დღეს ბათუმში, სასტუმრო “შერატონში” საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის IX საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, 2013 წლის 19-20 ივლისს, უკვე მეცხრედ იმართება ქალაქ ბათუმში. კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება და ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი პეციალისტები ლექცია-მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისათვის ატარებენ.
კონგრესი მეცხრე სეზონს სიახლეებით ხვდება. მათ შორისაა ახალგაზრდა მკვლევართა სტომატოლოგიური სექცია, რომელიც დამწყებ მეცნიერებს შესაძლებლობების გამოვლენის, საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას აძლევს. სექცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით, კონგრესის ფარგლებში ტარდება.
კონგრესის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები, იმუშავებს იმპლანტოლოგთა სექცია და გაიმართება სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიების სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის გამოფენა-გაყიდვა.