მთავარი,სიახლეები

წელს იქნება პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა – პოდოლიაკი

16.09.2022
წელს იქნება პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის აზრით, 2022 წლის შემოდგომა პუტინის რეჟიმის უკანასკნელი შემოდგომა იქნება.

პოდოლიაკმა თავისი პროგნოზი ტვიტერზე გამოაქვეყნა.

„უკანასკნელი შემოდგომა… რუსი ავტოკრატებისთვის. NATO აქტიურად ფართოვდება, უკრაინა ეფექტიან და ფართომასშტაბიან კონტრშეტევას აწარმოებს და უზბეკეთში SCO-ს (შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია) სამიტზე შენ სრულ სიმარტოვეში დგახარ, რადგან გუშინდელმა მოკავშირეებმა სწრაფად გადაინაცვლეს ჩინეთის ორბიტაზე… ბოლოს, ყოველთვის გიწევს ანგარიშის გადახდა,“  – წერს პოდოლიაკი.

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტი წელს უზბეკეთში იმართება. როგორც სააგენტო „უნიანი“ წერდა, სამიტზე ვლადიმერ პუტინსა და ალექსანდრ ლუკაშენკოს აშკარად ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ. სამიტის მონაწილეთა გასეირნების ვიდეოში კი პუტინი საერთოდ არ გამოჩენილა.

SCO 2001 წელს შეიქმნა და მასში შედიან ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და ინდოეთი. ბელარუსს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, თურქეთსა და აზერბაიჯანს კი – პარტნიორების.

ორგანიზაციის მიზნებშია ტერორიზმთან, სეპარატიზმსა და ექსტრემიზმთან ბრძოლა, ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამეცნიერო კულტურული თანამშრომლობა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: