მთავარი,სიახლეები

ის ომის დაწყებას შეცდომად არ მიიჩნევს – შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარზე

15.09.2022
ის ომის დაწყებას შეცდომად არ მიიჩნევს – შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბარზე

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აცხადებს, რომ მის პოზიციაში ვერანაირი ცვლილება ვერ შენიშნა, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში შეჭრას კვლავაც სწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ომის დასრულებას არ პირებს.

Die Welt-ის ცნობით, შოლცმა პუტინთან საუბარზე კომენტარი პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„სამწუხაროდ, ვერ გეტყვით, რომ იქ გააცნობიერეს, რამხელა შეცდომა იყო ამ ომის დაწყება. ასევე, არ ჩანდა არანაირი ნიშანი იმისა, რომ იქ ახალი ხედვები გაჩნდა,“ – აღნიშნა შოლცმა.

ამის მიუხედავად, გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ პუტინთან ლაპარაკის გაგრძელება აუცილებელია.

„მჯერა, რომ რუსეთმა უნდა დაიხიოს უკან, უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები, რათა რეგიონში მშვიდობას ჰქონდეს შანსი. ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ეს ერთადერთი პერსპექტივაა,“ – დასძინა შოლცმა.

სატელეფონო საუბარი გერმანიის კანცლერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის 13 სექტემბერს, დღის მეორე ნახევარში შედგა. გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, შოლცმა ხაზი გაუსვა ფრონტზე არსებული სიტუაციის სირთულეს, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგებს და კრემლს მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად იპოვოს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის დასრულების დიპლომატიური გზები.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელი რუსეთის პრეზიდენტს ელაპარაკა ცეცხლის შეწყვეტის, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანისა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვის აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ რუსეთის ნებისმიერი სამომავლო მცდელობა მოახდინოს სხვა ქვეყნების ტერიტორიების ანექსია „არ დარჩება უპასუხოდ და საერთაშორისო საზოგადოება მას არავითარ შემთხვევაში არ აღიარებს“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: