„ქალის სახე გაქვს დაკარგული“ – უსახო კაცები ქალების პირისპირ

„100-ლარიანებო“ „ნაბო*რებო“ „დედას მოგი***ავ“ „შენი დედა შე*…“ „გადაიღე ყ** არ მომაჭამო“ „პასპორტი გადამიღე, მოდი, გაჩვენებ როგორ უნდა გადამიღო“ ეს არის მცირე ჩამონათვალი გინების იმ ნიაღვრიდან, რაც თბილისში, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ისმოდა 2 თებერვალს ქალების მისამართით. ამ დღეს შავნიღბიანმა სპეცრაზმელებმა განსაკუთრებული სიტყვიერი აგრესია გამოიჩინეს ქალების მიმართ. ეს იყო გინება, ლანძღვა, შეურაცხმყოფელი ფრაზები.  „ქალის სახე …

შეიქმნა პეტიცია მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.  „ორ ათწლეულზე მეტი მზია ამაღლობელი იბრძოდა პრესის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ახლა ის წინასწარ პატიმრობაშია და სიცოცხლეს რისკავს ღირებულებებისთვის, რომელსაც ყოველთვის იცავდა. ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს …

„რეჟიმს ეშინია ქალების“ – „ბათუმელების“ ოფისთან ქალები სოლიდარობის აქციას გამართავენ

ხვალ, 11 თებერვალს 18:00 საათზე, „ბათუმელების“ ოფისთან ქალები სოლიდარობის აქციას გამართავენ. მოქალაქეების განცხადებით, ბათუმელი ქალები ერთიანდებიან მზია ამაღლობელისთვის, რომელიც რეჟიმის პატიმარია და 30-ე დღეა, უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად შიმშილობს. „ავტორიტარულ რეჟიმს ეშინია ქალების, რომლებიც იბრძვიან, ხმამაღლა საუბრობენ და ერთმანეთის გაძლიერებით ქმნიან ცვლილებებს. ამიტომ, ბათუმელი ქალები ვერთიანდებით მზიასთვის! გელოდებით ხვალ. ხმაურისთვის თან იქონიეთ ქვაბების თავსახურები, დოლები, ნებისმიერი …

რა გადაწყვიტა მოსამართლემ “ნინო ქათამაძის, ცირამუას, მთივლიშვილის და სხვების საქმეზე”

დღეს, 10 თებერვალს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად მიიჩნია 9 ადამიანი – მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვისთვის და კიდევ ბანერის გაშლისთვის: „თავისუფლება მზიას“. მოსამართლემ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირები 5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. ხმაურიანი პროცესი რომ იქნებოდა, ეს სხდომის დაწყებამდე ეტყობოდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ფოიეს. „უსამართლო სასამართლო – ხალხის ძალის გეშინოდეთ“, „ცეცხლი …

5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს 9 პირი, რომლებმაც მოსამართლე ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს

მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე – მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად ცნო და  5-5 ათასი ლარით დააჯარიმა. მოქალაქეებმა 2025 წლის 24 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს. მოსამართლემ შიმშილობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია …

„ჩემი ხმა ეკუთვნით დედებს, რომლებსაც ჰყავთ უკანონოდ დაჭერილი შვილები“ – ნინო ქათამაძის სიტყვა სასამართლო სხდომაზე

„რადგან ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის, აუცილებლად მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი ხმა ეკუთვნის 690 000 სოციალურად დაუცველ ადამიანს, არა მათ, ვინც საარჩევნო ხმებია, არამედ მათ, ვინც სასადილოში ელოდება თავის რიგს. ჩემი ხმა ეკუთვნით აფხაზ მეგობრებს, რომლებსაც დაარქვეს ლტოლვილები და 30 წლის მანძილზე წამებაში ამოვხადეთ ჩვენს დებს და ძმებს სული და ამ ტკივილის შემდეგ ვიცით როგორ …

„ერთის მხრივ გვყავს პოლიციის მიერ ნაცემი ადამიანები, მეორეს მხრივ არსებობს მზია ამაღლობელის საქმე”

Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის დირექტორის მოადგილე, რეიჩელ დენბერი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს „ბათუმელებისა და ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ. მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ის 28 დღეა უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, შიმშილობს. „ამერიკის ხმამ“ რეიჩელ დენბერის ჰკითხა, რისი თქმა შეეძლო იმ ფონზე, როცა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს, „ქართული …

მზია ამაღლობელის მშობლიურ სოფელში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

დღეს, 8 თებერვალს, ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობა, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები შუახევში, სოფელ ჭვანაში ჩავიდნენ მოსახლეობასთან შესახვედრად. სწორედ შუახევიდან, სოფელ ჭვანადანაა მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მედიამენეჯერი და ჟურნალისტი, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად. ბათუმის წინააღმდეგობის  მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაშლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ. პირველი ადგილი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები …

კობახიძემ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით შეხვედრისთვის მზაობა გადათქვა

ირაკლი კობახიძემ გადათქვა მზაობა, რომ მზია ამაღლობელის შესახებ სასაუბროდ ყველას შეხვდებოდა. „რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა …

„მზად ვარ შეგხვდეთ მზიას საკითხზე“ – ეთერ თურაძე ირაკლი კობახიძეს

„მინდა მივმართო ამ შენობაში მყოფ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ირაკლი კობახიძეს. ბატონო ირაკლი, მე აქ ვარ იმისთვის, რომ შეგხვდეთ. თქვენ თქვით, რომ შეგიძლიათ შეხვდეთ ნებისმიერ ადამიანს მზიას საკითხზე. მე ვარ მზად შეგხვდეთ თქვენ მზიას საკითხზე, თუ იქნებით თანახმა,“ – „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე დღეს, 7 თებერვალს, თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ აქციაზე მივიდა და ირაკლი კობახიძეს …

„მზია ამაღლობელი წევს. მისი ამოცანაა პროცესამდე გაძლოს“ – ადვოკატი

ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, მზია ამაღლობელი კვლავ ითხოვს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას და აგრძელებს შიმშილობას. „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მისმა ადვოკატმა დღეს, 7 თებერვალს, კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. „მზია წევს, უტარდება იმ ტიპის გადასხმები, რომ სიცოცხლე შენარჩუნებული იქნას. ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე თავად იყოს. პროცესი დანიშნულია …

„გთხოვთ, იცოცხლეთ საქართველოსთვის“ – ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელს

დღეს, 6 თებერვალს, სტუდენტურმა მოძრაობა „დაფიონმა“ გაავრცელა დაკავებული სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მზია ამაღლობელისადმი, რომელშიც სტუდენტი მზიას შიმშილობის შეწყვეტას სთხოვს: „მოგესალმებით, ქალბატონო მზია. გამძლეობას, მხნეობას და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში! მე მესმის თქვენი ბრძოლის და თავგანწირვის, მესმის და ვაფასებ! თუმცა არ ესმით ქოცებს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვის თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას. ქალბატონო …

„ჩემი გმირი ხარ“ – პატიმრობაში მყოფი სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის წერილი მამას

19 წლის სტუდენტის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე ფეისბუქზე აქვეყნებს შვილის, ზვიადის ციხიდან მოწერილ წერილს. „მამიკო! ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად შვილის ფაქტორისა, არ ხარ მიკერძოებული და გესმის, რომ მზია ამაღლობელის პოლიტიკური (და ჯანმრთელობის) მდგომარეობა ჩვენზე მწვავეა და მძიმეა. რომ ის არის ნომერ პირველი პოლიტპატიმარი (როგორც შენ იტყოდი). ძალიან მიხარია რომ საერთო საქმეში საკუთარ შვილს განკერძოებულად …

ყველაფერი მზია ამაღლობელის საქმეზე – დამოუკიდებელი ჟურნალისტის დაპატიმრების ქრონიკა

26-ე დღეა მზია ამაღლობელი სრულად შიმშილობს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი კლინიკა „ვივამედში“ 4 თებერვალს გადაიყვანეს აუცილებელი კვლევებისთვის „ვივამედის” კლინიკური დირექტორი დღეს, 6 თებერვალს, ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ სავარაუდოდ დღეს და ხვალ მზია ამაღლობელი მათ კლინიკაში დარჩება დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით. მისივე თქმით, ამდენხნიანი შიმშილობა ორგანიზმზე თავის კვალს ტოვებს, მდგომარეობა საგანგაშოა და ყოველთვის მოსალოდნელია გარკვეული გართულებები. …

„გაათავისუფლეთ უკანონო პატიმარი მზია ამაღლობელი“ – ხვალ აჭარის პროკურატურასთან აქცია გაიმართება

ბათუმში, 7 თებერვალს, 15:00 საათზე, აჭარის პროკურატურასთან გაიმართება საპროტესტო აქცია უკანონო პატიმრის,  მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით. „მზია ამაღლობელი, რომელიც 26 დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად, არის უკანონო პატიმარი და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“, – ასეთია აქციის მოთხოვნა. ნახეთ ვრცლად: ადვოკატი მაია მწარიაშვილი, მზია ამაღლობლის ინტერესების ერთ-ერთი დამცველი, ზედმიწევნით ხსნის, თუ რატომ არის მზია ამაღლობელი უკანონო …

მზია ამაღლობელის საქმეზე ექიმთა ჯგუფი შეიქმნა – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა, მზია ამაღლობელისთვის პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, კონტრაქტორი კლინიკ(ებ)ის) მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის საკითხის შეფასების მიზნით, ექიმთა ჯგუფი შექმნა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ექიმთა ჯგუფი განისაზღვრა მზია ამაღლობელის წარმომადგენლების მიერ დასახელებული კანდიდატებიდან, მათთან კონსულტაციითა და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პრობლემების მხედველობაში მიღებით. ექიმთა ჯგუფში შედიან: ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, …

საგამოძიებომ დგებუაძე და 9 პოლიციელი გამოჰკითხა მზია ამაღლობელის საქმეზე

„სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულია მზია ამაღლობელთან შემხებლობაში მყოფი პოლიციის 10 თანამშრომელი, მათ შორის, ირაკლი დგებუაძე. პოლიციის ყველა თანამშრომელი გამოკითხვისას უარყოფს მზია ამაღლობელის მიერ დასახელებული გარემოებების ნამდვილობას,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს, 6 თებერვალს. ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა მზია ამაღლობელმა დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობასა …

„მოშიმშილე მზია ამაღლობელს პალატაში საკვები დაუდეს, ეს ფსიქოლოგიური ზეწოლაა“- ადვოკატი

დღეს, 5 თებერვალს, მზია ამაღლობლის ადვოკატმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც 25-ე დღეა შიმშილობს, „ვივამედის“ კლინიკაში საკვები შეუტანეს. რაც ადვოკატის თქმით, ფსიქოლოგიური ზეწოლაა. „როდესაც ადვოკატი შევიდა დღეს მზიასთან პალატაში, აღმოჩნდა, რომ მას საკვები უდევს იქ. მოშიმშილე ადამიანს საკვები არ უნდა ედოს. ეს არის სწორედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. შიმშილობს ადამიანი და მას საკვები არ უნდა …

„თავისუფლება მზიას“ – ევროპარლამენტარების სოლიდარობა მზია ამაღლობელს

დღეს, 5 თებერვალს, ევროპარლამენტარებმა მზია ამაღლობლის სოლიდარობის აქცია გამართეს. „თავისუფლება მზიას“ – ამ პლაკატებით და საქართველოს დროშით იდგნენ ისინი ევროპარლამენტის ჰოლში. მზია ამაღლობლის მიმართ სოლიდარობის აქცია ორგანიზებული იყო პეტრას აუსტრევიჩიუსის მიერ. მასთან ერთად იყვნენ ნატალი ლუაზო და მიხაელ გალერიც. მათ გუშინაც გამოაქვეყნეს ერთობრივი წერილი, სადაც არაერთი ევროპარლამენტარი ამბობს, რომ მზია ამაღლობელი უნდა იყოს გათავისუფლებული. ისინი …

„თუ უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს არ აღადგენენ სამსახურში, GPB უნდა გაირიცხოს EBU-დან“ – ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია

ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია – EFJ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თუკი უსამართლოდ სანქცირებულ ჟურნალისტს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს დაუყოვნებლივ არ აღადგენენ სამსახურში, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა გაირიცხოს EBU-დან, ევროპის მაუწყებელთა კავშირიდან. განცხადება ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციამ დღეს, 5 თებერვალს გააკეთა. „ევროპის ჟურნალისტთა ფედერაცია” (EFJ) მხარს უჭერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს, რომლებმაც დაგმეს მზია ამაღლობლის დაკავების არასათანადო გაშუქება საზოგადოებრივი მაუწყებლის …

ადვოკატი: მზია ამაღლობელი ციხეში ითხოვს დაბრუნებას, “ვივამედში” დარჩენა არ სურს

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც ის გუშინ, 4 თებერვალს გადაიყვანეს, პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ დაბრუნებას ითხოვს. „მზია ამაღლობელმა დღეს მოითხოვა, დაუყოვნებლივ დააბრუნონ პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ დარჩენა არ უნდა. როგორც ზურა ჩხაიძემ მითხრა, განმეორებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, შემდეგში გადაწყდება, როდის გადაიყვანენ პენიტენციურში“, – თქვა მზია ამაღლობლის ერთ-ერთმა ადვოკატმა ჯუბა ქათამაძემ მას შემდეგ, რაც …

ამაღლობელი რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა კვლევებისთვის – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური მზია ამაღლობლის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ბრალდებული მ.ა.  სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანილია მისი თანხმობით, ანამნეზის შესაბამისი სამედიცინო კვლევების ჩასატარებლად. ბრალდებულმა კლინიკაში მოთავსების შემდგომ დამატებით განაცხადა თანხმობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ექიმ-სპეციალისტების მიერ რეკომენდებული კვლევებისა და პროცედურის ჩატარებაზე. ბრალდებული მ.ა. ამ ეტაპზე რჩება კლინიკაში დაგეგმილი სხვა ლაბორატორულ-ინსტრუმენტული კვლევების ჩასატარებლად. განვმარტავთ, რომ …

ბათუმში კარვებში ღამისთევით პროტესტი ჩერდება, საპროტესტო აქციები კი გრძელდება

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, საპროტესტო აქცია კარვებში ღამისთევით აღარ გაგრძელდება – ამის შესახებ დღეს, 4 თებერვალს, გვიან ღამით განაცხადეს აქციაზე, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაიყვანეს შიმშილობის 24-ე დღეს. „რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა გააკეთა ვრცელი განცხადება, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ არის გარკვეული …

მზია ამაღლობელი შიმშილობის 24-ე დღეს კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 4 თებერვალს, მზია ამაღლობელი შიმშილობის 24-ე დღეს, კლინიკაში გადაიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მზია ამაღლობელი ჰოსპიტალურ მკურნალობას მათ კლინიკაში აგრძელებს, სადაც ის კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. ზურაბ ჩხაიძის თქმით, ჩატარდა კვლევები, „იქნა ნანახი ცვლილებები“ და პაციენტს შესთავაზეს ჰოსპიტალური მკურნალობა, რაზეც ის დათანხმდა, თუმცა შიმშილობას კვლავ აგრძელებს. „მას ჩაუტარდა აუცილებელი კვლევები, ვნახეთ კვლევის შედგები …

თავში, ყურის არეში მომხვდა მუშტი – რას ჰყვება NEWS.On.ge-ს მთავარი რედაქტორი

NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს ვანცენტ ხაბეიშვილს, დღეს, 4 თებერვალს, პარლამენტის მიმდებარედ, სადაც ის საპროტესტო აქციას აშუქებდა, პოლიციელმა თავში ჩაარტყა. რა ვითარებაში მოხდა ძალადობა და რა უთხრეს კლინიკაში NEWS.On-ge-ს მთავარ რედაქტორს, სადაც იგი დარტყმის შემდეგ იმყოფებოდა? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ვანცენტ ხაბეიშვილს. ვანცენტ, შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა ვითარებაში იძალადა პოლიციამ თქვენზე? როგორც იცით, ჟურნალისტები ვიყავით პარლამენტთან. მქონდა …

30-ზე მეტი უცხოელი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს

საქართველოს უცხოელი მეგობრები მზია ამაღლობელისა და პოლიტპატიმრის გათავისუფლების მოთხოვნით განცხადებას ავრცელებენ.   „მზია ამაღლობელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შედეგი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ჩვენ არ გავბრიყვდებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯოს ის გარემოებები, რამაც გამოიწვია მზია ამაღლობელის დაპატიმრება და შელახოს მისი პროფესიული სანდოობა „უცხოური დაფინანსების“ კვალიფიკაციით. ეს არის კიდევ ერთი მანევრი, რომელიც მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას …

ნათია როყვა – „ბათუმელებში მუშაობისას უამრავი დევნა ვნახე, მაგრამ ეს რაც ხდება – შეუდარებელია“

ჟურნალისტი, „ბათუმელების“ ყოფილი რეპორტიორი ნათია როყვა, რომელიც ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს, ფეისბუქზე წერს იმ წლების შესახებ, რომლებიც „ბათუმელებში“ გაატარა და იმაზე, თუ რა გახმაურებულ საქმეებს აშუქებდა „ბათუმელები“ წინა ხელისუფლების დროსაც. ნათია როყვა, ემიგრაციაში მყოფ სხვა ქართველ ჟურნალისტებთან და მოქალაქეებთან ერთად, 3 თებერვალს ნიუ იორკში, New York Times-ის ოფისთან „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობლის …

„მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს მას, ვინც სახეში შეაფურთხა“ – ნონა ქურდოვანიძე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელთან, მზია ამაღლობელთან შეხვედრის შემდეგ ფეისბუქზე წერს, რომ მზია ამაღლობელი ბოდიშს არ მოუხდის ბათუმის პოლიციის უფროსს, რომელმაც მას შეაფურთხა. „მზია ამაღლობელი არ მოუხდის ბოდიშს იმას, ვინც მას სახეში შეაფურთხა. ეს არის მზიას დანაბარები. მზია ასევე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან საზოგადოებაზე პასუხისმგებლობის გადატანა არის უტიფრობა. მას …

პოლიციელის დანით დაჭრა, უზენაესი სასამართლოს თქმით, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა?

უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთი საქმის მიხედვით, პოლიციელზე დანით დაზიანების მიყენება „პოლიციელზე თავდასხმა“ სასამართლოს შეფასებით არ არის. ჟურნალისტ მზია ამაღლობელს კი, სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ მუხლით ედავებიან დანაშაულის ჩადენას. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესაც აჭარის პოლიციის სამმართველო იძიებდა. ეს და სასამართლოს სხვა გადაწყვეტილებები აჩვენებს, რატომ არის მზია ამაღლობელი პოლიტიკური პატიმარი. ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის მიუხედავად, უზენაესი სასამართლოს …

„მზია არის უკანონო პატიმარი. ეს არ არის ძალადობის სფერო“ – ადვოკატი მაია მწარიაშვილი

მზია ამაღლობელი რუსთავის ქალთა კოლონიაში 23-ე დღეა შიმშილობს უსამართლობაზე პროტესტის ნიშნად. ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელიც მზია ამაღლობლის ინტერესების ერთ-ერთი დამცველია, ტელეკომპანია „პირველზე“  განმარტა ის გარემოებები, თუ რატომ არ უნდა განიხილებოდეს მზია ამაღლობლის საქმე სისხლის სამართლის მუხლით და რატომ არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს აჭარის პროკურატურა. „მზია არის უკანონო პატიმარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობა არის …

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის გასაკონტროლებლად ექიმთა ჯგუფი უნდა შეიქმნას – საია სახალხო დამცველს მიმართავს

საიამ მიმართა საქართველოს სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, შექმნას სპეციალური სამედიცინო ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 2025 წლის 31 იანვარს მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ მზია ამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად. „მიუხედავად იმისა, რომ 1-ელ თებერვალს …

“როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის ნელი სიკვდილით?” – ნაირა გელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

მწერალი, მთარგმნელი და პუბლიცისტი, ნაირა გელაშვილი ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის პატიმრობას ეხმაურება. ის პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, სასწრაფოდ გაათავისუფლონ როგორც ამაღლობელი, ისე სხვა “სინდისის პატიმრები”. “როდემდე? როდემდე უნდა ტკბებოდეთ უდანაშაულო ადამიანის, შუა ხნის ქალის ნელი სიკვდილით? იგი შიმშილობს, რადგან დაამცირეს, რადგან ღირსება შეულახეს და არაადამიანურად მოექცნენ! იგი შიმშილობს იმის გამო, რომ მისი ქვეყანა აივსო …

„მზია ციხეშია, მაგრამ მისი ხმა ისმის ისე ხმამაღლა, რომ ყველას სწვდება“ – „ბათუმელების“ მანიფესტი

„ბათუმელების“ მანიფესტი „ახალი თეატრის“ წარმოდგენაზე ბათუმში, 1 თებერვალს. ___________________________________________ „ჩვენ დღეს აქ არ უნდა ვიყოთ, მაგრამ აქ ვართ, რადგან წარმოვადგენთ გამოცემა „ბათუმელებს“, რომელიც მზია ამაღლობელმა დააარსა. ბათუმში, ამ ადგილიდან ორიოდე კვარტლის დაშორებით „ბათუმელების“ რედაქციაა. დღეს ამ რედაქციის აივანზე დიდი ბანერია გადმოფენილი, რომელზეც წერია – „თავისუფლება მზიას“. ვერასდროს წარმოგვედგინა, რომ ამ მოთხოვნის გაჟღერება მოგვიწევდა, ვერ წარმოგვედგინა, …

„მინდა გიამბოთ ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს“ – მზია ამაღლობელის ძმისშვილი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ძმისშვილის, მანანა ამაღლობელის სიტყვა „ახალი თეატრის“ საპროტესტო მანიფესტზე ბათუმში: ____________________________________________ „მინდა გიამბოთ მზიაზე, ისეთ მზიაზე, რომელსაც არავინ იცნობს – სხვა მზიაზე. მზია ამაღლობელი, რომელზეც ახალი ამბების ყველა გამოშვებაში ლაპარაკობენ, ჩემი მამიდაა. მზია ამაღლობელი უკვე 21 დღეა შიმშილობს და წყლის გარდა არაფერს იღებს. მე პროფესიით ექიმი ვარ და ვიცი, რას …

მზია ამაღლობელია დღეს საქართველო – სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში ახალგაზრდებს მიმართა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმისსახელმწიფო უნივერსიტეტთან შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდა. მან ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა: „ბათუმელებო თქვენთან ვარ იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და პატივისცემა. ბათუმში იმიტომ, რომ აქედან დაიწყო ერთგვარად პროტესტი. თქვენ ხართ წყარო ამ პროტესტის, ვინც დღემდე მოდის და ძალიან რთულ პირობებში. მე მინდა დღევანდელი დღე მივუძღვნა მზია ამაღლობელს. ის არის დღეს ჩვენი ქვეყნის სახე, …

გირჩის პოლიტიკოსები ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვენ

„ჩვენ მოვითხოვთ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რადგან მის ქმედებას არ შეეძლო კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა, განსაკუთრებით იმ გარემოებაში, როდესაც ადგილი ჰქონდა არა ფიზიკურ თავდასხმას, არამედ უბრალოდ სილის გაწვნას, რომელიც ცხადად სიმბოლურ ხასიათს ატარებდა,“ – ნათქვამია პოლიტიკური პარტია „გირჩის“ დღეს, 1-ელ თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში. გირჩის პოლიტიკოსები თვლიან, რომ მზია ამაღლობელის ქმედება არ არის სისხლის სამართლის …

Exit mobile version