„ვადაგასული საქმე“ – ბათუმში დღეს აქციაზე ფილმს აჩვენებენ

დღეს, 4 აგვისტოს, 20:30 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, წინააღმდეგობის მოძრაობის აქციაზე აჩვენებენ ელენე ასათიანისა და სოსო დუმბაძის ფილმს – „ვაგადასული საქმე”. სინოფსისის თანახმად, ფილმი 1992 წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, თბილისის ცენტრში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ასახავს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა – ე. წ. თბილისის ომი ორი კვირა გაგრძელდა. მიუხედავად მწირი ტექნიკური შესაძლებლობებისა, ამ ომს …

„შენზე ვფიქრობდი ახლა” – ბათუმში, წინააღმდეგობის აქციაზე კინოჩვენებები გრძელდება

ბათუმში, წინააღმდეგობის აქციაზე, ქართული დოკუმენტური კინოს დღეები გრძელდება. დღეს და ხვალ, 17-18 ივლისს, კინოჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აჭარის მთავრობის შენობის მიმდებარედ, 21:00 საათზე დაიწყება. 17 ივლისს აქციაზე აჩვენებენ რეჟისორ მაკა გოგალაძის ფილმს – „შენზე ვფიქრობდი ახლა”. დოკუმენტური ფილმი ეძღვნება 90-იანი წლების ქუთაისის ყოველდღიურობას, კოლექტიურ მეხსიერებას, რომელიც ირეკლება საზოგადო და ოჯახურ არქივებში. 18 ივლისს კი  ნაჩვენები იქნება …

ბათუმში, 10 ივლისს, ორ ფილმს ნახავთ უფასოდ „ევროპის დღის“ ფარგლებში

ბათუმში, 10 ივლისს, „ევროპის დღის“ ფარგლებში, კინოთეატრ „კავეაში“, 17:00 საათზე, ლატვიელი რეჟისორის, გინტ ზილბალოდისის ოსკაროსანი ანიმაციური ფილმის – FLOW-ს ჩვენება გაიმართება. ეს ანიმაციური ფილმი ლატვიის, საფრანგეთისა და ბელგიის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმის პრემიერა კანის 2024 წლის ფესტივალზე გაიმართა, ლატვიაში კი იმავე წლის შემოდგომაზე აჩვენეს – ანიმაციურმა ნამუშევარმა ლატვიის კინოთეატრებში ბოლო წლების რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მიიზიდა. ამავე …

ეკა ჩავლეიშვილი კირა ნაითლისთან ერთად ითამაშებს ბრიტანელი რეჟისორის ფილმში

ბათუმელი მსახიობი, ეკა ჩავლეიშვილი ბრიტანელი რეჟისორის, საიმონ ვუდსის ფილმში – The Worst – ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ეკა ჩავლეიშვილმა გააზიარა ფეისბუქზე. უცხოური გამოცემების მიხედვით, გადაღებები უკვე დაწყებულია. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ: ალისია ვიკანდერი, კირა ნაითლი და ერინ კელიმანი. ფილმის გადაღებები სამხრეთ საფრანგეთში მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, The Worst შავი კომედიაა. როგორც ეკა ჩავლეიშვილი AT-თან კომენტარში …

ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

25 მაისს ბათუმში ლანა ღოღობერიძის ფილმების რეტროსპექტივა დაიწყება. რეჟისორის 8 ფილმის რეტროსპექტივა „კავეა გრანდ მოლში“ საქართველოს კინოინსტიტუტისა და 3003 Film Production-ის ხელშეწყობით გაიმართება. 25 მაისიდან „კავეა გრანდ მოლში” ჩვენებები გაიმართება ყოველ ორშაბათს და სამშაბათს, 16:00 საათზე. რეტროსპექტივის აფიშა კი ასე გამოიყურება: 25 მაისი – „ფერისცვალება“ 26 მაისი – „დღეს ღამე უთენებია“ 1 ივნისი – „როცა …

„ცხრათვიანი კონტრაქტი“ და „ლურჯი მოცვი“- ბათუმში უფასო კინოჩვენებები გაიმართება

ბათუმში 25-26 თებერვალს დოკუმენტური ფილმების უფასო ჩვენება და შეხვედრა გაიმართება „კავეა გრანდ მოლში“, ხიმშიაშვილის ქუჩის#29-ში.  25 თებერვალს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილის დოკუმენტური ფილმი „ცხრათვიანი კონტრაქტი“. ფილმის ჩვენება 16 საათზე დაიწყება. კინოჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან. 26 თებერვალს, 16 საათზე კი ნაჩვენები იქნება რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – „ლურჯი მოცვი“. „ლურჯი მოცვი“ საქართველოს, …

“დასასრულის დასასრული: როგორ კვდება თავისუფალი კულტურა საქართველოში“ – ნინო კასრაძის სიტყვა სამოქალაქო ფორუმზე

„როგორ საქართველოს ვხედავ? ჩვენ ხელოვანი ხალხი ვხედავთ საქართველოს, და თქვენც უნდა ხედავდეთ ამას, მხოლოდ კულტურასთან ერთად. მხოლოდ კულტურა უნდა იყოს ქვეყნის ავანგარდი. ახლა უმრავლესობა იტყვით ეს ისედაც ასეა… არა, ეს ისედაც ასე არ არის. დღეს რაც ხდება, არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. რამდენიმე დღის წინ ბათუმის სახელმწიფო თეატრმა მოხსნა სპექტაკლი მიზეზით და დაწერა თავის გვერდზე, რომ …

„რაც თავი მახსოვს“ – ფილმის ჩვენება და დისკუსია ბათუმში

დღეს, 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, ბათუმში გაიმართება დოკუმენტური ფილმის „რაც თავი მახსოვს“  ჩვენება. კინოჩვენებას „შშმ ქალთა ალიანსი“ და თბილისის საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალი CinéDOC-Tbilisi წარმოადგენს. რეჟისორი მაკა გოგალაძე 2024 წელს გადაღებულ ფილმში თავის ბავშვობას აცოცხლებს, როცა წარსულის შესახებ დედასთან იწყებს საუბარს. დიალოგი ორი განსხვავებული თაობის, გამოცდილებების და წარმოდგენების ქალს შორის დროში მოგზაურობას ემსგავსება. მოგზაურობა სივრცეში …

რა ფილმებს ნახავთ წელს ბათუმის კინოფესტივალზე – სრული პროგრამა

27 სექტემბერს, პარასკევს, ბათუმში საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება და 3 ოქტომბრამდე გასტანს. ფილმების ნახვა მაყურებლებს შაბათიდან, 28 სექტემბრიდან შეეძლებათ. წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 25-ზე მეტი ქვეყნიდან. უკვე ცნობილია კინოფესტივალის პროგრამა. წელს კინოფესტივალზე, ტრადიციულად, იქნება 2 საკონკურსო სექცია: მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი ფილმების …

ბათუმის კინოფესტივალზე ჟიურის თავმჯდომარე გელა ბაბლუანი იქნება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების ჟიურის ვინაობა უკვე ცნობილია. წელს BIAFF-ის მხატვრულ ფილმების საკონკურსო სექციას შეაფასებს ხუთკაციანი ჟიური, რომლის თავმჯდომარეც რეჟისორი გელა ბაბლუანი იქნება. ჟიურის წევრები არიან: კატარინა კლიმკიევიჩი (პოლონეთი), ნიკოს პანაიოტოპულოსი (საბერძნეთი), ანჟეი სლოვიცკი (გერმანია) და თინათინ ყაჯრიშვილი (საქართველო). BIAFF-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსზე წელს 10 ფილმი იქნება წარმოდგენილი. რაც …

27 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება

ბათუმში 27 სექტემბერს, პარასკევს, საავტორო კინოს ბათუმის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] გაიხსნება, ფილმების ნახვა კი მაყურებლებს 28 სექტემბრიდან შეეძლებათ. BIAFF-ზე კინოჩვენებები წელს კინოთეატრ CAVEA GRAND MALL-ში და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ გაიმართება. CAVEA GRAND MALL-ში კინოსეანსებზე დასასწრებად ბილეთები გაიყიდება, ევროპის მოედანზე კი კინოჩვენებებზე დასწრება თავისუფალია. წელს კინოფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 30 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური …

„ბიაფი“ სახელმწიფომ არც წელს დააფინანსა, მაგრამ კინოფესტივალი მაინც გაიმართება

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი, BIAFF-ი წელს მეცხრამეტედ ჩატარდება. ეს იქნება მესამე წელი ფესტივალისთვის, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე. ბათუმის მერიამ და აჭარის კულტურის სამინისტრომ „ბიაფს“ კინოფესტივალის დაფინანსებაზე 2024 წელსაც უარი უთხრა. „ბიაფის“ დაფინანსებაზე უარი სახელმწიფო სტრუქტურებმა პირველად 2022 წელს თქვეს. მანამდე აჭარის კულტურის სამინისტრო და ბათუმის მერია კინოფესტივალის მუდმივი პარტნიორები იყვნენ. „ბიაფის არდაფინანსებას არ აქვს …

ახალი ქართული კინო ღია ცის ქვეშ – დღეს ჩვენება გაიმართება თაგოში, ხვალ კი ხულოში

დღეს, 2 სექტემბერს, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ თაგოში ღია ცის ქვეშ კინოჩვენება გაიმართება. ნაჩვენები იქნება რეჟისორების: ანა ჯეგნარაძისა და მარიტა თევზაძის ფილმი „ჰეი, გუნეშ“. კინოჩვენება სოფელში საღამოს 20:00 საათზე დაიწყება, დასწრება უფასოა და ფილმის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ფილმის ჩვენებამდე დაგეგმილია ანიმაციის სეანსი ბავშვებისთვის და არამარტო მათთვის. კინოჩვენების იდეის ავტორი დამოუკიდებელ კინემატოგრაფისტთა ჯგუფია, რომელიც საქართველოს რეგიონებში …

უკრაინელი რეჟისორის ჩაფხუტის კამერით გადაღებულ ფილმს კინოფესტივალზე აჩვენებენ

უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის ფილმს სახელწოდებით – „რეალური“ [Real], კარლოვი ვარის კინოფესტივალზე აჩვენებენ. ამის შესახებ გერმანული გამოცემა, „დოიჩე ველე“ წერს, რომელმაც სენცოვთან ჩაწერა ინტერვიუ. სენცოვი უკრაინის დასაცავად იბრძვის. ფილმი, რომელსაც რეჟისორი არა დოკუმენტურს, არამედ „დოკუმენტს“ უწოდებს, ომში ყოფნის საათ-ნახევარს ასახავს და იგი, რეჟისორის თქმით, შემთხვევით გადაიღო ჩაფხუტის კამერით. ფილმში ასახულია გასული ზაფხულის ერთი დღე, როდესაც …

10 საუკეთესო ფილმი სიყვარულზე

რომანტიკული ფილმების არაერთი სია არსებობს, ეს ჩამონათვალი კი ვებგვერდის – rottentomatoes მიერაა შედგენილი. სია საკმაოდ მრავალფეროვანია, აქ ნახავთ როგორც ძველ, ასევე, შედარებით ახალ ფილმებს. „ფილადელფიური ისტორია“ – ამერიკელი რეჟისორის, ჯორჯ კიუკორის 1940 წელს გადაღებული რომანტიკული კომედიაა მთავარ როლებში კერი გრანტითა და ქეთრინ ჰეფბერნით. ფილმს ორი „ოსკარი“ აქვს მიღებული. „წვიმაში მომღერალი“  – 1952 წელს გადაღებული მიუზიკლი მსახიობი წყვილის …

10 ფილმი, რომლებიც ბათუმის კინოფესტივალზე უნდა ნახოთ

17 სექტემბერს ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი – BIAFF-ი გაიხსნება. კინოფესტივალი, რომელიც უკვე 18 წელია იმართება ბათუმში, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და 24 სექტემბერს დასრულდება. ამ პერიოდში ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოში“ და ევროპის მოედანზე 25 სრულმეტრაჟიანი, მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იქნება ნაჩვენები 30-ზე მეტი ქვეყნიდან. წელს ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ასევე …

ბათუმის კინოფესტივალი 17 სექტემბერს იწყება – ფესტივალს მერია არც წელს აფინანსებს

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი [BIAFF] 17 სექტემბერს გაიხსნება და 24 სექტემბრის ჩათვლით გასტანს. ფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, კინოფესტივალის პროგრამა მზადაა, ზუსტდება ბოლო დეტალები. წელს ბათუმის კინოფესტივალზე აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“, რომელიც თამთა მელაშვილის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმის პრემიერა წელს კანის კინოფესტივალზე შედგა, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე სურათი საუკეთესო …

ფილმის გადაღება აპრილში დაიწყება – რეჟისორი, რომელმაც ვენეციის ბიენალეს გრანტი მიიღო

ქართველმა რეჟისორმა ნინო შაბურიშვილმა ვენეციის ბიენალეს პროექტის – Biennale College Cinema-ს დაფინანსება მიიღო სადებიუტო ფილმის „სიჩუმის ქაოსის“ გადასაღებად. რეჟისორი ამბობს, რომ ფილმის პროექტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. მიზნისკენ შეუჩერებელმა სწრაფვამ კი გვიან, მაგრამ კარგი შედეგი გამოიღო. „ბათუმელები“ რეჟისორს მომავალ ფილმსა და ვენეციის კინოფესტივალზე მოხვედრის გზებზე ესაუბრა. ნინო, მოგვიყევით თქვენ შესახებ, სად სწავლობდით და როგორ მოხვდით …

„ლიმონის“ აფიშა და მასტერკლასები – მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი ბათუმში

ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „ლიმონი“ მიმდინარეობს, რომელზეც წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები. წელს ფესტივალს დაემატა კიდევ ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, დაწესდა სადებიუტო-პროფესიული  ფილმების საერთაშორისო კონკურსი. კინოფესტივალში  მონაწილეობს 47 კონკურსანტი 27 ქვეყნიდან. კინოჩვენებები ხელოვნების უნივერსიტეტის დარბაზში მიმდინარეობს და მათზე დასწრება თავისუფალია.  „ლიმონის“ აფიშა ასე გამოიყურება: 25 ნოემბერი სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი …

მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა

დღეს, 23 სექტემბერს, ცნობილი ბათუმელი მსახიობი ბერდია ინწკირველი გარდაიცვალა. ბერდია ინწკირველი გადაღებულია არაერთ მხატვრულ ფილმში. მისი ყველაზე გამორჩეული როლებია: გაღმა ნაპირი, პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), ბასკან უჩარდ (ძახილი), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ჟანა დ’არკი), დაზმირი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში) და სხვა. ბერდია ინწკირველი ასევე გადაღებულია სერიალებში და სხვა ფილმებშიც: …

რა შეგიძლიათ ნახოთ დღეს, 19 სექტემბერს „აპოლოში“ BIAFF-ზე – აფიშა

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ფარგლებში, დღეს 19 სექტემბერს კინოთეატრ „აპოლოში“ შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ფილმები: 12.00 – CINEDOC „ნელი და ნადინი“, მაგნუს გერტენი, შვედეთი/ბელგია/ნორვეგია, 2022. 92 წთ 14.00 – CINEDOC „მაინც ვითამაშებთ“, გიორგი ვარსიმაშვილი, საქართველო, 2022. 85 წთ 16.00 – GEO – „მეოთხე ბრაიტონი“, ლევან კოღუაშვილი, საქართველო/აშშ, 2021 წ. 90 წთ 18.00 – FC1  – „19“, მანიჯე …

კინო ღია ცისქვეშ ხულოში – ნათხოვარი ტექნიკა და მაკულატურით ნაყიდი 12 პუფი

ხულოელი ახალგაზრდების ჯგუფი უკვე ერთი წელია რაც დაბა ხულოში ღია კინოთეატრის გაკეთების იდეამ გააერთიანა. „აჭარული საღამოები ღია ცის ქვეშ“ – ასე უწოდეს ახალგაზრდებმა პროექტს. იდეის თანაავტორების, 18 წლის ნათია ჭელიძისა და 17 წლის დეა თავართქილაძის თქმით, კინოთეატრის მოწყობა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდათ, როცა ძალიან პატარები იყვნენ და ეს მათთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს. ხულოში კინოთეატრი უკვე …

მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ინფორმაციით, მსახიობი ელგუჯა ბურდული გარდაიცვალა. ელგუჯა ბურდულს 33 ფილმში აქვს მხატვრული სახე შექმნილი, მათ შორის „უძინართა მზე“, „ბეღურების გადაფრენა“, „მოცურავე“, „ადამიანთა სევდა“, „მოკვეთილი“ და სხვა. ბურდული იყო საქართველოს სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის წევრი, აგს ოპერატორი და „ქართული ფილმის“ მსახიობი 1984 წლიდან. იყო საქართველოსა და რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. „საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3 000 წლისთავის“ …

ბერლინის კინოფესტივალზე ზაზა ხალვაშის ბოლო ფილმს აჩვენებენ

წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში 3 ქართულ მხატვრულ ფილმს აჩვენებენ. ევროპულ კინობაზარზე საქართველოს ეროვნულ კინოცენტრი წარადგენს: „სამურაი დასვენების ჟამს“ – რეჟისორი ლევან თუთბერიძე (საქართველო) 13 თებერვალი, 12:40 საათი, Virtual Cinema 3; „მშვენიერი ელენე“ – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი (საქართველო, საფრანგეთი, თურქეთი) 14 თებერვალი, 15:00 საათი, Virtual Cinema 23; „ლოტო – იგავი ზღვისპირა ქალაქზე“ – …

ბენედიქტ კამბერბეჩი ლიტვინენკოს როლს შეასრულებს სერიალში „ლონდონგრადი“

HBO იღებს სერიალს, სახელწოდებით „ლონდონგრადი“, რომელშიც მსახიობი ბენედიქტ კამბერბეჩი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, პოლონიუმით მოწამლული ალექსანდრ ლიტვინენკოს როლს შეასრულებს. BBC-ი წერს, რომ სერიალს ბრიტანელი ჟურნალისტის, ალან კოუელის წიგნის მიხედვით გადაიღებენ, რომელსაც „უკანასკნელი ჯაშუში“ / „The Terminal Spy“ ჰქვია. წიგნი 2006 წელს ლონდონში ლიტვინენკოს მოწამვლას შეეხება. სცენარს სერიალისთვის დევიდ სკარპა წერს, რეჟისორი კი …

გარდაიცვალა კონკიას როლის შემსრულებელი ჩეხი მსახიობი

9 ივნისს პრაღაში 68 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩეხი მსახიობი ლიბუშე შაფრანკოვა, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც, კარგად იცნობენ ფილმი-ზღაპრიდან – „სამი კაკალი კონკიასათვის“, რომელშიც მსახიობი კონკიას როლს ასრულებს. ფილმში კონკიას როლის შესრულებისას მსახიობი 20 წლის იყო. „სამი კაკალი კონკიასათვის“ 1973 წელსაა გადაღებული ჩეხოსლოვაკიისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის თანამშრომლობით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადაღებიდან 48 …

Youtube-ზე „ბეჭდების მბრძანებლის“ საბჭოთა სატელევიზიო ვერსია გამოჩნდა

ერთი კვირის წინ Youtube-ზე გამოჩნდა „ბეჭდების მბრძანებლის“ საბჭოთა დროინდელი სატელევიზიო ფილმი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა. სატელევიზიო ფილმი სახელწოდებით –  „მცველები“ 1991 წელსაა გადაღებული ჯონ ტოლკინის რომანის – „ბეჭდების საძმოს“ მიხედვით და ერთადერთი ადაპტაციაა „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიისა საბჭოთა ეპოქაში. სამოსი, დეკორაცია და სპეცეფექტები ფილმში თეატრალური დადგმის მსგავსია. ფილმისთვის მუსიკა რუსული როკ-ჯგუფის, Аквариум-ის წევრმა ანდრეი რომანოვმა დაწერა. სატელევიზიო …

ქართველი რეჟისორის ფილმს ბერლინის კინოფესტივალზე „ფიპრესის“ ჯილდო გადაეცა

5 მარტს, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციამ [ფიპრესი] რჩეული ფილმები დაასახელა. მთავარ კონკურსში „ფიპრესის“ ჯილდო გადაეცა ქართველი რეჟისორის, ალექსანდრე კობერიძის ფილმს „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“. საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ცნობით, ფილმის ჩვენება ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე 1 და 3 მარტს შედგა და მას არაერთმა გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ რეცენზიები მიუძღვნა. „მას შემდეგ, რაც 1993 წელს თემურ …

5 მხატვრული ფილმი BIAFF-იდან, რომელიც დღეს სახლში შეგიძლიათ ნახოთ

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 25 ნოემბერს დასრულდა, თუმცა ფესტივალის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ფილმების, ასევე  მოკლემეტრაჟიანი და COVIDEO სექციის ფილმების ნახვა მაყურებელს 29 ნოემბრის ჩათვლით შეეძლება. ეს ფილმებია: BIAFF 2020-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი: „ბოროტება არ არსებობს“, მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020 „ყვითელი კატა“, ადილხან ერზანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020 „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“, ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020 …

კინოთეატრებისა და თეატრების გახსნა გაურკვეველი დროით გადაიდო

კინოთეატრები და თეატრები, რომელთა გახსნა 1-ლი ნოემბრისთვის იყო დაანონსებული, ვეღარ გაიხსნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მათი გახსნა ისევ გადაიდო. ამ ეტაპზე, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ღია სივრცეშია დაშვებული კულტურული ღონისძიებების ჩატარება, 200-მდე ადამიანის მონაწილეობით. „გახსნილია მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები, დაშვებულია ფილმწარმოება და დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარება. სხვა სახის კულტურული ღონისძიებების მოწყობა …

ქართული ფილმი „მარქსის ქუჩა #12″ ევროპული კინოდაჯილდოების კანდიდატია

ირინე ჟორდანიას მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მარქსის ქუჩა #12“ ევროპული კინოდაჯილდოების 2020 წლის  კანდიდატია მოკლემეტრაჟიანი ფილმების კატეგორიაში. ფილმი ირინე ჟორდანიას პირველი, დამოუკიდებელი კინოპროექტია, რომლის რეჟისორიც და სცენარისტიც თავადაა. წელს ამავე კინოდაჯილდოებაზე  ლევან გელბახიანიცაა წარდგენილი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] შესრულებული მთავარი როლისთვის. ირინე გელბახიანის მოკლემეტრაჟიანი, 15-წუთიანი ფილმი დაკარგულ სახლზეა. ქალი …

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია

27-29 ოქტომბერს კანის კინოფესტივალი 2020 წლის სპეციალური გამოშვებით დაბრუნდება. ფრანგული კინოსკოლის, Cinéfondation-ის საკონკურსო სექციის ნამუშევრებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს წელს ფესტივალზე ჟიურის სხვა წევრებთან ერთად ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი დეა კულუმბეგაშვილი შეაფასებს. კანის კინოფესტივალზე 11 მოკლემეტრაჟიან ფილმს აჩვენებენ. ჟიური გადაწყვეტს, რომელ მათგანს მიენიჭება “პალმის რტო”, ამავე ჟურიმ კინოფესტივალის სამი ჯილდო უნდა გასცეს კინოსკოლის საუკეთესო ფილმებისთვის. დეა …

დასახელდა 3 ფილმი, რომელთაგან ერთს საქართველო „ოსკარზე“ წარადგენს

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის 2021 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის პირველი  სექტემბრიდან დაიწყო საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა. ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის გაკეთება 30 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ. ეროვნული კინოცენტრის ცნობით განაცხადების შეტანის ვადა ამოიწურა და უკვე ცნობილია, რომ წელს ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 3 ქართული ფილმი იბრძოლებს: [checklist] რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ფილმი – „დასაწყისი“ …

15 სექტემბრიდან კინოთეატრები იხსნება, პირველი ოქტომბრიდან – თეატრები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში 15 სექტემბრიდან კინოთეატრები გაიხსნება, ხოლო პირველი ოქტომბრიდან – თეატრები. „კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“, – ვკითხულობთ გიორგი გახარიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. Covid19-ის პანდემიის მიზეზით, 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში  კინოთეატრები და …

ქართველი მოცეკვავეები ჰოლივუდის ფილმის საბრძოლო სცენებში გადაიღეს

ანსამბლ „რუსთავის“ ქართველი მოცეკვავე, ლაშა მძინარაშვილი ჰოლივუდის ბლოკბასტერში გადაიღეს სახელწოდებით Kingsman. ლაშა  ცნობილი კინოვარსკვლავის, რის აიფენსის დუბლიორია, რომელიც ფილმში რასპუტინის როლს ასრულებს, ქართველი მოცეკვავე სწორედ რასპუტინის საბრძოლო სცენებშია გადაღებული. ბლოკბასტერში ის რალფ ფაინსის პარტნიორია. Kingsman-ის პირველ ორ სერიაში ჯულიანა მური, ტეილორ ეჯერტონი და სხვა ცნობილი მსახიობები მონაწილეობენ. მესამე სერიაში მოქმედება პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში …

იტალიური კინოს კვირეული საქართველოში 15-21 ივნისს იმართება

15-21 ივნისს  საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული FareCinema იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო კვირეული ონლაინრეჟიმში ტარდება. იტალიურ კინოკვირეულზე „დასასწრებად“ საკმარისია გადახვიდეთ ბმულზე #RaiPlay (https://www.raiplay.it/fare-cinema/), სადაც განთავსდა იტალიური ფილმები, მასტერკლასები, კინოკრიტიკოსების მიმოხილვები და ვიდეოგაკვეთილები ინგლისური, ფრანგული და ესპანური სუბტიტრებით. პორტალზე #RaiPlay კინოკვირეულის ფარგლებში ნახავთ თანამედროვე იტალიურ სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. კვირეული ფედერიკო ფელინისა და ალბერტო სორდის …

Exit mobile version