ბათუმის მერიამ გოგებაშვილზე გარე ვაჭრობისთვის ფასი განსაზღვრა – ვის შეხვდება ადგილები

ბათუმის მერიამ გოგებაშვილის ქუჩაზე გარე ვაჭრობისთვის 1. კვ. მეტრის ფასი განსაზღვრა. ამ ქუჩაზე, რესტორან „სანაპიროს“ მიმდებარედ, საქმიანობის უფლებას სუვენირებით და წვენებით მოვაჭრეები ითხოვდნენ. მერიის ინფორმაციით, რაზეც განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში წერენ, ამ ქუჩაზე საბაზრო ღირებულება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის შესაბამისად განსაზღვრეს და 1 კვ.მეტრით სარგებლობის უფლება წლიურად 400 ლარი იქნება. დასკვნის თანახმად, გოგებაშვილის ქუჩაზე 1.კვ …

მერიამ ბათუმში ფესტივალების ადგილი და ფასი განსაზღვრა

ბათუმის მერიამ ქალაქის ტერიტორიებზე, საზოგადოებრივ სივრცეებში ფესტივალების ფარგლებში გამოფენა-გაყიდვის მოსაწყობად კონკრეტული ტერიტორიების გადაცემის ფასი განსაზღვრა, საკრებულომ კი დღეს, 29  მაისს სხდომაზე დაამტკიცა. გარდა ამისა, საკრებულომ მერს თანხმობა მისცა, პირდაპირი წესით, „სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით“ განკარგოს კონკრეტული ადგილები ფესტივალების, მოქმედი გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების დასარეგულირებლად.  მერიის განმარტებით, ფასების განსაზღვრა დღის წესრიგში დადგა იმის გამო, რომ „ფესტივალების …

ივანიშვილის სასტუმროსთან ბათუმის ბულვარში მოვაჭრეებმა კვლავ გამართეს აქცია

„ბათუმის მერიაში გვითხრეს, რა გეგონათ, სულ მაქ იქნებოდითო? მაინც და მაინც ჩვენ, მცირე მოვაჭრეებს თუ გაგვივიდა ვადა, 20 წელია მთავრობაში არიან და მათ ვადა არ გაუვიდათ?“ – ამბობს ქალი, რომელიც სუვენირებით ვაჭრობდა ბათუმში და დღეს, 27 აპრილს უკვე მეორედ ჩავიდა ურეკში, სასტუმრო „პარაგრაფთან“, რომ ამ გზით მიეწვდინა ხმა ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის. ბათუმში სუვენირებით …

რა ეღირება ტროტუარი გარევაჭრობისთვის – მერია ახალ ფასებს ადგენს

ბათუმის მერს საკრებულო აძლევს თანხმობას გარე ვაჭრობისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობაში გასცეს საზოგადოებრივი სივრცეები [მათ შორის ტროტუარი] და დაადგინოს საფასურიც. შესაბამისი პროექტი [ფასებთან ერთად] საკრებულოში უკვე შეტანილია და მას 31 მარტს სხდომაზე განიხილავენ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი სივრცეების შეღავათიან ფასად პირდაპირი წესით სარგებლობაში გადაცემის უფლება ბათუმის მერს საკრებულომ 2021 წლის აპრილში მისცა. მიზეზად მაშინ კორონავირუსის პანდემია …

ბათუმის მერია გარემოვაჭრეებს საქონელს ჩამოართმევს და სოციალურად დაუცველებს მისცემს

ბათუმის მერიამ საკრებულოში შეიტანა დადგენილების პროექტი, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის დროს ჩამორთმეული საქონლის განკარგვის წესს ადგენს. პროექტის მიხედვით, ქალაქის ტერიტორიაზე უნებართვო გარევაჭრობის ფაქტების აღკვეთისას სამართალდარღვევის საგნის [საქონლის] კონფისკაციის/ჩამორთმევის შედეგად მიღებული ქონება წარმოადგენს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებას. აღნიშნული ქონება კი „ექვემდებარება პირდაპირი განკარგვის წესით უსასყიდლოდ გადაცემას იმ იურიდიული პირებისთვის, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, …

რა იცვლება ბათუმში გარევაჭრობის კუთხით 25 ოქტომბრიდან

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს. ბათუმში უნებართვო გარევაჭრობაზე რეაგირებას მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახდენს, თუმცა 25 ოქტომბრიდან სიახლე იქნება ის, რომ ინსპექციას უფლება ექნება რეაგირება მოახდინოს „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც. ასეთ შემთხვევაში …

თამარა და თინიკო – გარემოვაჭრეები ბათუმის ქუჩებიდან

დღეს ბათუმელ გარემოვაჭრე ქალებზე, 77 წლის თინიკო მელაძესა და 81 წლის თამარა გიორგაძეზე მოგიყვებით. თამარა – 30, თინიკო კი 15 წელია რაც გარემოვაჭრეები არიან. ორივეს ქუჩაში წინ პატარა დახლი უდგას და ყიდიან: პარკებს, სავარცხლებს, ხელსახოცებს, წებოებს, ელემენტებსა და ასეთ წვრილმანებს. როცა თინიკოს შევხვდით, იგი ცელოფნის გრძელ პარკს სარეცხის სამაგრი სარჭებით პატარა, ძველი მაგიდის კიდეებს ამაგრებდა. …

როცა მუშაობ, მაგრამ საკუთარი თავისთვის ვერაფერს იმეტებ I VIDEO

60 წლის პენსიონერი, ლიანა ცინცაძე წლებია გარე მოვაჭრეა. ბავშვობაში დედას ეხმარებოდა ვაჭრობაში, დღეს კი სრულიად მარტოა დახლთან და ყვავილებს, სანთლებსა და სხვა წვრილმანებს ყიდის ყოველდღე. საკუთარი თავისთვის ფულს ვერასდროს იმეტებს, არ ახსოვს, ბოლოს რა ნივთი შეიძინა. დიდი ხანია უნდა ინახულოს შვილები, რომლებიც არ ცხოვრობენ ბათუმში, მაგრამ ვერ ახერხებს. ლიანა ამბობს, რომ მოგზაურობა მისთვის სახიფათოა, რადგან …

ბათუმში მაისიდან გარევაჭრობის ახალი წესი ამოქმედდება

ბათუმის საკრებულომ 30 მარტს ქალაქის ტერიტორიაზე გარევაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობე­ბის რეგულირების ახალი წესი დაამტკიცა, რომელიც 2021 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება. ახალი წესით, მერიას კვლავ რჩება უფლება გარევაჭრობის ადგილებად განსაზღვროს ერთი ან რამდენიმე ქუჩა ისე, რომ აღნიშნულ ქუჩებზე მთლიანად ან ნაწილობრივ აიკრძალოს ან/და შეიზღუდოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. დამტკიცდა ასევე ტროტუარის ან სხვა საზოგადოებრივი სივრცის ტერიტორიაზე სავაჭრო-სარეალიზაციო …

ბათუმში გარევაჭრობის ახალი წესი აპრილამდე არ იქნება

ახალი წესი, რომელიც ბათუმში გარევაჭრობას, ასევე ბაზრებისა და ბაზრობების მუშაობას დაარეგულირებს, ქალაქს 2021 წლის აპრილამდე არ ექნება. რეგულირების ახალი წესი ბათუმის მერს 2020 წლის 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, თუმცა ეს ვადა საკრებულომ ჯერ 31 დეკემბრამდე, ამ ბოლოს კი 2021 წლის პირველ აპრილამდე გადაწია. „დაევალოს ქალაქ ბათუმის მერს 2021 წლის 01 აპრილამდე შეიმუშაოს და ქალაქ ბათუმის …

თევზით გარემოვაჭრეების ბრძოლა ადგილისთვის წერეთლის ქუჩაზე

„მერია ბაზარში ვაჭრობას გვაიძულებს, სადაც არავინ შედის და გადასახადი თვეში 300 ლარია. ამას ემატება კომუნალური გადასახადები,“- ამბობენ ბათუმელი გარემოვაჭრეები, რომლებიც წერეთლის ქუჩაზე ქაფშიას ყიდიან. დღეს, 3 დეკემბერს, დილით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასთან დაპირისპირების შემდეგ გარემოვაჭრეებმა ეს ადგილი მხოლოდ რამდენიმე წუთით დატოვეს. „მოვიდნენ და აგვყარეს, დახლები დაგვიმტვრიეს და სანაგვე ურნებში ჩაყარეს. აი, ჩემი ხელი, ნახეთ, როგორ გადამიგრიხეს,“- …

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

ბათუმის საკრებულო მერიას ავალებს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს ქალაქის ტერიტორიაზე „გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების ახალი წესი, რომლითაც მოწესრიგდება გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, საზოგადოებრივი სივრცეების სარგებლობის, გარე ვაჭრობის დროს მუნიციპალიტეტის საკუთრე­ბაში არსებული ქონების სარგებლობისთვის ქირისა და სხვა აუცილებელი საკითხები.“ საკრებულოს 30 ივნისის დადგენილებით, გარევაჭრობასთან დაკავშირებით ახალი წესი ბათუმის მერიას 2 სექტემბრამდე უნდა შეემუშავებინა, …

ბათუმში გარევაჭრობის გადასახადი აღარ გაიზრდება – გაუქმებული დადგენილება

ბათუმის მერიის ინიციატივით და საკრებულოს თანხმობით, დღეს ძალადაკარგულად გამოცხადდა დადგენილება, რომელიც ბათუმში გარევაჭრობის საფასურის გაზრდას ითვალისწინებდა. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა ბათუმის საკრებულომ. 2020 წლის თებერვალში ამ ცვლილებასთან დაკავშირებით ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე განმარტავდა, რომ  დაბალი გადასახადი ხშირად ტროტუარების დიდი მასშტაბით ათვისების მიზეზი იყო, რაც ქალაქში პრობლემებს ქმნიდა. კომერციული ობიექტები, ძირითადად რესტორნები, ტროტუარებს გარევაჭრობის მიზნით ითვისებდნენ, მიუხედავად …

ბათუმში გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

ამ წუთებში გარემოვაჭრეები ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, ცდილობენ ვაჭრობის განახლებას, თუმცა მათ მუნიციპალური ინსპექცია ამის უფლებას არ აძლევს. ინსპექციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ თუ მოვაჭრეები ქუჩის სავალ ნაწილს ჩაკეტავენ, მათ დააჯარიმებენ. გარემოვაჭრეები კი ამბობენ, რომ მათ საარსებო წყარო აღარ აქვთ და თუ არ მისცემენ ვაჭრობის საშუალებას, მათი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. „დახლი იქირაონ, შევიდენ …

„თავი კრიმინალები გვგონია“ – გარემოვაჭრეები სტარტზე

  2019 წლის დასაწყისში მერიის გადაწყვეტილებით ბათუმში წერეთლის ქუჩიდან გარემოაჭრეები გაიყვანეს, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამი დღის მანძილზე ისინი მერიასთან იყვნენ შეკრებილნი და ითხოვდნენ უფლებას, ისევ ევაჭრათ წერეთლის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. საბოლოოდ, შეთანხმების შედეგად, ისინი მაიაკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის შენობაში გადავიდნენ, სადაც მათ მერიამ  სავაჭრო დახლები გაუმზადა. [gray_box]რა ვითარებაა ახლა?[/gray_box] მოვაჭრეების უმეტესობამ ავტოსადგურის შენობა …

აუტანელი სუნი და ანტისანიტარია – რატომ გამოიძახა მოსახლეობამ პოლიცია

ბათუმში, ალექსანდრე ჩხაიძის #8-ში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა მოთხოვნით, შეწყდეს მათი სახლის მიმდებარედ საზამთროების თვითნებური ვაჭრობა. მოსახლეობის თქმით, მთელი ზაფხულის განმავლობაში ძალიან მძიმე სიტუაციაა, რადგან ადგილზე ჩერდება სატვირთო ტრაილერები, რის გამოც შეუძლებელია ბავშვების გასეირნება, ფანჯრების გაღება, რადგან გარემოვაჭრეები ქუჩაში ყრიან საზამთროს ნარჩენებს, ასევე გაფუჭებულ პროდუქტს, რის გამოც არის აუტანელი სუნი. აქ მცხოვრებლებმა დღეს, 14 სექტემბერს, …

გარემოვაჭრეების დაბრუნება წერეთლის ქუჩაზე

დღეს, 14 ივნისს, გარემოვაჭრეები ისევ დაბრუნდნენ  წერეთლის ქუჩაზე, სადაც ისინი წლების განმავლობაში ვაჭრობდნენ. გარემოვაჭრეები, ძირითადად, მე-11 საჯარო სკოლის მიმდებარედ არიან განლაგებულნი. როგორც „ბათუმელებს“ ერთ-ერთი გარემოვაჭრე ეუბნება, ადგილზეა პოლიციაც, თუმცა ისინი ჯერჯერობით გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დაცლას არ აიძულებენ. მერიის გადაწყვეტილებით, გარევაჭრობა წერეთლის, ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის ქუჩებზე რამდენიმე თვის წინ აიკრძალა. მერიის გადაწყვეტილებას გარემოვაჭრეთა საპროტესტო აქციები მოჰყვა. მერიამ …

გარემოვაჭრეების აქცია: ჩვენ ვბრუნდებით წერეთლის ქუჩაზე

ავტორი: ნანა ცეცხლაძე ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები, რომლებიც ორი თვის წინ ბათუმის მერიამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ისევ წერეთლის ქუჩაზე აპირებენ გადასვლას. „პურის ფული არ მაქვს, შვილი მიკვდება მშიერი. მე მინდა, ჩემი მუშაობით ავიღო ხელფასი. სად არის სამუშაო. ხალხი, კაციშვილი არ შემოდის, ერთი ლარი არ მაქვს ნავაჭრი, – აცხადებს  ნანი ნინიკაშვილი …

მყიდველი არ ჩანს – ავტოსადგურის ბაზრობა გახსნიდან ერთი თვის შემდეგ

ავტორი: ნესტან ზოიძე  ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც ერთი თვის წინ ბათუმის ბაზრობა გაიხსნა და ბათუმის მერიამ გარემოვაჭრეები გადაიყვანა, თითქმის ორი საათი დავყავი.  ამ ხნის განმავლობაში ბაზრობაზე არავინ გამოჩენილა. სწორედ ეს არის მოვაჭრეების ყველაზე დიდი წუხილის საგანი. აქ ამბობენ, რომ დღის განმავლობაში ბაზრობაზე მაქსიმუმ ორი კაცი თუ შემოდის. მყიდველის მოლოდინში მთელი დღე სხედან და ელიან მომხმარებლის …

გარევაჭრობა ძველ ბათუმში – მერია თემატური გეგმის შემუშავების სავარაუდო ფასს ადგენს

ბათუმის მერია ქალაქის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გარევაჭრობის თემატური გეგმის შემუშავებას გეგმავს, გეგმის შემუშავების სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით კი ბაზრის კვლევას ატარებს. დაინტერესებულ პირებს თავიანთი წინადადებების წარდგენა მერიაში 2019 წლის 19 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. როგორც მერიაში გვითხრეს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის შემდეგ თემატური გეგმის შემუშავებაზე ელექტრონული კონკურსი გამოცხადდება. კონკურსში გამარჯვებულმა დოკუმენტი 14 კვირაში უნდა მოამზადოს. გარევაჭრობის …

მეოთხე დღე „სიფთის“ გარეშე – გარემოვაჭრეები ავტოსადგურში მყიდველს ელიან

ბათუმში, მაიკოვსკის ქუჩაზე, ავტოსადგურის ტერიტორიაზე მდებარე თუნუქის პავილიონებში წერეთლისა და სხვა ქუჩებიდან გადაყვანილი გარემოვაჭრეები უკვე მეოთხე დღეა მუშაობენ. დილის 10 საათზე აქ სიხალვათეა, პავილიონში მხოლოდ გარემოვაჭრეები არიან და ყოველ შემომსვლელს იმედის თვალით უყურებენ, ასეთები კი თითქმის არ არიან. „იშვიათად თუ შემოვა ვინმე, დიდი იმედებით შემოვედით და იმედია, გამართლდება ჩვენი იმედები. პირობები კი ნორმალურია,“ – გვითხრა …

როგორ გადავრჩე? – გარემოვაჭრეების ყოველდღიური საზრუნავი

ვაჭრობა ქუჩაში მათი უმრავლესობისთვის ფიზიკური გადარჩენის გზაა, ისინი დღეში 12 საათზე მეტს მუშაობენ ოჯახების სარჩენად. მათ სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. ისინი გარემოვაჭრეები არიან და მათ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე შეხვდებით. ბათუმის მერიაში კი მიიჩნევენ, რომ გარევაჭრობა ბათუმის იერსახეს ამახინჯებს. ბათუმელმა გარემოვაჭრეებმა, რომლებიც წერეთლის, ბერიძის და ესენინის ქუჩაზე წლების მანძილზე ვაჭრობდნენ, 28 იანვრის დილას აღმოაჩინეს, რომ სამსახურის …

ბათუმში გარევაჭრობა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაშიც აიკრძალა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, გარევაჭრობა აიკრძალა ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში. როგორც მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის დახლების აღებამდე მერიამ გარემოვაჭრეები გააფრთხილა და ისინი საკუთარი პროდუქციის რეალიზებისთვის  ე.წ. ბონის ბაზარში გადავლენ. გარევაჭრობის დახლებისაგან ქალაქის ქუჩების გათავისუფლება გასულ კვირას წერეთლის ქუჩიდან დაიწყო. გარევაჭრობის აკრძალვას საპროტესტო აქციები მოჰყვა ბათუმში გარემოვაჭრეთა მხრიდან. ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ადგილზე უარს აცხადებდნენ. გარემოვაჭრეებმა 28 …

რატომ სთხოვს გარანტიას ავტოსადგური გარემოვაჭრეებს

„ჩვენ ვითხოვთ გარანტიას, ე.წ. ბეს გადახდას, რომ შემდეგ ისევ არ მოხდეს პირობის შეცვლა,“ – ამბობს შპს „ბათუმის ავტოსადგურის“ დირექტორი, ზაურ სოლომონიძე. ბათუმის მერიასთან გარემოვაჭრეების მიერ მიღწეული შეთანხმების მიხედვით, გარევაჭრობისთვის ადგილი ავტოსადგურის ტერიტორიაზე უნდა მოეწყოს. გარემოვაჭრეების შეხვედრა ავტოსადგურის ადმინისტრაციასთან ერთი გარემოვაჭრის ადმინისტრაციული წესით დაკავებით დასრულდა. მოვაჭრეები გარანტიის გადახდას აპროტესტებენ. ავტოსადგურის დირექტორი კი, შენობის მეორე სართულზე მიუთითებს, …

შეთანხმება შედგა – გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადავლენ

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, მოვაჭრეების წარმომადგენლებსა და ქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების თანახმად, გარემოვაჭრეები არ ავლენ ძველი ავტოსადგურის მეორე სართულზე სავაჭროდ, დაელოდებიან, როდის დადგამს ქალაქის მერია სავაჭრო ფანჩატურებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე და მხოლოდ ამის შემდეგ  დაიწყებენ მუშაობას. მერიაში განაცხადეს, რომ 150-მდე სავაჭრო ფანჩატური მათთვის დაახლოებით 10-15 დღეში დამზადდება. გარემოვაჭრეების წარმომადგენლები ამჟამად ბათუმის მერიაში იმყოფებიან, დღეს ისინი …

„გთხოვთ, მოგვცეთ არსებობის საშუალება“ – გარემოვაჭრეები ბათუმის მერს მიმართავენ

დღეს, 29 იანვარს, ბათუმის მერიასთან ის გარემოვაჭრეები შეიკრიბნენ, რომელთა დახლები წერეთლის ქუჩიდან ბათუმის მერიამ 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. ისინი ბათუმის მერს, ლაშა კომახიძეს მიმართავენ, დაიწყოს ზრუნვა გარევაჭრობისთვის განკუთვნილი სივრცეების მოსაწესრიგებლად. „დასაქმების ადგილის არარსებობის გამო იძულებულნი ვართ, შვილების გამოსაკვებად აუცილებელი თანხა გამოვიმუშაოთ ქუჩაში ვაჭრობით. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ყოველ დღე ქუჩაში დგომა არ არის ჩვენი არჩევანი, …

დაკავებული გარემოვაჭრე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ქსენია ქელეში მოსამართლე სალიხ შაინიძემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ეს ის გარემოვაჭრეა, რომელიც დღეს, 28 იანვარს, პოლიციელებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვის დროს დააკავეს. „ვითხოვ ადვოკატის მომსახურებას,“ – მიმართა მოსამართლეს დაკავებულმა. ადვოკატის მოთხოვნა მოსამართლემ დააკმაყოფილა. ამ მოტივით გადაიდო დღეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა პირველ თებერვლამდე. ქსენია ქელეშს ადმინისტრაციული წესით წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობას ედავებიან. „შევეპასუხე, …

ბათუმში აქციის მონაწილე გარემოვაჭრე დააკავეს

დღეს, 28 იანვარს, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილე ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის მოტივით დააკავეს, ადმინისტრაციული კოდექსის 166 და 173 მუხლების თანახმად. გარემოვაჭრეებმა დღეს, 28 იანვარს, საპროტესტო აქცია მერიის წინ დაიწყეს, ისინი ლაშა კომახიძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც მოქალაქეებსა და პოლიციას შორის შელაპარაკება მოჰყვა. მერიამ გარემოვაჭრეთა დახლები …

„გამოდი!“- გარემოვაჭრეები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

ამ წუთებში ბათუმის მერიის წინ გარემოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ. გარემოვაჭრეების დახლები მერიამ წერეთლის ქუჩიდან გუშინ, 27 იანვარს, გვიან ღამით აიღო. გარემოვაჭრეები აცხადებენ, რომ ისინი ვაჭრობის აკრძალვით შემოსავლის ერთადერთ წყაროს კარგავენ. აქციის ერთი მონაწილე ცუდად გახდა. მერიასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. გარემოვაჭრეებს მერია ალტერნატიულ ადგილს სთავაზობს ვაჭრობისთვის – ბათუმის ავტოსადგურის ტერიტორიას, რომელიც იმავე კვარტალში …

„ქუჩის იერსახე ადამიანებზე მნიშვნელოვანია?“ – მორიგი მცდელობა გარევაჭრობის აღსაკვეთად

ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები ბათუმის მერიის შეთავაზებაზე დათანხმებას არ აპირებენ – აქ ამბობენ, რომ მათ სურთ, უფრო მოწესრიგებულ გარემოში იმუშაონ და საჭიროების შემთხვევაში გადასახადსაც გადაიხდიან, მაგრამ ისეთ ადგილას, სადაც ხალხმრავლობაა და ვაჭრობას შეძლებენ. წერეთლის ქუჩაზე ძირითადად ტანსაცმლით, საოჯახო წვრილმანებითა და ხილ-ბოსტნეულით ვაჭრობენ. ფასები ხელმისაწვდომია, აქ დღის განმავლობაში ხალხი მოძრაობს, რაც ვაჭრობისთვის ხელსაყრელია, თუმცა ამ ადგილზე …

როგორ აითვისა McDonald’s-მა ფეხით მოსიარულეთა სივრცე ევროპის მოედანთან

ბათუმში, ევროპის მოედანთან, McDonald’s-ის გახსნა მაისში იგეგმებოდა, თუმცა, როგორც კომპანიაში გვითხრეს, ობიექტის გახსნა გადაიდო: „ზუსტად არ არის დადგენილი, თუმცა გახსნა გადატანილია 6 ივნისისთვის“. ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, სადაც ბათუმში „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნი უნდა გაიხსნას, ამჯერად სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპანია „თ და კ რესტორნებმა“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ევროპის მოედანთან 142 …

მერია გარევაჭრობის აღსაკვეთად პოლიციასაც გამოიყენებს

ივნისის თვის დასაწყისიდან წერეთლისა და მის მიმდებარე ქუჩებზე გარევაჭრობის აღსაკვეთად, თუ საჭირო გახდა, მერია პოლიციასაც მიმართავს – აცხადებენ  ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში. „რა თქმა უნდა, პოლიციაც ჩაერთვება კანონის ფარგლებში და უნდა აღიკვეთოს გარევაჭრობა“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში ტარიელ გოგიტიძემ, სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის სპეციალისტმა. ტარიელ გოგიტიძის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩიდან მათ უკვე მიმართა 30-40-მდე გარემოვაჭრემ, …

კომახიძე გარემოვაჭრეებს: დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად

„ყოველგვარი პოპულიზმის გარეშე გეტყვით აქ. დღეში ერთ საათს მოვალ და დაგიდგებით დახლთან გამყიდველად იმისთვის, რომ ეს იყოს რეკლამა, მოვიდეს ხალხი და იყიდოს თქვენგან. მეტი ვერაფრით ვეღარ დაგიდგებით გვერდით… ან უნდა გადახვიდეთ, ან უკვე ჩვენ მივმართავთ იმ ზომებს, რა ზომებითაც აღვკვეთთ იქ ყველაფერს“, – ამ სიტყვებით ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ იმ გარემოვაჭრეებს მიმართა, რომლებიც დღეს, 29 …

ბათუმის მერია ტურისტულ სეზონამდე წერეთლის ქუჩიდან გარემოვაჭრეების გადაყვანას გეგმავს

იმ საკითხების  ჩამონათვალში, რომელთა გადაწყვეტაც  ბათუმის მერიის სამსახურებმა ტურისტული სეზონის დაწყებამდე უნდა მოასწრონ, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეებისგან გათავისუფლებაც შედის. ამის შესახებ მერმა, ლაშა კომახიძემ, სამსახურების უფროსებთან საგანგებო თათბირზე ისაუბრა. მერიაში მიიჩნევენ, რომ გარდა იმისა, უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და ქმნის ანტისანიტარიის კერებს, ასევე დისკომფორტს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, აფერხებს სკოლასა და საბავშვო ბაღთან მისასვლელ გზაზე გადაადგილებას. …

გარემოვაჭრე შესაძლოა სამი ათასი ლარით დაჯარიმდეს

ბათუმის მერია გარევაჭრობას კრძალავს. მერიის ოფიციალური განცხადებით, ბათუმში უნებართვო გარევაჭრობები აღარ იქნება. მერიის ინფორმაციით, წერეთლის ქუჩაზე უნებართვო გარემოვაჭრეებს გამაფრთხილებელი საინფორმაციო ფურცელი გადაეცათ. მერია გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელებას გოგოლის #1-ში მდებარე, „სათანადოდ აღჭურვილ“ სავაჭრო ადგილებში სთავაზობს. შესაბამისი ადგილებით სარგებლობის სიმბოლური საფასური ერთ ლარს შეადგენს, რაშიც კომუნალური გადასახადებიც შედის. „გარდა იმისა, რომ უნებართვო გარევაჭრობა ქალაქის იერსახეს აუშნოებს და …

გარევაჭრობა ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე [ფოტორეპორტაჟი]

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვს. მათი თქმით, გარევაჭრობის გამო ქუჩაზე ანტისანიტარიაა. გარემოვაჭრეებს კი ტერიტორიის დატოვება არ სურთ, ისინი ამბობენ, რომ ალტერნატიულ ფართობზე მათთვის ვაჭრობა მომგებიანი არ იქნება. ნახეთ თორნიკე თავაძის ფოტორეპორტაჟი წერეთლის ქუჩიდან.

Exit mobile version