მთავარი,სიახლეები

ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების გაყვანა – შოლცისა და პუტინის საუბრის დეტალები

14.09.2022
ცეცხლის შეწყვეტა და ჯარების გაყვანა – შოლცისა და პუტინის საუბრის დეტალები

გერმანიის კანცლერი რუსეთის პრეზიდენტს ტელეფონით ელაპარაკა. ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის საუბარი 90 წუთს გაგრძელდა. როგორც „დოჩე ველე“ წერს, გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს ცეცხლის შეწყვეტისკენ, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.

ინფორმაცია სატელეფონო საუბრის შესახებ, რომელიც 13 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შედგა, გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა გაავრცელა. ოფიციალური შეტყობინების თანახმად, შოლცმა ხაზი გაუსვა ფრონტზე არსებული სიტუაციის სირთულეს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებს და კრემლს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების დიპლომატიური გზები.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამომავლო მცდელობა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიების ანექსია „არ დარჩება უპასუხოდ და საერთაშორისო საზოგადოება მას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს“.

ოლაფ შოლცმა ვლადიმერ პუტინს ასევე მოუწოდა, დატყვევებულ სამხედროებს მოექცნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების, კერძოდ კი ჟენევის კონვენციის ვალდებულებების მიხედვით და ტყვეების მოსანახულებლად წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეუშვან.

არც გერმანულ მედიაში და არც ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამი არაა, რა უპასუხა რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, შოლცისა და პუტინის სატელეფონო საუბრის თემები ასევე იყო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შექმნილი ვითარება და უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: