მტერზე უარესია რუსეთი – მასწავლებელი, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოიარა

დიანა წურწუმია, ჩხოროწყუში, სოფელ ლესიჭინეს საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. ის გუშინ, 13 თებერვალს, საქართველოს განათლების სამინისტრომ საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. დიანა 21 წლის იყო, როცა აფხაზეთის ომმა დევნილად აქცია. ის ომამდე გულრიფშის რაიონში ცხოვრობდა დედასთან და ბებიასთან ერთად, თუმცა ყველაფრის მიტოვება მოუხდა. „როცა სამეგრელოში ჩამოვედით, რაღაც პერიოდი დევნილთა შტაბში ვმუშაობდი წითელი ჯვრის ეგიდით, შემდეგ კი …

22 წლის უფროსი მასწავლებელი შუახევიდან, რომელიც ინგლისურს ასწავლის

„როდესაც ახალგაზრდა მასწავლებელი ხარ, ჯერ არ გაქვს დავიწყებული შენ თავად რას გრძნობდი, როდესაც მოსწავლის მერხზე იჯექი და მაქსიმალურად ცდილობ გაითვალისწინო შენი მოსწავლის ნებისმიერი ნათქვამი – რა მოსწონს, არ მოსწონს, როდის რა სიამოვნებს… შესაბამისად, ეს მეხმარება უფრო ეფექტური კომუნიკაცია მქონდეს ბავშვებთან“, – გვითხრა 22 წლის თეონა აბაშიძემ. თეონა ინგლისური ენის უფროსი მასწავლებელია. მან ბაკალავრზე სწავლა გასულ …

არც გამოცდის ჩაბარების პრობლემა მქონია და პორტფოლიოს მომხრეც ვარ – პედაგოგი ცაგერიდან

ირმა ნოსელიძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში, ინგლისურ ენას ასწავლის. სოფელში ათი წლის წინ, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მოვიდა და მას შემდეგ ამ სკოლაში აგრძელებს მუშაობას. 2020 წელს, ირმა ამერიკული პროგრამის „ფულბრაიტის“ მეშვეობით აშშ-ში იმყოფებოდა, სადაც ის უცხოელი კოლეგების გამოცდილებას გაეცნო. ამერიკის სამხრეთში, არკანზას შტატში 17 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ექვსი თვე დაყო. „პირველი რაც ამერიკულ სკოლაში …

თუ პორტფოლიო ისევ უნდა წარვადგინოთ, გამოცდა რატომ ჩავაბარეთ? – მასწავლებლების ხედვები

ზოგიერთი მასწავლებელი მიიჩნევს, რომ მასწავლებლის პორტფოლიო, რომელიც პედაგოგის საქმიანობის, მის მიერ სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტივობების დოკუმენტური ასახვაა, აღარ უნდა იყოს სავალდებულო, ზოგიერთს კი მიაჩნია, რომ პორტფოლიო ყველაზე უკეთ აჩვენებს მასწავლებლის მიერ გაწეულ შრომას. პედაგოგები, რომლებმაც 2022 წლის ზაფხულში ჩააბარეს გამოცდები, არ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას, სტატუსის მინიჭების დროს სამინისტრო გამოცდების შედეგებთან ერთად მოითხოვს თუ არა პორტფოლიოს …

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს საშინაო დავალება? – რას ამბობენ მასწავლებლები და მოსწავლეები

როგორი უნდა იყოს საშინაო დავალება, რა შემთხვევაში ამართლებს და რა შემთხვევაშია ის არაეფექტური? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ესაუბრა. ამ თემაზე ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ისაუბრა ცნობილმა პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმაც. მან თქვა, რომ საშინაო დავალება ბავშვებისთვის ზედმეტი ტვირთია, რომელიც მოსწავლეს სკოლამ აჰკიდა და საშინაო დავალება ხშირად ბავშვებსა და მშობლებს შორის უთანხმოების მიზეზიც …

მასწავლებელი ხულოდან ამბობს, რომ დირექტორი არ ელაპარაკება, დირექტორი – არ ადასტურებს

ვარლამ ხოზრევანიძე ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოძაურში ცხოვრობს და ამავე სოფლის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას და სპორტს ასწავლის. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებსა და ადმინისტრაციასთან დაძაბულ ურთიერთობაზე საუბრობს. ვარლამ ხოზრევანიძის თქმით, დირექტორსა და მას შორის ურთიერთობა თითქმის ათი წელია დაძაბულია და დღემდე გრძელდება. „2012 წელს ჩემს შვილს და მის მეგობარს სპორტის მასწავლებელმა სცემა. დირექტორს ვუთხარი, რომ …

რაზე უნდა იყოს დამოკიდებული პედაგოგის ანაზღაურება – სტატუსსა თუ საათებზე?

როგორ უნდა შეფასდეს მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია და პედაგოგის ხელფასს უნდა განსაზღვრავდეს თუ არა მისი სტატუსი? – რა ხარვეზები აქვს არსებულ მოდელს, ამ თემაზე „ბათუმელები“ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს, ეკა წულუკიძეს ესაუბრა. ქალბატონო ეკა, მასწავლებლებისგან ხშირად მოგვისმენია, რომ მათი პროფესიული შეფასების არსებული სქემა არც თუ ისე სამართლიანია, რადგან …

„თუ მასწავლებელი ბედნიერია, კლასიც ბედნიერია“ – სწავლების რა მეთოდები მოსწონთ პედაგოგებს

EdCamp-ი მასწავლებელთა პროფესიული საზოგადოებაა, რომელიც თავდაპირველად აშშ-ში ფილადელფიელმა პედაგოგებმა დააარსეს. Give Get პრინციპზე დაფუძნებული თანამშრომლობა გულისხმობს პირადი გამოცდილების გაზიარებას და ასევე სხვისი გამოცდილების მიღებას, სწავლა-სწავლების გაუმჯობესებისთვის სკოლებში. ამ ფორმატის ტრენინგი ბათუმშიც გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ასზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა. ექსპერტებად მოწვეულნი იყვნენ არა მარტო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები, ასევე ყველა ის პედაგოგი, ვისაც …

მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ – მთავრობა

სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ამის შესახებ დღეს, 28 ნოემბერს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე. „გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში და პირველი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად გახდება 2000 ლარი. მანამდე, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაშიც გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლებიც დეკრეტული შვებულების დროს …

სულ ვეუბნები ბავშვებს არ დაიზეპირონ, მთავარია აზროვნება – მასწავლებელი

„ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვი აზროვნებდეს. სულ ვეუბნები ხოლმე მათ, გაიაზრეთ ყველა სიტყვა, არ დაიზეპიროთ“, – ამბობს ნანა ზარდიაშვილი. ის იტალიურ ენას ასწავლის თბილისის 31-ე საჯარო სკოლაში. ნანა დღეს, 31 ოქტომბერს, იტალიური ენის 2022 წლის საუკეთესო მასწავლებლადაც დაასახელეს. ქალბატონო ნანა, რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა და როდის იყო ეს? საჯარო სკოლაში ორი წელია რაც ვასწავლი, თუმცა იტალიურს 2004 …

განვითარებისთვის დრო არ გვრჩება, ხელფასი დაბალია, ვალდებულება ბევრი – მასწავლებელი

„თუ მასწავლებლის ანაზღაურება არ გაიზარდა, სკოლაში არაფერი შეიცვლება,“ – ამბობს სამოქალაქო განათლების პედაგოგი, თორნიკე შევარდნაძე, რომელიც თბილისის 162-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. ის „ბათუმელებთან“ სკოლაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ბატონო თორნიკე, როგორც პედაგოგი, როგორ შეაფასებთ სკოლაში მიმდინარე პროცესებს? ვგულისხმობ სქემას, ახალი სკოლის მოდელს და იმ ვალდებულებებს, რომლებსაც აკისრებს სახელმწიფო მასწავლებელს. ყველა მასწავლებელს, ვისთანაც კი მისაუბრია, აქვს გაუცხოება …

ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ მასზე მაღლა არ დგახარ და მისი მესაიდუმლეც ხარ – მასწავლებელი

„ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ შენ მასზე მაღლა არ დგახარ, მისი მესაიდუმლე ხარ და ამისთვის რაღაც მსხვერპლსაც იღებ,“ – ამბობს გიორგი ბაგრატიონი, თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მათემატიკისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი. „ბათუმელები“ ახალგაზრდა პედაგოგს სკოლაში კონფლიქტების მოგვარებაში მასწავლებლის როლზე ესაუბრა. გიორგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მათემატიკას ასწავლის, უფროსებს კი – სამოქალაქო განათლებას. „სანამ მასწავლებელი არ გავხდი, მანამდე …

რა კრიტერიუმით შეარჩიეს მასწავლებლები, რომლებიც 300 ლარით დააჯილდოვეს? – განმარტება

5 ოქტომბერს აჭარაში სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს. 21 ათასი ლარი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოყო ბიუჯეტიდან. მასალას გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქში, სადაც ცალკეული სკოლების სახელით ადამიანები წერდნენ, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩნენ დაჯილდოებული პედაგოგები. „მცირეა ეს გუნდი… სადაა ბათუმის მერვე სკოლის საუკეთესო პედაგოგები, რომლებიც აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ ამ გუნდში, მაგრამ საქართველოში ხომ ყველაფერი შერჩევითიააა…“ – წერს ერთ-ერთი …

ბათუმში 70 მასწავლებელი 300-300 ლარით დააჯილდოვეს

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარაში საჯარო და კერძო სკოლის მასწავლებლები 300-300 ლარით დააჯილდოვეს. პედაგოგები ბათუმის 20 სკოლიდან იყო შერჩეული, მუნიციპალიტეტებიდან კი ათ-ათი პედაგოგი შეირჩა. დაჯილდოებაზე ქალაქის მერი, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებიც იმყოფებოდნენ სასტუმრო „შერატონში“. როგორც აჭარის განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, საპრიზო ფონდი, 21 000 ლარი, სამინისტროს ბიუჯეტიდან გაიცა. დღეს, საქართველოში მასწავლებლის …

ბავშვებთან ურთიერთობა ნებისმიერ წამალზე მეტია – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის თერაპიაა. ნებისმიერ წამალზე მეტია მათი გულწრფელი თვალები“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფელ ხოჯორნის ქართული ენის მასწავლებელი ლალი მარგიანი. სკოლაში ეთნიკური უმცირესობები სწავლობენ. ლალი წელს ეროვნული ჯილდოს ათეულშია და ინტერვიუში თავის პირად ტრაგედიაზე, განცდებსა და მოსწავლეებზე გვიყვება. ქალბატონო ლალი, რა გზა გაიარეთ სანამ მარნეულში, ხოჯორნის სკოლაში აღმოჩნდებოდით? მასწავლებლობა ჯერ კიდევ 1987 წელს დავიწყე, როცა …

„იმ სკოლაში მივხვდი, რას ნიშნავს იყო უარყოფილი“ – მასწავლებელი ეროვნული ჯილდოს ათეულიდან

„ერთმა ადამიანმა მითხრა, როცა გაკვეთილზე შეხვალ, ყველა მოსწავლის თვალის ფერი დაიმახსოვრეო. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი, შემდეგ მივხვდი, რას გულისხმობდა. ბავშვის შინაგანი სამყარო უნდა დამენახა და აღმომეჩინა მისი საჭიროებები“, – გვითხრა კახა გალდავამ, სამტრედიის პირველი საჯარო სკოლის ისტორიის წამყვანმა მასწავლებელმა, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულშია. „ბათუმელებთან“ მასწავლებელი საუბრობს უარყოფილი ბავშვების შესახებ, იმ სირთულეებსა და ნდობაზე, რაზეც, მისი აზრით, …

მალე გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს – განათლების სპეციალისტი მასწავლებლის არჩევის წესზე

„ასე გამოდის, არ ვენდობით არავის. ფაქტობრივად, სამინისტრო არჩევს მასწავლებელსაც კი. მალე სამინისტრო იქნება სკოლები და გაკვეთილებსაც სამინისტრო ჩაატარებს“, – ასე აფასებს განათლების სპეციალისტი შალვა ტაბატაძე „ბათუმელებთან“ განათლების სამინისტროს ახალ ინიციატივას, რომელიც სკოლებში მასწავლებლის დასაქმების ახალ წესს ეხება. ის ინტერვიუში იმ მექანიზმებზეც საუბრობს, რაც სკოლის დეცენტრალიზაციას გაზრდიდა და არ გააძლიერებდა ცენტრალურ ვერტიკალს. ბატონო შალვა, თქვენი აზრით, …

მასწავლებლის დასაქმების ახალი წესი – კომისიის 5 წევრიდან 4 სამინისტროს წარმომადგენელი იქნება

„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების მიხედვით, პირმა მასწავლებლად დანიშვნამდე 5-წევრიან კომისიასთან უნდა გაიაროს გასაუბრება. „კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, მათ შორის კომისიის თავმჯდომარეს, განსაზღვრავს სკოლის დირექტორი აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით, მასწავლებლის ვაკანტური პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე, მაგრამ არანაკლებ სამი წევრისა, საჯარო სკოლის შემთხვევაში კი არანაკლებ 5 წევრისა“, – წერია ბრძანებაში. …

უფროსი და წამყვანი მასწავლებლები პროფესიული უნარების გამოცდას 1 ტესტით ჩააბარებენ – ნაეკი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს უფროსი და წამყვანი მასწავლებლები გამოცდას ერთი ტესტით ჩააბარებენ. საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულაა 70. წამყვანი და მენტორი მასწავლებლებლობის მსურველთათვის განისაზღვრა მინიმალური კომპეტენციის ზღვრები: წამყვანობის მსურველმა უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 43 ქულა; მენტორობის მსურველმა უნდა დააგროვოს  ტესტის მაქსიმალური ქულის 75 % -ზე მეტი, ანუ 53 …

აქ ყველა ბავშვი ბედნიერია – რა ნახა ქართველმა პედაგოგმა ნორვეგიულ სკოლაში

თამთა ჯიჯავაძე „სამოქალაქო განათლების“ მასწავლებელია ამერიკულ საერთაშორისო უმაღლეს სკოლა-კოლეჯში „პროგრესში“. ის ამჟამად ნორვეგიაში იმყოფება და ეცნობა ნორვეგიული სახალხო სკოლის მოდელს. „ბათუმელებთან“ თამთა ამბობს, რომ რთულია შეცვალო ზრდასრული ადამიანების ღირებულებები და აზრები, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ იმუშაოს სკოლაში, ბავშვებთან, რადგან სწორედ ისინი შექმნიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. „მუშაობა რომ დავიწყე, მალევე მოვხვდი ამ პროექტში. პროგრამა არის ხანგრძლივი …

რა შედეგი აჩვენა პრეტესტმა, რომელიც მენტორობის მსურველმა პედაგოგებმა დაწერეს

სკოლის პედაგოგები პროფესიული კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებს ელიან. წელს პედაგოგები პირველად ჩააბარებენ გამოცდას წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად. აქამდე პედაგოგები სტატუსს  კრედიტქულებითა და საგნობრივი გამოცდაში მიღებული ქულებით იმაღლებდნენ. წამყვანი და მენტორის სტატუსის მიღების მსურველმა პედაგოგებმა უკვე დაწერეს პრეტესტები. წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ ერთმა პედაგოგმა შეძლო 45 ქულის დაგროვება, მინიმალური – 3 ქულა აიღო ერთმა, დანარჩენმა კი …

მასწავლებლის საგნისა და უნარების გამოცდაზე 34 ათასი მსურველი დარეგისტრირდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების 2022 წლის გამოცდებზე 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა აირჩია. ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის …

რატომ ებრძვის „ალტ-ინფოს“ ისტორიის მასწავლებელი გურიიდან

„იმედგაცრუებული ვარ ჩემი ბევრი კოლეგის გამო, რადგან პედაგოგები, სამოქალაქო აქტივიზმის თვალსაზრისით, ყველაზე ინერტული და მდუმარე ფენაა საქართველოში“- ამბობს ირმა გორდელაძე, ლიხაურისა და ბაილეთის საჯარო სკოლების ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სამოქალაქო მოძრაობა „თავისუფლებისთვის“ დამფუძნებელი და გარემოსდამცველი. ირმა აქტიურადაა ჩართული პრორუსული მოძრაობების წინააღმდეგ. ბოლო თვეა საზოგადოებამ იგი სწორედ ამ ბრძოლისას გაიცნო. ქალბატონო ირმა, ბოლო პერიოდში ძალიან …

საბაკალავრო პროგრამებს მასწავლებლის მომზადების პროგრამა დაემატება

უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამებზე მასწავლებლის მომზადების მაინორპროგრამების დანერგვა იგეგმება. ამის შესახებ დღეს, 12 აპრილს, საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა განაცხადა. მისი თქმით, ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ საბაკალავრო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, დამატებით აირჩიონ მასწავლებლის მომზადების პროგრამაც და სწავლის დამთავრების შემდეგ კონკრეტული პროფესიის ბაკალავრის დიპლომთან ერთად ასევე მოიპოვონ მასწავლებლად მუშაობის უფლებაც. „აღნიშნული ცვლილება …

იცის ინგლისური, შვედური და უკვე სომხურიც – გოგო, რომელიც სომეხ ბავშვებს ქართულს ასწავლის 

სალომე ლომიძე თითქმის ათი წელია, რაც ჯავახეთის სომხურენოვან სკოლებში ქართულ ენას და ლიტერატურას ასწავლის. განათლებით ფილოლოგია, იცის ინგლისური, შვედური, რუსული და ახლა უკვე სომხური ენაც. სომხური ჯავახეთში ისწავლა, აქ მრავალწლიანი ცხოვრების შემდეგ უკვე ესმის სომხური ენის სხვადასხვა დიალექტიც კი. ახლა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სკოლის მასწავლებელია. 10, 15 წლის წინ სოფელ ფოკაში ძნელად იპოვიდით ვინმეს, ვისაც ქართული …

„ხანდახან მავიწყდება, რომ იქაური არ ვარ“ – სომხურენოვანი სკოლის ქართულის მასწავლებელი

მირანდა იაკობიძე წალკაში, სოფელ ოზნის სომხურენოვან სკოლაში ათი წელია ქართულ ენას ასწავლის. ამბობს, რომ  დღევანდელი ოზნის სკოლა „ცა და დედამიწასავით“ განსხვავდება იმ პერიოდისგან, როცა აქ პირველად მოვიდა. რა აკლიათ ყველაზე მეტად ოზნის ახალგაზრდებს, რა რესურსებს იყენებს ქართული ენის სასწავლებლად –  სწორედ ამ თემაზე საუბრობს ქართული ენის მასწავლებელი „ბათუმელებთან“. რა იყო თქვენთვის ყველაზე რთული ამ სოფელში გადასვლისას? …

ვინ შეიძლება იყოს მაძიებელი მასწავლებელი – ცვლილება კანონში

„ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ ცვლილება შევიდა, რის მიხედვითაც ოფიციალურად განიმარტა, თუ ვინ შეიძლება იყოს მასწავლებლობის მაძიებელი. მაძიებელი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი, ასევე, სახელოვნებო და სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მინიმუმ ორი წელია მუშაობს. ამასთან, მაძიებელი მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს …

1-კრედიტქულიან პედაგოგებსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭებათ – ახალი დადგენილება

საქართველოს მთავრობამ „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ ინფორმაცია 2021 წლის 30 დეკემბერს გამოაქვეყნა. ცვლილებების თანახმად, უფროსი მასწავლებლის სტატუსი ენიჭება, როგორც 1-კრედიტქულიან მასწავლებლებს, ისე 10-კრედიტქულიანებს. 30 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს. „იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 31 იანვრისთვის ასწავლიდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და 2020 წლის 1 თებერვლიდან …

ვის შეუძლია მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლა 2022 წლის ზაფხულში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ უფროს და წამყვან მასწავლებლებს კარიერული წინსვლის ახალი შესაძლებლობა ეძლევათ. 2022 წლის ზაფხულში სტატუსის ამაღლების მსურველი პედაგოგებისთვის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდა ჩატარდება. ხაზგასასმელია, რომ პროფესიული უნარების გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა მიეცემათ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე 50%-იანი ბარიერი გადალახეს ან სტატუსი დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე …

მასწავლებლობის მაძიებლად მიიჩნევა პირი, ვისაც სახელოვნებო პროფესიული განათლება აქვს

საქართველოს პარლამენტში პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინის – „მასწავლებლობის მაძიებელი“ განმარტების ცვლილებას, რომლის მიხედვით, მასწავლებლის მაძიებლად მიიჩნევა პირი, ვისაც სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აქვს. ინიციატივის ავტორი კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძეა. მისი თქმით, მასწავლებლად ვერ საქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ინიციატივა …

საგნის გამოცდაში ნახევარზე მეტმა – 2 886-მა პედაგოგმა 1 კრედიტიც ვერ აიღო

2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე გასულმა ამდენმა მასწავლებელმა ვერ მოიპოვა 1 კრედიტიც კი. ზაფხულის გამოცდების შედეგები დღეს, 22 ოქტომბერს, გახდა ცნობილი. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს. პრაქტიკოსთა კომპეტენციის …

კერძო სკოლების პედაგოგების 44% სრულად აცრილია, საჯაროსი კი მხოლოდ 36%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კერძო სკოლებში გაცილებით მეტი პედაგოგია აცრილი, ვიდრე საჯარო სკოლებში. გამყრელიძის თქმით, ამ დროისთვის საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55 პროცენტი მინიმუმ ერთი დოზითაა აცრილი, სრულად კი მხოლოდ 33 პროცენტია აცრილი. რაც შეეხება უშუალოდ პედაგოგებს, ერთი დოზით აცრილია პედაგოგების 58 პროცენტი, ორივე დოზით – 36 პროცენტი. ამავე დროს, კერძო …

სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40% ვაქცინირებულია – სამინისტრო

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ვაქცინირებულია სკოლის მასწავლებლების დაახლოებით 40 პროცენტი. განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს იმუნიზაციის მნიშვნელობა და ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ პანდემიაში ამ მიმართულებით ეკისრებათ. „მისასალმებელია, რომ საქართველოს მასშტაბით აცრილ პედაგოგთა რაოდენობა 40 პროცენტს უახლოვდება, პროცესი გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოვუწოდებ მასწავლებლებს, რომ …

მაღალმთიან აჭარაში 230 მასწავლებელი აიცრა

აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში 200-მდე სკოლის მასწავლებელი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხულოში 130 პედაგოგი აიცრა „სინოფარმით“, შუახევსა და ქედაში კი – 50-50 პედაგოგი. ვაქცინაციამდე პედაგოგებს შეხვდა ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი და ვაქცინაციის უსაფრთხოებაზე ინფორმაცია მიაწოდა. მასწავლებელთა ვაქცინაციის შესახებ „იუნისეფის“ მიერ მომზადებულ ვიდეორგოლში ერთ-ერთი მასწავლებელი ირემაძეების სკოლიდან, თემურ გობაძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. „პირველ რიგში …

პრიორიტეტული ჯგუფებიდან ყველაზე ცოტა მასწავლებელი აიცრა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, პრიორიტეტული ჯგუფებიდან, რომლებიც მოიცავს ექიმებს, ექთნებს, სხვა მედპერსონალს, სკოლის პერსონალს, შს სამინისტროს პერსონალს, თავდაცვის სამინისტროსა და პენიტენციურ სისტემას, ყველაზე ცოტა ადამიანი Covid 19-ის ვაქცინით სკოლის პერსონალიდან აიცრა, ასეთი სულ 572 ადამიანია. NCDC-ს 18 ივლისის მონაცემებით, მასწავლებლებს შორის სრულად ვაქცინირებულია 192. მასწავლებლები ხშირად მონაწილეობენ ანტივაქსერულ კამპანიაში, რომელიც სოციალურ ქსელებში …

შეშფოთებულები ვართ განსხვავებული აზრის ჩახშობით – მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 

„ჩვენ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრები, შეშფოთებულები ვართ ბოლო დღეებში საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენებით, რაც გამოიხატა განსხვავებული აზრის დევნითა და სასტიკი ჩახშობით. განსაკუთრებით გვაშინებს ის, რომ გამოვლენილი ძალადობის აღკვეთა ვერ მოხდა ხელისუფლების მიერ. მიგვაჩნია, რომ ადამიანთა მიერ ხელისუფლებისადმი გადაცემული ძალაუფლების გამართლება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი იგი აღკვეთს ძალადობას და მოქალაქეებს დაიცავს ამისგან. ასეთი …

Exit mobile version