მთავარი,სიახლეები

5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს 9 პირი, რომლებმაც მოსამართლე ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს

10.02.2025
5-5 ათასი ლარით დააჯარიმეს 9 პირი, რომლებმაც მოსამართლე ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს

მუსიკოსი ნინო ქათამაძე, ფსიქოლოგი მაია ცირამუა, ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, მასწავლებელი და ეროვნული ჯილდოს მფლობელი ვლადიმერ აფხაზავა, ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე, ქეთევან ფილაური, ჟურნალისტი ეკა კუხალაშვილი, ირმა ზარანდია, გივი ცინცაძე – მოსამართლე ციცინო მოსიძემ სამართალდამრღვევად ცნო და  5-5 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოქალაქეებმა 2025 წლის 24 იანვარს მოსამართლე მალხაზ ოქროპირაშვილის სახლთან აქცია გამართეს. მოსამართლემ შიმშილობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სააპელაციო საჩივარი არც კი განიხილა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში. სამართალდარღვევის ოქმი კი, შსს-ს წარმომადგენლებმა შემთხვევიდან 10 დღის თავზე შეადგინეს

შსს მათ ედავებოდა შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა პირველი მუხლის მესამე ნაწილით, რაც  სასჯელის სახით, 15 დღემდე ვადით დაპატიმრებას ითვალისწინებს.

კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით, იგივე ქმედება იწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 60 დღემდე ვადით პატიმრობას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: