ქედაში პოლიციის სამმართველოს ახალი შენობისთვის 4 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

დაბა ქედაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობასა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე შსს-მ ტენდერი 4,8 მილიონი ლარით გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ქედის რაიონული სამმართველოს შენობის აშენება დაგეგმილია დაბა ქედაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომლის ფართობია 3 450 კვადრატული მეტრი. „საპროექტო შენობა წარმოადგენს 2-სართულიან მონოლითური რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ნაგებობას მცირე ქანობიანი გადახურვით. საპროექტო ტერიტორიას ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის …

პედაგოგებს ქობულეთში პარფიუმერიის ვაუჩერებს გადასცემენ – მერია 20 ათას ლარს დახარჯავს

ქობულეთის მერია მასწავლებელთა კონფერენციის ჩატარებას გეგმავს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარია გათვალისწინებული. მერიამ ამ თანხით ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომლის ტექნიკურ დავალებაში აღნიშნულია, რომ მასწავლებელთა კონფერენციაში გამარჯვებულების საჩუქარი იქნება „პარფიუმერული მაღაზიის სასაჩუქრე 150-ლარიანი ვაუჩერი და ყვავილების თაიგული“. კონფერენციაში გამარჯვებულ მასწავლებლებზე გადასაცემად მერიას 23 ვაუჩერი და 30 თაიგული უნდა მიაწოდონ. ღონისძიების ორგანიზებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულს ასევე …

ქუთაისში ჯერარგახსნილი ჰაბის პრეზენტაციაზე მთავრობა 496 ათას ლარს ხარჯავს 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 11 ოქტომბერს ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 496 ათას 272 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავს. ტექნოჰაბი საქართველოს პარლამენტის ადმინისტრაციის ყოფილ შენობაში უნდა განთავსდეს. მთავრობამ ჰაბის გახსნა სააგენტოს 2025 წლისთვის დაავალა – შენობაში საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაციაა აუცილებელი, რისთვისაც 20 მილიონი ლარის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. ვინაიდან წინასაარჩევნოდ ტექნოჰაბს ვერ გახსნიდა, მთავრობამ …

8,9 მილიონი ლარი აჭარის 11 სოფელში გაზის მილების შესაყვანად – ტენდერი

აჭარაში 11 სოფლის გაზიფიცირებისთვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სამი ტენდერი გამოაცხადა ჯამში 8 907 024 ლარით. ამ სოფლებში მთავრობის გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაზიფიცირება შარშან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დროისთვის მხოლოდ ტენდერებია გამოცხადებული. წინადადებების მიღება 2024 წლის 12-14 სექტემბერს დაიწყება. შუახევის სოფელ ოქროპილაურის და ხულოს სოფელ ქვემო ვაშლოვანის გაზიფიცირების სამუშაოებზე ტენდერი 2 345 280 ლარითაა გამოცხადებული. წინადადებების …

ზამლეთი-ხიხაძირის 7 კილომეტრიანი გზა, რომელიც ოთხმა პრემიერმა ვერ დაასრულა

ზამლეთი-ხიხაძირის გზის შესაკეთებლად დაწყებული სამუშაოები 2021 წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, გზის ეს მონაკვეთი ამ დრომდე გაუკეთებელია. ამჯერად, არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას, რითაც ცვლილება შეიტანა 2019 წლის განკარგულებაში და გზების დეპარტამენტს სამუშაოების განახლება დაავალა. მთავრობის განკარგულებით, სამუშაოებს ზამლეთი-ხიხაძირის გზაზე შეასრულებს კომპანია „არალი“, რომელიც სულ სხვა გზის სამუშაოების ტენდერშია გამარჯვებული. …

„ოცნების“ კანდიდატის კომპანია ბათუმის მერიის 16-მილიონიანი ტენდერისთვის იბრძვის

მწვანე კონცხსა და მახინჯაურში წყლის სისტემის მოსაწყობად გამოცხადებულ 16-მილიონიან ტენდერში ბათუმის მერიის შპს „ბათუმის წყალს“ უჩივიან. მომჩივანი კომპანია „ბილდინგ-დეველოპერ“ მომსახურებას შემსყიდველს 14,9 მილიონად სთავაზობდა, თუმცა მას დისკვალიფიკაცია მისცეს. მომდევნო პრეტენდენტი კი „ოცნების“ კანდიდატის და შემწირველის, გიორგი ჭყონიას კომპანიაა, რომელიც „ბათუმის წყალს“  მომსახურებას 185 ათასი ლარით ძვირად, 15 მილიონ 85 ათას ლარად სთავაზობს. ტენდერი „ბათუმის წყალმა“ …

6,7 მილიონი ბათუმის აკვარიუმის შენობის რეაბილიტაციისთვის

ბათუმში აკვარიუმის შენობის სარეაბილიტაციოდ ქალაქის ბიუჯეტიდან 6,7 მილიონი ლარი გამოიყო. შენობის, აკვარიუმის, აუზებისა და ღობის სრულ რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პროექტის მიხედვით, ლითონის ღობეს, აკვარიუმსა და ეზოში მდებარე აუზებს დაშლიან და ხელახლა გააკეთებენ; რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და უკვე წლებია სავალალო მდგომარეობაშია. რუსთაველის ქუჩის №51-ში …

ბათუმის მერია ნაგავსაყარს ღობავს – ქალაქმა ამისთვის 326 ათასი ლარი გამოყო

ბათუმის მერიამ ადლიის დასახლებაში ნაგავსაყარის შემოღობვა გადაწყვიტა, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 326 ათას 687 ლარია გამოყოფილი. მომსახურების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 4 სექტემბერს დასრულდება. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 2024 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შესრულდეს. პროექტის მიხედვით, ნაგავსაყარი 2,2 კილომეტრი სიგრძის …

ბენზეს ხიდს გააფართოებენ – სამუშაო წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს

ბათუმის შემოსასვლელში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებულ ბენზეს ხიდს გააფართოებენ. სამუშაოების შესყიდვაზე ქალაქის მერიის სამმართველომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. შესყიდვის ღირებულება 210 ათასი ლარია. ბენზეს ხიდის რეკონსტრუქციაში 2 წლის წინ ქვეყნის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა თუმცა საცობის პრობლემა ვერ მოაგვარა. მეტიც, ხიდის სავალი ნაწილი რეკონსტრუქციის შემდეგ კიდევ უფრო დაავიწროვეს, რის გამოც ხიდს „ძაბრიხიდიც“ კი დაარქვეს. ბათუმის მერიის …

1 მილიონი ლარი პარკის კოლონადებისა და საზაფხულო თეატრის რეაბილიტაცია-პროექტისთვის

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაციისთვის და ბულვარში, საზაფხულო თეატრის სარეაბილიტაციო პროექტის შესაძენად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. შესაბამისი ტენდერები სახელმწიფო შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. ცენტრალური პარკის კოლონადები და საზაფხულო თეატრის შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია. 502 456 ლარით არის გამოცხადებული ტენდერი ცენტრალური პარკის შესასვლელში არსებული კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაციაზე. ტენდერში წინადადებების მიღება 2024 …

ბათუმი ახალ 25 საქალაქო ავტობუსში 16 მილიონ ლარს გადაიხდის

ბათუმისთვის ახალი M3 კატეგორიის საქალაქო ავტობუსების შესაძენად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კონსოლიდირებული ტენდერი გამოაცხადა. ერთი ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური ღირებულება 648 ათას 402 ლარია, ანუ 25 ავტობუსის შესყიდვის მაქსიმალური თანხაა 16 210 050 ლარი. პირობა საგარანტიო პერიოდის განმავლობაში გეგმური ფლობის კომპონენტებსაც ითვალისწინებს. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულისგან ავტობუსებს ბათუმის მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ შეისყიდის. ავტობუსები უნდა იყოს: ერთი და …

ლაო ჯინ ჯაოს სახლის რეაბილიტაციისთვის 961 ათასი ლარია გამოყოფილი

ქობულეთში, დაბა ჩაქვში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს – ლაო ჯინ ჯაოს საცხოვრებელ სახლს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 910 ათასი ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] გამოაცხადა. ტენდერს თან ახლავს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც შენობაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება მთლიანად ორსართულიან შენობას, დამონტაჟდება …

რატომ ვერ იწყებს ბათუმის მერია 99 ლიფტის შეცვლას – დავა 8 მილიონისთვის

ბათუმის მერიის სამმართველოს ჯერ 59, ამჯერად კი 99 ლიფტის შესაცვლელად გამოცხადებულ ტენდერში უჩივიან. საჩივრებისა და დავების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო 59 ლიფტის შეცვლაზე ტენდერები [5 მილიონი ლარით] გასული წლის სექტემბრიდან დღემდე ვერ შედგა – ეს ტენდერები სამმართველომ შეწყვიტა. მოგვიანებით მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 59 ლიფტს 40 დაამატა და უკვე 99 ლიფტის შეცვლაზე …

ღორჯომში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების პროექტი გაძვირდა – ტენდერი 1,4 მილიონი ლარით

ხულოს მუნიციპალიტეტში, ღორჯომის ხეობაში, საცხენოსნო ტურიზმის ინფრასტრუქტურის, კერძოდ: ღია და პატარა მანეჟის, ტრიბუნისა და თავლის, დამხმარე შენობისა და ადმინისტრაციული ცენტრის, ასევე კომუნალური სისტემის მშენებლობისთვის ამჯერად 1,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. ტენდერი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ უკვე გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ პირველად ტენდერი ღორჯომის ხეობაში თავლის, მანეჟისა და ტრიბუნის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2023 წლის თებერვალში გამოაცხადეს …

ქობულეთში „ჩელე არენას“ საფეხბურთო მოედანზე ხელოვნურ საფარს დააგებენ – ტენდერი 2 მილიონი ლარით

ქობულეთის საფეხბურთო სტადიონის ცენტრალურ და სავარჯიშო მოედნებზე ხელოვნურ საფარს დააგებენ. სამუშაოების ფარგლებში გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც ჩატარდება, თუმცა ეს არ იქნება სტადიონის რეკონსტრუქცია. სამუშაოებისთვის 2,1 მილიონი ლარია გათვალისწინებული. აჭარის მთავრობას ქობულეთის სტადიონის რეკონსტრუქციის/ახლის მშენებლობის გადაწყვეტილება არ მიუღია. არადა აჭარის პროექტების მართვის კომპანია გასულ წელს ახალი, 7-8 ათას მაყურებელზე გათვლილი უეფას მე-2 კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მოსაწყობად საჭირო …

ზღვაში ხრეშის შესატანად წელს 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმში ზღვის ხელოვნური კვებისთვის წელს 1,7 მილიონი ლარია გათვალისწინებული. თანხა აჭარის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, სამუშაოების შესყიდვაზე კი ტენდერი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველომ გამოაცხადა. ზღვის სანაპიროზე შესატანად ხრეშს ამჯერადაც მდინარე ჭოროხიდან ამოიღებენ. ვინაიდან შტორმის დროს ზღვა ბათუმის სანაპიროს ანგრევს, ხრეშის ხელოვნურად შეტანაც პერიოდულად აუცილებელია. გასულ წელს ზღვაში 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, მიმდინარე …

რატომ გამოაცხადეს მეორე 80-მილიონიანი ტენდერი აჭარაში და კიდევ 3 რეგიონში გზების მოვლაზე

აჭარაში, ასევე გურიის, სამეგრელოს და ზემო სვანეთის რეგიონებში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ჩასატარებელ საგზაო სამუშაოებზე საქართველოს გზების დეპარტამენტმა წელს მეორე ტენდერი გამოაცხადა. სახელშეკრულებო თანხა ამ შემთხვევაშიც 80 მილიონი ლარია. ანალოგიური ტენდერი დეპარტამენტს 3 თვის წინაც ჰქონდა გამოცხადებული, სადაც გამარჯვებულად კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გამოავლინა და მასთან ხელშეკრულება 80 მილიონ ლარზე აქვს გაფორმებული – …

ბათუმში 2 საბავშვო ბაღის ასაშენებლად 10 მილიონი ლარია გამოყოფილი

ბათუმში, ქალაქს შემოერთებულ ტერიტორიაზე ორი საბავშვო ბაღის აშენებაა დაგეგმილი. ერთი ბაღი ივანე მესხის პირველი ჩიხი N7-ის მიმდებარედ, ხოლო მეორე – ნიკო მუსხელიშვილის ქუჩა N33„დ“-ს მიმდებარედ უნდა ააშენონ. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ბაღების ასაშენებლად ერთი ტენდერი აქვს გამოცხადებული – 10 763 601 ლარით. ტენდერს თან ახლავს პროექტები, რომლის მიხედვითაც საბავშვო ბაღები უნდა ააშენონ. …

1 მილიონი ლარი ბათუმის საკათედრო ტაძრის რეაბილიტაციისთვის – ტენდერი

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციოდ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ [კმდს] ტენდერი 1 მილიონი ლარით გამოაცხადა. ტენდერს არ ახლავს პროექტი, თუმცა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები, მათ შორის: „საერთო სამშენებლო სამუშაოები; ვიტრაჟები; ფასადის კონსერვაცია-რეაბილიტაცია; ტაძრის მოხატულობის რესტავრაცია“ . ტენდერში წინადადებების მიღება იწყება 2024 წლის 16 ივნისს და 21 ივნისს დასრულდება. სააგენტოს სატენდერო კომისიას სახელმწიფო …

საქანელა 97 ათას ლარად სარფში – ხელვაჩაურის მერიის სავიზიტო პროექტი

ხელვაჩაურის მერიის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სოფელ სარფში „სავიზიტო ბარათი [საქანელა] კონსტრუქციის მოწყობაზე“ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 97 ათას 794 ლარია. საქანელა პროექტის მიხედვით, სარფში, მთაზე, ანდრია პირველწოდებულის ქანდაკებასთან მდებარე ჩანჩქერის ზემოთ მოეწყობა. კონსტრუქციის მოწყობა სოფლის გზის მიმდებარედაა დაგეგმილი. პროექტის მიხედვით, ეს იქნება ადგილი – გადასახედით ზღვაზე, სადაც საქანელას გარდა პროექტით დაგეგმილია სკამების, …

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი ისევ გაძვირდა – ტენდერი

ზვარეს და ძენწმანის მეჩეთების რეაბილიტაციაზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] ტენდერი კიდევ ერთხელ გამოაცხადა. სატენდერო თანხა ამჯერად 150 ათასი ლარითაა გაზრდილი და ჯამში 650 ათასი ლარია. თავდაპირველი გათვლებით ორივე მეჩეთის რეაბილიტაციისთვის 370 500 ლარი იყო საჭირო, თუმცა ამ თანხით გამოცხადებული ორი ტენდერი არ შედგა. ანუ, ამ დროისთვის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტი 279 500 ლარით, 75,4 …

სპეცრაზმის ლანჩისთვის შსს-მ დამატებით 665 000 დახარჯა – ისინი აქციებს ხშირად არბევენ

თბილისში ანტირუსული აქციების პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მობილიზებული პოლიციელებისა და სპეცრაზმელების ლანჩისთვის ბიუჯეტიდან ერთ თვეში 665 244 ლარი დაიხარჯა. აქედან ნახევარ მილიონზე მეტი, 515 244 ლარი ტენდერის გარეშე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია ვისთან გააფორმა შსს-მ ხელშეკრულებები ამ პერიოდში …

ბათუმის მერია 21 მილიონ ლარად სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს – ტენდერი

ბათუმის მერია სარაგბო სტადიონის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 21 მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა. სტადიონი ბათუმში ლეონიძისა და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარეობს. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი 21 157 100 ლარით უკვე გამოაცხადა – „ბათუმში, სარაგბო სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და 2 ახალი სტადიონის და დამხმარე ინფრასტრუქტურის მშენებლობა. პირობის …

ბათუმობა წელს 27-28 აპრილს ბულვარში ჩატარდება

ბათუმის კულტურის ცენტრმა „ბათუმობა 2024“-ის ორგანიზებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო განაცხადის მიხედვით ღონისძიება 2024 წლის 27-28 აპრილს ბულვარში, საზაფხულო თეატრის მიმდებარედ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარია გათვალისწინებული [კონცერტის მონაწილეების ჰონორარებში კი თანხა ცალკე დაიხარჯება]. „ბათუმობა 2024“-ის ღონისძიებების რუკა: აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: საგამოფენო სივრცის [დახლები] მოწყობა; ჯიხურები, შესასვლელი თაღი, ფოტოგამოფენა; ბრენდირებული …

ხულოს მერია ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო პროექტს იყიდის

„უკეთესი ვიზუალური გარემოს შექმნის თვალსაზრისით შესაძლებელია განხილულ იქნას შენობის რელიგიური საკულტო არქიტექტურის და ატრიბუტიკის ელემენტებთან ერთად ქართული კულტურის, ისტორიული მემკვიდრეობის და არქიტექტურული ელემენტებით გამდიდრების საკითხი.“ – აღნიშნულია ხულოს ცენტრალურ მეჩეთთან დაკავშირებით ტენდერში, რომელიც ხულოს მერიამ გამოაცხადა. ხულოს ცენტრალური მეჩეთის სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოების პროექტის შესასყიდად მუნიციპალიტეტმა ტენდერი 23 728 ლარით გამოაცხადა. პირობის მიხედვით, პროექტი ისე უნდა შედგეს, …

ახალ ბულვარში საპირფარეშოს ააშენებენ – დაიხარჯება 142 ათასი ლარი

ახალი ბულვარის ტერიტორიაზე საპირფარეშოს მოსაწყობად ბულვარის ადმინისტრაციამ ცალკე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 142 ათას 403 ლარია. გამარჯვებულმა სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ორ თვეში უნდა დაასრულოს. აღნიშნული საპირფარეშოს მოწყობა ბულვარის ადმინისტრაციას აქამდე სხვა ტენდერის ფარგლებში ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც ბულვარში ახალი საბავშვო კუთხის მოწყობას ითვალისწინებდა. საბავშვო კუთხისა და საპირფარეშოს მოსაწყობად კი მთლიანობაში 499 ათას 575 ლარი იყო გათვალისწინებული. …

ძველი ლიფტების შეცვლა ბათუმში – 5 მილიონიანი ტენდერისთვის ბრძოლა ხელახლა იწყება

ბათუმში 60-მდე ლიფტის შესაცვლელად 5-მილიონიანი ტენდერი, მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით უარყოფითი შედეგით დასრულდა, ამიტომ იგივე მომსახურებაზე ტენდერი ხელახლა გამოაცხადეს. სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ განმეორებით გამოცხადებულ ტენდერში პირობები არ შეცვლილა. იგივე დარჩა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაც – 5 264 551 ლარი. ახალ ტენდერში წინადადებების მიღება 2024 წლის 7 აპრილს დაიწყება და 12 აპრილს …

122 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმში 2 დღით სცენის მოსაწყობად

ბათუმში საზაფხულო ფესტივალისთვის – „ზაფხული იწყება აქ“ – საკონცერტო სცენის მოსაწყობად აჭარის ბიუჯეტიდან 122 ათასი ლარია გათვალისწინებული. ღონისძიების ჩატარება ანბანის კოშკის მიმდებარედ 2024 წლის ივნისის თვის პირველ ნახევარშია დაგეგმილი. ფესტივალი ორდღიანი იქნება [ტენდერის პირობებში აღნიშნულია, რომ დღეები დაზუსტდება ამინდის გათვალისწინებით და „ზუსტი თარიღი მიმწოდებელს ეცნობება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში“]. აღნიშნული ფესტივალით ბათუმში 2024 …

საქართველოში ტურებს და მგლებს დაითვლიან – დაიხარჯება 355 ათასი ლარი

საქართველოში ტურისა და მგლის პოპულაციის არეალის დადგენა და რიცხოვნობის შეფასება, ასევე მათი გარემოდან ამოღების მიზნით რეკომენდაციების შემუშავებაა დაგეგმილი. „ტურის (Canis aureus) და მგლის (Canis Lupus) პოპულაციების არეალის და რიცხოვნობის შეფასება საქართველოში კლიმატის ცვლილების ფონზე და მათი მართვის გეგმების შემუშავებაზე“ ტენდერი ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ 355 ათასი ლარით გამოაცხადა. ტენდერში აღნიშნულია, რომ პროექტი უნდა განხორციელდეს ქალაქებსა …

აჭარაში მაღალჩინოსან ძმებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ტენდერით 5.3 მილიონი მიიღო – TI

აჭარაში, მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებული კომპანია „ესია ჯგუფის“ შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებიდან, 2021 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, 5 მილიონ 344 077 ლარი მიიღო. „საერთაშირისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ამ კომპანიის შესახებ კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა, როცა კომპანიას 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. ბოლო 8 თვეში კი, …

კიდევ 53,9 მილიონი ყინულის არენისა და აუზისთვის ბათუმში, 29 მილიონი უკვე დაიხარჯა 

ბათუმში დახურული სპორტული კომპლექსის – ყინულის არენის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისა და ახალი საცურაო აუზის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ ტენდერი 53 943 489 ლარით გამოაცხადა. ლადო ასათიანის ქუჩაზე დღეს არსებულ ყინულის მოედანს კი [გასაბერი მემბრანის კონსტრუქციას] დაშლიან. ბათუმში, ლადო ასათიანის 27-ში, აჭარის მთავრობის თავდაპირველი გათვლებით, 2019 წლიდან ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზიც …

619 ათასი ლარი ბათუმის პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელებისთვის

ბათუმის ბულვარი პლაჟზე ახალი დიზაინის გასახდელების მოწყობას გეგმავს, რისთვისაც ტენდერი გამოაცხადა. დაგეგმილია საზოგადოებრივი დანიშნულების 29 ახალი გასახდელისა და შშმ პირებზე ადაპტირებული 3 ახალი გასახდელის მონტაჟი. გასახდელების შესყიდვა-მონტაჟში კი, ბულვარის ადმინისტრაცია მაქსიმუმ 619 ათას 860 ლარს გადაიხდის დღგ-ს ჩათვლით [თუმცა, ეს თანხა ტენდერში შესაძლოა შემცირდეს]. პირობის მიხედვით, გასახდელების შესყიდვა-მონტაჟი ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა განხორციელდეს. …

რკინის თაღში მერიამ 128 ათასი ლარი დახარჯა – რატომ მიბაძა ბათუმს ქობულეთმა

ლითონის კონსტრუქცია ქობულეთშიც გამოჩნდა. წლის დასაწყისში რკინის  მსგავსი კონსტრუქციები ჩადგეს ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე რეაბილიტირებულ სკვერშიც. ლითონის კონსტრუქცია, რაც სატენდერო დოკუმენტაციაში „პერგოლით“ არის მოხსენიებული, ქობულეთის ბიუჯეტს 61 012 ლარი დაუჯდა. ჩაქვში მდებარე სკვერში, ქობულეთის მერიის დაკვეთით, სულ 10 პერგოლა ჩადგეს. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის სკვერის შემთხვევაში კი, 17 ლითონის კონსტრუქცია ჩაიდგა – 128 008 ლარად. ბათუმის და …

მახინჯაურის ცენტრში გზის რეაბილიტაციაზე 1 მილიონი დაიხარჯება – ტენდერი

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე, მახინჯაურის ცენტრის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარია გამოყოფილი. გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 595 მეტრია. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2024 წლის 21 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები 2024 წლის 21 ივნისამდე უნდა დასრულდეს. მახინჯაურის ცენტრში …

სარფის პლაჟზე ახალი კიბეებისა და პანდუსის მოსაწყობად 137 ათასი ლარია გამოყოფილი

ხელვაჩაურის მერია სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, პანდუსისა და ხის ბილიკების მოწყობას გეგმავს. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 137 ათას 294 ლარია გამოყოფილი. ხელვაჩაურის მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი „სარფის სანაპირო ზოლში პლაჟზე ჩასასვლელი კიბეების, ბილიკის, პანდუსის, საშხაპეებისა და გასახდელების მოწყობაზე“ გამოაცხადა, თუმცა, როგორც სამმართველოში გვითხრეს, ამ ტენდერით მხოლოდ კიბეების, ბილიკისა და პანდუსის მოეწყობა იგეგმება. …

ერგეში ანგრევენ სტადიონს, რომლის მოწყობაზეც 50 ათასი დაიხარჯა – აქ სოციალური სახლი უნდა ააშენონ

ხელვაჩაურში, ერგეში სოციალურ სახლს აშენებენ და მინი-სტადიონს ანგრევენ. „აუცილებელი იყო ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობა იქ დაგეწყოთ, სადაც ცოტა ხნის წინ მინისტადიონი ააშენეთ? 10 მეტრით ვერ გაიწევდა სამშენებლო მოედანი? კორპუსს რომ ააშენებთ და იქ ოჯახებს შეასახლებთ, ამ ხალხს არ დასჭირდება სპორტული სივრცე თუ ახალ სტადიონს ააშენებთ? ბევრი ფული გაქვთ?“ – ეს შეკითხვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მალხაზ ჭკადუამ …

Exit mobile version