პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება, რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებას ითხოვს – მედია

ვლადიმერ პუტინი „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, რათა მსოფლიო ლიდერებისგან „ცივი შეხვედრა“ აიცილოს თავიდან – ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროებზე დაყრდნობით Bloomberg-ი ავრცელებს. G20-ის სამიტი მომავალ კვირას კუნძულ ბალიზე, ინდონეზიაში გაიმართება. ბალიზე მიწვეული იყო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ იქ პუტინი არ იქნება. პუტინთან შეხვედრა რომ არასასურველი იქნებოდა, ამაზე …

პუტინს არ აინტერესებს მოლაპარაკება, მას თავისი მიზნების ომით მიღწევა სურს – ISW

პუტინის რიტორიკა ადასტურებს, რომ მას არ აინტერესებს მოლაპარაკებები უკრაინასთან და ომში კვლავაც თავისი მაქსიმალური მიზნების მიღწევას ცდილობს. ასეთ დასკვნამდე მიდიან ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსები რუსეთის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განცხადებების ფონზე. ანალიტიკოსებს ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავთ პუტინის 26 ოქტომბრის გამოსვლა დსთ-ს ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრაზე, სადაც მან განაცხადა, რომ უკრაინას, რომელმაც „სუვერენიტეტი დაკარგა“ და შეერთებული შტატები რუსეთის …

მილიარდები ალინასთვის – რას ჩუქნიდნენ ყოფილ სპორტსმენს პუტინის მეგობარი ბიზნესმენები

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ყოფილი სპორტსმენი და ოლიმპიური ჩემპიონი ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინთან მისი ურთიერთობების გამო დასავლეთის სანქცირებულთა სიაში მოხვდა. არაერთი წყაროს ცნობით, კაბაევა პუტინის ორი შვილის დედაა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს უცხოეთში მისი პირადი ქონების დამალვაში. გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტსა და ყოფილ სპორტსმენს საკუთარი ურთიერთობები ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებიათ, გაზეთმა „მოსკოვსკი კორესპონდენტმა“ კი, …

G20-ის სამიტზე ბაიდენს პუტინთან დერეფანში შეხვედრაც კი არ სურს – Politico

ჯო ბაიდენს „დიდი ოცეულის“ სამიტზე პუტინთან არათუ პირისპირ, არამედ დერეფანში შეხვედრა და საერთო ფოტოზე გამოჩენაც კი არ სურს. შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ახლა სწორედ იმით არიან დაკავებული, რომ ასეთი შემთხვევები თავიდან აიცილონ. ამის შესახებ გამოცემა Politico-ს უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა უილიამ ტეილორმა უთხრა. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რას ფიქრობს ბაიდენი პუტინზე. „როგორც წესი, მკვლელებსა და …

ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა – ბაიდენი პუტინზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მიიჩნევს, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპაციის პერსპექტივა სრულიად არასწორად გათვალა. რუსეთ-უკრაინის ომზე ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში ილაპარაკა. „მე ვფიქრობ… იმედი ჰქონდა, რომ ხელგაშლილები შეხვდებოდნენ უკრაინაში, რომ კიევი ეს დედა-რუსეთის სახლია და მას იქ მიიღებდნენ. ვფიქრობ, სრულიად არასწორად გათვალა… ვფიქრობ, ის რაციონალური მოთამაშეა, რომელიც ძალიან შეცდა,“ – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი. კითხვაზე, …

დინოზავრი კუდს იქნევს, რადგან სულს ღაფავს – გოზმანი პუტინზე და იმაზე, რა ელის რუსეთს

72 წლის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლეონიდ გოზმანი, ორი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, ერთი კვირის წინ გამოვიდა ციხიდან და მაშინვე დატოვა რუსეთი. Настоящее Время-სთან ინტერვიუში ის პუტინის რეჟიმს სწრაფ კრახს უწინასწარმეტყველებს და ჰყვება იმის შესახებ, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები რუსეთში. ადრე ამბობდით, რომ არ გინდოდათ რუსეთის სამუდამოდ ან დიდი ხნით დატოვება, თუმცა სპეციალური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ თქვით, რომ …

„ღმერთო, დაიფარე დიქტატორი“ – რატომ არ ვუსურვებ პუტინს სიკვდილს 70 წლის იუბილეზე

წყარო: Ukrainska Pravda ჟურნალისტ ევგენი რუდენკოს საავტორო სვეტი ალბათ, პუტინის გარდა ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიოში ვინმე, ვის სიკვდილსაც ახლა ამდენი ადამიანი ნატრობს. სასწაული, რომელიც კაცობრიობას აპოკალიფსისგან გადაარჩენს, ბევრის ოცნებაში სხვადასხვაგვარად გამოიყურება: პუტინი უკურნებელი სენისგან კვდება ან ნაინსულტარ ნაინფაქტარი ძალაუფლებას კარგავს. ან იქნებ ავტოავარიაში იღუპება? იქნებ, წარმოუდგენლად უაზრო რამ ემართება ბუნკერში? რატომაც არ შეიძლება, აბაზანაში ფეხი …

პუტინი ომში წარუმატებლობის გამო უახლოეს გარემოცვაში პირადადაც გააკრიტიკეს – WP

რუსეთის პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვის ერთ-ერთმა წევრმა, ბოლო კვირების განმავლობაში, არაერთხელ გამოხატა უკმაყოფილება პირადად პუტინთან ომში დაშვებული შეცდომების გამო და სამხედრო კამპანიის წარმოების მისეულ მიდგომებს არ დაეთანხმა – ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ცნობით, ასეთი ინფორმაცია აქვთ შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურებს და ის გამოცემას კონფიდენციალურმა წყარომ დაუდასტურა. WP წერს, რომ წყარო პუტინის გარემოცვის წევრის ვინაობას არ …

პუტინმა ზაპოროჟიეს ატომური სადგურის რუსეთის საკუთრებაში გადატანის ბრძანება გასცა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს, 5 ოქტომბერს, ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მთავრობას უკრაინის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის დამყარება და მისი „ფედერალურ საკუთრებაში“ გადაყვანა დაევალა. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის წინა ხაზთან სიახლოვე, ზრდის საერთაშორისო შეშფოთებასა და შიშს ბირთვული კატასტროფის შესახებ. უკრაინულმა მხარემ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ რუსეთმა შესაძლოა სადგურზე აფეთქება მოაწყოს. …

რუსეთს უკრაინელი ხალხის მიმართ „უდიდესი პატივისცემა“ აქვს – პუტინი

დღეს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლებთან სატელევიზიო შეხვედრისას, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინელი ხალხისადმი „უდიდესი პატივისცემა“ აქვს, მიუხედავად „მიმდინარე სიტუაციისა“. ინფორმაციას, „როიტერსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის მიერ ბოლოს ანექსირებულ ოთხ უკრაინულ რეგიონზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ იქ მდგომარეობის „დასტაბილურებას“ მოელის. ______ ბოლო დღეები უკრაინის კონტრშეტევისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. გუშინ, 4 ოქტომბერს, გვიან …

თუ პუტინი ბირთვულ გამოცდას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით ამას შავ ზღვაში გააკეთებს – The Times

უკრაინის საზღვრებთან ბირთვული გამოცდის ჩატარებით ვლადიმერ პუტინი აპირებს, აჩვენოს მსოფლიოს, რომ მზადაა მასობრივი განადგურების იარაღის გამოსაყენებლად – წერს ბრიტანული The Times-ი. გამოცემა აღნიშნავს, რომ ბირთვული გამოცდის საფრთხის შესახებ NATO-მ თავისი წევრები უკვე გააფრთხილა. „კრემლი გზავნის სიგნალებს, რომ მზადაა მნიშვნელოვანი ესკალაციისთვის, რადგან რუსეთი ბრძოლის ველზე პოზიციებს კარგავს. შიში, რომ პუტინმა მართლაც შეიძლება მიმართოს ამგვარ ტაქტიკას განსაკუთრებით …

უკრაინის დაზვერვის უფროსის თქმით, პუტინს მინიმუმ 3 ორეული ჰყავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილო ბუდანოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მინიმუმ სამი ორეული ჰყავს. ბუდანოვის თქმით, მის უწყებაში არიან ადამიანები, რომლებიც ამაში კარგად ერკვევიან. ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის უფროსმა ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუში ისაუბრა. ვიზუალურ მხარეზე საუბრისას ბუდანოვმა პუტინის ორეულების გარეგნობაში წვრილმანებზე მიანიშნა. „ყურების მოცულობა, ასე ვთქვათ, განსხვავებულია. არადა, ყურები, …

„რუსეთში 4 ახალი რეგიონია“ – პუტინმა უკრაინის რეგიონების ანექსია გამოაცხადა

„რუსეთში ოთხი ახალი რეგიონია“, – ამ სიტყვებით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის რეგიონების – ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოფიციალური ანექსია კრემლში სიტყვით გამოსვლისას გამოაცხადა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. პუტინის თქმით, ამ ოთხი რეგიონის რუსეთთან მიერთება „მილიონობით ადამიანის ნებაა“ და ეს მათი „განუყოფელი უფლებაა“, როგორც ეს გაეროს წესდებაშია ნათქვამი. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საბჭოთა კავშირის ნგრევამ …

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ პუტინის რეიტინგი იკლებს – კვლევა

მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი შემცირდა. მხოლოდ ბოლო ერთ თვეში პუტინმა 6% დაკარგა. კითხვაზე: მოგწონთ თუ არა ვლადიმერ პუტინის საქმიანობა? გამოკითხულთა 77% პასუხობს, რომ კი, ხოლო 21 % – არა. ასეთია რუსული ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის“ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. იმავე შეკითხვაზე ჯერ კიდევ აგვისტოში 83-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მოსწონდა რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობა, უარყოფითად განწყობილი კი …

პუტინს სურს უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს – ზელენსკი

პუტინს სურს, უკრაინა საკუთარი ჯარისკაცების სისხლში ჩაახრჩოს, რუსეთის ნაწილობრივი მობილიზაცია ოფიცრებისა და სხვა სამხედრო პერსონალის სერიოზულ ნაკლებობაზე მიუთითებს, – უთხრა გერმანულ Bild-ს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის გადაწყვეტილების კომენტირებისას. „ჩვენ უკვე ვიცით, რომ მათ (რუსეთის ხელისუფლებამ) მობილიზაცია გაუწიეს კადეტებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც ბრძოლა არ იციან. ეს კურსანტები დაიხოცნენ. მათ სწავლის დასრულებაც კი ვერ მოასწრეს. ამ ადამიანებს …

„ეს ბლეფი არაა“ – პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით ემუქრება

დღევანდელ გამოსვლაში, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, პუტინმა რუსეთის მიმართ დასავლეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ილაპარაკა, დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და გაფრთხილება გაუგზავნა – „რუსეთს NATO-ზე თანამედროვე იარაღიც აქვს“ და „საკუთარი ქვეყნის დასაცავად ყველა საშუალებას გამოიყენებს“. „თავის აგრესიულ ანტირუსულ პოლიტიკაში, დასავლეთი უკვე ყველა ზღვარს გადავიდა. ჩვენ მუდმივად გვესმის მუქარები ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მისამართით. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსი დასავლეთში, …

პუტინი ეცდება უკრაინის კონტრშეტევა „რუსეთზე თავდასხმად“ წარმოაჩინოს – ISW

აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას ცდილობს, რათა უკრაინის ბრძოლა თავისი მიწების გასათავისუფლებად, „რუსეთზე თავდასხმად“ გამოაცხადოს. 20 სექტემბერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებმა განაცხადეს, რომ ისინი რუსეთთან შეერთების მოთხოვნით „რეფერენდუმების“ ჩატარებას 23-27 სექტემბერს გეგმავენ. ინსტიტუტის ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლი აპირებს გააყალბოს ამ ფიქტიური რეფერენდუმების შედეგები, მოახდინოს …

პუტინი უკმაყოფილოა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე გამარჯვება სურს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ „ყველაფერს აკეთებს უკრაინაში კონფლიქტის მალე დასასრულებლად“, თუმცა მეორე მხარეს „სამხედრო გზით გამარჯვებას სურს“. პუტინმა უკრაინასთან ომზე ინდოეთის პრემიერთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას ილაპარაკა. რუსეთის პრეზიდენტმა მის მიერვე დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ამჯერად არა „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“, არამედ „კონფლიქტად“ მოიხსენია. „მე ვიცი თქვენი პოზიცია უკრაინაში კონფლიქტზე, შეშფოთება, რომელსაც თქვენ მუდმივად გამოთქვამთ. ჩვენ …

წელს იქნება პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, 2022 წლის შემოდგომა პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა იქნება. პოდოლიაკმა თავისი პროგნოზი ტვიტერზე გამოაქვეყნა. „უკანასკნელი შემოდგომა… რუსი ავტოკრატებისთვის. NATO აქტიურად ფართოვდება, უკრაინა ეფექტიან და ფართომასშტაბიან კონტრშეტევას აწარმოებს და უზბეკეთში SCO-ს (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) სამიტზე შენ სრულ სიმარტოვეში დგახარ, რადგან გუშინდელმა მოკავშირეებმა სწრაფად გადაინაცვლეს ჩინეთის ორბიტაზე… ბოლოს, ყოველთვის გიწევს ანგარიშის …

ის ომის დაწყებას შეცდომად არ მიიჩნევს – შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ მის პოზიციაში ვერანაირი ცვლილება ვერ შენიშნა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრას კვლავაც სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ომის დასრულებას არ პირებს. Die Welt-ის ცნობით, შოლცმა პუტინთან საუბარზე კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა. „სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ იქ გააცნობიერეს, რამხელა შეცდომა იყო ამ ომის დაწყება. ასევე, არ ჩანდა არანაირი ნიშანი …

პუტინს კიევთან სამშვიდობო შეთანხმებას სთავაზობდნენ, თუმცა მან ომი დაიწყო – Reuters

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, პუტინს მისი ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, წარმოშობით უკრაინელი დიმიტრი კოზაკი არწმუნებდა, რომ უკრაინა დაითანხმა, უარი ეთქვა NATO-ზე, თუმცა პუტინმა სრულმასშტაბიანი ომი მაინც დაიწყო. სააგენტო ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ სამ კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. Reuters-ის წყაროების მტკიცებით, დიმიტრი კოზაკმა აცნობა პუტინს, რომ მისი აზრით, შეთანხმება, რომელსაც მან კიევთან მიაღწია, აღარ ტოვებდა ფართომასშტაბიანი სამხედრო …

ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების გაყვანა – შოლცისა და პუტინის საუბრის დეტალები

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ელაპარაკა. ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი 90 წუთს გაგრძელდა. როგორც „დოჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა. ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც 13 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შედგა, გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა გაავრცელა. ოფიციალური შეტყობინების თანახმად, შოლცმა …

რატომ დუმს მთავრობა, როცა პუტინი საქართველოში „რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე“ საუბრობს?

„პუტინმა ამ გზით კიდევ უფრო დააშინა საქართველოს ხელისუფლება, რომ ის არ აჰყვეს მოსახლეობის პროტესტს,“ – მიიჩნევს პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ თეონა აქუბარდია, რომელიც პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრია. მას პუტინის 6 სექტემბრის ბრძანების შესახებ ვკითხეთ, სადაც ეს ჩაწერა: „მოლდოვასა და საქართველოში საჭიროა იმ საკითხების გათვალისწინებაც, რომელიც ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვას ეხება“, – …

ჩვენ უკრაინაში არაფერი დაგვიკარგავს და არც დავკარგავთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შეჭრას „მოწინააღმდეგის ქმედებებზე სარკისებრი რეაქცია“ უწოდა და განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შედეგად რუსეთს არაფერი დაუკარგავს, დასავლური სამყაროსგან პოლარიზება კი, პირიქით, რუსეთისთვის სასიკეთოცაა. „ვფიქრობ, ჩვენ არაფერი დაგვიკარგავს და არც არაფერს დავკარგავთ. მთავარი, რაც მოვიპოვეთ – ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებაა და ეს გარდაუვალი შედეგია იმისა, რაც დღეს ხდება. კი არის გარკვეული პოლარიზაცია, როგორც მსოფლიოში, ისე …

პუტინს სურს, უკრაინის განადგურება და ძალაუფლების შენარჩუნება – ამერიკელი გენერალი

ვლადიმერ პუტინს უკრაინაში რამდენიმე მიზანი აქვს – მას არამხოლოდ უკრაინის განადგურება სურს, არამედ რუსეთის შიგნით საკუთარი ძალაუფლების გამყარებასაც ცდილობს – ფიქრობს ამერიკელი გენერალი მარკ არნოლდი, რომელმაც უკრაინის 24-ე არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. არნოლდი მიიჩნევს, რომ პუტინს უკრაინაში ომი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რუსეთის ტერიტორიების გასაფართოებლად სჭირდება. „ჩემი აზრით, პუტინი შეიჭრა უკრაინაში, რათა საკუთარი ძალაუფლება გაიმყაროს, …

რისთვის ემზადება პუტინი და რატომ გაზარდა არმიის რაოდენობა – The New York Times

The New York Times-ის ვარაუდით, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, 137 ათასი სამხედროთი გაზარდოს არმიის პირადი შემადგენლობა, შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში გახანგრძლივებული ომისთვის ემზადება. გამოცემა მიუთითებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში, პუტინმა ასეთი ბრძანება პირველად გამოსცა. ამასთან, პროპაგანდისტები და რუსეთის ოფიციალური პირები პრეზიდენტის გადაწყვეტილების კომენტირებისგან თავს იკავებენ. როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, „პუტინმა ბრძანება ზუსტად იმ …

რა სურს პუტინს უკრაინისგან? – რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიის ავტორის მოსაზრება

24 აგვისტოს ექვსი თვე სრულდება, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რა სურს სინამდვილეში პუტინს და რის მიღწევას ცდილობს რუსეთის დიქტატორი? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას The Guardian-ში გამოქვეყნებულ სვეტში ვლადიმერ პუტინის ბიოგრაფიის ავტორი, ბრიტანელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი, ფილიპ შორტი შეეცადა. ფილიპ შორტი 25 წლის განმავლობაში BBC-ის საერთაშორისო კორესპონდენტი იყო. ის მაო ძედუნის, პოლ პოტისა და …

მაკრონმა და პუტინმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურის შესახებ ისაუბრეს

კრემლში აცხადებენ, რომ ფრანგული მხარის ინიციატივით შედგა ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარი. ეს ორთვე-ნახევრის შუალედის შემდეგ ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტის პირველი საუბარია. ბოლოს მათ მაისის ბოლოს ისაუბრეს. საუბარი ეხებოდა რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებულ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ატომური ელექტროსადგურის საკითხს. „პრეზიდენტებმა ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს ატომური ენერგიის სააგენტოს მისიის გაგზავნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც შეძლებს ადგილზე …

WP: კიევის აღება და ზელენსკის მოკვლა – კიდევ რას გეგმავდა პუტინი და როგორ მივიდა ევროპა ომამდე

ვლადიმერ პუტინი უკრაინის დიდი ნაწილის დაპყრობას, კიევის სამ დღეში აღებას, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და „თუ საჭირო გახდებოდა“ მის მკვლელობასაც გეგმავდა – წერს The Washington Post-ი თავის ექსკლუზიურ მასალაში აშშ-ის, უკრაინის, ევროპისა და NATO-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. გავლენიანი ამერიკული გამოცემის ვრცელი სტატია 2021 წლის ოქტომბერში თეთრ სახლში შეკრებით იწყება. აშშ-ის უმაღლესი სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელები პრეზიდენტ ჯო …

რუსეთის შეიარაღება ათწლეულებით უსწრებს უცხოეთის ანალოგებს – პუტინი ფორუმზე 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სიტყვით გამოვიდა პოდმოსკოვიეში გამართულ ფორუმზე – „არმია 2022“, სადაც რუსეთის „საუკეთესო შეიარაღებაზე“ „ბევრ პარტნიორზე“ და „უკრაინაში რუსეთის არმიის წარმატებებზე“ ისაუბრა. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, ჩვენი სამხედროები დონბასის მებრძოლებთან ერთად ღირსეულად ასრულებენ საკუთარ მოვალეობას, იბრძვიან რუსეთისთვის და მშვიდობისთვის დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, ზუსტად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ ამოცანებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ათავისუფლებენ დონბასის მიწას“, …

პუტინი თანახმაა გაატაროს უკრაინული ხორბალი, თუ რუსულ ხორბალზე სანქციები მოიხსნება

რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინული ხორბლის ექსპორტს, თუ რუსულ ხორბალზე სანქციები მოიხსნება – ამის შესახებ ირანში, თურქეთის პრეზიდენტთან შესახვედრად ჩასულმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ყველა შეზღუდვა უნდა გააუქმოს რუსულ ხორბალზე, „თუ სურსათის ბაზარზე ვითარების გაუმჯობესება სურს“. „ჩვენ ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის გატანას, მაგრამ გამოვდივართ იქიდან, რომ ყველა შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია რუსული …

„რუსეთის სპეცოპერაციის მიზანი უკრაინაში არ შეცვლილა“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ რუსეთის „სპეციალური ოპერაციის“ [ასე უწოდებს კრემლი რუსეთის ომს უკრაინაში] მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა. „მე ვთქვი ამის შესახებ 24 თებერვალს, ადრე დილას, მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს გასაგონად. არაფრის დამატება არ შემიძლია, არაფერი შეცვლილა“ – განაცხადა მან. მისი თქმით „სპეცოპერაცია“ მიდის გეგმის მიხედვით და არ არის საჭირო მისი დასრულების რაიმე ვადა. …

რუსებს უფრო საშიში სენი სჭირთ – როგორ პასუხობს ზელენსკი კითხვას პუტინის ავადმყოფობაზე

უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინის ავადმყოფობაზე ხმები არ აინტერესებს, რადგან მისი თქმით, ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის სენი, რომლითაც მთლიანად რუსეთი და რუსები არიან შეპყრობილი – მათ გადაჭარბებული ამბიციები აქვთ, არ სცემენ პატივს საერთაშორისო სამართალს და არაფრად უღირთ ადამიანის სიცოცხლე. ასე უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-ის ჟურნალისტის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა პუტინის სავარაუდო ავადმყოფობაზე. ამერიკულ არხთან ვრცელ ინტერვიუში უკრაინის …

რატომ ცვლის პუტინი გენერლებს უკრაინის ფრონტზე

რუსეთის პრეზიდენტი ხშირად ცვლის სამხედრო მეთაურებს, რადგან ისინი მისი ბრძანებების შესრულებას ვერ ასწრებენ – ასე ხსნის უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ვიქტორ ანდრუსოვი, პუტინის გადაწყვეტილებებს. „პუტინი გამუდმებით ცვლის მიზნებს, რომელთა შესრულებასაც მისი გენერლები უბრალოდ ვერ ასწრებენ. მაგალითად, სევეროდონეცკი, ქალაქი აიღეს, თუმცა ბევრად გვიან, ვიდრე ეს პუტინს სურდა,“ – ამბობს ვიქტორ ანდრუსოვი. მინისტრის მრჩეველი ყურადღებას ამახვილებს …

აშშ-ის დაზვერვის 3 ჩინოსნის თანახმად პუტინს კიბო აქვს, უსაფრთხოება არ ადასტურებს – Newsweek 

აშშ-ის დაზვერვის მაისის ანგარიშის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს კიბოს უკანასკნელი სტადია აქვს და მან აპრილში მკურნალობის კურსი გაიარა. ამერიკული Newsweek-ი წერს, რომ ეს ინფორმაცია გამოცემას დაუდასტურა დაზვერვის სამმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც ანგარიშს იცნობენ. გამოცემა აღნიშნავს, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირები, რომლებიც დაზვერვის სამ სხვადასხვა სააგენტოს წარმოადგენენ, შეშფოთებულნი არიან, რომ თავისი მდგომარეობის გამო, პუტინი მთელი ძალით ებღაუჭება ძალაუფლებას, …

პუტინი 2023 წლისთვის სანატორიუმში იქნება და არა ხელისუფლებაში – MI6-ის ყოფილი შეფი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალი წლისთვის არა ხელისუფლებაში, არამედ სამედიცინო დაწესებულებაში იქნება – ვარაუდობს MI6-ის ყოფილი ხელმძღვანელი სერ რიჩარდ დირლავი. მის კომენტარებს ბრიტანული Independent-ი აქვეყნებს. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა ეს კომენტარები რუსეთის 69 წლის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ხმებზე საუბრისას გააკეთა. „გავბედავ და ვიტყვი, ვფიქრობ, ის 2023 წლისთვის უკვე წასული იქნება სავარაუდოდ …

Exit mobile version