„ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“ / ბოლო ზარი ბათუმში

ბათუმის სკოლების წინ თეთრ პერანგებსა და მაისურებში გამოწყობილი ახალგაზრდები არიან. ზოგი დაბნეულია, ზოგი სევდიანი, უფრო ხშირად კი მხიარული ფუსფუსია.

„ბოლო ზარი“ ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში

ცოტა ხანს თუ გაჩერდები მათ სიახლოვეს, ყველაზე ხშირად ამ ფრაზას გაიგონებ: „ ახლა რა ვქნა?! – მოდი დაგაწერო“. ამ სიტყვებით ისინი ერთმანეთის მაისურებს აფერადებენ.

„ბოლო ზარი“ – 2021

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს მეთორმეტეკლასელებს არც ექსკურსიების უფლება აქვთ და არც საზეიმო წვეულებების გამართვის. „სასურველია, მოსწავლეებთან გამოსამშვიდობებელი ღონისძიება ღია სივრცეში გაიმართოს“- ასე გადაწყვიტა მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ.

პანდემიის გამო მეთორმეტეკლასელებს წვეულების გამართვის უფლება არ აქვთ.

აჭარაში წელს მე-12 კლასი 3 873-მა მოსწავლემ დაამთავრა.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მოსწავლეებს გამოსაშვები ღონისძიების გამართვის უფლება დახურულ სივრცეში შეზღუდული აქვთ.

 

მეთორმეტეკლასელების რაოდენობა რეგიონების მიხედვით აჭარაში.

სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სადეზინფექციო საშუალებების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულ, ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელს, თბილისში, სარდაფის ტიპის ნაგებობაში მოწყობილი ჰქონდა კუსტარული საამქრო, რომელშიც სისტემატურად ამზადებდა სხვადასხვა ტევადობის ჭურჭელში სადეზინფექციო საშუალებებს, აფასოებდა და შემდგომ რეალიზაციას ახდენდა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების პროცესში, სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდა საკონტროლო შესყიდვები, ჩატარდა ჩხრეკა კომპანიის ობიექტში, რის შედეგად ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით დაფასოებული სადეზინფექციო საშუალებები.

ქიმიური ექსპერტიზების თანახმად, სადეზინფექციო საშუალებებს შეცვლილი აქვს თვისობრიობა, კერძოდ პროდუქცია არ შეიცავს მისსავე ეტიკეტზე მითითებულ შესაბამის ნივთიერებებს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

„საქართველოს ბანკის” გაქურდვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის განყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქუთაისში ერთი პირი დააკავეს.

1978 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ვ.ხ.-ს ქურდობის მცდელობაში ედება ბრალი.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე განთავსებული რამდენიმე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა და ამავე ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალის გაქურდვას ცდილობდა, რა დროსაც პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზე დააკავა.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რომელ ვაქცინებს გამოიყენებს საქართველო აცრისთვის – კორონავირუსი

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 19 მაისს ცვლილება შეიტანა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ და ის ფარმაცევტული პროდუქტები განსაზღვრა, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრისთვის გამოიყენებს.

„იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ ახალი დადგენილებით შემდეგი პუნქტი დაემატა:

„საქართველოში Covid19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზნებისთვის გამოიყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც:

  • აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული ნებისმიერი მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს (SRA) მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია;
  • ან რომელზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარდგენილია გამოყენების (მათ შორის,  გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაციის ან პრეკვალიფიკაციის განაცხადი, მისი დოსიე განხილვის სტადიაშია და ამასთან, უკვე მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) დადებითი დასკვნა;
  • ასევე აქვს არანაკლებ სხვა 20 ქვეყნის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია და, ამავდროულად, აღნიშნული ვაქცინით მსოფლიო მასშტაბით აცრილია ქვეყნის სამიზნე პოპულაციაზე 10-ჯერ მეტი პირი.“.

საქართველოში 21 მაისიდან შესაძლებელი იქნება „სინოვაკის“ აცრისთვის რეგისტრაცია, აცრა კი 24 მაისიდან დაიწყება. ჩინური წარმოების „სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.

26,8 ტონა დაავადებული კარტოფილი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ 26 800 კილოგრამი კარტოფილით და 21 805 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ხილ-ბოსტნეულით დატვირთული 2 ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა.

„კონტროლის პროცედურების განხორციელებისას საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ მონიტორინგის გეგმის შესაბამისად აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პომიდვრისა და კარტოფილის შიგთავსიდან აღებულ ნიმუშებში მავნე საკარანტინო ორგანიზმები გამოვლინდა.

საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთები უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ჩვენ მოსავალი გვიფუჭდება, ჯარში კი იმპორტირებული კარტოფილი შეაქვთ – გლეხები ახალქალაქიდან

რას ამბობს იუსტიციის საბჭოს წევრი, ვის შვილსაც მოსამართლეობა სურს

„აქ შვილი გამოყენებულია საშუალებად ჩემ წინააღდეგ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ლევან გზირიშვილი. მისი შვილი ალექსანდრე გზირიშვილი მოსამართლეობას აპირებს. იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი, მოსამართლეებს არჩევს.

ლევან გზირიშვილი ვერ ასაბუთებს, ვინ მუშაობს მის წინააღმდეგ ან რატომ არის „პერსონალური თავდასხმა“ მოცემულობა, როცა ლევან გზირიშვილის შვილის მაინცადამაინც ახლა მოუნდა მოსამართლეობა? ფაქტობრივი ვითარება ასეთია: ლევან გზირიშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017 წელს გახდა, 2018 წელს კი, ლევან გზირიშვილის შვილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი ხდება და თბილისის საქალაქო სასამართლოს თანამშრომელი. 2021 წლის ივნისში ლევან გზირიშვილს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება ეწურება, მანამდე კი, საბჭომ მოსამართლეები უნდა შეარჩიოს. მოსამართლეობის კანდიდატებს შორისაა ალექსანდრე გზირიშვილი.

„33 წლის კაცია, ცოლშვილიანი, ცალკე ოჯახად ცხოვრობს… ასე რომ ავუკრძალო, რატომ უნდა ავუკრძალო? ან მე რა ბერკეტები მაქვს, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ვარ, მე მოსამართლეებთან შეხება საერთოდ არ მაქვს, სხდომის დროს ვხდები მხოლოდ,“ – ირწმუნება ლევან გზირიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სცადა აეხსნა „ბათუმელებისთვის“, რატომ არ გაუჩნდა მის შვილს მოსამართლეობის სურვილი აქამდე, ან რატომ მოუნდა მაინცადამაინც მოსამართლეობა, თუკი მას წარმატებული იურისტის ბიოგრაფია უკვე აქვს.

„მანამდე იყო არჩეული წევრი საკრებულოში, მაჟორიტარი იყო, დამოუკიდებელი, დეპუტატობას ვერ მიატოვებდა, ვადა უნდა გასვლოდა…“ – გვითხრა ლევან გზირიშვილმა.

რომელი საკრებულოს წევრობას ვერ შეელია თქვენი შვილი? – ვკითხეთ ისევ იუსტიციის საბჭოს წევრს.

„კასპის საკრებულოს,“ – გვიპასუხა ლევან გზირიშვილმა.

იუსტიციის საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ მას ამ ფორმით იმიტომ ესხმიან თავს, რომ თავის დროზე უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს დაუჭირა მხარი.

„რატომ იყო თქვენი ეს გადაწყვეტილება სწორი, მიიჩნევთ, რომ სასამართლო კლანი არ არსებობს?“ – ესეც ვკითხეთ ლევან გზირიშვილს.

„იცით, როგორ არის? უნდა შეცვლილიყო მოსამართლეთა შემადგენლობა, როგორც ეს სააკაშვილის დროს იყო და მერე კიდევ შეცვალეს, ან ძველი შემადგენლობისთვის მიეცათ დამოუკიდებლობა და ახლა ნუ, ამბობენ, რომ ადრე ცუდ გადაწყვეტილებას იღებდნენ და ახლა არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს… თქვენ რას ფიქრობთ, მოსამართლეებს არ სურთ დამოუკიდებლობა?“ – კითხვა აქვს ლევან გზირიშვილს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თქმით, დასაბუთება სჭირდება კლანის არსებობას სასამართლოში, რის საფუძველსაც სასამართლო საქმეები არ იძლევა. ლევან გზირიშვილს შევახსენეთ, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, სადაც წერია, რომ „სასამართლო და პროკურატურა თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური მიკერძოებისგან,“ – ლევან გზირიშვილისგან ის პასუხი მივიღეთ, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებისგან გვესმის.

„აქაური ორგანიზაციები აწვდიან ძირითადად ამ მონაცემებს, როგორც ამბობენ თავად, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია,“ – დასძინა ლევან გზირიშვილმა.

ლევან გზირიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნამდე აჭარის მთავარი პროკურორი იყო.

რა შემთხვევაში გადადის კერძო მიწა სახელმწიფოს საკუთრებაში – ახალი წესი

მთავრობამ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაზე გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი დაამტკიცა.

ახალი წესი ძირითადად ეხება იმ სასოფლო მიწას, რომლის მესაკუთრე კომპანიის პარტნიორი უცხოელია და ეს მესაკუთრე ვერ ასრულებს საინვესტიციო ვალდებულებებს.

მოქმედი კანონმდებლობით, თუ მიწის ნაკვეთი საქართველოში რეგისტრირებული იმ იურიდიული პირის საკუთრებაშია, რომლის დომინანტი პარტნიორი უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირია ან რომლის დომინანტი პარტნიორი [სახელმწიფო ან საქართველოს მოქალაქე] ვერ დგინდება, ასეთ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ინვესტიციის განსახორციელებლად საინვესტიციო გეგმას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

საინვესტიციო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი [უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან] 1 წლის ვადაში მესაკუთრე ვალდებულია მიწის ნაკვეთი გაასხვისოს.

თუ ერთი წლის ვადაში მიწის ნაკვეთს მესაკუთრე არ გაასხვისებს, ნაკვეთი გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.

მთავრობამ 2021 წლის 18 მაისს სწორედ ის წესი დაამტკიცა, რომელიც, ზემოთ აღნიშნულ შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლაზე გადაწყვეტილების მიღებას, მიწის ღირებულების დადგენას და ანაზღაურებას განსაზღვრავს.

ახალი წესით, რომელიც ძალაში დღეს, 19 მაისს შევიდა:

  • თუ მესაკუთრე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გაასხვისებს მიწის ნაკვეთს, საჯარო რეესტრი ამის შესახებ ატყობინებს ქონების ეროვნულ სააგენტოს;
  • სააგენტოსთვის შეტყობინების წარდგენამდე კი, საჯარო რეესტრი მიწის ნაკვეთზე არეგისტრირებს უფლების განკარგვის, მათ შორის, ნაკვეთის უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას, რაც არ ზღუდავს მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას;
  • კანონით, მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა [ასეთის არსებობის შემთხვევაში] სახელმწიფოს საკუთრებაში გადადის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. შესაბამისად, მესაკუთრესთან მიწის ნაკვეთის შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, ქონების ეროვნული სააგენტო მიმართავს დამოუკიდებელ აუდიტორს/ექსპერტს – მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დასადგენად;
  • ფასის დადგენის შემდეგ, სააგენტო მესაკუთრეს წარუდგენს წერილობით შეთავაზებას ხელშეკრულების დადებისა და ანაზღაურების მიღების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთვოდეს შეტყობინება, ხელშეკრულების პროექტი და მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დამდგენი დასკვნა;
  • თუ მიწის ნაკვეთი იპოთეკითაა დატვირთული, ანაზღაურება ან მისი ნაწილი, მესაკუთრის ანგარიშის ნაცვლად, მიმართული იქნება იპოთეკის ვალდებულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრეს, სააგენტოსა და შესაბამის კრედიტორს შორის ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება.
  • საბოლოოდ, ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიმართვით, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სახელმწიფო საკუთრებად.

თუ მესაკუთრე წერილობით უარს განაცხადებს სააგენტოს შეთავაზებაზე ან/და დადგენილ ვადაში არ დადო სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულება [ან ვერ უზრუნველყო კრედიტორის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების დადება], ასეთ შემთხვევაში, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაში გადადის ექსპროპრიაციის გზით.

 

[toggle title=” ახალი წესი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ: “]

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

2. ამ წესის მიზანია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტითა და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესის განსაზღვრა.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ა) მესაკუთრე – პირი, რომელმაც „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, არ განახორციელა მიწის ნაკვეთის გასხვისება;

ბ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;

გ) საჯარო რეესტრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

დ) მიწის ნაკვეთი – მესაკუთრის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობ(ებ)ი (ასეთი შენობა-ნაგებობ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში), რომლის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის საფუძველი წარმოიშვა „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად;

ე) მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება – „მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში მესაკუთრის მიერ მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულება;

ვ) შეტყობინება – მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულების დარღვევის თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ სააგენტოსთვის შეტყობინების გაგზავნა;

ზ) ანაზღაურება – მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლისათვის გადასახდელი წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურება, მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების ოდენობით, რომელიც დგინდება ამ წესის შესაბამისად;

თ) ხელშეკრულება – მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის მიზნით სააგენტოსა და მესაკუთრეს შორის დასადები ხელშეკრულება.

მუხლი 3. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის საფუძვლის თაობაზე შეტყობინება

1. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა ხორციელდება მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულების მესაკუთრის მიერ შეუსრულებლობის თაობაზე საჯარო რეესტრის მიერ სააგენტოსათვის წარდგენილი შეტყობინების საფუძველზე.

2. მესაკუთრის მიერ მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე, ამავე ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, საჯარო რეესტრის მიერ ეგზავნება შეტყობინება სააგენტოს.

3. იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია საჯაროსამართლებრივი შეზღუდვა, რომელიც მის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლას გამორიცხავს, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საჯარო რეესტრის მიერ სააგენტოსათვის შეტყობინების გაგზავნა ხორციელდება აღნიშნული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის გაუქმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

4. მესაკუთრის მიერ მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღნიშნულზე სააგენტოსათვის შეტყობინების წარდგენამდე საჯარო რეესტრი მიწის ნაკვეთზე არეგისტრირებს მიწის ნაკვეთზე უფლების განკარგვის, მათ შორის, მიწის ნაკვეთის უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას, რაც არ ზღუდავს მიწის ნაკვეთზე სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციას ამ წესის შესაბამისად.

მუხლი 4. ანაზღაურების ოდენობის დადგენის წესი

1. მიწის ნაკვეთის შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე, სააგენტო მიმართავს დამოუკიდებელ აუდიტორს/ექსპერტს მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლისთვის წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების დადგენის მიზნით.

2. დამოუკიდებელ აუდიტორს/ექსპერტს უფლება აქვს, მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, დაათვალიეროს მიწის ნაკვეთი და განახორციელოს სხვა მოქმედებები.

3. დამოუკიდებელი აუდიტორის/ექსპერტის მომსახურების საფასურისა და მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის სანაცვლო ანაზღაურების გადახდისათვის საჭირო სახსრების სააგენტოსათვის გამოყოფა ხორციელდება სათანადო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ანაზღაურება ასევე უნდა მოიცავდეს კანონმდებლობით დადგენილ ყოველგვარ გადასახადს.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა ხელშეკრულების საფუძველზე

1. დამოუკიდებელი აუდიტორის/ექსპერტის მიერ შესაბამისი მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის სანაცვლო ანაზღაურების ოდენობის დადგენის შემდგომ, მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის უზრუნველსაყოფად, სააგენტო მესაკუთრეს წარუდგენს წერილობით შეთავაზებას ხელშეკრულების დადებისა და ანაზღაურების მიღების თაობაზე, რომელსაც უნდა ერთვოდეს შეტყობინება, ხელშეკრულების პროექტი და მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების დამდგენი დასკვნა და რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის საფუძვლის შესახებ;

ბ) მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემებს;

გ) ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი ანაზღაურების ოდენობას;

დ) ინფორმაციას ხელშეკრულების დადების ვადის შესახებ.

2. მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების შემთხვევაში, ხელშეკრულების სავალდებულო პირობად განისაზღვრება, რომ ანაზღაურება ან მისი ნაწილი (შესაბამისი კრედიტორის მიმართ არსებული მესაკუთრის ვალდებულების მოცულობის შესაბამისად) მესაკუთრის ანგარიშის ნაცვლად მიმართული იქნება მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლების შესაბამისი ვალდებულების შესრულების სრულად ან ნაწილობრივ შესრულების უზრუნველსაყოფად. ასეთ შემთხვევაში, მესაკუთრეს, სააგენტოსა და შესაბამის კრედიტორს შორის ფორმდება სამმხრივი ხელშეკრულება.

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების მესაკუთრისათვის, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი კრედიტორისათვის გადახდა ხორციელდება ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

4. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის თაობაზე სააგენტოსა და მესაკუთრეს შორის დადებული ხელშეკრულების, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მესაკუთრეს, სააგენტოსა და შესაბამის კრედიტორს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს მიმართვით, მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სახელმწიფო საკუთრებად.

მუხლი 6. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესაბამისად

სააგენტო მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის მიზნით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელების თაობაზე იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრემ წერილობითი უარი განაცხადა სააგენტოს მიერ წინამდებარე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შეთავაზებაზე ან/და ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ დადო სააგენტოსთან შესაბამისი ხელშეკრულება (მათ შორის, ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყო კრედიტორის მიერ სამმხრივი ხელშეკრულების დადება).

[/toggle]

 

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიებია: საძოვარი; სათიბი; სახნავი [მათ შორის, მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული] და საკარმიდამო.

 

როგორ წავიდე თურქეთში – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები

14 თვეა საქართველო-თურქეთის სახმელეთო საზღვარი ჩაკეტილია. ამ დროის განმავლობაში თურქეთთან მიმოსვლა მხოლოდ ბიზნესაქტივობებისთვის, სამუშაოდ და სამედიცინო მიზნით არის შესაძლებელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება ტურისტული მიმოსვლა ორ ქვეყანას შორის.

„ბათუმელებს“ მოქალაქეები ხშირად მომართავენ კითხვებით, რომლებიც თურქეთში წასვლასა და დასაქმებას ეხება. ამ სტატიაში შევეცადეთ თავი მოგვეყარა ყველაზე ხშირად დასმული კითხვებისათვის.

რა საბუთები სჭირდება საქართველოს მოქალაქეს თურქეთში შესასვლელად, თუ ის მუშაობას აპირებს

  • მიწვევა
  • საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობა
  • PCR ტესტი
  • მოქალაქემ გამგზავრებამდე 72 საათით ადრე თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე უნდა შეავსოს ელექტრონული ანკეტა –  register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი. HES კოდი საჭიროა თურქეთში გადაადგილებისათვის.

ადამიანებს, რომლებიც ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა თურქეთში PCR ტესტის გარეშე შევიდნენ?   

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული (ფაიზერი, ასტრაზენეკა, სინოფარმი), თურქეთში შესვლისას მაინც სჭირდება PCR ტესტი.

შესაძლებელია თუ არა თურქეთში სამოგზაუროდ წასვლა?

თურქეთში წასვლა შესაძლებელია მხოლოდ სამუშაოდ ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად.

19 მაისის მონაცემებით, თურქეთში სამოგზაუროდ  ვერ წახვალთ.

მუშაობა თურქეთში

იმისათვის, რომ თურქეთში დროებით სამუშაოზე დასაქმდეთ, საჭიროა დარეგისტრირდეთ დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე. სააგენტოში ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია საიტის – abroadworkers.moh.gov.ge მეშვეობით ან ტელეფონით (422) 24 78 84.

სააგენტოში მისვლისას თურქეთში წასვლის მსურველმა პირმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური პირის ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მოწვევა. მოწვევაში უნდა იყოს მითითებული მიწვეული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე.
  • მიწვევის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.
  • მოქმედი ტელეფონის ნომერი. გაითვალისწინეთ, რომ ერთი მობილურის ნომრით შესაძლებელია მხოლოდ ერთი მომხმარებლის რეგისტრაცია.

იმ პირებს, რომლებიც ერთხელ უკვე იყვნენ დროებით სამუშაოზე წასული თურქეთში, ანალოგიურად შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და წავიდნენ.

როგორ მივიღოთ მიწვევა

თურქეთში სამუშაოდ წასვლის მსურველებს აუცილებლად სჭირდებათ სამუშაო მიწვევა. მიწვევის გაკეთება შეუძლია ფიზიკურ პირს, რომელიც არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ან იურიდიულ პირს, რომელიც არის რეგისტრირებული თურქეთის რესპუბლიკაში.

მიწვევაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საქართველოს მოქალაქის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მიწვევის პერიოდი – სამი თვე. ამასთან მიწვევა უნდა იყოს ნოტარიულად დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.

აჭარის დასაქმების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთიდან მიწვევის მიღება შეიძლება როგორც ფიზიკურად (მოწმობის, ფოსტით ან პირადი კონტაქტებით გადმოგზავნა), ასევე ელექტრონული ფორმით (ელ-ფოსტის ან სოციალური ქსელის გამოყენებით).

ელექტრონული ფორმით მიწვევის გადმოგზავნისას მნიშვნელოვანია მკაფიოდ იკითხებოდეს დოკუმენტის ტექსტი.

თურქეთიდან გამოგზავნილი ნოტარიულად დამოწმებული მიწვევა აუცილებლად უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე და ეს თარგმანი დამოწმდეს ნოტარიულად.

მიწვევა შეიძლება იყოს როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური.

რა ღირს მიწვევა

აჭარის დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, მიწვევის დამზადება 50-დან 90-მდე ლარი ღირს. მასში შედის:

[checklist]

  • მიწვევის თურქეთში ნოტარიულად დამოწმება – 70-150 ლირა (30-60 ლარი). თანხას ხშირ შემთხვევაში ფარავს მიმწვევი მხარე და მისი საფასური არ იცვლება არც  ჯგუფური მიწვევის დამოწმების შემთხვევაში.
  • საფოსტო გზავნილის ღირებულება – 25 ლირა (10 ლარი). იმ შემთხვევაში, თუკი მიწვევას ელექტრონულად მიიღებთ, ამ ხარჯის გაწევა აღარ მოგიწევთ.
  • მიწვევის ქართულენოვანი თარგმანის მომზადება და მისი ნოტარიულად დამოწმება –  20-25 ლარი. ჯგუფური მიწვევის შემთხვევაში საკმარისია დოკუმენტის ერთი ეგზემპლარის მომზადება და ინდივიდუალურად ყველა განმცხადებლის მიერ სისტემაში ატვირთვა.

[/checklist]

გაითვალისწინეთ, რომ abroadworkers.moh.gov.ge -ზე რეგისტრაციის პროცესი უფასოა.

იმ პირებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ დამსაქმებელთან პირდაპირ კონტაქტს და ამ საკითხის მოგვარებას კერძო კომპანიას სთხოვენ, თურქეთში გადასასვლელი დოკუმენტაციის მოწესრიგება გაცილებით ძვირი ღირს.

რა დრო სჭირდება პასუხის გაგებას, მიიღებთ თუ არა ნებართვას საზღვრის კვეთაზე

საქართველოს მოქალაქის მიერ თურქეთში წასასვლელი ერთჯერადი ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობას საქართველოს მთავრობის N164 განკარგულების პირობებთან სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი განიხილავს და ამოწმებს.

განხილვის შედეგის შესახებ მოქალაქეს ინფორმაცია რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 7 დღეში მიეწოდება SMS შეტყობინების სახით.

ნებართვის მიღების შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ ნებართვა არის ერთჯერადი. შესაბამისად,  ამ ნებართვის საფუძველზე მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ გადაკვეთოთ საზღვარი.

რა გჭირდებათ საზღვრის გადასაკვეთად

კორონავირუსის პანდემიის გამო სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი 10:00-18:00 საათებში მუშაობს.

მას შემდეგ, რაც დასაქმების სააგენტოდან ნებართვას მიიღებთ, შეგიძლიათ გამოცხადდეთ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პირადობის მოწმობით ან საქართველოს მოქალაქის პასპორტით.

გაითვალისწინეთ, რომ სასაზღვრო პუნქტზე აუცილებელია მოქალაქემ წარადგინოს PCR ტესტი, ამასთან გამგზავრებამდე 72 საათით ადრე შეავსოს თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე ელექტრონული ანკეტა – register.health.gov.tr და მიიღოს ე.წ. HES კოდი.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად ნებართვისა, საბოლოო გადაწყვეტილებას, პირი გადაკვეთს თუ არა საზღვარს, იღებს კონკრეტული მესაზღვრე-კონტროლიორი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა უნდა დარეკონ აჭარის დასაქმების სააგენტოში: (422) 24 78 82.

კავიანის ციხიდან დანდალოს ხიდამდე საფეხმავლო და ველობილიკს მოაწყობენ

შუახევისა [კლდისუბანი, კავიანი] და ქედის [დანდალო, ჯალაბაშვილები] მუნიციპალიტეტებში საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი 300 ათასი ლარით გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, ბილიკის მშენებლობა, რომელიც ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეებს შორის მოეწყობა, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

პროექტი ითვალისწინებს ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, კერძოდ, საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკისთვის მოაჯირების, ველოპარკინგისა და ავტოპარკინგის მოწყობას.

„კავიანის ბილიკი იწყება სოფლის ტერიტორიაზე, გაივლის ტყით დაფარულ მონაკვეთს და მთავრდება ისევ სოფლის ტერიტორიაზე. ბილიკზე ვხვდებით ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლს – კავიანის ციხეს. ბილიკი გამოირჩევა თავისი რელიეფითა და სიმაღლეთა სხვაობებით, რაც დამატებით ღირებულებას სძენს ველოტურიზმით გატაცებული ვიზიტორებისათვის. შუახევის მონაკვეთი მეტ-ნაკლებად სწორ ტყის ნაწილს მიუყვება, სადაც მარტივი სირთულის ველობილიკი გვექნება, ხოლო ქედის მონაკვეთზე – კავიანის ციხიდან – დანდალოს ხიდის მიმართულებით დახრილობა დიდია, სადაც ინტეგრირებული საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი გამოირიცხა და საჭირო გახდა ალტერნატიული ველობილიკი, რომელიც იქნება სრულად იზოლირებული საფეხმავლო ბილიკისგან, სადაც გვექნება ტრამპლინები, წინაღობები და რაც მთავარია ე.წ „Down Hill“-ის ექსტრემალური დაშვების ბილიკი“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს მკაცრი პირობებისადმი მდგრადი და მასალის ფერები უნდა შეესაბამებოდეს ლანდშაფტს.

 

ამავე თემაზე:

43 450 ლარი ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობი დოკუმენტებისთვის

მთავარი ფოტო: თაღოვანი ხიდი დანდალოში, „ბათუმელების“ არქივიდან, ფოტო: მანანა ქველიაშვილი

რა უნდა ქნან მეფუტკრეებმა ფუტკრის გადასარჩენად – სამინისტროს სპეციალისტის რჩევები

„სიტუაცია გაუმჯობესდა, მაგრამ შემოდგომაზე შესაძლებელია იგივე განმეორდეს, ტკიპამ უკვე კარგად ისწავლა დამალვა, დახურულ უჯრედებშია და უფრო ბარტყებზე პარაზიტობს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ზურაბ ვარშანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის განყოფილების უფროსი. მას ვკითხეთ: რა უნდა ქნას მეფუტკრემ, როცა ფუტკარი მასობრივად იღუპება და რას აკეთებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ დროს, როცა მეფუტკრეთა გაერთიანებების თქმით, ფუტკრის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოში დაიღუპა?

კვლევები არ ჩაუტარებიათ, თუმცა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მეფუტკრეები „გაბერილ რიცხვებს“ ასახელებენ და რეალურად დაახლოებით ფუტკრის 30 პროცენტი დაიღუპა. სამინისტროს სპეციალისტი ამბობს, რომ, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს მიზეზი – რის გამო იხოცებიან ფუტკრები.

„ყველა ასეთ შემთხვევაში მე ვეუბნები მეფუტკრეს, რომ უნდა გავიგოთ, რა მოხდა. თუ ეს ვერ დავადგინეთ, მაშინ ისევ გაწყდება ფუტკარი… მაქსიმუმ ხუთ დღეში უნდა მოგვმართონ, როცა ფუტკარი იღუპება, მერე უკვე მამაზეციერიც ვერ მიხვდება, რა მოხდა იქ,“ – ამბობს ზურაბ ვარშანიძე.

ზურაბ ვარშანიძის დაკვირვებით, შემთხვევების უმრავლესობა ვარვა ტკიპას უკავშირდება, რომელიც ფუტკარს ადრეც აწუხებდა. სპეციალისტის აზრით, ამჯერად, ვარვა გაძლიერდა და მას ცოდნით და გამოცდილებით შეიარაღებული მეფუტკრე ვერ დახვდა. სპეციალისტი გვიხსნის, რა შეიძლება მოხდეს შემოდგომაზე ისევ, თუკი მეფუტკრეები სპეციალისტებს არ მიმართავენ დასახმარებლად.

„საინტერესოა, რომ როცა სკა ნადგურდება, ამ დროს იწყება ქურდობა – ფუტკრის ძლიერი ოჯახი თავს ესხმის დაღუპულს და თაფლს იპარავს, შეახტება იქ და მოჰყვება სკაში, ნაქურდალს მოჰყვება ვარვაც, ყოველ დღეს ახალს მოგიტანს ფუტკარი, ამან გამოიწვია ვარვას ასეთი გამრავლება.

ჩვეულებრივად, ვარვას სჭირდება მასპინძელი, თუ მან ვერ დაიბუდა რომელიმე ფუტკართან, მხოლოდ 5 – 6 დღეს ძლებს მასპინძლის გარეშე, სექტემბერში კი, გამრავლების აქტიური პერიოდი აქვს… თუ ნორმალური პრეპარატებით არ უმკურნალებენ ფუტკარს, შესაძლოა, ისევ შევიდეს აქტიურად ეს ვარვა ტკიპა სკებში. ამ ტკიპამ ერთგვარად სახეცვლილება განიცადა – ის, რაც მასზე მოქმედებდა, ახლა აღარ მოქმედებს. ადრე ორ-სამჯერ წამლობაც მოქმედებდა. ახლა უფრო მეტი სიხშირით არის საჭირო მკურნალობა, თანაც ხარისხიანი მედიკამენტებით,“ – გვიყვება ზურაბ ვარშანიძე.

როგორ მიხვდეს მეფუტკრე, რომ სკას ვარვა ტკიპა შეესია?

„ეს საინტერესო საკითხია,“ – გვიპასუხა ზურაბ ვარშანიძემ. – „თუ სკას ჩახედავთ და თვალით დაინახავთ ტკიპას უჯრედებს შორის, ესე იგი, ძალიან ბევრია. ამიტომაც, არის საკონტროლო წამლობა. შევასხამთ პრეპარატს და დააკვირდები, ნახევარ საათს ჩამოცვივა თუ არა რამე სუფთა ფურცელზე… სხვათა შორის, ამ დაინვაზირებაზეა დამოკიდებული, რამდენჯერ სჭირდება და რით შეწამვლა ფუტკარს“.

ექსტენციის პროგრამის ხელმძღვანელმა თავი შეიკავა კონკრეტული პრეპარატების დასახელებისგან, რაც, სპეციალისტების შეფასებით, კარგად მუშაობს. სამინისტროს წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ არ მალავს იმას, რომ ზოგიერთი პრეპარატი არ ვარგა, ან ტკიპას ანადგურებს, მაგრამ ცუდად აისახება თაფლის ხარისხზე, ხოლო კონკრეტულ მეფუტკრეს ადგილზე ურჩევს, რომელი პრეპარატია კარგი.

„აქ იყიდება ის პრეპარატებიც, რაც აკრძალულია ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან აისახება თაფლის ხარისხზე, ასეთია ძირითადად რუსული პრეპარატები… მოგეხსენებათ, გაიგზავნა საქართველოდან კვლევის ნიმუშები ბალტიისპირეთში, ასევე გერმანიაში და არც ისე სახარბიელო შედეგი იყო,“ – ამბობს ზურაბ ვარშანიძე.

რატომ იყიდება ისეთი პრეპარატები, რომელიც უარყოფითად აისახება თაფლის ხარისხზე?

„იყიდება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თურქეთშიც… ვერ გეტყვით, რატომ ვერ შემოაქვთ ევროკავშირისგან რეკომენდებული პრეპარატები. ფაქტია, რომ დეფიციტურია,“ – განმარტავს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, ზურაბ ვარშანიძე.

ზურაბ ვარშანიძის თქმით, პრეპარატებს შორის არჩევანი არსებობს, რაც ტკიპასაც ებრძვის და თაფლის ხარისხზე ცუდად არ მოქმედებს.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი „ბათუმელებში“ რამდენიმე დღის გამოქვეყნებულ მასალასაც ეხმაურება – ქედაში, სოფელ გარეტყეში მცხოვრები მეფუტკრის შესახებ, რომელსაც ასევე დაეღუპა ფუტკარი.

„მე ვიყავი პირადად მისული მაგ მეფუტკრესთან. მახსოვს, კრასნოდარიდან გამოაგზავნიეს პრეპარატი, რომელმაც არ გაამართლა… არის შემთხვევები, როცა ურჩევ კონკრეტულ პრეპარატს და ურჩევნია ისევ ძველი მეთოდი გამოიყენოს. ზოგიერთ ეფექტურ პრეპარატს სპეციალური დანადგარი სჭირდება, მაგალითად, ჭიანჭველმჟავა ეფექტურია, მაგრამ მისი გამოყენება საშიშია, სპეციალური ჯამი სჭირდება და ხელზე არ უნდა მოგხვდეს…

იყო შემთხვევა, როცა თურქეთიდან შემოიტანეს პრეპარატი და ამან კარგად იმუშავა ერთ კაცთან, მის მეზობელთან კი, იგივე პრეპარატმა არ გაამართლა. ჩემი დაკვირვებით, ეს პრეპარატები შესაძლოა მუშაობდეს კარგად, მაგრამ შემდეგ თაფლის ხარისხზე აისახება ცუდად… აჯობებს, თუ დააკვირდება მეფუტკრე, როგორ მუშაობს ესა თუ ის პრეპარატი. თუ ორ-სამჯერ გამოიყენა და კარგი შედეგი მიიღო, ეს უნდა გამოიყენოს,“ – გვითხრა ზურაბ ვარშანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სულ ერთი მეფუტკრე ჰყავს, რომელიც ექსტენციონისტია და ადგილზე გასვლით შეუძლია მეფუტკრისთვის რჩევის მიცემა.

„მეც ვეტერინარი ვარ, მაგრამ, ბავშვობიდან მეფუტკრე ვარ, 100 პროცენტით გადარჩა ჩემთან ფუტკარი, ისე ვუწამლე… მეც შემიძლია ადგილზე გასვლა და გავდივარ. ახლა რეგიონში 1000-მდე მეფუტკრეა, ყველასთან მისვლა რთულია, მაგრამ ვინც გვიკავშირდება, მივდივართ. საერთოდ, ვისაც ცოტა რაოდენობით ჰყავს ფუტკარი – 10 – 20 ოჯახი, უფრო იმას ეღუპება ფუტკარი, სუსტ მეფუტკრეს ეღუპება ფუტკარი. ჩვენც ძირითადად მსხვილი მეფუტკრეები გვიკავშირდებიან და მათ შედარებით კარგი მდგომარეობა აქვთ,“ – გვითხრა ზურაბ ვარშანიძემ.

ვინ გადაიხადა 30 მილიონი მიწის ნაკვეთში – კიდევ ერთი თაუერი ბათუმის სანაპიროზე

ბათუმის ცენტრში, იუსტიციის სახლთან ახლოს კიდევ ერთი თაუერი აშენდება. 7023 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი აქ შპს „დე გრუპმა“ 30 მილიონ ლარად და სასტუმროს მშენებლობის პირობით შეისყიდა.  „დე გრუპი“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა. „მეტრო ჰოლდინგს“ გალიფ ოზთურქი ფლობს. ის ბათუმში სასტუმროებისა და აპარტოტელების ქსელის მფლობელია.

ბიზნესმენმა შესყიდულ ტერიტორიაზე გადაღებული ფოტო, ამ ადგილზე მოაზრებული პროექტის რენდერთან ერთად გუშინ, 18 მაისს, ფესიბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. 18 მაისს დღის 5 საათზე დასრულდა ელექტრონული აუქციონიც.

გალიფ ოზთურქი მარცხნიდან მეორე

ამ რენდერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შენობის სიმაღლე მიმდებარედ არსებულ თაუერებზე ნაკლები არ იქნება. თუმცა კომპანიაში მოაზრებული შენობის პარამეტრებს ჯერ არ ამხელენ: „მგონი ჯობია ჯერ არ გითხრათო“.

„დე გრუპმა“ ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე შეისყიდა. ქონების საწყისი ფასი 11 მილიონ 448 000 ლარი იყო და კომპანიამ კონკურენციის პირობებში ის 30 მილიონ  ლარად იყიდა. ეს თანხა ქონების თავდაპირველ ფასზე თითქმის 20 მილიონი ლარით მეტია. კომპანიამ ერთ კვადრატულ მეტრში 4 271 ლარი გადაიხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ ქონების საფასური 45 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

ელექტრონულ ვაჭრობაში ორი კონკურენტი მონაწილეობდა, ბიჯების ისტორიის მიხედვით მეორე, რომლის ვინაობაც არ ვიცით, მზად იყო ამ ნაკვეთში 27 მილიონი ლარი გადაეხადა. ის სწორედ ამ ციფრზე გაჩერდა და გამარჯვება 30 მილიონი ლარის დაფიქსირების შემდეგ „ლე გრუპს“ დარჩა.

აუქციონის პირობების მიხედვით, ამ ნაკვეთზე კომპანიამ 4 წლის ვადაში უნდა ააშენოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს არანაკლებ 150 ნომრიანი სასტუმრო. პირობების ჩამონათვალშია ასევე საქართველოს არანაკლებ 30 მოქალაქის დასაქმება 2 წლის განმავლობაში.

ახალგაყიდულ მიწის ნაკვეთზე მძიმე ტექნიკა უკვე მუშაობს, როგორც „მეტრო ჰოლდინგის“ დირექტორმა რაულ კახაძემ გვითხრა, ამ დროისთვის სამშენებლო ადგილზე მოსწორების სამუშაოებს ატარებენ.

ნაკვეთზე მშენებლობის ნებართვის მისაღებად კომპანია ბათუმის მერიას უახლოეს მომავალში მიმართავს, თუმცა ადგილზე უკვე გამოფენილია შენობის სავარაუდო რენდერი. „ ეს პროექტი არ არის. სავარაუდოა, როგორიც კომპანიას აქვს მოაზრებული“, – გვითხრა რაულ კახაძემ.

„მოაზრებული შენობის“ სავარაუდო რენდერი

კომპანიას ტერიტორიის განაშენიანების გეგმის მომზადებაც მოუწევს, რადგან მისი ფართობი 5 000 კვ.მ- ზე მეტია, ასეთ შემთხვევაში კი კანონი ნაკვეთის გრგ-ს მომზადებას ითხოვს.

გაყიდული ნაკვეთი იუსტიციის სახლთან ერთი მხრივ ბათუმის უნივერსიტეტის შენობას [გეპეი], მეორე მხრივ კი საავტომობილო გზას ესაზღვრება, რომელზეც შპს „დარ ბილდინგის“ მაღლივი შენობა დგას.

ახალი სასტუმროს მშენებლობის შემდეგ, როგორც ამ შენობების, ასევე აქ არსებული სხვა შენობების, მათ შორის „ალიანსის“ გარემო შეიცვლება.

 

ტერიტორიაზე ტრაქტორი მუშაობს

„სინოვაკზე“ რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყება

„სინოვაკის“ აცრისთვის რეგისტრაციის გავლა 21 მაისიდან იქნება შესაძლებელი, აცრა კი, 24 მაისიდან ანუ მომავალი კვირის ორშაბათიდან დაიწყება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ფეისბუქზე პირდაპირ ჩართვაში განაცხადეს.

ჩინური წარმოების „სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.

„სინოვაკი“ ინაქტივირებული ვაქცინაა, რომელსაც ჩინური კერძო კომპანია აწარმოებს. 100 000 დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა საქართველოს ჩინეთის მთავრობამ აჩუქა.

 

 

„მონაზვნები რეალურად მონები ხდებიან, გასაქცევი არსად აქვთ“ – ინტერვიუ თეოლოგთან

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები, ერთი მხრივ, საეკლესიო კანონიკის მსუბუქი დარღვევის დროს უმკაცრესად სჯიან მათთვის არასასურველ სასულიერო პირებს, მეორე მხრივ, თვალს ხუჭავენ მძიმე დანაშაულზე, თუკი ამას მაღალი იერარქი სჩადის.

ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები, სადაც მიტროპოლიტმა სტეფანემ 15 სასულიერო პირი და მრევლის ნაწილი დასაჯა. მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ის კანონიკურად მოქმედებდა.

კანონიკური სამართალი არ ვრცელდება მაშინ, როდესაც ეპისკოპოსი სჩადის დანაშაულს. მაგალითად, ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტზე ხელი აღმართა. მიუხედავად იმისა, რომ სჯულის კანონით ეპისკოპოსი სასჯელს იმსახურებდა, ის არ დაუსჯიათ. როგორ განსჯის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რით ხელმძღვანელობს და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგიის დოქტორს, მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა:

ეკლესიის დაარსებისას მასში ჩადებული იყო ე.წ. ბაზისური დემოკრატიის მმართველობითი ფორმები. ეს ნიშნავს მოდელს, როდესაც საეკლესიო გადაწყვეტილებაში ჩართულია მრევლი – უშუალოდ ქრისტიანთა კრებული და სწორედ ის წარმოადგენს უმაღლეს ავტორიტეტს. გარკვეულ მომენტებში რადიკალური ნაბიჯისკენაც კი მიდიოდნენ – მაგალითად, ფლობდნენ საერთო ქონებას, რომელსაც თანაბრად იყოფდნენ და ა.შ. ამგვარი, ძირეული დემოკრატიულობის ნარჩენებს დღესაც ვხვდებით, ოღონდ მათ ხშირად მხოლოდ რიტუალური დანიშნულებაღა აქვთ.

მაგალითად, მღვდლის კურთხევისას სამჯერ წარმოითქმის სიტყვები: ღირსია, ღირსია, ღირსია. ადრეულ ქრისტიანულ თემში სამღვდელო კანდიდატს ჯერ წარუდგენდნენ კრებულს, შემდეგ, ცერემონიალისას იძახდნენ – „ღირსია“, აკეთებდნენ პაუზას, კიდევ „ღირსია“ – შეჩერება და „ღირსია“, მესამე გზის. ყოველ შეძახილზე მრევლს ასევე უნდა მიეგო – „ღირსია“. ერთ ადამიანს მაინც რომ დაეძახა „არ არის ღირსი“, უნდა შეჩერებულიყო ხელდასხმის პროცესი და მომხდარიყო მიზეზთა გამოკვლევა.

ამის საპირისპიროდ, როდესაც ეკლესია ანტიკურობიდან შუა საუკუნეების ეპოქაში შედიოდა, იქმნებოდა კანონთა კრებული – დიდი სჯულის კანონი, რომელშიც არსებობს ორი განზომილება: პირველი, ეს არის დოგმატური საკითხები და პრაქტიკული საკითხების მომწესრიგებელი კანონი. ხშირად სწორედ ეს ყოფითი კანონებია ურთიერთგამომრიცხავი, რადგან არიან ამოზრდილი ეპოქალური, გეოგრაფიული თუ კულტურული კონტექსტიდან. მათი მთლიანი სქემა არის ფეოდალური და საბოლოო არსი არის ის, რომ ეპისკოპოსი არის ღმერთის ნაცვალი დედამიწაზე, ის წყვეტს ყველაფერს. ხოლო დიდ გადაწყვეტილებებს ეპისკოპოსთა კოლეგია იღებს.

  • ჩვენს რეალობაში რომ გადმოვთარგმნოთ ეს, რა სურათს მივიღებთ?

რომ გადავთარგმნოთ ეს ყოველივე, თუ მე ვარ ბანდიტი კაცი, მოვახერხე, გავხდი ეპისკოპოსი, შემდეგ ვაკურთხე ჩემნაირი 40 ან 50, ჩვენ გადავწყვეტთ ყველაფერს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ დიდი სჯულის კანონში, პირდაპირი ჩართულობის მხრივ მრევლისთვის ადგილი არ არის. ეს არის უდიდესი პრობლემა. შესაბამისად, კანონებით ხმალაობა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და პრაქტიკულ გამოსავლამდე არასოდეს მივიდეს.

რაც შეეხება 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებას [საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონი], ეს დებულება არის არათუ ფეოდალური, არამედ საერთოდაც დიქტატორული.

თითქმის ყოველი მუხლის ბოლოს წერია – რომ ამ ყველაფერზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პატრიარქი. შედეგად გვაქვს შემდეგი აბსურდი – მივდივართ პატრიარქთან, მას ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ ჰომოსექსუალი, შესაბამისად, თქვენი თავი დასაჯეთ, განკვეთეთ და წადით ხევში. ეს ხომ არარეალურია? ამ კანონების რახარუხის ნაცვლად ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენს საზოგადოებას (იმიტომ, რომ საზოგადოებასა და მედიაში უკვე გამოვიდა ეს ხმა) დაეწყო გააზრება ზოგადად ქრისტიანული დამოკიდებულებისა სექსუალური უმცირესობების მიმართ. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავსვათ  შემდეგი კითხვა – ვთქვათ, არის პატრიარქი ჰომოსექსუალი? რა ხდება შემდეგ?

ქრისტიანული რელიგია კრძალავს ადამიანის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვისაც. პირდაპირ რომ ვთქვათ, ქრისტიანული ეთიკა კრძალავს ყოველგვარი გრძნობის გარეშე სექსს, მხოლოდ სიამოვნებისთვის, ცდუნებას – გამომყენებლურ შეტყუებას სექსუალურ ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ითრგუნება ადამიანი, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი, შელახულია მისი ღირსება და ის აღქმულია როგორც ხორცის გროვა, რომლისგანაც შეიძლება მხოლოდ წამიერი სიამოვნება მიიღო.

ამას გარდა, იუდაურ-ქრისტიანული მორალი არის ძალიან ჰეტეროსექსუალური. აბრაამსა და ღმერთს შორის დადებული აღთქმის მიხედვით, მისადმი ერთგულების ჯილდოდ, უფალმა მამამთავარს გამრავლება აღუთქვა. ეს პუნქტი იუდაურ რჯულსა და ხსნის სწავლებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა, რომელიც გამრავლებამდე არ მიდიოდა, არ იყო მოწონებული.

თუმცა სახარებაში იესოს მხრიდან კონკრეტულად ჰომოსექსუალობის შეფასება არ გვხვდება. რომ დავიყვანოთ ძირამდე ქრისტიანული სოციალური მორალი, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, სიყვარულზეა დაფუძნებული, იქ არავის აქვს უფლება ამაში შეიჭრას. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სიყვარულის ნიჭია, გიყვარდეს ადამიანი ზუსტად ისეთი, როგორიც ის არის.

ამის მიღმა კი არსებობს პერვერსია, ძველქართულად გულაღრძნილება, ჟინს აყოლა და ნებისმიერი ადამიანის აღქმა ერთჯერადი სიამოვნებისთვის. საჭიროა ქრისტიანული სექსუალური ეთიკის გადააზრება. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, სერიოზული ტრავმები გადავიტანეთ. ეს იყო საზოგადოება, სადაც სექსი არ იყო – საბჭოთა დროს, შემდეგ 90-იანები და რაც ყველაზე მთავარია, ახლახან, ეკლესიის მიერ ინიცირებული 2013 წლის 17 მაისი, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით. სწორედ ამ მოვლენის ხარჯზე საქართველოში ამოიზარდნენ და გამოცოცხლდნენ ეს მაჯლაჯუნები, რომლებიც ჩოხებითა და კომბლებით დარბიან. ერთი მხრივ და მეორე მხრივ სრულიად რეპრესირებული საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გარბიან.

მე მათი ინტერვიუები მომისმენია, წამიკითხავს და ბევრ მათგანს ქვეყნის დატოვება მართლა არ უნდოდა. ბევრი მათგანი საერთოდ ნაციონალისტია – ხომ წარმოგიდგენიათ, რადიკალი პატრიოტია. საუბარი მაქვს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე. ეს ადამიანები გარბიან იმიტომ, რომ ვიღაცა აძლევს თავს უფლებას მათ ცხოვრებაში ჩაერიოს. თუ გვინდა ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ საზოგადოებაში, უნდა გადავლახოთ აი ეს, რომ სექსუალური, რელიგიური და პოლიტიკური ნიშნის გამო უფლება არ აქვთ ადამიანებს, სხვას თავში რაღაც ჩაარტყან.

  • სასულიერო პირები დებენ სხვადასხვა აღთქმას, რომლებსაც შემდეგ არღვევენ და ეს ხდება მათი გაკიცხვის მიზეზი. დარღვეული აღთქმების გამო ზოგი იღებს კანონიკურ სასჯელს, ზოგს კი შეიწყალებენ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მონაზვნობის შეზღუდვები არის ისტორიული გადმონაშთი, მეტი არაფერი. მონაზვნობის შესახებ ფორმები და ცნობები ჩვენამდე მოვიდა ძალიან დაგვიანებით. ძალიან ბევრი რაღაც იქიდან იყო ლიტერატურულად სტილიზებული და ლეგენდარული ხასიათის. სამ აღთქმას დებს ადამიანი, როდესაც ხდება მონაზონი ან ბერი.

პირველი – ეს არის სრული უპოვარობა. იცნობთ ვინმეს უპოვარს? მონაზვნობის მიღმაც კი თუ წარმოგიდგენიათ ვინმე დღევანდელ სამყაროში, არანაირ ქონებას რომ არ ფლობდეს.

ამის დამბალანსებელი არის მეორე პუნქტი – მონასტრის დაუტოვებლობა. ეს უპოვარება არის ერთადერთ შემთხვევაში შესაძლებელი, თუკი თქვენ, როგორც პიროვნება, ცხოვრობთ დიდ კრებულს შიგნით, რომელიც თქვენზე ზრუნავს დღენიადაგ.

მესამე არის ქალწულობის აღთქმა – სექსუალური ურთიერთობებისგან თავშეკავება.

ახლა სად არის ჩემი აზრით აცდენა: აცდენა არის დაფიცება და რაიმეს შეპირება ცხოვრების ბოლომდე აღსრულებისა, იმიტომ, რომ ადამიანი ასაკობრივ ეტაპებზე იცვლება: თქვენ იყავით სულ სხვა ადამიანი ათი წლის წინ, ოცი წლის წინ და იქნებით სულ სხვა ადამიანი 50 წლის შემდეგ. ჩვენ ვიცვლებით, ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება, ჩვენი ჰორმონალური, ბიოლოგიური დამოკიდებულება იცვლება.

თავდაპირველად ეკლესიაში იყო დროებითი აღთქმები. დღეს ეს არ არის – მიდის ახალგაზრდა ადამიანი მონასტერში, თავბრუეხვევა რელიგიური იდეებით, დებს ამ აღთქმებს და შემდეგ საკუთარი დაფიცების ტყვე ხდება. ეს მორჩილება გადადის კონკრეტული პიროვნების მონობაში –  იქნება ეს ეპისკოპოსი თუ წინამძღვარი. უპოვარობას, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებს იმიტომ, რომ არავისზე მონასტერი ასე არ ზრუნავს და ყველა იწყებს „ჩალიჩს“, ქონების დაგროვებას. ამიტომაც არსებობენ ჩვენში ბერები, რომლებიც ფლობენ ვენახებს, სასახლეებს და უძვირფასესი კლასის ავტომანქანებს.

რაც შეეხება სექსუალურ ქალწულობას, ესეც არის სრული აბსურდი, რადგან ბერმონაზვნობის გაგება ჩვენთან დაფუძნებულია სექსის, როგორც მოვლენის სრულ დემონიზაციაზე. თითქოს სექსი არის ერთჯერადი სიამოვნების წყარო. არადა, ეს, პირველ რიგში, არის ადამიანის შეცნობის გზა (ასეც ჰქვია ბიბლიაში) და თვითმანიფესტაციაც. გაშიშვლება ნიშნავს, რომ ადამიანის წინაშე არაფერი დასამალი აღარ გაქვს. რაც მთავარია, სექსი არის მიბმული საკუთარი სიცოცხლის გაგრძელების კვლავ გადაცემის ინსტიქტთან, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ადამიანში.

ახალგაზრდა, რომელიც ოდესღაც შევიდა მონასტერში, აუცილებლად დადგება ამ სამივე კრიზისის წინაშე. რა მოხდება ამ შემთხვევაში – მოუწევს ტყუილში ცხოვრება, დამალავს პირად ქონებას ან ვეღარ იქნება კონკრეტული პიროვნება და ყველაზე მთავარი, აუცილებლად მოუნდება ადამიანური ურთიერთობა. ჩაკეტილ სივრცეში შეიძლება ეს ურთიერთობა ერთმანეთში გაჩაღდეს, ან გარეთ და ა.შ. საქართველოში, ჩემი აზრით, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელი გზა ის არის, რომ ყველა – მონაზვნები და ბერები უნდა გათავისუფლდნენ სამუდამო აღთქმისაგან, უნდა გამოცხადდეს ერთგვარი საკრალური ამნისტია, რომლის შემდეგაც ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა გააგრძელოს გზა. საკუთარი ფიცის ტყვეობის ქვეშ ყოფნა არ არის ქრისტიანული.

მაგალითად, ჭყონდიდის პრობლემატიკის ერთი მცირე კომპონენტია ის, რომ ერთმანეთს ეძახიან იმ მეუფეს შვილი ჰყავს, ამ მეუფეს შვილი ჰყავს, შემდეგ ამაზე საეკლესო კანონებით იწყებენ მსჯელობას. ვფიქრობ, ვინმეს შვილი თუ ჰყავს, ამაზე კარგი არაფერია, რადგან სიცოცხლე თვითონ არის უმაღლესი ფასეულობა ქრისტიანული თვალსაზრისით. თუ მეუფემ გააჩინა შვილი, ამის გამო ბავშვის ან დედამისის, ან მამამისის ბულინგი არაფრით არ შეიძლება. ყველას ჰყავს ჩუმად ვიღაც. ერთი-ორს ჰყავს ღიად და ისინი ამისთვის მხოლოდ შესაქებნი არიან, ჩემი აზრით, რადგან პირველ ქრისტიანულ ეკლესიაში ცოლიანი ეპისკოპოსი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

დანარჩენები ერთმანეთს ატყუებენ და მე ვსვამ კითხვას – ეს ვის სჭირდება? ღმერთს სჭირდება, ადამიანს სჭირდება თუ ვის? რატომ უნდა იყოს საწყალი მონაზონი გოგო თავის დადებული ფიცის ტყვე? მე არ მესმის.

ქალები უფრო რთულ მდგომარეობაში იმიტომ არიან, რომ ისინი, ფაქტობრივად, მეუფეებისა და წინამძღვრების მოხელე გოგოები ხდებიან. რეალურად კი მონები, იმიტომ, რომ გასაქცევი არსად აღარ აქვთ, უკან ვეღარ მოდიან. მორჩილება, რომელსაც ისინი ვითომდა ღვთის წინაშე დებენ, საბოლოო ჯამში ადგილობრივი იერარქების კერძი ხდება.

ამიტომ არის იქ პრობლემა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის, სტეფანეს დამოკიდებულებაც ასეთია – დედა სოსანა წავიდა თბილისში, ჩამოვიდა და არ შეუშვა [მონასტერში]. რატომ? იმიტომ, რომ ის მორჩილება, რომელიც მან ღმერთს აღუქვა, სტეფანეს ჰგონია, რომ მას აღუთქვეს.

  • თქვენ საუბრობთ მოდელზე, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა იყოს, თუმცა ისეთ ინსტიტუციაში, როგორიც ეკლესიაა, მსგავსი ცვლილებები რთულად წარმოსადგენია…

ეკლესიის შიგნით არსებობს გარკვეული წესდება და ამ წესდების დაცვის გარეშე ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, სიმყარეს დაკარგავს. ამიტომაც ადამიანთა ნაწილი პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და ამაში ისინი ასევე არიან მართლები.

თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი პატრიარქს, როგორც ღვთაებას, თავისი ნებით აღიქვამს. მათ ამას არავინ არ აძალებს. ეს არის ძალიან რთული კონსტრუქცია, რომლის ნიჭიც მას აღმოაჩნდა. ეს ადამიანი თავის თავზე მუშაობდა და ახლა ჩვენ გვინდა რაღაცა მოძველებული კანონებით ეს შევარყიოთ, მეორე მხრივ, არსებობს ტექნიკური პრობლემაც.

სინოდი და საპატრიარქო, როგორც ასეთი, საქართველოში არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ პატრიარქი. სინოდი, როგორც ინსტიტუცია, ფორმალურადაც არ არსებობს, რადგან სახეზე არ გვაქვს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმოებაში მიიღებდა მრევლისა თუ თავად სამღვდელოების საჩივრებს, მოამზადებდა და სინოდზე სამსჯელოდ გაიტანდა.

რეალობაში ხდება შემდეგნაირად, პატრიარქი იტყვის – ზეგ ჩამოდით, სინოდია. ეპისკოპოსებიც ჩაჯდებიან თავიანთ დიდ ჯიპებში, გაექანებიან იქ, დასხდებიან. წინასწარ არავინ იცის რა საკითხებს განიხილავენ. კენჭისყრისას უმრავლესობა თავს დაუკატურებს, ხმას მისცემს პატრიარქის პოზიციას, ადგებიან და წამოვლენ. მე დარწმუნებული ვარ, სინოდის შიგნითაც პატრიარქის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი დიდი ხანია არის. თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოებას ამის პრობლემა არ აქვს.

გახსოვთ, როდესაც რაღაც პერფორმანსივით გააკეთეს, სამების ეზოში შეიკრიბნენ და იძახდნენ – გვიყვარხარ პატრიარქო! ესეც იყო ერთგვარი გამოხატულება – პატრიარქი ჰომოსექსულია, მერე რა? მას ეს ეპატიება. დაახლოებით ეს დამოკიდებულება აქვთ.

მეუფე პეტრეს ეგონა, რომ საზოგადოებას მის განცხადებაზე მძაფრი რეაქცია ექნებოდა და  ჩემი აზრით მოტყუვდა. მან განაცხადა, რომ პატრიარქი არის “პედარასტი“ და რომ ის იწყებს საქართველოს აპოკალიფსურ-ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ საზოგადოება მას არ აჰყვა.

თუმცა ეს ყოველივე არ ამართლებს იმას, რასაც ეპისკოპოსი სტეფანე ამბობს, რომ არ აინტერესებს. რომც გაარკვიოს, ამბობს, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

უბრალოდ დიდი უსამართლობაა ახალგაზრდებს თავში ურტყამდე აგურებს, მხოლოდ სხვაგვარი ჩაცმულობის გამო, ამასობაში კი საკუთარ იერარქიაში ამგვარივე იდენტობის მქონე ადამიანებს ტაშს უკრავდე, ქედს უხრიდე და უსიტყვოდ ემსახურებოდე. აი, ეს არის სწორედ უსამართლობა. მაშინ უნდა ითქვას, რომ 17 მაისი იყო შეცდომა და ადამიანი ნებისმიერი იდენტობით არის მისაღები.

ამავე თემაზე:

ვარშავა-ბათუმი-ვარშავა – 7 ივნისიდან პირდაპირი ავიარეისები შესრულდება

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, 7 ივნისიდან შესრულდება პირდაპირი, რეგულარული რეისები ბათუმიდან ვარშავის მიმართულებით და პირიქით.

პირდაპირ ფრენებს – ვარშავა – ბათუმი – ვარშავა პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი ზაფხულის სეზონზე შეასრულებს.

ავიარეისები 7 ივნისიდან 27 სექტემბრამდე, ყოველ ორშაბათს შესრულდება.

ამავე თემაზე: 

ყაზახეთი, საუდის არაბეთი, პოლონეთი და უკრაინა – ბათუმიდან რეგულარული ფრენები შესრულდება

 

ბათუმში დღეს გამოიდარებს | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში 19 მაისის 21 საათიდან 20 მაისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 12-17 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23-28 გრადუსი
  • ღამით: 10-15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 8-13 გრადუსი სითბო

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 21-22 მაისს, უნალექო ამინდი იქნება.

ზღვის წყლის ტემპერატურა +17 გრადუსია.

1160 ახალი შემთხვევა, 20 გარდაცვლილი პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

19 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1160 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 209 კვლევა ტესტით.

ბოლო 24 საათში საქართველოში 20 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ახალი შემთხვევების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 588 შემთხვევა, აჭარაში – 86, იმერეთში – 113, ქვემო ქართლში – 80, შიდა ქართლში – 53, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 110, კახეთში -51, მცხეთა-მთიანეთში – 21, სამცხე-ჯავახეთში – 22, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.

17 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.81%.

ამ ეტაპზე საქართველოში კოვიდის 15 567 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 343 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

აჭარაში კოვიდის 86 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 19 მაისი

19 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აჭარის კოვიდკლინიკებში 422 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსის დიაგნოზით, მათგან 9  ხელოვნურ სუნთქვაზეა.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 254 ადამიანი იმყოფება.

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე გადადგა – „სამოქალაქო სექტორში გავაგრძელებ“

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდერე დავითაძე ადასტურებს ინფორმაციას თანამდებობის დატოვების შესახებ.

რაც შეეხება გადაწყვეტილების ოფიციალურ მიზეზს, ამ საკითხზე მისი პასუხი დამკვიდრებული სტანდარტის შესაბამისია, როცა თანამდებობის პირები მოულოდნელად წასვლაზე განცხადებას წერენ, შემდეგ კი ამტკიცებენ, რომ „ამ კონკრეტულ საქმეში საკუთარი თავი ამოწურეს“.

ალექსანდრე დავითაძის ინფორმაციით, მან ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები როგორც განათლების მინისტრის მოადგილის რანგში, ასევე რეგიონულ ახალგაზრდულ ცენტრში [ ის ამ მიმართულებას კურირებდა].

ალექსანდრე დავითაძე ამბობს, რომ გეგმავს სამოქალაქო სექტორში მუშაობას, თუმცა „არასამთავრობო ორგანიზაციას“ არ გულისხმობს.

ალექსანდრე დავითაძეს ამ დრომდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კადრად მოიხსენიებდნენ. ის ჯერ მთავრობის აპარატში მუშაობდა, შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს.

განათლების ყოფილი მინისტრის ინგა შამილიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ის მინისტრის მოვალეობასაც ასრულებდა.

 

ბათუმში Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება

ბათუმში, ყოფილი UP2U-ს ტერიტორიაზე, ამჟამად კლუბ MonoHall-ში, 16 ივლისს, 22:00 საათზე ჯგუფ Bedford Falls-ის კონცერტი გაიმართება.

Bedford Falls 2014 წელს თბილისში დაარსებული ბენდია და ძირითადად  Indie Rock -ს უკრავს. იგრძნობა ალტერნატიული მუსიკის და პოსტ-პანკის ელემენტების ნაზავიც, თუმცა ვერ ვიტყვით რომ მხოლოდ ეს არის. Bedford Falls-ის უნიკალობა ახლებური ჟღერადობა, განსხვავებული, მონოტონური და ამავე დროს ექსპრესიული ვოკალია. ბენდის ყოველი ახალი ჩანაწერი მუდმივი ძიება და ექსპერიმენტია. მსმენელთა დიდმა ნაწილმა ჯგუფი მას შემდეგ გაიცნო, რაც ისინი კონკურს – Newcomers Altervision-ის გამარჯვებულები გახდნენ.

ბენდმა არსებობის 7 წლის მანძილზე შეძლო და თავი დაამახსოვრა არამხოლოდ ქართველ არამედ უცხოელ მსმენელსაც. Bedford Falls ძირითადად ინგლისურ ენაზე მღერის.

 

YouTube video player

16 ივლისს ბათუმში Bedford Falls-ი საათნახევრიან პროგრამას დაუკრავს.

როგორც კლუბ MonoHall-ის წარმომადგენელი ზურა გოგსაძე გვეუბნება, კონცერტი რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება და დასწრება 18 წელზე მეტი ასაკის მსმენელს შეეძლება. MonoHall-ის ტერიტორია 1600 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს – ღია სივრცეს ბათუმის პლაჟზე, შესაბამისად, კლუბის წარმომადგენლის თქმით, ვირუსის გავრცელების საპრევენციო ზომების მიღება შესაძლებელი იქნება.

კონცერტის ბილეთი ონლაინ შეძენის შემთხვევაში 30 ლარი ეღირება, ადგილზე ყიდვის შემთხვევაში კი 35 ლარი.

სად გაითიშება დენი ბათუმსა და აჭარის სოფლებში 19 მაისს

ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე და აჭარის სოფლებში აბონენტთა ნაწილს 19 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ განცხადებით, შეზღუდვა გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება:

  • ბათუმში – [11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში], მონაცვლეობით შემდეგ ქუჩებს: კ. გამსახურდიას, რუსთაველის, მ. აბაშიძის, პუშკინის, გიორგი ბრწყინვალის, შაფათავს, სულაბერიძის და მიმდებარე ქუჩებს.
  • ხელვაჩაურში – [11:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში], მონაცვლეობით სოფლებს: აჭარის აღმართს, ზედა ჩხუტუნეთს, ჩიქუნეთსა და მიმდებარე სოფლებს.
  • ქობულეთში – [11:00-დან 13:00 საათამდე მონაკვეთში] მონაცვლეობით ქუჩებს: მემედ აბაშიძის, ჩხაიძისა და მიმდებარე ქუჩებს.
  • ქედაში – [11:00-დან 19:00 საათამდე მონაკვეთში], მონაცვლეობით სოფლებს: ხარაულას, ჯალაბაშვილებს, დანდალოს, გელენიძეებს, კოკოტაურსა და მიმდებარე სოფლებს.
  • შუახევში – [11:00-დან 14:00 საათამდე მონაკვეთში], მონაცვლეობით სოფლებს: ფურტიოს, ნიგაზეულსა და მიმდებარე სოფლებს.
  • ხულოში – [09:30-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში] სოფლებს: შურმულს, ვაშლოვანს, დეკანაშვილებსა და მიმდებარე სოფლებს.

ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ბათუმში დასახელებულ ქუჩებზე დენის მიწოდება არა ყველა აბონენტს [მთლიანად ქუჩას], არამედ აბონენტთა ნაწილს [ქუჩის გარკვეულ მონაკვეთებს] შეუწყდეს.

ენერგომომარაგება განახლდება გეგმიური სამუშაოების დასრულებისთანავე – აცხადებს „ენერგო-პრო ჯორჯია“.

კრიზისი ეკლესიაში, რომელიც თავს ვეღარ მალავს

„რატომ დარბის ამდენი სასულიერო პირი, აი, ამ ვიდეოებს ატრიალებს და ბრალს უყენებს თავის პატრიარქს მაშინ, როდესაც საკითხი განსახილველადაც არ არის შეტანილი,“ – ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ [კალაიჯიშვილი] 2021 წლის 7 მარტს, წირვის შემდეგ, ქადაგების დროს ეს კითხვა ამბიონიდან დასვა.

მიტროპოლიტი სტეფანე გავლენიანი სასულიერო პირია. მას ორი ეპარქია [ცაგერი-ლენტეხის და ჭყონდიდის] აბარია, წმინდა სინოდის წევრია და საპატრიარქოს დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.

მიტროპოლიტის ქადაგება ეხებოდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორესადმი წაყენებულ ბრალდებას. ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს.  „ვიდეოებით მორბენალ სასულიერო პირებში“ მიტროპოლიტი სავარაუდოდ იმ მღვდელ-მონაზვნებს მოიაზრებდა, ვინც ამ ბრალდებასთან დაკავშირებულ კითხვებს სვამს.

ინფორმაცია პატრიარქის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების არსებობის შესახებ არახალია. თუმცა წელს პირველად მოხდა, რომ ეს საპატრიარქოსთან დაახლოებულმა პირმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ გაახმოვანა.

11 მაისს ჭყონდიდის საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებამ“ ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანესთან ინტერვიუ  გამოაქვეყნა. 45-წუთიან ინტერვიუში ბევრ საკითხთან ერთად მან კიდევ ერთხელ, ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ არსებობს რაღაც ვიდეოები, რომელთა  ნახვასაც მას სასულიერო პირები სთხოვდნენ.

„ვიღაცები თითებს მიქნევენ, შენ ეს [საკითხი] უნდა დააყენო. მე არ მიმაჩნია სწორად ჭორაობა, ვთქვათ, გინდა პატრიარქზე და გინდა სხვა ადამიანზე, რომ რადგან ის ჭორაობს, მე ის უნდა მივუტანო პატრიარქს.

მე მტკიცებულება, როგორც ასეთი ჩემ მიმართ, რაღაცა რეალურად ესეთი სახის რამე მოეტანათ, არ ყოფილა. ამბობდნენ რას, რომ რაღაცას მაჩვენებდნენ, რაღაცას იმას იზამენ, ზოგადად რა. რომ ვთქვათ, მაჩვენო, მე რა ვიცი, იქნებ ფაბრიკაციაა? მე ხომ არა მაქვს შესაძლებლობა სიზუსტით გარჩევისა. ვინც აყენებს ამ საკითხს ხმამაღლა და ამბობს, რომ დავამტკიცებ, მიჰყვეს კანონიკურად, მე რატომ მაკისრებენ პასუხისმგებლობას, რომ მე უკვე დღეს იმის მაგივრად შევიტანო ეს საკითხი. ვინც ამბობს, იმან დაამტკიცოს, მე რატომ ვამტკიცო, ამათ რადგან უნდათ, იმიტომ?

და მე ვერ გამიგია, სასულიერო პირი აქ რომ ხარ შენ, ვთქვათ, მე რატომ მიყენებ იმ საკითხებს, რომ მე გინდა თუ არა პატრიარქთან და სინოდში მივიტანო, რომელიც შენ გაწუხებს, ამბობ. და ამ დროს გაწუხებს ისეთი რაღაცაა, რომ პირდაპირ პატრიარქის მიმართ ძალიან მძიმე ბრალდებების წაყენებაა და მე არ მინდა ვიყო მონაწილე ამ კამპანიის და გავემიჯნე, იმიტომ, რომ მე არანაირი საფუძვლიანი ესეთი მტკიცებულება არ მინახია და ისე, რომ ვიღაც რაღაცებს მომიტანს და იქ რაღაცებს მაჩვენებს, ეს არ მიმაჩნია არანაირ მტკიცებულებად, იმიტომ, რომ უამრავი ფაბრიკაცია გაუკეთებიათ და ეხლა მე ამაზე დავიწყო თავის მტვრევა.

ჯერ ერთი სიბუნძურის ყურება არ მაინტერესებს და არც სიბინძურეში ჩაძრომა არ მინდა. ვისაც ეს ძალიან სიამოვნებს, თვითონვე  გააკეთოს ეს ყველაფერი, თუ მაინც და მაინც. და არავინ არ უშლის, მეუფე პეტრე რომ ყვირის, რომ აი, ესა და ესა, დადგეს და გამოაცხადოს, რაც უნდა.. რამდენი ილაპარაკა უბედურება და თუ რამეს ამტკიცებს, ადგეს და ამტკიცოს ხო ბოლო-ბოლო. რა არის ეხლა ვეღარ გავიგე. მე რა შუაში ვარ, მე რატომ უნდა დავდგე კიდევ იმათ მხარეზე?

როგორ არის იცით? ჩემთან კარგად იქნებიან იმ შემთხვევაში, თუ თავის მხარეზე გადამიბირებენ. ახლა ვერ გავიგე – მე ეკლესიას წარმოვადგენ და ეკლესიის იერარქია არ დავიცვა? ვიღაცის მხარეზე დავდგე და მაშინ ჩემთან კარგად იქნება ის ხუთი სასულიერო პირი და აყალმაყალს აღარ მომიწყობს? და მთელ საქართველოსთან კონფლიქტში შევიდე ამის გამო? ვეღარ გავიგე. და ჩემს სინდისთან უფრო პირველ რიგში,“ – ამბობს ინტერვიუში ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

მიტროპოლიტ სტეფანეს ამ განცხადებამდეც არსებობდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბრალდება, რომელიც პატრიარქს აქვს წაყენებული, არსებობს ვიდეოკადრების სახით.

თეოლოგიის დოქტორის, მირიან გამრეკელაშვილის შეფასებით, „საპატრიარქოში ჰგონიათ, რომ არანაირი რეალური მასალა ამასთან [პატრიარქის მიმართ არსებულ ბრალდებასთან] დაკავშირებით არ არსებობს, ყოველივე ფეიკი და ფაბრიკაციაა. საპატრიარქოს სავარაუდოდ არ სჯერა, რომ რაიმე ხელჩასაჭიდზეა საუბარი. საპატრიარქოს კი არა, საზოგადოების დიდ ნაწილსაც არ სჯერა“.

თეოლოგის აზრით, მოცემული სიტუაცია რთულია.

„მეუფე სტეფანეს ინტერვიუ გავიდა საპატრიარქოს არხზე, სადაც მან ფაქტობრივად ღიად ისაუბრა, რა არის ძირეული პრობლემა. ეს არის პატრიარქის სექსუალური ქცევების ამსახველი, სავარაუდოდ ვიდეომასალები, რომლებსაც ის თავადვე ახსენებს. მისივე თქმით, მიდიან მასთან სამღვდელოების თუ საერო პირები და მას სთხოვენ ამ ვიდეოზე კომენტარს და შემდეგ ამ ვიდეოთი სინოდის წინაშე წარსდგომას, ამ საქმის ხელახლა დაძვრას. აქ ჩვენ გვაქვს ორმაგი დანაშაული და ორმაგი სიმართლე.

პირველი: სიმართლის ნაწილი მეუფე სტეფანესკენაც არის, რადგან მას ამ უცხო ქეისში შესვლა უშუალოდ არ ევალება. ჩვენ ვიცით, რომ ეს ვიდეომანიპულაციები, გადაღებები და ა.შ.  არის ძალიან რთული საკითხი. ტექნოლოგია განვითარდა, ხმის შეცვლა შეიძლება, გამოსახულებაც. ის ამოდის ქრისტიანული დამოკიდებულებიდან, რომ თუ ადამიანის პირადი ცოდვა არ განივრცობა კრებულზე, ანუ მას არ აქვს სოციალური შედეგი, მაშინ იქ შეჭრა არ არის გამართლებული, რადგან ყველა ადამიანი, მეც, თქვენც და ყველა სხვა საკუთარ საქციელზე თავადვე აგებს პასუხს, როგორც სამართლის, ასევე ღვთის წინაშე, როდესაც იქ წარსდგება.

მეორე მხრივ, რასაც მეუფე სტეფანე აშავებს, არის ის, რომ ადამიანებს რაღაცებს კი არ უხსნის, არამედ მათთან მიდის ძალიან ხისტად და პირველივე შეკითხვაზე დევნის და ეკლესიიდან კვეთს მათ. მოკლედ, სტალინურ რეპრესიებს უწყობს, ხშირად სრულიად უწყინარ ადამიანებს. ეს არ არის სწორი. მას [მეუფე სტეფანეს] არ ესმის რას ნიშნავს იყო ეპისკოპოსი. ეპისკოპოსი პირველ რიგში ნიშნავს – მასწავლებელს, რჯულის მცოდნეს, ადამიანს, რომელიც სიბრძნით აგვარებს პრობლემებს და არა კანონების რახარუხით, ადამიანების რეპრესიით,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

მირიან გამრეკელაშვილი, თეოლოგი

თეოლოგის თქმით, არავინ იცის, არსებობს თუ არა კადრები რეალურად, რომლებზე მეუფე სტეფანე საუბრობს.

„სავარაუდოდ, რაღაც ამდაგვარი უნდა არსებობდეს. ამბობენ, რომ ციანიდის საქმე იყო  ამ მოვლენებთან კვეთაში და ამიტომაც დაიჭირეს გიორგი მამალაძე. მათი არსებობის შემთხვევაში, ეს კადრები რომც დაიდოს, სახელმწიფომ შეიძლება გამოძიებაც არ დაიწყოს. დაიგნორება ამ შემთხვევაში მიაჩნიათ ერთადერთ გამოსავლად და მათ სიტუაციაში მართებულიცაა. რადგან ამ თემის გახსნას რა მოჰყვება, არავინ არ იცის. შეიძლება ძალიან აპოკალიპტური სურათი მივიღოთ, სახელმწიფო რომ ამ საკითხში ღია აქტორად შევიდეს, ერთი მხრივ, აპოკალიპტურ რეაქციას გამოიწვევს, მეორე მხრივ, მომენტალურად შექმნის დისბალანსს სახელმწიფო-ეკლესიის ძალაუფლებრივ მიმართებაში, საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის. ამ მხრივ ის სავარაუდოდ დაკარგავს კიდევ ერთ კოზირს,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

მისივე მოსაზრებით, არსებული სტატუსკვოს შენარჩუნება თანაბრად აწყობს როგორც სახელმწიფოს, ისე ეკლესიას. თუმცა ამ სცენარში არ არის ადგილი იმ სასულიერო პირებისთვის, რომლებიც ითხოვენ სინოდი გაიმართოს, სადაც ბრალდებებს განიხილავენ.

„ეკლესიის შიგნით არსებობს გარკვეული წესდება და ამ წესდების დაცვის გარეშე ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, სიმყარეს დაკარგავს. ამიტომაც ადამიანთა ნაწილი პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და ამაში ისინი ასევე არიან მართლები.

თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი, პატრიარქს როგორც ღვთაებას, თავისი ნებით აღიქვამს. მათ ამას არავინ არ აძალებს. ეს არის ძალიან რთული კონსტრუქცია, რომლის ნიჭიც მას აღმოაჩნდა. ეს ადამიანი თავის თავზე მუშაობდა და ახლა ჩვენ გვინდა რაღაცა მოძველებული კანონებით ეს შევარყიოთ. მეორე მხრივ, არსებობს ტექნიკური პრობლემაც. სინოდი და საპატრიარქო, როგორც ასეთი, საქართველოში არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ პატრიარქი. სინოდი, როგორც ინსტიტუცია, ფორმალურადაც არ არსებობს, რადგან სახეზე არ გვაქვს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმოებაში მიიღებდა მრევლისა თუ თავად სამღვდელოების საჩივრებს, მოამზადებდა და სინოდზე სამსჯელოდ გაიტანდა.

რეალობაში ხდება შემდეგნაირად, პატრიარქი იტყვის – ზეგ ჩამოდით, სინოდია. ეპისკოპოსებიც ჩაჯდებიან თავიანთ დიდ ჯიპებში, გაექანებიან იქ, დაჯდებიან. წინასწარ არავინ იცის რა საკითხებს განიხილავენ. კენჭისყრისას უმრავლესობა თავს დაუკატურებს, ხმას მისცემს პატრიარქის პოზიციას, ადგებიან და წამოვლენ.

მე დარწმუნებული ვარ, სინოდის შიგნითაც პატრიარქის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი დიდი ხანია არის. თუმცა როგორც ჩანს, საზოგადოებას ამის პრობლემა არ აქვს. გახსოვთ, როდესაც რაღაც პერფორმანსივით გააკეთეს, სამების ეზოში შეიკრიბნენ და იძახდნენ – გვიყვარხარ პატრიარქო! ესეც იყო ერთგვარი გამოხატულება – პატრიარქი ჰომოსექსულია, მერე რა? მას ეს ეპატიება. დაახლოებით ეს დამოკიდებულება აქვთ. მეუფე პეტრეს ეგონა, რომ საზოგადოებას მის განცხადებაზე მძაფრი რეაქცია ექნებოდა და ჩემი აზრით, მოტყუვდა. მან განაცხადა – რომ პატრიარქი არის “პედარასტი“ და რომ ის იწყებს საქართველოს აპოკალიფსურ-ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ საზოგადოება მას არ აჰყვა.

თუმცა ეს ყოველივე არ ამართლებს იმას, რასაც ეპისკოპოსი სტეფანე ამბობს, რომ არ აინტერესებს. არც ეყოფა კომპეტენცია ამის გარჩევის. ამბობს, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, დიდი უსამართლობაა, ახალგაზრდებს თავში ურტყამდე აგურებს, მხოლოდ სხვაგვარი ჩაცმულობის გამო, ამასობაში კი საკუთარ იერარქიაში ამგვარივე იდენტობის მქონე ადამიანებს ტაშს უკრავდე, ქედს უხრიდე და უსიტყვოდ ემსახურებოდე. აი, ეს არის სწორედ უსამართლობა. მაშინ უნდა ითქვას, რომ 17 მაისი იყო შეცდომა და ადამიანი ნებისმიერი იდენტობით არის მისაღები,“ – ამბობს მირიან გამრეკელაშვილი.

რას ითხოვენ ჭყონდიდელი სასულიერო პირები და როგორია ეპარქიის მმართველის პოზიცია

სასულიერო პირთა ნაწილი ჭყონდიდის ეპარქიიდან წელიწად-ნახევარია ითხოვს წმინდა სინოდმა განიხილოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორეს მიმართ წაყენებული ბრალდება. ერთი ეპისკოპოსი და ათობით მღვდელ-მონაზონი პატრიარქს სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. სინოდი საკითხის განხილვას არ გეგმავს, ამ ფონზე კი ჭყონდიდის ეპარქია საბრძოლო რინგად იქცა, სადაც სასულიერო პირების მონაწილეობით ხელჩართული ჩხუბი იმართება.

„2019 წლის 31 ოქტომბრის სკანდალური სინოდი ყველას ახსოვს და მერე გარეთ გაჟღერებული ბრალდება. მე ვიცნობ ადამიანებს, ვინც ამბობენ, რომ ისინი შეავიწროვეს სექსუალურად. ვისაც გამოუცდია, ეს არის საშინელი დანაშაული. როდესაც ამას აკეთებს სასულიერო პირი, უმაღლესი იერარქი, ეს ადამიანები [შევიწროებულები] ვარდებიან საშინელ სტრესში. ზოგიერთ მათგანს ჰქონდა სუიციდის მცდელობაც,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის მარტვილის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მირიან მესხაძე.

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში - ინტერვიუ მარტვილის საკათედრო ტაძრის წინამძღვართან

ჭყონდიდის ეპარქიაში მომსახურე სასულიერო პირთა ნაწილის მტკიცებით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სექსუალურად შეავიწროვა სტიქაროსნები. მღვდელ-მონაზონთა თქმით, არსებობს ათობით მოწმე, რომლებიც მზად არიან სინოდის სხდომის გამართვის შემთხვევაში მოწმედ გამოვიდნენ და პატრიარქი ღიად დაადანაშაულონ.

სკანდალური სინოდის სხდომიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ბრალდების ზედაპირზე ამოწევას დაპირისპირება, ხელჩართული ჩხუბი და საეკლესიო სასჯელების დადება მოჰყვა. საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის უახლეს ისტორიაში არც ერთ მღვდელმთავარს არ დაუსჯია ერთად აღებული იმდენი სასულიერო პირი, რამდენიც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დასაჯა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, 18 მაისის მონაცემებით, 15 სასულიერო პირი დასაჯა. უზიარებლობითაა დასჯილი ასევე მრევლის ის ნაწილი, ვინც ამ დასჯილ სასულიერო პირებს თანაუგრძნობს. საეკლესიო სასჯელდადებული სასულიერო პირები ამბობენ, რომ მათი დასჯის მთავარი მიზეზი არის პატრიარქის მიმართ არსებული კითხვები.

რა ხდება ჭყონდიდის ეპარქიაში -  ინტერვიუ ბერ ათინოგენთან, ბალდის მონასტრის წინამძღვართან

ჭყონდიდის ეპარქია დასავლეთ საქართველოში ორ მუნიციპალიტეტს – მარტვილს, აბაშას და ამ მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს მოიცავს. მღვდელ-მონაზონთა პროტესტი მარტვილში მარტის თვეში დაიწყო და დღემდე გრძელდება. სასულიერო პირები ჭყონდიდის ეპარქიიდან ამბობენ, რომ მათ თანამოაზრეები სხვა ეპარქიებშიც ჰყავთ, თუმცა იმის გამო, რომ მარტვილელ მღვდლებს  სამაგალითოდ სჯიან, ხმის ამოღებას ყველა ერიდება.

„დაგვსაჯა იმის გამო, რომ თვალებს არ ვხუჭავთ და სიმართლეს ვამბობთ. კითხვები დავუსვი მას. ეპისკოპოსი არის უმაღლესი ორგანო, რომელსაც ყველანაირი ვალდებულება აქვს,  მის დაქვემდებარებაში მყოფ მღვდლებს პასუხი გასცეს, საქმის კურსში ჩააყენოს. [ჩვენი დასჯის] მიზეზი იყო პატრიარქის მიმართ არსებული კითხვები, რომლებსაც აუცილებლად პასუხი უნდა გაეცეს. საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა ხდება. თუ ჩვენ ვართ მართლები, გავმართლდებით ჩვენ, თუ ვართ მტყუვნები და გავმტყუვნდებით, მივიღებთ სასჯელს, იმ ბრალდებისთვის, რა ბრალდებაც წავუყენეთ მას [პატრიარქს]. კანონიკურად ასეა. მაგრამ ესენი [სინოდი] თავს არიდებენ, იმიტომ, რომ მათ პასუხი არ აქვთ,“ – ამბობს სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი იღუმენი დანიელი (გვილავა).

მიტროპოლიტ სტეფანეს გამოცემულ ბრძანებებს, რომლებსაც სასჯელად აღიქვამენ სასულიერო პირები, თავად მიტროპოლიტი კანონიკურ მოქმედებად აფასებს.

„არ დავსაჯე, კანონიკურად მოვეპყარი. დასჯა არ არის სწორი ინტერპრეტაცია,“ – განმარტა მან 10 მაისს პრესკონფერენციაზე.

ამავე პრესკონფერენციაზე მიტროპოლიტმა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც კითხვებს სვამენ, „ერთი მუჭა ამბოხებულები“ უწოდა.

„თქვენ აჩვენებთ, თითქოს დაპირისპირება არის ორ მხარეს შორის. ამ დროს არის ანტიკანონიკური მოქმედებები ერთი მუჭა ამბოხებული სასულიერო პირების მხრიდან. რომლებიც პატრიარქს აგინებენ, რომელთა ლიდერი სინოდმა მსახურებიდან გაიყვანა და ამ ეპარქიის მმართველობიდან გადააყენა. ეს ადამიანები ცდილობენ თქვენი გამოყენებით შექმნან დამოკიდებულება თითქოს არის კონფლიქტი ორ მხარეს შორის.  სინამდვილეში ამ სიტუაციაში არის ანტიკანონიკური მოქმედებები განდგომილი, ამბოხებული სასულიერო პირებისა და ეკლესიის კანონიკური მოქმედება, რომელსაც მასმედია, გარკვეული ნაწილი, ყველაზე ვერ ვიტყვი, აშუქებს თითქოს ეს არის ორ მხარეს შორის დაპირისპირება,“ – განაცხადა მიტროპოლიტმა სტეფანემ.

„მას [მიტროპოლიტ სტეფანეს] უდიდესი მხარდაჭერა აქვს საპატრიარქოსგან. უდიდესი მხარდაჭერა აქვს ძალოვანი უწყებებიდან. უდიდესი  მხარდაჭერა აქვს რუსეთიდან, მოსკოვის საპატრიარქოდან. უფრო გარკვევით და ღიად რომ ვთქვათ, ჩვენს ეკლესიას მართავს რუსეთის ეკლესია. აშკარად ჩანს,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სალხინოს მამათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარი დანიელი (გვილავა).

ამავე თემაზე:

მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ

პანდემიის პერიოდში საქართველოში 112 ათასი ავტომანქანა შემოიტანეს, 43 ათასი კი გაიტანეს

პანდემიის ერთ წელში, 2020 წლის მარტიდან 2021 წლის მარტის ჩათვლით, საქართველოში ჯამში 156 496 ავტომობილის იმპორტ-ექსპორტი განხორციელდა. აქედან 141 811 მსუბუქი ავტომობილი იყო.

პანდემიის დროს ავტომობილების იმპორტ-ექსპორტი, პანდემიამდე ერთ წელთან შედარებით, 135 594-ით შემცირდა [2019 წლის მარტიდან 2020 წლის მარტამდე ანუ არაპანდემიის დროს, ავტომობილების იმპორტ-ექსპორტმა საქართველოში რაოდენობრივად, ჯამში 292 090 შეადგინა].

იმპორტ-ექსპორტის მონაცემები 2020 წლის მარტიდან, 2021 წლის მარტის ჩათვლით:

  • საქართველოში შემოტანილია 100 109 მსუბუქი და 12 421 სატვირთო ავტომობილი
  • საქართველოდან გატანილია 41 702 მსუბუქი და 2 264 სატვირთო ავტომობილი

ამავე პერიოდში საქართველოში იმპორტირებულია 20 091 მოტოციკლი და ველოსიპედი, ხოლო ექსპორტზე გავიდა მხოლოდ 126 ცალი.

შედარებისთვის: საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის მარტიდან 2020 წლის მარტამდე, ანუ არაპანდემიის დროს, საქართველოში შემოიტანეს 11 373 და გაიტანეს 85 ცალი მოტოციკლი და ველოსიპედი.

ანუ, მოტოციკლებისა და ველოსიპედების იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებელი პანდემიის დროს 8 759-ით გაიზარდა.

ამავე თემაზე:

დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით

„კოფეს სმის“ ტრადიციას პანდემიამ ვერაფერი დააკლო – რეპორტაჟი წონიარისიდან

ქედაში, სოფელ წონიარისში, დაახლოებით 80-85 ოჯახი ცხოვრობს. აქ მოსახვედრად მთავარი გზატკეცილიდან მარჯვნივ, რამდენიმე კილომეტრი უნდა გაიაროთ.

სოფელში შუადღის ხვატში შევდივართ, როცა ყველა სახლსაა შეფარებული. სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა ჟურნალისტებთან საუბარზე თავს იკავებს, ზოგი ვირუსის გავრცელების საფრთხეს იმიზეზებს, ზოგსაც – უბრალოდ საუბარი არ სურს.

ვლადიმერ და ნინო ბოლქვაძეები ამ მხრივ გამონაკლისები არიან. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ პანდემიის გამო წელიწადზე მეტია და-ძმებიც კი არ უნახავთ. ნინო 63 წლისაა, ვლადიმერ ბოლქვაძე – 70-ის. ჭიშკართან პირბადით გვხვდებიან.

ვლადიმერი შეწუხებული ჩანს:

„ქრონიკული დაავადებები მაქვს, გულის სტენტირების ოპერაცია გავიკეთე, წნევა მაწუხებს. ავად ვხდები ხოლმე. მოვიწამლე პანდემიაში ღამით და დამჭირდა დამერეკა პოლიციისთვის, გადაადგილებას ვაპირებ-მეთქი. არ არის პრობლემაო, მაგრამ დრო ხომ დაიხარჯა? ჩავედით ქედაში, მერე იქიდან ბათუმში და ასე.

ცოლ-ქმარი ვლადიმერ და ნინო ბოლქვაძეები

ზოგმა ლამაზად გადაიტანა ეს კორონა სოფელში. ერთ კაცს 2 შვილი გარდაეცვალა, 55, 60 წლის შვილები, ორივე ქალი იყო. ერთი ქედაში ცხოვრობდა, ერთი – ბათუმში. ამ კაცს ადრე ბიჭიც გარდაეცვალა“ – გვიყვება ვლადიმერ ბოლქვაძე.

ვლადიმერი ახლა ანალიზების პასუხს და ექიმის რჩევას ელოდება, შეძლებს თუ ვერა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას.

„კაფე-ბარები და რესტორნები ჩვენ აქ არ გვაქვს რომ დაგვიკეტონ და ვიწუწუნოთ, ოჯახებიც მოშორებით ვცხოვრობთ, იშვიათად დავდივართ ერთმანეთთან და პირბადეც არ გვჭირდება, ერთი ესაა, რომ საქეიფოდ აღარ დავდივართ ერთმანეთთან. ქალაქში უფრო რთულადაა საქმე“ – გვეუბნება ვლადიმერ ბოლქვაძე.

ვლადიმერის მეუღლე, ნინო ბოლქვაძე სოფლის პანდემიამდელ ცხოვრებას იხსენებს. ამბობს, რომ ოჯახები ერთმანეთთან დღეში სამჯერაც გადადიოდნენ, ხან ერთმანეთის დასახმარებლად, ხანაც – მოსასვენებლად და დღის დასასრულს სალაპარაკოდ.

წელიწადზე მეტია ეს ყველაფერი შეიცვალა.

თუმცა არის ერთი დაურღვეველი რიტუალი – „კოფის სმა“, რის გარეშეც აჭარის სოფელში ცხოვრება წარმოუდგენელია. თუ აქამდე „კოფეზე“ შინ სტუმრობდნენ ერთმანეთს მეზობლები, ახლა ბაღჩაში მიირთმევენ ერთად ყავას, ღია ცის ქვეშ.

ფანჩატური ბოლქვაძეების ეზოში

„მისვლა- მოსვლა, დაბადების დღეები, ქორწილები არაა, აღარც შეკრებები და ლაპარაკი. ერთი „კოფეა“, მაგის გარეშე არ ვართ. ყველას აქვს სოფელში ფანჩატური და მაგიდა ბაღჩაში. ავადუღებთ და ასე ღია ცის ქვეშ მაინც ვსვამთ ერთად. „კოფე“ მაინც ყველასთვისაა.

ქალაქში და-ძმები გვყავს, ჩვენც გვაქვს ქალაქში მიწა, მაგრამ ცხოვრებას სამუდამოდ სოფელში ვაპირებთ. აქ სუფთა ჰაერია, შვილიშვილები პატარები არიან და ნატურალური პროდუქტებით ვკვებავთ“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

ბოლქვაძეებს 8 კილომეტრიდან ჰყავთ გამოყვანილი წყაროს წყალი, რომელიც ისე ცივია, რომ რომ ცხელ ზაფხულშიც კი მაცივარში შედგმა არ სჭირდება. მოჰყავთ თამბაქო, თხილი, თესავენ კარტოფილს, აქვთ ბაღჩა და ვენახი. ბოლქვაძეები ამბობენ, რომ მათი დიდი ოჯახისთვის ეს საკმარისია.

„მიწას ბევრი შრომა სჭირდება. ცოტა თხილი მაქვს, ცოტა თამბაქო და კარტოფილი, ამათ ცოტ-ცოტა ფული კი მოაქვთ, იქ მერე პენსია წამოგვეწევა და ვართ ასე. თუ ჯანმრთელი ხარ და შრომა შეგიძლია, სოფელში იცხოვრებ ნორმალურად. თამბაქოს ბევრი შრომა კი სჭირდება, მაგრამ კარგი ფასიც აქვს“ – გვეუბნება ვლადიმერ ბოლქვაძე.

იგი გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას, რომ პანდემიაში ადამიანებმა მიწის და სოფლის ფასი გაიგეს. ხულოს სოფელ ჩაოში ვლადიმერს ნათესავები ჰყავს, სოფელ პირველ მაისშიც, საიდანაც უყვებიან, რომ ისეთი ხალხი დაბრუნდა სოფელში და დაიწყო ხვნა-თესვა, 15-20 წელი რომ არავის არ უნახავს სოფელში ჩამოსულიო.

ბოლქვაძეების ნალია და თხილის პლანტაცია

ვლადიმერი გვეუბნება, რომ სოფლიდან დიდი ხნის წინ წასული და დაბრუნებული რამდენიმე მოსახლე წონიარისშიცაა:

„იყო აქაც გატყევებული ადგილები, პატრონიც რომ აღარ ვიცოდით ვინ იყო, ისეთი. ჩამოვიდნენ პანდემიაში, გაკაფეს ნაკვეთები, სიმინდი და თამბაქო დათესეს ისეთი, გაგიხარდება“ – ამბობს ვლადიმერი.

მისი მეუღლე ნინო ბოლქვაძე სოფელ მერისიდანაა, ისიც მსგავს ამბავს ჰყვება:

„ადგილები ვიცი მერისში, საქონელს ვერ გაუშვებდი შიშით საძოვრად ისეთი დაფერდებული და ფეხმოუკიდებელი, თანაც შორს. ახლა გავიგე, რომ გაყიდულა ეს ადგილები, პანდემიაში“ – ამბობს ნინო ბოლქვაძე.

სოფელ წონიარისში ცხოვრობს 77 წლის ილია ტაკიძეც მას გზად მაშინ შევხვდით, როცა სახლის წინ მიწას მოტობლოკით ამუშავებდა სიმინდის დასათესად.

დიდ, ორსართულიან სახლში, რომელიც მან წლების წინ საკუთარი ხელით ააშენა და ოდესღაც 14 ადამიანი ერთად ცხოვრობდა, ახლა ილია მარტო ცხოვრობს. 5 შვილი ჰყავს, ყველა სხვაგან ცხოვრობს. მამას ხშირად აკითხავენ, მაგრამ ახლა მარტოა.

„პანდემია სოფელში? გესმით აქ ვინმეს ხმა? ასე მიყრუებულია სოფელი. ერთადერთი, რასაც ფასი აქვს, თამბაქოა. ამასაც თუ დაუგდეს ფასი, მერე აქაურობა სულ დაიცლება.

მე? მე სულ მარტოც რომ დავრჩე ამ სახლში, აქაურობას არ დავტოვებ. 5 შვილი მყავს და ყველა სიხარულით მიმიღებს, მაგრამ სად წავიდე, ჩემი ნაშრომი და ჩემი ახალგაზრდობა აქაა.

ერთი ასაკოვანი გახდა აქ, ჩვენთან, სოფელში ავად კორონავირუსისგან, თბილისში წაიყვანეს და იქ გადარჩა, ახლა კარგადაა. ჯერ სოფელს უნდა მოვუარო, მერე აცრას მივხედავ. არ ვიცი, გავიკეთო?! კაციშვილს ვერ ვხედავ ისე აქ და საიდან რა უნდა გადამედოს?“ – ამბობს ილია ტაკიძე.

ილია ტაკიძე სოფელ წონიარისიდან

როგორც გვიყვება, ამ სახლში იზოლირებულები იყვნენ პანდემიის პირველი ტალღის დროს გერმანიიდან ჩამოსული მისი შვილიშვილები.

ილია გვეუბნება, რომ მოტობლოკი საკუთარი სახსრებით იყიდა. ასე საქმე უადვილდება, მოტობლოკი კიდეც ხნავს და სხვა სამუშაოებსაც ასრულებს, მაგრამ, როგორც ამბობს, რთული გამოსაყენებელიცაა, რადგან დიდი ენერგია სჭირდება.

„ამას არიგებდნენ კიდეც სოფელში, მაგრამ ის 900-ლარიანი იყო. ეს ცოტა უკეთესია, იტალიურია და იაპონური ძრავა აქვს, ჩვენით ვიყიდეთ, 1300 ლარი გადავიხადეთ“.

„აქ მარტო არ გბეზრდებათ? – ვეკითხებით ილიას.

„შვილებმა მითხრეს, კორონაა და აქ იყავიო, ჰოდა ვარ“ – ამბობს 77 წლის ილია ტაკიძე და სიმინდის დასათესი ნაკვეთის დამუშავებას აგრძელებს.

ქედის მერის წარმომადგენელი სოფელ წონიარისში,  ამირან წულუკიძე გვეუბნება, რომ თემში კორონავირუსის ერთეული შემთხვევები იყო და ახლა აქ ბაგა-ბაღების, სკოლის მასწავლებლების ვაქცინაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, წონიარისში აცრის მსურველი ბევრია, მაგრამ ყველა მსურველისთვის ვაქცინა ხელმისაწვდომი ჯერ არაა.

ამირან წულუკიძეც გვიდასტურებს, რომ პანდემიის პირობებში სოფელში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა.

„შარშან თუ წონიარისში 20 ჰექტარი მიწა დამუშავდა, წელს ეს ციფრი 30 ჰექტრამდეა გაზრდილი. შესაბამისად, ველით მეტ მოსავალს“ – ამბობს სოფლის რწმუნებული.

მზია მუშამბაძეც წონიარისის მკვიდრია, ის სოფლის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელია. მზია იხსენებს, რომ შარშან, 2020 წლის სექტემბერში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, მათთანაც დაიხურა სკოლა პანდემიის დაწყებისთანავე. ამ დროს მას პირველი კლასი ჰყავდა. კლასებში პატარები მხოლოდ 5 თვის შემდეგ –  2020 წლის თებერვლიდან დაბრუნდნენ:

„ჩემთვის, როგორც დაწყებითი კლასის მასწავლებლისთვის ორმაგად რთული იყო პანდემიის გამო დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადასვლა. მაღალკლასელებმა იციან კომპიუტერული პროგრამები და მარტივად დააყენეს პლატფორმა, გამართეს ტექნიკურად. მე დამჭირდა ცალკე მშობლებისთვის მესწავლებინა ათასი რამ, რა როგორ დაეყენებინათ, რა როგორ გაემართათ და ცალკე მოსწავლეებს ვუხსნიდი ამას“ – ამბობს მზია მუშამბაძე.

მზია მუშამბაძე, სოფელ წონიარისის მკვიდრი, დაწყებითი კლასის მასწავლებელი.

მისივე თქმით, კლასებში სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ძალიან გაუჭირდათ წერა და დღემდე მუშაობს კალიგრაფიული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

როგორც მზია მუშამბაძე გვეუბნება, წონიარისის სკოლაში კორონავირუსი არავის დადასტურებია.

„მგონია, რომ დაგვეხმარა მკაცრი წესრიგი და წესების ზედმიწევნით დაცვა, ასევე შარშანწინ USAID-ის პროგრამის ფარგლებში ჩვენს სკოლაში მოწესრიგდა და გარემონტდა ძალიან კარგად სველი წერტილები, ესეც ძალიან დაგვეხმარა“ – ამბობს მასწავლებელი.

გამოძიება მერაბ ღოღობერიძის თავის დაწვის მცდელობაზე: გაყიდულია ქვიშა-ხრეში

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერაბ ღოღობერიძის თავის დაწვის მცდელობას ეხმაურება. მერაბ ღოღობერიძე არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და კერძო ბიზნესი აქვს. მას სხეულის 35 პროცენტი დამწვარი აქვს. მერაბ ღოღობერიძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 18 მაისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის აჭარის და გურიის სამმართველოს წინ გადაისხა ბენზინი და თავის დაწვა სცადა.

„სამსახური განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, როცა უკანონოდ მოიპოვეს მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეში და გაყიდეს.

„გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივი სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია.

სამართალდამცავი უწყება აქტიურად ახორციელებს საგამოძიებო მოქმედებებს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების გარკვევისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით,“ – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ მას აიძულებენ ბიზნესის დათმობას ზეწოლისა და მუქარის გზით. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამაში მონაწილეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი.

რა თქვა მოწმემ „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმეზე“ – რეპორტაჟი სასამართლოდან

დღეს, 18 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში არსებითი განხილვის სხდომაზე უკრაინის 2  მოქალაქისა და საქართველოს 1 მოქალაქის საქმე განიხილება. ბრალდებულები საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან და უკვე მე-6 თვე პატიმრობაში იმყოფებიან.

„თქვენს აცილებას ვითხოვთ, პირველ რიგში,“- განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ დღევანდელ პროცესზე, ვიდრე მოსამართლე დავით მამისეიშვილი პროკურორების მიერ წარმოდგენილი მოწმეების მოსმენას დაიწყებდა.

ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

ამ საქმეზე უკრაინამ ოფიციალურად საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

სასამართლო სხდომა დღეს, 18 მაისს, საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა სასამართლოს წინ პლაკატები გაშალეს და ბრალდებულების გათავისუფლება მოითხოვეს.

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ მოსამართლის აცილების მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ წინა სხდომაზე ბრალდებულები მოსამართლე მამისეიშვილმა ისევ პატიმრობაში დატოვა.

„თქვენი არგუმენტი იყო ის, რომ არ არის გაცემული კითხვაზე პასუხი, თუ რატომ იყვნენ ბრალდებულები საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. ეს კი არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს…”- დაიწყო ადვოკატმა, თუმცა მას საუბარში მოსამართლე სხვა თემაზე რეპლიკით ჩაერთო.

„გთხოვთ, პირბადე გაიკეთოთ… ჩემი ოჯახის სამი წევრი იყო ინფიცირებული და 12 დღე იზოლაციაში ვიყავი, ეს ძალიან დიდი სტრესი იყო,“- მიმართა მოსამართლემ დარბაზში მყოფ პირს, რომელსაც პირბადე არ ეკეთა.

მოსამართლის აცილების საკითხს დაეთანხმა სამივე ბრალდებული.

„ვამაყობ იმით, რომ ვიცავდი პიროვნებას, რომელმაც საქართველო გამოიყვანა ჭაობიდან,“- უთხრა მოსამართლეს ბრალდებულმა მიხეილ ბატულინმა.

„მე ვარ მოსამართლე, რომელიც ყოველთვის ცდილობდა და ცდილობს, ასევე შეეცდება საპენსიო ასაკის მიღწევამდე განახორციელოს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება. ეს არაა რთული… არც ერთ საქმეში არ გახლავართ მიკერძოებული და არაობიექტური. მიმაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დავაკმაყოფილო,“- უპასუხა მოსამართლემ ადვოკატს და დარბაზში მოწმეს უხმო.

მოწმე სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ფოთის სანაპირო დაცვის სამმართველოს უფროსი, გურამ ყამარაული იყო, რომელმაც თქვა, რომ 28 ნოემბერს უკრაინიდან მომავალი გემი ისე მიუახლოვდა ბობოყვათს, რომ მან და მისმა სამსახურმა არაფერი იცოდა.

„დამირეკა ბათუმიდან გოჩა ბერიძემ თურქეთის მიმართულებით მოდის გემი, რადარებზე გამოჩნდაო“ – დაიწყო მოწმემ 28 ნოემბერს მომხდარი შემთხვევის გახსენება, როცა ბრალდებულები დააკავეს.

მოწმის თქმით, ნებისმიერი მცურავი საშუალების შემოსვლის დროს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში (სანაპიროდან 12 მილი) საჭიროა 72 საათით ადრე წინასწარი მომართვა და დეტალური ინფორმაციის მოწოდება.

„ინფორმაცია მგზავრებზე, ტვირთზე, საით მიდის…“- დაიწყო ჩამოთვლა ფოთის სანაპირო დაცვის სამმართველოს უფროსმა.

„მაგრამ თუ ეს მცურავი საშუალება ნავსადგურში არ შემოდის და მხოლოდ მშვიდობიანი გავლის უფლებით სარგებლობს, ანუ ზღვას სარგებლობს, როგორც ტრანსპორტს?”- ჰკითხა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

„ამ შემთხვევაში საჭიროა საკოორდინაციო ცენტრისთვის შეტყობინება,“ – უპასუხა ადვოკატს მოწმემ.

„შეგიძლიათ მითხრათ კონკრეტული ნორმატიული აქტი, რომლის მიხედვითაც სავალდებულოა ამ შეტყობინების გაკეთება საკოორდინაციო საბჭოსთან?“- ჩაეკითხა სანაპირო დაცვის უფროსს ადვოკატი.

„ესეთ ჩანაწერს მე ვერ დაგისახელებთ,“- უხერხულად ჩაილაპარაკა სამართალდამცველმა.

„პრაქტიკაში ყოფილა მსგავსი შემთხვევა?“- კითხვა დასვა პროკურორმა ვლადიმერ თურმანიძემ.

სანაპირო დაცვის ფოთის სამმართველოს უფროსის თქმით, მსგავსი რამდენიმე შემთხვევა, როცა გაფრთხილების გარეშე შემოვიდა გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, თურქულ სეინერებს უკავშირდებოდა და თევზჭერას.

„რომელიმე ასეთ საქმეზე არის ბრალდებული ვინმე?“ – ისევ იკითხა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

„არ ვიცი,“- მხრები აიჩეჩა სამმართველოს უფროსმა.

„თქვენ მიეცით რომელიმე საქმეზე ჩვენება, როგორც ახლა?“- განაგრძო ადვოკატმა ჯვარედინი დაკითხვა.

„არა,“ – დარწმუნებით უპასუხა მოწმემ.

სასამართლო განხილვა გრძელდება. სხდომაზე ამჯერად შესვენება გამოცხადდა.

ამ თემაზე:

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა

მერაბ ღოღობერიძემ ბათუმში თავის დაწვა სცადა. ის არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია. ასევე ფლობს კერძო კომპანიას. პირველადი ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ის ბათუმიდან ქუთაისში დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმებმა მითხრეს, რომ 35 პროცენტი დამწვრობა აქვს. არ ვიცი, რა მოხდა,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძის ცოლი, მალვინა ღოღობერიძე.

მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის, ზაზა პაპიძის თქმით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მერაბ ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებული მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ახდენდა. მისივე ინფორმაციით, მერაბ ღოღობერიძემ რამდენჯერმე სცადა გამომძიებელ ნათია დოლიძესთან შეხვედრა. მას აინტერესებდა, რა ხდებოდა მისი მიმართ დაწყებულ საქმეში. ნათია დოლიძე მას არც ერთხელ არ შეხვდა და არც ოფიციალურ წერილზე უპასუხა.

ადვოკატის ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახური მერაბ ღოღობერიძის წინააღმდეგ საქმეს ორი მუხლით იძიებს – დოკუმენტების გაყალბება და თაღლითობა.

გასულ კვირას მერაბ ღოღობერიძე შეხვდა „ბათუმელებს“ და უთხრა, რომ მას აიძულებენ ბიზნესის დათმობას ზეწოლისა და მუქარის გზით. ის ასევე ირწმუნებოდა, რომ ამაში მონაწილეობენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ნათია დოლიძეს, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მერაბ ღოღობერიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გაავრცელებენ.

მერაბ ღოღობერიძემ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს 10 მაისს მიმართა. ეს უწყება იძიებს სამართალდამცველების მხრიდან სავარაუდო დანაშაულის ჩადენის საქმეებს. რა რეაგირება მოჰყვა ინსპექტორის მხრიდან მერაბ ღოღობერიძის მიმართვას, ამ ინფორმაციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

ტარიელ ნაკაიძე პარლამენტში შედის და „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარტია საპარლამენტო საქმიანობაში არ ჩაერთვება.

„თითქმის ერთსულოვნად პარტიის პოზიციაა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამიტომ „ევროპული საქართველო“ იმ ორ მანდატს, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს, არ გამოიყენებს“, — განაცხადა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.

მისი თქმით, ამ საკითხზე განსხვავებული აზრი ჰქონდა ტარიელ ნაკაიძეს. ამასთან, მას სურდა, პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ყოფილიყო ან თუ „ევროპული საქართველო“ გადაწყვეტდა პარლამენტში შესვლას, შიდაპარტიული კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა ადგილს.

„მაგრამ რადგან მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში არ შევდივართ, ჩვენი გზები გაიყო“, — განაცხადა ბოკერიამ.

ტარიელ ნაკაიძემ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ის ემხრობა პარტიის გადაწყვეტილებას, თუმცა იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რომელიც აქვს რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით, გადაწყვიტა, დამოუკიდებლად შევიდეს პარლამენტში.

„მე შევეცდები, რომ მაქსიმალურად წარმოვადგინო ის თემები, რომლებიც სამწუხაროდ აქამდე ნაკლებად განიხილებოდა საქართველოს საპარლამენტო საქმიანობაში და ხვალიდან შევუდგები საპარლამენტო საქმიანობას“, – განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

ინგლისური წიგნები ხულოს | აჭარისწყალი ჯორჯია აგრძელებს ადგილობრივი თემების მხარდაჭერას

კომპანია “აჭარისწყალი ჯორჯიამ” ხულოს რესურსცენტრს ინგლისურენოვანი წიგნები გადასცა. მათ შორის ისეთი ავტორების წიგნებია, როგორებიც არიან უილიამ შექსპირი, ვირჯინია ვულფი, ჰერმან ჰესე, ჰომეროსი, ო ჰენრი და სხვები.

რესურსცენტრის ბაზაზე იგეგმება ინგლისურენოვანი ბიბლიოთეკის მოწყობა, რომლის გამართვაშიც რესურსცენტრმა დახმარება სთხოვა კომპანიას. ერთობლივი მოლაპარაკებებისა და დაგეგმვის შემდეგ, წიგნები უკვე ხულოშია და მკითხველს ელის.

ედუარდ მიქელაძე, ხულოს რესურსცენტრის უფროსი

“ზოგადად, ინგლისური ენის ცოდნის მხრივ, ხულოს მუნიციპალიტეტში საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. მოსწავლეებისგან ვგრძნობდით, რომ იყო მოთხოვნა ინგლისურენოვან ლიტერატურაზე. ბუნებრივია, ჩვენ ეს მოთხოვნა გავითვალისწინეთ და მივმართეთ „აჭარისწყალი ჯორჯიას“, რომელიც დაგვეხმარა და გადმოგვცა ინგლისური წიგნები.

ვფიქრობთ, ბიბლიოთეკის აქტიური მომხმარებლები სკოლის მოსწავლეებთან ერთად, იქნებიან მუნიციპალიტეტში დასაქმებული ინგლისური ენის პედაგოგებიც. ნამდვილად დიდი შენაძენია ჩვენთვის და მინდა მადლობა გადავუხადო „აჭარისწყალი ჯორჯიას“ თანადგომისთვის“, – აცხადებს ედუარდ მიქელაძე, რესურსცენტრის უფროსი ხულოში.

„აჭარისწყალი ჯორჯია“ მიერ ინგლისურენოვანი ლიტერატურის საჩუქრად გადაცემას წინ უძღოდა ხულოს რესურსცენტრის დირექტორის მომართვა კომპანიისადმი. რესურსცენტრი გვთხოვდა დახმარებას და გვერდით დგომას წიგნების ბაზის გამრავალფეროვნებაში, რადგანაც ადგილობრივ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს არ ჰქონდათ წვდომა უცხოენოვან ლიტერატურასთან.

რა თქმა უნდა, განათლების ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტულია და დღევანდელი დღეც ამის გამოხატულებაა. მართალია, ჩვენი პროექტი უკვე დასრულდა და ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ადგილობრივი თემების მხარდაჭერას და სამომავლოდ დაგეგმილი გვაქვს არაერთი სოციალური პროექტის განხორციელება”, – ამბობს ნინო დიასამიძე, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ხულოს რესურსცენტრი

 


კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ შუახევი ჰესის მშენებლობის დაწყების პირველივე ეტაპიდან დღემდე არაერთ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს მაღალმთიან აჭარაში.

ჯამურად განათლების და ცნობიერების ამაღლების აქტივობებში კომპანიამ უკვე 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.

განათლების ხელშეწყობის მიზნით კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ განახორციელა შემდეგი პროექტები:

მაღალმთიანი აჭარის სტუდენტთა დაფინანსება

– პროგრამის ფარგლებში კომპანიამ 23 სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსა ბაკალავრიატის საფეხურზე;

– სტუდენტთა სტაჟირების პროგრამა – პროექტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის 6-მა სტუდენტმა გაიარა თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსი. სტუდენტებმა როტაციის პრინციპით იმუშავეს სხვადასხვა ობიექტზე, მონაწილეობა მიიღეს ელექტროსადგურისა და კაშხლების მშენებლობაში, ასევე ჩართულნი იყვნენ გვირაბის გაყვანის სამუშაოებში;

ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსები ერთიანი ეროვნული გამოცდისთვის

– „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ გახსნა მოსამზადებელი კურსები ღურტის, სხალთას, დაბა ხულოსა და დაბა შუახევის საჯარო სკოლებში. 2 წლის განმავლობაში მოსამზადებელი კურსები 212 მოსწავლემ გაიარა. პროგრამაში ჩართული იყვნენ ინგლისური ენის ადგილობრივი პედაგოგები.

ინგლისური ენის საპილოტე პროგრამა

– აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავდა ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეების და ინგლისური ენის მასწავლებლების ენობრივი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. პროგრამაში ჩართული იყო ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების 40 ინგლისური ენის მასწავლებელი. ცნობიერები ამაღლების ტრენინგები:

ცნობიერების ამაღლების ტრენინგები საგზაო უსაფრთხოებაში.

– ცნობიერების ამაღლების ტრენინგები ჯანდაცვის საკითხებში. აღნიშნული პროგრამის მიზანი იყო აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა ისეთი დაავადებების მიმართ როგორიც არის: ძუძუს კიბოს და მისი ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შესაძლებლობები, იმუნოდეფიციტური ვირუსი, ჰეპატიტები, სექსუალური გზით გადამდები დაავადებები, შიდსი და ა.შ. ასევე ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და წახალისება.

საგანმანათლებლო ღონისძიებების პარალელურად კომპანიამ განახორციელა არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მიმართული როგორც სასკოლო ასევე, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მოსაწესრიგებლად.

– სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია;

– საჯარო სკოლის ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, ინვენტარითა და წიგნადი ფონდით აღჭურვა; სკოლის ეზოების მოწესრიგება;

– საბავშვო ბაღის მშენებლობა და ა.შ.

აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში კეთილმოეწყო 14 სოფლის საჯარო სკოლა


„შუახევი ჰესის“ მშენებლობა მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე განხორციელდა. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“  პროექტის მშენებლობის ეტაპზე წარმოადგენდა აჭარის რეგიონის უმსხვილეს დამსაქმებელს, რომელმაც 1000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

YouTube video player

4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი

საქართველოში 4 460 მოსწავლეს ჯერ კიდევ არ მიუღია სამინისტროსგან დაპირებული კომპიუტერი, რომლებიც  გასულ წელს უნდა მიეღოთ. ეს ის მოსწავლეები არიან, რომლებმაც საბაზო საფეხურის ბოლო სამი წელი, მე-9 კლასის ჩათვლით, წარმატებით დაასრულეს და მათი საბოლოო შეფასება იყო 10 ქულა, დამრგვალების გარეშე.

კომპიუტერები მოსწავლეებს ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს უნდა მიეღოთ, თუმცა ტენდერი არ შედგა. სამინისტრო კორონაპანდემიას იმიზეზებს და ამბობს, რომ ტენდერის ჩავარდნის მიზეზი ლარის გაუფასურება და ბაზარზე ფასების ხშირი ცვლილებაა.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ მოსწავლეები გასული წლის კომპიუტერებს და იმასაც, რომელიც წელს უნდა მიიღონ წარჩინებულმა მოსწავლეება, 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში მიიღებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მოსწავლეებს ვერც ამ წლის ბოლოს შეუსყიდოს სამინისტრომ კომპიუტერები.

სამინისტროს ამავე უწყებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კომპიუტერების შესყიდვაზე კონსოლიდირებული ტენდერი უნდა გამოცხადდეს, თუმცა როდის, თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია. „პანდემიიდან გამომდინარე, მსოფლიო ბაზარზე დიდი რაოდენობით ხარისხიან ტექნიკაზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა, რამაც შეაფერხა წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის პროცესი.

დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველ ეტაპზე განხორციელდა პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესყიდვა 2021-2022 სასწავლო წლისათვის, ხოლო მეორე ეტაპზე სახელმწიფო წარჩინებული მოსწავლეებისთვის შეისყიდის პერსონალურ კომპიუტერებს, “- გვითხრეს  აღნიშნულ უწყებაში.

ამავე უწყების ფუნქციებში შედის წარჩინებული მეთორმეტეკლასელებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების შესყიდვაც.

6 720 მოსწავლე ოქროს მედალს ელოდება

რაც შეეხება ოქროს მედლებს, „წარჩინებულ მოსწავლეებს მედლები ასევე გადაეცემათ 2021-2022 სასწავლო წელს,“-გვითხრეს განათლების სამინისტროს უწყებაში.

ოფიციალური ინფორმაციით, 2020 სასწავლო წელს ოქროს მედალი 3 375 მოსწავლეს უნდა მიეღო, ვერცხლის კი – 1089 მოსწავლეს. 2019 წელს ოქროს მედალს ელოდებოდა 3 245 მოსწავლე, ვერცხლის მედალს კი – 1023 მოსწავლე. განათლების სამინისტროს მთლიანობაში 6 720 მოსწავლეზე აქვს ოქროს მედალი გასაცემი.

მიმდინარე სასწავლო წლის მედალოსნების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის დაზუსტებული და უწყების ცნობით, ივნისის ბოლოს იქნება ცნობილი.

გასულ წელს სამინისტრომ ვერც კომპიუტერები იყიდა და ვერც ოქროს მედლები, – ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა, მათ შორის, 2021 წლის აპრილში გამოცხადებული ტენდერიც.

უწყებაში ამჯერადაც გვეუბნებიან, რომ მედლების შესყიდვასთან დაკავშირებით ბაზრის კვლევა დასრულებულია და „სამინისტროსთან შეთანხმებით მიმდინარეობს სატენდერო პროცედურებისთვის მზადება“.

_____________________________

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი

ხანგრძლივი სამუშაო დღე გულის დაავადებებით გარდაცვალების ზრდის მიზეზია

ჯანმოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის [შსო] შეფასებით, რომელიც ჟურნალ Environment International-ში გამოქვეყნდა, 2016 წელს სამუშაო დღის ხანგრძლივობა ინსულტითა და გულის იშემიური დაავადებებით 745 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა.

2016 წლის მონაცემები 2000 წლის მონაცემებზე 29%-ით მეტია.

სამუშაო დღის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული გარდაცვალების პირველ გლობალურ ანალიზში ჯანმომ და შსო-მ დათვალეს, რომ 2016 წელს გარდაიცვალა 745 398 ადამიანი, რომლებიც  კვირაში არანაკლებ 55 საათს მუშაობდნენ, მათგან 398 000 – ინსულტით  და 347 000 – გულის დაავადებებით.

2000-დან 2016 წლამდე პერიოდში ხანგრძლივ სამუშაო საათებთან დაკავშირებული გულსისხლძარღვთა დაავადებებით გარდაცვალების მაჩვენებელი 42%-ით, ინსულტით კი 19%-ით გაიზარდა.

სამსახურთან დაკავშირებული ავადმყოფობის ეს ტვირთი განსაკუთრებით მაღალია მამაკაცებში (მათზე სიკვდილიანობის 72% მოდის), დასავლეთ წყნარი ოკეანის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებში, ასევე შუახნისა და ხანდაზმულ მუშაკებში.

გარდაცვალების უმეტესობა დაფიქსირდა 60-79 წლის ასაკში იმ ადამიანებში, რომლებიც 45-დან 74 წლამდე ასაკში 55 საათზე მეტ ხანს მუშაობდნენ კვირაში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ზეგანაკვეთურ მუშაობაზე მოდის მუშაობასთან დაკავშირებულ დაავადებათა მთლიანი ტვირთის დაახლოებით ერთი მესამედი. ეს ფაქტორი აღიარებულია, როგორც პროფესიული დაავადებების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკფაქტორი.

გამოკვლევაში კეთდება დასკვნა იმის შესახებ, რომ კვირაში 55 ან მეტი საათის განმავლობაში მუშაობისას [კვირაში 35-40-საათიან მუშაობასთან შედარებით] ინსულტის რისკი იზრდება დაახლოებით 35%-ით, ხოლო გულის იშემიური დაავადებების რისკი  – 17%-ით.

ჯანმო იუწყება, რომ ზეგანაკვეთურად მომუშავე ადამიანთა რიცხვი ზრდადია და ამ დროისთვის მსოფლიოში საერთო მოსახლეობის 9%-ს შეადგენს. ასეთი ტენდენციით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგება შრომისუნარიანობის დაკარგვისა და ნაადრევი გარდაცვალების რისკის ქვეშ.

„კოვიდპანდემიამ არსებითად შეცვალა ის, თუ როგორ მუშაობს ბევრი ადამიანი. გახანგრძლივებული სამუშაო დრო ბევრ სექტორში გახდა ნორმა და ხშირ შემთხვევაში შლის საზღვრებს სახლსა და სამსახურს შორის.

გარდა ამისა, ბევრ დაწესებულებას მოუწია დროებით მუშაობის შეჩერება ან საერთოდაც დახურვა ფულის ეკონომიის მიზნით, ხოლო ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ იღებენ ხელფასს, საბოლოო ჯამში უწევთ უფრო ხანგრძლივად მუშაობა. არანაირი სამუშაო არ ღირს ინსულტისა და ინფარქტის რისკად. სახელმწიფომ, დამსაქმებლებმა და მშრომელებმა უნდა გააერთიანონ ძალისხმევა, შეათანხმონ გარკვეული შეზღუდვები, რათა დაიცვან ადამიანების ჯანმრთელობა,“ – თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ღებრეისუსმა.

საქართველოს შრომითი კოდექსით, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში – კვირაში 48 საათს. კანონმდებლობით ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, თუმცა კერძო სექტორში  ზეგანაკვეთური სამუშაო ხშირად არ ნაზღაურდება.

ჯანმო მოუწოდებს მთავრობებს, მიიღონ და აღასრულონ კანონები, რეგულაციები და წესები, რომლებიც კრძალავენ სავალდებულო ზეგანაკვეთურ სამუშაოებს და დააწესებენ მაქსიმალური სამუშაო საათების ლიმიტს.

 

ჯარიმების გასაუქმებლად მეწარმეებს დღეიდან შეუძლიათ მიმართონ შემოსავლების სამსახურს

მეწარმეებს, რომლებსაც დავალიანებაზე ერიცხებათ ჯარიმა-საურავები, შესაძლებლობა აქვთ არ გადაიხადონ ჯარიმა, თუ პირველ აგვისტომდე მიმართავენ შემოსავლების სამსახურს და გააფორმებენ შესაბამის შეთანხმებას. შეთანხმება გულისხმობს გადასახადის [ძირითადი] თანხის გადახდას 2021 წლის 31 დეკემბრამდე.

მეწარმეებს შეუძლიათ დღეიდან, 18 მაისიდან, უკვე მიმართონ შემოსავლების სამსახურს ასეთი შეთანხმების გასაფორმებლად. მიმართვის ბოლო ვადა 2021 წლის პირველი აგვისტოა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით:

  • „გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე წლის 1-ელ აპრილამდე წარმოშობილი აღიარებული/არაღიარებული საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება გადასახადის (ძირითადი) თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.
  • ამისთვის გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით და გადასახადის (ძირითადი) თანხის გადახდა განხორციელდეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე;
  • გადასახადის გადამხდელებს, რომელთა მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ სანქციისაგან, საგადასახადო შეთანხმება გაუფორმდებათ ანალოგიური პირობებით, საგადასახადო დავალიანების 30%-ის გადახდის შემთხვევაში;
  • აღნიშნული ინიციატივა ეხება ყველა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანებებს (მათ შორის საგადასახადო დავაში არსებულ დავალიანებებს), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ გადამხდელთან მიმართებაში არსებობს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ ეკონომიკურ დანაშაულზე;
  • მსგავსი ფორმით და პირობებით წარმოდგენილი განცხადება დაკმაყოფილდება ავტომატურ რეჟიმში განხილვის დამატებითი შიდა პროცედურების გარეშე (ნებისმიერი სხვა სახით წარმოდგენილი განცხადების განხილვა მოხდება დღეს მოქმედი განხილვის ფორმით);
  • ინიციატივა ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ ერთჯერადი ხასიათის არის და უკავშირდება გადასახადის გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას;
  • აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში სრულად ხდება კუთვნილი გადასახადის (ძირითადი) თანხის გადახდა. შედეგად, ინიციატივის პირობების გათვალისწინებით და მიმდინარე საგადასახადო ადმინისტრირების პირობებში არსებითად გამოირიცხება კონკურენტული პირობების დარღვევა ბიზნეს სექტორში და არ დაზიანდება გადასახადის გადახდის კულტურა, რომელიც არსებითად გაუმჯობესებული იყო პანდემიამდე პერიოდში“.

აღნიშნული ინიციატივა ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მთავრობამ 17 მაისს მოიწონა.

სააკაშვილის ზღვიდან შესაძლო შემოპარვის საქმე – სასამართლოს წინ აქცია გაიმართა

დღეს, 18 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე დავით მამისეიშვილი არსებითი განხილვის სხდომაზე განიხილავს უკრაინელი ბრალდებულების საკითხს.

სხდომის დაწყებამდე სასამართლოს წინ აქცია გამართეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. მათ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

საუბარია უკრაინის მოქალაქეების – ვოლოდიმერ დიაჩენკოს და იური ხიმინჩის, ასევე საქართველოს მოქალაქის – მიხეილ ბატურინის შესახებ. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება.

მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს გასული წლის 28 ნოემბერს.

„მათ არ აქვთ დარღვეული საქართველოს მოქმედი კანონი, ისინი მხოლოდ იმიტომ იხდიან „ქართული ოცნების“ საპატიმროში სასჯელს, რომ იმ კატარღაზე ეძებდნენ მიხეილ სააკაშვილს,“ – უთხრა ჟურნალისტებს ენმ-ის წევრმა ბონდო თედორაძემ.

ამ საქმეზე უკრაინამ ოფიციალურად საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ამავე თემაზე: 

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

კიევი – ბათუმი – კიევი – პირდაპირი ავიარეისები 10 ივნისიდან შესრულდება

უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines-ი კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს 10 ივნისიდან.

კიევი – ბათუმი – კიევის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება შემდეგი განრიგით:

▪ 10 ივნისიდან 12 სექტემბრამდე – ყოველ ხუთშაბათს და კვირას
▪ 18 ივნისიდან 10 სექტემბრამდე – ყოველ ორშაბათს და პარასკევს

ასევე, ივნისიდან ბათუმში რეგულარულ ფრენებს შეასრულებს ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ი – ვარშავა – ბათუმი – ვარშავა.

ამავე თემაზე: 

ყაზახეთი, საუდის არაბეთი, პოლონეთი და უკრაინა – ბათუმიდან რეგულარული ფრენები შესრულდება

სილქფესტის შეთავაზება სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე გრძელდება

სილქნეტი, მობილური ქსელის მომხმარებელებს, 19 მაისს, რამდენიმე პაკეტს შესთავაზებს.

 კომბინაციით *202# აბონენტს შეეძლება  30 დღით ჩაირთოს:

[checklist]

  • 3 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 4 ლარად
  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად
  • 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად
  • 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 10 ლარად

[/checklist]

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.

აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.
წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე. ასევე, არ ვრცელდება სპეც. დანიშნულების ნომრებზე.

გემიდან 1,5 ტონა მარიხუანა ამოიღეს – თურქული მედია

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა 1,5-ზე მეტი ტონა მარიხუანა ამოიღო სირიის სანაპიროსთან, საერთაშორისო ტერიტორიულ წყლებში მყოფი გემიდან.

მარიხუანა გემზე იყო დამალული.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულების შესახებ. თურქული მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ჩატარდა სანაპირო დაცვისა და სპეცდანიშნულების რაზმების მონაწილეობით.

__________

ფოტო: „ანადოლუ“

ჩეხოვის „თოლია” – ბათუმის დრამატულ თეატრში პრემიერაა

ბათუმის დრამატულ თეატრში 20, 21 და 22 მაისს, 18 საათზე პრემიერაა.

თეატრის დასი დიდ სცენაზე ანტონ ჩეხოვის ,,თოლიას“ წარმოადგენს.

როგორც სპექტაკლის დამდგმელმა რეჟისორმა, ანდრო ენუქიძემ გვითხრა, ჩეხოვის პიესა ბათუმის დრამატულ თეატრში პირველად დადგეს.

სპექტაკლი 2 საათზე მეტხანს გრძელდება. დარბაზში იქნება კორონავირუსის პრევენციისთვის სავალდებულო ზომები მიღებული, მაყურებლები დისტანციურად – თითო სკამის გამოტოვებით დასხდებიან.

დარბაზი აღჭურვილია დეზობარიერებით, მაყურებლებს გაუზომავენ ტემპერატურას, შესვლისას დაცული უნდა იყოს დისტანცია და როგორც რეგულაციები ითხოვს, მაყურებლის დარბაზში შესვლიდან გამოსვლამდე 3 საათზე მეტი არ უნდა გავიდეს.

მოქმედი პირები და შემსრულებლები:

არკადინა – მაია ცეცხლაძე
ტრეპლევი- მამუკა მანჯგალაძე
სორინი – ზაალ გოგუაძე
ზარეჩნაია – ანო ზურაშვილი
შამრაევი – ზაზა ზოიძე
პოლინა – ქეთევან ეგუტიძე
მაშა – ანანო იაშვილი
ტრიგორინი – დავით ჯაყელი
დორნი – ტიტე კომახიძე
მედვედენკო – ლაშა კონცელიძე
იაკობი – გიორგი ყურავა
უცნაური კაცი – კახა კობალაძე

ბილეთის ფასია 5, 7, 8, 10, 12 და 15 ლარი – ადგილის მიხედვით.

ბილეთები იყიდება ვებგვერდზე : www.biletebi.ge

დაჯავშნა შესაძლებელია თეატრის სალაროში და ტელეფონის საშუალებითაც. ჯავშანი ავტომატურად იხსნება სპექტაკლის წინა დღეს, დღის ბოლომდე.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით თეატრის სალაროს ნომერზე:
☎ +995 0422 27 31 80 / 577 980 858

Exit mobile version