მთავარი,სიახლეები

1,3-მილიონიანი ტენდერი ზუბალაშვილზე სკვერის მოსაწყობად

20.11.2018
1,3-მილიონიანი ტენდერი ზუბალაშვილზე სკვერის მოსაწყობად

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტსა და ზუბალაშვილის ქუჩას შორის არსებულ ტერიტორიაზე სკვერის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა. ახალი სკვერის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 1 375 451 ლარი გამოიყოფა.

ტერიტორიის ფართობი, სადაც სკვერი მოეწყობა, 3 518 კვ.მეტრია. სკვერში მოეწყობა შადრევანი და საპირფარეშო.

ტენდერის პირობების მიხედვით, სკვერის მოწყობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2018 წლის 5 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბერს შეწყდება.

სკვერი მერიის მიერ შესყიდული ესკიზის მიხედვით გაკეთდება.

ბათუმის მერიამ  ზუბალაშვილის, ასათიანისა და თავდადებულის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი სკვერის მოწყობა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს დააანონსა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/164008/

მთავარი ფოტო: ზუბალაშვილისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, სადაც ბათუმის მერია სკვერს მოაწყობს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: