მთავარი,სიახლეები

Youtube-ზე „ბეჭდების მბრძანებლის“ საბჭოთა სატელევიზიო ვერსია გამოჩნდა

06.04.2021
Youtube-ზე „ბეჭდების მბრძანებლის“ საბჭოთა სატელევიზიო ვერსია გამოჩნდა

ერთი კვირის წინ Youtube-ზე გამოჩნდა „ბეჭდების მბრძანებლის“ საბჭოთა დროინდელი სატელევიზიო ფილმი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა.

სატელევიზიო ფილმი სახელწოდებით –  „მცველები“ 1991 წელსაა გადაღებული ჯონ ტოლკინის რომანის – „ბეჭდების საძმოს“ მიხედვით და ერთადერთი ადაპტაციაა „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიისა საბჭოთა ეპოქაში.

სამოსი, დეკორაცია და სპეცეფექტები ფილმში თეატრალური დადგმის მსგავსია.


ფილმისთვის მუსიკა რუსული როკ-ჯგუფის, Аквариум-ის წევრმა ანდრეი რომანოვმა დაწერა. სატელევიზიო ეთერში ტოლკინის რომანის მიხედვით გადაღებული „მცველები“ ერთადერთხელ აჩვენეს, მერე კი ჩანაწერი პეტერბურგის [მაშინდელი ლენინგრადის] ტელევიზიის არქივში გაუჩინარდა.

ამ ფილმის შესახებ არავის არაფერი ახსოვდა მანამ, სანამ ერთი კვირის წინ პეტერბურგის ტელევიზია 5ТВ-ს თანამშრომელმა ჩანაწერი არ გააციფრულა და YouTube-ზე ატვირთა. ფილმი ამ ხნის განმავლობაში 800 000-მდე მაყურებელმა ნახა.

ტოლკინის უფრო ადრეული ადაპტაციები და თარგმანები საბჭოთა კავშირის დროს რთულად საპოვნელი იყო. ცენზურა ბლოკავდა ისტორიებს ელფების, გნომების, ადამიანების კავშირზე, რომლებიც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.

1985 წელს პეტერბურგის ტელევიზიამ აჩვენა ტოლკინის კიდევ ერთი რომანის – „ჰობიტის“ მიხედვით გადაღებული ანიმაცია, რომელსაც „ჰობიტ ბილბო ბეგინსის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ ერქვა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: