მთავარი,სიახლეები

ამით შეაჩერეს გონიო-კვარიათის განვითარება – ენმ ჭოროხის ხიდის მშენებლობის შეჩერებაზე

04.11.2023 • 976
ამით შეაჩერეს გონიო-კვარიათის განვითარება – ენმ ჭოროხის ხიდის მშენებლობის შეჩერებაზე

„დღეს ჩვენ ბათუმში არ გვექნებოდა სიღარიბე, არ გვექნებოდა უსულო და ჩაბეტონებული ქალაქი, არ გვეყოლებოდა მომავლის იმედიდან დაცლილი ახალგაზრდობა, რომ არა ბიძინა ივანიშვილის 11 წლიანი ოლიგარქიული, კორუფციული და კრიმინალური მმართველობა.“ – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან ანთაძემ, ბრიფინგზე.

ბრიფინგი პარტიის აქტივისტებთან ერთად, მა როგორც ენმ- ის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ „ოცნების“ ხელისუფლების  წლიანი მმართველობის შედეგების შესაფასებლად გამართა.

ენმ- ი დაპაუზებულ პროექტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ოცნების“ პოლიტიკა განვითარებას აფერხებს.

„მიხეილ სააკაშვილის და ლევან ვარშალომიძის განვითარების ხედვა დაფუძნებული იყო ქალაქის კონცეპტუალურ განვითარებაზე, სიღარიბის დაძლევაზე და ახალგაზრდების განათლებაზე.“

ბრიფინგი ენმ- ის წევრებმა ახალ ბულვარში გამართეს:

„ეს ადგილი სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით კარგად აჩვენებს კონტრასტს სააკაშვილის ოცნების შავი ზღვის მარგალიტს და ბიძინა ივანიშვილის მიტოვებულ და გაუბედურებულ ბათუმს შორის. ჭოროხის ხიდის შეჩერებული მშენებლობა მავნებლობის შესაშური მაგალითია.

მიხეილ სააკაშვილი ამ ხიდის მშენებლობით ჩვენ თანაქალაქელებს უხსნიდა შესაძლებლობის ახალ ფანჯარას.

ეს ხიდი ბათუმისთვის ახალი სუნთქვის სიმბოლო უნდა გამხდარიყო, მორიგი დიდი საინვესტიციო ტალღის მიზიდულობის ცენტრი, რაც თავისთავად ნიშნავდა მეტ სამუშაო ადგილს, მეტ დასაქმებულ ადამიანს და მეტ შემოსავალს ჩვენი თანაქალაქელებისთვის.

ხიდის მშენებლობის შეჩერებით შეაჩერეს გონიო- კვარიათისა და სარფის განვითარება ჩაკლეს. ასვე, გონიოს ყოფილ პოლიგონზე ახალი ტურისტული ქალაქის აშენების შესაძლებლობა გაანადგურეს. საქონლის ბოსლად აქციეს გონიოს პრომინადი. “ – განაცხადა ლევან ანთაძემ ბრიფინგზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: