მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს დაუყოვნებლივ შეისწავლონ ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მუქარის, სისტემური დევნის და პერსონალური მონაცემების დამუშავების დარღვევის ფაქტები – აცხადებს მედიაომბუდსმენი.
„დღეს, 2024 წლის 9 მაისს შესაბამის უწყებებს შევატყობინეთ „სტუდია მონიტორის“ გამგეობის თავმჯდომარის, ნინო ზურიაშვილის და ამავე ორგანიზაციის მთავარი რედაქტორის ნანა ბიგანიშვილის, „TOK TV“ დამფუძნებელის და „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორის ნათია კუპრაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ.
ხელისუფლების მხრიდან მედიის წარმომადგენლების დაშინების ტენდენცია უკიდურესად საშიშ ფორმებს იღებს. ეს დანაშაულებრივი ქმედებები ერთის მხრივ, ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში, მეორეს მხრივ, ქმნის რისკებს ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ფიზიკური უსაფრთხოების თვალსაზრისითაც კი“, – აღნიშნულია მედიაონბუდსმენის განცხადებაში.
დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელა ასევე ონლაინ მედიებმა.
„ქართულ ოცნებას“ რუსული კანონი ჯერ არ მიუღია და თავისუფალი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ უკვე აამოქმედა რეპრესიული მეთოდები, რაც მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას…
შექმნილი ვითარება – ხელისუფლების მხრიდან მუქარისა და ძალადობისკენ საჯაროდ მოწოდების შემცველი ქმედებები ხელს გვიშლის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში.
ნებისმიერი ჟურნალისტის და მათი ოჯახის წევრების მიმართ დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებთ ხელისუფლებას“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს ოცამდე ონლაინ მედია აწერს.
„ერთადერთი ვარიანტი, რომ მე აქციებზე დგომა არ გამეგრძელებინა, იყო ციხეში თუ ჩამსვამდნენ. რამდენი დღითაც შემაბრუნებდნენ, იმდენი დღე ვერ გამოვიდოდი. ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის,“ – ეს მეთორმეტეკლასელი სანდრო ჯოხაძის სიტყვებია, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ რამდენიმე დღის წინ 2200 ლარით დააჯარიმა.
სანდრო ჯოხაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც ბოლო დღეებში რუსულ კანონს აპროტესტებს. ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევის გზითაც ცდილობს, აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ძალადობით… აქციაზე დაკავებულებს შორის სკოლის მოსწავლეც მოხვდა. ისიც სამართალდამრღვევად მიიჩნია მოსამართლემ.
მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს სასამართლო ნებისმიერ შემთხვევაში სამართალდამრღვევად აფასებს.
„ორკესტრირებულად მოქმედებენ შსს და სასამართლო,“ – ამბობს ადვოკატი მარიამ პატარიძე. უფლებადამცველების პოზიცია პირდაპირია: სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებს და პროტესტის მოგუდვას ცდილობს – გვიყვებიან ისინი.
მას აქეთ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა და რუსული კანონი შემოაბრუნა პარლამენტში, აქციებზე 70-მდე პირი დააკავეს. მათ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს, ვისაც იურიდიული დახმარება შეუძლია. უფლებადამცველების განმარტებით, ამ დრომდე 10 დაკავებულის საქმის განხილვა დასრულდა. ორ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლომ ყველაზე მკაცრი ზომა – ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენა, ძირითადად მოსამართლე 2000-2600 ლარამდე აჯარიმებს მოქალაქეებს, რომლებიც რუსული კანონის მიღებას აპროტესტებენ, ერთ შემთხვევაში კი, მოსამართლეს შენიშვნა გამოუყენებია.
რამდენიმე მოსამართლის შესახებ გიყვებით, რომლებიც პროტესტის გამოხატვის დასჯას, რეალურად რუსული რეჟიმის და ავტორიტარიზმის განმტკიცებას უწყობენ ხელს.
„ამ მოსამართლეების გადაწყვეტილებას საერთო არაფერი აქვს კანონთან, სამართალთან, სამართლიან სასამართლოსთან“ – კატეგორიულია, მაგალითად, ადვოკატი გიორგი ტაბატაძე. ისიც აქციაზე დაკავებულებს იცავს სასამართლოში.
უფლებადამცველების თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების მონაწილეებს ყველაზე ხშირად მოსამართლეები: კობა ჩაგუნავა, ლელა ცაგარეიშვილი და კობა ჩიკაშუა სჯიან. ადვოკატების თქმით, მოსამართლეების მიდგომა იდენტურია: პოლიციელების სამხრე კამერები გამორთულია, ადვოკატების მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებას, ანუ ნეიტრალურ მტკიცებას კი, რასაც ეროვნული, თუ საერთაშორისო კანონმდებლობით მოსამართლე უპირატესობას უნდა ანიჭებდეს, მოსამართლე საერთოდ არ იზიარებს – მოსამართლეები ძირითადად პოლიციელების ჩვენებებს ეყრდნობიან.
აქციაზე დაჯარიმებული მე-12 კლასელი: „მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო გიზრდის“
კობა ჩაგუნავა მოსამართლეა, რომელიც ხშირად ხვდება პროტესტის გამოხატვის გამო დაკავებულ აქტივისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში – მოსამართლე თითქმის ყველას აჯარიმებს.
ამ მიდგომის ბოლო მაგალითი მე-12 კლასელი სანდრო ჯოხაძე – სკოლის მოსწავლე რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე 16 აპრილს გამოვიდა და დააკავეს. ის მოსამართლემ 2200 ლარით დააჯარიმა.
სანდრო ჯოხაძე
„ორი მოწმე, ორი პოლიციელი ჰყავდათ. ერთი, მანქანაში რომ ჩამსვეს მაშინ ვნახე და მეორე საერთოდ თვალით არ მინახავს აქამდე. ჩვენ მტკიცებულებებად ვიდეოები გვქონდა, მოწმეებიც გვყავდა ოთხი. შსს-ს ვიდეოებზეც კი ჩანდა, რომ ეს პოლიციელები იტყუებოდნენ და საერთოდ არ ყოფილან ახლო-მახლო. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე ხშირად, სასამართლომ ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რაც შსს-ს უნდოდა და 2200 ლარი დამაკისრეს“.
სანდრო ჯოხაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმელებთან საუბარს ცდილობდა. ის ძმასთან, „ჭავჭავაძის ცენტრის“ მკვლევარ გიგა ჯოხაძესთან ერთად, 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.
სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობის შემთხვევებზე გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გრძელდება. ეს სისხლის სამართლის საქმეა, რაც დღემდე არ დასრულებულა.
მოსამართლე კობა ჩაგუნავა
2500 ლარით დააჯარიმა მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ირაკლი კუპრაძე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 2024 წლის 16 აპრილს დააკავეს. ირაკლი კუპრაძე „ლელოს“ გენერალური მდივანია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კობა ჩაგუნავამ „2011 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა იურიდიული განხრით“, ხოლო მანამდე, 2008 წელს თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი.
კობა ჩაგუნავა 2011 წლიდან მუშაობს სასამართლოს ადმინისტრაციაში. „სასამართლოს გუშაგის“ ინფორმაციით, კობა ჩაგუნავამ სასამართლო კლანთან დაახლოება მოახერხა:
„რევაზ ნადარაიას [თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017-2020 წლები] სახელს უკავშირდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულის, კობა ჩაგუნავას კარიერული წინსვლა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია [სოფელი დიდი ჭყონია], მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ როდესაც ნადარაია ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო; როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს გადმოვიდა ამავე სასამართლოში; ხოლო, როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. ვინაიდან ჩაგუნავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლის მსმენელი გახდა, არ არის გამორიცხული, ჩაგუნავა უახლოეს მომავალში საბჭომ მოსამართლედ დაინიშნოს, რადგან სკოლის დამთავრება მოსამართლედ დანიშვნის წინაპირობაა,“ – ამბობდა ნაზი ჯანეზაშვილი ნეტგაზეთთან“ 2020 წელს.
2020 წლეს კობა ჩაგუნავა მართლაც მოსამართლედ გაამწესეს, 2023 წლიდან კი, იგი უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კობა ჩაგუნავამ 2019 წელს მემკვიდრეობით მიიღო მიწის ნაკვეთი [10 227 კვ. მეტრი] მარტვილში, სოფელი დიდი ჭყონია. საკარმიდამო მიწის
ნაკვეთზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი 257.4 კვ. მეტრი.
კობა ჩაგუნავას 2021 წელს შეუძენია ავტომანქანა TOYOTA CAMRY 9253 აშშ დოლარად. მას „საქართველოს ბანკის“ სესხი აქვს 2018 წლიდან 14 ათასი ლარი. დეკლარაციიდან არ ირკვევა, კიდევ ვინ არიან მისი ოჯახის წევრები, ან სად ცხოვრობს მოსამართლე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს.
„სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები მიზნად ისახავს ადამიანების დაშინებას, საპროტესტო მუხტის შემცირებას“ – ადვოკატი
ბოლო პროცესიდან ადვოკატს მარიამ პატარიძეს შსს-ს წარმომადგენელი დაამახსოვრდა, როცა მან მოსამართლე ირაკლი ჩუკაშუას მიმართა, დაკავებულის მიმართ მკაცრი ზომა გამოიყენეთ, ამას შემაკავებელი ფუნქცია ექნებაო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ ანდრო ჭელიძეს 2024 წლის 19 აპრილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 5 დღით.
ანდრო ჭელიძე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან დააკავეს. დაკავებულის ადვოკატის მტკიცებით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს.
„სინამდვილეში იგულისხმებოდა მსუსხავი ეფექტი, რაც აქვს ასეთ გადაწყვეტილებებს… ჩვენი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლე დაკავებულებს უწესებს მაღალ ჯარიმებს და იყენებს პატიმრობასაც, როცა კონვენცია ამბობს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას, სისხლის სამართლის სტანდარტი უნდა ვრცელდებოდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა შსს-ს არ წარმოუდგენია, რაც დაადასტურებდა ანდრო ჭელიძის მხრიდან სამართალდარღვევას. სასამართლო მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებას დაეყრდნო.
ჩვენ წარვადგინეთ ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანდა ანდრო ჭელიძეზე განხორციელებული ძალადობა. მოსამართლემ გადაწყვეტილება მაინც შაბლონურად მიიღო და გვითხრა, რომ ძალადობის სავარაუდო შემთხვევა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გამოიძიოს.
მანკიერი პრაქტიკა გრძელდება – მოწმე პოლიციელების ჩვენება საკმარისია, რომ მოხდეს პირის პასუხისგებაში მიცემა. შსს-ს მოთხოვნა უპირობოდ დააკმაყოფილა მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუამ,“ – გვითხრა მარიამ პატარიძემ, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატმა.
მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა
ირაკლი ჩიკაშუა 2021 წლიდან გაამწესეს მოსამართლედ იმ დროს, როცა სამოქალაქო ორგანიზაციები და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები დაჟინებით ითხოვდნენ, ვიდრე სასამართლოში რეფორმები არ ჩატარდებოდა, მოსამართლეების უვადოდ გამწესება შეწყვეტილიყო.
მოსამართლედ გამწესებამდე ირაკლი ჩიკაშუა სხვადასხვა ბანკის იურისტად მუშაობდა. 2010 – 2019 წლებში ჩიკაშუა „საქართველოს ბანკის“ იურისტი იყო.
2024 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლეს მხოლოდ ერთი – 57 კვ. მეტრი ბინა აქვს თბილისში, წერეთლის გამზირზე. ეს ბინა 2011 წელს 40 ათას ლარად შეუძენია.
მოსამართლედ გამწესებიდან რამდენიმე თვეში, 2021 წელს, ირაკლი ჩიკაშუას სესხი აუღია 34 880 ლარი აუღია – მოსამართლეს ავტომანქანა hyundai tucson 2017 შეუძენია.
ირაკლი ჩიკაშუას ჯამაგირი 2023 წელს 84 977 ლარი იყო. დეკლარაციის მიხედვით, მას საკრედიტო ბარათიც აქვს გახსნილი.
„უნდათ, რომ ხალხს აქციაზე გამოსვლის შეეშინდეს, მოსამართლე არ იცავს ადამიანს“ – ადვოკატი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის შესახებ
„მოსამართლის მხრიდან მიკერძოება ცხადი იყო: არ მაძლევდა კითხვების დასმის შესაძლებლობას, როცა ხედავდა, რომ პოლიციელი ვერ პასუხობდა შეკითხვას, ან მათი მხრიდან სიცრუე გამოაშკარავდა, მაწყვეტინებდა კითხვას თავისი ინიციატივით,“ – ამბობს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივიდან“. ის აქციაზე 2024 წლის 28 აპრილს დაკავებული ირაკლი [ბუკა] პეტრიაშვილის ინტერესებს იცავდა.
ალექსი პეტრიაშვილი 2012-14 წლებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. ამჟამად კი „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარია.
ალექსი პეტრიაშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2 ათასი ლარით დააჯარიმა.
ადვოკატი გიორგი ტაბატაძე გვიხსნის, რას ედავებოდა ალექსი პეტრიაშვილს შსს – კორდონის გარღვევას ცდილობდა და თან პოლიციელებს მონებს გვეძახდიო.
„თუმცა ეს არ ჩანდა არცერთ ვიდეოში, რაც მათ წარმოადგინეს. „ტვ პირველის“ ჩანაწერი წარმოადგინეს, ასევე შსს-ს პრესცენტრის ვიდეოჩანაწერი, თუმცა იქ ალექსი პეტრიაშვილი საერთოდ არ ჩანს,“ – გვიყვება გიორგი ტაბატაძე. – „ჩვენ კი წარვადგინეთ „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ ბუკა პეტრიაშვილის მხრიდან არავითარ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ნანახი გექნებათ კადრები, ხელებაწეული დგას ბუკა და პოლიციელებს სთხოვს სცენაზე შეუშვან რამდენიმე მონაწილე, დროშებით აქ დადგებიანო. დააკავეს და მიუყვანეს ადამიანებს მანქანასთან, მათ მისცეს ჩვენება სასამართლოს. ისინი არ იღებდნენ ბუკას დაკავებაში მონაწილეობას, ასევე მათი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი იყო.
კადრებში ჩანს, რომ ბუკას წინ დგას გიგა მემანიშვილი [ საპატრულო პოლიციის მაღალჩინოსანი], სავარაუდოდ მან მიიღო ბუკას დაკავების გადაწყვეტილება. როცა ხელმძღვანელი იქ დგას, მის გარეშე არ მიიღებდნენ გადაწყვეტილებას. ჩვენ მოვითხოვეთ მემანიშვილის მოწმის სახით დაბარება სასამართლოში, რაც მოსამართლემ გაუგებარი მიზეზით არ დააკმაყოფილა.
ჩვენ მოწმეების სახით წარვადგინეთ ასევე ლაშა ბუღაძე და ხათუნა ლაგაზიძე, ისინი რომ იქ იმყოფებოდნენ, ეს დასტურდება ვიდეოჩანაწერებით, თუმცა არც ეს გაიზიარა მოსამართლემ.
ტრადიციად დაამკვიდრეს აბსურდული გადაწყვეტილებების მიღება. გაუგებარია, რას დაეყრდნო მოსამართლე. სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილებები არის დასამარება გამოხატვის თავისუფლების, ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა“, – უკმაყოფილებას არ მალავს ადვოკატი გიორგი ტაბატაძე.
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი
რა როლს ასრულებს ამ პროცესში მოსამართლე, როცა ხელისუფლება საპროტესტო მუხტის ჩახშობას სხვადასხვა უკანონო გზით ცდილობს?
„არ ვიცი, რა როლს ასრულებს მოსამართლე, მაგრამ ფაქტია, ის არ იცავს მოქალაქეს სახელმწიფოს თვითნებობისგან, შსს-ს უკანონო დაკავებისგან. მოსამართლემ უნდა აღკვეთოს მოქალაქის უკანონო დაკავება და პასუხისგებაში მიცემა, მაგრამ ის ფორმალურად აფორმებს დაკავებას.
მე არ მსმენია ამ საპროტესტო აქციებზე, სადაც რუსულ კანონს აპროტესტებენ, ერთ წელზე მეტია სრულად გამამართლებელი გადაწყვეტილება მიეღოს მოსამართლეს. გამონაკლისი გურჯაანის მოსამართლეა, რომელმაც ყვარელში ლავროვის საწინააღმდეგო აქციაზე რამდენიმე დაკავებული გაამართლა. თუ ხედავს მოსამართლე, რომ დაკავებული სიღარიბის ზღვარს მიღმაა, შშმ პირია, დევნილია, მაშინ შეიძლება შენიშნა მისცეს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ადგენს სამართალდარღვევას.
ჩემი დაკვირვებით, შემთხვევითობის პრინციპით აკავებენ. არავინ იცის, მაგალითად, რატომ დააკავეს ბუკა პეტრიაშვილი. უნდათ, რომ ხალხს აქციაზე გამოსვლის შეეშინდეს, ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება დაგაკავონო. მოსამართლე კი, არ იცავს ადამიანს. ამ ყველაფერს სამართლიანობის დადგენასა და წესრიგის დაცვასთან საერთო არ აქვს,“ – უთხრა გიორგი ტაბატაძემ „ბათუმელებს“ და დასძინა: ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს განზრახ, 24 საათის ნაცვლად 48 საათს რომ აყოვნებენ.
ეს კონსტიტუციის დარღვევაა, როცა 24 საათში უნდა გაათავისუფლონ, უხანგრძლივებენ 48 საათამდე, თითქოს რაღაც მტკიცებულებები უნდა მოიპოვონ. ეს არის დასჯის მიზნით“.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის მეუღლე დავით მჭედლიძე რამდენიმე უძრავი ქონების, ასევე ავტომანქანების მესაკუთრეა. იგი ადვოკატია და ამავდროულად რამდენიმე კომპანიის დირექტორი, მეწილეც, თუმცა მისი შემოსავალი ჯამურად 2022 წელს 27 318 ლარი იყო, მოსამართლისა – 76 380.
დავით მჭედლიძისთვის 2022 წელს მშობელს უჩუქებია 8 ათასი ლარი.
2022 წელს დავით მჭედლიძეს 1500 ლარად შეუძენია აბაშაში, სოფელ ზანათში 6700 კვ. მეტრი მიწა. ამავე წელს მჭედლიძეს 6 ათას ლარად ახმეტაში, სოფელ ზემო ალვანაში უყიდია 4986 კვ. მეტრი მიწა.
2022 წელს დავით მჭედლიძეს Hyundai tucson უყიდია 6630 დოლარად, 2020 წელს მას იგივე მარკის ავტომანქანაში 37 500 ლარი გადაუხდია.
მოსამართლის ქმარს წინა წლებშიც გახდა რამდენიმე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.
დავით მჭედლიძეს 2017 წელს აჩუქეს თიანეთში, სოფელ დევენაანთხევში 2650 კვადრატული მეტრი მიწა. დეკლარაციაში არ ჩანს, ვინ აჩუქა დავით მჭედლიძეს მიწის ნაკვეთი.
დავით მჭედლიძეს 2013 წელს 2500 ლარად შეუძენია თიანეთში, სოფელ ღულელებში 2,3468 კვ. მეტრი მიწა, სადაც მშენებარე ნაგებობებია. 2015 წელს კი, 40 000 ლარად შეუძენია ამავე სოფელში 86824 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.
დეკლარაციის მიხედვით, 2013 წელს დავით მჭედლიძეს აჩუქეს ბინა თბილისში ნუცუბიძის ფერდობზე. 2011 წელს კი, 27 900 დოლარად უყიდია 105 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე.
ლელა ცაგარეიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობა მოსამართლის თანაშემწის პოზიციაზე 2015 წელს დაიწყო, ლელა ცაგარეიშვილი მოსამართლედ 2020 წელს გაამწესეს. ის უვადოდ 2023 წელს გაამწესეს.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ
ნინო შჩერბაკოვიც თბილისის საქალაქო სასამართლოში ხშირად განიხილავს საპროტესტო აქციებზე დაკავებულების საქმეებს.
ნინო შჩერბაკოვის ანგარიშზე სამაგალითო საქმეებია, როგორ შეიძლება ხელი შეუწყოს მოსამართლემ პროტესტის ჩახშობას: მაგალითად, 2024 წლის თებერვალში მოსამართლე ნინო შჩერბაკოვამ 5 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა სამოქალაქო აქტივისტს, ნატა ფერაძეს. მოქალაქე მოსამართლემ იმიტომ დასაჯა, რომ სტალინის გამოსახულებიან ხატს საღებავი შეასხა.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი
ამავე მოსამართლემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც 2024 წლის იანვარში თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესს აშუქებდა, პოლიციელებმა კი, პროფესიულ საქმიანობის შესრულების საშუალება არ მისცეს და დააკავეს.
ამ საქმეში ჟურნალისტმა მოსამართლე ნინო შჩერბაკოვს აქციაზე ვიდეო აჩვენა, სადაც ჩანს, რომ ვიდეოს გადაღების დროს სრულიად უმიზეზოდ პოლიციელებმა ხელი შეუშალეს და დააკავეს. ჟურნალისტი ამბობს, რომ დაკავების შემდეგ პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ, აგრესიულად ექცეოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ თანამშრომელი საბა ბრაჭველი 2023 წელს 500 ლარით დააჯარიმა ბანერისთვის, რომელზეც ეწერა „ირაყლი“. მან ასევე 500 ლარით დააჯარიმა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი, რომელსაც ხელში მხოლოდ ცარიელი ფურცელი ეკავა და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტი შოთა თუთბერიძე, რომელიც დაკავების მომენტში პარლამენტის კიბეებთან იჯდა ბანერით ხელში.
მოსამართლემ იგივე ოდენობის ჯარიმა კიდევ ორი აქტივისტს დააკისრა. შჩერბაკოვმა ყველა მათგანი ხულიგნობის მუხლით სამართალდამრღვევად მიიჩნია. აღნიშნული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობასთან, რომლის გათვალისწინების ვალდებულებაც ქართულ სასამართლოებს აკისრიათ.
მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა ნინო შჩერბაკოვმა 2014 წელს ჩააბარა, ის მოსამართლეობას 2020 წლიდან შეუდგა. მანამდე იგი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მთავარი კონსულტანტი – მწერალი თანაშემწე იყო, ხოლო 2018-2019 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, მწერალ-თანაშემწის პოზიციაზე.
რაც შეეხება ქონებას: 2023 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ნინო შჩერბაკოვს მხოლოდ საბანკო ანაბრები აქვს და ავტომანქანა ჰიუნდაი ელანტა, რაც მას 2019 წელს 6800 აშშ დოლარად შეუძენია.
ნინო შჩერბაკოვს ერთ საბანკო ანაბარზე 2023 წლის მდგომარეობით 19 370 ლარი აქვს, მეორეზე – 18 008 ლარი, რასაც წლის განმავლობაში ხელშეკრულებით „მიღებული მატერიალური შედეგი“ – 1364 დაემატა. მოსამართლეს აქვს ანაბარი დოლარშიც: 3150 აშშ დოლარი.
მოსამართლეს, რომელმაც ლაზარეს 9 წელი მიუსაჯა, მშობელმა 10 ათასი დოლარი აჩუქა
ზვიად შარაძე ის მოსამართლეა, რომელმაც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ლაზარე გრიგორიადისს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. უფლებადამცველების შეფასებით, ამ საქმეში არაერთი შეუსაბამობა იყო.
ლაზარე გრიგორიადისი 2023 წლის მარტის აქციებზე რუსულ კანონს აპროტესტებდა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, საპროტესტო აქციის შემდეგ კი, უკან გაიწვია და საჯარო დაპირების მიუხედავად, 2024 წელს უკან დააბრუნა. ლაზარე გრიგორიადისი პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლე ზვიად შარაძეს 2023 წელს ახალი ბინა ბათუმში შეუძენია: ბაგრატიონის ქუჩაზე, 31 კვ. მეტრი ბინა მოსამართლეს 17 500 დოლარად უყიდია.
ზვიად შარაძე ფლობს საცხოვრებელ ბინას თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე – 80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა მოსამართლეს 2014 წელს 43 ათას დოლარად უყიდია. თბილისში ბინა აქვს ზვიად შარაძის ცოლსაც: თამარ ფასიეშვილს 2020 წელს თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირზე 85 719 ლარად შეუძენია 51.7 კვ. მეტრი ფართობის ბინა.
ზვიად შარაძე, მოსამართლე
მოსამართლეს 2 ავტომანქანა აქვს: 2017 წლიდან ავტომანქანა TOYOTA PRIUS 5 ათას დოლარად შეუძენია, 2021 წელს – TOYOTA CAMRY 14 ათას დოლარად.
ზვიად შარაძის წლიური შემოსავალი 2022 წელს 76 380 ლარი იყო – თვეში მოსამართლე 6365 ლარს იღებდა ჯამაგირის სახით.
სამაგიეროდ მოსამართლის ცოლს ჰქონია 2022 წელს მოსამართლეზე მეტი შემოსავალი: 83 755 ლარი. მას ერთდროულად 12 სამსახური აქვს. თამარ ფასიეშვილი 3 კომპანიაში [რუსთავის ავტობაზრობა, მიკადო ჯორჯია და მიდას თრეიდინგი] ერთდროულად მთავარი ბუღალტრის პოზიციას იკავებდა, დანარჩენ 9 კომპანიაში კი, ბუღალტერი იყო.
დეკლარაციის მიხედვით, მოსამართლემ 15 ათასი დოლარი 2022 წელს ფიზიკური პირისგან ისესხა „ბათუმში ბინის შესაძენად“. 10 ათასი დოლარი კი, ზვიად შარაძეს მშობლისგან მიუღია საჩუქრად. მშობლისგან საჩუქარი – 10 ათასი ლარი მიუღია მოსამართლის ცოლს, თამარ ფასიეშვილსაც.
ზვიად შარაძე 2019 წლიდან გამწესდა უვადო მოსამართლედ და თბილისის საქალაქო სასამართლოში მუშაობს. 2013 – 2015 წლებში ზვიად შარაძე პროკურორად მუშაობდა, მანამდე 2007-2011 წლებში კი, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ იურისტად.
მოსამართლე ზვიად შარაძე ე.წ. კარტოგრაფების საქმეში ფიგურირებს – მან დაცვის მხარეს სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვაზე უარი უთხრა. მოსამართლე ზვიად შარაძემ ასევე არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლაზე.
ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 2021 წლის 28 იანვარს მიიღო.
ზვიად შარაძე მედიაში მის მიერ 2014 წელს გაზიარებული პოსტის გამოც მოხვდა. მოსამართლე ხის მორის ფოტოს აზიარებდა, წარწერით „ღვთისმშობელი ხეზე“.
მოსამართლე ბათუმიდან, რომელიც საკუთარ ვიტრინაზე პროტესტის გამოხატვისთვის აჯარიმებს
ბათუმის შემთხვევაში საპროტესტო აქციის მონაწილეების დასჯით ყველაზე ხშირად მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძეა დაკავებული.
ჯერჯერობით პროტესტი საქართველოში მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯება და მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ყველაფერს აკეთებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ხელი შეუწყოს რუსული მმართველობის დამყარებაში.
პროტესტის ჩახშობის ბოლო მცდელობა ამ მოსამართლეს „რუსული გემის საქმეზე“ ჰქონდა – 2023 წლის აგვისტოში, აქციაზე ის ხალხი იდგა, ვინც რუსული გემიდან ჩამოსული რუსი ტურისტის მიერ ნათქვამმა ფრაზამ გააბრაზა, „აფხაზეთის საქართველოსგან გათავისუფლებას“ რომ ეხებოდა. აქციაზე დაკავებულები მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა.
მოსამართლე ამ საქმეში დაეყრდნო არა უტყუარ ვიდეო მტკიცებულებებს, არამედ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.
„ნეიტრალური მტკიცებულება არის ვიდეომასალა, სადაც პირდაპირ ჩანდა, რომ დაკავებულები არც ილანძღებოდნენ, არც იგინებოდნენ, არც მონას იძახდნენ, რაზეც პოლიციელები მიუთითებდნენ, თუმცა თუნდაც „მონის“ ან სხვა სიტყვების დაძახება, ვინმესთვის შეურაცხმყოფელი გამოხატვა, ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, მათ შორის ევროსასამართლოს პრაქტიკით,“ – ამბობდა სასამართლო პროცესის შემდეგ თამარ წულუკიძემ, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელმა.
ალექსანდრე გოგუაძე
არამხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის მიერ განხილულ საქმეებს შორისაა „ვაჟა თავართქილაძის საქმე“. ეს ის მოქალაქეა, რომელმაც ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე, საკუთარი საშაურმის ვიტრინაზე 2023 წელს გამოაკრა განცხადება: „ბათუმის ზონდერი მერი ხალხის მტერი“.
კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისთვის მოქალაქე მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 1000 ლარით დააჯარიმა. მოსამართლემ მოქალაქე პროტესტის გამოხატვისთვის რომ უკანონოდ დააჯარიმა, ეს სააპელაციო სასამართლომ დაადასტურა – ვაჟა თავართქილაძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გაამართლა.
საპროტესტო აქციების სიმრავლის კუთხით ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგი პერიოდი გამორჩეული იყო – ბათუმში არჩევნები ჯამურად ოპოზიციამ მოიგო, თუმცა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე მაინც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გახდა. ამ პერიოდში განსაკუთრებით ბევრი სამუშაო დაუგროვდა ალექსანდრე გოგუაძეს. მაგალითად, 2022 წელს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი, თამარ კურატიშვილი დააჯარიმა სამშენებლო ღობეზე მინაწერისთვის – „რიჟვაძე, მოდი“.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელიც პროტესტის გამოხატვას უკავშირდება ბათუმში და მოსამართლემ პროტესტის გამომხატველები დასაჯა – „24 ოპოზიციონერის საქმეა“: ალექსანდრე გოგუაძემ დააჯარიმა უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები იმიტომ, რომ მათ აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს.
ეს 2022 წლის მაისის მოვლენებია – აქცია პოლიციელებმა დაშალეს და დეპუტატებს კარვები ჩამოართვეს. მაშინ მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ოპოზიციონერები ჯამში 38 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსამართლე გოგუაძემ სასამართლოსხდომიდან გააპარა აჭარის პოლიციის უფროსი. ის საპროტესტო აქციის დაშლის საქმეზე მთავარი მოწმე იყო და სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერების კრიტიკულ კითხვებზე უწევდა პასუხის გაცემა.
ალექსანდრე გოგუაძის საქმეებს შორისაა „ბაჩი მექვაბიშვილის საქმეც“ – ამ შემთხვევაშიც იმდენად აშკარად გამოჩნდა მოსამართლის მხრიდან პროტესტის ჩახშობის მცდელობა, რომ სასამართლოს იმიჯის დაცვა ქუთაისის სააპელაციომ სცადა – საბოლოოდ მოქალაქე გამართლდა.
ბაჩი მექვაბიშვილი ბათუმის საკრებულოს წევრია და ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონთან“ ირაკლი კობახიძესთან მაშინ ითხოვდა შეხვედრას, როცა ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე იყო. დაკავებული მექვაბიშვილი პოლიციელებმა ავტომანქანაში ჩასვეს, მაგრამ ის მანქანიდან გაექცათ. ბაჩი მექვაბიშვილი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ 3500 ლარით დააჯარიმა.
ალექსანდრე გოგუაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ 2019 წელს გაამწესეს. მოსამართლეობამდე, 2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, იგი ფოთის მთავარ პროკურორად მუშაობდა.
