„უცხო მანქანებიდან ჩემს სახლს უთვალთვალებენ“ – მიშა ბოლქვაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, რომ ორი დღეა შენიშნა, როგორ უთვალთვალებენ მის საცხოვრებელ სახლს უცხო ავტომანქანებიდან. ერთ-ერთი „შკოდას“ მარკის ავტომობილია სანომრე ნიშნით – 403. „მეორეს ნომერი არ მახსოვს“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე „ბათუმელებთან“. მან თვალთვალის ვიდეოები ფეისბუქზეც გამოაქვეყნა და დაწერა: „ვერც თვალთვალით, ვერც მუქარით, ვერც დაშინებით ვერ გამტეხთ. მიშა ბოლქვაძე სანამ ცოცხალი იქნება, არ …

რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ – ინტერვიუ

„4-მა ოქტომბერმა რეალურად დღის წესრიგი ივანიშვილს ამოუყირავა,“ – მიიჩნევს ანა წითლიძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი. მას 4 ოქტომბრის მოვლენების გათვალისწინებთ ამ პარტიის და ოპოზიციის მომავალზე ვესაუბრეთ. „ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი შემთხვევა იყო ბოლო 12 წლის განმავლობაში, როდესაც რევოლუციური ცვლილებებისთვის გამოვიდა ხალხი. ერთ აქციას ვერ მეტყვით 12 წლის განმავლობაში, როდესაც დაანონსებულ რევოლუციაზე გამოსულიყო ხალხი. ეს ნიშნავს …

ძვირადღირებული ქონება, საჩუქრად მიღებული ფული – ვინ არიან პოლიციის შეუცვლელი უფროსები?

მაშინ, როცა „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე საუბრობენ და ენმ-ს პოლიციურ რეჟიმზე, როცა, მათი მტკიცებით, ადამიანებს სასტიკად ეპყრობოდნენ და აწამებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის შსს-ს მაღალჩინოსნები ახლაც შსს-ს მაღალჩინოსნები ხდებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში ბოლო საკადრო ცვლილებებზე 2025 წლის 10 ივნისს ისაუბრა შს ახალმა მინისტრმა გელა გელაძემ, რომელიც თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოდის …

მურთაზ ზოდელავას მოსამართლემ საპატიმრო გირაო შეუფარდა, მას 25 ათასი ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლებენ

ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრ მურთაზ ზოდელავას მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა საპატიმრო გირაო შეუფარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ციხეს მას შემდეგ დატოვებს, რაც ოჯახის წევრები გირაოს თანხას გადაიხდიან. მურთაზ ზოდელავას სასამართლო ლევან ხაბეიშვილის პროცესთან ერთად გაიმართა. ორივე დაკავებულის ადვოკატები ითხოვდნენ ხაბეიშვილის და ზოდელავას საქმე აეცილებინა და არ განეხილა მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილს. ენმ-ის პოლისტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან …

ლევან ხაბეიშვილს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

„გადაწყვეტილება მიღებულია – ტყუილად ვსხედვართ. მამიდაჩემი დაღლილია, ძმამკვდარი ქალი ზის აქ, ძმისშვილის სასამართლო სხდომაზე. ტყუილად ვსხედვართ!“ – საკუთარი განაჩენი წინმსწრებად გამოაცხადა ლევან ხაბეიშვილმა მანამ, სანამ მოსამართლე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვებდა. დღეს, 13 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.  თითქმის ხუთსაათიანი სხდომის დასასრულს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა …

ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშრომლებზე საჯაროდ მიმართვის გამო დააკავეს – სუსი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს. „ლევან ხაბეიშვილი …

ლევან ხაბეიშვილს პირდაპირი ჩართვის დროს თავს დაესხნენ

დღეს, 18 ივლისს,  „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, „ტვ პირველზე“ ჩართვის დროს, პირდაპირ ეთერის მსვლელობისას, უცნობმა პირებმა ჯერ კვერცხები ესროლეს, შემდეგ კი შეაგინეს. ლევან ხაბეიშვილი გაეკიდა თავდამსხმელებს და მათი ვინაობის გარკვევა სცადა. კადრებში რამდენიმე ადამიანი ჩანს. „ეს იქნებოდა დაორგანიზებული, იცოდნენ სადაც ვიყავი და ამას გააკეთებდნენ, რომ დღეს კვერცხი ისროლეს და ხვალ იარაღს გესვრით. …

“გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით ემუქრებოდნენ” – ბოკუჩავა მისი ქმრის მიერ უტა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ვიდეოზე 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ უცნობმა პირებმა მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს, მცირეწლოვანი შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ და აიძულეს ჩაეწერა ვიდეო, რომელშიც იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. „ჩემს მეუღლეს ჩვენი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ვაკის აუზთან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, ღამით ჩაუსაფრდა ხუთი ნიღბიანი პირი. მას ეს ხუთი ნიღბიანი პირი …

„რუსეთის მხრიდან პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“- ენმ-ის განმარტება ვარშალომიძის დაკავებაზე

„ლევან ვარშალომიძეზე რუსეთს გამოცხადებული აქვს საერთაშორისო ძებნა, ის პოლიტიკური დევნის გამო შეაფერხეს“ – განაცხადა დღეს, 20 მარტს, ბათუმში გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრიფინგზე ელგუჯა ბაგრატიონმა. მისივე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ენმ- ის წევრი ლევან ვარშალომიძე ყაზახეთის ქალაქ ატირაუში კონსულტაციებისთვის მიიწვიეს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში ვიზიტთან და იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, …

„ქათამაძეს მოქალაქეობაზე უარს ეუბნებიან და რუსეთის 10 ათასზე მეტ მოქალაქეს მიანიჭეს“ – ენმ

დღეს, 27 იანვარს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში განცხადება გააკეთეს საპროტესტო აქცაბზე დაკავებული თემურ ქათამაძის [ჯაფარ ილმაზი] შესახებ. „იმის მიუხედავად, რომ თემურ ქათამაძე აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს, რაც არის გათვალისწინებული ორგანული კანონით საქართველოs მოქალაქეობის შესახებ, ეს არის ქართული ენის და ისტორიის ცოდნა, ასევე კულტურული დ მემკვიდრეობითი კავშირები საქართველოსთან, ამის მიუხედავად, მის მიმართ არ ხორციელდება არანაირი მოქმედება სტატუსის მინიჭებასთან …

„ყოველგვარი საბუთის გარეშე შეიჭრნენ“ – პოლიცია ოპოზიციის ოფისებს ჩხრეკს

პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს. პოლიცია 14:15 საათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისშიც შევიდა. „ბავშვები აიყვანეს მძევლად. საბუთი გვაქვსო გვეუბნებიან, სად არის საბუთი, ეს კაცია საბუთი? კეპკა რომ აქვს დაფარებული და ფორმა არ აცვია. საიდან უნდა გავიგო ვინ არის. ცდილობენ ვიღაც შეაშინონ? არავის ეშინია“, – ამბობს ლევან ხაბეიშვილი „ფორმულას“ ეთერში. გარეთ მყოფი პოლიციელი თინა ბოკუჩავას ეუბნება, რომ ჩხრეკა …

არ გვეძლევა ბილბორდების გამოყენების საშუალება, მივმართავთ ცესკოს – ბრიფინგი ბათუმში

„ხორციელდება პოლიტიკური შევიწროება“ – განაცხადა დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა, ნიკა ქაშიბაძემ. მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არ ეძლევა საშუალება, გამოიყენოს სივრცეები პარტიის სარეკლამო ბილბორდებისთვის, რომელსაც შპს „ალმა“ აქირავებს. „ქუჩები აჭრელებულია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მასალით. როდესაც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა შპს „ალმას“ წერილით, იმისათვის, რომ ჩვენ მოგვცემოდა შესაძლებლობა …

„ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს საარჩევნო კამპანიას – ოპოზიციის ბრიფინგი ბათუმში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარაში აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს, ღამით, ხელვაჩაურში მათი პარტიის ხელვაჩაურის შტაბის წევრებს ავტომობილი, რომელშიც სააგიტაციო მასალა იდო, უმიზეზოდ ჩამოართვეს და დალუქვის გარეშე საჯარიმოზე გადაიყვანეს. ამ თემაზე დღეს ბრიფინგი გაიმართა ენმ-ის ბათუმის ოფისში. „გუშინ, როცა ჩვენი ხელვაჩაურის შტაბის წევრები იყვნენ გასული სააგიტაციო მასალის გასაკრავად და დასარიგებლად, ადგილზე მისულებს მათ დახვდათ შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფები, …

„ნუ გვიმალავთ სამართალს“ – საპროტესტო აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

„ნუ გვიმალავთ სამართალს“ – ამ მოწოდებით შეიკრიბნენ დღეს, 25 სექტემბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ახალგაზრდები. აქციის ორგანიზატორი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ახალგაზრდული ორგანიზაცია იყო. „მოვითხოვთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დროულად გამოიტანოს გადაწყვეტილება რუსული კანონის შესახებ, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოს ევროინტეგრაციის გზასთან. ეს პროცესები იწვევს მუდმივ დაძაბულობას და საფრთხეს უქმნის ევროინტეგრაციას. მარტივი გადაწყვეტილებაა მისაღები – გაიწვიონ ეს კანონი …

საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით დააკომპლექტეს – ენმ

დღეს, 7 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა ქაშიბაძემ საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო კომისიები „ქართული ოცნების“ აქტივისტებით, თანამდებობის პირებითა და მათი ოჯახის წევრებით დააკომპლექტა, რაც კითხვის ნიშნებს აჩენს. „მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საოლქო კომისიამ დღეს დაამტკიცა უბნებზე კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები ყოველგვარი კონკურსის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ …

მარტო „ოცნებას“ ვერ დავამარცხებთ – ინტერვიუ ენმ-ს ერთ-ერთ ლიდერთან

„ყველა ადგილს სიაში ვერ დავუთმობთ,“ – გვითხრა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, რომელსაც ოპოზიციის ერთობაზე ვკითხეთ: რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას? ამ ეტაპზე ოპოზიციის გაერთიანების ნიშნების არ ჩანს. ერთობის გარეშე კი, კვლევების მიხედვით, ხელისუფლების შეცვლის ალბათობა მცირდება. როგორ უყურებენ ოპოზიციაში გამარჯვების შანსს, როცა არჩევნები 5%-იანი ბარიერის პირობებში ტარდება, რაც ცალ-ცალკე …

ნარკოტიკი კლავს – დედების აქცია ბათუმში

ბათუმში, ევროპის მოედანზე დედების აქცია გაიმართა. “ნარკოტიკი კლავს”, “გადაგვირჩინეთ შვილები,” “ნუ გაჩუმდები” – მსგავსი შინაარსის პლაკატები ჰქონდათ დედებს გამოტანილი აქციაზე. “ჩვენ ვიცავთ ჩვენი შვილების მშვიდობიან, ჯანმრთელ, ჯანსაღ გარემოში ყოფას. დღეს ყველა მედია საშუალებით, ყოველდღე ვისმენთ ძალიან ბევრი ახალგაზრდის, ბავშვების მოწამლვლას ამ საშინელი ნივთიერებებით. ჩვენი აქცია სწორედ ჩვენი შვილების ხვალინდელ დღეს ეხება. დედების აქციაა დღეს. ხელისუფლებას …

„კალაძეს წერეთლის ქუჩა დაემხო, რიჟვაძეს – ფრიდონ ხალვაშის გამზირი“ – ბრიფინგი ბათუმში

„თუ ეს არ არის კორუფცია, 3 თვის წინ დაგებულ ასფალტს რაში დასჭირდა აყრა? ივანიშვილმა თქვა, რომ სისტემაში კორუფციაა და მობრუნდა. დღეს ზუსტად ივანიშვილს მივმართავთ: დაიხარჯა 19 მილიონი ბიუჯეტიდან და გზა ისევ არ გვაქვს,“ – აცხადებს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 24 იანვარს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ლევან ანთაძესთან ერთად ბრიფინგი …

თუ რეალურად ვაჩვენებთ ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება – ინტერვიუ გიორგი კირთაძესთან

„საზოგადოებას რეალურად უნდა ვაჩვენოთ, რა იქნება ბიძინა ივანიშვილის შემდეგ. თუ რეალურად შევთავაზებთ ხელისუფლების ალტერნატივას, მგონია, რომ ხალხი გამოგვყვება,“ – მიიჩნევს გიორგი კირთაძე, რომელიც დღეიდან უკვე აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. დღეს, 4 დეკემბერს, „ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ, ბათუმის საკრებულოს შვიდმა წევრმა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა. რა სტრატეგიით აპირებენ „ნაციონალური …

ბავშვებს 100 ლარი უნდა დაემატოთ, 600 ლარი სოცდაუცველ ოჯახებს – ენმ 2024 წლის ბიუჯეტზე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მმართველ პარტიას 2024 წლისთვის, ალტერნატიულ სოციალურ პოლიტიკას სთავაზობენ. „ბათუმელებთან საუბარში უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები უკვე გადაუგზავნეს მმართველ პარტიას და სურვილის შემთხვევაში, მზად არიან ჩაერთონ დეტალების განხილვაში. „ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ სამ სფეროზე, – სოციალური სფერო, სოფლის მეურნეობა და განათლება. …

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა, გამოძიება დუმს – ენმ აჭარაში

ბათუმის საკრებულოს წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ნუგზარ ფუტკარაძე 2021 წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაავრცელა  აუდიოფაილი, რომლის მიხედვითაც საკრებულოს წევრზე ზეწოლას ახორციელებდნენ და დამოუკიდებელ წევრობას სთხოვდნენ 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ. დღემდე გამოძიებას ამ საქმეზე შედეგი არ დაუდია. ორი წლის შემდეგ პარტიის ბათუმის ორგანიზაცია ისევ მართავს ბრიფინგს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმის …

ამით შეაჩერეს გონიო-კვარიათის განვითარება – ენმ ჭოროხის ხიდის მშენებლობის შეჩერებაზე

„დღეს ჩვენ ბათუმში არ გვექნებოდა სიღარიბე, არ გვექნებოდა უსულო და ჩაბეტონებული ქალაქი, არ გვეყოლებოდა მომავლის იმედიდან დაცლილი ახალგაზრდობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის 11 წლიანი ოლიგარქიული, კორუფციული და კრიმინალური მმართველობა.“ – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ, ბრიფინგზე. ბრიფინგი პარტიის აქტივისტებთან ერთად, მა როგორც ენმ- ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ „ოცნების“ ხელისუფლების  წლიანი მმართველობის შედეგების შესაფასებლად …

აფხაზეთი საქართველოა – 27 სექტემბერს ბათუმში აქციას გეგმავენ

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმში აქციას გეგმავს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით იგეგმება მსვლელობა სოხუმის ქუჩიდან, შემდეგ კი აქცია, სავარაუდოდ ევროპის მოედანზე გაგრძელდება: „ადგილს დავაზუსტებთ“. აქცია 13:00 საათზე დაიწყება. „მოგეხსენებათ 27 სექტემბერს დავაანონსეთ აქცია სახელწოდებით “აფხაზეთი საქართველოა”. ღრმად გვწამს, რომ უკრაინა და ცივილური სამყარო გაიმარჯვებს ომში, რომელიც საქართველოს ახალ შესაძლებლობებს მიცემს …

მაშინაც მასე იცინოდით და თურმე მერი კაზინოში თამაშობს – ხელვაჩაურის საკრებულოს სხდომა

„ჯუმბერის ვიცავდით ხომ კბილებით და აღმოჩნდა, რომ კაზინოში აგებდა ხალხის ფულებს. მე სასაცილოს არ ვამბობ, როცა რამეს ვამბობ“, – განაცხადა ხელვაჩაურის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ [ენმ] რამაზ ქავთარაძემ, მას შემდეგ, როცა მის განცხადებას ხელვაჩაურის მერისა და პოლიციის უფროსის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნაზე კოლეგები „ოცნებიდან“ სიცილით შეხვდნენ. „იცინოდნენ მასე და დეიჭირეს მერე ხალხი“, – დაამატა სხვამ. …

ხელვაჩაურის მერმა პირველ მოადგილედ ნათლულის მამა დაინიშნა

ხელვაჩაურის მერის ზაზა დიასამიძის პირველი მოადგილე მირიან კვირიტიძე გახდა. ის ამ თანამდებობაზე კახა ფუტკარაძის გათავისუფლების შემდეგ დანიშნეს. ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე მირიან კვირიტიძის შვილის ნათლიაა. ნათლობის ვიდეო და ფოტოები კვირიტიძეს ფეისბუქშიც აქვს განთავსებული. თქვენი პირველ მოადგილედ დანიშვნა ხომ არ განაპირობა ზაზა დიასამიძესთან ნათელმირონობამ? – ვკითხეთ მირიან კვირიტიძეს. თავდაპირველად მირიან კვირიტიძე შეეცადა მიეჩქმალა ეს ფაქტი, თუმცა …

აჭარის საპატრულოს უფროსი ირწმუნება, რომ მირდატ ქამადაძის მიმართ შურისძიება არ ამოძრავებს

„თუ ამას დაუშვებთ, შემდეგ სხდომაზე მოვა სხვა დავით მაღრაძე და იტყვის, რა ფორმით არის დასაშვები პროტესტის გამოხატვა“, – მიმართა მოსამართლე გულიკო კაჟაშვილს ენმ-ს წევრმა, მირდატ ქამადაძემ. მას შსს ბათუმში, ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას ედავება. დღეს, 22 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მირდატ ქამადაძის საქმეზე“ ვიდეოჩანაწერები ნახეს. სხდომაზე ასევე მოუსმინეს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს – …

ბათუმში გარემონტებული ბაღები ისევ სარემონტოა, მივმართავთ ანტიკორუფციულ სამსახურს – ოპოზიცია

„ბათუმში, სადაც საბავშვო ბაღების დეფიციტია და პრაქტიკულად, ათასამდე ბავშვი ბაღის გარეშეა დარჩენილი, სამი საბავშვო ბაღი, რომელთა რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, ისევ დაკეტილია და ახლა დამატებით ხარჯავენ მილიონებს“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი  „ნაციონალური მოძრაობიდან“. ესენია: ბათუმის მე-13, 31-ე და 33-ე საბავშვო ბაღები. რეზო ხარაზის თქმით, მე-13 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე 747 ათას …

ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს სიიდან მელიას მხარდამჭერები ამოიღო – ენმ-ს ბრიფინგი

ლევან ხაბეიშვილი ბათუმში „ქართული ოცნების“ მსგავსად ამომრჩევლის ნებას ცვლის – აცხადებენ ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციაში, სადაც დღეს, 24 აპრილს, ამ პარტიის რამდენიმე წევრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა. პარტიის წევრების თქმით, ლევან ხაბეიშვილმა ბათუმის საკრებულოს ენმ-ს პარტიული სიიდან ამოიღო ის 4 ადამიანი, რომლებიც ნიკა მელიას ღიად უჭერდნენ მხარს შიდაპარტიულ არჩევნებში. საქმე ისაა, რომ ბათუმის საკრებულოს მოქმედ წევრს ენმ-დან, …

ოპოზიცია ბათუმში აქციას 29 მარტს აღარ გამართავს

ოპოზიცია 29 მარტს ბათუმში დაანონსებულ საპროტესტო აქციას აღარ გამართავს. „ნაციონალური მოძრაობა“ 29 მარტს შეკრებას აჭარის მთავრობის სახლის წინ აპირებდა ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულების მოთხოვნით. „გაირკვა, რომ ხვალ იქნება წვიმა და შეკრება ვერ მოხერხდება,“ – ამბობს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან გია აბულაძე, – „ამიტომაც ვითხოვეთ საზაფხულო თეატრი, მაგრამ ამაზე უარი გვითხრა, როგორც თეატრის ადმინისტრაციამ, ისე …

„გადაარჩინე მიშა“ – აქცია ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან

დღეს, 20 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებთან ერთად ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან,  საპროტესტო აქციას მართავს. აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნაა. გარდა ამისა, ორგანიზატორების თქმით, ეს აქცია საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდასაჭერად იმართება. „როგორც ვიცით, ფეიგინმა და არესტოვიჩმა დააანონსეს სოლიდარობის აქცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და ბევრ ქვეყანაში გაიმართება“ – ამბობს ლევან …

20 თებერვალს ბათუმში სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართება

ბათუმში 20 თებერვალს, 15:00 საათზე, აჭარის მთავრობის სახლის წინ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად  აქცია გაიმართება. როგორც ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი ლევან ანთაძე ამბობს, აქცია მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის ქალაქებში ერთდროულად გაიმართება. „როგორც ვიცით, ფეიგინმა და არესტოვიჩმა დააანონსეს სოლიდარობის აქცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბისაა და ბევრ ქვეყანაში გაიმართება. აქციაში ბათუმი და თბილისიც ჩაერთვება. აქცია მიხეილ სააკაშვილის და საქართველოს ევროპული …

„სააკაშვილს უნდა მიეცეს უცხოეთში მკურნალობის უფლება“ – აქცია ქობულეთში

დღეს, 10 თებერვალს, საპროტესტო აქცია გაიმართა ქობულეთში. როგორც მონაწილეები ამბობენ, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვა და საზოგადოების გააქტიურებაა არსებული პრობლემების წინააღმდეგ. ბათუმის საკრებულოს წევრი რეზო ხარაზი, რომელიც აქციაზე იმყოფებოდა, „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ აქციები პერმანენტულად არა მარტო ქალაქებში, სოფლებშიც გაიმართება. „პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს რეალურად ქვეყნის მესამე პრეზიდენტს კლავენ და მნიშვნელოვანია, …

„თავისუფლება მიშას“ – აქცია ხელვაჩაურში

დღეს, 9 თებერვალს, ხელვაჩაურში, მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპროტესტო აქცია გამართა. „ნუ მოკლავ მიშას“, „თავისუფლება მიშას“, „არა რუსულ ხელისუფლებას“ – ეწერა პლაკატებზე, რომლებიც აქციის მონაწილეებმა აქციაზე მიიტანეს. „როცა ვამბობთ, რომ რადიკალიზმი არის საჭირო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეუვარდე ვინმეს. რადიკალიზმი ნიშნავს იმას, რომ ხმა ამოიღო იმის შესახებ, რაც არ მოგწონს. ჩვენ არავის …

ბათუმის საკრებულოს წევრი მექსიკის გავლით აშშ-ში, ემიგრაციაში წავიდა

ბათუმის საკრებულოს წევრი ლაშა კილაბერია ამერიკის შეერთებულ შტატებში მექსიკის გავლით წავიდა. მისი თქმით, ეს იყო იძულებითი გადაწყვეტილება, რადგან სუს-ი, მის მეგობრებზე ზეწოლას ახდენდა და ლაშა კილაბერიას პოლიტიკურად „განეიტრალებას“ სთხოვდა. კილაბერიამ საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცია დატოვა. პოლიტიკურად აქტიური კილაბერია ახლა ამერიკაში კურიერად მუშაობს და ირწმუნება, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდება. „სულ ოთხი წამოვედით, მათ შორის …

კირთაძემ თანამდებობა დატოვა – ენმ-ს ბათუმში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის [ენმ] ბათუმის ორგანიზაციას გიორგი კირთაძე აღარ უხელმძღვანელებს. გიორგი კირთაძე ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებამდეც აცხადებდა, რომ თუ ნიკა მელია ვერ გაიმარჯვებდა, თანამდებობას დატოვებდა, რადგან მიიჩნევს, რომ „ახალი თავმჯდომარე თავისი გუნდით უნდა მოვიდეს.“ გიორგი კირთაძე ამბობს, რომ თანამდებობა დატოვა, თუმცა პარტიაში რჩება: „ბრძოლას გავაგრძელებ. ასევე, მინდა ვთქვა, რომ წარმატებებს ვუსურვებ ახალ თავმჯდომარეს.“ გიორგი კირთაძე …

ვინ ვის უჭერს მხარს აჭარაში – არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის წევრები ენმ-ის მომავალ თავმჯდომარეს შიდაპარტიული არჩევნების გზით აირჩევენ. არჩევნები 2023 წლის 28 იანვარს, დილის ათ საათზე დაიწყება და 30 იანვარს, 10:00 საათზე დასრულდება. ენმ-ის თავმჯდომარეობისათვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი. ბათუმში ენმ-ი ძირითადად ორ ბანაკად გაიყო, ნიკა მელიას და ლევან ხაბეიშვილის მომხრეებად. მხარდამჭერები …

Exit mobile version