გადარჩება ის, ვინც არ არის მარტო – სად არის საქართველო?

„ყველა მოღალატეს და საქართველოს ომის მსურველს ველოდებით რუსთაველზე“ – ამ ტექსტის ორგანიზებულად გავრცელება დაიწყეს გუშინ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღიად უჭერს მხარს უკრაინას და ხელისუფლებას სთხოვს, ასევე, მკაფიო იყოს საქართველოს ოფიციალური მხარდაჭერა ომში მყოფი უკრაინის მიმართ. რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს უსაფრთხოებისთვის დღეს და რაზე მეტყველებს მსგავსი გზავნილები? ამ თემაზე „ბათუმელებთან“ აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის …

ბათუმში პუტინისა და ღარიბაშვილის გინებისთვის დაკავებულებს არ ათავისუფლებენ

„ეს დაკავება იყო უკანონო, ახლაც არ არსებობს საფუძველი, რომ ისევ იზოლატორში იყვნენ, ეს პოლიციური სახელმწიფოს ნიშნებია,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ბათუმში საპროტესტო აქციის 8 მონაწილის დაკავებაზე. საქმის სასამართლო განხილვა ჯერ არ ჩანიშნულა. გუშინ, პირველ მარტს, უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, პოლიციამ აქციის მონაწილეები პუტინისა და …

როგორ ზრუნავენ უკრაინაში ომის დროს ცხოველებზე

უკრაინაში უკვე შვიდი დღეა ომია. იმის გამო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავს, ათასობით ადამიანი იძულებული გახდა თავი  მეტროს ან სხვა შენობების სარდაფებს შეეფარებინა. მათთან ერთად აფარებენ თავს მათი შინაური ცხოველებიც. ბოლო ინფორმაციით, პოლონეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი უკრაინელებს ნებას რთავენ შინაური ცხოველები საზღვარზე ვეტერინარული დოკუმენტაციის გარეშე გადაიყვანონ. უკრაინაში საომარი მოქმედებების დროსაც რჩებიან ცხოველთა უფლებადამცველი …

მხარდაჭერა არა დროშების გადმოფენა, არამედ მკაფიო განცხადებებია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც სამინისტრო უკრაინის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების შესახებ წერს. განცხადებაში სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოსა და უკრაინის დროშების გამოფენაც არის მოხსენიებული, პრეზიდენტის სხვა აქტივობაზე კი არაფერი წერია. სამინისტროს ეს პოსტი საკუთარ გვერდზე გააზიარა სალომე ზურაბიშვილმა მინაწერით:  „საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის …

წულუკიანის ქმარი: გადა..ვით ერთმანეთს თქვენ, ზელენსკიმ, მიშამ და ზევიდან მაგ ელჩმა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ქმარი ნუგო კაკულია ფეისბუქზე სტატუსით ეხმიანება საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას და თბილისში გამართულ აქციას: „ხალხი, რომელიც დღეს აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებმაც საქართველოში ბრძოლის მესამე დღეს ბრძოლის ველი დატოვეს და გაიქცნენ, ხალხი, რომლებმაც ჩვენი შვილებისგან 40 კილომეტრში დაგვიტოვეს მტერი ! და რომლებსაც ომი ტრაკის ჩვენება გონათ! მინდა ვკითხო, …

დაპირისპირება ბათუმში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის – დაკავებულია 3 პირი

დღეს, პირველ მარტს, საღამოს, აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა. რამდენიმე წუთის განმავლობაში აქციაზე ადგილი ჰქონდა ასევე ფიზიკურ დაპირისპირებას. პირველადი ინფორმაციით აქციაზე დაკავებულია 3 პირი, მათ შორის ქობულეთის საკრებულოს ყოფილი წევრი ენმ-დან, ბონდო თედორაძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაპირისპირება აქციის წევრების მხრიდან რუსეთის პრეზიდენტის პუტინის და საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის გინებას მოჰყვა. აქციის მონაწილეები …

ბათუმელი სპორტსმენი, რომელიც პურს აცხობს და კიეველებს უფასოდ ურიგებს – „ახლაც ისვრიან“ 

„ახლაც ისვრიან, მესმის აფეთქებების ხმა… იმდენი რამ ვნახე ამ ხუთ დღეში, უკვე საუბარიც მიჭირს. ასე მგონია, ერთი კაციც რომ გადარჩეს აქ, ისიც აუცილებლად განაგრძობს ბრძოლას,“ – ამბობს მირო ვანაძე. ის ბათუმელი სპორტსმენია, ბოლო ხუთი წელია კიევში ცხოვრობს და ომის დროს, როგორც მოხალისე, კიეველებისთვის პურს უფასოდ აცხობს. „თუ ვინმეს პური გავუტეხე, არ ნიშნავს, რომ ეს ყველამ …

ბათუმში აგროვებენ ტვირთს უკრაინაში გასაგზავნად – „მოიტანეთ თუნდაც ერთი შეკვრა ბრინჯი“

ბათუმში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკრაინელი ხალხისთვის პროდუქტებსა და მედიკამენტებს აგროვებენ. ჰუმანიტარული ტვირთი პოლონეთის გავლით უკრაინაში ჩავა. პროდუქტებსა და მედიკამენტებს ბათუმში უკვე რამდენიმე დღეა აგროვებენ.  გუშინ, 28 თებერვალს, ბათუმში უკრაინის მხარდასაჭერად გამართულ აქციაზე სიტყვით გამომსვლელებმა ხალხს მოუწოდეს, მცირე რესურსით დახმარების შემთხვევაშიც კი, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიტანონ სპეციალურ პუნქტებში ნებისმიერი რამ, რისი შესაძლებლობაც ექნებათ – იქნება …

2 სკოლაში ამბობენ, რომ უკრაინის დროშის ფოტოები წააშლევინეს, სამინისტრო უარყოფს

უკრაინაზე რუსეთის სამხედრო ძალებით თავდასხმას საქართველოს მოსახლეობა აპროტესტებს და თანადგომას უცხადებს უკრაინელ ხალხს. რუსეთის აგრესიას უკრაინაში საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის, საჯარო სკოლებიც, სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით, რამდენიმე საჯარო სკოლაში, უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად,  უკრაინისა და საქართველოს დროშების ფონზე ფოტოები გადაიღეს და სოციალურ ქსელებში განათავსეს. თუმცა სკოლებმა სოლიდარობის ფოტოები მალევე წაშალეს გვერდებიდან, მიზეზად კი მითითება …

„მაინც წავალთ“ – კობა ხაბაზი სხვა მოხალისეებთან ერთად უკრაინაში არ გაუშვეს

„ძალიან სამარცხვინო მდგომარეობაში აგდებს ეს ხელისუფლება მთელ ქვეყანას… ჩვენ მაინც წავალთ უკრაინაში, ვერავინ დამიშლის, გადავალ თურქეთში ან აზერბაიჯანში და იქიდან წავალ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი კობა ხაბაზი. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უკრაინაში აპირებდა მოხალისედ წასვლას, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ მოხალისეებს უკრაინაში წასვლის საშუალება არ მისცა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, „უკრაინაში მოხალისეების გაგზავნა …

შიში, რომელსაც პრემიერის ხმაში ვხედავთ, კატეგორიულად მიუღებელია – კორძაია

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ ირაკლი ღარიბაშვილი გააკრიტიკა. მან ასევე გაიხსენა როგორ გახდა აფხაზეთიდან დევნილი, რაშიც რუსეთს მიუძღვის წვლილი. „მე თამარ კორძაია, საქართველოს პარლამენტის წევრი, წარმოშობით ვარ აფხაზეთიდან. 16 წლის ვიყავი, როდესაც გადმოვედით მთებით ფეხით. დღეს ვარ 44 წლის. ამ ხნის მანძილზე მე ისევ მახსოვს გზაზე გაყინული ბავშვები, დაჭრილი ჯარისკაცები, …

როცა პრემიერს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით – ახვლედიანი

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატი არმაზ ახვლედიანი უკრაინასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებებს გამოეხმაურა. „როცა პრემიერ-მინისტრს ვუსმენ, მეჩვენება, რომ ის არ საუბრობს საკუთარი ქვეყნის სახელით და ძალიან ვწუხვარ ამის გამო. სულ არ მიხარია. ვფიქრობ, „ოცნებაში“ შესაძლოა ყველა არა, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც ამას განიცდიან, ხვდებიან, რომ ეს არ არის საქართველოს ხმა, ეს არ არის საქართველოს …

„ბსუ უკრაინისთვის“ – აქცია ბათუმის უნივერსიტეტში

დღეს, 28 თებერვალს, სლოგანით – „ბსუ უკრაინისთვის“, აქცია გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. სტუდენტებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. „ეს არ არის მხოლოდ ერთი ქვეყნის და ერთი ერის ტკივილი,  ეს არის მთელი მსოფლიოს და ქართველების ერთ-ერთი მთავარი ტკივილიც. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ის, რაც ამ მომენტში ხდება უკრაინის ტერიტორიაზე“ – …

კიევს ძლიერი სამხედრო კოლონა უახლოვდება, დიდი შეტაკებები იქნება – გადამდგარი გენერალი

„წინააღმდეგობა ვერ დათრგუნეს რუსებმა, ვერ გატეხეს უკრაინელები, ომიც ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს,“ – უკრაინაში მიმდინარე ომის დაკვირვების დროს გადამდგარ გენერალს, ვახტანგ კაპანაძეს „გრავიტაციის ძალა“ ახსენდება, რომლითაც სამხედრო მეთაურები ომის დროს თურმე ადგენენ როგორია არა ჯარისკაცების, არამედ მოქალაქეების წინააღმდეგობა მტრის იერიშის დროს. გრავიტაციის ძალით გენერლები ერთგვარ პროგნოზს აკეთებენ, რა შეიძლება მოხდეს ბრძოლის ველზე. გადამდგარი გენერლის აზრით, …

სად აგროვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას ბათუმში უკრაინელებისთვის

უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მოქალაქეები საკვებ და სამედიცინო პროდუქტებს აგროვებენ. ამ დროისთვის ბათუმში სამ მისამართზე შეგიძლიათ მიიტანოთ სხვადასხვა სახის ნივთი, რომლესაც უკრაინელებს ქართველი ხალხის სახელით გაუგზავნიან. ეს მისამართებია: ფარნავაზ მეფის #46 (გამსახურდიას კვეთა/„ლელოს“ ოფისი) ვახტანგ გორგასლის #54 (ენმ-ს ოფისი) ვახტანგ გორგასლის #153 (რესტორანი „აჯიკა“) ძირითადად გროვდება არამალფუჭებადი საკვები, ასევე ტკბილეული, მათ შორის, „ჩურჩხელები“, …

არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი, თავს ნუ გვჭრი – სახალხო დამცველი ღარიბაშვილს

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ფეისბუქზე ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას. „ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“ – წერს ნინო ლომჯარია ფეისბუქზე. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გაკეთებიდან რამდენიმე წუთში მის საპასუხოდ მისი გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა. აქცია დღეს, 28 თებერვალს, 7 …

უკრაინიდან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ გვაქვს – სისხლის ბანკი

დაჭრილი უკრაინელი მეომრებისა და სამოქალაქო პირების დასახმარებლად სისხლის დონაციის სურვილი საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოთქვა. თუმცა როგორც ბათუმში, სისხლის ბანკში გვითხრეს, ამ ეტაპზე საქართველოდან სისხლის გატანის საჭიროება არ არის. აჭარაში სისხლის ბანკის ხელმძღვანელი, მთავარი ექიმ-ტრანსფუზიოლოგი ბეჟან ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ამ ეტაპზე უკრაინისგან სისხლის კომპონენტებზე მოთხოვნა არ არის. „ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონტაქტი უკრაინასთან და ამ ეტაპზე. …

რადიკალურ ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია, ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს – ღარიბაშვილი

დღეს, 28 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე გააკეთა განცხადება. მისი თქმით, მიუღებელია ის, რაც ხდება უკრაინაში. „რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებები და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვუცხადეთ მხარდაჭერა პოლიტიკურ დონეზე. ასევე, 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინას. …

ომის გამო ფოთში მობრუნებული უკრაინული ბორანი გადასახადებისგან გათავისუფლდება – სააგენტო

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, უკრაინული გემი VILNIUS-ი სახელმწიფო გადასახადებისგან გათავისუფლდება, გემზე მყოფ მოქალაქეებზე კი სახელმწიფო იზრუნებს. სააგენტოს განცხადებით, გემი ფოთიდან უკრაინის ჩერნომორსკის ნავსადგურში მიემართებოდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, 27 თებერვალს ღია ზღვიდან ისევ ფოთის საზღვაო ნავსადგურში დაბრუნდა. „საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, გემი გათავისუფლდა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების …

ბათუმელი ექთანი მთავრობას: გვსურს, უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფი 

ავტორი: ლუკა კურტანიძე, ბიოლოგი, ექთანი მინდა გამოვეხმაურო ომს უკრაინაში და როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენელმა, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას. საქართველოს მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, წითელი ჯვრის საზოგადოებას მოგმართავთ თხოვნით, მიიღოთ ჩვენი, მედპერსონალის ინიციატივა და დაგვეხმაროთ ჩვენი სურვილის განხორციელებაში. ჩვენი სურვილია [მე ამ სურვილებში მარტო არ ვარ] ჩვენი მოძმე ერის – უკრაინის დასახმარებლად შევქმნათ მედპერსონალის მოხალისეთა ჯგუფი. ეს ჯგუფი …

„ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ უკრაინის“ – ბათუმში დღეს სოლიდარობის 2 აქცია გაიმართა

დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში 2 აქცია გაიმართა უკრაინისა და უკრაინელების მხარდასაჭერად. პირველი აქცია ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართა 15 საათზე და მასში სტუდენტები მონაწილეობდნენ. „სტუდენტები მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს და ერთიანობას, გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის მიმართ. თუკი უკრაინაში ომია, ჩვენს ქვეყანაში არ არის მშვიდობა, რადგან ეს ომი მხოლოდ უკრაინას არ ეხება, ეს …

უკრაინის დროშები ბათუმის კედლებზე სოლიდარობის ნიშნად – Art Up Gallery-ის ინსტალაცია

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად Art Up – Street Gallery-ის ორგანიზებით ბათუმში, ორ კედელზე უკრაინის დროშები დახატეს. ორივე დროშა აბაშიძის ქუჩაზეა – ერთი კინოთეატრ „აპოლოსთან“ ახლოს, მეორე კი ბათუმის თოჯინების თეატრის წინ, აფიშებისთვის განკუთვნილი კედლის გასწვრივ. „ეს დროშები და ინსტალაცია ეძღვნება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სოლიდარობის ნიშნად შევქმენით. ამასთან, ბოლო დღეებში რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა საქართველო,  გვინდოდა ხმა მიგვეწვდინა …

ეროვნული ბანკი არ და ვერ შეუწყობს ხელს სანქციების გვერდის ავლას – სები

„სხვადასხვა რუსული არხების მიერ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს. ეს არის ტყუილი და იმ ომისა და აგრესიის ნაწილი, რომელიც დღეს უკრაინაში მიმდინარეობს“- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში, რომელიც სებმა დღეს, 27 თებერვალს გაავრცელა. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს …

„პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა. “ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინისადმი. უკრაინისთვის და სრულიად ევროპისათვის ამ ტრაგიკულ დროს, პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო უკრაინის გვერდითაა”. Talked with President @ZelenskyyUa and reiterated Georgia’s full solidarity with the people …

ესენი რუსეთს დაასწრებენ, არ მივდივართ ნატოშიო – ზაქარეიშვილი „ოცნების“ პოლიტიკაზე

რა ხდება უკრაინაში და როგორ ჩანს საქართველო, როგორც თავადაც ოკუპირებული ქვეყანა დღეს, მსოფლიოს თვალში? – ეს კითხვა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ. გუშინ, 25 თებერვალს, პრემიერმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლის აზრს ვერ ხედავს და საქართველო არც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. მთავრობის გადაწყვეტილებები მან ეროვნული ინტერესებით ახსნა. უკრაინაში განვითარებული მოვლენები და საქართველო …

„რუსეთს მხოლოდ დამწვარი ტანკები გააჩერებს“ – ინტერვიუ სამხედრო ექსპერტთან

„ჩემი აზრით, რუსეთს შეაჩერებს რაც შეიძლება მეტი დამწვარი ტანკი, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი და დაღუპულები. მხოლოდ ზარალმა შეიძლება გააჩეროს რუსეთი, მიუხედავად მისი დაბალი სენსიტიურობისა დანაკარგის მიმართ,“ – გვითხრა ინტერვიუს დროს სამხედრო საკითხებში ექსპერტმა ვახტანგ კაპანაძემ. მას ვესაუბრეთ საომარ მოქმედებებზე უკრაინაში, ასევე სამხედრო რესურსზე, რაც სჭირდება უკრაინას რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. …

რუსული მედია ღარიბაშვილზე: „რა კარგად მუშაობს წერტილოვანი ოპერაციები ტვინის გაწმენდაზე“

დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, არ შეუერთდეს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მწვავე პროტესტი მოჰყვა საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. ამის ფონზე რუსული პროპაგანდისტული მედია ისე წარმოაჩენს ამბავს, თითქოს მოსახლეობა ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს, ზოგან იმასაც ამბობენ, რომ ასეთი „ტვინის გაწმენდა“, რუსეთის წერტილოვანი სამხედრო ოპერაციების დამსახურებაა. „არა, მაინც რა კარგად მუშაობს „მშვიდობისკენ იძულების“ წერტილოვანი სამხედრო ოპერაციები. …

ბათუმში რუსეთის დროშა დაწვეს უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე

დღეს, 25 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სადაც უკრაინის მხარდასაჭერად მოქალაქეების აქცია ამ წუთებშიც იმართება, რუსეთის დროშა დაწვეს. აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს და რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ. ანალოგიური აქცია ბათუმში გუშინ, 24 თებერვალსაც გაიმართა. მეორე დღეა რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრა სამი მხრიდან – აღმოსავლეთიდან (ბელარუსი), ჩრდილოეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) …

„იცოდნენ რუსებმა, რომ ჩვენი მიწებიდან არსად წავალთ“ – უკრაინის მოქალაქე

კრისტინა პატრებჩუკი უკრაინის მოქალაქეა. ის შვილებთან და მეუღლესთან ერთად რამდენიმე წელია ბათუმში ცხოვრობს. 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ ოჯახმა ქვეყანა დატოვა და საქართველოში ჩამოვიდა. უკრაინის ქალაქების დაბომბვა რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. საოკუპაციო ბრძოლები გრძელდება დღესაც. კრისტინა დილიდან ვეღარ უკავშირდება ნათესავებს უკრაინაში. „ვურეკავთ კიევში ახლობლებს და კონტაქტი აღარ არის. ისინი კიევის იმ ნაწილში ცხოვრობენ, სადაც რუსული …

ღარიბაშვილი, ფაქტობრივად, დადგა რუსეთის მხარეს – თამარ კორძაია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომელიც უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და საქართველოს მომავალ სტრატეგიულ ხედვებზე მსჯელობას ითვალისწინებდა პარლამენტში, თუმცა „ქართული ოცნების“ წევრებმა სხდომა ჩაშალეს. უფრო მეტიც, დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის კარები ჩაუკეტეს ოპოზიციას, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად პარლამენტის დარბაზში უკრაინის ჰიმნის აჟღერებას გეგმავდნენ. დგანან თუ არა საქართველოს მთავრობა და პრეზიდენტი სხვადასხვა მხარეს და …

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით“ – ქართველი მებრძოლი უკრაინიდან

„საავიაციო დაბომბვაში მოვყევით, მაგრამ ყველა გადავრჩით,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ რომა ქათამაძე, ქართველი მებრძოლი უკრაინაში. ის აჭარის რეგიონში ცხოვრობს და იანვრიდან შეუერთდა კიევში „ქართულ ლეგიონს“. „აქტიური საბრძოლო მოქმედებებია, მაგრამ ვცდილობთ ვიყოთ უსაფრთხოდ, ყველას ჩვენ-ჩვენი დავალება გვაქვს და ამას მივყვებით, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ აგრესიას გაუმკლავდეს, მუშაობს არტილერია, გვყავს სადესანტო და საავიაციო ძალები. რაც მთავარია, უკრაინელი …

ჩვენ ომის წინააღმდეგი ვართ – აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე | ფოტო

დღეს, 24 თებერვალს, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ბათუმში, ევროპის მოედანზე, მოქალაქეები ომის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. „ეს სოლიდარობა არის გადამწყვეტი, რადგან უკრაინაში საბრძოლო პროცესი პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს მომავალზე“- ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“ – ირაკლი კუპრაძე. უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ევროპის მოედანზე უკრაინელებთან ერთად საქართველოს მოქალაქეებიც გამოხატავენ. ომის დაწყების შემდეგ, პუტინის განცხადებიდან …

უკრაინელი ჟურნალისტი დონეცკიდან: უმრავლესობა არსად წასვლას არ აპირებს

„უკვე ყველა მიმართულებით არის სამხედრო აგრესია, მე ახლა დონეცკის ოლქში ვარ, ბახმუთში, ეს ბრძოლის ველის უკანა ხაზია,“ – ამბობს სტას კოჟლიუკი, ის უკრაინელი ჟურნალისტია და დღეს დონეცკის ოლქში მუშაობს, როგორც ფრილანსერი. სტასმა „ბათუმელების“ რამდენიმე კითხვაზე მოახერხა პასუხის გაცემა. „ამ დილის ხუთ საათზე დონეცკში ყველა აფეთქებების ხმამ გამოგვაღვიძა…“ – გვიყვება სტას კოჟლიოუკი, რომლის დაკვირვებითაც ხალხში პანიკა …

„ვიგერიებთ მტერს“ – უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლი

„სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია, მაგრამ პანიკა არ შეიმჩნევა,“ – ამბობს „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი. ბოლო ინფორმაციით, დაბომბვას უკრაინაში ამ დროისთვის 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 9 დაშავდა. ქართველი მებრძოლის თქმით, რუსეთმა ამ ეტაპზე იერიში საბრძოლო პოზიციებზე მიიტანა, ასევე აეროდრომებსა და სტრატეგიულ ობიექტებზე. „ძირითადი იერიშია სამხედრო ობიექტები, კომუნიკაციების გაწყვეტა, სტრატეგიული ობიექტები… ჩვენ გუშინ უკვე მობილიზებული …

Exit mobile version