აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან 56 დაჯარიმდა – დაჯარიმებულთა სია

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში [2019 წლის ივლისში] აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან [კაფე-რესტორნები, სასაკლაოები და სხვ.] 56 ობიექტი სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა. აქედან 9 შემთხვევაში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა [„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი].

ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენა, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე“.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ „ბიზნესოპერატორები სანქციის გატარებიდან მოკლე დროში ასწორებენ იმ დარღვევებს, რაც დაფიქსირდა ჩვენ მიერ და აგრძელებენ საწარმოო პროცესს, რაც პირველ რიგში, მათივე ინტერესებში შედის“.

სააგენტოში ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი მონაცემები, თუ რამდენმა ობიექტმა განაახლა მუშაობა საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ.

აჭარაში კვების ობიექტები დაახლოებით ერთი კვირის წინ შეამოწმეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] მიერ დაჯარიმებული ბიზნესოპერატორებისა და ობიექტების სია სადაც დარღვევები აღმოჩნდა [წყარო: სეს]:

„შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას. ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია,“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

რივიერაზე მშენებლობა საშიშია – პრემიერს და გარემოს მინისტრს გზშ-ს მოთხოვნით მიმართეს

ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც  მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია.

განცხადების შინაარს უცვლელად გთავაზობთ:

მოგეხსენებათ, რომ ქ. ბათუმში შპს რივიერამ წარმოადგინა ქ.ბათუმში[1], გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთების განაშენიანების გეგმა. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა, რომლის ღირებულებაც 65 მილიონი აშშ დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას, წარმოადგენს პროექტის – „ბათუმი რივიერას“ პირველ ფაზას.

[toggle title=”სქოლიო 1″]საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნ.თანდილაშვილის, 2019 წლის 4 ივლისის წერილი, 6683/01[/toggle]

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თურმე წარმოდგენილი განაშენიანების გეგმა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლას. ეს  მაშინ, როცა წარდგენილი პროექტი არის დაგეგმილი პროექტის ნაწილი და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში მას ექნება საკმაოდ დიდი ზემოქმედება ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ დაგეგმილია ლაგუნის შემოჭრა ხმელეთზე, რაც სრულად ცვლის სანაპირო ზოლს.

პროექტის განხორციელება საკმაოდ პრობლემატურია, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ქ.ბათუმში, კონკრეტულად ბათუმის კონცხის გარშემო, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილებისა და აგრეთვე მდ.ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერების გამო.

შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემატურია, როგორც ეს აღნიშნულია არა ერთ ნაშრომში და რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს[2]: ბათუმის კონცხის აგებულებაში ქვიშა მონაწილეობს მხოლოდ როგორც შემავსებელი, დაახლოებით 10-15%-ის ოდენობით. ბათუმის კონცხი, ისევე როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები, ძალზე დინამიკური და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენული მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე გროვდება ნატანი, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებში. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე, შესაბამისად, საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ აქ მშენებლობის განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა მეწყრული პროცესების პროვოცირება-განვითარების საშიშროებას ქმნის, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი[3].

[toggle title=”სქოლიო 2, 3″]მაგ.https://ge.boell.org/sites/default/files/downloads/Chanarti_Ekologia_Batumelebi.PDF 2010 წელი

მაგ. 1999 წლის 14 იანვარს, სრულიად წყნარ ამინდში მოწყდა 100 მეტრი სიგანისა და 200 მეტრი სიგრძის პლაჟი[/toggle]

იგივე საშიშროება აღწერილია „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში“, რომელიც წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების განუყოფელ ნაწილს. სტრატეგიის ავტორთა განცხადებით, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა[4]“.

დეველოპერმა[5] და ბათუმის მერმა[6] ეჭვქვეშ დააყენეს ამ ნაშრომის რელევანტურობა და განაცხადეს, რომ კვლევა არა გაერომ, არამედ სხვადასხვა სამინისტროს სპეციალისტებმა შეასრულეს და რომ კვლევა იყო თეორიული. მათი არგუმენტების უსუსურობას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მესამე ეროვნული შეტყობინების საფუძველზე დაწყებულია რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის პროექტი.

[toggle title=”სქოლიო 4, 5, 6″]Content

https://www.undp.org/content/dam/georgia/docs/publications/UNDP_GE_EE_Ajara_CC_2013_geo.pdf

https://batumelebi.netgazeti.ge/news/217873/[/toggle]

აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ არის მომზადებული ბათუმის სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებებისა და შავი ზღვის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპების[7] შესაბამისად. ეს გეგმა შეძლებდა სრულფასოვნად გაეცა პასუხი საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებაზე.

ამასთან, ცნობილია, რომ სანაპიროზე სასტუმროებისა და სახლების მშენებლობა ზრდის გარემოზე ანთროპოგენურ ტვირთს და აუარესებს პლაჟებისა და სანაპირო წყლების ხარისხს.[8]

სამინისტროსა და მერიისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი, დაგეგმილ შენობათა კომპლექსს რა ტიპის ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ქალაქში ჰაერის მასებზე. დეველოპერის მტკიცებით, ამ სახის ზემოქმედება იმიტომ არ იქნება, რომ პროექტით დაგეგმილ ასაშენებელ შენობა-ნაგებობებს შორის დაშორება 100 მეტრი იქნება. ეს არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, გვექნება თუ არა აქ ვენტურის ეფექტი (გაზრდილი ქარის სიჩქარე), თუ ის პირიქით შემცირდება. ამასთან, შესასწავლია რა ზემოქმედება ექნება კომპლექსს ქ. ბათუმის ჰაერის ხარისხზე, როგორც მშენებლობის, ასევე მისი ექსპლუატაციის დროს[9].

[toggle title=”სქოლიო 7, 8, 9″]Content

https://www.blackseascene.net/content/content.asp?menu=0040036_000000

www.air.gov.ge 30.07.2010 მონაცემით, ბათუმში წინა 365 დღის განმავლობაში, ჰაერის ხარისხი,  ძალიან კარგი იყო 1% დღეებისა, კარგი -37%, დამაკმაყოფილებელი 28%, ცუდი 30% და ძალიან ცუდი 5%.[/toggle]

ჩვენი შეფასებით პროექტი საფრთხეს უქმნის ქალაქ ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, კერძოდ – ისტორიულად  ჩამოყალიბებულ  ხედებსა  და  პანორამებს,  სოციალურ–ეკონომიკურ და  კულტურულ  კონტექსტს. ამასთან,  პრეზენტირებული საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს ქალაქის ისტორიული ნაწილის „გენეტიკურ კოდს“, მისი იდენტურობის განმსაზღვრელ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: განაშენიანების  გეგმარებითი  სტრუქტურა,  მორფოლოგია,  შენობების  მასშტაბი,  ხასიათი,  სილუეტი,  იერ–სახე  და  ლანდშაფტი.

გამომდინარე, ყოველივე ზემოთქმულიდან, გთხოვთ, უზრუნველყოთ ქალაქ ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და ამისთვის:

  1. მოსთხოვოთ შპს ბათუმი რივიერას განაშენიანების სრულფასოვანი დოკუმენტაცია
  2. უზრუნველყოთ გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების პროცედურა სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპებთან შესაბამისობაში.

საზოგადოება „ბათომი“

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“

ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“

 

 

 

 

რიჟვაძე აგვისტოში ტურიზმის ხელშესაწყობად ღონისძიებებს აანონსებს, მაგრამ არ აკონკრეტებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომა ტურისტულ სეზონზე საუბრით დაიწყო. მან განაცხადა, რომ მთავრობა გვერდით დაუდგება დაზარალებულ ოჯახებს და აგვისტოში ტურისტული სეზონისთვის ღონისძიებები იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა – ამის შესახებ რიჟვაძეს არ უსაუბრია.

„მაისში და ივნისში აჭარაში პრაქტიკულად გვქონდა პიკი ტურისტული სეზონის და ამას მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა. ივნისის თვეში დაფიქსირდა 38-პროცენტიანი ზრდა საზღვრის კვეთის მიმართულებით და 41-პროცენტიანი – აეროპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მოწმობს, რომ ჩვენ გვექნებოდა პრაქტიკულად ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

მაგრამ მუდმივი შტურმი, მუდმივი ქაოსის შექმნის მცდელობა, მუდმივი არეულობის შექმნის მცდელობა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზიანს მიაყენებდა წარმატებულ ტურისტულ სეზონს, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს დინამიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა, შევინარჩუნოთ და ამ მიმართულებით ცენტრალურ მთავრობასთან ვიმუშაოთ, რომ ოჯახებს, რომლებიც ამ კონკრეტული ქმედებების შედეგად, როგორც სეზონური სესხების გადახდის ნაწილში, ასევე დასაქმების ნაწილში დაზარალდნენ, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და ჩვენ აგვისტოს თვეში ვატარებთ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის გამოსწორებას, მიზნად ისახავს არსებული ნიშნულის შენარჩუნებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ ტურისტული სეზონი ჩატარდეს წარმატებით აჭარაში და არავის მივცეთ საშუალება მოახდინოს ჩვენი მოქალაქეების, ოჯახების, მათი ეკონომიკური ინტერესების დაზიანება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

__________________

აჭარის მთავრობის სხდომა. ფოტო: ცაგო კახაბერიძე/„ბათუმელები“

ამავე თემაზე: 

თორნიკე რიჟვაძე 20 ივნისის მოვლენებს 28 ივნისს გამოეხმაურა

#silksummer – მზე, კამკამა სანაპირო, ყველაზე სწრაფი ინტერნეტი და მრავალფეროვანი გართობა

#silksummer – ზაფხული სილქნეტთან ერთადსაზაფხულო შეთავაზებას გულისხმობს, მათ შორის ტურისტებისთვისაც. წელს სილქნეტმა განსაკუთრებით იზრუნა  არამარტო ჯეოსელის აბონენტებისთვის, არამედ საქართველოში დასვენების ყველა მსურველისთვის, ვინც საზაფხულო სეზონის გატარება აჭარაში გადაწყვიტა. ბათუმში ჩასულებს „ივერია ბიჩი“ არაერთი წელია მასპინძლობს სტუმრებს. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ ტერიტორიიდან გაუსვლელად მთელი დღე საუკეთესოდ გაატარო: არაჩვეულებრივი კამკამა სანაპირო ზოლი და კომფორტული გარემოსილქნეტმა, როგორც სპონსორმა, ამ ყველაფერზე დიდი ხნის წინ იზრუნა და „ივერია ბიჩზე“ განსაკუთრებული კომფორტი შექმნა.

სილქნეტმა, ასევე, ყველა მოთხოვნისა და სურვილების მქონე დამსვენებელზეც იფიქრა და მრავალფეროვნებისათვის, „ივერია ბიჩისგან“ განსხვავებული კონცეფციის ბრენდირებული სანაპიროც მოაწყო. „ივერია ბიჩის“ გვერდით, უკვე რამდენიმე სეზონის განმავლობაში, ფუნქციონირებს „სილქ სანაპირო“. სილქნეტის ბრენდის მსგავსად, აქაურობაც სახეცვლილია. „სილქ სანაპირო“ წელს კიდევ უფრო მხიარული ფერებით და მეტი ფუნქციებითაა დატვირთული. ეს ცვლილებები შესვლისთანავე იგრძნობა. პლაჟის ტერიტორია ადაპტირებულია. ამისათვის კი სილქნეტმა მთლიანად განაახლა პლაჟზე მისასვლელი პანდუსი

საქართველო ერთერთი საინტერესო ადგილია მსოფლიოში ღამის კლუბების მიხედვით. ამ მხრივ, ზაფხულის სეზონზე აჭარის რეგიონიც არ არის გამონაკლისი. ღამის კლუბი „გეითი“ არაერთი წელია, რაც საუკეთესო კლუბია ღამის ცხოვრების მოყვარულებისთვის. იქვეა კლუბი „ბოტანიკოც“

ისევე, როგორც „სილქ ბიჩსა“ და „ივერია ბიჩს“, სილქ როუდ ჯგუფის ქოლგის ქვეშ შემავალ ამ ორ კლუბსაც სილქნეტი სპონსორობს. აქ ამ ზაფხულს კლუბური მუსიკის მსოფლიოში  ცნობილი არაერთი  შემსრულებელი ეწვევა. მათ შორისაა, წლევანდელი სეზონის ყველაზე მთავარი ღონისძიება – SADAR BAHAR. ასევე, ცნობილია ძირითადი ლაინაფი, რომელსაც აჭარაში ჩასული ელექტრონული მუსიკის მოყვარულები ნამდვილად არ გამოტოვებენ:

3 აგვისტოს კლუბი GATE უმასპინძლებს Bassiani-ს რეზიდენტებს და მუსიკოსებს Kancheli,Ndrx,Zitto-ს.

2-4 აგვისტოს ბათუმში, კლუბ „ Iveria Beach“ გაიმართება ზღაპრული და დაუვიწყარი წვეულება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული არტისტები 36 საათიანი ფესტივალს წარუძღვებიან. 

9 აგვისტოს კლუბ GATE- ში  იაპონელ DJ-ისა და პროდიუსერს Takaaki Itoh-ის კომპოზიციები გაჟღერდება.

10 აგვისტოს Iveria Beach უმასპინძლებს ლეგენდარულ არტისტს შეერთებული შტატებიდან SADAR BAHAR-ს. მისი მუსიკალური ცოდნისა და უნიკალური გემოვნების გამო სადარ ბაჰარი დღემდე ითვლება ჰაუს და დისკო მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად მსოფლიოში.
ასე, რომ, #silksummer –  “ივერია ბიჩი” დასილქ სანაპირო” მხიარულ, მრავალფეროვან და ენერგიულ ზაფხულს გვპირდება. თანაც, აჭარაში  ჯეოსელის ქსელი წელს განსაკუთრებულად სწრაფი 4.5G ინტერნეტით დახვდა სტუმრებს. აბონენტებს მრავალფეროვანი ინტერნეტ პაკეტები შეუძლიათ გაიაქტიურონ. სიახლეა ტურისტებისთვის, სილქნეტი  მათ 20%-იანი ფასდაკლებით ტურისტულ პაკეტს -„All Inclusive“ სთავაზობს. 

აჭარის მთავრობა ინვესტორებისთვის ხელშეწყობის საკითხებს განიხილავს

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა მიმდინარეობს. მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავს.

სხდომაზე განიხილავენ განკარგულების პროექტებს, რომლებიც საინვესტიციო საქმიანობის ხელშესაწყობად განსახორციელებელ ღონისძიებებს ითვალისწინებს მოქალაქე როლანდ შანთაძის, შპს „ევრო თაუერის“, შპს „ორბი ჯგუფის“ და შპს „ბიჯი თრეიდის“ მიმართ.

სხდომაზე ასევე განიხილება განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს არასტანდარტული საცხოვრისის ე.წ. ბარაკული საცხოვრებლების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში ორი კომპანიისთვის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას.

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებს შორის მოისმენენ 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შესრულების ანგარიშს და პროექტი უმაღლეს საბჭოს წარედგინება.

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 102,4 პროცენტით შესრულდა და 138 152 700 ლარი შეადგინა [გეგმა იყო 134 951100 ლარი]. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საშემოსავლო გადასახადის ზრდა 12 026 700 ლარს შეადგენს. 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტალის შემოსავლები 105,1 პროცენტით შესრულდა.
საშემოსავლო გადასახადი [ორი კვარტალი]:
2018 წელი – 117 645 634 ლარი;
2019 წელი – 129 672 260 ლარი

ინფორმაციას ქობულეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე აგროპარკის იჯარით გაცემის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი გააცნობს სხდომაზე დამსწრეებს. სოფლის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იგეგმება აგროპარკის, 25 წლის ვადით, იჯარით სარგებლობაში გადაცემა ელექტრონული აუქციონით. აგროპარკი – მდებარეობს ქობულეთის სოფელ ალამბარში, სულ 62 220 კვ.მ. მიწის ფართობზე, სადაც მოწყობილია 50 ერთეული, თითოეული 500 კვ.მეტრიანი სათბური, შესაბამისი ინფრასტრუქტურის ობიექტებით. აგროპარკის საბაზრო ღირებულება სულ 4 382 900 ლარია.

მთავრობის სხდომა ამ წუთებშიც [12:50 სთ] მიმდინარეობს.

მურა დათვი მაჭახელას ეროვნულ პარკში

მაჭახელას ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა. მურა დათვი საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

მურა დათვი
ფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკი

ხელოვნების უნივერსიტეტის სკვერში 200-მდე ხეს დარგავენ

ბათუმში, ზუბალაშვილის ქუჩაზე, ხელოვნების უნივერსიტეტის მიმდებარედ გაშენებული ახალი სკვერი ოფიციალურად ხვალ, პირველ აგვისტოს გაიხსნება.

პარკის გახსნაზე, როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 200-მდე ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი. „დაირგვება როგორც წიწვოვანი, ასევე, ფოთლოვანი ნარგავები, მათ შორის კალისტემონი, ტუია, როდოდენდრონი და მაგნოლია“, – გვითხრეს მერიაში.

პარკის გახსნაზე დაუკრავს ბათუმის ჯაზ-ბიგ-ბენდი.

სკვერის მშენებლობა ზუბალაშვილის ქუჩაზე გასულ წელს დაიწყო, მის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 375 451 ლარი იყო გამოყოფილი. ტერიტორიის ფართობი, სადაც სკვერი მოეწყო, 3 518 კვ.მეტრია. სკვერში ფუნქციონირებს შადრევანი და საპირფარეშო.

ახალი სკვერის გახსნა საღამოს 21:00 საათზეა დაგეგმილი.

 

 

40 წლის კაცი ბინაში შეიპარა და 11 წლის გოგოსთან სექსუალური კონტაქტი სცადა

მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღეს, 31 ივლისს, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს ტ.ხ.-ს საქმეს. მას პროკურატურა სხვის ბინაში უკანონო შეღწევას, ასევე, 11 წლის გოგოსთან გარყვნილი ქმედების ჩადენას ედავება. ბრალდებული კაცი 40 წლისაა.

საქმის მასალების მიხედვით, ბრალდებული ბათუმში მდებარე იტალიურ ეზოში, ერთ-ერთ ბინაში, დაუკითხავად შევიდა მაშინ, როცა იქ 11 წლის გოგოს მარტოს ეძინა. შემთხვევა დღისით მოხდა. გოგო დედასთან ერთად ცხოვრობს, დედა კი ამ დროს სახლში არ იყო.

გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, გოგოს შიშველი ბრალდებული ლოგინში ჩაუწვა და მასთან სექსუალური კონტაქტის დამყარება სცადა. გოგომ ბინიდან გამოსვლა მოახერხა და მეზობელს შველა სთხოვა. დაზარალებული და ბრალდებული ერთმანეთს არ იცნობენ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული დაზარალებულად მიჩნეული გოგოს დედას ქალაქიდან იცნობდა. დედამ უკვე მისცა ჩვენება გამოძიებას ბრალდებულის წინააღმდეგ.

ბრალდებულის ადვოკატის, სოლომონ კოჩალიძის თქმით, ბრალდებული წარდგენილ ბრალს სრულად აღიარებს. ის წინასწარ პატიმრობაშია და ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ამ ეტაპზე, ადვოკატის თქმით, საპროცესო შეთანხმება არ განიხილება.

ბათუმში 3 უცხოელის დაჭრაში მხილებული პირი არასრულწლოვანია

30 ივლისს ბათუმის ახალ ბულვარში სამი უცხოელის დაჭრაში მხილებული პირი 2001 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, არასრულწლოვანია.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

შემთხვევა გუშინ, 30 ივლისს, ღამით, მოხდა. სამი ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს ბათუმში, ახალ ბულვარში, მოცეკვავე შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამედიცინო სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორმა მათგანმა უკვე დატოვა კლინიკა, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს,  „გაუმჯობესებული მდგომარეობით აგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას.“

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილ პირებს შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა.

კახა მიქელაძე ბრალს აღიარებს – „ფეისბუქპოსტის გამო მერიის ყოფილი თანამშრომლის დაჭრის საქმე“

თანხმობის ნიშნად კახა მიქელაძემ და ირაკლი აბუსერიძემაც თავი დაუკრეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძეს, როცა მან იკითხა: ცნობთ თუ არა წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ?

კახა მიქელაძე უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია. ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი – ალეკო თევზაძე მას და კიდევ ირაკლი აბუსერიძეს ფიზიკურ ძალადობას ედავება. დღევანდელ პროცესს ალეკო თევზაძე არ დასწრებია. ბრალდებულები გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები.

დღეს, 31 ივლისს, სასამართლო სხდომა სულ რამდენიმე წუთში დასრულდა, რადგან ყველა მტკიცებულება, რაც ამ საქმეზე პროკურატურამ წარადგინა, ბრალდებულებმა დასაშვებად მიიჩნიეს და უდავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მორიგი პროცესიც მალე დასრულდება და, შესაბამისად, საქმის განხილვაც. მოსამართლე ამ შემთხვევაში ვერ მოისმენს ვერც ერთი მოწმის ჩვენებას, რომლებმაც ჩვენება გამოძიებას მისცეს – დასკვნითი სიტყვების მოსმენის შემდეგ მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოიტანოს.

კახა მიქელაძე ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მან გვითხრა, რომ მას შემდეგ ისაუბრებს და კონკრეტულ ფაქტებსაც გააჟღერებს, როცა სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

საუბარია ბათუმში 21 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე – ევროპის მოედნიდან ბათუმის მერიის ყოფილი თანამშრომელი წაიყვანეს და ხელის, ასევე, თავის არეში დაჭრეს. ალექსანდრე თევზაძის თქმით, იყო მისი გატაცების მცდელობაც, რის შემდეგაც მან მძღოლს კაფე „კონტესთან“ მანქანა გააჩერებინა. დაპირისპირება ფეისბუქპოსტს მოჰყვა.

ბრალდებულები ბათუმში 24 ივნისს დააკავეს. მათ გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით ედავებოდა, რაც ხულიგნობის ჯგუფურად ჩადენას გულისხმობს. მალევე გამოძიებას პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა. კახა მიქელაძეს პროკურატურა ამჯერად 126-ე მუხლით ედავება, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს, ირაკლი აბუსერიძეს კი – 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების მუხლია.

ამ თემაზე:

რატომ გაუწიეს „შეღავათი“ პირებს, რომელთაც ალექსანდრე თევზაძე დაჭრეს

 

ბათუმში 3 უცხოელი ტურისტი დაჭრეს

30 ივლისს, ღამის საათებში სამი ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს ბათუმში, ახალ ბულვარში, მოცეკვავე შადრევნების მიმდებარე ტერიტორიაზე.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილ პირებს შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანის მოქალაქეა. უცხოელია დანარჩენი ორი დაზარალებულიც.

დაჭრილები სასწრაფო დახმარების სამედიცინო სამსახურმა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ორმა მათგანმა უკვე დატოვა კლინიკა, მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა, ერთს კი ოპერაცია ჩაუტარდა და როგორც რეფერალურ ჰოსპიტალში გვითხრეს,  „გაუმჯობესებული მდგომარეობით აგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას.“

შს სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის ჩადენაში მხილებული მონაწილე პირი არის 2001 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

სუს: აღსრულების პოლიციის ოფიცრისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე შალვა თ. დააკავეს.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შალვა თ-მ საცხოვრებელი ბინიდან მობინადრეთა გამოსახლების პროცესის დაჩქარების სანაცვლოდ, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის ოფიცერს ქრთამის სახით 500 აშშ დოლარი შესთავაზა, ხოლო 300 აშშ დოლარი წინასწარ გადასცა.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

____________

ფოტოზე: კადრი სუს-ის მიერ გავრცელებული ვიდეომასალიდან

საინფორმაციო შეხვედრა ევროპის ფონდის საგრანტო პროგრამების შესახებ

2019 წლის 1 აგვისტოს, 12:00 საათზე ევროპის ფონდი აჭარაში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა (სსო) და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრას გამართავს ღია კარის საგრანტო პროგრამის თაობაზე.

შეხვედრის ფარგლებში ფონდი დაინტერესებულ ორგანიზაციებს ღია კარის საგრანტო მექანიზმის პირობებსა და კრიტერიუმებს გააცნობს. ამას გარდა, გრანტის მიღებით დაინტერესებულ სსო-ებს საშუალება ექნებათ ფონდის წარმომადგენლებს საკუთარ საპროექტო იდეასთან დაკავშირებული კონკრეტული შეკითხვები დაუსვან.

შეხვედრა გაიმართება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ოფისში.

მის.: ბათუმი, მ. აბაშიძის ქ. N48.

დასწრება თავისუფალია!

რამდენ მილიონს ხარჯავს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად

ევროკავშირი საქართველოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის მთლიანი ბიუჯეტი 179.5 მილიონი ევროა. პროექტის განხორციელება დაიწყო 2013 წელს და დასრულდება 2020 წელს.

რა შემთხვევაში ფინანსდება ფერმერი? როგორ ვითარდება ის ბიზნესი, რომელიც ასევე ENPARD-ის ფარგლებში წინა წლებში დაფინანსდა?  – ამ და სხვა კითხვებზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ENPARD-ის პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის განვითარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის მხარდაჭერას და წახალისებასაც ახდენს. ამასთან, პოტენციურ მეწარმეებს საპროექტო წინადადებების ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაში ეხმარება. პროგრამის მხარდაჭერით ასევე გათვალისწინებულია სოფლად არსებული მომსახურებების გაუმჯობესება

 

ENPARD-ის მიერ დაფინანსებული პროექტები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

გაფიცვის ერთ-ერთ ლიდერ სოცმუშაკს შვებულების უფლება არ მისცეს და სამსახურიდან წავიდა

„უსუსური და უსამართლო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სოციალური დაცვის კუთხით და მათ შორის, სოცმუშაკებისთვის,“ – თქვა ჩვენთან საუბრის დროს ინგა დავითაძემ. ინგა უკვე ყოფილი სოციალური მუშაკია – გუშინ, 29 ივლისს, მას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ჩაჰბარდა. რამდენიმე თვის წინ ინგა კოლეგებთან ერთად გაიფიცა და სისტემური ცვლილებები მოითხოვა. ივლისის დასაწყისში კი, მან კანონით გათვალისწინებული უფასო შვებულება მოითხოვა,  რაზეც უარი უთხრეს. შვებულებაზე უარის შემდეგ ინგა დავითაძემ სამსახურის დატოვებაზე დაწერა განცხადება.

რის გამო დატოვა სამსახური სოციალურმა მუშაკმა, რომელიც სოცმუშაკების გაფიცვის პროცესში ერთ-ერთი ლიდერი იყო ბათუმიდან და რა ხდებოდა სააგენტოში მას შემდეგ, რაც გაფიცული სოცმუშაკები სამსახურში დაბრუნდნენ? – „ბათუმელები“ ინგა დავითაძეს სოციალურ ქსელში ესაუბრა. იგი ამჟამად ესპანეთში იმყოფება.

ინგა, თავდაპირველად გვითხარით, რის გამო დატოვეთ სოციალური მომსახურების სააგენტო და გაასაჩივრებთ თუ არა სააგენტოს უარს უფასო შვებულებით სარგებლობაზე?

მე ვარ ნათელი მაგალითი იმის, რომ შესაძლოა 18 წლის განმავლობაში იბრძოლო და ვერაფერს მიაღწიო. უსუსური და უსამართლო აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა სოციალური დაცვის კუთხით, მათ შორის, სოცმუშაკებისთვის… ბრძოლა არ დასრულებულა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმ ადამიანების უფლებების დაცვას, ვისთვისაც ვიბრძოდით. ჩვენი ბრძოლა „ბათუმელებიდან“ დაიწყო, სადაც პირველად ვისაუბრეთ მე და ჩემმა კოლეგებმა არსებულ პრობლემებზე. ეს იყო სტატია „ზრუნვა ცარიელი ხელებით“. მახსოვს, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამას ჩვენი ხელმძღვანელობისა და სამსახურების მხრიდან – როგორ გავბედეთ და გამოვამზეურეთ ასე პრობლემები, გადარეულია სამმართველოს უფროსიო, მეუბნებოდნენ.

ახლაც არ მინდა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, მაგრამ თბილისიდან დამირეკეს და მომთხოვეს კონკრეტული ოჯახები, რომლებსაც სოციალური მუშაკები პირადად, საკუთარი ხარჯებით დავეხმარეთ. სტატიაში ვსაუბრობდი ერთ-ერთ ბავშვზე, რომლის დედაც კვების პროგრამაში ჩართვას ითხოვდა, ამას კი რამდენიმე თვე სჭირდებოდა და ჩვენ, სოცმუშაკები ვუგროვებდით თანხას. როცა დარეკეს, ვუთხარი, რომ ახლა ის ბავშვი უკვე ორი წლისაა და ცოცხალია. არც ამ სატელეფონო ზარების შემდეგ მისულან იმ ბავშვის ოჯახში, სამწუხაროდ.

სამწუხაროა, რომ ეს მიდგომა არც გაფიცვის შემდეგ შეიცვალა. გაფიცვის დღეებში ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთმა მშობელმა, ვისი შვილიც შენობიდან ჩამოვარდა და ძლივს გადარჩა. დედა ითხოვდა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართვას. გაფიცვის დღეებში აცხადებდნენ სამინისტროში, რომ ჩვენ ჩაგვანაცვლეს და პრობლემა არ შექმნილა. სინამდვილეში კი, მე იმ ბავშვის დედის განცხადება სამუშაო მაგიდაზე დამხვდა.

კონკრეტულად რა მოტივით გითხრეს უარი უფასო შვებულებაზე?

უფასო შვებულებას ვითხოვდი ჩემი შვილის პრობლემების გამო. ვიდრე სოციალური მუშაკი ვიყავი, ოჯახი თითქმის მიტოვებული მყავდა… ჩემს შვილს ჰქონდა მეტყველების პრობლემა და საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, გადაიზარდა ლოგონევროზში [იგულისხმება 2017 წელს ბათუმის მე-14 საბავშვო ბაღში მომხდარი შემთხვევა, სადაც მშობლის თქმით, ბავშვებს ერთმანეთის თანდასწრებით აშიშვლებდნენ პარაზიტებზე შემოწმების მიზნით. ეს შემთხვევა ამ დრომდე გამოუძიებელია].

მე, სოციალური მუშაკი, შევესწარი უშუალოდ ბავშვზე ძალადობის შემთხვევას, დავრეკე 112-ზე და რეაგირება იყო ის, რომ მე მისაყვედურეს, ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა როგორ გავაპროტესტე ისევ ჯანდაცვის სამინისტროს ტენდერით განხორციელებული სამუშაო. ამ პროექტს ახორციელებდა ბაღების გაერთიანება და ბათუმის პირველი პოლიკლინიკა. სამსახურში მომთხოვეს ახსნა-განმარტების დაწერა მაშინ იმის გამო, რომ ერთი საათით დავტოვე სამსახური. არადა, აღმზრდელმა დამირეკა ბაღიდან, რომ ჩემი შვილი ტიროდა, ვერ აჩერებდნენ და იყო ცუდად. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კი მედიით გააკეთა შეფასება, ყველა ხელის დაბანაზე მშობელს ვერ დავურეკავთო. ბავშვის თანატოლებთან გაშიშვლება და ბავშვზე ძალადობა ხელის დაბანას არ უნდა შეადარო, ნამდვილად.

ამჯერად მოვითხოვე უფასო შვებულება 90 დღით, რადგან ლოგონევროზზე, სამწუხაროდ, საქართველოში ვერ მუშაობენ. მითხრეს, რომ „საჭიროებიდან გამომდინარე“ ვერ მივიღებდი უფასო შვებულებას. სააგენტოს არ დაუკონკრეტებია, რა იყო ეს საჭიროება. იძულებული გავხდი, სამსახურიდან წასვლა მომეთხოვა, რაც დამიკმაყოფილეს. ჯერ არ ვიცი, ვიდავებ თუ არა სამართლებრივად სააგენტოს წინააღმდეგ, პროფესიულ კავშირთან გავდივარ კონსულტაციას.

რა ხდებოდა გაფიცვის შემდეგ, ანუ აპრილიდან, როცა სამსახურში დაბრუნდით – რამდენად შეცვალა თქვენ მიმართ დამოკიდებულება ხელმძღვანელობამ?

მოგეხსენებათ, რომ გაფიცვის არც ერთი პირობა არ შესრულებულა. როცა დავბრუნდით, არ მოსულა ჩვენთან არც ერთი ხელმძღვანელი და არ უთქვამს, რომ რამე გამოსწორდება. პირიქით, ჩვენთან შემოვიდა რუსუდან სალუქვაძე [სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე] და გვისაყვედურა, ამდენი საქმე რომ დაყარეთ და წადით, ერთ-ერთი მაინც დარჩენილიყოო. ანუ ჩვენ თურმე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით ვერ უნდა ვისარგებლოთ, ხელმძღვანელობას ზედმეტი საქმე რომ არ მისცემოდა. ფილიალის ხელმძღვანელი, თემურ ქარცივაძე, საერთოდ არ შემოსულა და არაფერი უთქვამს. ის ისე იქცეოდა, ვითომც არაფერი მომხდარა.

გაფიცვის დროს სამინისტრომ თქვა, რომ თქვენ ხელმძღვანელების სამსახურებრივი ავტომანქანებით შეძლებდით გადაადგილებას. იყენებდით იგივე თემურ ქარცივაძის ავტომანქანას? 

არა, მე პირადად არასდროს გამომიყენებია. ეს არის კომუნიკაციის პრობლემა. ძირითადად ასევე ექვსი საათის შემდეგ ხდებოდა შემთხვევები, სადაც გასვლა იყო საჭირო და გადაადგილება იყო პრობლემა. ამ დროს კი, ხელმძღვანელობა ძირითადად სამსახურში აღარ არის.

ახალი ტენდენცია, რაც გაფიცვის შემდეგ მოხდა, იყო საჩივრები სოციალური მუშაკების წინააღმდეგ. მე 18 წელი ვმუშაობდი და წელი ისე გავიდოდა, საჩივარი არ იწერებოდა. ახლა კი ერთდროულად 4 საჩივარი დაიწერა, მაგალითად, ჩემ წინააღმდეგ. მე არ მისაუბრია ბენეფიციარებთან, რატომ დაწერეს საჩივრები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანმიმართულად ხდებოდა. სხვების წინააღმდეგაც აწერინებენ საჩივრებს. ერთ-ერთი საჩივრის შემდეგ, რუსუდან სალუქვაძემ დამიბარა და მითხრა, რომ საყვედური უნდა დამიწეროს. ვუთხარი, რომ ჯერ საქმის შესწავლაა საჭირო. ეს ის ქეისი იყო, რომელიც სასამართლომაც გამოიყენა, როგორც სოციალური მუშაკის დასკვნა. ჩემთვის საბოლოოდ არ დაუწერიათ საყვედური, მაგრამ ეს პროცესი გააქტიურებულია.

გავიგეთ, რომ განიხილება სოციალური მუშაკების ჯანდაცვის სისტემისგან ჩამოშორება და ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში გადაყვანა. თქვენ თუ გსმენიათ ამის შესახებ?

კი, ეს საკითხი განიხილება. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროს ინტერესია მოიშოროს სოციალური მუშაკები. „ეს სოციალური მუშაკები“, „ეს ბავშვზე ზრუნვის დეპარტამენტი“ – ასე მოგვიხსენიებდნენ ბოლო პერიოდში, ეს გვესმოდა. ვფიქრობ, არ იქნება ცუდი ტრეფიკინგის ფონდის დაქვემდებარებაში გადასვლა, რადგან ტრეფიკინგი არის ჩვენი სამუშაოს ერთ-ერთი მიმართულება და არ შეიძლება სოციალური მუშაკი 32 საქმეს ერთდროულად აკეთებდეს. ვფიქრობ, ასე შესაძლებელია უფრო მეტად მოახერხოს ხელისუფლებამ ამ კუთხით მუშაობა.

სოციალური მუშაკების გაფიცვა ბათუმში. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

 

 

 

ბათუმში საღამოს 6-დან 8-საათამდე ძლიერი ქარია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების გაფრთხილება

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 30 ივლისს, 18:00 საათიდან 20:00 საათამდე აჭარის ტერიტორიაზე მოსალოდნელია შკვალური [ხანმოკლე ქარიშხალი] სამხრეთ-დასავლეთის ქარის გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე.

„შეიძლება ვთქვათ, რომ საგანგაშო არ არის, მაგრამ ბათუმისთვის ეს ძლიერი ქარია. რაც შეეხება ზღვას, შესაძლოა შტორმი არ გაძლიერდეს, მაგრამ უმჯობესია მოქალაქეები მოერიდონ სანაპიროს და გამოიჩინონ სიფრთხილე“, – გვითხრეს ობსერვატორიაში.

ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს ბათუმში ჰაერის ტემპერატურა მაქსიმუმ +32 გრადუსი დაფიქსირდა, ქობულეთში კი +38 გრადუსამდე.

ამ თემაზე:

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

„ექიმმა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელებაო“ – რატომ აღარ ჩნდებიან ფოთში ბავშვები

„მახსოვს, ექიმმა როცა იყვირა, აღარ ღირს გზის გაგრძელება, გააჩერეთ მანქანაო… რამდენიმე წუთში სასწრაფოს მანქანაში ჩემი გოგო დაიბადა,“ – ამას ფოთში მცხოვრები მარიამ სიგუა ამბობს. ის არ არის პირველი, ვინც სამშობიაროდ ფოთიდან ყველაზე ახლოს მდებარე ქალაქში – სენაკში წაიყვანეს. მას შემდეგ, რაც ფოთში ერთადერთი სამშობიარო სახლი დახურეს, ფოთელები შვილებს სენაკში აჩენენ. სენაკი ფოთიდან 36 კილომეტრითაა დაშორებული.

მარიამ სიგუა შვილთან ერთად

მარიამ სიგუამ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში ბავშვი 26 ივლისს გააჩინა. სასწრაფო დახმარების ექიმების სიყოჩაღეზე წერდა იმ დღეებში მედია, თუმცა არ გარკვეულა, რატომ არ არის სამშობიარო სახლი ფოთში.

„…ჩემი ქმარი მუშაობს, მეტალურგია. სახლში მხოლოდ დედამთილი და ქმრის ბებია იყვნენ. მუცლის ტკივილი როცა ვიგრძენი, სასწრაფო გამოვიძახე. ვიცოდი, რომ სენაკში მომიწევდა წასვლა, მაგრამ გზაში თუ ვიმშობიარებდი, არ მეგონა… აღარ მინდა გახსენება, ძალიან რთული იყო, ისეთი ტკივილები მქონდა, მაგრამ ექიმები შემხვდნენ კაი,“ – გვიყვება მარიამ სიგუა და დასძენს, რომ არ დაგვავიწყდეს საყვედურის აღნიშვნა, – „როგორ შეიძლება ფოთში ერთი სამშობიარო მაინც არ იყოსო“.

მარიამ სიგუა სენაკის სამშობიაროში ბავშვთან ერთად მივიდა. „ყველა გამომეგება. იცოდნენ უკვე, გზაში იმშობიარა ქალმაო… მომხედეს და გუშინ წამოვედით სახლში. ახლა კარგად ვართ,“ – აღნიშნავს მარიამ სიგუა.

მარიამი და თემური ჩვილთან ერთად

ფოთის სამშობიარო სახლი 2019 წლის თებერვალში დაიხურა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უარყოფითი დასკვნის საფუძველზე. დასკვნის მიხედვით, სამშობიარო სახლი სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა. დასკვნა არ გაუსაჩივრებიათ სამშობიაროშიც, რომელიც 2002 წლიდან კერძო საკუთრებაა. სამშობიარო სახლის მეწილეებმა სამშობიაროს დახურვამდე ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარება ითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს. სამშობიარო სახლის 85-წლიან შენობას რემონტი სჭირდებოდა, პირველ რიგში, სახურავი იყო შესაკეთებელი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაშინ, როცა ფოთის სამშობიარო სახლი იხურებოდა, ფოთის ჯანდაცვის სამსახურში აცხადებდნენ, რომ კერძო კომპანიას ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებით ვერ დაეხმარება და „რეანომობილები უსწრაფესად მოემსახურებიან ბენეფიციარებს“.

ამ ფრაზას ფოთის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსი, მაია მაკალათია ამბობდა. რას ამბობს იგი დღეს, როცა ფოთელმა ქალმა ბავშვი გზაში გააჩინა?

„მაქსიმალური ყურადღების ქვეშ არის თითოეული მშობიარე და მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო სამსახური მთლიანად მუნიციპალური ტერიტორიული ერთეულების მიხედვით…“ – გვითხრა ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, მაია მაკალათიამ. მას რამდენიმე დღის წინ მომხდარი შევახსენეთ, როცა ქალმა სასწრაფოს მანქანაში იმშობიარა.

„ეს უკვე პირდაპირ დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. მოგეხსენებათ, სამეანო თემა დროში არ არის ზუსტად გაწერილი და არის მოულოდნელი წუთები… პროფესიონალ ექიმებს შეგიძლიათ დაუსვათ ეს შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ პრობლემას, მაგრამ უფრო დიდ რისკებთან იყო დამოკიდებული ძველ სამშობიაროში მშობიარობა. ჩვენ უფრო დიდ მსხვერპლს მივიღებდით,“ – აღნიშნა მაია მაკალათიამ. მისივე თქმით, ამ დრომდე სამშობიარო ვერ გარემონტდა, რადგან კლინიკას 42 მეწილე ჰყავს და ისინი ინვესტორს ვერ უთანხმდებოდნენ. მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ახლაც მიიჩნევს, რომ კერძო კომპანიის საქმიანობაში სახელმწიფო ვერ ჩაერეოდა.

„სამშობიარო სახლი საახალწლოდ დაიწყებს მუშაობას,“ – ამბობს ფოთის სამშობიარო სახლის ერთ-ერთი მეწილე და ხელმძღვანელი, ნანა მორგოშია. მისი თქმით, სახლში ახლაც ფუნქციონირებს ქალთა კონსულტაციის ცენტრი, სამეანო განყოფილებაში კი – სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

„შემოვიდა ინვესტორი მამუკა მიქაძე, ის გახდა ერთ-ერთი მეწილეც და მიმდინარეობს აქტიური სარემონტო სამუშაოები. ჩვენ უკვე მივიღეთ სამედიცინო რეგულირებიდან A დონის სერტიფიკატი, ანუ გვაქვს ფიზიკური მშობიარობის უფლება, მაგრამ ველოდებით რემონტის დასრულებას. ამ წლების განმავლობაში სხვა კლინიკებმა ფოთში ვერ გახსნეს სამშობიარო, რადგან ამას სხვა რესურსი სჭირდება, ჩვენ გვყავს ძლიერი სტაფი ამ კუთხით და მას ვინარჩუნებთ,“- გვითხრა ფოთის სამშობიარო სახლის ხელმძღვანელმა, ნანა მორგოშიამ.

სამშობიარო სახლის ხელმძღვანელის მონაცემებით, ფოთში საშუალოდ თვეში 15 – 20 ბავშვი ჩნდება. 2014 წლის აღწერით ფოთში 41 465 ადამიანი ცხოვრობს.

გოდერძის ალპურ ბაღში სანერგის მოსაწყობად 30 ხეს გაჩეხავენ – 107 ათასი ლარი პროექტისთვის 

ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორიაზე, სანერგის მოწყობისთვის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს 107 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერია გამოცხადებული. სანერგის მოწყობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 70 დღეში უნდა დასრულდეს.

არსებული პროექტის მიხედვით, სანერგისთვის გათვალისწინებულ ტერიტორიაზე 30 ძირი წიწვოვანი ხე უნდა გაიჩეხოს.

პროექტის მიხედვით, გრუნტი ტერასებად მოიჭრება და ბეტონის ბორდიურები გაკეთდება; სავალი ნაწილი დაიფარება ნამსხვრევი ქვებით [შებენით]; საჩრდილობლად მავთულის ბადე გაკეთდება, რომელიც ალუმინის ჩარჩოზე იქნება დამაგრებული; დაგეგმილია რეზერვუარის მოწყობა და სანერგემდე წყლის მიყვანა.

ტენდერში წინადადებების მიღება 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ცალკე კიდევ სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული გოდერძის ალპური ბაღის ტერიტორიაზე საკემპინგე სივრცის [საპირფარეშო, განათება], ავტოპარკინგის შემოღობვის და მყარი კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოებზე, ასევე არსებული ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქცია [სარდაფის, აივნების, წყალმიმღების შემოღობვის]-რემონტისთვის.

ამ ტენდერების საერთო თანხა კი 93 ათასი ლარია.

გოდერძის ალპურ ბაღში მოსაწყობი სანერგე / ვიზუალი / რენდერი პროექტიდან

 

მთავარი ფოტო: მოსაწყობი სანერგის ვიზუალური ხედი / რენდერი პროექტიდან

ელგუჯა ბაგრატიონს სასამართლომ ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოება აუკრძალა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ელგუჯა ბაგრატიონს, ოზურგეთის სასამართლომ 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ელგუჯა ბაგრატიონს პოლიცია სსკ-ის 188-ე მუხლით ედავებოდა, რომელიც სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას გულისხმობს.

ელგუჯა ბაგრატიონის ადვოკატის, მირდატ ქამადაძის თქმით, სასამართლომ ბაგრატიონს გირაოს გარდა, დააკისრა კვირაში ერთხელ პოლიციაში გამოცხადება ხელწერილისთვის და 20 მეტრის რადიუსში იმ ტერიტორიასთან მიახლოება, სადაც ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაა. „ფაქტობრივად, აქციებზე მისვლა აუკრძალეს“, – ამბობს ადვოკატი.

ელგუჯა ბაგრატიონი, სხვა აქტივისტებთან ერთად, მონაწილეობს საპროტესტო აქციებში – „გააღვიძე ოლიგარქი“, რომელიც ყოველ საღამოს იმართება ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ახლოს, შეკვეთილში.

ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქციები – „წადი გახარია“ და „გააღვიძე ოლიგარქი“, თბილისში 20 ივნისის მოვლენების შემდეგ იმართება.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის ქონების დაზიანებაზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

 

ვინ ისწავლის საირმის ტურიზმის სკოლაში, რომელმაც 200 კადრი უნდა დაასაქმოს წელიწადში

განათლების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საირმეში უნდა გაიხსნას ტურიზმის სკოლა, რომელიც წელიწადში  საშუალო რგოლის 200 სპეციალისტს მოამზადებს და „სპეციალისტები ავტომატურად დასაქმდებიან“.  სკოლა სასტუმრო და სარესტორნო საქმის სპეციალისტებს გამოუშვებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სკოლისთვის აკადემიურ პერსონალს საერთაშორისო პარტნიორები მოამზადებენ.

სად და როგორ დასაქმდება ყოველ წელს ტურიზმის სფეროს 200, საშუალო რგოლის სპეციალისტი? – მასპინძლობის ინსტიტუტის დამფუძნებელი მანანა უგულავა, რომელიც საირმეს ტურისტული სკოლის ბიზნესპარტნიორია, ამბობს, რომ ამ პროექტში ათი უმსხვილესი კომპანიაა ჩართული.

„მაგალითად, ისეთი კომპანიები, როგორიცაა: „სილქ როუდი“, „რედიქსი“, „სტემ ჯგუფი“ და ა.შ. ასე ვთქვათ, ეს არის კორპორატიული პარტნიორობა, 15-15 ადგილი იქნება გამოყოფილი ყველა კომპანიიდან ამ სპეციალისტების დასასაქმებლად.

ყველა ამ ჯგუფს, რაც ვახსენე, დიდი გეგმები აქვს, ახალ-ახალი სასტუმროები იხსნება. ამიტომ, საშუალო რგოლის მენეჯმენტის საჭიროება არსებობს“, – გვითხრა უგულავამ.

მისი თქმით, სკოლა შეასრულებს რეგიონული ჰაბის ფუნქციასაც, რაც გულისხმობს იმას, რომ სკოლა ორიენტირებული იქნება საერთაშორისო სტუდენტებზე. თუმცა განათლების სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, 200 ადგილიდან უცხოელ სტუდენტებზე რამდენი ადგილია გათვალისწინებული.

სკოლაში პროფესიულ განათლებას მიიღებენ მეზობელი ქვეყნების მოქალაქეებიც. „ასევე იქნება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი, რადგან მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია და შვეიცარული სკოლაა ჩართული ამ პროექტში“, – ამბობს მანანა უგულავა.

რა ფორმითაა განათლების სამინისტრო პროექტში ჩართული? – ვკითხეთ მანანა უგულავას, რომელიც გვეუბნება, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დაიწყო სახელმწიფომ, შემდეგ კი პროცესში კერძო სექტორი ჩაერთო.

საირმის ტურისტულ სკოლაში მიღება სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. სკოლას წელიწადში ორჯერ ექნება მიღება. სწავლება ექვსთვიანია.

როგორ ცხოვრობენ ყოფილი მეზღვაურები ხმელეთზე

მეზღვაურის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა შრომით ბაზარზე. გარდა მაღალი ხელფასისა, მეზღვაურები ბევრს მოგზაურობენ და თავიანთი ცხოვრების მანძილზე მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მოვლას ახერხებენ.

თუმცა, როცა მეზღვაურები ასაკში შედიან, სირთულეები იწყება. წლების მატებასთან ერთად ნელ-ნელა რთულდება პრესტიჟულ საზღვაო კომპანიებში დასაქმება.

ასაკოვან მეზღვაურებს უწევთ ნაკლებანაზღაურებად და ნაკლებად პრესტიჟულ გემებზე მუშაობა. ეს კი, რიგ შემთხვევებში, ნიშნავს გემთმფლობელების მხრიდან დასაქმებულების „გადაგდებას“, კუთვნილი ანაზღაურების თვეობით ლოდინს, არასათანადო სამუშაო პირობებს და დარღვეულ შრომით უფლებებს.

როცა ზღვაში წასასვლელად ასაკი გადაულახავი ბარიერი ხდება, სირთულეების ახალი ეტაპი იწყება ხმელეთზე.

მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, მეზღვაურები ვერ ახერხებენ იმდენი თანხის დაგროვებას, რომ ხმელეთზე სიბერე მშვიდად გაატარონ.

დავით გურგენიძე ყოფილი მეზღვაურია. გემიდან ცხრა წლის წინ ჩამოვიდა და მას შემდეგ ზღვაში აღარ წასულა.

დავითი ისეთ დიდ საზღვაო კომპანიაში მუშაობდა, როგორიც „კოლუმბია შიფმენეჯმენტია“.

„1981 წელს დავამთავრე ბათუმში ტექნიკუმი, მერე საზღვაო სასწავლებელი დავამთავრე და წავედი ზღვაში. ხარატი ვიყავი. როცა ნაპირზე გადმოვედი, ყველაფერი სხვანაირად დავინახე. ძნელია ხმელეთზე დაბრუნება. მეზღვაური თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წლებს ზღვაში ატარებს და ხმელეთზე რა ხდება, არ იცის. ჩამოვა გემიდან, სანამ ფული აქვს, დადის აქეთ-იქით, ამასობაში მოდის წასვლის დრო, წავა ზღვაში და ასე. წრეა. ასე გადის ცხოვრება,“ – ამბობს დავითი.

მისი თქმით, ერთ დღესაც, როდესაც მეზღვაური ნაპირზე სამუდამოდ ბრუნდება, აღმოაჩენს, რომ არ არის მზად იმ ცხოვრებისთვის, რაც ხმელეთზე ხვდება.

„მე, მაგალითად, ვარ ხარატი, მაქვს ისეთი პროფესია, რომელიც ბევრს სჭირდება. ავდექი, გავხსენი ჩემი სახელოსნო და ვმუშაობ. მაგრამ როცა შტურმანი გადის პენსიაზე, მისთვის სამსახურის პოვნა ძალიან ძნელია. კი შეიძლება საზღვაო ადმინისტრაციაში დასაქმდეს, მაგრამ ისიც სავსეა.  პორტში რამდენი უნდა დასაქმდეს? უმეტესობა უმუშევარი რჩება და მერე იწყებს მძღოლად მუშაობას, ტაქსაობს. უმეტესობა, სიმართლე რომ ვთქვათ, დარდისგან ავადდება, ზოგი კიდევ ალკოჰოლს ეტანება,“ – ამბობს დავითი.

ზღვიდან დაბრუნებულ მეზღვაურებს გარემოსთან ადაპტაცია რომ უჭირთ, ამაზე საუბრობს ზურაბ ქაჯაიაც. ყოფილი გემწამყვანი, გემიდან ჩამოსვლის შემდეგ ლექტორად მუშაობდა ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში.

„ძნელი იყო ნაპირზე დაბრუნება – არავინ არ მოიტყუოს. წლების განმავლობაში, როცა მთელი ახალგაზრდობა გემზე, ზღვაში, სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა ხალხთან ურთიერთობებში გაატარე, მერე ამას რომ მოწყდები, ცოტა გულზე გიჭერს, გენატრება…

ვერ არიან კარგად ის მეზღვაურები, რომლებიც ზღვის გარეშე რჩებიან. იმიტომ, რომ ზღვაში ვერ მიდიან და ხმელეთზეც კავშირი აღარ აქვთ. წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება გადის ზღვაში და ერთ დღეს უცებ წყდები ყველაფერს. ქალაქში ნაცნობებიც აღარ გყავს, იმიტომ, რომ სულ ზღვაში იყავი. ყველა შენი ახალი ნაცნობი კი, ისევ ზღვაშია. რა უნდა ქნა ნაპირზე?

ძალიან უჭირთ ამ ბიჭებს. როცა მეზღვაური ხარ, მთელ მსოფლიოში მიდი-მოდიხარ, სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ხვდები, გეამაყება, რომ უზარმაზარი, ლამაზი გემით შედიხარ იტალიაში, გერმანიაში, ინგლისში, იაპონიაში და ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდები ბათუმის ქუჩებში. ბათუმი კი, საყვარელი ქალაქია, მაგრამ… ზოგ ყოფილ მეზღვაურს ისიც უწევს, რომ აგურები ჩააწყოს და მშენებლობაზე იმუშაოს. რთულია, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რომ კარგად იცით, დღეს სამსახურის პოვნა ნაპირზე ურთულესია,“ – ამბობს ზურაბ ქაჯაია.

როგორც ზურაბ ქაჯაია ამბობს, მას  ბევრი სხვა მეზღვაურისგან განსხვავებით გაუმართლა – უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა. თუმცა აკადემიურ სივრცეში შებიჯებას ყველა ყოფილი მეზღვაური ვერ ახერხებს.

„ჩემი ბიძაშვილი, სულიკო ქაჯაია არის კაპიტანი, რაღაც საბუთებს აკეთებდა. ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში მივიდა და იქ კანცლერს უკითხავს, – „სულიკო, ლექციებს ხომ არ წაიკითხავდიო“. „მე ვერა, ქალბატონო ლალი, გემზე ვბრუნდები, მაგრამ ბიძაშვილი მყავს, ახალი ჩამოსულია გემიდან, არაფერს აკეთებს, ეზოში ზის და იმას შეუძლიაო. ქალბატონ ლალის უთქვამს მომიყვანეო და ასე გავხდი ლექტორი.

მივედი. თავიდან ძველ ლექტორებს მაყოლებდნენ ლექციებზე, მამოწმებდნენ და გავამართლე. ვასწავლიდი საზღვაო ნავიგაციას, გემის აგებულებას და გემის აგებულების თეორიას. სერიოზული საგნებია, რომლებიც უნდა იცოდეს ნებისმიერმა მეზღვაურმა. მე გამიმართლა, ყველა ყოფილ მეზღვაურს ასე არ უმართლებს,“ – ამბობს ზურაბ ქაჯაია.

ზღვიდან ნაპირზე დაბრუნებული მეზღვაურები პენსიაში გასვლის შემდეგ სტანდარტულ პენსიას იღებენ. ამასთან, ჯერჯერობით ქვეყანაში არ არსებობს რაიმე სპეციალური კურსები, რომლებიც ყოფილ მეზღვაურებს გადაამზადებს და ე.წ. ხმელეთის პროფესიების დაუფლებაში დაეხმარება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: ლარი არის, ასე ვთქვათ, თავისუფალი თინეიჯერი

ნიკოლოზ ალავიძე, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე:

„ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს.

იყო, რა თქმა უნდა, მძიმე პოლიტიკური განცხადებები, იყო სამეზობლოში განვითარებული მოვლენები, როცა ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები, ეს არის თურქეთი, რუსეთი და ორივე ქვეყანაში მიმდინარეობს გარკვეული ეკონომიკური პროცესები. რა თქმა უნდა ეს აისახება ლარზე.

მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით საკმაოდ ჯანსაღი მდგომარეობაა. ჩვენი საგადამხდელო ბალანსი დადებითად უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ ეს პანიკური უკუკავშირები თავის ჩარჩოში ჩადგება“.

__________

წყარო: bm.ge

17 წლის მოზარდები ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილებით

ზაფხული აჭარაში ტურისტებისთვის დასვენებასთან ასოცირდება, აჭარაში მცხოვრებ ზოგიერთ არასრულწლოვანთათვის კი – სეზონურ, საზაფხულო სამუშაოსთან. მოზარდები ძირითადად მომსახურების სფეროში საქმდებიან აჭარაში: სასტუმროებში, მაღაზიებში ან ზაფხულის დადგომისთანავე ჩაისა და თხილის საკრეფად თურქეთის სხვადასხვა ქალაქში მიდიან.

ლუკა ქათამაძე 17 წლისაა და უკვე მუშაობის 4-წლიანი გამოცდილება აქვს. 14 წლის იყო, როცა თხილის საკრეფად პირველად თურქეთის ქალაქ ორდუში წავიდა. 40 დღის განმავლობაში ყოველდღე მუშაობდა – დილის შვიდიდან საღამოს ექვს საათამდე – დღეში 45 ლირას უხდიდნენ. არასრულწლოვანი კვირაში 77 საათს მუშაობდა, რაც საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ ნორმაზე სამჯერ მეტია – 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში 24 საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ლუკა ქათამაძე: ,,დამსაქმებელი მთელი დღე გვერდით გიდგას და გიკონტროლებს სამუშაოს. თუ არ მოეწონები, შეუძლია ხელფასი არც გადაგიხადოს. მქონია ასეთი შემთხვევაც – მიმუშავია და არ გადაუხდიათ. ჩაი უხარისხო აღმოჩნდა – არ ჩაიბარეს ქარხანაში, კრეფაც არ ვიცოდი და ტყუილად ვიმუშავე“

„პატარა ვიყავი, იქაურ პირობებთან, ხალხთან შეგუება თავიდან მიჭირდა. აკლიმატიზაციის პერიოდიც რთული იყო.

როცა მეპატრონე თავზე გადგას, ცდილობ არ შეგეზაროს მუშაობა, შენიშვნების თავიდან ასაცილებლად – „მიდი, იმუშავე ჩქარა, აქ იმიტომ ხარ, რომ ფული გადაგიხადო“.

მეორე წელსაც წავედი თხილის საკრეფად,  მერე ჩაის საკრეფად წავედი. ძალიან რთული სამუშაო იყო, საშინელ სიცხეში მიწევდა მუშაობა. დილის შვიდიდან საღამოს 5 საათამდე ხელში მაკრატელი გიჭირავს და ფიქრობ, რაც შეიძლება მეტი ჩაი დაკრიფო, კარგად რომ გამოიმუშავო. დამსაქმებელი მთელი დღე გვერდით გიდგას და გიკონტროლებს სამუშაოს. თუ არ მოეწონები, შეუძლია ხელფასი არც გადაგიხადოს. მქონია ასეთი შემთხვევაც – მიმუშავია და არ გადაუხდიათ. ჩაი უხარისხო აღმოჩნდა – არ ჩაიბარეს ქარხანაში, კრეფაც არ ვიცოდი და ტყუილად ვიმუშავე“, – იხსენებს ლუკა.

4 სხვადასხვა სამუშაო ადგილზე არასრულწლოვანი ლუკა უკონტრაქტოდ მუშაობდა. თურქეთში არასრულწლოვანთა გადასვლა მუშაობის მიზნით აკრძალულია. არალეგალურად დასაქმებული კი სამართლებრივად ვერ მოსთხოვს დამსაქმებელს შრომა აუნაზღაუროს, თუ ხელფასს არ გადაუხდიან. დამსაქმებელს ლუკასთან კონტრაქტი არც საქართველოში დაუდია, როცა ლუკამ გონიოში ხილ-ბოსტნეულის გამყიდველად დაიწყო მუშაობა.

„ჯერ იმ ასაკში არ ვარ, რომ საკუთარ თავზე ვიფიქრო ეს და ეს მჭირდება-მეთქი, თურქეთში სამუშაოდ ოჯახის დასახმარებლად დავდივარ. უნივერსიტეტში ვაბარებ და სწავლისთვის საჭირო ფულის დასაგროვებლად იძულებული ვარ ახლაც თურქეთში წავიდე თხილის საკრეფად“, – ამბობს ლუკა. თურქეთში თხილისა და ჩაის საკრეფად ზაფხულობით მასთან ერთად, ძირითადად, არასრულწლოვნები მუშაობენ აჭარიდან.

17 წლის ბარბარე თურმანიძე ბათუმშია დასაქმებული, ისიც ლუკას მსგავსად 14 წლიდან მუშაობს. ამ ასაკში ყავას და ბლინებს ყიდდა, 450 ლარს უხდიდნენ, მუშაობდა სეზონურად, ზაფხულობით: ორ დღეს მუშაობდა და ორსაც ისვენებდა, ბარბარეს ლუკასგან განსხვავებით დამსაქმებელმა კონტრაქტი გაუფორმა მშობლებთან შეთანხმებით. ოთხწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და ახლა 21-ნომრიანი სასტუმროს ადმინისტრატორია. როგორც ბარბარე ამბობს, ყველა სამსახურში ის კონტრაქტით იყო დასაქმებული, ისევე როგორც ახლა, 21-ნომრიან სასტუმროში, სადაც ის ადმინისტრატორის მოვალეობას ასრულებს. საუბრობს ინგლისურად, რუსულად და სწავლობს თურქულს. სასტუმროს ადმინისტრატორის პოზიცია ბარბარესთვის პირველი სამსახურია, სადაც უკვე არა სეზონურად, არამედ მთელი წელი იმუშავებს, დღეში 12-საათიანი გრაფიკი აქვს – ერთ დღეს მუშაობს, ერთს – ისვენებს.

ბარბარე თურმანიძე: ,,მე გამიმართლა და სწორ ადამიანებთან აღმოვჩნდი, უკონტრაქტოდ არასდროს მიმუშავია”.

გასაუბრებაზე ბარბარეს უთხრეს, რომ სექტემბრიდან, როცა სკოლაში სწავლა დაეწყება, მას თანამშრომელი შეენაცვლება და მუშაობასა და სწავლაში მოქნილი გრაფიკის საშუალებით ხელი არ შეეშლება. აპირებს, რომ გაკვეთილების მერე იმუშაოს, რეპეტიტორებთანაც იაროს და უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვისაც მოემზადოს.

„ვფიქრობ, იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავაბარო, მაგისტრატურაში კი საზღვარგარეთ მინდა ვისწავლო. ვიმუშავებ და ფულს ჩემით შევაგროვებ“, – ამბობს ბარბარე.

17 წლის მაგდა კომახიძე ბათუმის ერთ-ერთ მარკეტშია დასაქმებული კონტრაქტით, დღეში 8 საათს მუშაობს შაბათ-კვირის ჩათვლით. როგორც მაგდა ამბობს, შაბათ-კვირას მას დასვენების უფლება კონტრაქტით აქვს, თუმცა ჯერ ამ უფლებით არ უსარგებლია. მოზარდი კვირაში 56 საათს მუშაობს. საქართველოს შრომის კოდექსის მიხედვით კი, 16-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს.

გამომუშავებულ თანხას მაგდა წვრილმანი საჭიროებებისთვის ხარჯავს – ოჯახის, და-ძმების, საკუთარი თავისთვის. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. ,,ვისწავლი კარგად და ნორმალურ სამსახურს დავიწყებ. შაბათ-კვირის დასვენების უფლებით თითქმის არ ვსარგებლობ, მხოლოდ ერთხელ დავისვენე. როცა დამწყები ხარ გერთულება ყველაფერი, მაგრამ მერე ეჩვევი გარემოს და  სირთულე ნულდება. იღლები მორალურად, ფიზიკურად, მაგრამ სამსახური მაინც კარგია. იგებ რა ფასი აქვს საკუთარი შრომით გამომუშავებულ ხელფასს. ფულის სწორად გადანაწილებას სწავლობ“, – ამბობს მაგდა.

მაგდა კომახიძე: ,,ვისწავლი კარგად და ნორმალურ სამსახურს დავიწყებ. შაბათ-კვირის დასვენების უფლებით თითქმის არ ვსარგებლობ, მხოლოდ ერთხელ დავისვენე. როცა დამწყები ხარ, გერთულება ყველაფერი, მაგრამ მერე ეჩვევი გარემოს და  სირთულე ნულდება. იღლები მორალურად, ფიზიკურად, მაგრამ სამსახური მაინც კარგია”.

სამსახურიდან შინ ღამის 12 საათზე ბრუნდება – ბათუმიდან სოფელ განთიადში. ამ დროს მისი სოფლისკენ ტრანსპორტი იშვიათად მოძრაობს და ღამით დაახლოებით ერთ კილომეტრს გადის ფეხით გაჩერებამდე მისასვლელად.  „წლებია ასე დავდივარ და მივეჩვიე, გამომიმუშავდა სიბნელესთან, ღამესთან, ხალხთან შეჩვევის უნარი“, – ამბობს მაგდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით, ბავშვთა შრომაში ჩაბმული ბავშვების 63.9% (16 ათასამდე ბავშვი) სახიფათო შრომაშია ჩართული და მათი უმრავლესობა – 9 ათასი ბავშვი ღამის საათებში მუშაობს, 5 500 ბავშვი – სახიფათო გარემოში, ხოლო 4 700 ბავშვი  მუშაობს სახიფათო ინსტრუმენტების, მოწყობილობებისა და მანქანა-დანადგარების გამოყენებით ან ატარებს მძიმე ტვირთს. სახიფათო შრომით დაკავებულია ბავშვთა შრომაში ჩართული ბიჭების 67.4% და გოგონების 51.4%.

ბათუმში ჰაერი მტვრის მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში ჰაერი მტვრის მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული. სპეციალური სადგურის მონაცემებით, დღეს, 30 ივლისს, 13 საათისთვის, ჰაერში მყარი ნაწილაკების მაჩვენებელმა 52,10 შეადგინა [PM10 მკგ/მ3], რაც ცუდი მაჩვენებელია.

[ეს მაჩვენებელი 35-დან-50-მდე არის „საშუალო“, 20-35-„კარგი“, ხოლო 0-დან 20-მდე – „ძალიან კარგი“. ჰაერში 100-ზე ზევით ეს მაჩვენებელი კი – „ძალიან ცუდია“].

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული. ეს სადგური მოქმედებს 2017 წლის დეკემბრიდან და აქ ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. ბათუმში განლაგებულ დანარჩენ სადგურზე კი – გარკვეული პერიოდულობით.
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონაცემები 2019 წლის 30 ივლისის 13:00 საათისთვის ბათუმში
 ამავე თემაზე:

ავარია ჩოლოყაშვილის ქუჩაზე – დაშავებული კისრის მოტეხილობით კლინიკაში გადაიყვანეს

ბათუმში, ჩოლოყაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად ერთი კაცი და ერთი ქალი დაშავდა. ორივე მათგანი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. ერთ-ერთ დაშავებულს ექიმებმა კისრის მოტეხილობა დაუფიქსირეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამიდა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, ან უსაფრთხოებოის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

რა ზიანი მიაყენა აჭარის გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო ბიუჯეტს – ენმ-ს განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რეზო ხარაზმა, დღეს, 30 ივლისს, აჭარის მთავრობის სახლის წინ აუდიტის სამსახურის დოკუმენტი მიიტანა, სადაც, მისივე თქმით, საუბარია აჭარის საგზაო დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.

„აღნიშნული დოკუმენტი აუდიტის სამსახურს ჯერ ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია, თუმცა, ჩვენ ის  მოვიპოვეთ,“- აცხადებს ხარაზი.

აუდიტის პირველად ანგარიშში [ასეა აღნიშნული წარმოდგენილ დოკუმენტზე], რომელიც 2016-2017 წლებს მოიცავს, საუბარია ხელვაჩაურში, შუახევსა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებში შიდა მოხმარების გზებზე შესასრულებელი სამუშაოების შესყიდვაზე.

ალამბარი-ზენითის გზის დაგებაზე ანგარიშში, რომელიც ხარაზმა ჟურნალისტებს წარუდგინა, წერია, რომ მიღება-ჩაბარებით ნაჩვენები სამუშაოს მოცულობები არ შეესაბამება განხორციელებულ სამუშაოებს – „გამოვლენილია დანაკლისი, რითაც ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი და შესაძლოა ფიქსირდებოდეს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ მხარეთა შორის არამართლზომიერი გარიგებით საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა“.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საგზაო დეპარტამენტი მიმწოდებლისთვის საჯარიმო სანქციების აცილების მიზნით ცალკეულ შემთხვევებში აგრძელებდა ხელშეკრულების მოქმედებისა და სამუშაოს შესრულების ვადებს.

„დეპარტამენტმა რიგ შემთხვევებში არათანაბარი კონკურენციის პირობებში არაპროპორციული, დისკრიმინაციული მიდგომით შეარჩია პრეტენდენტები და გამარჯვებულად წარმოადგინა ყველაზე მაღალი ფასის წარმომდგენი პრეტენდენტები, რაც კონკრეტულ პირებზე მორგებას და საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური ხარჯვის რისკებს შეიცავს.  რითაც ბიუჯეტმა დაკარგა 187 958 ლარი, ხოლო მოსახლეობამ დროულად ვერ მიიღო დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი,“ – ნათქვამია წარმოდგენილ დოკუმენტში.

„ალამბარი-ზენითის საავტომობილო გზის რეკონსტრუქციაზე ოთხი კომპანია მონაწილეობდა. აქედან სამი დისკვალიფიცირებული იყო და გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „სამკუთხედი“. 2019 წლის 19 თებერვლისთვის კომპანიისთვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 1 938 797 ლარს, თუმცა, ფაქტობრივად, მხოლოდ 888 231 ლარის სამუშაოებია შესრულებული, რაც წარმოადგენს ბიუჯეტზე მიყენებულ ზიანს,“ – ნათქვამია აღნიშნულ დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ: „იმის გათვალისწინებით რომ იმავე გზის მონაკვეთის ასფალტ-ბეტონის საფარის პროექტი შესრულებულია შპს „გზაპროექტის“ მიერ, ხოლო გზის მოწყობის სამუშაოების პროექტი შპს „სამკუთხედის“ მიერ, წარმოშობს წინა პროექტის ხარვეზების დაფარვის მაღალ რისკს…  აუდიტის ჯგუფის მიერ ზემოაღნიშნული გზის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ სამუშაოები ხარვეზებით სრულდებოდა. დაზიანებული იყო გზის სავალი ნაწილი და გაბიონები.

შესრულების ანგარიშში კი ნაჩვენები სამუშაოს მოცულობა და შესრულებული სამუშაოები არ ემთხვევა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს… სამუშაოები შესრულებულია არსებული სტანდარტების დარღვევით, რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობის სამუშაოებზე არ არის მოწყობილი ორფენიანი ფიდროიზოლაცია ბიტუმით, თუმცა მიმწოდებელზე გადახდილია 631 360 ლარი,“-ნათქვამია აღნიშნულ ანგარიშში.

რეზო ხარაზის მიერ წარმოდგენილ აუდიტის ანგარიშში, საუბარია ასევე სხვადასხვა კომპანიებისთვის ჩარიცხულ საბიუჯეტიო სახსრებზე, რომლითაც სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში შიდა მოხმარების გზების კეთილმოწყობა იყო გათვალისწინებული, თუმცა სამუშაოების შესრულება არ შეესაბამება სტანდარტებს.

შუახევის მუნიციპალიტეტში ხიჭაური-ნაღვარების გზის სამუშაოებისთვის მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 154 862 ლარის მოცულობის სამუშაოები, შესრულებულია 109  ლარის სამუშაო. ნაცვლად იმისა, რომ დეპარტამენტს მიმწოდებლისთვის დაეკისრებინა 12 346 ლარის პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა სამუშაოების შესრულების გრაფიკი.

ხელვაჩაურში, კირნათი-ჩხუტუნეთის გზის სამუშაოებზე მიმწოდებელს 2016 წელს უნდა შეესრულებინა 21 137 ლარის გაბიონის მოწყობის სამუშაოები, თუმცა მან დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადები, რის გამოც მას უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 19 ათასი ლარის ოდენობით, რაც არ დაკისრებია.

„2016-2017 წლებზეა საუბარი, სადაც საგზაო დეპარტამენტმა ასობით ათასი ლარი გადაურიცხა სხვადასხვა კომპანიებს დაუსაბუთებლად. ვფიქრობთ, ამ დასკვნით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ასევე დასკვნაში საუბარია ავანსად გადახდილ თანხებზე.

მაგალითად, ბარცხანა-ორთაბათუმის გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის მოწყობაზე შპს „გზებს“  სამუშაოები უნდა შეესრულებინა 6 ეტაპად 2017 წლის 20 დეკემბრამდე, ავანსი 500 ათასი ლარი ისე გადაუხადეს, რომ კომპანიას წარმოდგენილი არ ჰქონდა საბანკო გარანტიაც,“ – ამბობს რეზო ხარაზი.

აუდიტის პირველად ანგარიშში ასევე საუბარია ინერტული მასალების არაკანონიერად მოპოვებაზეც. აუდიტის პირველადი ანგარიში 2019 წლის 28 ივნისით თარიღდება.

რეზო ხარაზი ამბობს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი მომზადებულია აუტიდის სამსახურის მიერ

პირველი აგვისტოდან ორბიჯიანი ავტორიზაცია გადამხდელებისთვის სავალდებულო იქნება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცულობის, უსაფრთხოებისა და ინფორმაციის კონფიდენციალურობის მიზნით, სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე ავტორიზებული მომხმარებლებისთვის, რომლებიც ელექტრონული დეკლარირების სერვისით სარგებლობენ ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისი ამოქმედდება“.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 2019 წლის პირველი აგვისტოდან, აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაციის სერვისის გამოყენება სავალდებულო იქნება. ამასთან, თუ 2019 წლის პირველი აგვისტოდან, არ იქნება გააქტიურებული აღნიშნული ორბიჯიანი ავტორიზაცია, მომხმარებელს ელექტრონული დეკლარირების სერვისი შეეზღუდება [დეკლარაციას ელექტრონულად ვერ ჩააბარებს].

შემოსავლების სამსახური გადამხდელებს ორბიჯიანი ავტორიზაციის განხორციელების პროცედურისა და ქვემომხმარებლის რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქციებსაც სთავაზობს.

„ზემოაღნიშნული პროექტი ქმის ახალ ტექნოლოგიურ შეასაძლებლობებს და გადასახადის გადმახდელად რეგისტრირებულ სუბიექტს სთავაზობს თავად აკონტროლოს მისი ელექტრონული პორტალიდან სხვადასხვა დროს სისტემაში შესული ქვემომხმარებლები, მოახდინოს მათი იდენტიფიცირება და მონიტორინგი გაუწიოს განხორციელებულ ოპერაციებს“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

როგორ ამაგრებენ ბათუმის სანაპიროს ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე [ფოტო]

ბათუმის აეროპორტის ასაფრენი ზოლიდან ახალ ბულვარში არსებულ პირსამდე ნაპირგამაგრების სამუშაოები გრძელდება. პროექტს, რომლის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ლარია, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2017 წლიდან ახორციელებს. სამუშაოები 2018 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ნაპირგამაგრების სამუშაოების [ქვის ლოდების დალაგება, რკინაბეტონის ჯებირი] პარალელურად დაწყებულია პრომინადის მოწყობაც. პლაჟის გასწვრივ თავის დროზე მოწყობილი სასეირნო ბილიკი აქ შტორმების დროს ზღვამ დაანგრია და ნაწილობრივ მიიტაცა.

მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 2-კილომეტრიან ზოლში სამუშაოები მიმდინარეობს და მძიმე ტექნიკა მუშაობს, მიმდებარე პლაჟზე მოქალაქეები მაინც გადიან ზღვაში საბანაოდ. პლაჟის გასწვრივ არაერთი გამაფრთხილებელი, ამკრძალავი თუ მიმანიშნებელი ბანერია განთავსებული.

აეროპორტის ასაფრენი ზოლის პირდაპირ ნაპირდამცავი ნაგებობის გასწვრივ პლაჟი დღეს ფაქტობრივად არ არის. პლაჟი თანდათან ფართოვდება აეროპორტიდან ახალი ბულვარის მიმართულებით. უკვე ჩამოსხმულია პლაჟზე ჩასასვლელი რკინაბეტონის კიბეები. ტერიტორია შემოღობილია, თუმცა რამდენიმე ადგილზე დატოვებულია პლაჟზე გადასასვლელი ადგილები. არის მინიშნებაც, რომ პლაჟზე გასვლა საღამოს 9 საათიდან დილის 7 საათამდე აკრძალულია.

ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმის პლაჟი / ბულვარის გაგრძელება / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმი / ბულვარის გაგრძელება / აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ პლაჟი თითქმის არ არის / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ბათუმი / ზღვა ახალ ბულვართან / 30.07.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ახალი ბულვარი / 30.07.2019
ახალი ბულვარი / 29.07.2019

ამ თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

ფიჭვნარი მაშველების გარეშე – პლაჟი, სადაც აკრძალვის მიუხედავად ბანაობენ

Jessie J-ს კონცერტზე დასწრების მსურველთათვის დამატებითი მატარებელი ინიშნება

თანამედროვე პოპ მუსიკოსის Jessie J  კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს  თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს – №802/807, 805/806, 852/851, 808/801,  804 თბილისი-ბათუმს  და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს, გაჩერებები  „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

შსს: შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი იქნა მიცემული

შს სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი, რაც ორდერების დარღვევის 3%-იან მაჩვენებელს შეადგენს. ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი.

შემაკავებელი ორდერის დარღვევის პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) ჯამში გამოიცა 5399 შემაკავებელი ორდერი, ხოლო 2018 წლის 6 თვეში – 3292.

შემაკავებელი ორდერების გამოცემის რეგიონული მაჩვენებელი შემდეგია:

  • თბილისი – 2655
  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 563
  • ქვემო ქართლი – 477
  • კახეთი – 443
  • აჭარა – 428
  • შიდა ქართლი – 345
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 258
  • მცხეთა-მთიანეთი – 131
  • სამცხე-ჯავახეთი – 66
  • გურია – 33

შს სამინისტროს ცნობით, შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში – ქალი.

პოლიციის მიერ პროაქტიულად შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის დროს, რაც მსხვერპლთან გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტებისა და სატელეფონო კომუნიკაციის გზით ხორციელდება, 10% შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამოვლენა.

შსს-ს ცნობით, მაღალია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს. „თუმცა, მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ“ -აღნიშნულია შს სამინისტროს პრეზრელიზში.

როგორ გავატაროთ საინტერესოდ შაბათი-კვირა ბათუმში

ბათუმში სულ მცირე – შაბათი-კვირის დასვენება დიდ ქალაქებთან შედარებით ნაკლებ საცობს, ყოველდღე ზღვის ნახვის შესაძლებლობას ნიშნავს. ნებისმიერი სირთულის დღეს თუ ზღვისპირა კაფეში ასრულებ ფინჯანი ყავით, ყველა დაბრკოლება მსუბუქად გეჩვენება. მართალია, ეს ამბავი ბრიტანელ მეცნიერებს ჯერ არ დაუდგენიათ, მაგრამ ასეა და მეტსაც გეტყვით – ზღვისპირა ქალაქში დასვენების შემდეგ ნებისმიერი ჩვენგანი, როგორ ლამაზ ქალაქშიც არ უნდა ჩავიდეს, ზღვას ეძებს და ფიქრობს: ქალაქი რა ქალაქია, თუ მისი ქუჩები ზღვისკენ არ მიემართებაო.

ზაფხულია. სამუშაო დღეებში კი, ცხადია, სამსახურისკენ მიიჩქარი დღის გეგმით, ზღვისგან მოშორებულ ქალაქში. ამ დროს, სადღაც ზღვასთან ახლოს ტურისტები ბატიბუტის კნაწუნით, ტივტივებით და შლაპებით აუჩქარებლად მიუყვებიან გზას ბულვარისა და ზღვისკენ. შენ შენს ქალაქში იხუთები. ძალიან სევდიანი შეგრძნებაა, ძალიან.

თუმცა ახლოვდება შაბათი-კვირა და ალაგებ ზურგჩანთას, მატარებლის ბილეთი ბათუმისკენ კარგა ხნის წინ გაქვს დაჯავშნილი. ცოტას ჩათვლემ მატარებლების ბორბლების ხმაურში და როცა იღვიძებ, უკვე ზღვის სანაპიროს მიუყვება მატარებელი. მალე შენც ბატიბუტს აკნაწუნებ, ტივტივაც გაქვს და დასვენების მთელი ორი დღეც ზედიზედ შენია. მოქოქავ ველოსიპედს და პირველ რიგში, რას იზამ? რა თქმა უნდა, ზღვას მიაშურებ.

დილით ზღვა მშვიდი, კამკამა და სუფთაა, მხოლოდ ქოლგას ქირაობ, შეზლონგს – არასდროს. ვისთვის როგორ, მაგრამ მზით გამთბარ, მარილიან ქვებზე წოლას ზაფხულში არაფერი სჯობს, ამ დროს მზე შენი სხეულის ნაწილი ხდება და ზუსტად იმდენ ენერგიას აგროვებ, რამდენიც ზამთრის ნაცრისფერი დღეების დასაძლევადაა საჭირო.

ზღვა საშინლად აშიებს. მაგრამ ზღვისპირეთში ცომგამოცლილ აჭარულ ხაჭაპურთან შეხვედრა სავალდებულო რიტუალია და ბევრსაც ვერაფერს გაკლებს – ფეხით ან ველოსიპედით გაივლი ბულვარის ერთი ბოლოდან მეორემდე და ეგაა.

და რატომ მოსწონთ ტურისტებს ბათუმი? ყველაფერი ახლოსაა ერთმანეთთან, ქალაქი პატარაა. ზღვაში იბანავებ, კატარღით ან გემით გაისეირნებ, წყალი თუ მოგბეზრდა და ცაში აჭრა გინდა, საბაგიროთი ან პარაშუტით გადაუქროლებ ქალაქს, ველოსიპედით ისეირნებ ბულვარში და ათასი სხვა რამ.

საქართველოს სხვა, მთაგორიანი ქალაქებისგან განსხვავებით, ბათუმს გაუმართლა – ვაკეზეა გაშენებული და ველოსიპედით მშვენივრად გადაადგილდება მონდომებული ადამიანი, ქალაქის თუნდაც ერთი ბოლოდან მეორესკენ, ოღონდ ერთი მთავარი პრინციპით უნდა იარო: მხოლოდ ზღვისპირა ველობილიკზე, მერე კი ქალაქის შიგნით, შენთვის სასურველ ადგილზე შეუხვიო – ასე მანქანების გამონაბოლქვსაც ასცდები და გზას სიამოვნებად აქცევ. თუ დილაადრიან ბულვარში ველოსიპედით სეირნობა გიყვართ, უცებ მიხვდებით, რა სიამოვნებაც გელით: ზღვის ტალღებისა და ველოსიპედის თვლების სასიამოვნო ხმაზე, ერთდროულად რომ ჩაგესმის.

თუ საკუთარი ველოსიპედი არ გაქვთ, შეგიძლიათ ბათუმველოს ველოსიპედებით ისარგებლოთ, რისთვისაც ველობარათის შეძენა დაგჭირდებათ. ერთწლიანი ბარათი 20 ლარი ღირს (10 ლარი ბარათის ღირებულებაა, 10 ლარი ანგარიშზე ირიცხება); ათდღიანი – 10 ლარი (4 ლარი ბარათის ღირებულებაა, 6 ლარი ირიცხება ანგარიშზე). ბარათის შეძენა და ბალანსის შევსება ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში მდებარე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში შეგიძლიათ, ბარათის შეძენისას თან უნდა გქონდეთ პირადობის მოწმობაც.

ველობილიკიდან საბაგიროზე გადავინაცვლოთ. ციდან ქალაქი სხვანაირია. საბაგიროდან ოცი წუთის განმავლობაში შეგიძლიათ დააკვირდეთ სანაპირო ზოლს, ლანდშაფტს, ერთ, ვრცელ სურათად აღიქვათ სივრცე და ბათუმგორაზეც შეისვენოთ, საიდანაც სათამაშოებივით მოჩანს ზღვაში მიმოფანტული სხვადასხვა ფერის გემები.

საბაგიროდან დაბრუნების შემდეგ ზღვაზე დიდი გემით სულ რაღაც 10 ლარად ისეირნებთ ნახევარ საათს. გემი ყოველ 15 წუთში ერთხელ გადის ნავსადგურთან ახლოს მდებარე იახტკლუბიდან. თუ მეგობრებთან ერთად გასეირნება გსურთ, კატარღაც შეგიძლიათ დაიქირაოთ. 4- 5 მგზავრზე გათვლილი კატარღით გასეირნება 30 წუთით 80 ლარი დაგიჯდებათ. 7-8-კაციანი იალქნიანი გემის დაქირავება კი 1 საათით 200 ლარი ღირს.

პარაშუტით ფრენა ერთხელ მაინც უნდა სცადოთ ცხოვრებაში, ღირს ამისთვის 100 ლარის გადახდა და იმის გაგება, თუ რას გრძნობენ ჩიტები ფრენისას.

ბათუმში როცა ხარ, ვერც მეთევზეებს აუვლი გვერდს. ივნის-ივლისში ბათუმის პორტში, ძირითადად, კეფალსა და სტავრიდას იჭერენ. პორტში გავლისას ამ ამბების მაყურებელი აუცილებლად გახდებით… ერთ დღესაც, შეიძლება ბათუმში წამოსვლისას საკუთარი ანკესი იყიდოთ და ისე გამოეშუროთ – მიუდგებით გვერდით მეთევზეებს და საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ მოყვებიან თევზები მწკრივებად.

იცოდით, რომ აჭარაში წყალქვეშაც შეგიძლიათ ჩაყვინთოთ? – თუ დაივინგი გაინტერესებთ, სარფის წყალქვეშა სამყაროს დაგათვალიერებინებენ, პირისპირ შეხვდებით წყალმცენარეებს, თევზებს და კიბორჩხლებს, სურვილის შემთხვევაში კი, წყალქვეშა ფოტოსესიასაც მოგიწყობენ. ამისთვის 150 ლარი დაგჭირდებათ.

თუ ბათუმიდან შორს წასვლა არ გინდათ, მაგრამ ხალხმრავალი პლაჟიც მოგბეზრდათ, შეგიძლიათ კვარიათს მიაშუროთ. აქ ზღვა განსაკუთრებით სუფთაა, დილაობით ხალხი ნაკლებია ბათუმთან შედარებით და პლაჟთან ძალიან ახლოსაა ამწვანებული მთები.

კვარიათი. ფოტო: აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბათუმში გატარებული აქტიური შაბათის შემდეგ აუცილებლად მოგინდებათ ქალაქისგან ცოტათი მოშორება, მეტი სიმწვანე და მთის სუფთა ჰაერი. ბათუმის უნიკალურობაც ამაშია – თუ ზღვა მოგბეზრდებათ, ახლომდებარე, სულ სხვა სამყაროში შეგიძლიათ გახიზვნა: ზუსტად ასეთია ბათუმის ბოტანიკური ბაღი, მუდამ მოყვავილე, მშვიდი, მწვანე და მყუდრო. აქ შეგიძლიათ მთელი დღე დაჰყოთ, ისეირნოთ, იკითხოთ, შეიძინოთ იშვიათი ნერგები და დატკბეთ ხედებით ზურმუხტისფერ ზღვაზე.

ველომოყვარული თუ ხართ, კვირა დღის დაგეგმვა ცოტათი უფრო სხვანაირადაც შეგიძლიათ – ბათუმიდან 27 კილომეტრით დაშორებულ სოფელ მირვეთში. მირვეთი პატარა სოფელია, აქ სულ 16 ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ორღობეებში, რომლებიც ხის ძველ სახლებსა და ნალიებს შორის მიიკლაკნება, ველობილიკებია მოწყობილი. თუ ბულვარში ველოსიპედით სეირნობისას ზღვის შრიალს უსმენთ, მირვეთში ჩიტების ჭიკჭიკის ფონზე შეგიძლიათ ისეირნოთ უზარმაზარი ხეებით დაბურულ, მწვანე სოფელში. მირვეთის ჩანჩქერთან, რომელიც 20 მეტრი სიმაღლიდან ეშვება, შეგიძლიათ პიკნიკი მოაწყოთ და იბანაოთ კიდეც. ჩანჩქერამდე უძველესი კოლხური ბზის ბილიკი მიგიყვანთ. სოფელში ტურისტული ადგილები მარკირებულია და ყველაფერს მარტივად მიაგნებთ.

ჯერ კიდევ სამსახურში ხართ, მაგრამ აგვისტოს თვე დაგრჩათ – ოთხი, უძვირფასესი შაბათი-კვირით. ჩაალაგეთ ბარგი და მთავარია, გეზი ბათუმისკენ აიღეთ. დასალაშქრ ადგილებზე ნამდვილად არ მოგიწევთ ფიქრი – აქეთ ლურჯი ზღვა გვაქვს, იქეთ – მწვანე მთები.

 

 

ირანელი მხატვრის (სალომე მესჩიანი) გამოფენა ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში

ბათუმში 27-29 ივლისს, „თანამედროვე ხელოვნების ცენტრში“ ირანელი მხატვრის სალომე მესჩიანის (Salomeeh Meschian) ინდივიდუალური გამოფენა „დროის საწყისი“ გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის მიერ პასტელით შესრულებული ნამუშევრების კოლექცია. გამოფენის კურატორი – რაუფ ფალაჰი (მხატვარი, რეჟისორი – ირანიდან).

თანამედროვე სამყარო დამანგრევლად მოქმედებს ადამიანურ აზროვნებაზე, იდელოგიაზე და კაცობრიობას უჭირს სწორი გზის მოძიება. ჩვენ ვერ შევძლებთ შევიცნოთ ხელოვნება თუ არ დავინახავთ/შევიგრძნობთ ხელოვნების რეალურ არსს და ადამიანური წარმოსახვის ემოციებს (როგორც კლასიკურ ისე იმპრესიონისტულ მხატვრობაში) .

გამოფენის ყველა ნამუშევარში იგრძნობა სინათლის მუსიკა, ხელოვნების არსის გამოხატულება და აღმოსავლელი ადამიანის არსებობის სასწაული.

გამოფენა მნახველს სიმშვიდის და განტვირთვის საშუალებას აძლევს, თითოეულ ნახატში შეგიძლიათ დაინახოთ არსებობა / არარსებობის მომენტი, აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელი ხელუხლებელი სიმშვენიერე.

სალომე მესჩიანის გამოფენა საქართველოში პირველად შედგა და მსგავსი გამოფენის ორგანიზება (განსხვავებულ ფორმატში) სამომავლოდაც განიხილება.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ივლისის  21 საათიდან 31 ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 17 – 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 7– 12 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 25.5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ –2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 1-2 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

___________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ვაპროტესტებთ ბეტონის ბატონობას ქალაქზე [ფოტორეპორტაჟი]

დღეს, 29 ივლისს, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა, ასევე „ძველი ბათუმის დამცველმა“, სამოქალაქო აქტივისტებმა, კიდევ ერთხელ გააპროტესტეს „რივიერას“ პროექტი, რომელიც ჭაჭის კოშკის მიმდებარედ ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს.

არა – „რივიერას“ პროექტს
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამ პროექტით ხუთი ცათამბჯენის მშენებლობის შედეგად ქალაქი დაიჩრდილება და შესაძლოა გამოიწვიოს ეკოლოგიური საფრთხეები.

„მინდვრებში არასასურველ სტუმრებს „საფრთხობელათი“ აშინებენ. ჩვენ ეს საფრთხობელა გვინდა აღვმართოთ იმის საჩვენებლად, თუ რამდენად არასასურველია „რივიერას“ პროექტი ქალაქისთვის“, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.  
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ქალაქის მცხოვრებთა ნაწილი, ვინც რივიერაზე მშენებლობას ეწინააღმდეგება, ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებით ხელისუფლება მოქალაქეთა ინტერესებს უგულებელყოფს.

არა- ქალაქის ჩაბეტონებას
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

აქციის მონაწილეთა განცხადებით, 5 თაცამბჯენის მშენებლობით ისედაც შემცირებული რეკრეაციული სივრცეები კიდევ უფრო შემცირდება ქალაქში.

„საფრთხობელა“ ხუთი ცათამბჯენის წინააღმდეგ
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„რივიერას“ პროექტზე სამართლებრივი პროცედურები ბათუმის მერიამ მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც დაიწყო. პროექტს აქტიურად უჭერს მხარს ბათუმის მერი ლაშა კომახიძეც.

„გაწიე ბეტონი, მზე დამანახე“, „რივიერა“ ცათამბჯენების გარეშე“ – ამ გზავნილებით ბათუმელები საპროტესტო აქციებს პერმანენტულად მართავენ
ხუთი ცათამბჯენის სიმბოლოდ აღმართული „საფრთხობელა“ ბათუმის კონცხზე
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
„ამბობენ, კორპუსებს იქეთ ზღვა არისო“ – ბათუმელები „რივიერას“ წინააღმდეგ

 

 

 

საპროტესტო საფრთხობელა ბათუმი რივიერაზე

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე საფრთხობელა დადგეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, საფრთხობელა სიმბოლურად ინვესტორის „დასაფრთხობად“ მოიტანეს, რომელიც ამ ტერიტორიაზე ხუთი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.

„დაუპატიჟებელი სტუმრების დასაფრთხობად ადრე მინდვრებში აყენებდნენ საფრთხობელებს, ამიტომაც ჩვენც გადავწყვიტეთ ამ ტერიტორიაზე სიმბოლურად საფრთხობელა განვათავსოთ“, –  ამბობს შოთა გუჯაბიძე.

საფრთხობელა რივიერაზე – საპროტესტო აქცია
საფრთხობელა რივიერაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
საფრთხობელა რივიერაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ბათუმში, მემედ აბაშიძის #1-ში, „იუნკერთა სკვერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ. ისინი აქციაზე მივიდნენ ტრანსპარანტებით – „რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „ბეტონყმობა“, „ურბანული კოლიტი“.

საპროტესტო აქცია რივიერაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამბჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი მაღალმა შენობებმა არ უნდა ჩაკეტოს, შესაბამისად არ უნდა დაიკარგოს ზღვის სივრცე, ჰაერის გადანაწილების შესაძლებლობა და ხედი.

აქციაზე პროექტის საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

არა ჩაბეტონებას – „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

 

არა ჩაბეტონებას – „ბათუმი რივიერას“ პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ

ბათუმში, მემედ აბაშიძის #1-ში, „იუნკერთა სკვერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაეები ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ სამშენებლო პროექტს აპროტესტებენ. ისინი აქციაზე მივიდნენ ტრანსფარანტებით – „რივიერა ცათამბჯენების გარეშე“, „ბეტონყმობა“, „ურბანული კოლიტი“.

დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, მოლაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი მაღალმა შენობებმა არ უნდა ჩაკეტოს, შესაბამისიად არ უნდა დაიკარგოს ზღვის სივრცე, ჰაერის გადანაწილების შესაძლებლობა და ხედი.

აქციაზე პროექტის საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

საპროტესტო საფრთხობელა რივიერაზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.

Exit mobile version