მთავარი,სიახლეები

გარემოვაჭრეების აქცია: ჩვენ ვბრუნდებით წერეთლის ქუჩაზე

02.05.2019
გარემოვაჭრეების აქცია: ჩვენ ვბრუნდებით წერეთლის ქუჩაზე

ავტორი: ნანა ცეცხლაძე

ბათუმში, წერეთლის ქუჩის გარემოვაჭრეები, რომლებიც ორი თვის წინ ბათუმის მერიამ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ამ წუთებში აქციას მართავენ. ისინი აცხადებენ, რომ ისევ წერეთლის ქუჩაზე აპირებენ გადასვლას.

„პურის ფული არ მაქვს, შვილი მიკვდება მშიერი. მე მინდა, ჩემი მუშაობით ავიღო ხელფასი. სად არის სამუშაო. ხალხი, კაციშვილი არ შემოდის, ერთი ლარი არ მაქვს ნავაჭრი, – აცხადებს  ნანი ნინიკაშვილი და დასძენს, რომ მათ წინაშე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ, რადგან ის მათი ამომრჩეველია.

აქციის მონაწილეები, 50-მდე ადამიანი, შეკრებილები არიან ბათუმის 23-ე საჯარო სკოლასთან.

აქციაზე იმყოფება ნოშრევან საგინაძე, ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე. „ჩვენ არ დავუშვებთ წერეთლის ქუჩაზე გარევაჭრობას.“ – აცხადებს ის. „ჩვენ გავაკეთეთ კეთილმოწყობილი დახლები, არ ჩამოდის წვიმა. ყველაფერი გაკეთებულია ევროპულ დონეზე. ამ ხალხის მოთხოვნის შესაბამისად გავაკეთეთ ის ტერიტორია“.

ნოშრევან საგინაძის თქმით, მერია ქალაქში განათავსებს ბანერებს, სადაც აღნიშნული იქნება, რომ წერეთლის ქუჩიდან გარევაჭრობა გადავიდა ახალ სავაჭრო ცენტრში, ანუ ავტოსადგურში.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/181365/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: