საქართველოს გენერალური პროკურორის ხელფასი 960 ლარით გაიზარდა და იანვრიდან 10 610 ლარი იქნება.
გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის ხელფასი ამ დრომდე 9 650 ლარი იყო. ხელფასები გაეზარდათ პროკურატურის სხვა თანამშრომლებსაც.
პროკურატურაში ხელფასთან [ანუ თანამდებობრივ სარგოსთან] ერთად ყოველთვიურად „წელთა ნამსახურობის დანამატს“ და ასევე სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოსაც მიიღებენ.
„საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებას გიორგი გვარაკიძემ ხელი 2026 წლის 15 იანვარს მოაწერა.
ამ ბრძანებით, მაგალითად:
გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის ხელფასი იქნება 9 970 ლარი [იყო 9 070 ლარი]
გენერალური პროკურორის მოადგილის ხელფასი იქნება 9 640 ლარი [იყო 8 770 ლარი]
გენპროკურატურაში დეპარტამენტის უფროსის ხელფასი იქნება 9 000 ლარი [იყო 8 190 ლარი] და ა.შ.
გენპროკურატურაში ყველაზე დაბალი ხელფასი სტაჟიორს ექნება – 1 390 ლარი [იყო 1 270 ლარი]
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის ხელფასი იქნება 9 000 ლარი [იყო 8 190 ლარი], ხოლო აჭარის პროკურორის მოადგილის ხელფასი იქნება 7 400 ლარი [იყო 6 730 ლარი].
9 000 ლარი იქნება თბილისის პროკურორის, ასევე საოლქო პროკურორის ხელფასიც, ხოლო რაიონული პროკურორების ხელფასი 7 070 ლარით განისაზღვრა.
გიორგი გვარაკიძე „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გენერალურ პროკურორად 2026 წლის 24 ივნისს აირჩია. გენპროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც წინა გენპროკურორი, გიორგი გაბიტაშვილი აუდიტის სამსახურის უფროსად დაინიშნა. გაბიტაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერაა სანქცირებული „2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო“. სანქციები მოიცავს როგორც სავიზო შეზღუდვებს, ისე ფინანსურ აკრძალვებს.
2026 წლის 15 იანვარს გიორგი გვარაკიძემ კიდევ ერთ ბრძანებას მოაწერა ხელი – „საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“.
ამ ბრძანებით:
2025 წლის 21 იანვრის ბრძანებით ზემოთ აღნიშნული დანამატები: 10-15-20 პროცენტის ოდენობით გაიცემოდა შესაბამისად: 3-დან 10 წლამდე, 10-დან 20 წლამდე და 20 წელი და მეტი სტაჟის არსებობის შემთხვევაში.
ამ წესში აღნიშნულია, რომ მისი მიზანია „პროკურატურის თანამშრომელთა მოტივაციის ზრდა და გამოცდილების/ნამსახურობის ადეკვატური შრომის ანაზღაურების გაცემა.
ამასთან, „წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა პროკურატურის თანამშრომლებზე ყოველთვე, გარდა პროკურატურის სტაჟიორისა და პროკურატურაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა.“
„ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026 წლის 9 იანვრის განკარგულებით კი, პროკურატურას მიეცა თანხმობა, „საქართველოს პროკურატურაში დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 138 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 30 ერთეულით.“
სპეციალური წოდებისთვის დადგენილ სარგოს რაც შეეხება, „საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის განსაზღვრის შესახებ“ ბრძანებასაც ხელი გიორგი გვარაკიძემ 2026 წლის 15 იანვარს მოაწერა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში მდებარე თეთროსნის ნაეკლესიარს [შუა საუკუნეები] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შესაბამის ბრძანებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თეა ონიანმა ხელი 2026 წლის 14 იანვარს მოაწერა.
ბრძანება 16 იანვრიდან ამოქმედდა.
ამავე ბრძანებით ძეგლის სტატუსი მიენიჭა ასევე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მდებარე არაერთ ობიექტს.
ამ ობიექტების მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა.
ვიკიპედიის თანახმად, „თეთროსანი – ისტორიული მონასტერი და კულტურული ცენტრი იყო საქართველოში, ისტორიულად გურიაში, ამჟამინდელ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანს შორის. თეთროსანი არქიტექტურულად შესწავლილი არაა, არც გათხრები ჩატარებულა ამ მიდამოებში…”
თეთროსნის ტაძარი დღეს აღარ არსებობს.
“1944 წლისათვის ის ეკალ-ბარდებში იყო ჩაფლული და გადარჩენილი იყო მხოლოდ ორი კედლის ფრაგმენტი: შედარებით უკეთ შემონახული იყო ჩრდილო–აღმოსავლეთის კედლის ნაშთი (სიგრძე 7 მეტრამდე, სიმაღლე 6,5 მეტრამდე), ხოლო ბევრად ცუდად – ჩრდილო-დასავლეთის კედელი (სიმაღლე 4,5 მეტრამდე);
ნასაყდრალის კედელი ნაგები იყო რიყის ქვით, ხოლო სარკმლის ზემოთ დატანებული ჰქონდა თლილი ქვები. კედელი სქელი იყო და 2 მეტრამდე აღწევდა; იგი ადრე თლილი და მოჩუქურთმებული ქვებით იყო შემოსილი.
ნასაყდრალს ემჩნევა, რომ იგი ბევრჯერ დანგრეული და განახლებული უნდა იყოს. ის სავარაუდოდ დაინგრა მხარის ოსმალეთის იმპერიის მიერ მიტაცების შემდეგ (1728 წ.)“, ვკითხულობთ ვიკიპედიაში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, 6 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ამოიღო. შსს-ს თანახმად, ამოღებული ნარკოტიკის ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 3 მილიონამდე ლარს აღწევს.
„განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია ბელარუსის რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1993 წელს დაბადებული ა.პ. და 1992 წელს დაბადებული გ.რ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომანქანის და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 17 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 225 590 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 566 ერთეული [+3]
ჯავშანტექნიკა – 23 914 ერთეული [+6]
საარტილერიო სისტემა – 36 261 ერთეული [+31]
MLRS – 1 615 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 278 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 108 605 ერთეული [+721]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 163 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 74 601 ერთეული [+115]
სპეცტექნიკა – 4 044 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
109 344 უპილოტო საფრენი აპარატი
645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 154 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 642 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 513 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
51 993 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ეს პროექტი [არაბული ქალაქები] შეიძლება იმიტომაც სჭირდება „ოცნებას“, რომ სტაგნაციისკენ მიმავალი ეკონომიკა გამოაცოცხლოს და თავის მომხრეებს, ბიზნესმენებს და, ზოგადად. საზოგადოებას ილუზია შეუქმნას, რომ რაღაც კეთდება და რაღაცას მუშაობს… კობახიძე ასევე ცდილობს, რაღაცნაირად, რამენაირი ფული შემოიტანოს ქვეყანაში, რომ პრობლემები, რაც მისი ქმედებებით გროვდება, გადააგოროს,“ – ამბობს ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ე.წ. არაბული ქალაქების პროექტზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, „10 წლის მანძილზე, წლიურ ჭრილში შეემატება 700 მლნ ლარი ქვეყნის ბიუჯეტს“. „ოცნების“ პრემიერი აბუ-დაბიში შეხვდა „Eagle Hills“-ის დამფუძნებელს.
რამდენად რეალურია ციფრები, რასაც ირაკლი კობახიძე ასახელებს? – „ბათუმელებმა“ ფინანსისტთან და მენეჯერთან, ნიკოლოზ შურღაიასთან ინტერვიუ ჩაწერა:
ბატონო ნიკოლოზ, ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, მას აბუ-დაბიში ჰქონდა შეხვედრები. მაგალითად, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვდა, ასევე „Eagle Hills“-ის დამფუძნებელს. ეს ის კომპანიაა, რომელიც საქართველოში ე.წ. „არაბულ ქალაქებს“ აშენებს. რას ნიშნავს ეს ამბავი ქვეყნისთვის, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად?
ამ საკითხზე დიდი ხანია საუბრობენ. ჩანს, რომ ჩვენს დე-ფაქტო ხელისუფლებას ძალიან სურს ამ პროექტის განხორციელება ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩანს ისიც, რომ მათ სურთ ძლიერი პოლიტიკური ძაფები გააბან არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და შესაძლოა გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვონ – ერთგვარი ლობირება, ვთქვათ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ამიტომაც, გაუხსნეს გზა ამ ქვეყანაში ვიზის მქონე ძალიან ბევრი ღარიბი ქვეყნის მოსახლეობას საქართველოში შემოსასვლელად: თუ გაქვს გაერთიანებული საამიროების ვიზა, შეგიძლია, საქართველოში შემოხვიდე…
ასევე, ამ ქვეყნიდან მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის ექსტრადიცია.
დავოსს რაც შეეხება, მნიშვნელოვანი ფორუმია, თუმცა პირველი შემთხვევა არ არის, რომ არ ვიღებთ მონაწილეობას. ეს მაინც კერძო ეკონომიკური ფორუმია და გასაგებია, რომ ყურადღების მიღმაა საქართველო. მოწამვლის ფონზე, რაც საქართველოში მოხდა და BBC-ის თანახმად, ან თუნდაც აი, ამ პროექტის ფონზე, რაზეც თქვენ მეკითხებით – არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებით, ამ ყველაფერთან შედარებით, არაფერი ამბავი არაა.
მთავრობის გვერდზე ოფიციალურად წერენ, 11 მილიარდი ლარი შემოედინება ქვეყანაში წლის განმავლობაშიო, რაც სისულელეს ჰგავს. ჯერჯერობით, ამის არავითარი ნიშანი არ არის. „Eagle Hills“-ის გაყიდვების ოფისი ცდილობს, რომ გაყიდოს უძრავი ქონება აქედან, როცა მიწაც კი, არ ეკუთვნის მათ ამ ეტაპზე. ეს ძალიან სკანდალური გაყიდვაა და მე რომ მყიდველი ვიყო, ათჯერ დავფიქრდებოდი ყველა სხვა ფაქტორთან ერთად: ეს ხალხი როგორ შემისრულებს პირობას?
მთავრობა ასევე იტყობინება, რომ 700 მილიონი ლარი იქნება 10 წლის განმავლობაში ყოველწლიურად ბიუჯეტის ეფექტიო და ამ დროს წლევანდელ სახელმწიფო ბიუჯეტში არცერთი ლარი არ არის ასახული.
ნიკოლოზ შურღაია
საიდან უნდა შემოვიდეს ბიუჯეტში ყოველწლიურად 700 მლნ ლარი თუნდაც იმ დაშვებით, რომ ვთქვათ აშენდა ე.წ. არაბული ქალაქები?
დე-ფაქტო ხელისუფლება სერიოზულად ცრუობს. მაგალითად, აი, კონკრეტული სიცრუის ფაქტი: როდესაც გაყიდვების ოფისი გაიხსნა, ეს იყო გასული წლის ოქტომბრის შუა რიცხვები, ბატონმა კობახიძემ ოფისის გახსნაზე განაცხადა, 1 მილიონი კვადრატული მეტრი აშენდებაო. ამის გამო ჩვენ გავაკრიტიკეთ, რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრით არაფრით არ გამოდის 6.6 მილიარდი ინვესტიცია ეკონომიკურად. ნოემბრის დასაწყისში გადაიღო კობახიძემ ძალიან გაპრიალებული ვიდეო და იქ უკვე ამბობს, რომ 2.4 მილიონს ავაშენებთო. ის წინა მილიონს, ანუ საკუთარ განცხადებას ისე უარყოფს, ვითომ ვინმე სხვამ დააბრალა. ამიტომაც, ახლა ის რას ამბობს, მაგის ლოგიკურ დასაბუთებას ძებნას ვერ დავუწყებ, ანუ რაღაცებს აბრეხვებს და ამის ახსნა შეუძლებელია – არ ჩანს ციფრებით, რა იქნება ეს სარგებელი.
თანაც, კობახიძე ამბობს, პროექტი ყოველგვარი ნეგატიური ეფექტის გარეშე იქნებაო. ამ დროს მრავალი განზომილებით იქნება ნეგატიური ეფექტები. პირველ რიგში: სახელმწიფო ქონების განკარგვის გამჭვირვალობა. მეორეა – ეკონომიკურად დაუსაბუთებლად ამის გაკეთება. შემდეგი – შესაძლო დემოგრაფიული საკითხი მრავალრიცხოვანი უცხოელების ჩამოსახლებიდან გამომდინარე…
ვიღაცისთვის შეიძლება ეს სასურველი იყოს და უცხოელების მრავალრიცხოვან ჩამოსახლებას ქსენოფობიას სახელს არქმევდეს, მაგრამ, ფაქტია, რომ დაწოლა ექნება ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვის სისტემაზე, პოლიციაზე, უსაფრთხოების საკითხი წარმოიქმნება.
შესაბამისად, განცხადება, რომ ამ პროექტს ნეგატიური ეფექტი არ აქვს, სიცრუეა და უპასუხისმგებლობა.
ასევე, იქ არის ეკოლოგიური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი: კრწანისი-რუსთავის ფილტვებია, თბილისისთვისაც მნიშვნელოვანი ადგილია მტკვრის ჭალა. ამ ტყეპარკში საბჭოთა რეჟიმის რეპრესიების მსხვერპლთა საფლავები იყო და ის საკითხი არის სრულიად შეუსწავლელი.
ამას გარდა, საუბარია შავ ფულზე და საეჭვო ფულის მოძრაობაზე, რომელიც დამაზიანებელია საქართველოს რეპუტაციისთვის. ამიტომაც, 700 მილიონი ლარი 10 წელიწადში, არის სიცრუე, ან უპასუხისმგებლობა, ან ორივე ერთად.
რაც შეეხება თანხების რეალურობას, ბუნებრივია, თანხის შემოდინება როცა ხდება, მას გარკვეული ეფექტი აქვს, მაგრამ ვისზე აქვს – ეს მნიშვნელოვან შესწავლას მოითხოვს. სავარაუდოდ, მათ ჯიბეს რაღაც დადებითად შეეხება. მათ ეკუთვნით ცემენტის ქარხნები, ლიცენზიები ინერტული მასალების მოპოვების და ასე შემდეგ. ამიტომაც, ის ციფრები, რაზეც კობახიძე საუბრობს, არარეალისტურად გამოიყურება და გაზვიადებულად, მეორე მხრივ – სერიოზული საფრთხეებია და ძალიან რეალური, კორუფციის ნიშნები უკვე ჩანს.
„ოცნების“ განცხადებით, 6,6 მლრდ დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, ამჯერად კი, ირაკლი კობახიძემ დაასახელა 11 მილიარდი ლარი. ეს როგორ უნდა გავიგოთ?
ციფრები ერთმანეთს არ ემთხვევა. მე უკვე მოგიყვანეთ კონკრეტული მაგალითი, როცა არ ემთხვევა ციფრები ერთმანეთს. ამიტომაც, ეს სიცრუეს და უპასუხისმგებლობას ჰგავს. ამავე დროს, რისკები სავსებით რეალურია. ნამახვანში ვნახეთ, როგორ აფორმებენ ხელშეკრულებას, შემდეგ პროექტი არ დამთავრდება, საქართველოს ჯარიმები ეკისრება და ღმერთმა უწყის, ვინ იღებს იმ ჯარიმებიდან სარგებელს.
„არაბული ქალაქების“ შემთხვევაშიც უშვებთ, როცა პროექტი რეალურად შეიძლება არ განხორციელდეს და ეს პროექტი „ოცნებას“ კორუფციული სქემისთვის სჭირდებოდეს?
აშკარაა, რომ ქვეყნის მიწა გადასცეს, გადაცემას აპირებენ. ამიტომაც, არაფერი არ იქნება და ბლეფია – ასეთ რაღაცებს მე თავს მოვარიდებდი. ისინი ნამდვილად ცდილობენ რაღაცის გაკეთებას. საკუთარი ინტერესი რომ არ ავიწყდებათ, ესეც ჩანს.
ციფრები ერთმანეთს რომ არ ემთხვევა, ესეც ჩანს.
ირაკლი კობახიძე ამბობს: ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო 9.3 პროცენტი და ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში… ეს არის იმ ეკონომიკური რეფორმების შედეგი, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდებაო.
ეს პროექტი [არაბული ქალაქები] შეიძლება იმიტომაც სჭირდება, რომ სტაგნაციისკენ მიმავალი ეკონომიკა გამოაცოცხლოს და თავის მომხრეებს, ბიზნესმენებს და, ზოგადად, საზოგადოებას ილუზია შეუქმნას, რაღაც კეთდება და რაღაცას მუშაობს.
კობახიძე ასევე ცდილობს, რაღაცნაირად ფული შემოიტანოს ქვეყანაში, რომ რაღაც მოძრაობდეს, პრობლემები, რაც მისი ქმედებებით გროვდება, გადააგოროს. არავითარი რეფორმები მათ არ გაუკეთებიათ და ასეთ განცხადებას აკეთებს – „გაკეთებული რეფორმებით“, რა რეფორმები გააკეთა?
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში 800 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა საქართველოდან საცხოვრებლად. ანუ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. და თუ ასე კარგად არის ყველაფერი, ამდენი ადამიანი რატომ გადის საქართველოდან გარეთ? საქართველოს მოსახლეობის 30 % უმუშევარია.
როგორ ძლიერ ეკონომიკურ ზრდაზე და ხალხის სარგებელზეა საუბარი, ამას ჩვენ ვგრძნობთ თითოეული.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 16 იანვარს დასრულდა 4 მაღაროელის საქმის განხილვა.
4 მაღაროელი, გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, თენგიზ გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე, რომლებმაც წინასწარ პატიმრობაში 9 თვე გაატარეს, დღეს განაჩენს ელოდა.
თუმცა მოსამართლე თამარ მაზანაშვილმა განაჩენის გამოცხადება 20 იანვრამდე გადადო.
ქუთაისის სასამართლოში მყოფი მაღაროელების ახლობლების განცხადებით, 16 იანვარს, დღის სამ საათზე ჩანიშნული სასამართლო პროცესი, მოსამართლე მაზანაშვილმა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო, სხდომის დასრულების შემდეგ, დარბაზში შეკრებილებს მიმართა, რომ „სათათბიროდ გადიოდა განაჩენის გამოსატანად“. თუმცა ნახევარი საათის შემდეგ მანდატურის საშუალებით შეუთვალა პატიმრებს და მათ ახლობლებს, რომ განაჩენის გამოცხადება 20 იანვრამდე გადადო.
მაღაროელებს – გიორგი ნეფარიძეს, მერაბ სარალიძეს, თენგიზ გველესიანს და აჩიკო ჭუმბურიძეს პროკურატურა სისხლის სამართლის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) ედავებოდა.
შემთხვევა 2025 წლის 28 აპრილს მოხდა. ბრალდების მიხედვით, ოთხი მაღაროელი თითქოს თავს დაესხა შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მას.
მაღაროელების დაკავებას წინ უძღოდა მრავალდღიანი პროტესტი, შიმშილობა და მაღაროელთა მასშტაბური აქცია ქალაქ ჭიათურაში.
ოთხივე დაკავებული მაღაროელი საპროტესტო აქციების გამოკვეთილი ფიგურა იყო. ისინი მოუწოდებდნენ სხვა მაღაროელებს, ხელი არ მოეწერათ მათი აზრით კაბალურ ხელშეკრულებაზე, რომელსაც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ მაღაროელებს სთავაზობდა.
სისხლის სამართლის წესით დაკავებული 4 მაღაროელის სასამართლო პროცესები ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 9 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„9 თვის განმავლობაში სრულიად უდანაშაულოდ ვიყავი ციხეში.
სამწუხაროდ, სასამართლომ ვერ მოძებნა შესაბამისი მუხლი, რომ ეს უსამართლობა აღეკვეთა, რომ მინიმუმ ციხეში არ ვყოფილიყავით და საქმე ისე გაგრძელებულიყო,“ – თქვა დღეს თენგიზ გველესიანმა, მაღაროლმა, რომელმაც ბოლო 9 თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა.
ამ 9 თვის განმავლობაში სულ 39 სხდომა გაიმართა.
მაღაროელები ამბობენ, რომ პროკურატურამ ერთი მყარი მტკიცებულებაც კი ვერ წარუდგინა სასამართლოს, რომლის მიხედვითაც მათი ბრალეულობა დამტკიცდებოდა.
ამის მიუხედავად ოთხივე მათგანმა წინასწარი პატიმრობა ციხეში გაატარა, ოჯახებისგან და ახლობლებისგან შორს.
16 იანვარს გამართულ ბოლო, დასკვნით პროცესზე თავის საბოლოო სიტყვაში თენგიზ გველესიანმა პროკურატურას ირონიულად მადლობაც კი გადაუხადა. თენგიზ გველესიანის სიტყვა ონლაინ გამოცემა „პუბლიკამ“ გამოაქვეყნა.
„მადლობას გადავუხდი მათ [პროკურატურას] იმისთვის, რომ პირნათლად გვაჩვენეს, რაც ხდება ჭიათურაში, ვის იმედზე არიან ის ადამიანები, ვის ეყრდნობიან და ვისი იმედი აქვთ საბოლოოდ. ამ დიდ დანაშაულს ვერ ჩაიდენდნენ ისე, ზურგს რომ არ უმაგრებდეთ… არ ვიცი, ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა პროკურატურამ ნათლად წარმოგვიდგინა, გვაჩვენა, თუ როგორი არჩევითია დანაშაული და როგორი შერჩევითი.
არჩევითია იმიტომ, რომ ჩვენ გვედავებიან ვიღაცის ჯანმრთელობის დაზიანებას მაშინ, როცა ჭიათურის მოსახლეობის 80% ონკოლოგიურად დაავადებულია და ამის დამნაშავეებიც იცით ვინც არიან. ეს არის ზუსტად ჯგუფურად ორგანიზებული დანაშაული, რომელსაც სჩადიან ჭიათურის მოსახლეობის წინააღმდეგ.
კიდევ გვედავებიან ნივთის დაზიანებას გაურკვეველ ვითარებაში, გაურკვეველ გარემოებაში მაშინ, როდესაც გიორგი ნეფარიძეს [ბრალდებული] საკუთარი სახლ-კარი დაუზიანა კომპანიამ და ამის გამო მთელი სოფელი და ნახევარი ჭიათურა განადგურებულია და ეს კარგად იცის პროკურატურამ, როდესაც ჩვენ აქ ვართ ბრალდებულები და გვედავებით ისეთ რაღაცას… იმის ნაცვლად, რომ მტკიცებით ფორმაში ყოფილიყავით, თავდაცვის რეჟიმში იყავით. ამას ჩემი თქმა არ სჭირდება, ეს უბრალოდ ფაქტი იყო“, – თქვა თენგიზ გველესიანმა.
თენგიზ გველესიანის გარდა საბოლოო სიტყვა თქვა კიდევ ერთმა მაღაროელმა არჩილ ჭუმბურიძემ.
არჩილ ჭუმბურიძის სიტყვასაც გამოცემა „პუბლიკა“ აქვეყნებს.
„ბევრს არ ვილაპარაკებ. თუ რა პროცესი მიმდინარეობდა ჭიათურაში და რას ითხოვდნენ დასაქმებულები, ეს ყველამ კარგად იცის. თქვენც, ბატონო მოსამართლე. მხოლოდ ერთს ვიტყვი, უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, უკვე მე-9 თვეა საპყრობილეში.
16 იანვარი ჩემთვის ძალიან ძვირფასი დღეა. დღეს მე და ჩემს მეუღლეს შეგვისრულდა ქორწინების 18 წლის იუბილე. მინდა, მოგილოცო ნინუცა. იცოდე, რომ ყოველი დღე ჩემთვის ბედნიერებით იყო სავსე. მინდა, ეს ყოველივე გაგრძელდეს უსასრულოდ. მადლობა მინდა გადაგიხადო კარგი შვილების აღზრდისთვის, მეგობრობისა და ადამიანობისთვის.
იმედი მაქვს, მოსამართლე გაითვალისწინებს ამ ყველაფერს და მოგვცემს მშვიდად ცხოვრების საშუალებას. უდანაშაულო ვარ და იმედი მაქვს, ამას გაითვალისწინებთ.
მერაბს [სარალიძეს, ერთ-ერთ ბრალდებულს] აქვს დღეს დაბადების დღე და მინდა, მოგილოცო, ძმაო და თავისუფლება გისურვო შენს ლამაზ ოჯახთან ერთად“, – თქვა არჩილ ჭუმბურიძემ სასამართლო პროცესზე.
რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე თამარ მაზანაშვილი 4 მაღაროელის საქმეზე 20 იანვარს გახდება ცნობილი.
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამართლებრივი ნორმა, რომელიც ისედაც გაუქმებული იყო. ასე იმიტომ მოხდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 7 წელი დასჭირდა, ვიდრე კონკრეტული სარჩელისთვის მოიცლიდა და 2025 წლის 25 დეკემბერს გადაწყვეტილებას მიიღებდა.
სარჩელი მამებისთვის დეკრეტული შვებულებით სარგებლობას ეხებოდა და იგი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 2018 წელს მიიღო. 2021 წლის იანვრიდანკი, პარლამენტმა თავისი ინიციატივით დაუშვა მამებისთვის დეკრეტული შვებულებით სარგებლობა.
თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ მაინც იმსჯელა ძალადაკარგული სადავო ნორმის შეფასებაზე, მაშინ როცა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სამუშაო მაგიდაზე არაერთი რეზონანსული საქმეა – საქმეები, რაზეც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაა დამოკიდებული – მაგალითად, სარჩელი „რუსულ კანონზე“. ერთია, რომ საკონსტიტუციომ სასამართლომ რუსული კანონის განხილვის დასრულებამდე კანონის მოქმედების შეჩერებაზე უარი თქვა, თუმცა თავად სარჩელი სასამართლოს 2 წელია არ განუხილავს.
რუსული კანონით „ოცნების“ რეჟიმი ცდილობს რუსეთის მსგავსი მოდელით სრულად გააქროს დემოკრატიული ინსტიტუტები, რაც პირდაპირ უქმნის საფრთხეს საქართველოს დამოუკიდებლობას.
კიდევ ერთი გახმაურებული ქეისი „მოსმენების კანონია“ – საქართველოში ნებისმიერს უსმენენ და სუსს, მოქმედი კანონების პირობებში, ხელს არაფერი უშლის. საკონსტიტუციო სასამართლომ ამ სარჩელის განხილვა 2019 წელს დაასრულა, თუმცა თითქმის 7 წლის გასვლის მიუხედავად, მოსამართლეები ასეთ მნიშვნელოვან საქმეზეც კი, გადაწყვეტილებას არ იღებენ.
რას ითხოვდა მოსარჩელე და რა გადაწყვიტა სასამართლომ?
მოსარჩელე გივი კაპანაძე ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობას ითხოვდა. მას 2014 წელს შეეძინა მეორე შვილი და იმ პერიოდში თბილისის 113-ე საჯარო სკოლაში მუშაობდა პროგრამული მენეჯერის თანამდებობაზე. გივი კაპანაძეს დეკრეტულ შვებულებაზე სკოლის დირექტორმა უარი უთხრა.
ამ საქმეში სახალხო დამცველის ჩართვის შემდეგ სკოლამ მიიღო გადაწყვეტილება, დაეკმაყოფილებინა გივი კაპანაძის მოთხოვნა, თუმცა პრობლემა შეიქმნა შვებულების ანაზღაურების კუთხით: სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიულმა სამსახურმა გივი კაპანაძეს უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სააგენტოს მაშინ განუმარტავს, რომ 2011-2016 წლებში არცერთ ბიოლოგიურ მამას არ უსარგებლია ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით. 5 შემთხვევაში გაუციათ კაცისთვის ანაზღაურებადი შვებულება: ერთ შემთხვევაში ახალშობილის შვილად აყვანის გამო, 4 შემთხვევაში კი, მშობიარე ქალი გარდაიცვალა.
„№1317 კონსტიტუციურ სარჩელზე [სარჩელი დეკრეტულ შვებულებაზე] საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმდინარეობისას, სადავო ნორმატიული აქტი ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამასთან, კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა არსებითი გავლენა მოახდინა მოსარჩელის მიერ იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემაზე. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ სამართალწარმოება გააგრძელა ძალადაკარგული სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასების გზით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკმაყოფილებული სარჩელის შესახებ.
ამ სარჩელზე გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ მიიღო. კოლეგიის თავმჯდომარე მანანა კობახიძეა, კოლეგიის წევრები კი, თეიმურაზ ტუღუში და გიორგი მოდებაძე არიან.
ამ ისტორიამდე შრომის კოდექსით გათვალისწინებული შვებულების ანაზღაურების უფლება ამ ნაწილში დისკრიმინაციულად იყო განმარტებული და განმტკიცებული.
შრომის კოდექსის 27-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე.
მოსარჩელე მიუთითებდა ევროსასამართლოს მიდგომაზეც: „ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლო ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურებასთან მიმართებით არსებითად თანასწორად მიიჩნევს ქალებს და მამაკაცებს საქმეზე Konstantin Markin v. Russia და ამ კუთხით სტერეოტიპებზე დაფუძნებულ განსხვავებულ მოპყრობას დისკრიმინაციად ცნობს.
ანალოგიურ განმარტებას აკეთებს ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო მაისტერლისის საქმეზე, მსგავსია მიდგომა ალვარესის საქმეზეც, სადაც სასამართლო იზიარებს შეხედულებას მათ შორის იმის შესახებ, რომ ბავშვის მოვლის პერიოდში ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული შვებულების განსაკუთრებული რეჟიმი არ არის დაკავშირებული მხოლოდ ბიოლოგიურ მოვლენასთან და იგი ასევე ბავშვის ხელოვნურ კვებასაც გულისხმობს,“ – ვკითხულობთ სარჩელში.
მოპასუხე მხარის [ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტრო] არგუმენტაციით, ფინანსური რესურსის არასაკმარისობის პირობებში, შერჩეული გადაწყვეტა პრიორიტეტულად უზრუნველყოფდა ქალის უფლებების დაცვას. ამასთან, მშობლებს შორის ანაზღაურებადი შვებულების დღეების ურთიერთშეთანხმებით გაყოფის მექანიზმი საფრთხეს შეუქმნიდა ქალის ჯანმრთელობისა და ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ინტერესებს.
„სადავო მოწესრიგების სამართლის წინაშე ყველას თანასწორობის უფლებასთან შესაბამისობის საკითხზე მსჯელობისას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმები ადგენდა დიფერენცირებულ მოპყრობას არსებითად თანასწორ სუბიექტებს – ერთი მხრივ, ბიოლოგიურ მამასა და ბიოლოგიურ დედას, მეორე მხრივ კი, ბიოლოგიურ მამასა და იმ მამას შორის, რომელმაც 1 წლამდე ბავშვი იშვილა.
ერთიან სამართლებრივ კონსტრუქციად რეგლამენტირების მიუხედავად, ერთი მხრივ, ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულება, ხოლო, მეორე მხრივ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება ავტონომიური მიზნების უზრუნველსაყოფად არსებობდა. კერძოდ, ბავშვის მოვლის გამო შვებულება უზრუნველყოფს მშობლის კავშირს ბავშვთან და ანიჭებს მას შესაძლებლობას, იზრუნოს ბავშვზე, მონაწილეობა მიიღოს მისი მოვლის პროცესში.
ამასთან, ბიოლოგიურ დედასა და ბიოლოგიურ მამას გააჩნიათ მსგავსი ინტერესი და ფლობენ მსგავს შესაძლებლობებს, თანასწორ საწყისებზე ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ იკვეთებოდა ლოგიკური კავშირი სადავო რეგულირებასა და ქალის ჯანმრთელობის დაცვის საჯარო ინტერესს შორის.
ბავშვთა ბუნებრივი კვების ხელშეწყობის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო რეგულირება იმ შემთხვევისთვის, როდესაც ბავშვის დედა ცოცხალია, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც ბავშვი არ იმყოფება ბუნებრივ კვებაზე ან დედა საკუთარი სურვილით უარს ამბობს დასახელებული უფლებით სარგებლობაზე, გამორიცხავდა ბავშვის ბიოლოგიური მამის მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და დახმარების მიღების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას.
მაშასადამე, სადავო მოწესრიგება იმაზე მეტი ინტენსივობით ზღუდავდა ძირითად უფლებას, ვიდრე ეს აუცილებელი იყო ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.
„სისტემამ დიდი ხანია დატოვა დემოკრატიული მოქმედების ზონა, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, დანერგა უკანონო რეპრესიები და სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია, ანუ სახეზეა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომლის მთავარი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვაა,“ – წერს ციხიდან გამოგზავნილი წერილში პატიმარი, თორნიკე თოშხუა.
თორნიკე თოშხუა საჯარო მოხელეა და შემოსავლების სამსახურში მუშაობდა აუდიტორად. მას პროკურატურა ძალადობის ჩადენას [სსკ-ის 126-ე მუხლი] ედავება ჯგუფურად, რასაც არ მოჰყოლია ჯანმრთელობის დაზიანება. პროკურატურის მტკიცებით, თორნიკე თოშხუამ და მინდია შერვაშიძემ რუსთაველზე, ბექა გოცირიძეზე იძალადეს. ჩვენების მიცემისას ბექა გოცირიძემ მოსამართლეს არაერთგზის ხაზგასმით უთხრა, რომ „არაფერი განსაკუთრებული და სასწაული ტკივილი არ განუცდია“.
მან დაადასტურა, რომ ბრალდებულების მისამართით პრეტენზია არ აქვს, არაა მათი გათავისუფლების წინააღმდეგი, თუნდაც გირაოს სანაცვლოდ. და საერთოდაც, „რა ამბავი ატყდა“, „ადამიანური ჩხუბი“ იყო და თვითონაც „მოიქნია ხელი“. რუსთაველზე გავლას და ამ კონფლიქტს ნანობს კიდეც.
„რა როგორ იყო და არის შენი ამბავი? – როგორ იყო და თავიდან იყო გაკვირვება, რომ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული. მერე იყო ინტერესი – საქმის აღძვრა საგამოძიებო უწყების ინიციატივით მოხდა თუ „დაზარალებულის” მიმართვის საფუძველზე. ამის მერე იყო გაოცება, რომ ტიპი, რომელიც დღისით „საკაიკაცოს“ ღირსების დამცველობას იბრალებდა, საღამოს თაბუკაშვილის მე-7 განყოფილებაში გამომძიებლების მხარზე ქვითინებდა და ცრემლით ასველებდა გამოკითხვის ოქმებს – ფიზიკური ტკივილი განვიცადეო.
მომხდარიდან 21-ე დღეს პატარა სასწაულიც მოხდა, „დაზარალებულს” მახსოვრობა დაუბრუნდა. რუსთაველზე დაკარგული „საკვების დასაჭრელი“ spyderco-ს ბრენდის გასაშლელი დანის შესახებ ჩააბარა მორიგი აღსარება.
მერე იყო ციხე და დრო ფიქრისთვის. ამ დროს აანალიზებ, რომ ბექა გოცირიძე სისტემის ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლია და მხოლოდ ხელმომწერის ფუნქციას ითავსებდა „ზემოდან” დავალებამიღებული გამომძიებლების მიერ დაბეჭდილ ოქმებზე. ბექუშ, რომ გიკვირს, ვერ ვიგებ რატომ მაბულინგებენო, ერთი გამოსავალი ჩანს აქედან, შენვე უნდა აღიარო, რომ სისტემამ დაგპრესა და გაიძულა ამ საქმეში მონაწილეობა.
როდესაც იაზრებ, რომ სისხილსსამართლებრივი დევნის ორგანოები შურისძიებისთვის გამოყენებულ რეპრესიულ ინსტრუმენტად იქცა, მთელი ბრაზი ამ ორგანოებში დასაქმებული მოხელეებისკენ მიემართება, რომლებიც რეჟიმის უკანონო დავალებების უაპელაციო ამსრულებლები არიან.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსი ჯაშუშის ინტერესების დამცველი პროკურატურა. პროკურორმა არასწორად ჩამოაყალიბა საქმის ფაბულა, არ გამოიკვლია ჩადენილი ქმედების ფაქტობრივი გარემოებები, არ დაადგინა ქმედების შემადგენლობა და მიზეზობრივი კავშირი მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
უგულებელყო ის ფაქტი, რომ უშუალოდ „დაზარალებულმა” ხელყო კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებები და მისი ნების მოქმედებაში მოყვანით საყოველთაო სამართლებრივი მშვიდობა დაირღვა. არ იქნა განსაზღვრული მისი ქმედების შემადგენლობის დამაფუძნებელი მოტივი და ქცევის მიზანი.
ახლა იმაზე გადავალ, თუ როგორ არის ჩემი ამბავი. სისხლის სამართლის ზოგად ნაწილს გადავხედე აქ: თურმე კანონი არ ავალდებულებს მართლზომიერად მოქმედ პირს, რომ დაუთმოს მართლწესრიგის ხელმყოფს. სამართალს არ მოეთხოვება თავი დახაროს უსამართლობის წინაშე. ადამიანს აქვს საყოველთაოდ აღიარებული უფლება – აქტიურად დაიცვას ხელყოფისგან თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთე. ანუ კანონმდებელი თვითონვე აფრთხილებს საზოგადოების მერყევ ელემენტებს, რომ თავი შეიკავონ მოქალაქეთა უფლებების ხელყოფისგან, რაც ერთგვარად შესაძლო დანაშაულთა თავიდან აცილების ხერხია. ამ წესრიგით დაცული მართლწესრიგი განაპირობებს საზოგადოების ღირებულებების სწორად ჩამოყალიბებას, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან თავის მხრივ ამავე საზოგადოების მიერ სახელმწიფოზე კონტროლის დაწესებაა დემოკრატიის ანბანი.
აი, აქ უკვე ნათელი ხდება, დემოკრატიული ღირებულებების მიღმა გასული სისტემა რატომ აცილებს რუსთაველიდან მეგობრულად ხელგადახვეული საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევებს და მეორე მხრივ პირად ანგარიშსწორებას ახორციელებს იმ პირთა მიმართ, ვინც საყოველთაო სამართლებრივი სიკეთის დაცვა სცადა.
სისტემამ დიდი ხანია დატოვა დემოკრატიული მოქმედების ზონა, უგულებელყო საქართველოს კონსტიტუცია და სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, დანერგა უკანონო რეპრესიები და სამართალი პოლიტიკის დანამატად გადააქცია, ანუ სახეზეა ანტიდემოკრატიული რეჟიმი, რომლის მთავარი მოვალეობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვაა.
პრინციპია ჩემი ამბავი. ნებისმიერი ობიექტური პირი, რომელიც თუნდაც ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგებდა 31 ივლისის ღამეს რუსთაველზე მომხდარ ინციდენტში ჩართული პირების მოქმედებებს, აქცენტს მხოლოდ დაუპატიჟებელი სტუმრის უმართლობაზე გააკეთებდა და ამას საერთოდ არ სჭირდება იურიდიული განათლება. ბოლომდე წინააღმდეგობა!
თ. თოშხუა 12.01.2026 თავისუფლება თორნიკეს!
თავისუფლება რეჟიმის ყველა ტყვეს!
ნათლისღების დღესასწაულისთვის პატიმრების შეწყალება იგეგმება. შეწყალების აქტს ხელს „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მოაწერს.
შეწყალებულ პირთა სია, სავარაუდოდ, 19 იანვარს გახდება ცნობილი.
არალეგიტიმური პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკიმ დღეს, 16 იანვარს, საქართველოს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ საბოლო გადაწყვეტილებას თუ ვის შეიწყალებს, ყაველაშვილი მიიღებს, თუმცა კონსულტაციებიც იქნება.
„მე არ მგონია, რომ ვინმე ადამიანს უნდა ჰქონდეს რაიმე დათმობა, მით უმეტეს, თუ ის არც უარყოფს იმას, რომ დანაშაული ჩაიდინა და არანაირი განცდა, არანაირი დარდი, წუხილი არ გააჩნია იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარ ქვეყანას აზიანებს. თუკი ადამიანებს ასეთი განცდა არ გააჩნია, რასაკვირველია, აქ შეწყალებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
თუკი ვიმსჯელებთ გარკვეული თემებით, ემოციებით, სწავლებებით, რასაკვირველია, მოწყალება არის ის, რაც სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს, მაგრამ შესაწყალებელსაც გააჩნია. ადამიანი, რომელიც გეუბნება, რომ უნდა დაინგრეს და ცეცხლში გაეხვეს საქართველო და ამას არ უარყოფს და არანაირ წუხილს ამასთან დაკავშირებით არ განიცდის, რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, ძალიან ძნელია შეწყალებაზე ლაპარაკი.
რასაკვირველია, ყაველაშვილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება ყველა მიმართულებით. ასე მგონია, რომ ამ კონსულტაციების გარეშე არ უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული,“ – თქვა გია ვოლსკიმ.
დაგეგმილ შეწყალებაზე კომენტარი გააკეთა სადავო პარლამენტის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმაც.
„პრეზიდენტს აქვს უფლება, რომ ჰუმანიტარული მიზნებით შეწყალების აქტი გამოსცეს. ეს არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება და თუ ამას გააკეთებს, ეს იქნება ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე.
ოპოზიციას, გარდა პოლიტიკური ჭორაობისა, როგორც ვისმენთ ხოლმე, ყავაზე ნამკითხავების გრძელ ისტორიებს, სხვა, რა თქმა უნდა, აზრი არც გააჩნია,“ – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.
შეწყალების აქტის გამოცემა საქართველოს პრეზიდენტისათვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებაა.
The trial and conviction of Georgian journalist Mzia Amaglobeli violated her right to a fair trial and constituted an abuse of process, the Clooney Foundation for Justice asserted in a new TrialWatch Fairness Report released today.
Amaglobeli, who was arrested one year ago this week, is the co-founder of the independent Georgian media outlets Batumelebi and Netgazeti and this year’s recipient of the European Parliament’s Sakharov Prize for Freedom of Thought. Her prosecution is particularly alarming as it comes amid an ongoing deterioration of press freedom and judicial independence in Georgia under the pro-Russian Georgian Dream party.
TrialWatch monitored Amaglobeli’s trial at the Batumi City Court, which heard charges against her for an altercation with a policeman in January 2025. She spent seven months in pretrial detention before ultimately being sentenced to two years in prison in August 2025, with the charges reclassified on the day the judgment was handed down. She remains behind bars today.
“The criminal proceedings against Mzia Amaglobeli disclosed numerous violations of international human rights standards, which seriously undermined the fairness of her detention and trial and her conviction for an offence for which she had not been charged,” said Sir Nicolas Bratza, British jurist, former President of the European Court of Human Rights, and the TrialWatch expert on the report who assigned the trial a grade D under an A–F rating system, in which A represents the highest grade and F the lowest.
Prepared with TrialWatch’s pro bono partner Covington & Burling LLP, the report details serious flaws in the proceedings, including the court’s refusal to admit important defense evidence and witnesses and Amaglobeli’s confinement in a glass “aquarium” that limited communication with counsel and thereby impaired her ability to participate in her defense.
The report also underscores that the sudden reclassification of charges left Amaglobeli with no meaningful opportunity to defend herself against the new elements of the crime of which she was ultimately convicted. Furthermore, the trial judgment failed to provide adequate reasons for the conviction and custodial sentence, a requirement under international law.
These failings – which were not cured by the proceedings on appeal before the Kutaisi Court of Appeal – evidence an abuse of process — namely, an intention to make an example of one of the most respected independent journalists in Georgia, in order to intimidate other dissenting voices. Prejudicial public statements by senior Georgian officials, including the Prime Minister, had already breached Amaglobeli’s right to the presumption of innocence.
With the case now expected to be appealed to Georgia’s Supreme Court, TrialWatch urges the authorities to overturn Amaglobeli’s conviction, release her immediately, and ensure that the courts operate free from political influence.
ABOUT THE CLOONEY FOUNDATION FOR JUSTICE’S TRIALWATCH INITIATIVE
TrialWatch provides free legal aid to journalists who are unfairly imprisoned to secure their release and uphold freedom of speech.
ABOUT THE CLOONEY FOUNDATION FOR JUSTICE
The Clooney Foundation for Justice wages justice by providing free legal aid in defense of free speech and women’s rights in over 40 countries. Its work has led to dozens of journalists being set free and thousands of women receiving free legal support to defend their rights.
ქართველებს, ისტორიულად, ბევრი რამ გვაქვს რითაც ვამაყობთ და რაც გამოგვარჩევს სხვა ერების კულტურებისგან. მათ შორისაა ჩვენი ქართული ენა. როდესაც ქართულ ენის სიძლიერეს, სილამაზეს, მრავალფეროვნებასა და სიღრმეს ვუფიქრდებით, მაშინვე ქალბატონი მზექალა შანიძე გვახსენდება.
ქალბატონი მზექალა, ათწლეულებია ქართული ენის სადარაჯოზე დგას და პირნათლად ემსახურება მეცნიერებას. ძალზედ დიდია მისი ღვაწლი როგორც, ენათმეცნიერის და ფილოლოგის, ასევე აღსანიშნავია მის მიერ აღზრდილი სტუდენტთა არაერთი თაობა. იგი გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1991 წლის 9 აპრილის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი.
2026 წლის 16 იანვარს ქალბატონი მზექალა შანიძე 100 წლის შესრულდა. მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა შექმნას ხიდი ტრადიციასა და თანამედროვეობას შორის. თავისი მოღვაწეობით იგი გვასწავლის, რომ ენის სიყვარული მხოლოდ მისი დაცვა კი არა, არამედ მისი მუდმივი განვითარება და ბალანსის დამყარებაა ისტორიულ მეხსიერებასა და სიახლეს შორის.
თიბისისთვის, როგორც #წერექართულად-ის შემქმნელი ბრენდისთვის მნიშვნელოვანია ქართული ენის, როგორც მემკვიდრეობის შენარჩუნება და მის განვითარებაში მონაწილეობა. თიბისისვიდეორგოლში ნახავთ და მოისმენთ ქალბატონი მზექალას პასუხს დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე: გლობალიზაციის ფონზე, ენასთან მიმართებაში, ჩნდება მთავარი კითხვა – როგორ გავუფრთხილდეთ ქართულ ენას?
„თიბისიში გვჯერა, რომ ენა ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დაცვასთან ერთად განვითარებასაც საჭიროებს. ქალბატონი მზექალა შანიძე ის ადამიანია, ვინც ათწლეულების განმავლობაში ქართული ენის ისტორიული ფესვების დაცვას და ამავდროულად მის გააზრებულ გარდაქმნას ემსახურება. გვსურს, მისდამი, არა მხოლოდ ჩვენი უსაზღვრო პატივისცემა გამოვხატოთ, არამედ, როგორც #წერექართულად-ის ავტორმა ბრენდმა, ჩვენი ღირებულებების ბუნებრივ გაგრძელებად, ავიღოთ პასუხისმგებლობა – გავუფრთხილდეთ ქართულ ენას და შევუწყოთ ხელი მის განვითარებას“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის მარკეტინგის და ბრენდის გამოცდილების ლიდერი.
ქართული მეცნიერების მემატიანეს, ქალბატონი მზექალა შანიძის, 100 წლის საიუბილეო თარიღის აღნიშვნას თიბისიც უერთდება და მისი რჩევით, ბრენდმა სიმბოლურად თავის გზავნილს სასვენი ნიშანი დაურთო – მთავარია, გჯეროდეს!
საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში ექსპორტზე 10.0 ათასი ტონა ვაშლი და 11.7 ათასი ტონა თხილი გავიდა.
2025 წლის 1 აგვისტოდან 2026 წლის 13 იანვრის ჩათვლით ექსპორტის მონაცემებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს.
სამინისტროს თანახმად, ექსპორტზე გასული 11.7 ათასი ტონა თხილის საერთო ღირებულება 117.4 მილიონი აშშ დოლარია.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის რაოდენობა 171.4 ტონით გაიზარდა, ხოლო მიღებული შემოსავალი 48.8 მილიონი აშშ დოლარით (71%-ით).
1 კილოგრამი თხილის საშუალო საექსპორტო ფასმა 10.06 აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 69%-ით აღემატება,“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქართული თხილის ძირითადი საექსპორტო ქვეყანა იტალიაა (3.7 ათასი ტონა), შემდეგ ესპანეთი (1.3 ათასი ტონა), გერმანია (786.3 ტონა) და საფრანგეთი (617.6 ტონა).
ქართული თხილი ასევე გადის ექსპორტზე სირიაში, სომხეთში, საბერძნეთში, რუსეთში, ჩეხეთსა და პოლონეთში.
7.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო 10.0 ათასი ტონა ვაშლი, რომელიც საქართველოდან ექსპორტზე 2025 წლის 1-ელი აგვისტოდან – 2026 წლის 13 იანვრამდე გავიდა.
„წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 28%-ით (2.2 ათასი ტონა), ხოლო ღირებულება 47%-ით (2.3 მლნ აშშ დოლარი) გაიზრდა.
აღნიშნულ პერიოდში 1 კგ ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასი 0.73 $-ია, რაც 15%-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
ძირითადი საექსპორტო ქვეყანა რუსეთია (9 197 ტონა); 540 ტონა ვაშლი ექსპორტირებულია თურქეთში, 150 ტონა ბელარუსში, 83 ტონა სომხეთში და 21 ტონა ერაყში,“ – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 224 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 563 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 23 908 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 36 230 ერთეული [+48]
MLRS – 1 614 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 277 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 107 884 ერთეული [+527]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 163 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 74 486 ერთეული [+180]
სპეცტექნიკა – 4 044 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 16 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
109 344 უპილოტო საფრენი აპარატი
645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 154 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 642 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 513 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
51 993 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს, გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ… ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი… რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება ჩიხად ვიქცეთ,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
მას ინტერვიუს დროს რუბიოს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შესახებაც ვკითხეთ: როცა ტრამპი ახალ მარშუტზე მუშაობს სამხრეთ კავკასიაში, რატომ აღარ ხედავს აშშ საქართველოს?
თინა ხიდაშელის აზრით, სამხრეთ კავკასიაში, ირანსა, თუ ევროპაში „ისევ ყველა იყურება ვაშინგტონისკენ“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკას ადრე თუ გვიან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს.
„…ახლა ალბათ კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ირანის მოვლენებს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხვდება: ირანი ვენესუელაც კი არ არის, ის გაცილებით უფრო დიდია და მნიშვნელოვანი. ირანის რეჟიმის დამარცხებას უზარმაზარი გავრცელების ეფექტი ექნება… ირანში რეჟიმის ცვლილება იქნება ყველაზე კარგი ამბავი, რაც კი შეიძლება სამყაროს დაემართოს.
ეს კარგად იცის კობახიძემ, ამიტომაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო დააჩქარებენ ამ პროცესს [ავტორიტარიზმის კონსოლიდაცია]. თუ ირანში ცვლილება მოხდა, საქართველოში ვინმეს განსხვავებული აზრი რომ არ გაუჩნდეს და მათთვის კატასტროფა არ მოხდეს, მათ უნდა ჰქონდეთ სრული მზადყოფნა ამ მომენტისთვის,“ – გვიყვება თინა ხიდაშელი.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. ის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელია.
ქალბატონო თინა, რა პერსპექტივა აქვს, თქვენი აზრით, ირანში გააქტიურებულ საპროტესტო მოძრაობას, ირანის დიქტატორის ხელში არსებული სამხედრო შესაძლებლობების გათვალისწინებით? ანალიტიკოსების მოსაზრებით, ვენესუელის მსგავსი სპეცოპერაციის მოწყობა აშშ-ს გაუჭირდება ირანში.
სამხედრო შესაძლებლობებზე მეტად საქმე სისასტიკის ხარისხშია. რაც ყველაზე დიდი დაბრკოლებაა ირანში დემოკრატიული მოძრაობისთვის, არის ის, რომ რეჟიმის სისასტიკის მასშტაბის შემაკავებელი არ არსებობს. ასეთი მოძალადე ძალიან რთულად წარმოსადგენია დღევანდელ სამყაროში, თუნდაც მადუროსთან ან ნებისმიერ სხვა დიქტატორთან შედარებით.
გარე ჩარევის გარეშე, შეუძლებელი იქნება რეალური ცვლილება – რეჟიმი სისხლში ჩაახშობს მთელ მოძრაობას, მიუხედავად მისი ზომისა და სიმძლავრისა.
ირანის მმართველობის სტილი და ფორმა პრინციპულად განსხვავებულია სხვა სახელმწიფოებისგან, სადაც დიქტატორები არიან – ირანს სასულიერო ლიდერი მართავს. კი ბატონო, არჩევნები გაყალბდა ვენესუელაში და მადურო არ წარმოადგენდა ვენესუელელი ხალხის ნებას, მაგრამ ის არჩევით დემოკრატიას მაინც თამაშობდა. ირანი კი, აბსოლუტურად განსხვავებული რეჟიმია.
ამ არსიდან გამომდინარე, უცებ, ერთი აქტით ცვლილება რთული იქნება. ექსპერტებს შორის, სხვადასხვა სახელმწიფოს პოლიტიკურ ძალებს შორის საუბარია მონარქიაზე და არა, ვთქვათ, არჩევნებით ცვლილებაზე: ელაპარაკებიან შაჰის მემკვიდრეს და არა რომელიმე ოპოზიციურ პარტიას. ეს თავისებურება გასათვალისწინებელია. სრულფასოვანი რესპუბლიკის ჩამოყალიბება ირანში არ იქნება უცებ – სწრაფი და ერთჯერადი ქმედებით გამოწვეული შედეგი, მაგრამ საბოლოო ამოცანა ეს უნდა იყოს.
თინა ხიდაშელი
რამდენად ცდილობს დასავლეთი, ასევე ტრამპი, რეალურად დაეხმარონ ირანს დემოკრატიის სასარგებლოდ?
ჩვენამდე არ მოდის ძირითადი ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება დასკვნები გაგვაკეთებინოს, თუმცა ერთი რამ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არის ეს: ყველა იყურება ვაშინგტონისკენ! მიუხედავად იმისა, რაც მოხდა ვენესუელაში, რისთვისაც დემოკრატიულმა სამყარომ გააკრიტიკა პრეზიდენტი ტრამპი, ყველა ვაშინგტონისკენ იყურება. თითქმის არ მომისმენია მოწოდებები და იმედიანი განცხადებები, რომ, მაგალითად, ევროკავშირი რაღაც ისეთს გააკეთებს, რომ სერიოზული ცვლილება დადგება, ან რომელიმე სხვა სახელმწიფო.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია გლობალურად და აჩვენებს ვაშინგტონის მნიშვნელობის გარდაუვალობას, იმის მიუხედავად, ვინ არის თეთრ სახლში და როგორია თავისი ბუნებით მმართველობის სტილი თეთრი სახლიდან.
როგორც კი დემოკრატიული ცვლილების მოლოდინი ჩნდება, მაშინვე ვაშინგტონისკენ იყურება ხალხი იმის მიუხედავად, ხაზს ვუსვამ, როგორია პირდაპირი სიგნალი თეთრი სახლიდან და რა ტიპის მმართველია თეთრ სახლში. ასე იყო ჯორჯ ბუშის დროს, ობამას და ჯო ბაიდენის დროსაც, ასეა დონალდ ტრამპის დროს. თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, ვაშინგტონს მოუწევს მოქმედება.
რას აჩვენებს ტრამპის სვლები თქვენთვის? განსაკუთრებით საინტერესოა ტრამპის ხედვა სამხრეთ კავკასიაში: ის მუშაობს ახალ მარშრუტზე, მაგრამ არ ხედავს საქართველოს. ეს როგორ შეიძლება გავიგოთ? გუშინწინ რუბიო სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
ასეთი ტიპის ურთიერთობები შესაძლებელია მაშინ, როდესაც არსებობს მოთხოვნა, შეთავაზება, ხედვა მეორე მხრიდან. ვხედავთ, რომ ვაშინგტონის საგარეო პოლიტიკა განსხვავებულია პრეზიდენტ ტრამპის პირველი ვადისგან იმ თვალსაზრისით, რომ ის შიგნით იყურება და არა გარეთ. აშშ-ის ყველა მოქმედებისთვის, ყველა მოძრაობისთვის გადამწყვეტია შიდა პოლიტიკური პროცესი. ამიტომაც, ჯერი არის ჩვენზე, სხვა სახელმწიფოებზე: რას შესთავაზებენ ისინი აშშ-ს, რამდენად მოსაწონი, ელექტორალურად მომგებიანი და გამოსადეგი იქნება შეთავაზება ვაშინგტონისთვის?
როდესაც საქართველო არა თუ დუმს, არამედ მხოლოდ შეურაცხყოფაზეა მომართული, ხან თეთრი სახლის თუ ვაშინგტონის, რა თქმა უნდა, მოლოდინი იმის, რომ ვაშინგტონში საქართველოსთვის იმუშავებენ, არ არის.
ამასობაში, თავისთავად ძალიან პოზიტიურია ჩვენთვის პროცესი, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის შემთხვევაში მიმდინარეობს. თუ ეს პროცესი განვითარდა, ის გვერდს ვერ ჩაუვლის საქართველოს და ჩვენც აღმოვჩნდებით ამ პროცესში.
ერევანში განიხილავენ, რომ 2026 წელს სომხეთს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ეწვევა. რა სიგნალი იქნება ეს საქართველოსთვის, თუ ვენსის ექნება ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში და არ ეწვევა საქართველოს?
თუ ასეთი მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა სამხრეთ კავკასიაში და საქართველო არ იქნება გაჩერების ერთ-ერთი ადგილი, ეს იქნება ძალიან მძიმე ფურცელი ქართულ-ამერიკული ურთიერთობისთვის.
ჩვენი ფასი სამხრეთ კავკასიაში ის იყო, რომ თბილისი იყო ცენტრი. ახლა შეიძლება საერთოდ ამ პროცესიდან ამოვარდეთ.
რატომ შეიძლება ვერ ხედავდეს ტრამპი საქართველოს სამხრეთ კავკასიაში, როცა საქართველოს ფეხზე დასაყენებლად აშშ-მ ძალიან დიდი ძალისხმევა გაიღო?
საქართველოდან არ არის რაიმეს შეთავაზება, დღის წესრიგის განვითარება არ ხდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობებისთვის თბილისიდან, ამის ფორსირება არ ხდება. ამიტომაც, ეს პროცესი გვერდზეა, შეჩერებულია. მით უფრო, რომ არსებობს გადაწყვეტილებები, რომლითაც სტრატეგიული შეთანხმებები გაჩერდა, დახმარების პროგრამები გაჩერდა საქართველოსთან მიმართებით…
სამხრეთ კავკასიის სამი სახელმწიფოდან ორი ერთმანეთთან ომში იყო 30 წლის განმავლობაში. სანამ მათ შორის სრულფასოვან მშვიდობაზე დეტალური შეთანხმება არ შედგება და მერე ამ შეთანხმების რეალიზაცია არ დაიწყება, ბუნებრივია, იმის მოლოდინი, რომ ფუნდამენტური ცვლილება და გარღვევა მოხდება სამხრეთ კავკასიაში, არაა.
დღეს მაქსიმალური მცდელობაა, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ რელსზე დადგეს, ასე ვთქვათ, განვითარების, ამერიკასთან ურთიერთობის, საერთაშორისო პროექტების და სხვა. თუ ეს მიღწეული იქნება და თუ ყველა სადავო საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, უკვე დგება სხვა მოთამაშეების დრო და ადგილი. იმედია, ამ მომენტისთვის მზად ვიქნებით.
მინდა, რომ ოპტიმისტურად შევხედოთ ამ პროცესს, თუმცა ეს არაა ცარიელი ოპტიმიზმი. რა თქმა უნდა, ჯობია პირველი წუთიდან ვიყოთ ჩართულები პროცესში, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რაც ხდება თბილისში, ეს მოლოდინი არ არის. დაგვიგვიანდა უკვე თუ არა? – ჩემი აზრით, ჯერჯერობით კიდევ გვაქვს შანსი.
არ უშვებთ, რომ მართლაც ამოქმედდეს შუა დერეფნის სამხრეთის განშტოება და საქართველო დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროდ?
შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რუსეთის გავლენის სფერო, მაგრამ საქართველოზე ბევრი პროექტი გადის სავაჭრო მიზნებისთვის, სატრანზიტო გზებისთვის… აქამდე სამხრეთ კავკასიაში იყო კონფიგურაცია ბაქო-თბილისი-ანკარა, ანუ ამ სამეულის ურთიერთშეთანხმებით ხდებოდა ყველაფერი. დღეს თუ მოთამაშედ შემოდის ერევანი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ რაც უკვე დამდგარი ფაქტია, ის ვერ გაქრება. ნებისმიერი პროექტი, რაც არ უნდა განხორციელდეს, მოხდება ინტეგრაციის გზით – არსებულის და პერსპექტივის ინტეგრაციით.
ამიტომაც, ველი, რომ ჩვენ რაღაც მომენტში გავერკვევით, რომ შიდა პოლიტიკური ამბების გარდა, უზარმაზარი პროცესი მიმდინარეობს საერთაშორისო ასპარეზზე და შეიძლება, უბრალოდ, ჩიხად ვიქცეთ.
ჩიხად ქცევის საფრთხე შეგვაძლებინებს გადავლახოთ პარტიული, კორუფციულ-ელიტისტური ამბიციები და ცოტა ქვეყანაზეც ვიფიქროთ. იმის თქმა მინდა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი.
„რუსეთმა არ უნდა დაუშვას სუვერენული საქართველოს არსებობა“ – ამბობს პუტინის იდეოლოგი, ალექსანდრე დუგინი. მისი აზრით, რუსეთს „სხვა გზა არა აქვს“ გარდა იმისა, რომ გამოაცხადოს თავი იმპერიად, აქტიურად ჩაერთოს ახალ გლობალურ გადანაწილებაში და გამოაცხადოს ევრაზიული მონროს დოქტრინა: „ევრაზია ევრაზიელებისთვის“. კრემლის ამ გზავნილსაც მოერგება ივანიშვილი, თქვენი აზრით?
ეს არ არის იმ ტიპის განცხადება, რომელიც მაინცადამაინც ივანიშვილის ყურისთვის და თბილისისთვის გაკეთდა. ეს გზავნილია საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ჩემთვის გაცილებით უფრო საინტერესოა: რისთვის არის საბოლოო ჯამში მზად კოლექტიურად დემოკრატიული სამყარო – ამერიკა, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და რისთვის არა? სად არის წითელი ხაზი?
როდესაც თბილისთან დაკავშირებით ასეთი განცხადება კეთდება, ეს მოიცავს უკრაინას და, მაგალითად, იგივე ყაზახეთს, ხომ? ეს იმ ტიპის განცხადებაა, სადაც ივანიშვილს ნაკლებად ეკითხება ვინმე, როგორ უნდა მოიქცეს. ამ კონკრეტული განცხადების უკან არაფერი განსაკუთრებული არ დგას – მოსკოვში თვლიან, რომ ყოველთვის ყველაფერს უნდა გამოეხმაურონ, რაც მთავარ კონკურენტ სახელმწიფოში ხდება.
როდესაც პრეზიდენტი ტრამპი მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს, მაგალითად, ვენესუელაში, ასევე მოვისმინეთ განცხადებები, რომ აღმოსავლეთ ნახევარსფერო ჩვენია, მაშინვე ვთქვი, რომ ამ ფონზე, პუტინი დაახლოებით ანალოგიურ განცხადებას გააკეთებდა. სხვათა შორის, გვიანაც კი გაკეთდა ეს განცხადება, ბევრად უფრო ადრე ველოდი…
ეს, რა თქმა უნდა, არის რუსეთის იმპერიული ამბიციების კიდევ ერთი გამოვლინება, დადასტურება, კიდევ ერთხელ შეხსენება სამყაროსთვის, რომ ის არსებობს.
ამ გლობალური რყევების და იმ განწყობების ფონზე, რაც აქვს რუსეთს და „ოცნების“ არალეგიტიმურ მთავრობას, რამდენად არსებობს საფრთხე, რომ საქართველოს სუვერენიტეტი აღარავის აღარ ადარდებდეს?
ჩვენ თუ ასე გავაგრძელებთ, როგორაც ახლა ვიქცევით გლობალურად, ამის შანსი ძალიან მაღალია. შენ საინტერესო ხარ პარტნიორობაში. თუ ამ პარტნიორობაზე უარს ამბობ, რჩები იმ ორბიტაზე, ვისთანაც ურთიერთობები გაქვს შენარჩუნებული.
საქართველოს ჰყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც პარტნიორობას ინარჩუნებს ყველასთან, გარდა იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც 35 წლის განმავლობაში ჩვენი სუვერენიტეტის გარანტორები იყვნენ. პარტნიორობა ორმხრივია. ისე არ იქნება, რომ ჩვენთვის ვინმე თავს მოიკლავს, როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ პარტნიორობაზე. არ არის საქართველოს ფასი ისეთი მაღალი, მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ „რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!“
მთავარი ამბავი, რის გამოც საქართველო იყო საინტერესო, იყო მისი განსხვავებულობა იმ სამყაროსგან, რომელშიც ვართ. ჩვენ ვიყავით ერთადერთი დემოკრატიული ქვეყანა ამ სივრცეში. ვიყავით ქვეყანა, რომელსაც ჰქონდა ნათქვამი, რომ მივდიოდით ნატოსა და ევროკავშირში. ამ პარტნიორობას საქმითაც ვადასტურებდი, იგივე მისიებში მონაწილეობით.
დღეს ჩვენ დავკარგეთ ეს უპირატესობა, ჩვენ აღარ ვართ სანდო პარტნიორი. გაჩნდა ეჭვები: ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, ეს გრძელვადიანი და შეუქცევადი იქნება თუ არა? ამიტომაც, დღეს გაცილებით მეტი გვაქვს დასამტკიცებელი, ვიდრე 5, 7 და 10 წლის წინ, ან 20 წლის წინ გვქონდა. ნდობა არ არის ადვილად მოსაპოვებელი.
როგორ მოქმედებს ივანიშვილზე ბოლო საერთაშორისო ამბები – ამბოხი ირანში, დიქტატორ მადუროს ნახევარ საათში დაკავება…
არ მინდა ამაზე სპეკულაცია, წარმოდგენა არ მაქვს, მის თავში ახლა რა ხდება, როგორ რეაგირებს. ივანიშვილი, რომელთანაც მე მქონდა ურთიერთობა, ახლა რაც ქვეყანაში ხდება იმის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობს. ის ივანიშვილი აღარ არსებობს. სრულიად სხვა ადამიანთან დაკავშირებით ნამდვილად ვერ გავაკეთებ ვერანაირ დასკვნას.
ის არის თვითგადარჩენის რეჟიმში მოქმედი ადამიანი და ასეთი არ იყო მანამდე, მას სხვა ინსტინქტები ჰქონდა. შეიძლება არასწორი პოლიტიკური ხედვები ჰქონდა, ან საერთოდ არ ჰქონდა პოლიტიკური ხედვები რაღაც საკითხზე, მაგრამ ინსტინქტები ძალიან სწორი ჰქონდა.
რა ეტაპზე გადავიდა დაპირისპირება „ოცნების“ კლანებს შორის? თქვენი აზრით, რატომ გადაწყდა ღარიბაშვილის ციხეში გაშვება?
არ ვიცი, ეს ცოტა კონტროვერსიული საკითხია და ერთი უტყუარი პასუხი არ მაქვს. არც არავისგან არ მომისმენია ვერსია. ღარიბაშვილი პირველად არ გაწირა ივანიშვილმა.
ჩემი გაურკვევლობის მთავარი მიზეზი არის ლილუაშვილი.
რატომ?
იმიტომ, რომ ის ივანიშვილთან ყველაზე ახლოს იყო, მისი გადასახედიდან ყველაზე ერთგული. სინამდვილეშიც ყველაზე ერთგული იყო. ლილუაშვილთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებული აზრები მქონდა, სხვანაირ შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ სერიოზული კაცი იყო და ღარიბაშვილისგან განსხვავებით თავში არ აუვარდებოდა… ის იყო ივანიშვილის ოჯახთან ძალიან ახლოს. ეს არ იყო ერთჯერადი ამბავი, რომ აი, მარტო ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა ურთიერთობა, ის მთელი ამ სისტემის ნაწილი იყო.
ამიტომაც, ძალიან მეეჭვება ლილუაშვილის პატიმრობა… დასაბუთებისთვის რაღაც ხაზი უნდა ჩანდეს ხომ? ხაზი, რომ კობახიძეს ისე ენდობა – არ მჯერა ამის, რა ვქნა.
კიდევ ერთი ვერსიაა, რომ კრემლი ამ ეტაპზე უფრო ენდობა კობახიძეს, ვიდრე ივანიშვილს. შესაძლოა ივანიშვილის მიმართაც გაუჩნდეს გამოძიებას კითხვები?
გამოდის, კობახიძე ინდივიდუალურად მოქმედებს, რისიც არ მჯერა.
ლილუაშვილის დაჭერამ ჩემთვის დაანგრია ყველა ვერსია, რომელიც მქონდა. ვერ წარმოვიდგენ, ივანიშვილს სჯეროდეს, რომ კობახიძე უფრო ერთგული იქნება მისი, ვიდრე იყო ლილუაშვილი, ან თუნდაც ღარიბაშვილი. ამიტომაც არ მაქვს ვერსია.
როგორ გამოიყურება გარედან „ოცნების“ დაჯგუფება თქვენთვის? ივანიშვილი აპირებს, რომ დაწყებული რეპრესიები მიიყვანოს ბოლომდე, ავტორიტარიზმის კონსოლიდირება ბოლომდე რომ შეძლოს? მაგალითად, ბოლომდე გააუქმებს ოპოზიციას, გააქრობს შემორჩენილ კრიტიკულ მედიას?
ვფიქრობ, გეგმა ეს არის. იმ ფონზე, რაც მსოფლიოში ხდება, მით უმეტეს, ახლა ალბათ კობახიძე გულგახეთქილი უყურებს ირანის მოვლენებს – ძალიან კარგად ხვდება: ირანი ვენესუელაც კი არ არის, ის გაცილებით უფრო დიდია და მნიშვნელოვანია. ირანის რეჟიმის დამარცხებას უზარმაზარი გავრცელების ეფექტი ექნება… ირანში რეჟიმის ცვლილება იქნება ყველაზე კარგი ამბავი, რაც კი შეიძლება სამყაროს დაემართოს და რაც შეიძლება გახდეს მოტივაცია თავისუფლებისმოყვარე ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში.
ეს ძალიან კარგად იცის კობახიძემ. ამიტომაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო დააჩქარებენ ამ პროცესს… მათ უნდა ჰქონდათ სრული მზადყოფნა იმ მომენტისთვის, თუ ირანში ცვლილება მოხდა, საქართველოში ვინმეს განსხვავებული აზრები არ გაუჩნდეს და რაიმე მათთვის კატასტროფული არ მოხდეს. ამიტომაც, ახლა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედონ წესით, ვიდრე ამას შემოდგომაზე გეგმავდნენ, ან ჩვეულებრივ ველოდებოდით.
თუ ირანში რეჟიმი ჩამოიშლება, საქართველოზეც აისახება, არა?
ჰო, მაგრამ აღარავინ იქნება საქართველოში: ყველა ციხეში იქნება, ან ქვეყნიდან გაქცეული. რთულდება ამოცანა, ხომ?
საბჭოთა კავშირის დროსაც მათი კომუნისტი წინაპრები მშვენივრად ცხოვრობდნენ ალბათ. მათი საზომი ამაზე გადის – საკუთარ, პირად, ინდივიდუალურ ბედნიერებასა და გამდიდრებაზე.
ისინი კორუმპირებულ სამყაროს სისტემაზე არიან აწყობილი და შესაბამისად, ასეთივეს თუ ჩამოეკიდებიან, ფიქრობენ, უფრო კომფორტულად იგრძნობენ თავს.
თქვენი აზრით, რა რესურსია ამ ეტაპზე საქართველოში დემოკრატიის გადარჩენისთვის?
ვიდრე პოლიტიკური ცენტრი არ გაჩნდება, ვისთანაც შესაძლებელი იქნება ჩვენი პარტნიორებისთვის საუბარი, რომელიც გახდება ორიენტირი ქართველი ამომრჩევლისთვის, დემოკრატიულ მოძრაობას გამარჯვების არავითარი პერსპექტივა არ აქვს საქართველოში. თავისი არსით, ბუნებით, შინაარსით, ეს არის პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური შემადგენლის გარეშე წარმატებული ვერ იქნება.
მე ვგულისხმობ მიზიდულობის ცენტრის გაჩენას. თუ ვინმეს იმის თავი აქვს, რომ ინდივიდუალურად გააჩინოს ეს მიზიდულობის ცენტრი, ინდივიდუალურად გააჩინოს, ოღონდ პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი უნდა გაჩნდეს. ჩვენ ვლაპარაკობდით სამხრეთ კავკასიის თემებზე, რომ ვაშინგტონი არ ელაპარაკება თბილისს, გასაგებია, რომ არ ელაპარაკება, მათ შორის, იმიტომაც, რომ ის ხალხია ხელისუფლებაში, ვინც არის, მაგრამ ხვალ-ზეგ თუ კარის გახსნის საკითხი დგება და ეს პროცესი დასასრულებელია, ვის უნდა ელაპარაკოს ვაშინგტონი?
ამგვარად, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც გარე ლეგიტიმაციაც მოხდება არა იმიტომ, რომ ვინმეს „ოცნება“ მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ არავინ არ არის ქვეყანაში, ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი სტრატეგიულ გეგმებზე, გრძელვადიანი პრობლემების მოგვარებაზე, გრძელვადიან დაგეგმვაზე.
მთავარი ფოტო: ირაკლი კობახიძე ირანში. ირანის ახალი პრეზიდენტის მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციას ირაკლი კობახიძესთან ერთად „ჰამასის“ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი, ისმაილ ჰანიაც დაესწრო. 2024 წლის 31 ივლისი.
სამშენებლო კომპანია, რომელმაც ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში, მწვანე კონცხზე კორპუსის მშენებლობა თითქმის დაასრულა, ამ კორპუსისთვის გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად მერიას ნებართვას სთხოვს. იმავე კორპუსში კომპანია „პრემიუმ კლასის“ ბინებს ყიდის.
კომპანია განმარტავს, რომ გამწმენდი ნაგებობა ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვისთვის სჭირდება.
მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებას საკანალიზაციო სისტემა ჯერ კიდევ არ აქვს. ეს გარემოება სამშენებლო კომპანიებს არ აფერხებს ზღვისა და მთის ხედებით „პრემიუმ კლასის“ ბინები ძვირად გაყიდონ.
ეს მნიშვნელოვანი გარემოება არც მერიას უშლის ხელს ამ დასახლებაში მრავალბინიანი კორპუსების პროექტებზე სამშენებლო ნებართვები გასცენ, ზოგჯერ ორსართულიანი საცხოვრებელი სახლების დემონტაჟის, ზოგ შემთხვევაში კი კარგად გამწვანებული სივრცეების ათვისების ხარჯზე.
მსგავსმა გადაწყვეტილებებმა ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ ქალაქი ისეთი გამოწვევის წინაშე დააყენა, რომლის გადაჭრა ვერც ამ კორპუსებში მცხოვრებლებმა მოახერხეს და ვერც მერიამ შეძლო.
ზაფხულობით, ტურისტული სეზონის დროს, ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიიდან პერიოდულად არასასიამოვნო სუნი ვრცელდება – აქ მცხოვრებლები კანალიზაციის სუნს უწოდებენ, მერიის წარმომადგენლები კი ამას ხან არასტანდარტულ ნაგავსაყარს, ხან ადლიაში მდებარე სტანდარტულ გამწმენდ ნაგებობას უკავშირებენ. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ არანაკლებ საგანგაშოა კორპუსების სარდაფებიდან, ასევე გაუწმენდავი შამბოებიდან მომავალი სუნი.
საქმე ისაა, რომ მშენებელმა კომპანიებმა ვერ შეძლეს ე.წ. შამბოების ისე მოწყობა და მართვა, რომ მისით გამოწვეულმა სუნმა პრობლემები არ შექმნას ქალაქში.
მოსახლეობის ეს წუხილი მერიაში ისევე არ ესმით, როგორც მაშინ, როცა აფრთხილებდნენ, რომ კორპუსები ეზოებისა და პარკირების გარეშე „ქალაქს გაჭედავდა“.
ცუდი პრაქტიკით, რომ მერიამ ვერაფერი ისწავლა, ან არ ისწავლა, ეს შეიძლება მომავალში მწვანე კონცხიდან მომავალ სუნზეც ვიგრძნოთ. მწვანე კონცხისა და მახინჯაურის დასახლებასთან ახლოსაა, როგორც თანამდებობის პირები თავად უწოდებენ, „ბათუმის სავიზიტო ბარათი“ – ბოტანიკური ბაღი.
ბოლო წლებში აქ ათეულობით კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცეს, ბევრი უკვე აშენდა, ბევრის მშენებლობა სრულდება. უცნობია, რომელმა კომპანიამ რა გზას მიმართა ამ კორპუსებში საკანალიზაციო სისტემის მოსაწყობად, მაშინ, როცა აქ საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს – ე.წ. შამბოები მოაწყვეს თუ გამწმენდი ნაგებობები?
სამშენებლო კომპანია, რომელიც მერიას თავისი ახალაშენებული კორპუსისთვის ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მოსაწყობად ნებართვას სთხოვს, ასრულებს 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობას მწვანე კონცხზე, მომაღლო ადგილზე, კვიპაროსის ქუჩის #9-11-ში.
მიმდინარე მშენებლობა
კომპანიას გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად დასჭირდა იმის გარკვევა, ექვემდებარება თუ არა პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას.
„ვინაიდან ქალაქის პერიფერიულ მონაკვეთებში, მათ შორის კვიპაროსის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული, ახლა აშენებულ საცხოვრებელი კომპლექსში სათანადო სანიტარული ნორმების დაცვისა და წარმოქმნილი სამეურნეო-ფეკალური წყლების სწორი მართვის მიზნით, შპს „თალასა ჯგუფმა“ მიიღო გადაწყვეტილება ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის გამოყენებასთან დაკავშირებით“, – ვკითხულობთ სკრინინგის ანგარიშში, რომელიც კომპანიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოს გადაუგზავნა.
პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი კომპლექსის საკანალიზაციო სისტემა დაუკავშირდება საპროექტო ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობას, რომელიც უზრუნველყოფს სამეურნეო-ფეკალური წყლების ბიოლოგიურ დამუშავებას და გაწმენდის შემდგომ [მიმდებარედ არსებულ] ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებას.
კომპანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს არწმუნებს, რომ დანადგარი, რომლის გამოყენებასაც ის გეგმავს, არ იწვევს უსიამოვნო სუნის გავრცელებას დასახლებულ ზონაში:
„საპროექტო გამწმენდი დანადგარი წარმოადგენს დახურული სისტემის ობიექტებს, რომლებიც განთავსდება მიწისზედა გადაწყვეტით, ბეტონით შემოსაზღვრულ სივრცეში – აღნიშნული კონსტრუქციული გადაწყვეტა გამორიცხავს უსიამოვნო სუნის ან/და სხვა მავნე ფაქტორების გავრცელებას დასახლებულ ზონაში. გამწმენდი ნაგებობის სწორად ოპერირების პირობებში, დანადგარი არ იწვევს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას, მათ შორის – არასასიამოვნო სუნის გამომწვევი გაზების ფართო-მასშტაბურ გავრცელებას.“
დოკუმენტიდან ვიგებთ ასევე, რომ წყალჩამშვები ობიექტი უერთდება შავ-ზღვას:
„წყალჩამშვები ობიექტი (დაურეგისტირებელი არხი/ბუნებრივი არხი) საბოლოოდ უერთდება შავ-ზღვას, თუმცა გამწმენდი ნაგებობაში მოხვედრილი წყლების წმენდის ეფექტურობის გათვალისწინებით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზემოქმედებას ადგილია არ ექნება.“
სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, მიიჩნიეს, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლთან თავსებადობის საკითხი შეფასებას არ საჭიროებს, რადგან საკვლევი ტერიტორიიდან სანაპირო ზოლამდე პირდაპირი მანძილი დაახლოებით 1023 მეტრია. ანუ, არც ისე ახლოსაა, რომ ზემოქმედება მოახდინოს.
ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან
სკრინინგის ანგარიშში განხილულია მთელი რიგი საკითხები, რომლის მიხედვითაც, გამწმენდი ნაგებობა ისე უნდა იმართოს, რომ ეს მოსახლეობა არ შეაწუხოს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გამწმენდი ნაგებობის გამართულად ოპერირების შემთხვევაში ეს ყველაფერი შესაძლებელია.
გამართულად ოპერირების კონტროლი კი შესაძლოა მომავალში ისევ მერიის თავსატეხად იქცეს, როგორც ახალ ბულვარში ე.წ. შამბოების მართვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, შპს „თალასა ჯგუფის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა გზშ-ს არ ექვემდებარა.
“Georgian Dream” has filed an official complaint with the BBC.
The announcement was made by Shalva Papuashvili, Speaker of Parliament of Georgian Dream. According to him, the complaint was submitted to the BBC yesterday, on January 14.
On December 1, the BBC published an investigative report alleging that chemical weapons dating back to World War I were likely used against protesters during last year’s anti-government demonstrations. Georgian Dream denies the allegation and calls it defamatory.
Papuashvili said that Georgian Dream is demanding the removal of the investigative film and related materials from the relevant platforms and a public apology from the BBC.
“The complaint is fully based on the BBC’s editorial guidelines, the UK communications regulator’s Broadcasting Code, and the case law of the European Court of Human Rights, which clearly establishes that when disseminating serious allegations, journalists have an obligation to meet the highest standards of accuracy, verification, and fairness.
Through our complaint, we are requesting the removal of the film and all related materials from the relevant platforms, as well as a clear and public apology from the BBC,” Papuashvili stated.
According to Papuashvili, UK law provides for a specific appeals procedure. If the BBC “does not correct the violation itself,” the next step will be to apply to the UK communications regulator. If the violation is “not remedied” there either, Georgian Dream will then have the option of taking the case to UK courts.
According to evidence obtained by the BBC, the Georgian authorities used a World War I–era chemical weapon, bromobenzyl cyanide, also known as Camite, against anti-government protesters last year. Georgian Dream has called the claim absurd and has threatened to sue the BBC.
Georgia’s State Security Service (SSS) has launched an investigation under two articles of the Criminal Code: abuse of official authority and assisting a foreign organization in hostile activities. As part of the investigation, doctors whose research is cited in the BBC’s report have been summoned for questioning.
Regarding the possible use of chemical weapons during the November–December 2024 protests, Georgia’s fifth president, Salome Zourabichvili, has appealed to the Organisation for the Prohibition of Chemical Weapons (OPCW), the United Nations, and the Council of Europe’s high-level human rights representatives to examine the issue.
Georgia’s third president, Mikheil Saakashvili, has also appealed to the Office of the Prosecutor of the International Criminal Court (ICC) in The Hague, urging it to pay attention to possible violations of international humanitarian law that may have occurred in Georgia in November–December 2024.
აეროპორტის გაფართოების შესახებ განცხადება TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ დღეს, 15 იანვარს ჟურნალისტებთან გააკეთა.
„ბათუმთან დაკავშირებით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უკვე ორ-სამ თვეში დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება.
ბათუმში წელს 1 200 000 მგზავრით დავხურეთ წელი. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა არის 1 400 000-მდე, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გაფართოება ბათუმშიც. ამაზეც მიდის მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მარტისთვის გვექნება თქვენთვის ახალი ამბები ბათუმთან დაკავშირებით,“ – განაცხადა თეა ზაქარაძემ.
დღეს, 15 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP-ის წევრ TAV Airport-ს თბილისის აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 5 წლით, 2031 წლამდე გაუხანგრძლივა.
ფრანგული საავიაციო ჯგუფი Groupe ADP, რომელიც საერთაშორისო აეროპორტების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია მსოფლიო ბაზარზე, თბილისის აეროპორტის განვითარების მომდევნო ეტაპის ფარგლებში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 15 იანვრის 21 საათიდან 16 იანვრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, დღისით ნალექი, მთაში თოვა, ზოგან დროგამოშვებით – ძლიერი.
იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ფოთში გათავისუფლებულ მასწავლებელს, იგორ კეკელიას მე-15 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ დღეს, 15 იანვარს უთხრა, რომ მას ადვოკატის ყოლის უფლებაც არ აქვს. მასწავლებელი სკოლის დირექტორის ბრძანებას მის გათავისუფლებაზე უკანონოდ მიიჩნევს და სასამართლომდე ბრძანებას თავად სკოლის სამეურვეო საბჭოში ასაჩივრებს.
„სხდომის პირდაპირ მონაწილეობაში პროფესიული იურიდიული წარმომადგენლის [ადვოკატის] დაშვება არ არის გათვალისწინებული“, – აღნიშნულია სამეურვეო საბჭოს წერილში, რომელიც სკოლიდან გათავისუფლებულმა მასწავლებელმა, იგორ კეკელიამ მიიღო. ამავე წერილში წერია, რომ „სამეურვეო საბჭოს სხდომის სრული ვიდეო/აუდიო ჩაწერა არ განხორციელდება“.
სამეურვეო საბჭო წერილში აღნიშნავს, რომ „სამეურვეო საბჭოს სხდომა წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოში შიდა განხილვას და არ წარმოადგენს სასამართლო, ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოების ფორმას“.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი განმარტავს, რომ ეს მორიგი უკანონობაა ფოთის მე-15 სკოლის მხრიდან, რადგან „როგორც ინდივიდს, სადაც გაქვს პროცესში მონაწილეობის უფლება, იქ ადვოკატის ყოფილს უფლებაც ავტომატურად გაქვს“.
„რა აქვს დასამალი სკოლას? როდემდე უნდა დაემატოს უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს სხვადასხვა უკანონო გადაწყვეტილება?
გარდა ამისა, დღემდე ვითხოვთ მოგვაწოდონ იმ პირების სახელები და გვარები, რომლებიც საჩივარს განიხილავენ – ანუ კომისიის წევრთა ვინაობა. შესაძლოა ვინმე დაინტერესებულია საქმით? მომჩივნის ახლობელია? შესაძლოა რომელიმე წევრის მიმართ აცილების საფუძველი არსებობდეს? არა, საბჭოს წევრთა ვინაობა საიდუმლოაო, ასეთია პასუხი,“ – ამბობს ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი.
რა ხდება?
საუბარია ფოთში მომხდარ შემთხვევაზე: მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაწყებულია და დღემდე გრძელდება, თუმცა ამ საქმის გამო არავინ დაუსჯიათ.
გამომძიებლები მასწავლებელს ეუბნებიან, რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრი გაქრა და მათაც არ უნახავთ. სამაგიეროდ, სკოლაში უთხრეს მასწავლებელს, „ღირსება თუ გაქვს, სკოლა უნდა დატოვოო“.
სკოლის დირექტორს, ნანა საბულუას მიუღია გადაწყვეტილება მასწავლებლის გათავისუფლებაზე იმ არგუმენტით, რომ იგორ კეკელიამ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია, პროკურატურას კი, ამ საქმეში იგორ კეკელიას მხრიდან მოსწავლეზე ძალადობა, ან სხვა დანაშაულის ჩადენა არ დაუდგენია.
ნანა საბულუა სკოლის დირექტორია და ასევე ფოთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. იგორ კეკელია კი, მასწავლებელი, ვინც ფოთში ღიად გამოხატა პროტესტი „ოცნების“ რეჟიმის მიმართ.
2024 წლის ნოემბერში იგორ კეკელია ფოთში ორ კოლეგასთან ერთად ასეთი ტრანსპარანტით გამოჩნდა: „რა ვასწავლო ბავშვებს? საქართველოს მომავალი რუსეთშია?“
The Georgian Young Lawyers’ Association (GYLA), which represents the interests of journalist Mzia Amaglobeli before the European Court of Human Rights (ECHR), has announced that the Court has registered a second application lodged on her behalf. This application concerns her administrative detention and the related proceedings.
Sakharov Prize 2025 laureate and Georgia’s first female journalist recognised as a political prisoner, Mzia Amaglobeli, was arrested twice during the night of 11–12 January, 2025. Her first arrest was administrative, followed shortly by a second arrest on criminal charges. She has remained in unlawful and politically motivated detention since 12 January, 2025. On 6 August, Amaglobeli was sentenced to two years’ imprisonment.
Amaglobeli’s legal team has submitted two applications to the ECHR. The first application has already reached the communication stage, with both the Georgian Government and the applicant’s representatives having submitted their written observations.
Further details of the case are outlined in GYLA’s statement:
The proceedings of the cases of Mzia Amaglobeli before the Strasbourg Court are actively ongoing.
· In the first case (the imposition of detention as a measure of restraint and related violations), GYLA has submitted written observations;
· In the second case (administrative detention and related offences), the European Court of Human Rights has registered the application.
In more detail:
The first case (Amaglobeli v. Georgia, no. 13661/25) concerns violations of the following rights guaranteed by the European Convention on Human Rights in respect of Mzia Amaglobeli, the founder of Batumelebi and Netgazeti, who was unlawfully arrested and detained on 12 January 2025: Article 5 (right to liberty and security), Article 6 (right to a fair trial), Article 8 (right to respect for private and family life), Article 10 (freedom of expression), Article 13 in conjunction with Articles 8 and 10 (right to an effective remedy), and Article 18 (limitation on use of restrictions on rights). In this connection, GYLA lodged an application with the European Court of Human Rights on behalf of Mzia Amaglobeli on 28 April 2025.
On 31 October 2025, the Government of Georgia submitted written observations to the Strasbourg Court in response to the application. The State denied the existence of any violations and maintained that Mzia Amaglobeli’s arrest, as well as her continued pre-trial detention, were compatible with the State’s Convention obligations.
We remind the publicity that in 2025, during a protest rally held in front of the Batumi City Police Department building of the Ministry of Internal Affairs (MIA), Mzia Amaglobeli was unlawfully arrested twice.
On 11 January 2025, Mzia Amaglobeli was unlawfully administratively detained for placing a sticker with the inscription “Georgia goes on a strike” to the exterior facade of the auxiliary building of the Batumi City Police Department. At that time, Mzia Amaglobeli was exercising her freedom of expression as guaranteed by the Constitution and the Convention and was expressing solidarity with individuals unlawfully detained in the context of the ongoing protest. In relation to her unlawful administrative detention and the violations identified within the administrative offence proceedings brought against her, GYLA applied to the Strasbourg Court on 17 November 2025. The Court has already registered the application and assigned it a case number (no. 36304/25). This constitutes Mzia Amaglobeli’s second case before the Strasbourg Court.
On 12 January 2025, Mzia Amaglobeli was unlawfully arrested for the second time in front of the Batumi City Police Department building, this time under criminal law. On 13 January 2025, the Prosecutor’s Office charged her under Article 353¹(1) of the Criminal Code, which concerns an attack on a police officer. It is significant that, by its judgment of 6 August 2025, the Batumi City Court reclassified the charge brought by the prosecution against Mzia Amaglobeli under Article 353(1) of the Criminal Code (resistance, threat, or violence against a public order officer or another representative of authorities) and, without examining the new charge, arised from the original formulation of the accusation, which had not been the subject of examination at any stage of the proceedings. As a result, the defendant’s fundamental right to defend herself against a new charge and new factual circumstances was disregarded. On 18 November 2025, the Kutaisi Court of Appeals, by Nikoloz Margvelashvili as a chairperson, delivered a judgment upholding the decision of the Batumi City Court without assessing the circumstances and relevant facts required for classification under Article 353 of the Criminal Code. Proceedings of this case are still ongoing at the domestic level.
It is noteworthy that, both at the domestic level and before the Strasbourg Court, the state has failed to clarify or establish the identity of the person who actually carried out Mzia Amaglobeli’s arrest under criminal law. The Ministry of Justice, as well as the Prosecutor’s Office, has been unable to substantiate the existence of a reasonable suspicion of the commission of an offence that would confirm the commission by Mzia Amaglobeli of the specific act qualified by the prosecution as an “attack on a police officer,” or the necessity of applying detention as a measure of restraint. Consequently, Mzia Amaglobeli’s right to liberty guaranteed under Article 5 of the Convention was violated.
In particular, the state itself indicates that “the degree of harm” alone is not decisive for the legal qualification of the act and that, under Article 353¹ of the Criminal Code, importance is also attached to “the context in which the act was committed” and “the offender’s intent.” However, in order to demonstrate the sequence of events and the surrounding circumstances and to substantiate Mzia Amaglobeli’s intent, the State failed to submit relevant evidence, including neutral evidence, and relied on video material contained in the case file, which does not allow for the identification of any fact, particularly the “offender’s intent.” The submissions explain that the arrest was arbitrary and pursued a malicious purpose, as it was prompted not by reasonable suspicion but by a threat made by Irakli Dgebuadze that he would “arrest Mzia Amaglobeli under criminal grounds.”
It is important to note that under Article 5(3) of the Convention, domestic courts are obliged, from the very first stage to substantiate both the existence of reasonable suspicion and the presence of relevant and sufficient additional grounds justifying detention. In parallel, with regard to the use of detention as a measure of restraint against Mzia Amaglobeli, the state reiterated the arguments advanced by the prosecution at the domestic level concerning the risks of absconding, influencing witnesses, and committing a new offence. Even though, during the examination of the merits at the domestic level, Mzia Amaglobeli’s lawyers not only refuted the existence of these risks but also drew the prosecution’s attention to the applicable standard and the necessity of evidence required to justify continued detention, the state failed to submit relevant evidence at the international level.
The Government’s observations state that, for the application of detention as a measure of restraint, the prosecution relied on Mzia Amaglobeli’s administrative detention and administrative offence cases, in respect of which no final decision had been delivered and which had not even been examined by the courts. Accordingly, in circumstances where the prosecution failed to submit appropriate evidence to substantiate the alleged risk of committing a “new offence” and relied solely on administrative detention, Mzia Amaglobeli was simultaneously required to prove her innocence regarding the cases that were still pending at the domestic level. Through the prosecution’s position and the courts’ endorsement of the prosecution’s arguments without any assessment, the presumption of innocence was violated, a principle established under international practice, which protects the individual at all stages of proceedings until a final judgement is delivered.
The position submitted by the Government fails to dispel the existence of an intention whose real aim was to make an example of Mzia Amaglobeli through punishment. In this regard, statements by representatives of the ruling party, including Irakli Kobakhidze and Nino Tsilosani, have also been submitted. These statements refer to Mzia Amaglobeli as guilty and assert that she fulfilled a specific assignment, even though no final decision has yet been delivered against her at domestic level.
The additional written observations also present new factual circumstances about the case, including significant matters not mentioned in the Government’s observations. In particular, on 14 November 2025, the Prosecutor’s Office that was asking an aggravation of the charge and sentence against Mzia Amaglobeli, submitted to the Kutaisi Court of Appeals an expert opinion commissioned in respect of Mzia Amaglobeli’s mobile phone. This examination was ordered in a manifestly unlawful manner, on the basis of a report by Vladimir Chitaia, a detective of the Detective (Operational) Division of the Guria Police Department. In his report, he claimed that, according to information available to him, the alleged attack on a police officer by Mzia Amaglobeli had been premeditated and that she had communicated with unidentified persons via mobile phone applications, exchanged messages, and received instructions. It is noteworthy that, in ordering the expert examination of Mzia Amaglobeli’s mobile phone, the court relied solely on the information provided by Vladimir Chitaia and failed to take into account the fact that the phone would contain information related to journalistic activity, thereby violating the applicant’s rights guaranteed under Articles 8 and 10 of the Convention. Moreover, following an expert examination lasting nearly 9 months, no interesting information to the investigation was identified on Mzia Amaglobeli’s phone. Under the above circumstances, Mzia Amaglobeli was deprived of an effective means of protecting her rights, as her rights were restricted in circumstances where there was no body of evidence, except for Vladimir Chitaia’s letter, in which the information provided could not be confirmed.
We inform the publicity that the present application and the submitted observations represent only part of the violations committed against Mzia Amaglobeli. GYLA will periodically provide the public with updates on the stages of the proceedings concerning Mzia Amaglobeli’s cases before the Strasbourg Court.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მაღალი გამავლობის 2 ავტომობილს ყიდულობს, რაშიც ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 114 ათასი ლარი დაიხარჯება.
მანქანების შესაძენად ხელვაჩაურის მერიამ ტენდერი გასული წლის 12 დეკემბერს გამოაცხადა 155 890 ლარზე.
ტენდერში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ – შპს „სენა ავტომ“ მიიღო და ორი ავტომობილის შეძენა მერიას 150 ათას ლარად შესთავაზა.
საბოლოოდ ხელშეკრულება 114 ათას ლარზე გაფორმდა.
შპს „სენა ავტომ“ ხელვაჩაურის მერიას CHERY TIGGO 7-ის მარკის ორი ავტომობილი მიმდინარე წლის 25 მარტამდე უნდა შეუძინოს და გადაუფორმოს. თითოეულ ავტომობილში ხელვაჩაურის მერია 57 000 ლარს გადაიხდის.
ვინ ისარგებლებს ამ ახალი ავტომობილებით და განკუთვნილია თუ არა ერთი მათგანი ხელვაჩაურის მერის, ზაზა დიასამიძისთვის – ეს კითხვა „ბათუმელებმა“ ხელვაჩაურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მეშვეობით დაუსვა მერს.
ასევე გვაინტერესებდა, რა ბედია ეწია მერის ძველ ავტომობილს.
ზაზა დიასამიძის კომენტარს, მიღების შემთხვევაში, აქვე შემოგთავაზებთ.
ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად ნატალია ძიძიგური დანიშნეს. ნატალია ძიძიგური ბათუმის წინა მოწვევის საკრებულოში გახარია პარტიის „საქართველოსთვის“ პარტიული სიით მოხვდა და შემდეგ ხელი შეუწყო ოპოზიციის პროტესტის ჩაშლას.
მაგალითად, 2023 წლის 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგური არ შეუერთდა ოპოზიციის პროტესტს, არ დატოვა საკრებულოს სხდომა და ხმა მისცა „ოცნების“ მიერ დაყენებულ ყველა იმ საკითხს, რის გამოც ოპოზიციამ სხდომა დატოვა.
„მე დამოუკიდებელი ვარ და საკრებულოში კრიზისს არ დავუშვებ“, – თქვა 2023 წლის 24 ოქტომბერს ნატალია ძიძიგურმა.
2023 წლის 26 ოქტომბერს პარტიამ „საქართველოსთვის“ ნატალია ძიძიგური პარტიიდან გარიცხა, მას „მოსყიდული და გადაბირებული“ უწოდეს.
„ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეული არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში“, – აღნიშნული იყო პარტია „საქართველოსთვის“ გავრცელებულ განცხადებაში.
ნატალია ძიძიგური ბათუმის საკრებულოში დარჩა, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი.
ნატალია ძიძიგურის ხელფასი თვეში 3785 ლარი იქნება დარიცხვით.
ბათუმის მერიის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ნატალია ძიძიგური საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორად დანიშნეს, ყოფილი დირექტორი, ჯონი საბაშვილი კი, ამ ეტაპზე არსად არაა დანიშნული.
შსს-ს განცხადებით, ბათუმში დააკავეს პირი, რომელიც ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მიმდინარე წლის 14 იანვარს, ბათუმში, სუპერმარკეტების ქსელის ერთ-ერთ ფილიალს თავს დაესხა. დანის დემონსტრირებით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა და მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ ის შემთხვევის ადგილზევე შეაჩერა და ბრალდებულის სახით დააკავა,“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 223 090 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 557 ერთეული [+7]
ჯავშანტექნიკა – 23 904 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 36 182 ერთეული [+84]
MLRS – 1 611 ერთეული [+8]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 277 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 107 357 ერთეული [+929]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 163 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 74 306 ერთეული [+187]
სპეცტექნიკა – 4 042 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 15 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
109 190 უპილოტო საფრენი აპარატი
645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 140 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 641 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 596 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
51 877 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
შსს გამოძიებას არ იწყებს ფოთში, სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებლის მიმართ მუქარის შემთხვევაზე. მასწავლებელს, იგორ კეკელიას, სოციალურ ქსელში ემუქრებიან მას შემდეგ, როცა სავარაუდოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, შემდეგ კი, სკოლის ადმინისტრაციამ სამსახურიდან გაუშვა.
საუბარია ფოთში მომხდარ შემთხვევაზე: მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს, იგორ კეკელიას, 2025 წლის დეკემბერში პოლიციიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრი სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის მუხლით დაწყებულია და დღემდე გრძელდება, თუმცა ამ საქმის გამო არავინ დაუსჯიათ. გამომძიებლები მასწავლებელს ეუბნებიან, რომ სექსუალური ცხოვრების ამსახველი კადრი გაქრა და მათაც არ უნახავთ.
სამაგიეროდ, სკოლაში უთხრეს მასწავლებელს, „ღირსება თუ გაქვს, სკოლა უნდა დატოვოო“. იგორ კეკელიას სკოლის დატოვებაზე კატეგორიული უარი უთქვამს. სკოლის დირექტორს, ნანა საბულუას მიუღია გადაწყვეტილება მასწავლებლის გათავისუფლებაზე იმ არგუმენტით, რომ იგორ კეკელიამ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მაგრამ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა დანაშაულია, პროკურატურას კი, ამ საქმეში იგორ კეკელიას მხრიდან მოსწავლეზე ძალადობა, ან სხვა დანაშაულის ჩადენა არ დაუდგენია.
ნანა საბულუა სკოლის დირექტორია და ასევე ფოთის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. იგორ კეკელია კი, მასწავლებელი, ვინც ფოთში ღიად გამოხატა პროტესტი „ოცნების“ რეჟიმის მიმართ. 2024 წლის ნოემბერში იგორ კეკელია ფოთში ორ კოლეგასთან ერთად ასეთი ტრანსპარანტით გამოჩნდა: „რა ვასწავლო ბავშვებს? საქართველოს მომავალი რუსეთშია?“
იგორ კეკელია აქციაზე მასწავლებლებთან ერთად. 2024 წელი. ფოტო მოგვაწოდა იგორ კეკელიამ
რას ჰყვება სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი: „ანეკდოტი მოვყევი დირექტორის წარდგენის დროს…“
„…ამ კადრების სავარაუდო გავრცელებას მოჰყვა პირად მიმოწერებში მუქარის გზავნილები: „დაგამტვრევთ“, „ნახავ, რასაც გიზამთ“, გინებები და ეს ყველაფერი დასქრინულია. ეს მოდის სრულიად უცხო ადამიანებისგან,“ – უყვება „ბათუმელებს“ სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი, იგორ კეკელია. ის ამბობს, რომ ამ ახალი გარემოების შესახებ საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია უკვე მიაწოდა, თუმცა გამოძიება არ იწყება.
იგორ კეკელიას მთავარი აქცენტი „მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფაა“, რაც სკოლის დირექტორმა ჩაუწერა გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში. იგორ კეკელია გვიყვება, როგორ გაბრაზდა, როცა ეს დააბრალეს და გათავისუფლების საბოლოო ბრძანებამდე მის წინააღმდეგ საქმისწარმოება დაიწყო.
„მე თვითონ დავუკავშირდი პროკურატურას, ბავშვზე მიძალადია და გამოიძიეთ, თუ მე ვარ დამნაშავე, დამაკავეთ-მეთქი. გამომკითხეს მეც და მოსწავლეები, მშობლები, მაგრამ ვერაფერი მსგავსი ვერ დადგინდა. სკოლის დირექტორმა ის ჩამიწერა ბრძანებაში, რაც პროკურატურას არ დაუდგენია. ესაა სამართალი?
აგური რომ ვათრიო და მშენებლობაზე ვიმუშაო, კაპიკ-კაპიკ დაგროვილი ფულით, ამ საქმეს სტრასბურგის სასამართლომდე მივიტან. ეს არის მასწავლებლის და ადამიანის აშკარა დევნა,“ – ამბობს იგორ კეკელია.
იგორ კეკელია 18 წელია მასწავლებელია. იგი 45 წლისაა და ფოთში ცხოვრობს მოხუც მამასთან ერთად. სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩა.
სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი „ბათუმელებთან“ იმ დღეს იხსენებს, როცა ახალ დირექტორთან შეხვედრაზე ანეკდოტი მოყვა. იმ დღიდან დაძაბულა ურთიერთობა მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის:
„ჩვენი სკოლის დირექტორი გარდაიცვალა ორი წლის წინ და ეს პიროვნება წარადგინეს. ჩვენთან წარდგენაზე რომ მოვიდა ეს ქალბატონი სკოლაში, გამოვედი სიტყვით და არ ესიამოვნა. რა ვთქვი და ანეკდოტი მოვყევი: ბრეჟნევი მიდის ქუჩაში და ნახა, რომ ერთი ადამიანი მოდის ცხვრით. მოეწონა ბრეჟნევს თურმე ეს ჩასუქებული ცხვარი და პატრონს უთხრა, ცხვარი მომყიდეო, იმან უთხრა, კი ბატონო, აირჩიეთო. გაუკვირდა თურმე ბრეჟნევს: რანაირად ავირჩიო, ერთი რომ გყავს ცხვარიო? შენც ერთი ხარ, მაგრამ კი გირჩევთ უკვე რამდენი წელიწადიაო – იმ კაცს უპასუხია ასე. ჰოდა, ასე გემართებათ ახლა თქვენ, მოხვედით ერთი კანდიდატი და იძულებული ვართ პედკოლექტივი, მხარი დაგიჭიროთ, ნორმალურ ქვეყანაში და დემოკრატიულ სამყაროში არჩევანი ნიშნავს ორ ან მეტ ადამიანს შორის არჩევანს-მეთქი.
დირექტორმა პირველივე დღიდან ჩათვალა, რომ ბრეჟნევის ანეკდოტის მომყოლი იყო მისი მოწინააღმდეგე, თავიდანვე არ მოვწონდი ამ ადამიანს. თანაც, გეცოდინებათ: სამოქალაქო განათლების პედაგოგები ცოტა თავისუფლად აზროვნებენ სხვა პედაგოგებისგან განსხვავებით.
არასდროს მქონია კონფლიქტი, ღიად არაფერს მეუბნებოდა. ვერც იმას ვიტყვი პირდაპირ, რომ ჩემი სკოლიდან გაშვება ჩემს ღია პოლიტიკურ პროტესტს უკავშირდება, მაგრამ ამას არ გამოვრიცხავ: შეიძლება, ამ გზით მომიდგნენ“, – გვითხრა იგორ კეკელიამ.
იგორ კეკელია
რა იყო ყველაზე რთული ამ პროცესში? – ვეკითხები სკოლიდან გათავისუფლებულ მასწავლებელს.
„განსაკუთრებულად იმ რამდენიმე მშობლის პოზიცია მეწყინა, რომლებმაც უცებ საჩივრები დაწერეს ჩემ წინააღმდეგ. მანამდე 6 წელი ვმუშაობდი და არავის არანაირი საჩივარი არ დაუწერია. უცებ როგორ გავხდი დამნაშავე?“ – მცირე პაუზის შემდეგ გვპასუხობს მასწავლებელი, – „უფროსი მასწავლებელი რომ ვიყავი და წამყვანი გავხდი, მაშინ მშობლების მხარდაჭერაც მჭირდებოდა. ყველამ დადებითად დამახასიათა. დადებითად მახასიათებდნენ კოლეგებიც. ახლა რა მოხდა ასე უცებ?
გამოძიების ფარგლებში რამდენიმე ასეული ადამიანია დაკითხული უკვე და ყველა ამბობს, მე ეს კადრი არ მინახავსო. შეიძლება, მართლაც გავრცელდა ძალიან უხამსი კადრი, ოღონდ ეს არ იყო ავთენტური, შეიძლება იყოს ხელოვნური ინტელექტით გაკეთებული. ამნაირი უამრავი გადაგვიტანია განსაკუთრებით კი, სემესტრის ბოლოს, როდესაც ქულები აღარ მოსწონთ მოსწავლეებს და საშინელებებს აკეთებენ.
ავთენტური რომც იყოს, ყველას თავისი პირადი ცხოვრება აქვს.
მტკიცებულება არ არსებობს, ნამდვილად გავრცელდა თუ არა კადრები. თვითონ პროკურატურას არ აქვს ეს კადრები. პროკურატურაში მეუბნებიან, დაზარალებულად რანაირად გცნოთ, როცა კადრი არ გვაქვს, დაგვეხმარეთ კადრის მონახვაშიო. მე რანაირად დავეხმარო: მეძებარი ძაღლი კი არ ვარ, ტროტილით სავსე ჩანთას ყნოსვით მივაგნო-მეთქი. იმიტომ მოგმართეთ თხოვნით, რომ მეტი შესაძლებლობა გაქვთ. აგერ, მაგალითად, აი, ეს კაცი წერს: „მე ვნახე“ და ამიტომაც გემუქრებიო. მოდი და ამ კაცის ტელეფონები ნახე. რატომ არ მოქმედებ?
თვალები რომ დათხარეს ადამიანებს 2020 წელს, იქიდან მოყოლებული არსებული ხელისუფლების მოწინააღმდეგე ვარ. ემიგრაციაში რომ გარბის ხალხი, მართალი ყოფილა, უკან რომ არ ბრუნდებიან. ეს არ არის საქართველო, ეს არის აბსტრაქცია. ჩვენ მოჩვენებების ქვეყანაში ვცხოვრობთ…
ვინც კარგად მიცნობს, იმათთვის მე ისევ ის იგორ კეკელია ვარ, რაც მანამდე ვიყავი, მაგრამ ყველა ხომ არ მიცნობს? ისეთ საზიზღრობებს მიწერდნენ კომენტარებში, პროკურორმა მითხრა, არ წაიკითხო, ნუ მიაქცევ ყურადღებასო. მაინც გაგირბის თვალი…
თავდაპირველად მასწავლებლებს ათქმევინეს, არ გვინახავს კადრი, მაგრამ სკოლა უნდა დატოვოო. მე კატეგორიული უარი განვაცხადე, ვუთხარი, რომ ეს მუქარა და შანტაჟია-მეთქი. მერე ის ჭორიც გავრცელდა, თითქოს არასრულწლოვანი ჩანს ვიდეოში. ეს რომ რეალური ყოფილიყო, იქეთ უნდა დავეპატიმრებინე, ხომ?
შემდეგ მესამეკლასელის ერთ მშობელს დააწერინეს, ბავშვს წიგნი ჩაარტყა თავშიო. ავდექი და მე თვითონ ვიჩივლე პროკურატურაში…
სკოლის ადმინისტრაციამ იფიქრა, რომ ვიდეოს გავრცელება სენსიტიური საკითხია, იგორი არ იჩივლებს ამის გამოო. პედაგოგებმა მითხრეს, მე უკვე მკვდარი ვიქნებოდი შენს ადგილზეო…
უფრო გამიძლიერდა ემპათია იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც მსგავსი შემთხვევა ჰქონიათ. ახლა როცა პირისპირ შევეჩეხე ამ ყველაფერს, ძალიან რთულია, ძალიან დიდი ტრაგედიაა ეს, სხვა რა გითხრათ,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ იგორ კეკელიამ.
რას ამბობს სკოლის დირექტორი?
„ეგ ძალიან დელიკატური მნიშვნელობის საკითხია, რომლის განხილვა და გარჩევა ზოგადად ხდება ცალმხრივად. ჩამობრძანდით ადგილზე თუ გაქვთ სურვილი, დეტალურად გაეცნობით,“ – გვითხრა ფოთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორმა ნანა საბულუამ, რომელსაც ტელეფონით დავუკავშირდით.
სკოლის დირექტორს ვუთხარით, რომ ტელეფონითაც შესაძლებელია ინფორმაციის მიღება, თუ ის პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი და მრავალმხრივი ინფორმაცია.
„ბრძანებაში არის მითითებული ძალიან ბევრი სასკოლო გადაცდომები. ეს არ არის ერთი, არის რამოდენიმე გადაცდომა და ჩვენ ვხელმძღვანელობთ სკოლის შინაგანაწესით, არა მე, არამედ დისციპლინურმა კომიტეტმა მიიჩნია ეს, ამის თქმა მინდა მხოლოდ… ყველაფერი არის დადგენილი, ყველაფერი არის დაწერილი, ყველაფერი არის მოწესრიგებულად გაკეთებული, ისე როგორც შეეფერება ჩვენს სკოლას,“ – განმარტა ამჯერად სკოლის დირექტორმა.
როგორ დადგინდა მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფა, როცა პროკურატურას მსგავსი არაფერი დაუდგენია და გამოძიება არც კი დაუწყია? – ვკითხეთ სკოლის დირექტორს.
„კიდევ ერთხელ გეუბნებით, ტელეფონით მე ამ თემასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, ძალიან არასატელეფონო საუბარია ეს“, – თავდაპირველ „გამოსავალს“ დაუბრუნდა ნანა საბულუა და დაგვემშვიდობა.
ადვოკატი: „დირექტორის ბრძანება უკანონოა“
ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის შეფასებით, ფოთის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორის, ნანა საბულუას მიერ ხელმოწერილი ბრძანება იგორ კეკელიას გათავისუფლების შესახებ უკანონოა და ის უკვე გასაჩივრებულია.
„ეს ბრძანება შინაარსობრივად უკანონოა – ბრძანებაში უნდა ეწეროს, რომელ რიცხვში, რომელ ადამიანზე, რა სახის ფიზიკური თუ მორალური ზეწოლა განხორციელდა. მსგავსი არაფერი არ წერია ბრძანებაში, წერია მხოლოდ ის, რომ მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო გათავისუფლდა.
რა გამოდის: გამოძიებამ თქვა, რომ ასეთი ფაქტი არ არსებობს და სკოლის სადისციპლინო კომიტეტმა ყველაფრის გარეშე თქვა, რომ არსებობს ასეთი ფაქტიო.
საფუძვლები, რომლის გამოც შეიძლება ადამიანი იყოს გათავისუფლებული სამსახურიდან, არ იცის ამ ადამიანმა. უცნობია, რამდენმა მშობელმა შეიტანა საჩივარი, რასთან დაკავშირებით არის ეს საჩივარი შეტანილი. ყოველგვარი ჩართულობის გარეშე, პოზიციის დადგენის გარეშე, საჩივრის გადმოგზავნის გარეშე და ასე შემდეგ, განიხილა სადისციპლინო კომიტეტმა ეს საჩივარი და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ თურმე ყველა ფაქტთან დაკავშირებით იგორ კეკელია ყოფილა დამნაშავე.
ეს გადაუგზავნეს დირექციას, ანუ დირექტორს და დირექტორმაც ერთ დღეში მიიღო ოთხი ბრძანება: სამჯერ რაღაც გაფრთხილება, სასტიკი საყვედური, შრომითი ხელშეკრულებიდან თანხის დაკისრება და მერე გათავისუფლება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ თორნიკე მიგინეიშვილი.
დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელიც გათავისუფლებულ მასწავლებეს ჩააბარეს, ამის გამო გიშვებთ სკოლიდანო
დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი, რომელიც გათავისუფლებულ მასწავლებელს ჩააბარეს, ამის გამო გიშვებთ სკოლიდანო
რაც შეეხება გამოძიებას – ადვოკატი განმარტავს, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე დაიწყო გამოძიება, თუ საგამოძიებო ორგანოს ვიდეო კადრები არ უნახავს?
„თუ იცი, რომ ეს სადღაც გავრცელდა, კონკრეტული პიროვნებების დაბარებას, მათი ტელეფონის ექსპერტიზაზე გადაგზავნას, იქიდან ვიდეოების ამოღებას არაფერი არ უნდა, გარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედებისა.
მეც ქალაქ ფოთიდან ვარ და საახალწლოდ როცა ჩავედი, თითქმის მთელი ქალაქი მართლაც ამაზე საუბრობდა, მაგრამ პირდაპირ რომ მიხვიდე ვინმესთან და უთხრა, რომ აი, შენ საიდან იცი ეს? გეტყვის, რომ არ მინახავს ეს კადრები, სხვები ამბობენო. იმ სხვას რომ მიაკითხავ, ისიც სხვაზე მიუთითებს,“ – ამბობს ადვოკატი.
ადვოკატისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ იწყება გამოძიება მუქარის ნაწილში, როცა მუქარის შემცველი ფაქტის დამადასტურებელი სქრინები მასწავლებელმა უკვე წარუდგინა საგამოძიებო ორგანოს.
შსს-ს პრესცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება მხოლოდ სსკ-ის 157-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. ეს მუხლი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, ამჟამად „ოცნება“ აღრმავებს ევროიზოლაციას და საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე“ – ამბობს საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტი, გიორგი მელაშვილი.
გიორგი მელაშვილს ვესაუბრეთ ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართულ შეხვედრაზე.
აშშ-მა და სომხეთმა „ტრამპის მარშრუტის“ განხორციელების ჩარჩო-დოკუმენტიმიიღეს. „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ [TRIPP], რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე შეუფერხებელი, მულტიმოდალური სატრანზიტო კავშირის დამყარებას ითვალისწინებს, 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ნაწილია.
„ჩვენ ვიყავით ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩრდილოეთის განშტოებას, რომელიც საქართველოზე გადის, უჩნდება კონკურენტი სამხრეთის განშტოების სახით… ჩვენ ვიღებთ ახალ დერეფანს, რომლის მთავარი ოპერატორი იქნება შეერთებული შტატები. ამ კონტექსტში ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტი, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ანაკლიის პორტი არ არის დღემდე აშენებული და გაურკვეველია „ქართული ოცნების“ პირობებში აშენდება თუ არა საერთოდ,“ – გვიყვება გიორგი მელაშვილი.
რა როლი ექნება საქართველოს სამხრეთ კავკასიაში, თუ ის გეოპოლიტიკურ უნიკალურობას დაკარგავს და მას სომხეთი ჩაანაცვლებს? – „ბათუმელებმა“ გიორგი მელაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი „ევროპულ-ქართული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი, თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია.
ბატონო გიორგი, „ტრამპის მარშრუტის განხორციელების ჩარჩო-შეთანხმება“ მიიღეს. რა იცვლება ამით და რა ეტაპზე გადადის პროცესი სამხრეთ კავკასიაში?
რუბიოს და მირზოიანის შეხვედრამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ შეერთებული შტატები ტრამპის პროექტს სერიოზულად უდგებიან. აპირებენ, საკუთარი გეოპოლიტიკური რეპუტაცია ჩადონ ამ პროექტის განხორციელებაში.
თუ აქამდე არ არსებობდა ფორმალური დოკუმენტი და ფორმალური ჩარჩო, არსებობდა გარკვეული ადგილი სპეკულაციებისთვის. შეერთებული შტატების როლი ბოლომდე გარკვეული არ იყო, მაგრამ ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, შეერთებული შტატების როლი ცალსახა ხდება: საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ ახალ დერეფანს, რომლის მთავარი ოპერატორი იქნება შეერთებული შტატები.
მოსაზრება, რომ ეს მხოლოდ ტრამპის პიარკამპანია იყო და რეალურად არანაირი ახალი დერეფანი არ შენდება, მცდარია?
რა თქმა უნდა. სპეკულაციებისთვის ნებისმიერი სივრცე, რაც არსებობდა, რომ დეკლარაციებს მიღმა ეს საქმე არ წავიდოდა წინ, ახლა უკვე სრულიად გაბათილებულია. ვხედავთ, რომ ფორმალურ დოკუმენტს ხელი მოეწერა – ეს არის პირველი ნაბიჯი. შემდეგი იქნება აზერბაიჯან-სომხეთს, ასევე სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება. შემდეგ კი, მივიღებთ სრულად ოპერირებად შუა დერეფნის სამხრეთის განშტოებას, რომელიც გავა არა საქართველოზე, არამედ სომხეთზე.
გიორგი მელაშვილი
რომლითაც საქართველო დაკარგავს თავის გეოპოლიტიკურ უნიკალურობას ამ რეგიონში?
ჩვენ ვიყავით ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩრდილოეთის განშტოებას, რომელიც საქართველოზე გადის, გაუჩნდება კონკურენტი სამხრეთის განშტოების სახით.
მართალია, ინფრასტრუქტურის აშენებას დრო დასჭირდება და მის განვითარებას, თუმცა მოგვიანებით იქნება ორი განშტოება. შემდეგ უკვე ამ ორი განშტოების მენეჯმენტზე, კონკურენციაში მყოფი ქვეყნების ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული, რომელი მარშრუტი იქნება უფრო ხელსაყრელი საერთაშორისო ვაჭრობისთვის.
სავარაუდოდ რამდენი წელი დასჭირდება სამხრეთის განშტოების მოწყობას?
დაზუსტებით თარიღების თქმა ცოტა რთულია, რადგან არსებობს გეოპოლიტიკური გაურკვევლობა. იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი სწრაფად დასრულდება, ჩვენ გვაქვს აზერბაიჯანის აქტივობის მაგალითი ყარაბაღის ტერიტორიაზე, როდესაც ინფრასტრუქტურა ძალიან სწრაფად აშენდა. იმავეს თქმა შეგვიძლია თურქეთის რესპუბლიკაზე.
სომხეთის ტერიტორიაზე გამავალ ინფრასტრუქტურას კი მიხედავს ევროკავშირი, შეერთებული შტატები, ან ორივე ერთად. აქედან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ აზერბაიჯანს აქვს ფინანსური რესურსი და პოტენციალი, რომ სწრაფად აამოქმედოს საკუთარი წილი სამხრეთის დერეფნის, რჩება ის მონაკვეთი, რომელიც გადის სომხეთზე და მისი აღდგენაც დროის საკითხია.
ჩრდილოეთის განშტოების ალტერნატივას ქმნიან იმიტომ, რომ საქართველო გახდა რუსეთის გავლენის სფერო? ეს რატომ არის პრობლემა დასავლეთისთვის, უფრო ნათლად რომ გვითხრათ?
ახალი განშტოების განვითარების ერთ-ერთი და მთავარი მიზეზი, არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია მკვეთრად ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული გზა. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ადეკვატურობაში სერიოზული ეჭვები ეპარება ჩვენს ყველა ევროპელ და ამერიკელ პარტნიორს. ამიტომაც, დღის წესრიგში აუცილებელი გახდა ახალი დერეფნის შექმნა, რისი შემოთავაზებაც ჰქონდა სომხეთს.
თუ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დასავლეთთან ურთიერთობების დამყარება, დასავლეთი იმუშავებს იმ აქტორთან, იმ ქვეყანასთან, რომელსაც სურს, რომ ჰქონდეს კარგი ურთიერთობები დასავლეთთან. როცა არსებობს ალტერნატიული გზა, რომელიც კიდევ ერთხელ უფრო სანდოდ და ადეკვატურად განიხილება, რა თქმა უნდა, ყველა პასუხისმგებლიანი ინვესტორი ჩადებს თანხებს და ეცდება, რომ მისმა ტვირთებმა გაიაროს სანდო, ადეკვატურ და უსაფრთხო დერეფანზე.
ტრანზიტს სჭირდება ორი წერტილი: საწყისი და დასასრული. თუ საწყისი არის ჩინეთი, დასასრული უნდა იყოს ევროკავშირი. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების გაუარესება გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ვაჭრობის აქტორისთვის უფრო საინტერესო იქნება, გაცილებით უფრო სტაბილური, ადეკვატური დერეფანი, რომელსაც აქვს შეერთებული შტატების გარანტიები.
ამ კონტექსტში ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნდა ყოფილიყო ანაკლიის პორტი, მაგრამ, სამწუხაროდ, ანაკლიის პორტი არ არის დღემდე აშენებული და გაურკვეველია „ქართული ოცნების“ პირობებში საერთოდ აშენდება თუ არა.
ჩინეთის ჩართულობის მიუხედავად, ჯერჯერობით ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და პორტი არ შენდება. კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენ უნდა გვქონოდა, სამწუხაროდ, არ გვაქვს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო.
რუსეთი რას მოიგებს ამ შემთხვევაში, თუ ამოქმედდება სამხრეთის განშტოება? მასაც ხომ აქვს საქართველოს მიმართ გეოპოლიტიკური ინტერესი?
რუსეთის ინტერესი საქართველოში არც გეოპოლიტიკურია და არც პოლიტიკური, ჩვეულებრივ ეს არის XVIII-XIX საუკუნის იმპერიალიზმი. შესაბამისად, რუსეთის მთავარი ამოცანაა საქართველოს მაქსიმალურად დამორჩილება, დამონება და დაქვემდებარება. აქედან გამომდინარე, რუსეთს აინტერესებს არა იმდენად გეოპოლიტიკური თამაშები ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არამედ საკუთარი კვაზი-იმპერიის აღდგენა, ახალი საბჭოთა კავშირის აღდგენა და საქართველოს როლი ამ ყველაფერში ნამდვილად არ არის სახარბიელო.
იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს ევროიზოლაციის პოლიტიკას, თუ გააგრძელებს რუსულ ეკონომიკაზე ჩამოკიდების პოლიტიკას, საქართველო იქნება იზოლირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან. კავკასიის რეგიონში შექმნილი ძალაუფლების ვაკუუმის შემავსებელი კი, შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია იყოს.
„ოცნების“ პროპაგანდისტები უკვე საუბრობენ იმაზე, რომ ტრამპის დერეფნიდან მოგების დიდ ნაწილს აშშ წაიღებს. მსგავსი რამ წერია იმ შეთანხმებაში, რაც უკვე გასაჯაროვდა?
მსგავსი არაფერი არ იკითხება. შეერთებულმა შტატებმა განბლოკა სამხრეთ კავკასიაში, კონკრეტულად კი, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული დერეფანი, რომლისგანაც არავის არანაირი სარგებელი არ ჰქონდა. ეს იყო კედელი ორ ქვეყანას შორის და ახლა ამ კედლის ნაცვლად იქნება ეკონომიკური განვითარების სერიოზული შესაძლებლობა. ორივე მხარე რჩება გამარჯვებული ამ ქმედებების შედეგად.
ამჟამად დერეფნისგან სარგებელი არავის აქვს. იმ შემთხვევაში, თუ ყველასთვის მომგებიანი სიტუაცია გაჩნდება, რა თქმა უნდა, ყველა მოიგებს. ამაში ჩანს ძალიან მკვეთრი განსხვავება რუსულ და დასავლურ მიდგომას შორის. რუსული მიდგომაა, რომ ერთი გაიმარჯვებს და მეორე წააგებს. დასავლეთის მიდგომა კი არის ის, რომ ორივე მხარემ, ან უფრო მეტმა მხარემ – ყველამ უნდა გაიმარჯვოს.
ტრამპის კორიდორი იქნება ამერიკის ჩართულობის დემონსტრირება – ანუ ის საუბრები, რომ შეერთებული შტატები აპირებს ჩაკეტვას, იზოლაციონიზმს და ასე შემდეგ, გაქარწყლებულია ამ ქმედებით.
ამ კორიდორის ამოქმედების შემდეგ რა შანსი რჩება რუსეთს შეინარჩუნოს გავლენა სამხრეთ კავკასიაში?
ბოლო მოვლენებმა მკვეთრად შეამცირეს რუსული გავლენები არა მარტო სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთოდ მსოფლიოში.
ასადის რეჟიმი, რომლის მთავარი მხარდამჭერი იყო რუსეთი, დაემხო; შეერთებულმა შტატებმა დაიჭირა ვენესუელის დიქტატორი; მანამდე რუსეთმა ვერ დაიცვა სომხეთი ყარაბაღის მოვლენების დროს. რუსული გავლენები აზერბაიჯანში გამქრალია. აზერბაიჯანს თავად გააჩნია ეკონომიკური, სამხედრო პოტენციალი, რომ შეამციროს რუსული გავლენები საკუთარ სახელმწიფოში. რაც შეეხება სომხეთს, აქაც რუსული გავლენები არის მკვეთრად შემცირებული. სომხეთში იქნება უახლოეს პერიოდში არჩევნები. იმ შემთხვევაში, თუ ფაშინიანი მოახერხებს ამ არჩევნების შედეგად ძალაუფლების შენარჩუნებას, სომხეთის ჩახსნა რუსული ორბიტიდან მხოლოდ დროის საკითხი გახდება და შეუქცევადი.
2026 წელს უკრაინაში ომი გრძელდება, შესაბამისად, რუსეთი დაკავებულია ამ ომით. ვხედავთ, რომ ამერიკული და ევროპული სანქციების შედეგები როგორც ნელ-ნელა თავს იჩენს. ამას ემატება შეერთებული შტატების იერიში რუსულ ჩრდილოვან ფლოტზე – იმ ტანკერების დაკავება, რომელსაც გადაჰქონდა სანქცირებული ნავთობი. თუ ამ ყოველივეს დაემატება ნავთობის ბაზარზე ვენესუელის ნავთობის გამოჩენა და არც იმას გამოვრიცხავ, რომ შეიძლება ირანული ნავთობიც გაჩნდეს ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, ნავთობზე ფასი მკვეთრად დაეცემა.
ნავთობზე ფასის მკვეთრი დაცემა უდიდესი პრობლემაა რუსეთისთვის, რადგანაც მისი ეკონომიკა სრულად დამოკიდებული ბუნებრივი წიაღისეულის გაყიდვაზე. შესაბამისად, თუ ნავთობის ფასი შემცირდება, რუსულ ეკონომიკას ექნება ძალიან დიდი პრობლემა. თუ რუსულ ეკონომიკას აქვს სერიოზული პრობლემები, ის ვეღარ შეძლებს, დააფინანსოს ომი უკრაინაში.მეორე მხრივ ის ეკონომიკური მოდელი, რომელიც ამჟამად აქვს „ოცნებას“ და რომელიც დიდწილად არის ჩამოკიდება რუსულ ეკონომიკაზე, ძალიან ცუდად აისახება ჩვენზეც, რადგანაც „ოცნების“ ეკონომიკური მოდელი ვეღარ შეასრულებს იმ ფუნქცია, რომელიც მას ახლა აქვს.
ვარაუდობთ, რომ ეკონომიკური პრობლემები შეიძლება გახდეს ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლის პირობა?
„ოცნების“ რეჟიმი ძალიან აქტიურად ზრდიდა და ზრდის საქართველოს ჩამოკიდებას რუსეთის ეკონომიკაზე. თუ სერიოზული პრობლემები შეექმნება რუსეთის ეკონომიკას, ეს ნიშნავს იმას, რომ გარკვეული პრობლემები შეიძლება შეიქმნას „ქართული ოცნების“ რეჟიმის შიგნით.
რატომ შეიძლება აწყობდეს ამ მოცემულობაში ივანიშვილს ისევ რუსეთზე ჩამოკიდება, თუ მან სხვა ყველა გზა მოიჭრა?
უფრო ისაა, რომ „ოცნებამ“ არასწორი ფსონი გააკეთა უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან და აგრძელებენ ამ არასწორი ფსონის დადებას. ამ პოლიტიკის შედეგად ჩვენ მივიღეთ გაღრმავებული ევროიზოლაცია. მივიღეთ ის, რომ ფაშინიანისგან, ალიევისგან, ანუ ჩვენი მეზობლებისგან განსხვავებით, „ოცნებას“ არანაირი კომუნიკაცია ვაშინგტონთან არ გააჩნია. საქართველო ამ გეოპოლიტიკური ტურბულენტობის პირობებში, ფაქტობრივად, რუსეთისთვის ლუკმად დარჩა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წუხელ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. რა გზავნილია ეს საქართველოსთვის?
ამ პროცესში უნდა დავინახოთ ორი რამ: „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო ჩვენ შეწყვეტილი გვაქვს შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება. შესაბამისად, ჩვენ ვკარგავთ სტრატეგიულ, სანდო და ძლიერ პარტნიორს.
შეერთებული შტატები არანაირ იზოლაციონიზმს არ აპირებს, ის ჩართულია მსოფლიოს და განსაკუთრებით კავკასიაში მიმდინარე მოვლენებში და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გამოგვეყენებინა არსებული გეოპოლიტიკური ტურბულენტობა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, „ოცნებამ“ გააღრმავა ევროიზოლაცია და საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე.
Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესს აჩერებს.
75 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა საქართველოც.
სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან საიმიგრაციო ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს.
Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, „საზოგადოებრივი ტვირთი“ გახდებიან და სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი.
საქართველოსთან ერთად ვიზების გაცემა შეჩერდება სამხრეთ კავკასიის კიდევ ორი ქვეყნის, აზერბაიჯანის და სომხეთის მოქალაქეებზეც.
ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებისთვისაც აშშ ვიზის გაცემას აჩერებს. სქრინი ფოქს ნიუსიდან
ვიზების შეჩერების პროცესი 21 იანვარს დაიწყება და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება, ვიდრე დეპარტამენტი სავიზო პროცედურების გადაფასებას არ დაასრულებს.
2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით თავის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დეპეშა გაუგზავნა, რომლითაც საკონსულოს თანამშრომლებს დაევალათ, საიმიგრაციო კანონის ე.წ. „საზოგადოებრივი ტვირთის“ (public charge) დებულების ფარგლებში შემოწმების ახალი, მკაცრი წესები აემოქმედებინათ.
„ინსტრუქცია საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, ვიზაზე უარი უთხრან იმ აპლიკანტებს, რომლებიც სავარაუდოდ სახელმწიფო შეღავათებით ისარგებლებენ. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მრავალი ფაქტორი, მათ შორის: ჯანმრთელობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნა, ფინანსური მდგომარეობა და გრძელვადიანი სამედიცინო მზრუნველობის პოტენციური საჭიროება. ვიზაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს ხანდაზმული ასაკი ან ჭარბი წონა, ასევე წარსულში სახელმწიფო ფულადი დახმარებით სარგებლობა ან სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ყოფნა“, — წერს Fox News და დასძენს, რომ მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი ტვირთის“ შესახებ დებულება ათწლეულებია არსებობს, მისი აღსრულება სხვადასხვა ადმინისტრაციის პირობებში განსხვავებული იყო და საკონსულოს თანამშრომლებს სტანდარტის გამოყენებისას ისტორიულად მოქმედების ფართო თავისუფლება ჰქონდათ.
ახალი შეჩერების წესიდან გამონაკლისები იქნება „ძალიან შეზღუდული“ და დაიშვება მხოლოდ მას შემდეგ, რაც აპლიკანტი „საზოგადოებრივი ტვირთის“ კრიტერიუმებთან დაკავშირებულ შემოწმებას გაივლის.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტობანზე გარე განათების კაბელები მოიპარეს. ქურდობის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს და მოქალაქეებს მოუწოდებს „თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისაგან“.
დეპარტამენტის ცნობით, ქურდობის ბოლო ფაქტი 13 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე მოხდა. მოიპარეს რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელი და ამის შესახებ შსს-ს აცნობეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, გადაჭრილი კაბელების ფოტოებიც გამოაქვეყნა.
„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაფიქსირდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე [რიკოთის მაგისტრალური გზა] გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები
აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება,“ – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
პუტინის იდეოლოგ ალექსანდრე დუგინის თქმით, რუსეთმა არ უნდა დაუშვას სუვერენული საქართველოს არსებობა, ისევე როგორ სუვერენული სომხეთის, ყაზახეთის თუ უზბეკეთის, რადგან „ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენი კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დარჩება ნეიტრალური“.
ამაზე დუგინმა, 13 იანვარს, პროპაგანდისტულ გადაცემა Инфоцелина-ში ჩართვისას ისაუბრა.
გადაცემაში მან განიხილა შესაძლო სცენარებს, რომლებიც უკავშირდება ძალთა გადანაწილებას დიდ პოლიტიკაში და განაცხადა, რომ რუსეთს „სხვა გზა არ აქვს“ გარდა იმისა, რომ გამოაცხადოს თავი იმპერიად. დუგინი აღნიშნავს, რომ რუსეთს აქტიურად უნდა ჩაერთოს ამ ახალ გლობალურ გადანაწილებაში და გამოაცხადოს ევრაზიული „მონროს დოქტრინა“ – ევრაზია ევრაზიელებისთვის. დუგინი ამბობს, რომ რუსეთი უნდა ჩაერთოს მსოფლიო გადანაწილებაში, „ჩვენ ისედაც ვმონაწილეობთ ამ პროცესში“, – ამბობს ის.
„ჩვენი მიზანია, ამ სამპოლუსიან სამყაროში გავხდეთ ძალაუფლების უმნიშვნელოვანეს ცენტრი – სუვერენული, თავისუფალი, დამოუკიდებელი, უზარმაზარი.
ყველა ის ტერიტორია, რომელსაც ჩვენ კონტროლის ქვეშ არ მოვაქცევთ, არ დარჩება ნეიტრალური; ისინი არ იქნებიან მშვიდი, წყნარი შვეიცარიები – ისინი გადაიქცევიან სხვა პოლუსების ფორპოსტად და, პირველ რიგში, ყველაზე კონფლიქტური პოლუსის, შეერთებული შტატების.
ამიტომ ჩვენ ვერ დავეთანხმებით სუვერენული სომხეთის, ან სუვერენული საქართველოს, ან სუვერენული აზერბაიჯანის, სუვერენული ყაზახეთის, სუვერენული უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის არსებობას.
ვერაფერი სუვერენული ამ ახალ მოდელში ვერ იარსებებს. ან ისინი იქნებიან ჩვენს ბანაკში, ჩვენი ერთიანი კავშირის ნაწილად, ან გადაიქცევიან დასავლეთის, ევროკავშირის, ამერიკის, ან გარკვეულ გარემოებებში – ჩინეთის პლაცდარმად“, – თქვა დუგინმა.
დუგინი გადაცემაში ამბობს, რომ რუსეთმა მოქმედება უნდა დაიწყოს „ისე, როგორც ტრამპმა, რადგან სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ანუ ის ამბობს: ეს ჩემი ტერიტორიაა და ის იქნება ამერიკული. ხოლო ჩვენ ვამბობთ: ეს ჩვენი ტერიტორიაა, ის იქნება რუსული, ევრაზიული“.
ორ კვირაზე მეტია ირანში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. გასული წლის 28 დეკემბერს დაწყებული საპროტესტო აქციები ფართომასშტაბიან პროტესტში გადაიზარდა და დღემდე გრძელდება.
ირანის ხელისუფლება სასტიკი რეპრესიებით ცდილობს სახალხო პროტესტის ჩახშობას.
8 იანვრის მერე ირანში გათიშულია ინტერნეტი, როიტერსის თანახმად, უკვე დაღუპულია 2 500-ზე მეტი ადამიანი და დაკავებულია 18 ათასზე მეტი აქციის მონაწილე.
დღეს, 14 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტი ირანში უფასო გახდა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და SpaceX-ის დამფუძნებელ ილონ მასკს შორის სატელეფონო საუბარი.
ვრცელდება ცნობები იმის შესახებაც, რომ რეჟიმი აპირებს სიკვდილით დასაჯოს პროტესტში მონაწილე ადამიანები. დონალდ ტრამპმა გუშინ, 13 იანვარს თქვა, რომ აშშ „მკაცრ ზომებს“ მიიღებს, თუკი ირანი დაკავებულ აქტივისტებს სიკვდილით დასჯის.
რა ხდება ირანში, რა გახდა მასშტაბური პროტესტის დაწყების მიზეზი და როგორ შეიძლება გაგრძელდეს პროცესები, „ბათუმელები“ ამ თემაზე აღმოსავლეთმცოდნე გიორგი სანიკიძეს ესაუბრა.
ბატონო გიორგი, დავიწყოთ იმაზე საუბრით, ახლა რა ხდება ირანში, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტ კავშირი შეზღუდულია და ზუსტი ინფორმაციის გაგება, გართულებული.
ზუსტი ინფორმაცია ძალიან ძნელი მოსაპოვებელია გასაგები მიზეზების გამო. ახალი ინფორმაცია ცვლილებების შესახებ – ვთქვათ გუშინ რა ხდებოდა ან დღეს დილას რა ხდება, პრაქტიკულად არ არის.
ერთადერთი ძალიან სერიოზული ცვლილება – გუშინდელი ტრამპის განცხადებებია. ირანის ხელისუფლების იდეა, რომ ტრამპის და ირანის წარმომადგენლები შეხვედროდნენ ერთმანეთს, ტრამპის განცხადების მიხედვით, უარყოფილია. მანამ სანამ რეჟიმი არ დაიხევს უკან და მომიტინგეების წინააღმდეგ ასეთი მეთოდების გამოყენებაზე უარს არ იტყვის.
მეორე მომენტი, ტრამპის განცხადება – „დახმარება გზაშია“ და ირანელებისადმი მიმართვა. ეს რას ნიშნავს – ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ შუა გზაზე გაჩერდეს ტრამპი, ამერიკა და არაფერი აღარ მოხდეს საგარეო თვალსაზრისით. თუმცა ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, რა და როგორ იქნება, ამის წარმოდგენა და განსაზღვრა საკმაოდ რთულია დღეს.
ერთი, რაც ნათელია – პროტესტი არ შეწყვეტილა, მიუხედავად ხელისუფლების განცხადებისა, თითქოს თანდათანობით იკლებს საპროტესტო მუხტი. და მეორე, რაც ნამდვილად შეიძლება ითქვას, ირანის ხელისუფლება არასდროს ყოფილა ისეთი სუსტი, როგორიც დღეს არის.
გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნე
როგორ და საიდან დაიწყო ახლანდელი პროტესტი ირანში და რა არის მისი გამომწვევი მიზეზები?
სანამ უშუალოდ პროტესტის გამომწვევ მიზეზზე ვილაპარაკებთ, მინდა მოგიყვეთ უკმაყოფილების და მღელვარებების მიზეზი რა ფაქტორებმა განაპირობეს.
რამდენიმე ფაქტორია: პირველი – ქვეყნის ეკონომიკური მენეჯმენტი დაბალი დონის და უაღრესად გაუმართავია; მეორე – პირველი ფაქტორიდან გამომდინარე, სანქციების გამო, ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესდა სიტუაცია; მესამე ფაქტორი – მასშტაბური კორუფცია სახელისუფლებო ეშელონებში, ელიტებში; მეოთხე ფაქტორად კი შეიძლება დავასახელოთ ის რეპრესიული აპარატი, რომელსაც ხელისუფლება იყენებს მოსახლეობის წინააღმდეგ.
აი, ამ ფაქტორების ერთობლიობაა.
რა გახდა უშუალოდ პროტესტის საბაბი ახლა?
ირანული ვალუტის წარმოუდგენელი დევალვაცია მოხდა ძალიან სწრაფად, რამაც გამოიწვია ეკონომიკური სიტუაციის გაუარესება. არახალია, მაგრამ ახლა ძალიან მძაფრად შეეხო იმ ფენას, რომელიც თავის დროზე შეიძლება ითქვას, რომ ამ რეჟიმის მხარდამჭერი იყო. ლაპარაკია ეგრეთ წოდებულ „ბაზრის ხალხზე“ – ეს არიან წვრილი და საშუალო მოვაჭრეები, წვრილი და საშუალო ბურჟუაზია.
როდესაც ვამბობთ ბაზარს, ნუ წარმოიდგენთ იმას, რა ტიპის ბაზრებიც გვაქვს საქართველოში. ბაზარი ირანში არის ძალიან დიდი სისტემა თავისი მეჩეთებით, მედრესეებით, სოციალური ქსელებით და ასე შემდეგ.
ბაზარი იყო ყოველთვის კონსერვატული – ღრმად რელიგიური და ყოველთვის მხარს უჭერდა რეჟიმს.
აი, სწორედ ბაზრიდან დაიწყო, ანუ რეჟიმის ყოფილი მხარდამჭერებიდან.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.
თავდაპირველი ეკონომიკური მოთხოვნები სწრაფად გადაიზარდა პოლიტიკურ მოთხოვნებში. ამას მოჰყვა მოსახლეობის დიდი უმრავლესობის დარაზმვა. მოსახლეობაში არსებობს კონსენსუსი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ასეთი რეჟიმი აღარ უნდა არსებობდეს ირანში.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ არ არსებობს რეალური პოლიტიკური ოპოზიცია, რომელსაც თავისი გეგმა ექნება. ამას ობიექტური ფაქტორები განაპირობებს – ეს რეჟიმი პოლიტიკური ოპოზიციის არსებობას არ უშვებს. მცირე გამონათებებიც კი სასტიკად არის ჩახშობილი.
მეორე ისაა, რომ დემონსტრანტები შეუიარაღებელი არიან და როდესაც შეიარაღებული შეუიარაღებელს უპირისპირდება, ანუ როდესაც ხელისუფლების შეიარაღებული ძალები უპირისპირდებიან უიარაღო მომიტინგეებს, ეს დიდი უპირატესობაა და შედეგი ყოველთვის ერთია.
რთულია ვილაპარაკოთ, რომ ამ მოძრაობამ შეიძლება გაიმარჯვოს და რეჟიმი შეიცვალოს ირანში.
გარე დახმარების და გარე ძალასთან კოორდინაციის გარეშე ეს ძალიან რთული იქნება.
გარდა ბაზრის ფაქტორისა, სხვა კიდევ რა ფაქტორია, რაცახლანდელ პროტესტს წინა წლების პროტესტებისგან განასხვავებს?
განასხვავებს ის, რომ ახლა ეს პროტესტი მასშტაბურობით წინა წლების გამოსვლებს მიუახლოვდა. თანდათან ძალას იკრებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება – ხელისუფლება საკმაოდ დასუსტებულია.
ეს პირველ რიგში გამოწვეულია, ამერიკის ჩართულობით, ისრაელთან 12-დღიანი ომით. საინტერესო მომენტია ისიც, რომ ირანის მოსახლეობამ ეს ომი არ აღიქვა როგორც სამამულო ომი. მაშინ, როცა ისლამური რესპუბლიკის არსებობის გარიჟრაჟზე ერაყთან ომი გახდა ისლამური რეჟიმის კონსოლიდაციის და ამ რეჟიმის გარშემო ხალხის დარაზმვის ერთ-ერთი საშუალება. დღეს ასე არ ხდება. პირიქით, შეიძლება ითქვას მოსახლეობამ ირანში ნეიტრალურად და სიხარულითაც კი მიიღო 12 დღიანი ომის შედეგები.
და ეს რეჟიმიც კიდევ უფრო დასუსტდა.
ფაქტორი არის ისიც, რაც ზემოთ ვთქვი – ეკონომიკური სიტუაციის უკიდურესი გაუარესება, რომელიც შეეხო არამხოლოდ ღარიბ ფენებს, არამედ ეს შეეხო საშუალო კლასსაც. საკმაოდ ძლიერი განათლებული საშუალო კლასი არსებობს ირანში.
და რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ირანი ახალგაზრდა ქვეყანაა, ახალგაზრდობა მნიშვნელოვან პროცენტია ქვეყნის მოსახლეობის. ახალგაზრდობა არის განათლებული, ღია, დასავლური ღირებულებებით დაინტერესებული. შეთვისებული აქვთ დასავლური ღირებულებები. აი, ამ რეჟიმის პირობებში ახალგაზრდებს ვეღარ წარმოუდგენიათ ცხოვრება.
რა პირობებში დახვდა ირანის ხელისუფლება ამ პროტესტს, რა ხდებაირანის შიდა პოლიტიკაში – ვის ხელშია რეალური ძალაუფლება და რა როლი აქვს უზენაეს ლიდერს მიმდინარე პროცესებში?
როდესაც ვსაუბრობთ ცუდ მენეჯმენტზე, სწორედ ხელისუფლების მოწყობის პრინციპია აბსოლუტურად გაუაზრებელი და პრობლემური.
ერთ მხარეს დგას ხელისუფლების არჩევითი ორგანოები – პრეზიდენტი, პარლამენტი… ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსაც ირჩევენ. მაგრამ მეორე მხარეს დგას რელიგიური ისტებლიშმენტი ქვეყნის უზენაესი ლიდერით, რელიგიური ლიდერით სათავეში. გადაწყვეტილების მიმღები პრაქტიკულად აი, ეს მხარეა – რელიგიურ ისტებლიშმენტს, უზენაეს ლიდერს ემორჩილება ყველა ძალოვანი სტრუქტურა.
რელიგიური ისტებლიშმენტის შექმნილია ე.წ. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი, რომელიც რეჟიმთან შეზრდილი სამხედრო ორგანიზაციაა და რეჟიმის საყრდენს წარმოადგენს. მეორე მხრივ ეს არის უზარმაზარი ბიზნესი – პრაქტიკულად ქვეყნის მასშტაბით ყველა მსხვილ საწარმოებს ეს ორგანიზაცია ფლობს.
გარდა იმისა, რომ დიდი მასშტაბის ბიზნესია, ასევე განსაკუთრებით კორუმპირებული სისტემაა.
არავისთვის არ არის უცნობი, რომ სანქციების გადალახვის, გვერდის ავლის წესები იციან. ამით ხელისუფლება საკუთარ თავზე ზრუნავს და არა მოსახლეობაზე.
როგორია ოპოზიციური ძალების მდგომარეობა ირანში, რამდენად ორგანიზებულები არიან? ირანის ტახტის მემკვიდრე პრინცის სახელი ჩანს აქტიურად…
წინა საპროტესტო გამოსვლების დროსაც რამდენჯერმე გამოჩნდა რეზა ფეჰლევის ფოტოები, მაგრამ ახლა მასობრივია. რეალური ოპოზიციური ლიდერები არ არსებობენ ირანში. ეს, როგორც ვთქვი, განპირობებულია იმით, რომ ხელისუფლება არ აძლევს გასაქანს ოპოზიციას.
ყველაზე რეალური კანდიდატურა არის ყოფილი შაჰის შვილი. მეორე მხრივ, რეზა ფეჰლევის ასე წარმოჩენა და წინ წამოწევა არ მგონია შემთხვევითი და მხოლოდ შიგნიდან მომხდარი ამბავი.
ჩემი აზრით, მას გარედანაც მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს. თავად რეზა ფეჰლევიც თავის გამოსვლებში სულ ტრამპს ახსენებს…თუმცა მეორე მხრივ ცოტა რთული წარმოსადგენია, 21-ე საუკუნის მეორე მეოთხედში მონარქიის აღდგენა რომელიმე ქვეყანაში. ვნახოთ, რა იქნება.
მძიმე კადრები გავრცელდა – საავადმყოფოების ეზოები სავსეა დახოცილი მომიტინგეების გვამებით. როგორი შეიძლება იყოს ამაზე ირანული საზოგადოების რეაგირება?
ირანის ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით დააშინებს პროტესტანტებს. მაგრამ მე მგონი ისეა ტალღა აგორებული, რომ მსგავსი რეპრესიებით ხელისუფლება ვეღარაფერს გახდება. მით უმეტეს, ფაქტია, რომ გარედან სერიოზული საფრთხე აქვთ და მთელი რიგი პირობები აქვთ წაყენებული.
მე, მაგალითად, ისიც არ მესმის, რომ რა საკითხზე შეეძლოთ შეხვედროდნენ ერთმანეთს ტრამპის და ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები, რა საკითხზე შეეძლოთ მოლაპარაკებები. აქ არის შავი და თეთრი – ან უნდა იყოს ეს რეჟიმი, ან არ უნდა იყოს.
ფიქრობთ, რომ ირანის რეჟიმისმძიმე სადამსჯელო რეპრესიული აპარატი ვერ დააშინებს პროტესტში მონაწილე ირანელ ხალხს?
ჩემი აზრით, ვერ…რამდენად შეძლებს რეპრესიებით ეს რეჟიმი არსებობის გახანგრძლივებას, ეს საკითხია. ჯერჯერობით ამ კითხვებზე პასუხი არ არის.
ფაქტია, რომ რეპრესიული ზომებით პროტესტის ჩახშობა ძალიან რთული და წარმოუდგენელია. თუმცა შეიძლება ამით გაიხანგრძლივოს არსებობა… მეორე მომენტიცაა – დღეს ირანის ქუჩებში გამოსული ადამიანების სურვილების განხორციელება, ანუ ამ რეჟიმის ცვლილება, მხოლოდ გარე ძალებთან, გარე ძალასთან კოორდინაციით არის შესაძლებელი.
რა არის მოვლენების განვითარების ყველაზე რეალისტური სცენარი უახლოეს პერიოდში?შესაძლებელია თუ არა რეჟიმის შიგნით ბზარის გაჩენა?
ერთ-ერთი ფაქტორი იმის, რაც ხდება დღეს ირანში, თავად ამ რეპრესიული რეჟიმის არსებობაა. რამდენად შეძლებს რეჟიმი ამ პროტესტის ჩახშობას და მერე გააგრძელებს მოსახლეობის საკუთარ სახლებში დევნას, ამაზე დღეს პასუხი არა მაქვს.
ჩემი მთავარი ვერსიაა, რომ გარე ჩარევის გარეშე გამარჯვება დემონსტრანტებს არ შეუძლიათ.
უბრალო შეიარაღებაც კი არ აქვთ. რევოლუცია რომ განხორციელდეს, სერიოზული შეიარაღება უნდა ჰქონდეთ და სერიოზული ფინანსებიც სჭირდებათ.
როცა ისლამური რევოლუცია მოხდა, სასულიერო ლიდერებს უზარმაზარი ფინანსები ჰქონდათ.
გარედან დახმარებას რაც შეეხება, რას მოიმოქმედებს ამერიკა გარკვეული არ არის – არ ვიცით, რეალურად რას ნიშნავს ტრამპის განცხადება – „დახმარება გზაშია“.
თუ სამთავრობო შენობები დაიბომბა ან ირანის აღმოსავლეთში დარჩენილი ატომური ობიექტები – ეს სიმბოლური იქნება და არაფრის მომტანი. თუ ვთქვათ ფართომასშტაბიანი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა, ამ შემთხვევაში რეჟიმი ვეღარ გაძლებს. ოღონდ აი ამ შემთხვევაში, გარე ძალასა და შიგნით არსებულ ძალებს შორის კოორდინირებაში უნდა იყოს რაღაც გეგმა.
ბუნებრივია, ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ ვიცით.
არ ვიცით, რა პროცესები მიდის ირანის პოლიტიკურ ელიტაში, ხელისუფლებაში ან სასულიერო ხელისუფლებაში. სავარაუდოა, რომ გარკვეული კონტაქტები არის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ ვისთან არის, როგორ არის და რაზე ფარული შეთანხმებები, ამაზე პასუხი ვერ გვექნება.
სავარაუდოა, რომ ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან იყოს კონტაქტი. შეიძლება ისიც დავუშვათ, რომ არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა შიგნით ხელისუფლებაში.
თუმცა დღეს ხელისუფლება შეკრულია – პრეზიდენტი, რომელიც თავდაპირველად შედარებით ზომიერი პოზიციით გამოდიოდა, ახლა პრაქტიკულად იმეორებს უზენაესი ლიდერის სიტყვებს. უფრო ხისტი გახდა მისი გამოსვლები. მაგრამ ხვალ არ ვიცით რა იქნება.
ბოლოს გკითხავთ – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ირანში მიმდინარე პროცესებს სამხრეთ კავკასიაზე და რა თქმა უნდა საქართველოზე?
იცით, ეს ძალიან რთული კითხვაა. სამხრეთ კავკასია ირანისთვის მნიშვნელოვანი რეგიონია. პირველ რიგში, საქმე ეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს, განსხვავებული ურთიერთობები აქვთ ამ ორ ქვეყანასთან.
საქართველოსთან ურთიერთობები არ არის ძალიან მჭიდრო, მაგრამ რაღაც უცნაური ფაქტებიც მოხდა. იგივე ყოფილი პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩვენი პრემიერის ჩასვლა და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ირანთან კავშირი არ გამოკვეთილა, მაგრამ აქ არის მეორე მომენტი – სამხრეთ კავკასია და მათ შორის საქართველოც, ირანის სავაჭრო პარტნიორია.
საქართველოს ვაჭრობა ირანთან არ არის დიდი მოცულობის, მაგრამ უკანასკნელ წლებში იზრდება. სომხეთსა და აზერბაიჯანს უფრო მეტი სავაჭრო მოცულობა აქვთ.
ტრამპის იდეა, რომ 25-პროცენტიანი საბაჟო ტარიფი დააწესოს, რა თქმა უნდა, იმოქმედებს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზეც.
ცოტა უტოპიურად ჟღერს, მაგრამ შორეულ, ან თუნდაც ახლო მომავალს შეგვიძლია შევხედოთ იმედით, რომ რეგიონში გაჩნდეს ქვეყანა, რომელიც თანდათანობით დემოკრატიული გახდება. ეს ძალიან მისასალმებელი იქნება.
ცვლილებები ადმინისტრაციული სამსახურიდან დაიწყო – ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად ბათუმის მერმა მარიამ ხაზარაძე დანიშნა.
ადმინისტრაციის ახალი უფროსის დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი გიორგი ცინცაძემ 2025 წლის 17 დეკემბერს მოაწერა.
ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, ინვენტარის, მომსახურება და კონსულტირება.
მარიამ ხაზარაძე აჭარის სოფლის მეურნეობის არალეგიტიმური მინისტრის, დენის სალუქვაძის ცოლია.
დენის სალუქვაძის მიერ 2025 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, სადაც მეუღლის მონაცემებიც მიუთითა, წერს, რომ მარიამ ხაზარაძე იურისტია და ის აქამდე კერძო იურიდიულ პრაქტიკას ეწეოდა.
ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, რომელიც ბათუმის მერიამ გამოაქვეყნა, მარიამ ხაზარაძე 2014-16 წლებში მუშაობდა თსუ-ს იურიდიული ბიბლიოთეკის მენეჯერად, 2017 წელს ხელშეკრულებით იყო დასაქმებული ცესკოში კოორდინაციის დაგეგმვის და ანგარიშგების დეპარტამენტში, ხოლო 2017 წლიდან სხვადასხვა ადგილას მუშაობდა იურისტად.
ასევე ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 2017 – 2019 წლებში იყო მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედიტსერვისის“ იურისტი, 2019 – 2022 წლებში კი „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ იურისტი. ხოლო 2022 – 2025 წლებში „ინვეტ ჯგუფის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
გიორგი ცინცაძემ ბათუმის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე ბრძანება 2026 წლის 9 იანვარს გამოსცა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ეს ბრძანება მერიის თანამშრომლების ნაწილს უკვე გააცნეს და ხელიც მოაწერინეს.
მარიამ ხაზარაძე ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ბათუმის მერმა რეორგანიზაციის პროცესის ჩატარება დაავალა.
რეორგანიზაციის ჩატარება ასევე დაევალათ ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს – კახა დიასამიძეს და ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს – მუხრან ჯორბენაძეს.
რეორგანიზაციის კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებაზე პასუხისმგებლები არიან ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და მისი მოადგილეები: ნუკრი დეკანაძე და სოფიკო ხალვაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 221 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +990. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
ტანკი – 11 550 ერთეული [+6]
ჯავშანტექნიკა – 23 902 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 36 098 ერთეული [+74]
MLRS – 1 603 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 275 ერთეული [+5]
თვითმფრინავი – 434 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 106 428 ერთეული [+1 074]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 163 ერთეული [+8]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 74 119 ერთეული [+232]
სპეცტექნიკა – 4 042 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 14 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
670 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
108 925 უპილოტო საფრენი აპარატი
645 საზენიტო სარაკეტო სისტემა
27 115 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 641 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
32 567 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
51 746 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ქობულეთის მერიაში დიდი რესტრუქტურიზაცია – რეორგანიზაციის პროცესი იწყება. მერია აუქმებს ზედამხედველობის სამსახურს და 2 ახალ ა(ა)იპ-ს და 1 შპს-ს ქმნის.
ამავე დროს, თანამდებობები დატოვეს მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური სამსახურების უფროსებმა: დავით ბოლქვაძემ და ზურაბ ამაღლობელმა.
ქობულეთის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ირაკლი რომანაძემ კი ჯერ ისევ არ იცის, რა პოზიცია ექნება ქობულეთის მუნიციპალურ ინსპექციაში, რომლის შექმნასაც მერია უახლოეს მომავალში გეგმავს.
„არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. მე ჯერ ვაგრძელებ მუშაობას, როგორც ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი“ – გვითხრა ირაკლი რომანაძემ.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ყოფილმა უფროსმა დავით ბოლქვაძემ გვითხრა, რომ განცხადება სამსახურიდან წასვლის თაობაზე საკუთარი სურვილით დაწერა: „კერძოში ვაპირებ გადასვლასო“, ზურაბ ამაღლობელმა კი ჩვენს კითხვებს საერთოდ არ უპასუხა. „რატომ მირეკავთ და მაწუხებთ“ – გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ორივე მათგანს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.
ქობულეთის მერიაში უკვე წლებია ვაკანტურია არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობა. ამ სამსახურში უფროსის მოვალეობას მოადგილე, ნათია ბასიაშვილი ასრულებს, თუმცა მერიაში მისი სამსახურის უფროსად დანიშვნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ.
ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ, თუმცა „ბათუმელების“ ინფორმაციით მერმა უკვე მოაწერა ხელი ბრძანებას რეორგანიზაციის დაწყების შესახებ და მას თანამშრომლებს შემდეგ კვირაში გააცნობენ.
რაც შეეხება ახალ ა(ა) იპებს, ქობულეთის მერია აპირებს შექმნას მუნიციპალური ინსპექცია, რომელიც საზედამხედველო სფეროებს ჩაიბარებს და მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო, რომელიც მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებას გაუწევს ორგანიზებასა და კონტროლს.
ქობულეთის მერი გეგმავს ასევე შპს ,,ქობულეთის შუქურა 1960“ -ს დაფუძნებას. მერს საკრებულოს თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებითაც აქვს.
ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, ქალაქის მერია საინფორმაციო დაფის განთავსებას გეგმავს, რომელზეც 9 აპრილს დაღუპულთა სახელები იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე. ეს მემორიალი შარტავას გამზირზე უკვე მეშვიდე წელია რაც მოწყობილია.
პროექტის მიხედვით საინფორმაციო დაფა მემორიალის უკანა მხარეს განთავსდება.
„გმირთა ხეივანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან საინფორმაციო დაფის მოწყობაზე“ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 19 ათას 700 ლარით აქვს გამოცხადებული.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდი იქნება.
რენდერი – საინფორმაციო დაფა 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და წარწერა აღნიშნულ დაფაზე / ფოტოები პროექტიდან
ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2026 წლის 25 იანვარს დაიწყება და სამ დღეში, 28 იანვარს დასრულდება.
„პროექტი ითვალისწინებს ჟიული შარტავას ქუჩაზე არსებული 9 აპრილის მემორიალთან საინფორმაციო დაფის მოწყობის სამუშაოებს. სამუშაოების თანმიმდევრობა საპროექტოს მიერ ჩამოყალიბდა შემდეგი თანმიმდევრობით: უნდა მოეწყოს წერტილოვანი საძირკველი შემდგომში საინფორმაციო დაფის დასამონტაჟებლად; შემდგომ საძირკველზე უნდა განხორციელდეს გრანიტის ელემენტების ნახაზზე მოცემული თანმიმდევრობით დამონტაჟება საანკერო არმატურების გამოყენებით.
პიედესტალზე გამოყენებულია სხვადასხვა სისქის მწვანე გრანიტის გაპრიალებული ფილები (დიაბაზი) ხოლო უშუალო საინფორმაციო დაფა წარმოადგენს შავი პრიალა გრანიტის, სისქით 10 სმ-იანი ფილისგან ნაკვეთი წიგნის ფორმის რელიეფურ ზედაპირს რომელზეც ტექსტი ოქროსფრად უნდა იქნეს დატანილი ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე (ასოების დატანა კვეთის მეთოდით).
გრანიტის ელემენტების სამონტაჟოდ უნდა იქნეს გამოყენებული მაღალი ხარისხის ყინვამედეგი მასალები (წებოცემენტი ყინვაგამძლე, ბუნებრივი ქვის, სილიკონი/გერმეტიკი)“ – წერია ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.
ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი 2019 წელს მოაწყვეს. მემორიალის მოწყობა ბათუმის მერიას თავდაპირველად ძველ ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მაშინ უარი განაცხადა.
დაიმახსოვრეთ მკვლელებისა და მოძალადეების სახელები. ისინი დიდ ფასს გადაიხდიან.
მე გავაუქმე ყველა შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან მანამ, სანამ მომიტინგეების უაზრო მკვლელობები არ შეწყდება. დახმარება გზაშია“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ truthsocial-ზე.
ამავე დროს, აშშ-ის ვირტუალური საელჩო ირანში მოუწოდებს ირანში მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს, სასწრაფოდ დატოვონ ირანი.
„დატოვეთ ირანი ახლავე. შეადგინეთ ირანიდან გასვლის გეგმა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული აშშ-ის მთავრობის დახმარებაზე. თუ წასვლას ვერ ახერხებთ, იპოვეთ უსაფრთხო ადგილი თქვენს საცხოვრებელში ან სხვა უსაფრთხო შენობაში. იქონიეთ საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა აუცილებელი ნივთების მარაგი“ – ნათქვამია ვირტუალური საელჩოს განცხადებაში.
ბოლო ცნობების თანახმად, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დაახლოებით 2 000 ადამიანია მოკლული, მათ შორის – უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის თანახმად, ამის შესახებ ინფორმაცია ირანელმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა დღეს, 13 იანვარს.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ირანის ხელისუფლებამ აღიარა ორკვირიანი საყოველთაო არეულობის მკაცრი ჩახშობის შედეგად გამოწვეული მსხვერპლის ასეთი მაღალი მაჩვენებელი.