მთავარი,სიახლეები

„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები

21.09.2025
„უშუქოდ ვართ მეორე დღე, გზაც პრობლემაა“ – მაჭახლის ხეობის მცხოვრები

„უშუქოდ ვართ ორი დღე, ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია წყალმა… ადიდებულმა მდინარემ მანქანაც წაიღო, გზებიც დააზიანა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, სოფელ ჩიქუნეთში მცხოვრები დალი კახიძე.

დალი კახიძე მდინარე მაჭახელას კალაპოტთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ რესტორანში „რიბერა“ მუშაობდა. ძლიერი წვიმის შემდეგ მდინარე მაჭახელა კალაპოტიდან გადმოვიდა და ამ კალაპატთან ახლოს მდებარე კოტეჯები, ასევე რესტორნები დატბორა.

„მდინარესთან ახლოს რაც იყო, ყველაფერი მდინარემ წაიღო, სახლებიც დაეტბორა რამდენიმეს,“ – დასძინა დალი კახიძემ.

„დაზიანდა ახლომდებარე სარესტორნო ინფრასტრუქტურა და დატბორილია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი… ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები…“- აღნიშნული იყო ხელვაჩაურის მერიის მიერ გუშინ, 20 სექტემბერს, გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს, 21 სექტემბერს, ხელვაჩაურის მერიას ინფორმაცია სტიქიის შესახებ არ განუახლებია.

„შუქის პრობლემა მაჭახლის ხეობაში არის, მაგრამ ნაწილობრივ აღდგენილია უკვე, ნაწილი – მალე აღდგება, რაც შეეხება გზას, მხოლოდ ერთ მოსახლესთან დამაკავშირებელი გზა არის პრობლემა და ხვალ დილით გაიწმინდება.

მანქანა მდინარეს არ წაუღია, უბრალოდ წყლის დონის გამო მისი გამოყვანა ვერ ხერხდება,“ – გვითხრეს ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: