ხელვაჩაურის ახალი მერიც უკანონოდ იშენებს სახლს – „გამჭვირვალობის“ ახალი კვლევა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ბათუმში საცხოვრებელ სახლს უნებართვოდ აშენებს – ამას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ახალი კვლევა ადასტურებს. ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში არც  მშენებლობის ხარჯები აქვს მითითებული. სახლი უკანონოდ, ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ხელვაჩაურის წინა მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემაც აიშენა. მილიონიანი სახლის კარკასის მშენებლობა ჯუმბერ ვარდმანიძემ ისე დაასრულა, რომ ბათუმის მერიისთვის, როგორც ნებართვის გამცემი ორგანოსთვის, არც …

როგორ აქცია მცენარეების სიყვარული შემოსავლის წყაროდ მუსიკის მასწავლებელმა

„როცა დავქორწინდი, მეზობლები მოვიდნენ და ყვავილები მაჩუქეს. მე დავიწყე – ვაიმე, არ მიყვარს, არ მინდა-მეთქი“, – გვიყვება 43 წლის მადონა ჩადუნელი, მუსიკის მასწავლებელი, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მეყვავილეობითაა დაკავებული, 30 სახეობის მცენარეს ამრავლებს და ჰყიდის. მადონა ამბობს, რომ ზუსტად არასდროს დაუთვლია რამდენი მცენარეს ყიდის სეზონურად, თუმცა დაახლოებით 1000 ქოთნის მცენარის გაყიდვას მაინც უნდა ახერხებს. …

ხელვაჩაურში 2 მლნ ლარად აშენებულ საბავშვო ბაღში წყალი ჩამოდის – ენმ-ის განცხადება

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 2 მლნ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, ახალგახსნილ შენობაში უკვე წყალი ჩამოდის, დაზიანებულია კედლები, ინვენტარი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიც არაერთხელ შეწყდა. მიშა ბოლქვაძის თქმით, დაზიანებულია საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე მინი სტადიონიც, რომლის მშენებლობაზეც ბიუჯეტიდან 85 ათას …

ხელვაჩაურში „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას ოფისი დაატოვებინეს, პარტია უარყოფს

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, „ალტ-ინფოს“ პრორუსულ პარტიას – „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი დაატოვებინეს. მესაკუთრის თქმით, პარტიის წარმომადგენლებმა ოფისი უკვე დატოვეს. „არ ვიცოდი ვინ იყვნენ, მერე ვნახე ინტერნეტში, „ალტ-ინფო“ ყოფილა, რაც არ მიმაჩნია ნორმალურად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“  როლანდ ფუტკარაძე, უძრავი ქონების მესაკუთრე, სადაც პარტიის ოფისი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა. „თვეში 1600 ლარს მიხდიდნენ, მაგრამ აგვიანებდნენ გადახდას. …

კვაშტიდან ევროპაში – თეთრყვავილას ბოლქვების საექსპორტო გზა

ქედაში, სოფელ კვაშტაში მოპოვებული თეთრყვავილას ბოლქვები ჰოლანდიაში გააქვთ ექსპორტზე. როცა ჰოლანდიაში ვიღაც დეკორატიული მიზნით ყიდულობს თეთრყვავილას, ალბათ სულაც არ ფიქრობს იმ გზაზე, რომელიც ამ ყვავილმა დახლზე მოსახვედრად გაიარა. თეთრყვავილას გზა კვაშტიდან ევროპამდე გრძელი იყო, ამასთან რთული და უკვე სამ ათეულ წელიწადს ითვლის. ნანული სირაბიძე სოფელ კვაშტაში ცხოვრობს. მზის ამოსვლისას იღვიძებს და საოჯახო საქმეების კეთებას იწყებს. …

11 ვაკანსია შუახევისა და ხელვაჩაურის მერიებში

შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას ექვს, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას 5 თანამდებობაზე აქვს გამოცხადებული კონკურსი. შუახევის მუნიციპალიტეტი კონკურსს შემდეგ პოზიციებზე აცხადებს: ზედამხედველობის სამსახურის, ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ფარული სამუშაოების ზედამხედველობის საკითხებში ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შიდა აუდიტის სამსახურის მე-3 რანგის მე-2 კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ჯანდაცვისა და სოციალური …

ცოლ-ქმარი ხელვაჩაურიდან, რომლებსაც 15 წელია ვარდებისა და გერბერების სათბურები აქვთ

ცოლ-ქმარი, ბიძინა და მადონა ბეჟანიძეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დაახლოებით 15 წელია ვარდებს და გერბერებს უვლიან. ბიძინა ბეჟანიძე გვიყვება, რომ ეს საქმე ოჯახმა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეზობლად სხვების მოწყობილ სათბურებს დააკვირდნენ და იფიქრეს, რომ ყვავილების გამრავლება შესაძლოა მათთვის მომგებიანი ყოფილიყო. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში არც ერთხელ არ უფიქრიათ მეყვავილეობისთვის თავის დანებება, რადგან იყო …

რატომ გვხვდება გვარი სოფლის სახელწოდებაში

აჭარაში ბევრი სოფელია, რომელთა სახელწოდებაშიც გვარი გვხვდება. მაგალითად: ქოქოლაძეები, ირემაძეები, ხაბელაშვილები და მრავალი სხვა. სოფლების ამგვარი სახელდების ისტორია დღემდე კვლევის საგანია. როგორ და რატომ დაარქვეს სოფლებს გვარი? – ამ თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს – მამია ფაღავასა და რამაზ ხალვაშს ვესაუბრეთ.  ბსუ-ს პროფესორი, ფილოლოგი მამია ფაღავა ამბობს, რომ სოფლის გვარით სახელდების ერთ-ერთი მიზეზი, …

„მთავრობიდან რომ ცხოვრობდეს ვინმე აქ, ასე არ იქნება“ – დაზიანებული გზა ყოროლისთავში

„მერიიდან ან მთავრობიდან რომ ცხოვრობდეს ვინმე ამ სოფელში, მათი ოჯახი რომ დადიოდეს ამ გზაზე,  ერთი წუთით არ დატოვებდნენ ამას ასე. მაგრამ ასე არაა და სოფლის მიმართ არავინ ყურადღებას არ იჩენს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი დიასამიძემ, სოფელ ყოროლისთავის მცხოვრებმა. სოფელი ყოროლისთავი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. სოფელი ბათუმიდან დაახლოებით 13 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელში გზა მეწყრული პროცესების განვითარების გამო …

საკადრო ცვლილებები ხელვაჩაურის მერიაში

2021 წლის პირველი ნოემბრიდან დღემდე ხელვაჩაურის მერიიდან 18 ადამიანი გაათავისუფლეს. მათ შორის სამსახურის ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები. ხელვაჩაურის მერიიდან გაუშვეს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი, სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე. ხელვაჩაურის მერიიდან „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ საჯარო ინფორმაციაში, თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზად „პირადი განცხადებაა“ მითითებული. ასევე შეიცვალა ხელშეკრულებით დასაქმებული მერის წარმომადგენლები თხილნარში, აჭარისწყალში, ახალშენში, …

მდინარე, რომელმაც 13 თვის წინ უმაღლესი საბჭოს მძღოლი გაიტაცა, დღემდე არ გაუწმენდიათ – აქცია

„გაუწმენდავი მდინარე საფრთხეს გვიქმნის, ვიტბორებით,“ – ამბობენ ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც დღეს, 3 თებერვალს, კოლექტიური განცხადებით ხელვაჩაურის მერიას მიმართეს. განცხადებას ხელს აწერენ ის ადამიანები, რომლებმაც მდინარე მეჯინისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს 8 სოფელში ცხოვრობენ და მდინარის ქვიშა-ღორღისგან გაწმენდას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, გაუწმენდავი მდინარე ხშირად გადმოდის კალაპოტიდან, იტბორება სახლები, იხოცება პირუტყვი. „ჩვენ ახლა ვართ იმ …

განახლებას წყლისთვის 179 829 ლარი დახარჯეს, სოფელი უწყლოდაა – აუდიტი ხელვაჩაურის მერიაზე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხელვაჩაურის მერიამ ორ სოფელში გემურაულსა და განახლებაში ჭაბურღილის მოწყობისთვის, წყლის რესურსის განსაზღვრის მიზნით გეოლოგიური კვლევისათვის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გადაიხადა. ხოლო სოფელ განახლებაში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოებზე 134 829 დახარჯა. თუმცა, სოფელს წყალი არ მიეწოდება. „მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული გამოწვეულია წყლის მარაგის დაწევით, თუმცა შესაბამისი დოკუმენტური …

ხელვაჩაურში აუდიტის მიერ გამოვლენილ დარღვევებზე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ – აქცია

დღეს, პირველ თებერვალს, აჭარის მთავრობის სახლთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათთან ერთად არიან მოქალაქეები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან. საპროტესტო აქცია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას ეხმიანება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები“ აუდიტორების მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში აღმოჩენილ დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის …

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი სხვაგანაც მუშაობს – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიაში დასაქმებული 64 პირი, რომელთა ხელფასზეც ბიუჯეტიდან 230 851 ლარი დაიხარჯა, პარალელურად სხვა სამსახურშიც მუშაობდა. ეს და სხვა ათობით დარღვევა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია მოცემული, რომელსაც აუდიტის სახელმწიფო სამსახური აქვეყნებს. აუდიტის თანახმად, 2019-2020 წლებში მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენებოდა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთან არ დასტურდება, რომ ის 64 პირი, რომლებიც …

“არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი!”- ხელვაჩაურის საკრებულოს ერთპარტიული სხდომა

„შეკითხვები? არ გვაქვს შეკითხვები? ვუყაროთ კენჭი,“- ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, თენგიზ ირემაძემ და საკრებულოს წევრებმა 31 იანვარს გამართულ საკრებულოს სხდომაზე გატანილ 7 საკითხს ამ ტემპში უყარეს კენჭი და დაამტკიცეს. საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ენმ-ის წევრების პროტესტის მიზეზი 28 იანვარს გამოქვეყნებული სახელმწიფო აუდიტის დასკვნა გახდა. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ ხელვაჩაურის საკრებულოში, მალხაზ თავდგირიძემ …

ხელვაჩაურის მერიიდან ააიპების ხელმძღვანელები გაათავისუფლეს

ხელვაჩაურის მერიის ააიპებს ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. ახალი მერის გადაწყვეტილებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს სასაფლაოების დირექტორი მევლუდ ბოლქვაძე, საფეხბურთო კლუბ “მაჭახელას” ხელმძღვანელი ფარნაოზ თედორაძე და ხელვაჩაურის წყალკანალის დირექტორი ვლადიმერ მიქელაძე. ასევე შეიცვალა მერიის ადმინისტრაციის უფროსი და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი. ახალმა მერმა გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად უკვე დანიშნა ახალი კადრები. ააიპ “ხელვაჩაურის სასაფლაოებს” ირაკლი კარანაძე უხელმძღვანელებს, საფეხბურთო კლუბ …

შუახევში სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია – რა მდგომარეობაა აჭარის მუნიციპალიტეტებში

დღეს, 22 დეკემბერს, შუახევში თოვის გამო სოფლებთან მისასვლელი გზები ჩაკეტილია. ამ დრომდე აჭარის მაღალმთიანეთში ინტენსიურად თოვს. გზები ჩაიკეტა და სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ხულოშიც. შუახევის ცენტრში თოვლის საფარის სიმაღლე 30 – 40 სანტიმეტრია, მაღალ ზონაში – 60 – 80 სანტიმეტრი. შუახევის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ინტენსიურად წმენდენ სოფლებთან მისასვლელ გზებს, ხოლო ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის შუახევის მონაკვეთზე …

ხელვაჩაურში კაცმა ცოლ-შვილი დახოცა და თავი მოიკლა

ხელვაჩაურში, სოფელ ჭარნალში, კაცმა ცოლი და 21 წლის ბიჭი დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ინფორმაციას ჭარნალში ხელვაჩაურის მერის რწმუნებული ადასტურებს. მეზობლების თქმით, კაცის დედამ და მეორე შვილმა – გოგომ გაქცევა მოასწრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივების თქმით, 54 წლის კაცს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო …

როგორ აქციეს სინორის ფენების მომზადება ბიზნესად სოფელ მარადიდში

ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში საწარმო მოქმედებს, სადაც სინორისა და აჩმის ფენებს და რამდენიმე სახის ლავაშს ამზადებენ. პატარა საწარმოს გახსნის იდეა, სადაც სინორის ფენებს მოამზადებდნენ, 8 წლის წინ გაუჩნდა ხელვაჩაურელ ხარუნ ლომაძეს. „პატარა დანაზოგი გამიჩნდა და მინდოდა ჩამედო მცირე ბიზნესში. თავიდან სულ სხვა რამეს ვაპირებდი, მაგრამ ამ საქმის წამოწყება გადავწყვიტე. ძირითადი მოტივატორი ის იყო, რომ ადგილზე ადამიანები …

ხელვაჩაურში კაცი მიწის გამო ავტომატით ჩაცხრილეს, მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

შსს ინფორმაციით, ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. „დაკავებულია 1988 წელს დაბადებული გ.დ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს – 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და …

ვინ არიან ხელვაჩაურის მერობის კანდიდატები

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 3 კანდიდატი იბრძვის მერობისთვის. მერობის კანდიდატი ჰყავს ოპოზიციურ გაერთიანებას (რომელშიც შედიან: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „დროა“, „ლელო“ და სხვა ოპოზიციური პარტიები), „ქართულ ოცნებას“ და პარტიას – „გახარია – საქართველოსთვის“. კანდიდატების ჩამონათვალი მოცემულია საარჩევნო ნომრის მიხედვით. მიშა ბოლქვაძე– ოპოზიციური ერთობა [საარჩევნო ნომერი 5] მიშა ბოლქვაძე ჯერ კიდევ  ხელვაჩაურის საკრებულოს მოქმედი წევრია. …

ხელვაჩაურში თიხისგან დამზადებული წყლის მილები იპოვეს – „შესაძლოა ეს იყო მეჩეთის სისტემა“

ხელვაჩაურში, სოფელ ვაშალომიძეებში, თიხისგან დამზადებული, წყლის ძველი მილები იპოვეს. „მიწას ტრაქტორი თხრიდა და ამ დროს გამოჩნდა წყლის მილები. ეტყობოდა, რომ ძველი მილები იყო და სპეციალისტებს დავურეკეთ,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, წყლის ძველი მილები მის ეზოში აღმოჩნდა. „პირველადი დათვალიერებით, თიხის შემადგენლობით და ფაქტურის მიხედვით, ეს უნდა იყოს სავარაუდოდ მე-18, მე-19 საუკუნის, ან მე-20 საუკუნის 20-იანი წლების …

ბათუმისა და ხელვაჩაურის აბონენტების ნაწილს ხვალ წყლის მიწოდება რამდენიმე საათით შეუწყდება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ხვალ, 16 ივლისს, 12:00-დან 17:00 საათამდე, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, წყლის მიწოდება შეწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში. ასევე, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 12:00-დან 18:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ბათუმში ბაგრატიონის ქუჩაზე, ლერმონტოვიდან მელიქიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში მცხოვრებ აბონენტებს.    

ზედა ჭარნალი – სოფელი, სადაც დაპირებების შესრულებას წლებია ელიან [Video]

სოფელი ზედა ჭარნალი ხელვაჩაურში მდებარეობს და ჭარნალის თემს მიეკუთვნება. აქაურები ამბობენ, რომ წლებია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისგან სოფელში არსებული პრობლემების შესახებ შეუსრულებელ დაპირებებს ისმენენ. „არჩევნები რომ მოახლოვდება, გამოჩნდებიან, ჩვენი ხმა თუ სჭირდებათ, მოდიან და დაპირებებს გვაძლევენ. ეს დაპირებები თქმულებად რჩება, შესრულებას ვერ ვხედავთ”, – ამბობს სოფლის მკვიდრი, მელანო გოგუაძე. “არც გარე განათება გვაქვს გზაზე, არც ეზოში, ბოძები …

რატომ ვერ გასცეს მარტის ხელფასი ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში

ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს მარტის ხელფასი ამ დრომდე არ მიუღიათ. მიზეზებზე არც საბავშვო ბაღების გაერთიანებაში საუბრობენ და არც მერიაში. ხელვაჩაურში სულ 18 საბავშვო ბაღია. „ტექნიკური ხარვეზიაო, ასე გვითხრეს, მეტი არაფერი ვიცით,“ – გვითხრა ხელვაჩაურის პირველი საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, ირმა ნაკაშიძემ. საბავშვო ბაღების არც სხვა გამგეებს აქვთ ინფორმაცია, რის გამო ვერ გაიცა გასული თვის ხელფასი, თუმცა …

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

ბათუმში ოთხი მიმართულებით მოძრავი მიკროვტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. №39, 49, 56, 44 სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაძვირებას ითხოვენ და ახალი ავტოსადგურის ტერიტორიაზე იკრიბებიან. „ისინი საპროტესტო აქციას განაგრძობენ ბათუმის მერიასთან, რადგან მერიამ მათთვის მიცემული დაპირება არ შეასრულა,“ – გვიყვება ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი, თამაზ ბაკურიძე, რომელიც გაფიცულებს აქციის ორგანიზებაში ეხმარება. თამაზ ბაკურიძის თქმით, მძღოლები მგზავრობის …

„ოცნების“ კოორდინატორისა და ხელვაჩაურის მერის მოადგილის მეგობრის ბიზნესი მაჭახელში

ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, თამარის ხიდთან მისვლამდე, მდინარის პირას საცხოვრებელი კოტეჯები შენდება. კოტეჯებს სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებენ. მეოთხე კოტეჯის მშენებლობა ისე სრულდება, რომ რეაგირება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონია. კოტეჯების მშენებლობასთან ადგილობრივებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე ბევრჯერ უნახავთ. ამას ჩინოვნიკიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კოტეჯები მისი არ არის. ამავდროულად, ჩინოვნიკი უკანონო მშენებლობას არ …

რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

„მოდიან და მიდიან,“ –  ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენეს ჯოჭოელებმა, როცა მათ გეოლოგებსა და მეწყრის შემდეგ გაკეთებულ საქმეზე ვკითხეთ. ქვედა ჯოჭო ხელვაჩაურში ის პატარა სოფელია, სადაც დაახლოებით 5 თვის წინ მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა. ქვედა ჯოჭოში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. ცხედრები მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს. …

ბათუმში ბინა გადასცეს გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ

ბათუმში საცხოვრებელი ბინა გადასცეს მეექვსეკლასელ გოგოს, ვისი ოჯახის წევრებიც სტიქიის შედეგად დაიღუპნენ. საუბარია 2020 წლის 2 ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მომხდარ შემთხვევაზე – მეწყერმა თედორაძეების სახლი წაიღო და მსუბუქი ავტომანქანა. საცხოვრებელ სახლში სამი ადამიანი იყო, მათ შორის, 14 წლის ბიჭი. დაიღუპა ავტომანქანში მყოფი ორი პირიც. გოგო, რომელსაც დღეს აჭარის მთავრობამ საცხოვრებელი ბინა გადასცა, სტიქიის დროს …

ხელვაჩაურში 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა

ხელვაჩაურის 41-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი გარდაიცვალა. როგორც ამ უბნის საარჩევნო კომისიის მდივანი ნებული შაშიკაძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შემთხვევა დაახლოებით 15:40 საათზე მოხდა. „ამომრჩეველმა ხმა მისცა უბანზე და გარეთ როცა გავიდა, თქვა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. დახმარება ვეღარ მოასწრეს, უცებ გარდაიცვალა“, – ამბობს კომისიის მდივანი. მისი თქმით, ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფიც. გარდაცვლილი ამომრჩეველი დაახლოებით …

ხელვაჩაურში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

დღეს, 15 ნოემბერს ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. სახლში ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობას 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით  უცნობია. თუმცა ვარაუდობენ რომ ცეცხლი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.

ხელვაჩაურში აბონენტების ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეუწყდება

შპს „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანების გამო, 16 ოქტომბერს, 16:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება ხელვაჩაურის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩისა და ჩიხების ახალი ქსელის აბონენტებს. “წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ …

აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს. სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის …

ქვემო ჯოჭოსა და სხვა სოფლებში წყლის მიწოდებას მინიმუმ 10 დღე დასჭირდება – წყალკანალი

ხელვაჩაურის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრის სტიქიის შედეგად სოფლებში: ქვემო ჯოჭოში, კაპრეშუმში, ფერიაში, სამებასა და ახალშენში, სხვადასხვა დიამეტრის, მთლიანობაში 640 მეტრი წყლის ლითონის მილი დაზიანდა. ასევე დაზიანდა ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის გოფრირებული მილიც. „ამ სოფლებში მოსახლეობა დარჩენილია სასმელი წყლის მიწოდების გარეშე… მოვარდნილი უხვი ნალექისა და მეწყრული მოვლენების შედეგად …

აჭარაში მეხუთე დღეა ეძებენ მდინარეში დაკარგულ მძღოლს

ხელვაჩაურში უკვე მეხუთე დღეა ეძებენ მძღოლს, რომლის ავტომანქანაც პირველ ოქტომბერს, ღამით, ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების დროს გადავარდა მდინარე მეჯინისწყალში. ავტომანქანის ამოტანა მდინარიდან რამდენიმე საათში შეძლეს, მძღოლს კი ამ დრომდე ეძებენ. მაშველებს ადგილობრივი მოსახლეობაც ეხმარება. მეხუთე დღეა სოფელ ზანაქიძეების გადასასვლელ ხიდთან მოსახლეობა მდინარის კალაპტს მიუყვება დაკარგული მძღოლის მოსაძებნად. პირველ ოქტომბერს, საღამოს საათებში მოსული უხვი ნალექის …

„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

„ლევან თედორაძეც ითხოვდა დახმარებას, სახლი დაბზარული იყო და მესერიდან წყალი გამოდიოდა…“ – გეტყვიან ქვედა ჯოჭოში. ამ სოფლის და ლევან თედორაძის შესახებ ბოლო ორი დღეა ყველამ გაიგო – ქვედა ჯოჭოში მეწყერმა ლევან თედორაძის დ მაია ბერიძის სახლი მიწაში დამარხა. სახლში ლევან ცოლთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად იყო. მეწყერმა ავტომანქანაც წაიღო, რომელშიც ორი კაცი იჯდა და ლევან …

Exit mobile version