მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

მზია ამაღლობელის მშობლიურ სოფელში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

08.02.2025
მზია ამაღლობელის მშობლიურ სოფელში სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

დღეს, 8 თებერვალს, ბათუმის წინააღმდეგობის მოძრაობა, პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეები შუახევში, სოფელ ჭვანაში ჩავიდნენ მოსახლეობასთან შესახვედრად.

სწორედ შუახევიდან, სოფელ ჭვანადანაა მზია ამაღლობელი, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მედიამენეჯერი და ჟურნალისტი, რომელიც უკვე 28-ე დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად.

ბათუმის წინააღმდეგობის  მოძრაობამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გაშლას და მოსახლეობასთან შეხვედრებს გეგმავენ.

პირველი ადგილი, სადაც წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები ჩავიდნენ, შუახევია, ჭვანის ხეობა, საიდანაც არის მზია ამაღლობელი. გარდა ამისა, იგეგმება გასვლა და მოსახლეობასთან შეხვედრები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში.

ნახეთ „ბათუმელების“ პირდაპირი ჩართვა: 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: