ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა.
შემთხვევა დღეს, 13 აგვისტოს მოხდა.
ინფორმაცია ქალის მდგომარეობის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ბათუმელებს” მატარებელში მყოფმა მგზავრმა უთხრა, ამჟამად მატარებელი გაჩერებულია და მგზავრებს ვაგონების დატოვების უფლებას არ აძლევენ.
“ბათუმელები” დაუკავშირდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს რკინიგზას.
ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.





