ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა სალიბაურში მცხოვრებმა ნანა საფარიძემ „ბათუმელებს“ საკუთარი სახლის ეზოში გადაღებული ვიდეო გაუზიარა, სადაც ჩანს, როგორ გადმოდის წყალი მის ეზოში ძლიერი წვიმის შემდეგ. დღეს, 29 სექტემბერს, ნანა საფარიძის ეზო ისევ დაიტბორა. მოქალაქე აცხადებს, რომ ეზო და მიმდებარე ტერიტორია მას შემდეგ იტბორება, რაც სალიბაურის მთაზე სამშენებლო კომპანიამ 15 000 კვ. მეტრზე მშენებლობის მიზნით ტერიტორია …
Tag Archives: ხელვაჩაური
ბათუმისა და ხელვაჩაურის საზღვრის შეცვლაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფი ვადაში ვერ ეტევა
ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის ადმინისტრაციული საზღვრის შეცვლაზე ბათუმის საკრებულოში შექმნილი სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გაგრძელებას ითხოვს. აღნიშნულ ჯგუფს საზღვრების შეცვლაზე შუამდგომლობა სამი თვის ვადაში, ოქტომბრამდე უნდა მოემზადებინა, თუმცა ეს ვადა ერთი თვით კიდევ გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძეა. ვადის გაგრძელებაზე გადაწყვეტილება კი ბათუმის საკრებულომ 2026 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე უნდა …
ხელვაჩაურის მერიას პეტიციით მივმართეთ 17 ოჯახისთვის მიწის დაბრუნების საკითხზე – „ლელო“
დღეს, 18 სექტემბერს, კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ წევრებმა ხელვაჩაურის მერიაში პეტიცია დაარეგისტრირეს. პეტიციის მიზანია, მერიამ მოაგვაროს სოფელ მახოში მცხოვრები 17 ოჯახის პრობლემა, რომელიც მათ სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაციას უკავშირდება. მახოში მცხოვრები ამ ოჯახების განცხადებით, ახალი აზომვითი სამუშაოებისა და მიწების რეგისტრაციის პროცესში ათწლეულების განმავლობაში მათ სარგებლობაში არსებული მამაპაპისეული მიწები, საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ბოსტნები სახელმწიფო ტყის ფონდს …
დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან
შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 2026 წლის ივლისში ხელვაჩაურში „ურთიერთშელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 9 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება] მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების …
Continue reading “დააკავეს ძებნილი, რომელსაც ხელვაჩაურში ერთი პირის დაჭრას ედავებიან”
სად გაივლის საზღვარი ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის? – გენგეგმის პროექტი და საკრებულოების ვერსია
ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრის გაფართოების შემდეგ დღის წესრიგში კვლავ დადგა ბათუმსა და ხელვაჩაურს შორის საზღვრების კორექტირების საკითხი. ორი მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური სამუშაო ჯგუფებიც კი შექმნეს და „საზღვრების დემარკაციაზე“ მუშაობენ. საზღვრების საკითხს გვერდი ვერც ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანიამ აუარა. როგორ განვითარდეს ბათუმი – არსებულ, თუ შეცვლილ საზღვრებში? – ამ მხრივ გენგეგმის სამუშაო ვარიანტი ბათუმის მერიას რამდენიმე ალტერნატივას …
ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს
ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს. ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ. სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო …
Continue reading “ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს”
პროკურატურა ცდილობს „კანონიერ ქურდ“ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებულ პირებს საპროცესო გაუფორმოს
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თემურ გურამიშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე რამდენიმე ბრალდებულისგან თავდაპირველად იყო თანხმობა, მათ პენიტენციურ დაწესებულებაში ესაუბრნენ, შემდეგ კი, პროკურატურასთან შეთანხმების ოქმს მხოლოდ ერთმა ბრალდებულმა მოაწერა ხელი. პროკურორი არ აკონკრეტებს, ბრალდებულებიდან რამდენმა განუცხადა პროკურატურას თანხმობა საპროცესო შეთანხმებაზე. დღევანდელ პროცესზე 15 ბრალდებულის საქმე განიხილებოდა ერთად. „ასე არ გამოვა, პროკურორს მარტივად უნდა საქმის მოგვარება. …
ხელვაჩაური ბათუმისგან ტერიტორიის დაბრუნებას ითხოვს – საკრებულოები საზღვრის შეცვლაზე მუშაობენ
ბათუმისა და ხელვაჩაურის საკრებულოები ადმინისტრაციული საზღვრების ცვლილებას განიხილავენ. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომლითაც ბათუმის მერია ამ საკითხზე სამუშაოდ სპეციალურ ჯგუფს ქმნის, მოსამზადებელია შუამდგომლობა, რომლითაც პარლამენტს უნდა მიმართონ. ცვლილების შემდეგ შესაძლოა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოექცეს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის ნაწილი. შესაბამისი კომისია ხელვაჩაურის საკრებულოს უკვე შექმნილი აქვს. მას შემდეგ რაც ორი სამუშაო ჯგუფი ინფორმაციას დაამუშავებს, უნდა მოამზადონ …
ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო
პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ ინციდენტზე – ჟურნალისტზე სავარაუდო მუქარისა და ძალადობის შემთხვევაზე, რომელშიც საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ. ჟურნალისტი, გამოცემა „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელი სულხან მესხიძე ამბობს, რომ გამომძიებლისგან წერილი მიიღო: „გარემოებების შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რის გამოც ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა,“ – წერს გამომძიებელი რევაზ ირემაძე …
Continue reading “ჟურნალისტის მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება არ დაიწყო”
„ეს იყო ტიტუშკების ქცევა“ – ხელვაჩაურში ჟურნალისტების ხელშეშლაზე გამოძიება არ დაიწყო
„ეთიკურ, სამართლებრივ და ყველანაირ ჩარჩოს გასცდნენ საჯარო მოხელეები, მათი ქმედება შეიძლება ჩვეულებრივად დავაკვალიფიციროთ, როგორც „ტიტუშკების“ ქმედება, რომელიც იყო წახალისებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. ადმინისტრაციული ორგანო უნდა იყოს მიუკერძოებელი, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში, ხელვაჩაურის მერიისგან განსხვავებულ განცხადებას ნამდვილად არ ველოდი,“ – ამბობს ჟურნალისტი მალხაზ ჭკადუა. მას ხელვაჩაურში 7 მაისს მომხდარ შემთხვევაზე ვესაუბრეთ – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე …
ვინ არიან ხელვაჩაურის მერიის თანამშრომლები, რომლებიც დაუპირისპირდნენ სინდისის პატიმრების მშობლებს და ჟურნალისტებს
დღეს, 7 მაისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სინდისის პატიმრების მშობლებს საჯარო მოხელეები დაუპირისპირდნენ და „ბათუმელებისა“ და „აჭარა თაიმსის“ ჟურნალისტებს შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში. სინდისის პატიმრების მშობლები ხელვაჩაურის მერიის მიმდებარედ სინდისის პატიმრების შესახებ გაზეთებს არიგებდნენ, რასაც იქ მყოფი საჯარო მოხელეებისგან აგრესია მოჰყვა. საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც სინდისის პატიმრების მშობლებსა და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, ხელვაჩაურის მერიის …
„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან
„დიდი პრობლემაა ნაგვის მართვა – სოფელში ნაგვის ურნები განთავსებულია, თუმცა ნაგვის გატანა ფაქტობრივად არ ხდება, რის გამოც ტერიტორია დაბინძურებულია და ეს საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობას,“ – მოგვწერეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ავგია ახალსოფლიდან. მოქალაქე, რომელმაც „ბათუმელებს“ ნაგვის ურნების მდგომარეობის ამსახველი ფოტოები გამოუგზავნა, საუბრობს იმაზე, რომ „გზის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“. მისი თქმით, სოფლის …
Continue reading “„ურნები გვაქვს, მაგრამ ნაგვის გატანა არ ხდება“ – მოქალაქე ხელვაჩაურის სოფლიდან”
„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“- ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში
„რა სიმაღლის იყო მკვლელი?“ – ნაფიცი მსაჯულის ფურცელზე დაწერილი ერთ-ერთი შეკითხვა ამოიკითხა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა. „არ ვიცი, მაგას ვერ გეტყვით,“ – მხრები აიჩეჩა ბალისტიკური საკითხების ექსპერტმა რომან ბერიძემ, რომელმაც დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელვაჩაურში ავტომატით ჩაცხრილვის საქმეზე ჩვენება მისცა. მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. მსაჯულებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა დამნაშავე გოგი ბ. …
200-მდე თანამშრომელმა ხელვაჩაურის სამკერვალო ქარხანაში მუშაობა განაახლა – ერთი პირობით
ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა „ფასთ თრექ ტექსტილე“-ში დღეს, 27 თებერვალს, თანამშრომლები სამუშაოს დაუბრუნდნენ. ისინი დღის ბოლომდე ელოდებიან გენერალური დირექტორის პასუხს, რომელიც მათ ამ დილით შეხვდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხელფასი შეუმცირდათ და სამუშაო პირობები გაუარესდა. ისინი განმარტავენ, რომ სამუშაოს მოცულობა გაიზარდა, ანაზღაურება კი, შემცირდა. სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლებმა გუშინ, 26 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს და მუშაობა …
„800 ლარზე ვერ ვიმუშავებთ“ – პროტესტი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში
ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის – „ფასთ თრექ ტექსტილეს“ თანამშრომლებმა დღეს, 26 თებერვალს, სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს, ფაბრიკის ეზოში აქცია გამართეს და მუშაობა ერთი დღით შეაჩერეს. ფაბრიკის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. „ახალმა ადმინისტრაციამ სამუშაო პირობები შეგვიცვალა, ხელფასი გამოგვდის 800-900 ლარი… იძულებულს გვხდიან, რომ წავიდეთ, ამ ფორმით გვაიძულებენ, რომ დავტოვოთ სამსახური, კომპენსაციის გადახდა არ უნდათ,“ – უთხრეს …
Continue reading “„800 ლარზე ვერ ვიმუშავებთ“ – პროტესტი ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში”
და-ძმის გარდაცვალების საქმე ხელვაჩაურში – რას ჰყვებიან სოფელში ტრაგედიაზე
და-ძმა, დარია და ტარიელ ფარტენაძეები დღეს, 29 იანვარს დაკრძალეს ხელვაჩაურში. 56 წლის დარია და 54 წლის ტარიელი ხელვაჩაურში, სოფელ აჭარისაღმართში ცხოვრობდნენ. ისინი 26 იანვარს, საკუთარი სახლის მიმდებარედ, ეზოს სხვადასხვა მხარეს იპოვეს გარდაცვლილი. პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც დასახელებული იყო ვერსია, რომ და-ძმის გარდაცვალება შესაძლოა „სხეულის გადაციებამ, მოყინვამ“ გამოიწვია. ამ ვერსიამ არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. როგორ აღმოჩნდა …
Continue reading “და-ძმის გარდაცვალების საქმე ხელვაჩაურში – რას ჰყვებიან სოფელში ტრაგედიაზე”
ხელვაჩაურში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართში და-ძმა გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები დაწყებულია. ადგილობრივების ინფორმაციით და- ძმას ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. გარდაცვლილები პროზექტურაში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ცხედრები და-ძმის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სხვადასხვა მხარეს იპოვეს. სოფელში განხილავენ ვერსიას, რომ და ერთ-ერთი მათგანი …
ხელვაჩაურის მერია 2 ახალ ჯიპს ყიდულობს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მაღალი გამავლობის 2 ავტომობილს ყიდულობს, რაშიც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 114 ათასი ლარი დაიხარჯება. მანქანების შესაძენად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი გასული წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა 155 890 ლარზე. ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ – შპს „სენა ავტომ“ მიიღო და ორი ავტომობილის შეძენა მერიას 150 ათას ლარად შესთავაზა. საბოლოოდ ხელშეკრულება 114 ათას ლარზე გაფორმდა. შპს „სენა ავტომ“ ხელვაჩაურის …
„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები
„უშუქოდ ვართ ორი დღე, ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია წყალმა… ადიდებულმა მდინარემ მანქანაც წაიღო, გზებიც დააზიანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები დალი კახიძე. დალი კახიძე მდინარე მაჭახელას კალაპოტთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში „რიბერა“ მუშაობდა. ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ამ კალაპატთან ახლოს მდებარე კოტეჯები, ასევე რესტორნები …
Continue reading “„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები”
მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა სახლები – ხელვაჩაურის მერია
წვიმის შედეგად ხელვაჩაურში მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა, დაიტბორა სახლები, დაზიანებულია ტურისტული ინფრასტრუქტურა, გზები. „ამინდის მკვეთრი გაუარესების შედეგად, მდინარე მაჭახელა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან. დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი,“ – აღნიშნულია ხელვაჩაურის მერიის მიერ დღეს, 20 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში. ამ განცხადების მიხედვით, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე არიან და გაწმენდითი სამუშაო დაიწყო.
„მეწყერმა გზა მოგვიჭრა და სახლს მოადგა, მთავრობიდან არავინ ჩანს“ – მოქალაქე ხელვაჩაურიდან
„გამოკეტილი ვართ ფაქტობრივად, დილიდან ვრეკავთ 112-ში და არავინ გამოჩნდა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარი დუმბაძე. ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოდან დაგვიკავშირდა. მოქალაქის თქმით, დილიდან ამ სოფელში პრობლემებია: რამდენიმე ადგილზე, მათ შორის, მარი დუმბაძის ჭიშკართან ჩამოწვა მეწყერი, შიდა სასოფლო გზაზე გადაადგილება ფეხითაც კი შეუძლებელია. ამას გარდა, რამდენიმე ოჯახს არ მიეწოდება წყალი და ელექტროენერგია. „მეწყერი რომ ჩამოწვა, დაზიანდა …
697 934 ლარი დაიხარჯება სპორტდარბაზზე, რომელიც 4 წელია ვერ აშენდა – „ხდება ხოლმე, თუ პატრონი გყავს“
ხელვაჩაურში, სოფელ განთიადის სკოლის ნაწილობრივი რეაბილიტაციისა და სპორტული დარბაზის მშენებლობის სამუშაოები აჭარის განათლების სამინისტრომ 2021 წელს შეისყიდა. სკოლაში სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას 2022 წელს უნდა დაესრულებინა, თუმცა დღემდე არ დაუსრულებია. კომპანიას სამუშაოების ვადა იმდენჯერ გაუგრძელეს, რამდენჯერაც მისმა დირექტორმა მოინდომა. როგორც ამ საქმეში არსებული დოკუმენტებიდან ჩანს, აჭარის განათლების სამინისტროს მოთმინება ამოუწურავია, ბიუჯეტის ხარჯვა კი, როგორც სახელმწიფო …
ხელვაჩაურში ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხელვაჩაურში 32 წლის ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული გ.ბ და 1993 წელს დაბადებული თ.შ. დააკავეს. პოლიციის ცნობით, გ.ბ.- ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარება, ხოლო თ.შ. მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ბ.- მ მიმდინარე წლის …
Continue reading “ხელვაჩაურში ბესო ბოლქვაძის მკვლელობის საქმეზე ორი პირი დააკავეს”
„მიკროავტობუსი ისეთი გრაფიკით დადის, სამსახურში ვაგვიანებთ“ – რაზე წუხან სოფელ მახოში
ხელვაჩაურის სოფელ მახოში ამბობენ, რომ მათ სოფელში დაახლოებით ორი თვეა მუნიციპალური მიკროავტობუსი დაინიშნა ბათუმის მიმართულებით, თუმცა ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკი მოუხერხებელია. აქ ამბობენ, რომ მახოს და სოფელ ონტოფოს მცხოვრებლებს ერთი მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც დილის რვა საათზე სოფელ ონტოფოდან გამოდის, ჩაჰყავს მგზავრები ბათუმში და შემდეგ მიდის მახო-დავითაძეებში მგზავრების ასაყვანად. ადგილობრივების მთავარი წუხილი ის არის, რომ ვინც …
ხელვაჩაურში გზიდან მანქანა გადავარდა – დაიღუპა ერთი ადამიანი
პირველ იანვარს, გამთენიისას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახლისპირთან, გზიდან ავტომანქანა გადავარდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავტომანქანა თითქმის 24-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობდა. _____________ ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
დენის ხაზი მოწყდა და დაეცა გაზის მილს, მდგომარეობა არის სახიფათო – მოქალაქე სოფელ სამებადან
ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა სამებაში მცხოვრები ბაგრატ აკუჯბა „ბათუმელებში“ საუბარს ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან გზის მშენებლობა მიატოვეს, ფერდობი იშლება და ნაშალი მიწა და წვიმის ღვარი მის ეზოშიო ჩადის. ფერდობის ჩამოშლის გამო საფრთხე შეექმნა ბუნებრივი აირის მილსაც, რომელიც ხის ქვეშ არის მოქცეული. „გაზის მილთან ახლოს გადის ელექტროენერგიის ხაზი. ახლა შუქის ხაზიც მოწყდა და დაეცა გაზის მილს. …
„ოცნების“ წევრი ვარ, შეხმატკბილებულად ვიმუშავებთ“ – ვინ დანიშნა ცესკომ ნეიტრალურ წევრებად ხელვაჩაურში
„მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი 2012 წლიდან, რა თქმა უნდა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ვარ,“ – არაფერს მალავს ედნარ მორთულაძე. ის რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის საოლქო კომისიამ #3 საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ შეარჩია – „ნეიტრალურ“ წევრად. ნეიტრალური წევრი იმას ნიშნავს, რომ ვიდრე პარტიები საუბნო კომისიებში საკუთარი ინტერესების წარმომადგენლებს დანიშნავენ, საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მიუკერძოებლად და სამართლიანად ჩატარებისთვის, …
ავტობანს ხალვაშის გამზირზე აერთებენ – როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა
ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ისევ გამოჩნდა მძიმე ტექნიკა. გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ბათუმის შემოვლით გზას აერთებენ ფრიდონ ხალვაშის ქუჩას. მიმდინარე სამუშაოების გამო ხელვაჩაურის გზაზე ხშირად ისევ ფერხდება მოძრაობა. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის პრესცენტრის ინფორმაციით, სატრანსპორტო კვანძი ბათუმის შემოვლით გზაზე ასასვლელების მოსაწყობად კეთდება. „ეს ცალკე პროექტია, საერთაშორისო ხელშეკრულებაა და სამუშაოს იგივე კომპანია ასრულებს, რომელიც ბათუმის შემოვლით …
Continue reading “ავტობანს ხალვაშის გამზირზე აერთებენ – როდის გაიხსნება ბათუმის შემოვლითი გზა”
რა მარშრუტით მოძრაობენ ბათუმსა და ხელვაჩაურის სოფლებში მუნიციპალური მიკროავტობუსები
ბათუმში, ასევე ბათუმიდან მუნიციპალური მიკროავტობუსები რამდენიმე მიმართულებით მოძრაობს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, მარშრუტებზე მიკროავტობუსების გაშვება ეტაპობრივად მიმდინარეობს. მიკროავტობუსები მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებთან გააჩერებენ და მგზავრობის საფასურის გადახდა მხოლოდ უკონტაქტო პლასტიკური ბარათებით არის შესაძლებელი. „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ ამ დროისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების მიმართულებით გახსნილი სამარშრუტო ხაზების მარშრუტის ნომერი, მიმართულება და ტარიფები გამოაქვეყნა: კირნათის ადმინისტრაციული ერთეული N400 – მეტროს …
მოსამართლის შვილთან დაკავშირებულმა კომპანიებმა „ოცნებას“ 486 000 ლარი შესწირეს – გამჭვირვალობა
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის, გოჩა ფუტკარაძის შვილთან, კობა ფუტკარაძესთან დაკავშირებული 3 კომპანია ბათუმში 129 ათას კვადრატულ მეტრამდე საერთო ფართობის 3 საცხოვრებელ კორპუსს აშენებს. თავად კომპანიები და მათი მეწილეებიც დიდძალ თანხას სწირავენ „ქართულ ოცნებას“ – ჯამში მათი შეწირულებები 486 000 ლარია. ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. „გამჭვირვალობა“ მიუთითებს, რომ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე 2020 …
„ოცნების კოორდინატორიც კი იძახის, არ ვუჭერ ამათ მხარსო“ – როგორ ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში
როგორი ემზადება ოპოზიცია ხელვაჩაურში არჩევნებისთვის? – „ბათუმელები“ ამ თემაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ესაუბრა. ოპოზიციის წარმომადგენლებს ვკითხეთ, დაიწყეს თუ არა ამომრჩევლებთან შეხვედრები, რაზე აკეთებენ აქცენტს ამ შეხვედრებისას, ყველაზე მეტად რა ტიპის პრობლემები იკვეთება და როგორ აპირებენ მუშაობას არჩევნების კიდევ უფრო მოახლოებისას. „თუ თქვენ გადახედავთ ჩვენს გვერდს ფეისბუქზე, ნახავთ, რომ შეხვედრები მოსახლეობასთან არც კი გაგვიწყვეტია. …
„კარგია აშშ-სთან უვიზო მიმოსვლა, ამ მუშაობით მილიონერი ვიქნებოდი“ – რას ამბობს ხალხი მარადიდში
„მე დილის 6 საათზე ავდექი და ხომ მიყურებთ, რა ნამუშევარი ვარ, 24 საათი ვშრომობ და ვარ ასე, რომ ლუკმა-პური გვქონდეს ოჯახში. ამ მუშაობით ამერიკაში მილიონერი იქნები, კარგი იქნებოდა ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა,“ – გვითხრა ვლადიმერ ფოთელიძემ, რომელსაც სოფელ მარადიდში, ტყიდან მომავალს შევხვდით და აშშ-თან უვიზო მიმოსვლაზეც ვკითხეთ. იმ შესაძლებლობაზე, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა. მარადიდი სოფელია …
სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს
„სამი თვე არავინ მოსულა, რომ დაეცალათ ნაგვის ურნა,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ძაბლავეთის უბანში. აქ მცხოვრებმა ადამიანებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ცხელ ხაზზეც რამდენჯერმე დარეკეს, მაგრამ ურნასთან არავინ მისულა. მოსახლეობის თქმით, ბოლო 3 თვე, მათ ნარჩენები სოფლის სხვა ადგილებში განთავსებულ ნაგვის ურნებამდე მიაქვთ, სადაც ნაგვისმცლელი მანქანა მოძრაობს. ძაბლავეთი კი, სოფლის ბოლოა. რატომ არ იცლება ნაგვის …
Continue reading “სოფელში, სადაც ნაგვის ურნა 3 თვე არ დაუცლიათ, აქ 6 სოცდაუცველი გზას ალაგებს”
„სოფლის გზა დაგვიზიანეს, სტადიონიც, აღდგენას ვითხოვთ“ – აქცია სოფელ მარადიდში
„გზა დააზიანეს, სტადიონი, გარეგანათებაც, აღდგენას ვითხოვთ,“ – ამბობს ხელვაჩაურში, სოფელ მარადიდში მცხოვრები უშანგი დიდმანიძე. მარადიდში მცხოვრებმა მოსახლეობამ დღეს, 9 ივლისს „კირნათი ჰესის“ წინ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, გზა მძიმე ტექნიკის ინტენსიურმა გადაადგილებამ დააზიანა. „აღდგენის შემდეგაც დაზიანდება, საჭირო იქნება გზის შეკეთება მუდმივად“, – ამბობენ აქციის მონაწილეები. საპროტესტო აქციის მონაწილეების განცხადებით, ჰესის მოწყობამ სოფელში ინფრასტრუქტურა …
Continue reading “„სოფლის გზა დაგვიზიანეს, სტადიონიც, აღდგენას ვითხოვთ“ – აქცია სოფელ მარადიდში”
2 ივლისს ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში გაზის მიწოდება შეწყდება
კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 2 ივლისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ერგეში, ზედა ერგეში, ქვედა ჯოჭოსა და ზედა ჯოჭოში მცხოვრებ 547 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება. „სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო საექსპლუატაციო სამუშაოებია. „ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად დაიწყება 2 ივლისის 17:00 საათიდან და სრულად აღდგება დღის ბოლომდე. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში …
Continue reading “2 ივლისს ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში გაზის მიწოდება შეწყდება”
კოტეჯების მდინარისგან დასაცავად ჯებირი უნდა ააშენონ – რა შენიშვნები აქვს სააგენტოს
ხელვაჩაურის სოფელ ორთაბათუმში კოტეჯების მდინარისგან დასაცავად საყრდენი კედლის მოწყობაზე სკრინინგის პროცედურა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შეწყვიტა. სააგენტოს ინფორმაციით, სკრინინგის განცხადებაში გარკვეული საკითხები დასაზუსტებელია. მდინარე ყოროლისწყლის კალაპოტში აშენებული კოტეჯების წყალდიდობისგან დასაცავად 216 მეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობის მოწყობაა დაგეგმილი. ნაგებობის აშენებას შპს „ზულუ ვი აი პი ბლუმუნი“ გეგმავს, რომელმაც სააგენტოს სკრინინგის განცხადებით მიმდინარე წლის იანვარში მიმართა. „ზულუ ვი.აი.პი …