103 წლის ქალი ბათუმიდან – „არასდროს არ მიყვარდა რუსეთი, დამოუკიდებლობა მომწონს“

„არ მომწონდა კომუნისტები. დამოუკიდებლობა მომწონს. სხვანაირად არ გამიგოთ და არასდროს არ მიყვარდა რუსეთი. 26 მაისი არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე,“ – ამბობს 103 წლის ქეთევან ლორია. ქეთევან ლორია ბათუმში ცხოვრობს. 103 წლის 14 მაისს გახდა. „მშვიდად ვცხოვრობ ჩემს ძვირფას ოჯახთან ერთადო,“ – გვეუბნება და საკუთარი ცხოვრების ისტორიას გვიყვება. ქეთევან ლორია 1924 წლის 14 მაისს სამტრედიაში, სოფელ …

„ამოტუმბვა ძვირი დაჯდება, ვის გადავახდევინო“ – პენსიონერი ბათუმიდან, სადაც კანალიზაცია ისევ არაა

„კი ამოტუმბავენ, მაგრამ შარშან 130 ლარი დამიჯდა, ახლა უფრო ძვირი დამიჯდება… წამალს ვერ ვყიდულობ, პენსიონერი ვარ, სიმსივნით დაავადებული,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ 73 წლის ნაზი თაფაქიძე. ის აეროპორტის გზატკეცილზე ცხოვრობს. მისი სახლის ეზოში მოწყობილი „შამბოდან“ რამდენიმე დღეა კანალიზაცია ეზოში გადმოდის. ამ დასახლებაში კანალიზაციის სისტემა წლებია არ არსებობს. „ოცნებას“ მოსახლეობასთან არც ეს დაპირება არ შეუსრულებია – პირიქით, …

111 წლის ნაქიფე დავითაძე აჭარაში ყველაზე ხანდაზმული ადამიანია

აჭარაში 100 წელს გადაცილებული 25 მოქალაქე ცხოვრობს – ასეთია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები. აჭარაში მცხოვრები ყველაზე უხუცესი მოქალაქე 111 წლის ნაქიფე დავითაძეა, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორექეთიდან.  მასზე მასალა „ბათუმელებმა“ 2022 წელს მოამზადა. დედაჩემმა 120 წელი იცოცხლაო – გვითხრა მაშინ ნაქიფე დავითაძემ. „მუხლები მაწუხებს და ვერ ვიარები, თორემ რომ ვიარებოდე, საქმეს გავაკეთებდი, ცოტ-ცოტას. ახალგაზრდობაში ფერადი …

2025 წელს 1080 ხანდაზმულ ადამიანზე იძალადეს – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის მიხედვით, რომელიც დღეს, 22 აპრილს გამოქვეყნდა, 2025 წელს 60+ ასაკის 766 ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, 314 კი – კაცი. ამავე ანგარიშის მიხედვით, ხანდაზმულებზე ძალადობის მაჩვენებელი გაცილებით მაღალი იყო 2024 წელს, როცა 860 ხანდაზმული ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი. კაცების შემთხვევაში კი ეს  რიცხვი 298 იყო. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, საინტერესოა ის ფაქტი, რომ …

ხანდაზმულებზე ძალადობა დაწესებულებებსა და ოჯახში – რას წერს სახალხო დამცველი

საქართველოში ხანდაზმულ ადამიანებში [65+] საკმაოდ მაღალია სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა მაჩვენებელი, ამას სახალხო დამცველის აპარატის უახლესი ანგარიშიც ადასტურებს და ხანდაზმულებს მოსახლეობის განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიაკუთვნებს.  ანგარიშში განხილულია საქართველოში ხანდაზმული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა და სისტემური ხარვეზები, რომლებიც ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უშლის ხელს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ, ხანდაზმულთა ზრუნვის დაწესებულებებში …

ხანდაზმულთა სახლში 2 მოხუცის ხანძრის შედეგად დაღუპვას სახალხო დამცველი ეხმიანება

სახალხო დამცველი ხანდაზმულთა სახლში, „მუხრანის სავანეში“ ხანძრის შედეგად დაღუპულ ხანდაზმულებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთ დაწესებულებებში უსაფრთხოების პირობების მაღალი სტანდარტის დაცვა. …დადგენილი საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების თანახმად, ბენეფიციარები მომსახურებას უნდა იღებდნენ უსაფრთხო გარემოში, დაცული უნდა იყოს ხანდაზმული ბენეფიციარების საცხოვრებელი და მიმდებარე გარემოს უსაფრთხოება. აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით წარმართონ …

1000 ლარი რომ იყოს პენსია, წამალს ვიყიდდით, კარგადაც შევჭამდით და დასასვენებლადაც წავიდოდით

საქართველოში ხანდაზმულები მოსახლეობა განსაკუთრებულად მოწყვლადი ჯგუფია, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, მაღალია ხანდაზმულთა შორის სოციალურად დაუცველთა და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა, კერძოდ, 65 და მეტი წლის ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობის 84%-ის შემოსავლის ძირითადი წყარო პენსიაა და ყოველი მე-5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.  სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული სოციალური გარანტიებისა, საქართველოში ხანდაზმულთა საკითხების მიმართ …

„კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“ – 102 წლის ზექიე დოლიძე ბათუმიდან | ვიდეო

ბუხართან დაგხვდა. ხელებს ითბობდა და თითქოს ცეცხლის ყვითელ შუქს ეთამაშებოდა თითებით. საკუთარ თავს „მოცივანას“ უწოდებს და ფიქრობს, რომ ბუხრის სითბოს ვერაფერი შეედრება. „ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების“, – მეუბნება 102 წლის ზექიე დოლიძე. დღეს სწორედ მასზე გიყვებით. ზექიე 17 მაისს გახდება 103 წლის. ზექიეს ზამთარი სულაც არ ეჯავრება მიუხედავად იმისა, რომ სიცივეს ვერ ჰგუობს. ასე …

103 წლის ქალი: ღმერთს ვეხვეწები, რომ ჩემს ქმართან დაგლახებული არ წავიდე – ვიდეო

„103 წლის ვარ. ეს არ არის პატარა საქმე, თქვენც ხომ იცით?“ – მეკითხება რემზიე ჭაღალიძე. დღეს სწორედ მის შესახებ გიყვებით. რემზიე ამჟამად ქობულეთში, სოფელ ციხისძირში ცხოვრობს ერთ-ერთი შვილის ოჯახთან ერთად. შავი ტანსაცმელი აცვია და დივანზე ისეა მოკალათებული, ფანჯარაში გახედვა რომ არ გაუჭირდეს. ბუნება ძალიან უყვარს, მაგრამ გარეთ გასვლას ერიდება, მიუხედავად იმისა, რომ ხელჯოხით გადაადგილება არ …

„განდაგანას“ ცეკვა აჭარაში ყველა მესამემ იცის – „ბერმუხას“ 70 წლის თვითნასწავლი მოცეკვავე და მედოლე

თვითნასწავლი მედოლე, მომღერალი და მოცეკვავეა. 50 წელზე მეტია, რაც დოლზე უკრავს, იყო დრო მსახიობად მუშაობდა, შემდეგ ანსამბლში მღეროდა. საკუთარ თავს ხელოვანად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ვერ წარმოიდგინა საბოლოოდ ანსამბლ „ბერმუხას“ მოცეკვავე თუ გახდებოდა. დღეს 70 წლის გიორგი თაფლაძეზე გიყვებით, რომელიც რამდენიმე წელია, რაც „ბერმუხას“ შეუერთდა. „სხვათა შორის, ჩემი ცეკვა ყველას გაუკვირდა. მედოლე კაცმა ცეკვა რომ …

ბავშვის ცემა როგორ შეიძლება – 94 წლის ყოფილი პედაგოგი ქედიდან

„მაგელანს არ უვლია იმდენი, მე რომ მივლია. ზამთარში თხილამურებით დავდიოდი სკოლაში, 4 კლასთან ერთად ვმუშაობდი. ქიმია-ბიოლოგიას, ფიზკულტურას ვასწავლიდი, დაწყებითებსაც“, – ამბობს 94 წლის როსტომ ძნელაძე „ბათუმელებთან“. როსტომ ძნელაძე ქედაში, სოფელ ორცვაში ცხოვრობს და გვიყვება, როგორი უნდა იყოს კარგი მასწავლებელი და რა არის მნიშვნელოვანი პედაგოგისთვის „დიდთან დიდი იყოს და პატარასთან – პატარა“. მისი თქმით, სიტყვა „მასწავლებელი“ …

„არაფერს ვნანობ, მხოლოდ სიბერე მაწუხებს“ – 103 წლის ქალი ბათუმიდან

„დიდი ხნის ცხოვრება მაქვს. მეც დიდი ხნის ვარ. 103 წლის ქალი ვარ“, – ამბობს ულფეთ ფუტკარაძე და ხელებს ითბობს შეშის ღუმელზე. თან აკვირდება, თითქოს ცდილობს დარწმუნდეს, რომ ღუმელში შეშა საკმარისია. შავი ტანსაცმელი და წითელვარდებიანი წინდები აცვია, რომელზეც მოგვიანებით გვეტყვის, რომ შვილთაშვილმა აჩუქა. თავსაფარს ისწორებს, საიდანაც მოკლედ შეჭრილი, წითურად შეღებილი თმა მოუჩანს და დივანზე ჯდება. მტკიცედ …

აჭარაში ორ ქალს 110 წელი შეუსრულდა, 35-მა ადამიანმა კი საუკუნეს გადააბიჯა

აჭარაში მცხოვრებ ორ ქალს ნაქიფე დავითაძესა და ფატყუმე დიასამიძეს 110 წელი შეუსრულდათ. 35 მოქალაქემ კი, ვინც აჭარაში ცხოვრობს 100 წელს გადააბიჯა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ შორის 5 კაცი და 30 ქალია. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „100 წელს გადაცილებული მოქალაქეების ერთჯერადი დახმარების” პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონში მცხოვრებ 100 წელს გადაცილებულ 35 მოქალაქეს 1000 – 1000 ლარი …

10 დღეა ქმარი დავასაფლავე და ქუჩა-ქუჩა ვარ ახეტებული, წასასვლელი არსად მაქვს – 65 წლის ქალი

65 წლის შუშანა დეკანაძეს წასასვლელი არსად აქვს. ათი დღეა, რაც მეუღლე მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა და სრულიად მარტოდ დარჩა. შუშანა და მისი მეუღლე ოცი წელია ნაქირავებში ცხოვრობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ქირის გადახდა უჭირდათ. „ხან სად ვიყავით და ხან სად“, – ამბობს შუშანა. მარტოხელა და უსახლკარო ქალს არც სამუშაო აქვს, არც სოციალური შემწეობა და არც თავშესაფარი. …

„ჩვენთან ყოველ დღე 10 ბავშვი იბადებოდა, ამიტომ ქობულეთი ჩემი ოჯახია“ – 89 წლის გინეკოლოგი

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი ____________________ როცა ასაკზე ვკითხეთ, კითხვითვე მოგვიგო – თქვენი აზრით, რამდენი წლის ვიქნებიო, თუმცა პასუხს არ დაელოდა და გაზეთების დასტისკენ მიგვითითა, რომელსაც სათვალის გარეშე კითხულობს. გულსუნდა მდივანი მაისში 90 წლის გახდება, ამბობს, რომ ჯანმრთელობას არ უჩივის და გული ისევ ახალგაზრდა აქვს. ჯანმრთელად რომ არ ვიყო, მეხუთე სართულზე ხომ ვერ ვიცხოვრებდი, მხოლოდ ჩემი ნაოჭები …

ქალი ქუთაისის ცნობილი გრაფიტიდან უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს – ვიდეო

82 წლის დალი დოღონაძე მთელმა საქართველომ ქუთაისში, სისხლის ბანკის შენობის კედელზე დახატული უზარმაზარი გრაფიტით გაიცნო. გრაფიტი, რომელზეც იმერელი ბებო „ხაჭაპურის გამოხელვის“ პროცესშია გამოსახული, ქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა. ნახატმა დალი დოღონაძეს პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა, თუმცა სხვა მხრივ მისი ცხოვრება არ შეცვლილა. ახლაც, ისევე როგორც უკანასკნელი წლები, დალი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. დალი დოღონაძე წარმოშობით ლეჩხუმიდანაა. …

ყოველი მეათე იაპონელი 80 წელზე მეტი ასაკისაა

80 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებმა პირველად შეადგინეს იაპონიის მოსახლეობის 10 პროცენტი – ამის შესახებ იაპონური გამოცემა Mainichi წერს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით. 80 და 80 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 270 000-ით გაიზარდა და იაპონიის მთლიანი მოსახლეობის 10,1 პროცენტი შეადგინა, რაც დაახლოებით 124,6 მილიონია. 65 წელზე უფროსი ასაკის პირების რაოდენობა იაპონიაში მთლიანი მოსახლეობის …

„სიცრუეა, რომ რუსეთი აფხაზეთს დაგვიბრუნებს“ – კიდევ რაზე მსჯელობენ ხანდაზმულთა ცენტრში

ბათუმის ხანდაზმულთა დღის ცენტრში 200-მდე ადამიანია რეგისტრირებული. ხანდაზმულები ხშირად იკრიბებიან აქ, რადგან ფიქრობენ, რომ მათთვის სოციალიზაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და გვინდა, რომ ხანდახან საკუთარ თავზეც ვიფიქროთ. მოვდივართ, ხან ნარდს ვთამაშობთ, ხან ყვავილებს ვრგავთ, დავდივართ ექსკურსიებზეც“, – ამბობენ ხანდაზმულები „ბათუმელებთან“. ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე ამ ცენტრს წითელი ჯვარი აფინანსებს. …

95 წლის კაცი ხულოდან მთავრობას – „ლარიც თუ ამართვი, მე რაღა დამრჩა, არაფერი“ I ვიდეო

ხელში რკინის ჯოხი უჭირავს, თავზე თხელი, შავი ქუდი ახურავს, ტანზე მუქი პიჯაკი და კუბოკრული შარვალი აცვია. 95 წლისაა, თუმცა აჩქარებით მოაბიჯებს ჩვენთან შესახვედრად. გვიღიმის – „გახარებული ვარ, თქვენი დანახვით“. ნუსრედინ შავაძე მთელ მუნიციპალიტეტში ცნობილი დურგალია. სოფელსა და მის შემოგარენში 156 ხის სახლი აქვს აგებული. ნუსრედინი სახლის წინ, პატარა ხის სკამზე ჯდება და გვესაუბრება: „მოწყენილი ვიყავი …

100 წლის ბათუმელი ქალის ცხოვრება და სიყვარული

დღეს ბათუმში მცხოვრებ ქალზე, 100 წლის ემინე ანთაძეზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე თვეში 101 წლის გახდება. როცა ემინეს ოთახში შევედი, მითხრა: მართალია, პასპორტში ემინე ვწერივარ, თუმცა ჩემი ნათლობის სახელი მარიამია და მირჩევნია ასე მომმართოთო. შესაბამისად, დღეს მარიამი გვამოგზაურებს თავის ერთსაუკუნოვან ცხოვრებაში. მის მეხსიერებაში მყარადაა შემონახული მნიშვნელოვანი განცდები, თარიღები, სახელ-გვარები, დეტალები. ის 1922 წლის ოქტომბერში ქობულეთში …

6 რამ, რაც მეხსიერების დაქვეითებას ანელებს – ათწლიანი კვლევის შედეგები

ჯანსაღი ცხოვრების ისეთი წესების კომბინაციამ, როგორიცაა: სწორი კვება, რეგულარული ვარჯიში, კოგნიტური აქტივობა და კვირაში ორჯერ მაინც სოციალიზაცია, შესაძლოა შეანელოს მეხსიერების დაქვეითების ტემპი და შეამციროს დემენციის რისკი. ამის შესახებ პეკინის ნევროლოგიური დარღვევების ეროვნული ცენტრის მკვლევრები ათწლიანი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერენ. კვლევის ფარგლებში გამოითვალა ჯანსაღი ცხოვრების წესის ქულა, რომელიც აერთიანებს ექვს ფაქტორს: ჯანსაღი დიეტა რეგულარული ფიზიკური ვარჯიში …

აჭარაში ყველაზე ხანდაზმულები 109 წლის ქალები არიან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, აჭარაში ამ დროისთვის 100 წელს გადაცილებული 37 ადამიანი ცხოვრობს, მათგან 7 კაცი და 30 ქალია. მათ შორის ყველაზე უხუცესები არიან 109 წლის მოქალაქეები – ფატყუმე დიასამიძე, რომელიც ქობულეთში ცხოვრობს და ნაქიფე დავითაძე, შუახევიდან. სამინისტროს ცნობით, ამ მონაცემების გარდა აჭარაში 99 წლის 13 ადამიანი ცხოვრობს. ას წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან …

ბათუმის ცნობილი მასწავლებელი მარტოობაში – წითელი თმა და აუხდენელი ოცნება პარიზზე

5 წელია, რაც ქუჩაში არ გასულა. სამყაროს თავისი ბინის პატარა აივნიდან ეკონტაქტება. მხოლოდ აქედან შეუძლია დაინახოს, როგორ იცვლის გაავდრებისას ზღვა ფერს და მუქდება, ან როცა კამკამა ცისფერს იკიდებს. ბოლო დროს აივანზე გასვლასაც კი ვეღარ ახერხებდა. ამბობს, რომ სამი თვის წინ ოთახში დაეცა და მთელი ეს დრო საწოლში გაატარა. „მეზობლები დამეხმარნენ და ლოგინზე დამაწვინეს. შემდეგ ახლობელმა …

ქმარი ფიზიკურად ძალადობდა ჩემზე, თვალი მან დამიზიანა – მარტოხელა ქალი

„ზოგჯერ პურს ვასხამ ცხელ წყალს და მაგით ვერევი შიმშილს… ზამთარი მოდის, ისევ უნდა გადავიტანო სიცივე გათბობის გარეშე ფაცხაში, რომელიც ჩემი არ არის,“ – ამბობს ნადიკო ცეცხლაძე. ის 61 წლისაა და ბათუმში, კახაბრის დასახლებაში ცხოვრობს. „მცემდა ქმარი, ვერ მოვდიოდი ოჯახიდან და მაშინ წამოვედი, როცა თივის „ვილკა“ გამიყარა ყელში… ქუჩაში დავრჩი, ეს იყო 28 წლის წინ,“ – …

„ციხიდან რომ გამოვედი, შვილებმა არ მიმიღეს“ – ქალი უსახლკაროდ და მარტო

„სამი შვილის დედა ვიყავი. გოგო 6 წლის იყო, ბიჭები კი – 5 და 9 წლის, როცა მეუღლის მკვლელობის გამო დამაპატიმრეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ შვილებმა ჩემთან დაბრუნება არ მოისურვეს. მას შემდეგ 21 წელი გავიდა და სულ წვალებაში ვარ, ასე უსახლკაროდ და მარტო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 60 წლის გულნარა ლორთქიფანიძე. მეუღლესთან ერთად ის აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. …

რატომ ეშინია გათენების ყოფილ ბუღალტერს ბათუმიდან

„ჩემს თვალზე ცრემლი არ გამშრალა. ყოველი დღის გათენების მეშინია, არ ვიცი რა მელოდება ხვალ“, – ამბობს „ბათუმელებთან“ 68 წლის ეთერ შარაძე. ის საუბრის დროსაც ვერ მალავს ცრემლებს. ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომობდა, არასდროს გაჩერებულა, თუმცა ხანდაზმულ ასაკში მაინც ბინის გარეშე, სოციალურად დაუცველი აღმოჩნდა. ეთერი ახლა ნივთებს ალაგებს, მუყაოს ყუთებში ფუთავს და ელოდება, როდის ეტყვის ბინის …

სიბინძურე, სუნი და ადმინისტრაციის შიში – რა წერია დასკვნაში წნორის ხანდაზმულთა სახლზე

სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის მიერ კახეთში, წნორის ხანდაზმულთა სახლის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან. „შესამჩნევია ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს, ხოლო მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს,“ – ვკითხულობთ მონიტორინგის დასკვნაში. …

108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

აჭარაში ყველაზე მხცოვანი ადამიანები ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე არიან, ორივე მათგანი 108 წლისაა. ნაქიფე შუახევში, სოფელ ღორექეთში ცხოვრობს, ფატყუმე კი – ქობულეთში. ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს. „დედაჩემი 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა“- გვიყვება ნაქიფე, როცა მას თავისი წარსული ცხოვრების გახსენება …

1251 ხანდაზმული გახდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, მათი უმრავლესობა ქალია

შს სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 1 251 ადამიანი, მათგან 378 კაცი და 873  ქალი. 2022 წლის იანვარ-თებერვალში კი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი გახდა 61 წელს გადაცილებული 27 კაცი და 64 ქალი. ხანდაზმულებზე ძალადობა მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას არ გულისხმობს, იგი მოიცავს როგორც ფიზიკურ, ისე სექსუალურ, ფსიქოლოგიურ/ემოციურ ძალადობას; ასევე ეკონომიკურ …

მოხუცებში გამძაფრდა მარტოობის და გარიყულობის შეგრძნება – კოვიდის ზეგავლენა

პანდემიის პირობებში მოხუცებულებს კომუნიკაციის ნაკლებობა, შიში, სტრესი აქვთ და ემოციურად განსაკუთრებულად უჭირთ. მსგავს მდგომარეობას კი, ზოგიერთი ხანდაზმულის შემთხვევაში, მათ მიმართ ფიზიკური ძალადობაც (14%) ემატება. ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალ კვლევაში წერია, რომელშიც განხილულია საქართველოში მცხოვრებ (მათ შორის, ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში მყოფ) ხანდაზმულებზე კოვიდ პანდემიის ზეგავლენა. ხანდაზმულების, განსაკუთრებით ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციარების, ემოციური მდგომარეობა …

აჭარაში დღეს 5 ქალს და 2 კაცს 100 წელი შეუსრულდა

დღეს, 2 ივლისის, აჭარაში შვიდ ადამიანს შეუსრულდა 100 წელი. ერთ-ერთი მათგანი ხულოში, სოფელ დიოკნისში მცხოვრები ზულბიე ძირკვაძეა. ზულბიეს 3 შვილი, 9 შვილიშვილი და 20 შვილთაშვილი ჰყავს. დღევანდელი მდგომარეობით აჭარაში 100 წელს გადაცილებული სულ 51 ადამიანი ცხოვრობს. წლის ბოლომდე კი კიდევ სამ ადამიანს შეუსრულდება ასი წელი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ ერთჯერადი დახმარების პროგრამის ფარგლებში 1000-1000 ლარი გადასცა …

ხანდაზმულებზე ძალადობა – პრობლემა, რომელზე საუბარსაც თავს არიდებენ

დღეს, 15 ივნისს, ხანდაზმულებზე ძალადობის შემეცნების მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს გლობალური სოციალური პრობლემაა, რომელიც მილიონობით ასაკოვანი ადამიანის ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხს აქვეითებს. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, მოხუცებზე ძალადობა ხშირად ტაბუდადებული თემაა, თუმცა ცალკეული გახმაურებული შემთხვევები და პოლიციის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა მოწმობს, რომ მოხუცებზე ძალადობა კვლავ მნიშვნელოვანი პრობლემაა. მოხუცებზე ძალადობაში მხოლოდ ფიზიკური ძალადობა …

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველ მოხუცებს „სასურსათო კალათას“ გაუგზავნის

აჭარის მთავრობა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის საკვები პროდუქტების და პირველადი მედიკამენტების გაგზავნას აპირებს – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დღეს განაცხადა ბრიფინგზე. „ყველამ ერთად, როგორც სახელმწიფომ, ასევ საზოგადოებამ, მათ უნდა შევუქმნათ ყველა პირობა იზოლაციისთვის და ის რისკები, რაც უკავშირდება ამ ვირუსის გავრცელებას, მინიმუმამდე შევამციროთ… აჭარაში დღის წესრიგში დადგა სასურსათო კალათის შემუშავება და ამის ფარგლებში …

Exit mobile version