აქციის – „გააღვიძე ოლიგარქი“ ხუთი მონაწილე პოლიციაში დაიბარეს

საპროტესტო აქციების – „გააღვიძე ოლიგარქის“ აქტივისტები ოზურგეთის პოლიციაში დაიბარეს. აქციები ყოველ ღამით, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან ტარდება. ერთ-ერთი აქტივისტის, ლაშა ადამიას განცხადებით, დღეს, 26 ივლისს, 13:00 საათზე, ოზურგეთის პოლიციაში გამოკითხვაზე უნდა მივიდნენ: ლაშა ადამია, გია ხალვაში, ანზორ გუბაევი, ხათუნა ბერიძე და ბონდო თედორაძე, რომელიც ქობულეთის საკრებულოს წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან“. „მოტივი როგორც, გვითრეს, არის საპროტესტო აქციები, რომელსაც …

ენმ ხელისუფლებას ტურიზმის განვითარების ხუთპუნქტიან გეგმას სთავაზობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში დღეს, 24 ივლისს, ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის წევრებმა ხელისუფლებას „ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევის“ ხუთპუნქტიანი გეგმა შესთავაზეს. „ჩვენ მოვამზადეთ ხუთპუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს უახლოესი ერთი-ორი თვის განმავლობაში და მოიცავს ტურიზმის მიმართულებით არსებული პრობლემების დაძლევას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაბიჯების გადადგმა“, – აცხადებენ ენმ-ში. ხუთპუნქტიანი გეგმა …

ჩაქვში „წადი გახარია“ ბანერის გამოფენისთვის ზედამხედველობამ აქტივისტები 7-ჯერ დააჯარიმა

ჩაქვში, ბათუმი-ქობულეთის ავტობანზე, აქტივისტების მიერ გამოფენილი ბანერის – „წადი გახარიას“ გამო ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახური აქტივისტებს აჯარიმებს. „ყოველდღე მოდიან, გვთხოვენ პირადობის მოწმობებს, მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ. წერენ რაღაც ოქმებს და გვეუბნებიან, რომ ჯარიმები მოგვივა. თუმცა კონკრეტულად ვის სახელზე წერენ ჯარიმას, არ ვიცით“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ერთ-ერთი აქტივისტი, ხათუნა ბერიძე. მისი თქმით, ზედამხედველობის სამსახური მათ ეუბნება, …

17 ხმა ბათუმის რივიერას გაცათამბჯენიანების სასარგებლოდ 

დღეს, 16 ივლისს, ბათუმის საკრებულოში ბათუმის სანაპიროზე ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის საკითხის განხილვას საკრებულოს წევრებმა სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგობის მიუხედავად ხმა მაინც მისცეს. საკრებულომ და მერმაც ერთხმად გადაწყვიტეს, რომ „რივიერა“ ქალაქს სჭირდება“. „რივიერა“ არის პროექტი, რომლის მიხედვით, ბათუმში იახტკლუბისა და ჭაჭა თაუერის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენი უნდა აშენდეს. ტერიტორია კერძო კომპანიას ეკუთვნის. პროექტის გაჟღერებიდან დღემდე, საზოგადოება „ბათომი“ და …

შეკვეთილში მოშიმშილეების კარვის დანგრევის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

10 ივლისს შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან, აქციის მონაწილეებს კარავი დაუნგრიეს და ბანერები გაიტაცეს. აქციას ამ ადგილას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები უკვე ორ კვირაზე მეტია მართავენ გახარიას გადადგომის მოთხოვნით. 10 ივლისს აქციის ადგილას დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ „ოცნების“ აქტივისტები დაუპირისპირდნენ, შს სამინისტროს ვერსიით კი, მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა დაარბიეს. ამ თემაზე: შსს-ს განცხადებით, ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა …

შსს-ს განცხადებით, ივანიშვილის სახლთან მოშიმშილეების კარავი ადგილობრივებმა დაარბიეს

დღეს, 10 ივლისს, შეკვეთილში, ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციის მონაწილეებს კარავი დაუნგრიეს და ბანერები გაიტაცეს. ვიდეოში, რომელიც ადგილზე მყოფმა აქციის მონაწილემ გადაიღო, ამბობენ, რომ მათ „ოცნების“ წევრები დაუპირისპირდნენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი სხვა ვერსიაზე საუბრობს. ამ თემაზე: ენმ: შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარვები დაურბიეს შსს-ს ცნობით, მოშიმშილეების აქციას ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი დაუპირისპირდა. „ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი მივიდა აქციის მონაწილეებთან, …

ენმ: შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარვები დაურბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილეებს კარავი დაუნგრიეს. ამ წუთებში რეზიდენციის წინ საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ადგილიდან აქციის მონაწილე, მინდია ადაძე ვიდეოს ავრცელებს, სადაც ერთ-ერთი მოშიმშილე ამბობს, რომ გაურკვეველმა პირებმა მოშიმშილეების კარვები დაარბიეს. „კარვები მიწასთან გაასწორეს, პოლიცია აქ იდგა მაგრამ რეაგირება აქ ჰქონია. ხელი არ შეუშალეს, უბრალოდ შუაში იდგნენ, რომ ჩხუბი არ მომხდარიყო. ბანერებიც …

„გახარია წადი“ – ბანერი ავტომაგისტრალზე [ფოტო]

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა დღეს, 8 ივლისს, ქობულეთის ავტომაგისტრალზე კვლავ გამოფინეს ბანერი – „გახარია წადი“. მსგავსი ბანერი გამოფინეს აქტივისტებმა მაგისტრალზე 5 ივლისსაც. საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა – გავრილომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილეები კი ძალის გამოყენებით დაშალეს. 20 ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო …

შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე ერთი პირი კლინიკაში გადაიყვანეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, შეკვეთილში მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მოშიმშილე ერთი პირი – ბათუმელი მინდია ადაძე შეუძლოდ გახდა. სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა მას დახმარება აღმოუჩინა და ის ამ წუთებში [21:40] ქობულეთში სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გია აბულაძის თქმით, მოშიმშილეს „წნევა ჰქონდა მაღალი და შაქარი დაუვარდა“. მდგომარეობის გათვალისწინებით სამედიცინო ჯგუფმა მისი …

„სისხლიანი 9+7 წელი“ – ამ გზავნილის გამო სოლიდარობის აქციას ბათუმში ენმ არ დაესწრო

მიუხედავად თავსხმა წვიმისა, ბათუმში, ევროპის მოედანზე, სოლიდარობის აქცია მაინც გაიმართა. დასაწყისში ამ აქციაზე მცირედი ინციდენტი მოხდა. აქციაზე მისული ენმ-ის წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია პლაკატმა – „სისხლიანი 9+7 წელი“. ენმ-ის წევრებმა თქვეს, რომ ერას მოედანზე აქციის ორგანიზატორების მიწვევით მივიდნენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, მალხაზ ჭკადუას თქმით, „პლაკატებზე წარწერების გაკეთება გადაწყდა ღია ხმის მიცემით და „სისხლიანი 9+7 წელი“, ისე …

„ალტერნატივა“ და ენმ-ი შეკვეთილში ივანიშვილის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრები და ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან. „გახარია წადი“, „გადადექი“ – ეს შეძახილები ისმის მსვლელობისას. „ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ ოლიგარქმა გაიგონოს იმ ახალგაზრდების ხმა, რომელსაც შეუძლია გადაიბაროს ამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები. ჩვენ ვამბობთ – „არა ოლიგარქიას“. ამ ქვეყანაში ახალგაზრდა თაობამ უნდა აიღოს ხელში ქვეყნის მართვა, …

ბათუმის საკრებულოში როინ ზოიძეს გელა დეკანაძე ჩაანაცვლებს

ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ როინ ზოიძე საკრებულოს წევრის მანდატს ტოვებს. უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პირადი განცხადებით მან საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს, 27 მაისს, მიმართა. მოქმედი კანონმდებლობისა და ბათუმი საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულო აღნიშნულ განცხადებას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ცნობად მიიღებს. როინ ზოიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღო. პარტიის ბათუმის საკრებულოს …

პრემიერი: ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი ხარვეზები გვაქვს მართვაში

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს, 17 მაისს, ბათუმში ყოფნისას განაცხადა, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის. „არა მხოლოდ ზუგდიდში, არამედ ყველგან, სადაც ტარდება არჩევნები, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტით, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში. სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მას სჩვევია, ცდილობს თავისი აგრესიით, თავისი რიტორიკით შეიტანოს დაძაბულობა საზოგადოებაში, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ“, – განაცხადა პრემიერმა. ჟურნალისტებმა ჰკითხეს პრემიერს საქართველოს ეკონომიკის …

ენმ-ის აქტივისტი პარლამენტარმა ანზორ ბოლქვაძემ თავის სასტუმროდან ვერ გააძევა

„აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წევრი, ენმ-ის აქტივისტი ხათუნა ბერიძე, „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის სასტუმროდან ვერ გამოაძევეს. ხათუნა ბერიძემ, გუშინ, 7 მაისს, გვიან ღამით ატვირთა ვიდეო, სადაც საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე ხათუნა ბერიძეს სასტუმროს ნომრის დატოვებას სთხოვს, თუმცა კონკრეტულ მიზეზს არ ასახელებს. ხათუნა ბერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის სასტუმრო „ხულოში“ გუშინ შევიდა და დღეს 8 …

რეზო ხარაზი: თორნიკე რიჟვაძეს ფინანსურ დარღვევებზე კონკრეტული დოკუმენტები მოვუტანე

დღეს, პირველ მაისს, ენმ-ს წარმომადგენელი რეზო ხარაზი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს იმ დარღვევების შესახებ მოუტანა დოკუმენტები, რომლებიც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტურ ხარჯვაზე მეტყველებს. „მე მოვიტანე კონკრეტული დოკუმენტები, მტკიცებულებები სავარაუდო კორუფციულ სქემებზე. დავიწყებ თორნიკე რიჟვაძის აპარატის უფროსით, არჩილ ჩიქოვანით, ვნახოთ რა ოდენობის თანხებია არაეფექტურად გახარჯული, მისი საგზაო …

ბათუმის საკრებულოს წევრები პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ბათუმის საკრებულოს წევრები, რომლებიც დღეს საკრებულოს სხდომაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. დაიბარეს ისინიც, რომლებიც  პროცესში ჩხუბის დაწყების  შემდგომ ჩაერთნენ. შს სამინისტროს ცნობით, საკრებულოში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით [ძალადობა] დაიწყო. „ბათუმელების“ ინფორმაციით პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან „ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ნატალია ზოიძე და ფრაქციის სხვა წევრები, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ …

ენმ ბათუმის მერიის შპს-ებში ნეპოტიზმზე საუბრობს და ინფორმაციას ითხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში მერიის შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირთა სიას ითხოვს. ენმ-ის რამდენიმე წარმომადგენელმა წუხელ [10 აპრილი] მერიაში გაათია ღამე, პროტესტის ნიშნად. ბათუმის საკრებულოს წევრის, როინ ზოიძის თქმით, მერიის შენობაში დარჩენას იქამდე აპირებენ, სანამ მოთხოვნილ ინფორმაციას არ მიიღებენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეჭვობს, რომ სიების გასაჯაროების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ მერიაში ნეპოტიზმს აქვს ადგილი და …

„ზოგს აღარ ჰქონდა გაკვეთილი და ხომ არ გამოვეკიდებოდი?“ – სკოლები ენმ-ის ბრალდებაზე

„პარტიული ყრილობის გამო ხულოში 15 საჯარო სკოლასა და ბაგა-ბაღში სასწალო პროცესი შეწყდა, სკოლებიდან დირექტორები და პედაგოგები პარტიის შეკრებაზე წაიყვანეს. ეს არის ადამინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – აცხადებს ირაკლი ჯორბენაძე. ის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხულოს მერობის კანდიდატია. დღეს, 10 აპრილს, ხულოს ცენტრში „ქართულმა ოცნებამ“ ხულოს მერობის კანდიდატად ვახტანგ ბერიძე დაასახელა. იგი ამ დრომდე ხულოს მერის მოვალეობას ასრულებს. …

ენმ-ს ხულოს მერობის კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე იქნება

ხულოს მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძე იქნება. პარტიის ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მას ხულოს თეატრში ხვალ, 6 აპრილს, დღის ორის ნახევარზე წარადგენს. ირაკლი ჯორბენაძე 2014 წლიდან ხულოს საკრებულოს წევრია. „თავდაპირველად ვიყავი მაჟორიტარი კანდიდატი, შემდეგ – პარტიული სიის პირველი ნომერი. ჩემი მთავარი გზავნილია შეჩერებული და შენელებული პროექტების ამუშავება. ამაზე დეტალურად ხვალინდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ,“ – გვითხრა ირაკლი …

21 პროექტი, რომლებიც ენმ-ის განცხადებით, მთავრობამ ვერ დაასრულა [ვიდეო]

დღეს, 27 მარტს, აჭარის მთავრობის სახლის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ასევე, მათ მიერ შექმნილმა „აჭარის ალტერნატიული მთავრობის“ წარმომადგენლებმა, აქცია გამართეს. აქციაზე გამოფენილი იყო იმ 21 პროექტის ფოტო, რომლებიც, მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა. See more   „ეს ფოტოები ასახავს ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ პროექტებს აჭარაში. ამ პროექტებზე მთლიანობაში დახარჯულია ასი მილიონი ლარი …

ენმ: ქობულეთის საკრებულოს წევრის ძმისშვილი მილიონიან ტენდერში ქვეკონტრაქტორია

დღეს, 18 მარტს, ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, რეზო ხარაზმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ქობულეთის მერიის მიერ გამოცხადებული მილიონიანი ტენდერის სამუშაოებს ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის „ქართული ოცნებიდან“  ვაჟა შავიშვილის ძმისშვილის კომპანია ასრულებს.  2018 წელს ქობულეთის მერიამ გამოაცხადა ტენდერი 1 მილიონ 077 995 ლარზე, სადაც გაიმარჯვა შპს „შარაგზამშენი პირველმა“. მან, თავის მხრივ, ქვეკონტრაქტორად აიყვანა კომპანია შპს „ჯორჯტრანსი“, რომელიც …

ბათუმის მერიის პასუხი ენმ-ს, ქუჩების კეთილმოწყობასთან დაკავშირებით

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით, შპს „ვი აი პი“-მ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დროულად არ დაასრულა. ხოლო ის სამუშაოები, რაც მერიამ ჩაიბარა, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს არ აკმაყოფილებს. მიშა ბოლქვაძის თქმით, მერიამ კომპანიას ოთხი ქუჩის კეთილმოწყობისთვის 474 221 ლარი გადაურიცხა, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის ნოემბერში, თუმცა დღემდე არ დასრულებულა. „ტაოს, ხიხანისა …

„ბათუმის წყალი“ საკრებულოს ენმ-ის ფრაქციას პასუხობს

შპს „ბათუმის წყალი“ დღეს, 28 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის განცხადებას გამოეხმაურა. ფრაქციის წევრებმა  კომპანიის მხრიდან ინფორმაციის მიუწოდებლობაზე ისაუბრეს და ასევე აღნიშნეს, რომ  საკრებულოში არ იციან რაში იხარჯება კომპანიის ბიუჯეტი. „ბათუმის წყალი“ ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ  ფრაქციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „მიზნად ისახავს შპს „ბათუმის წყლის“ დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში …

ბათუმის მერია უარყოფს საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცის შეტანის შესაძლებლობას

ბათუმის მერია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ბათუმის საბავშვო ბაღები საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცით მარაგდებოდეს. ოპოზიციის განცხადება უსაფუძვლოა – აცხადებს ბათუმის მერია. „გვინდა განვმარტოთ, ბათუმის მუნიციპალური საბავშვო ბაღები მარაგდება საქონლის ხორცით, რომელიც გადის შემდეგ პროცედურებს: ხორცის ყოველ მოწოდებაზე წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ვეტერინარული მოწმობა (ფორმა …

სააკაშვილი აცხადებს, რომ აჭარაში „ალტერნატიული მთავრობა“ შექმნა

„ბათუმის ოფისის აქტივობის განსაკუთრებით ეშინიათ, ეს არის პოლიტიკური დევნა…“ – მიიჩნევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ, თუ რა გახდა მათი აზრით პარტიის ბათუმის ორგანიზაციის წევრების პოლიციის განყოფილებაში დაბარების მიზეზი და ხომ არ უკავშირდება ეს ამბავი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ბათუმში „ალტერნატიული მთავრობის“ ჩამოყალიბებაზე. „აი, ეს არის ნამდვილი ახალი ხელისუფლება საქართველოში: ჭკვიანები, …

ენმ: ჩვენი აქტივისტი ირმა ხოროიშვილი კადრების საქმეზე  დასთან ერთად დააკავეს

სავარაუდოდ ფარული კადრების გავრცელების საქმეზე „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი ბათუმში ირმა ხოროიშვილი დასთან, ინგა ხოროიშვილთან ერთად დააკავეს. „ისინი დაახლოებით გათენებისას, 6 საათზე დააკავეს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში და თბილისში გადაიყვანეს. ირმა ჩვენი აქტივისტია და ბათუმის ოფისში მუშაობს. მის დას კი არ ვიცნობ,“ – გვითხრა მირდატ ქამადაძემ, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელმა. ირმა ხოროიშვილი ენმ-ის …

ქედაში „ევროპული საქართველო“ ხუთმა წევრმა დატოვა

ქედაში „ევროპული საქართველოს“ ხუთმა წევრმა: ნუგზარ ბერიძემ, სერგო მიქელაძემ, თენგიზ დიასამიძემ, სანიბეგ საფარიძემ და მარინე ცინცაძემ პარტია დატოვა. „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, ნუგზარ ბერიძის თქმით, მათ პარტია პროტესტის ნიშნად დატოვეს. „წამოვედით იმ მოტივით, რომ არ ვთანამშრომლობთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არ ვიზიარებთ მათ პროგრამას და შეხედულებებს,“ – ამბობს ნუგზარ ბერიძე. „ბათუმელების“ კითხვაზე, ხომ არ აპირებენ …

ბათუმის მერია: „ნაციონალური მოძრაობა“ ტყუის

დღეს, 12 ნოემბერს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნოდარ დუმბაძემ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, ბათუმის მერია სამშენებლო ნებართვებს არ გასცემს და მოქალაქეები ვერც იმის თაობაზე იღებენ ინფორმაციას, განიხილა თუ არა მერიამ მათი განცხადება. „საუბარი გვაქვს იმ 600-ზე მეტ განცხადებაზე, რომლებიც მერიაშია შესული და მერია მშენებლობის ნებართვას არ იძლევა. როცა ვეკითხებით, თუ რატომ არ …

ენმ-მ „ქართულ ოცნებას“ ხელიხელჩაკიდებისკენ მოუწოდა

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმის საკრებულოს სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულოს წევრებმა 28 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე კომენტარი გააკეთეს. ენმ-ს წარმომადგენელმა მირდატ ქამადაძემ განაცხადა, რომ  გაერთიანების დროა. „ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი დრო დგება, როდესაც ყველამ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, ერთად უნდა ვაკეთოთ ქვეყნის საქმე. დროა, ძალიან დიდი გაერთიანებისa და ეროვნული შერიგების. როგორც რეიგანი ამბობდა, ვერასდროს გაიმარჯვებს ბოროტება, …

„მანდარინი ვჭამეთ“ – მარკირებიანი ამომრჩეველი ბათუმის #62 უბანზე

„ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ დამკვირვებელი მურმან ქარცივაძე ამბობს, რომ არჩევნების დასრულებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებულ საარჩევნო უბანში მარკირებიანი პირები მივიდნენ და ხმის მიცემას ცდილობენ. „ჯერ სამი პირი შემოვიდა და ვნახეთ, რომ მარკირება ჰქონდათ გაკეთებული. გავაბრუნეთ უკან, მივიდნენ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან და იქედან უკვე 5-6 ადამიანი მოვიდა ისევ, რომლებსაც ასევე ხელზე ემჩნეოდათ მარკირება. ამბობდნენ, …

ენმ-ს ბრიფინგი ბათუმის საარჩევნო უბნებში დარღვევების შესახებ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის რამდენიმე საარჩევნო უბანზე გამოვლინდა დარღვევები. „ხელვაჩაურში, მე-18, მე-19 საარჩევნო უბნებზე ჩვენს წარმომადგენელს ხელში ჩაუვარდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების სია, სადაც მითითებული იყო თანხები, თუ ვისზე რამდენი ლარი გაიცა. ჩვენი წარმომადგენელი მალე მოგვაწვდის ამ დოკუმენტსაც და მალე გამოვაქვეყნებთ. დარღვევა იყო 41-ე უბანზე, ეს არის ბარცხანა, სადაც უბანი განთავსებულია მე-17 სკოლაში. …

აჭარის მთავრობის სახლის წინ ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს

დღეს, 15 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის სახლის წინ, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი, გუშინ მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ეხმიანებიან და ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ. „ამ ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ხელისუფლება არის კორუმპირებული, ითვისებენ ხალხის ფულს და იჯიბავენ“- აცხადებს ვიტალი კირკიტაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“. ენმ-ის წარმომადგენლის, რეზო ხარაზის თქმით, ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს და …

როგორ გამოიყურება სახლი, რომლის შეკეთებაზე ბიუჯეტიდან 70 ათასამდე ლარი დაიხარჯა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, რეზო ხარაზის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩაქვში მეშვიდე მიკრორაიონში მდებარე შენობის რეაბილიტაციისთვის 72 ათასი ლარი გამოყო, ჩატარდა გარკვეული სამუშაოები, თუმცა შენობა საცხოვრებლად მაინც გამოუსადეგარია. შენობაში სოციალურად დაუცველ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ. „საცხოვრებელ სახლში ძალიან დაბალი დონის სამუშაოები ჩატარდა, თუმცა დღეს პრაქტიკულად განადგურებულია. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან არაეფექტურად დაიხარჯა ბიუჯეტის თანხები. …

ივანიშვილის გადახაზული სტიკერი „ქართული ოცნების“ დეპუტატ ანზორ ბოლქვაძის ავტომობილზე

რამდენიმე წუთის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ქობულეთის საკრებულოდან, ბონდო თედორაძემ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გაავრცელა  პარლამენტის წევრის, ანზორ ბოლქვაძის ავტომობილის ფოტო, რომელზეც გაკრულია ენმ-ის საარჩევნო ნომერი – 5 და „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის გადახაზული სტიკერები. ბონდო თედორაძე ფოტოებს ასეთი წარწერით აქვეყნებს: „ანზორ ბოლქვაძე მიხვდა დანაშაულს და გადახაზა ბიძინა, გააკრა 5 ნომერი სტიკერი! ძალა ერთობაშია! #თორნიკერიჟვაძე #ირაკლიკობახიძე თქვენ როდის …

ენმ-ის აზრით, კორუფციულ ნიშნებს შეიცავს ტენდერი, რომელიც „იბიარდიმ“ ავტობუსების შესაძენად ჩაატარა

ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ მირდატ ქამადაძემ დღეს, 3 სექტემბერს, ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მერიამ ახალ, მუნიციპალურ ავტობუსებში თვითღირებულებაზე მეტი გადაიხადა. მისი თქმით, მერია ავტობუსების შესყიდვასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას არ ასაჯაროებს. „ჩვენ მივმართეთ მერიას ოფიციალურად და გამოვითხოვეთ ხელშეკრულება, თუმცა ხელშეკრულება არ მოგვაწოდეს. მოგვაწოდეს მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, რომლის თანახმად, ეს ავტობუსები შეძენილია უკრაინული კომპანია „ჩერკასკი ავტობუსისგან“. …

ენმ პრეზიდენტისგან განმარტებებს და ბოდიშს ითხოვს

დღეს, 18 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პრეზიდენტის მიერ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენის დროს ვერ დაასახელა საკმარისი არგუმენტები, თუ რის გამო იყო მისი კანდიდატურა მხარდაჭერილი პრეზიდენტის მხრიდან. „ჩვენ არ ვაპირებდით ამ თამაშებში შესვლას, მაგრამ რადგან პრეზიდენტმა კონსულტაციების დროს განაცხადა, რომ …

Exit mobile version