაში ბავშვებისა და მოზრდილებისათვის დაფინანსდება 100%-ით) მეორე კოდი დაფინანსდება კომპონენტით განსაზღვრული პროპორციების მიხედვით (ბავშვებში – 90 %, მოზარდებში – 80 %), ხოლო მესამე და დანარჩენი ნოზოლოგიები კომპონენტით აღებული ვალდებულების 50 %-ით, ბავშვებში ნოზოლოგიის ღირებულების 45%-ით, მოზრდილებში 40%-ით;
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახემლწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე. ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეები.
„გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტი“
პროგრამის მიზანი: – მოსახლეობის გარკვეული კატეგორიებისათვის სახელმწიფო და ადგილობრივი პროგრამების ზემოთ დამატებით გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების ორგანიზება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გეგმიური ჰოსპიტალურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
პროგრამის მოსარგებლეები: – კომპონენტის მოსარგებლედ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და ვაუჩერის გაცემის მომენტში. კომპონენტის ბენეფიციარებს წარმოადგენენ: 60_დან 65 წამდე ასაკის მამაკაცები; 18 დან 60 წლამდე სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში მონაწილეები, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე); მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები; უსახლკაროთა თავშესაფარის კონტინგენტი; მარტოხელა დედები.
დაფინანსების ფორმა: – ბენეფიციარის მკურნალობის ღირებულება თითოეული ნოზოლოგიისათვის ფინანსირდება კომპონენტით დამტკიცებული ფიქსირებული თანხით. გამოყენებული იქნება პაციენტების მხრიდან თანადაფინანსება. ორი კოდით მკურნალობის შემთხვევაში ბენეფიციარის მკურნალობა დაფინანსდება ძვირადღირებული ნოზოლოგიით გათვალისწინებული ფიქსირებული თანხითა და მეორე ნოზოლოგიის კომპონენტით გათვალისწინებული ფიქსირებული თანხის 50%-ით. კომპონენტის რესურსტევადობის გამო საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება მოცდის პრინციპი.
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახემლწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე, ასევე ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ სადაზღვევო პაკეტი არ ითვალისწინებს გეგმიურ ქირურგიულ მკურნალობას.
არ დაფინანსდება: სტაციონარიდან გაწერილი პაციენტების მკურნალობა და საზღვარგარეთ მკურნალობა.
„ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი“
პროგრამის მიზანი: – ონკოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.
პროგრამის მოსარგებლეები: კომპონენტის ბენეფიციარს წარმოადგენენ 18-დან 60 წლის ასაკის ონკოლოგიური, ნეიროონკოლოგიური და ონკოჰემატოლოგიური პაციენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრამდე და ვაუჩერის გაცემის მომენტისათვის;
დაფინანსების ფორმა: – ონკოლოგიურ, ნეიროონკოლოგიურ და ონკოჰემატოლოგიით დაავადებათა მკურნალობა, დიაგნოსტიკა, კომპიუტერული ტომოგრაფია, სხივური და ქიმიური თერაპია ყველა ბენეფიციარისათვის დაფინანსდება კომპონენტით გათვალისწინებული ტარიფის 70%-ით, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა შეადგენს 30%-ს. პაციენტისთვის ორი ან მეტი კოდის მინიჭების შემთხვევაში თითოეული კოდი დაფინანსდება ნოზოლოგიის ან ნოზოლოგიური ჯგუფის ტარიფის მიხედვით კომპონენტით გათვალისწინებული პროპორციების შესაბამისად.
კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურება არ ვრცელდება: – ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეებზე. ინდივიდუალური და კორპორაციული დაზღვევით მოსარგებლეების მკურნალობა პირველ რიგში დაფინანსდება სადაზღვევო ლიმიტის მოცულობით, ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში კომპონენტის მოცულობით.
„ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კომპონენტი“
მიზანი: – ბავშვთა ცერებრული დამბლით, ასევე ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) – ფიზიკური თერაპიის, მეტყველების და ენის თერაპიის, ექიმის და ფსიქოლოგის მეთვალყურეობის, ფიზიკური თერაპიის სახლის პირობებში ჩატარების სწავლების, დამხმარე საშუალებების გამოყენების სწავლების საშუალებით.
პროგრამის მოსარგებლეები: – ბავშვთა ცერებრული დამბლის, კუნთების პირველადი დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის ანთებითი და სისხლძარღვოვანი დაავადებების ნარჩენი მოვლენების, ეპილეფსიისა და მხრისა და მხრის სარტყლის ნერვების დაზიანების მქონე, სპინური კუნთოვანი ატროფიისა და მასთან დაკავშირებული სინდრომების, კუნთოვანი დისტროფიის, თანდაყოლილი მიოპათიების, კუნთების სხვა (მათ შორის დაუზუსტებელი) პირველადი დაზიანების, ბავშვთა ცერებრული დამბლის, ჰემიპლეგიის, პარაპლეგიის და ტეტრაპლეგიის მქონე, ძვალ-სახსროვანი დაავადებების მქონე 18 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვაუჩერის გაცემის მომენტში.
კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობენ (რიგითობის დაცვით):
- 1. ბენეფიციარები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 0-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
- 2. თუ ოჯახში ერთზე მეტ ბავშვს ესაჭიროება დახმარება კომპონენტის ფარგლებში;
- 3. მრავალშვილიანი ოჯახის წევრები.
კომპონენტში ჩასართავად სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს რეაბილიტაციის კურსის აუცილებლობა;
– ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება;
– მშობლის ან ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი;
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ქსეროასლი (არსებობის შემთხვევაში);
– ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში).
დაფინანსების ფორმა: – სამიზნე ჯგუფისთვის გაწეული მომსახურება (1 კურსი – 15 დღე) ანაზღაურდება სარეაბილიტაციო ღონისძიებების ტარიფით 350 ლარის ოდენობით. კომპონენტით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით. წელიწადში 1 პაციენტს დაუფინანსდება არაუმეტეს 3-4 კურსისა. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი მოითხოვს რეაბილიტაციის დაფინანსებას დაწესებულებაში, სადაც მომსახურება მიეწოდება განსხვავებული პირობებით და მისი ღირებულება აღემატება კომპონენტით გათვალისწინებულ ტარიფს, სამინისტრო უზრუნველყოფს მის დაფინანსებას კომპონენტით გათვალისწინებული ტარიფის შესაბამისად, ხოლო დარჩენილ ნაწილს დაფარავს ბენეფიციარი.
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფის კომპონენტი“
მიზანი: – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა უზრუნველყოფა სავარძელ-ეტლით, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროგრამის მოსარგებლეები: – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის
– კომპონენტის ფარგლებში სავარძელ-ეტლის მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობენ (რიგითობის დაცვით):
- 1. 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
3. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
4. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
5. ასაკით პენსიონერები.
კომპონენტით ვერ ისარგებლებენ ის პირები, ვისაც მიღებული აქვთ ვაუჩერი `სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის~ ფარგლებში.
კომპონენტში ჩასართავად სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა, სადაც მითითებული უნდა იყოს სავარძელ-ეტლის აუცილებლობა;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება;
– ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობისშემთხვევაში);
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
დაფინანსების ფორმა: – კომპონენტით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით.
კომპონენტით ვერ ისარგებლებენ ის პირები, ვისაც მიღებული აქვთ ვაუჩერი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
„სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი“
მიზანი: – სმენადაქვეითებულ პირთა ციფრული სმენის აპარატებით უზრუნველყოფა, მათი ცხოვრების ხარისხის ამაღლება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
პროგრამის მოსარგებლეები: – საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობითა და
– კომპონენტის ფარგლებში სმენის აპარატის მიღების უპირატესი უფლებით სარგებლობენ (რიგითობის დაცვით):
- 1. 18 წლამდე ასაკის ბავშვები;
- 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;
3. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
4. ასაკით პენსიონერები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში 70 000-დან 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
5. ასაკით პენსიონერები;
კომპონენტით ვერ ისარგებლებენ ის პირები, ვისაც მიღებული აქვთ ვაუჩერი „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში.
კომპონენტში ჩასართავად სამინისტროში წარმოდგენილი უნდა იქნეს: – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – ფორმა №IV-100/ა აუდილოგიური გამოკვლევის შედეგით, სადაც მითითებული უნდა იყოს სმენის აპარატის აუცილებლობა;
– პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია;
– ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (არსებობის შემთხვევაში);
– შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ცნობის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
დაფინანსების ფორმა: – კომპონენტით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2013 წლის განმავლობაში, ასევე განახორციელებს „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე მატერიალური დახმარების პროგრამას“, „მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების პროგრამას“, „სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამებას“, აგრეთვე „მიუსაფარ დედათა და ბავშვთა უზრუნველყოფის პროგრამას“, რომელიც ითვალისწინებს დროებითი 24-საათიანი თავშესაფრის შექმნას, ბენეფიციართა ფსიქოლოგიურ დახმარებას, პროფესიული და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, დასაქმებაში დახმარებას, სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას და სოციალური უნარ-ჩვევების სწავლებას ითვალსიწინებს. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ მარტოხელა დედებს, 10 წლამდე ასაკის ბავშვით და ორსულ ქალებს.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ მოქალაქეებზე, ასევე ვრცელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამები.