ბათუმში 25-26 თებერვალს დოკუმენტური ფილმების უფასო ჩვენება და შეხვედრა გაიმართება „კავეა გრანდ მოლში“, ხიმშიაშვილის ქუჩის#29-ში.
25 თებერვალს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ქეთევან ვაშაგაშვილის დოკუმენტური ფილმი „ცხრათვიანი კონტრაქტი“.
ფილმის ჩვენება 16 საათზე დაიწყება. კინოჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა რეჟისორთან.

26 თებერვალს, 16 საათზე კი ნაჩვენები იქნება რეჟისორ ელენე მიქაბერიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – „ლურჯი მოცვი“.
„ლურჯი მოცვი“ საქართველოს, საფრანგეთის, ბელგიისა და კატარის ერთობლივი კოპროდუქციაა. ფილმი ერთი ქართული ოჯახის წამოწყებასა და ოცნებაზე გვიყვება, მოაშენონ მოცვის პლანტაცია იქ, სადაც ისტორიული კონფლიქტი ჯერ კიდევ მძვინვარებს. ფილმი ისეთ მნიშვნელოვან თემებს ეხება, როგორიცაა იდენტობა, გამძლეობა და კონფლიქტის გავლენა.ჩვენების შემდეგ გაიმართება შეხვედრა ფილმის პროდიუსერ, ელენე მარგველაშვილთან.

აფიშა






