15-21 ივნისს საქართველოში იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით იტალიური კინოს მესამე მსოფლიო კვირეული FareCinema იმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო კვირეული ონლაინრეჟიმში ტარდება. იტალიურ კინოკვირეულზე „დასასწრებად“ საკმარისია გადახვიდეთ ბმულზე #RaiPlay (https://www.raiplay.it/fare-cinema/), სადაც განთავსდა იტალიური ფილმები, მასტერკლასები, კინოკრიტიკოსების მიმოხილვები და ვიდეოგაკვეთილები ინგლისური, ფრანგული და ესპანური სუბტიტრებით. პორტალზე #RaiPlay კინოკვირეულის ფარგლებში ნახავთ თანამედროვე იტალიურ სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებს. კვირეული ფედერიკო ფელინისა და ალბერტო სორდის …
Continue reading “იტალიური კინოს კვირეული საქართველოში 15-21 ივნისს იმართება”