სკოლებმა ხულოში ჰუმანიტარული დახმარება შეაგროვეს უკრაინაში გასაგზავნად

ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა და მუნიციპალიტეტის რესურსცენტრმა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს. ხულოს სოფელ თაგოს საჯარო სკოლის დირექტორი ილია ბოლქვაძე გვიყვება, რომ ხულოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის დირექტორებსა და სკოლის მასწავლებლებს უკრაინელების მხარდასაჭერი კამპანიის წამოწყების ინიციატივა რამდენიმე დღის წინ გაუჩნდათ. მისი თქმით, კამპანიის წამოწყების ინიციატივა მათ უკრაინის დასახმარებლად, მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ჯგუფის აქტიურობამ გაუჩინა. „უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული …

15-20 უკრაინელ ლტოლვილს ვეპატიჟები მარტვილის სახლში – მოქალაქე

46 წლის თეა შენგელია ქალაქ მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე ცხოვრობს. თეა უკრაინიდან დევნილ მოქალაქეებს საკუთარ საცხოვრებელ სახლს სთავაზობს. თეა ამბობს, რომ ამ ეტაპზე 15-20 ადამიანის მიღება შეუძლია. მისი თქმით, უკრაინელ დევნილებს მანამდე შეუძლიათ მის სახლში ცხოვრება, სანამ თვითონ არ გადაწყვეტენ წასვლას. „დიდი სახლი მაქვს, სადაც ძირითადად ჩემი მეათეკლასელი შვილი და დედა ცხოვრობს. მე და ჩემი მეუღლე …

ტურისტი, რომელიც უკრაინაში ვეღარ ბრუნდება: ჩემი მეგობრები ომობენ, მშობლები ნიკოლაევში არიან

32 წლის უკრაინელი მარკეტოლოგი ირინა დუდკო კიევიდან საქართველოში დასასვენებლად 19 თებერვალს ჩამოვიდა და 26 თებერვალს სამშობლოში დაბრუნებას აპირებდა, თუმცა 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ირინა სამშობლოში ვეღარ ბრუნდება.  „19 თებერვალს ჩამოვედი მეგობრებთან ერთად, ბათუმიდან წავედით სვანეთში სასრიალოდ. 26 თებერვალს უკრაინაში ვაპირებდით გამგზავრებას. საქართველოსა და უკრაინის დროს შორის ორი საათია სხვაობა. 24 თებერვალს, ღამით, ცუდად …

ოპოზიცია ბათუმში რიჟვაძის გადადგომას ითხოვს – იმპიჩმენტი არ იქნება

ოპოზიცია ბათუმში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. „კითხვაზე – ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და პოლიტსაბჭოს წევრს პასუხი არ ჰქონდა. უფრო მეტიც, უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისას არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთი, როგორც აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა,”- აღნიშნულია ოპოზიციური ერთობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე თემაზე: ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე …

„კავკასია ვეღარ იქნება ისეთი, როგორც ომამდე იყო“ – ინტერვიუ კავკასიოლოგთან

„ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველ თვითორგანიზებულ აქციას მოაწყობენ ჩეჩნეთში დედები,“ – ამბობს კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე, რომელსაც ვკითხეთ: რა ხდება ახლა კავკასიაში? რამდენად შეცვლის კავკასიას რუსეთ-უკრაინის ომი? კავკასიოლოგის დაკვირვებით, ომში ჩართული ჩრდილოეთ კავკასიელების მოტივაცია უკიდურესად დაბალია და ამის გამოხატულებაა დედების აქციაც. ექსპერტის აზრით, განსხვავებულია, მაგალითად, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მიზნები, ხოლო კავკასიაში რეალობის შეცვლა მეტწილად იმაზეა …

სურსათი ქვეყანაში არის, მარაგების შექმნის აუცილებლობა არ დგას – სამინისტრო

სახელმწიფო სურსათის მარაგის შექმნას ამ ეტაპზე არ აპირებს – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში. „ბოლო დღეებში გარკვეული პროდუქტების მიწოდებაში პრობლემები შეიქმნა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს პროდუქტები ქვეყანაში არ არის“, – განაცხადეს სამინისტროში. მეწარმეები კი, რომლებიც შაქრის იმპორტზე მუშაობენ, „ბათუმელებთან“ ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა ბაზარზე შაქრის დეფიციტი გაჩნდეს. ბევრ მაღაზიას კი …

ვინ არის ატირებული ბავშვი პოლონეთის საზღვარზე, რომლის ვიდეოც ვირუსული გახდა

პატარა ბიჭის ვიდეო, რომელიც მარტო, ტირილით მიდის პოლონეთის საზღვარზე, უკრაინიდან გამოქცეულ ლტოლვილებს შორის, 7 მარტს ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში. 30-წამიანი ვიდეო, რომელიც თავდაპირველად „როიტერსის“ ლოგოთი გავრცელდა, ბევრმა ცნობილმა მედიასაშუალებამ აჩვენა ეთერში. ვინ არის ბავშვი, რა ბედი ეწია მას და სად არიან მისი მშობლები? – ამ კითხვებზე პასუხის მიღებას ორი დღე ცდილობდნენ ინტერნეტში. 9 მარტს ბავშვის შესახებ …

მიტროპოლიტი დიმიტრი პუტინზე: ბოროტმოქმედი კაცობრიობას ბირთვული იარაღით ემუქრება

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრი შიოლაშვილმა ქადაგების დროს უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა და პუტინს ბოროტმოქმედი უწოდა. „შეძრწუნებული ვართ იმ ბოროტებით, რაც ხდება უკრაინაში და თანავუგრძნობ ამ მედგარ, მტკიცე ნებისყოფის ხალხს. ღმერთმა მისცეს მათ სიმხნევე და სიმტკიცე, გამოჩნდა ერთი ბოროტმოქმედი მმართველი, რომელიც მთელ კაცობრიობას ბირთვული იარაღის ჟღარუნით ემუქრება და თავის თავს ის მიიჩნევს ქრისტიანად და მე …

„რუსი ჯარისკაცები ჩვენ გვთხოვენ საჭმელს“ – ქალი ოკუპირებული ხერსონიდან

„ხმოვან შეტყობინებებს ვერ გიგზავნით, დავიწყებ თუ არა ლაპარაკს, მაშინვე ტირილს ვიწყებ,“ –  მოგვწერა უკრაინელმა ქალმა, ლუდმილა ალექსეევნამ, რომელიც ახლა უკრაინაში, ოკუპირებულ ხერსონში იმყოფება. „ბათუმელებს“ მან უამბო, როგორ ცხოვრობს ახლა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული 300-ათასიანი ქალაქი. ლუდმილამ „ბათუმელებს“ უამბო, რა მდგომარეობაა ახლა ქალაქში, როგორ უწევთ საკვების მოპოვება და როგორ აპროტესტებს მოსახლეობა ქალაქში ოკუპანტების ყოფნას. „მე ლუდმილა …

რა ხდება რუსეთში, რა ფასი აქვს რუს ჯარისკაცს და მედიას – ინტერვიუ რუს ნობელიანტ ჟურნალისტთან

დიმიტრი მურატოვი 2021 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი და რუსეთში ჯერ კიდევ მომუშავე „ნოვაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორია. „ნოვაია გაზეტა“ 2006 წელს რუსეთში მოკლული ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მშობლიური რედაქციაა. დღემდე მისი სამუშაო მაგიდა ხელუხლებელია, სამუშაო კომპიუტერის ეკრანზე კი მისი ინტერვიუების კადრები გადის. დიმიტრი მურატოვი შიშობს, რომ რუსეთში ყალბი ინფორმაციის შესახებ კანონის დამტკიცებით, რედაქციას მუშაობის შეწყვეტა ან …

თორნიკე რიჟვაძე კიევის უნივერსიტეტის განცხადებას პასუხობს

„მოიცალეს“ ჩემი საგარეო პოლიტიკური პოზიციის და აკადემიური ბიოგრაფიის გაყალბებისთვის,“ – დაწერა დღეს, 9 მარტს, ფეისბუქში აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ. თორნიკე რიჟვაძე ვრცელი განმარტებით ეხმიანება კიევის უნივერსიტეტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რიჟვაძის სწავლა კიევის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხის მიღებით, რადგან სწავლა შეწყდა. ასევე, მედიაში 7 მარტს გავრცელებულ მისსავე კომენტარს, როცა ჟურნალისტის კითხვაზე – …

კიევის უნივერსიტეტის განცხადება რიჟვაძეზე: ვწუხვართ, რომ ვერ შეიყვარა უკრაინა

ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს. კერძოდ, უნივერსიტეტი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ მიუღია კიევის უნივერსიტეტის დიპლომი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რიჟვაძეს აქვს დოქტორის ხარისხი, სიმართლეს არ შეესაბამება. „2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების …

„ბოლო 2 ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინაში

„რუსეთი ამ ომს ვერ მოიგებს, ეს გამორიცხულია,“ – კატეგორიული შეფასება ჩამოუყალიბა გურამ ჩალაგაშვილს რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობამ, ორმა დღემ და ღამემ, როცა სამხედრო გამოცდილების არმქონე კაცს პირდაპირ ცხელ წერტილში მოუხდა ბრძოლა. „ბოლო ორი ღამე კოშმარი გამოვიარეთ, გადავრჩით,“ – გვიყვება გურამ ჩალაგაშვილი. – „ინტენსიურ სროლებში მოვყევით, არტილერია და ჰაერი მუშაობდა აქტიურად, ასეულობით ჭურვი გამოუშვეს ჩვენი მიმართულებით. ეცადნენ, …

ამაღამ მეც ჯარს ვუერთდები, კიევი უნდა დავიცვათ – უკრაინაში მცხოვრები ბათუმელი სპორტსმენი

„ახლა მოხუცებს დავუტოვეთ საჭმელი… ისევ მოხალისე ვარ, მაგრამ რეზერვისტად ჩავეწერე უკვე, ალბათ, ამაღამ მეც ომში წავალ,“ – ამბობს მირო ვანაძე, ის ბათუმელი სპორტსმენია და ბოლო 5 წელი უკრაინაში ცხოვრობს. ომის დაწყების შემდეგ მირო ვანაძემ საქართველოში დაბრუნებას მოხალისეობა არჩია – ის პურს აცხობს და არიგებს კიევის ქუჩებში. მირო გვიყვება, რომ კიევის შემოგარენის, ასევე ჟიტომირსა და ჩერნოგოვზე …

რა შემთხვევაში შეუძლია პუტინს „წითელი ღილაკის“ გამოყენება – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

რეალურად რა ნაბიჯების გადადგმა მოუწევს პუტინს, თუკი იგი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს? – ამ თემაზე ვახტანგ კაპანაძეს რამდენიმე კითხვა დავუსვით. ის გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ვახტანგ კაპანაძე საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ბატონო ვახტანგ, თქვენი აზრით, რამდენად არსებობს ბირთვული ომის დაწყების საფრთხე და პრაქტიკულად რა პროცედურები არსებობს, ვიდრე ვინმე „წითელ ღილაკს“ თითს დააჭერდეს?  …

ექსპერტების თქმით, უკრაინისთვის შექმნილი რუსული დაჯგუფების 30% განადგურებულია

„ახლა რუსეთი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოიპოვოს და უკრაინა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი გაათავისუფლოს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ცოტა მძლავრად დასხდნენ,“ – მიიჩნევს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ კაპანაძე. ის ჯერჯერობით ომის დასრულებას არ ელის, პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის მეორე ფაზას ელოდება. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი იყო ორჯერ. „ბათუმელებმა“ მასთან …

„ყველანაირად უნდა ეცადო, რომ ოკუპანტზე დამოკიდებულება შეამცირო“ – ინტერვიუ

რის ფასად ინარჩუნებს საქართველოს მთავრობა მშვიდობას და სად იქნება საქართველოს ადგილი ომის დასრულების შემდეგ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“  საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი, თენგიზ ფხალაძე საუბრობს. ბატონო თენგიზ, BBC-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, სამყარო აღარასოდეს არ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ ომის რუსეთისთვის იმ შედეგით დასრულების შემთხვევაში, რაზეც …

კაფე ბათუმში, სადაც უსახსროდ დარჩენილი უკრაინელებისთვის „ჩაის“ ტოვებენ

ტკბილი დღე / Sweet Day – ასე ჰქვია კაფეს ბათუმში, სადაც როცა რამეს შეუკვეთავთ, შეგიძლიათ დამატებით 1, 2, 5 ლარი ან მეტი დატოვოთ იმ უკრაინელებისთვის, რომლებიც ახლა უსახსროდ არიან დარჩენილი ბათუმში და ვისაც შემდეგ თქვენგან დატოვებული ზედმეტი თანხის სანაცვლოდ უსასყიდლოდ გაუმასპინძლდებიან. კაფე ჭავჭავაძის №72-ში მდებარეობს. პატარა კაფეში, სადაც მხოლოდ 4 მაგიდა დგას, საღამოობით უკრაინის მოქალაქეები …

ვინ დაიწყო ომი უკრაინაში? – თორნიკე რიჟვაძემ შეკითხვას არ უპასუხა

დღეს, 7 მარტს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, არ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. რიჟვაძემ  ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ადასტურებს უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობას, თუმცა არც ერთხელ არ უხსენებია რუსეთის აგრესია უკრაინაში. „მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მხარდაჭერა, ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ და უკრაინელ ხალხს ვუსურვო ამ ომის, ამ ტრაგედიის ძალიან მალე დასრულება. …

84 წლის ლია ახეჯაკოვა: უკრაინელები ამას არ გვაპატიებენ

რუსეთის სახალხო არტისტმა, ლია ახეჯაკოვამ, იუთუბზე, გადაცემაში – „უთხარი გორდეევას“, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და ომზე ისაუბრა. 6 მარტს გამოქვეყნებულ გადაცემაში 84 წლის მსახიობმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე ომის გამო რუსეთის დატოვებას აპირებს და უკრაინელი სამხედროების დასახმარებლად 10 000 დოლარი გადარიცხა. ლია ახეჯაკოვა დიდი ხანია კრემლის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ხმამაღალ კრიტიკოსებს …

ბევრი მსჯელობს როგორ დატოვოს ქვეყანა, ის განწირულია – ინტერვიუ პეტერბურგელ ბიზნესმენთან

„ბათუმელები“ რუსეთში არსებულ ვითარებაზე ესაუბრა ყოფილ მედიამენეჯერს პეტერბურგიდან. ინტერვიუს დასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, მან გვთხოვა არ გამოვიყენოთ მისი ნამდვილი სახელი და გვარი. მასთან შეთანხმებით, სტატიაში გამოვიყენებთ პირობით სახელს – გრიშა. გრიშას შვილი ომის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს და რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს. როგორც გრიშა ამბობს, ეს ახალი კანონის შემოღებამდე მოხდა და შედარებით მარტივად გადარჩნენ. ახლა ვითარება …

უკრაინელი ქალი, რომელიც ზაპაროჟიეს ატომურ სადგურზე მუშაობდა – დევნილობა ბათუმში

„დილით მშვიდად გავიღვიძე, არ ვიცოდი, რომ ქვეყანაში ომი დაიწყო. შემდეგ მეგობარმა დამირეკა და მითხრა, თუ მესმოდა სროლების ხმა. ვუთხარი, რომ არა.  ის მეუბნებოდა – ჩვენთან აფეთქებებია, ომი დაიწყოო. ტელევიზორი ჩავრთე და მივხვდი, რომ ომი მართლა დაიწყო“, – ასე იხსენებს კიევიდან დევნილი ნატალია უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღეს. ნატალია ჟიტომირის ატომურ ელექტროსადგურზე მუშაობდა პენსიაში გასვლამდე. „პირველი, რაც …

ქართული ბიზნესი რუსეთში რძის პროდუქტების გატანას არ აპირებს – რას ამბობენ კომპანიებში

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის ფედერალური სამსახური (როს­სელ­ხოზ­ნად­ზო­რი/Россельхознадзор) აცხადებს, რომ 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძის პროდუქტების იმპორტის „ნებას რთავს“. „ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოში ყველაზე მსხვილ რამდენიმე მწარმოებელს და ჰკითხა – შეიტანენ თუ არა რუსეთში თავიანთ პროდუქციას. შპს „ქართული რძის პროდუქტებში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე რუსეთში პროდუქციის გატანას არ გეგმავენ. „პროდუქციის გატანას სჭირდება გარკვეული პროცედურები. რუსეთმა ამჯერად …

ქართველმა დედებმა უკრაინელი დედებისა და ჩვილებისთვის 12 000 ლარი 2 დღეში შეაგროვეს

„დედები დედებისთვის/Мaтерi для мaтерiв“  – ამ წარწერით ყუთები მალე უკრაინელ დედებამდე და ახალშობილებამდე ჩააღწევს საქართველოდან. მეძუძური დედებისა და ახალშობილებისთვის პირველი დღეებიდანვე საჭირო აუცილებელი ნივთები, საკვები, მედიკამენტები თუ მოვლის საშუალებები ქართველმა დედებმა შეაგროვეს, რომლებიც დიდ ფეისბუქჯგუფში არიან გაწევრიანებული. „ლაქტაცია და განვითარება“ –  ასე ჰქვია ფეისბუქჯგუფს, სადაც 25 ათასზე მეტი ახალშობილის დედაა გაწევრიანებული. ქეთა ლაბაძე ჯგუფის ერთ-ერთი …

„წარმოგვიდგენია, ომში როგორ უჭირთ“ – ბათუმში შშმ პირებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

დღეს, 5 მარტს, ბათუმში მცხოვრებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებმა უკრაინაში მცხოვრებ შშმ პირებს სოლიდარობა გამოუცხადეს. აქციის მონაწილეების თქმით, ომში ყველა ადამიანი რთულ მდგომარეობაშია, შშმ პირებს კი ალბათ ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა. „უკრაინა და უკრაინელი ხალხი რთულ მდგომარეობაშია დღეს. წარმომიდგენია, როგორ მდგომარეობაში იქნებიან იქ მცხოვრები შშმ პირები, ეტლით მოსარგებლეები. ამიტომ ვუცხადებთ ჩვენ სოლიდარობას მათ“- ამბობს ნოდარ …

43 არტისტი უკრაინის დასახმარებლად ნამუშევრებს ყიდის

43 არტისტი უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გაერთიანდა. მათ NFT კოლექცია შექმნეს, რომლის შეძენაც უკვე შეგიძლიათ Opensea.io-ზე. გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მთლიანად ომში მყოფ უკრაინელ ხალხს გადაერიცხება. „ეს არტისტები ძალიან ცნობილი პირები არიან თავიანთ სფეროში და ძალიან ძვირადაც ჰყიდიან თავიანთ ნამუშევრებს, მაგრამ რადგან აქცია საქველმოქმედოა, ფასი არ არის მითითებული და მსურველებს შეუძლიათ თვითონ შემოგვთავაზონ თუ რა თანხას გადაიხდიან …

როდის იქნება შესაძლებელი სისხლის ჩაბარება უკრაინელების დასახმარებლად

საქართველოში უკრაინელების მხარდასაჭერად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სისხლის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან რეგისტრაცია გაიარონ ვებგვერდზე: donor.moh.gov.ge სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, თავად სისხლის ბანკებიდან დაუკავშირდებიან მოქალაქეებს. „ბათუმელები“ ბათუმში სისხლის ბანკ „ჰემას“ და კლინიკა „მედცენტრს“ დაუკავშირდა, სადაც ასევე აქვთ სისხლის ბანკი. „ჯერ …

პანდემიის დროს რუსეთიდან არაფერი შემოსულა, მაგრამ გადავრჩით – ბესო ნამჩავაძე

„ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსულ ბაზარზე დაბრუნებით კი არ უნდა ტრაბახობდეს, უნდა გვესაუბრებოდეს, რა გეგმები აქვს რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო საქართველოს შემოსავლების კლების წინააღმდეგ… მთავრობა აქტიურად უნდა ესაუბრებოდეს დასავლეთის ქვეყნებს დამატებითი გარანტების გამოყოფაზე, მაგრამ გავიხსენოთ, შარშან როგორ არჩიეს სასამართლოში კლანის შენარჩუნება ევროკავშირისგან 75 მილიონი ევროს შეღავათიან კრედიტს. ამით არამარტო 75 მილიონზე, ზოგადად გრანტების და შეღავათიანი დაფინანსების …

მე ვარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს – პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

„მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით,“ – მიმართა დღეს, 4 მარტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდასაჭერად თბილისში, სოლიდარობის აქციაზე შეკრებილ საზოგადოებას. „ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, ევროპული მომავლისთვის, ჩვენც იქ ვართ, ჩვენც იქ ვიქნებით …

„არ გავჩუმდეთ“- ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა საქართველოს

„მოტივაციას გვაძლევს თქვენი მხარდაჭერა…. მინდა მოგიწოდოთ, არ გაჩუმდეთ, გამოდით ქუჩაში და მხარი დუჭირეთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას იმიტომ, რომ თუ უკრაინა არ იდგება ფეხზე, ვერც ევროპა იდგება, თუ ჩვენ დავეცემით, თქვენც დაეცემით. გამოდით და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, როგორც შეგიძლიათ. თუ ჩვენ გავიმარჯვებთ  რაშიც დარწუნებული ვარ ასე იქნება, ეს მთლიანი დემოკრატიული სამყაროს გამარჯვება იქნება, ეს იქნება სინათლის …

ზაპოროჟიეს ატომური სადგური: როგორ გადავურჩეთ რადიაციას – ინტერვიუ დოქტორთან

„რადიაცია არ ცნობს საზღვრებს, რადიაცია არ ცნობს მეზობელს და არამეზობელს, კარგსა და ცუდს, რადიაცია ძალიან ულმობელია და ჩვენგან დამოუკიდებლად ისე ვრცელდება, რომ ჩვენ ამას ვერც გავიგებთ. იმიტომ, რომ არც სუნი აქვს, არც ფერი და არც გემო“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ბირთვული ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ნუგზარ გუბაძე. ბატონო ნუგზარ, …

ქალაქი დროშის ფერებით – ბათუმის სოლიდარობა უკრაინას | ფოტო

ბათუმის ქუჩები უკრაინის დროშის ფერებშია მორთული. კომპანიის ოფისების, მაღაზიების, აფთიაქებისა თუ კაფეების მფლობელები ცდილობენ ვიტრინაში გამოფინონ უკრაინის დროშის ფერები – ცისფერი და ყვითელი და ასე გამოხატონ მეზობელი ქვეყნისადმი მხარდაჭერა, რომელიც უკვე მერვე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალების თავდასხმას იგერიებს საკუთარ ტერიტორიაზე. ეს სოლიდარობა შესამჩნევია არა მხოლოდ მოდური მაღაზიების ვიტრინებზე, სადაც ახლა ყვითელი და ცისფერია მთავარი ფერები, …

რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში ქონების ყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა

საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია აცხადებს, რომ რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების მხრიდან საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვაზე მოთხოვნა გაიზარდა. დაინტერესება არის ასევე ამ ქვეყნების ბიზნესსექტორიდან როგორც ქონების შესყიდვის, ასევე გრძელვადიანი საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებაზე. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაცია მოუწოდებს წევრ და პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მაქსიმალურად დიდი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ საქმიანობისას და არ დაუშვან, რომ უნებლიეთ გახდნენ …

რა ელის რუსეთს, თუ ევროპა არ იყიდის მის ნავთობსა და გაზს – ინტერვიუ ექსპერტთან

უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანამ რუსეთს მრავალმხრივი სანქცია  დაუწესა. რუსეთის ყოფილმა პრემიერმა, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ევროპის მოსახლეობას ბევრად მაღალი ფასის გადახდა მოუწევს გაზში, ვიდრე რუსეთთან თანამშრომლობის შემთხვევაში უწევდა. ეს ერთგვარი მუქარა აჩენს ლოგიკურ მოლოდინს, რომ შესაძლოა რუსეთმა ევროპის ქვეყნებს გაზმომარაგება შეუზღუდოს. ვინ რამდენადაა დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე? შეუძლია თუ არა ევროპას თქვას …

მთავრობა ვერ ამბობს, რამდენ უკრაინიდან დევნილს შეიფარებს საქართველო

დღეს, 3 მარტს, საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეაქვს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში ომი გრძელდება, კლავენ ადამიანებს, მილიონზე მეტი ადამიანი დევნილია და საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს, რომ ის ევროპულად უნდა მოიქცეს, საქართველოს მთავრობაში ვერ გვიპასუხეს, რამდენი დევნილის მიღებას აპირებს ქვეყანა. უკრაინიდან დევნილების საქართველოში მიღების თემაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინ, 2 მარტს, მივმართეთ, თუმცა ამ დრომდე სამინისტრომ ინფორმაცია …

რაც ომი დაიწყო, კლინიკიდან არ გავსულვართ – ქართველი ექიმი კიევში

„დილით ზარის ხმამ გამაღვიძა, მეგობარი მირეკავდა ნიკოლაევიდან, სროლის ხმა გვესმის, თქვენთანაც ხომ არ ისმის ხმაო. ამ საუბარში ვიყავით, როცა ჩვენ სიახლოვესაც ჩამოვარდა ბომბი“, – ასე იხსენებს 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების დღეს, მიშა ბერიძე, ქართველი ექიმი, რომელიც კიევში ამოსოვის სახელობის გულსისხლძარღვთა ქირურგიის ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. ქართველი ქირურგი ომის დაწყების დღიდან კლინიკაშია სხვა ექიმებთან ერთად და …

Exit mobile version