2016 წლის იანვარში პროკურორის ავტომანქანას, რომლითაც ალექსანდრე გოგუაძე გრიგოლეთში მიდიოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხი ტყვია ესროლეს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში ალექსანდრე გოგუაძის შვილი ავტომანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე დღეში კი, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. „ბათუმელებს“ მოსამართლემ ერთ-ერთი სხდომის დასრულების შემდეგ უთხრა, რომ მისი პროკურატურიდან წასვლა ამას არ უკავშირდება.
ალექსანდრე გოგუაძე 2018 წელს გაამწესეს უვადო მოსამართლედ. პროკურორობამდე, 1999 – 2009 წლებში, იგი ფოთის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. ბათუმში გამწესებამდე კი, 2018 წელს, გოგუაძე სენაკის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე იყო აბაშის მუნიციპალიტეტში.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის ჯამაგირი 2023 წელს 85 080 ლარი იყო.
მთავარი ფოტო: 2023 წლის12 მაისს, მოსამართლეების ქეიფი გორში. კადრში ჩანს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე [შემოხაზულია წითლად] და სასამართლო კლანის ლიდერი ლევან მურუსიძე.ალექსანდრე გოგუაძის დეკლარაციის მიხედვით, იგი მხოლოდ მიწის ნაკვეთებს ფლობს გრიგოლეთში – 325 კვ.მ და 324 კვ. მეტრს. ეს უკანასკნელი ქონება მოსამართლისთვის 2017 წელს საკუთრების აღიარების კომისიას გადაუცია.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე გოგუაძეს ბათუმში საცხოვრებელი ბინა არ აქვს. მას და მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, არც სხვა შემოსავალი აქვთ. მოსამართლის დეკლარაციაში მხოლოდ მისი ცოლის შესახებ მონაცემი გვხდება – მარინა კრიუკოვა რუსეთშია დაბადებული და მემკვიდრეობით მიუღია ბინა სანკტ-პეტერბურგში, მას ასევე 2015 წელს 59,7 კვ.მეტრი ფართობის ბინა უყიდია თბილისში, ერისთავის ქუჩაზე, 35 000 აშშ დოლარად.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა წერეთლისა და ბაქოს ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.
შეზღუდვის გამო, მუნიციპალური ავტობუსი #1 შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ბაქოსა და ნონეშვილის ქუჩების გავლით. # 1ა ავტობუსი მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს გოგოლის, ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით.
#8 და #4 ავტობუსები უკუმიმართულებისას მაიაკოვსკისა და შავშეთის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს მაიაკოვსკისა და წერეთლის ქუჩებით.
#15 ავტობუსი შავშეთისა და მაიაკოვსკის ქუჩების ნაცვლად იმოძრავებს ნონეშვილისა და ბაქოს ქუჩებით.
შეზღუდვა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.
მერიის განმარტებით, შეზღუდვა შავშეთის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მოწყობის სამუშაოებს უკავშირდება.
ანტირუსული აქცია ახალგაზრდებმა დღეს, 9 მაისს, ქობულეთშიც დააანონსეს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქობულეთის მერიასთან 18:00 საათზე დაიწყება, იქნება მსვლელობაც.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიორგი კაკალაძის ინფორმაციით, „ეს ახალგაზრდების ორგანიზებული აქციაა. ასევე, შემოგვიერთდება ყველა, ვინც ეთანხმება ჩვენს მოთხოვნებს.“
აქცია დაგეგმილია ბათუმშიც. დღეს, 9 მაისს, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“.
ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება.
მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
მოთხოვნით – „არა რუსულ კანონს“ საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე ხვალ, 10 მაისს, საღამოს 7 საათზე დაიწყება.
რა ხდება?
საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც კანონი საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
დღეს, 9 მაისს ბათუმში, ევროპის დღეს, ევროპული მარში გაიმართება. მარშის გზავნილია: „არა რუსულ კანონს, კი ევროპას“.
ევროპული მარში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საღამოს 7 საათზე დაიწყება. მარშს სტუდენტური ორგანიზაცია „მარტიანელები“ აანონსებს.
მარშის დაწყებამდე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან, 17 საათზე, ევროპის დღის აღსანიშნავად საჯარო შეხვედრას ჟან მონეს კათედრა მოაწყობს. 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს.
მოთხოვნით – „არა რუსულ კანონს“ საპროტესტო აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე ხვალ, 10 მაისს, საღამოს 7 საათზე დაიწყება.
რა ხდება?
საზოგადოებისთვის რუსული კანონის სახელით ცნობილი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 83 ხმით, უკვე მეორე მოსმენითაც მიიღო პირველ მაისს. ამის შემდეგ პროცედურით გათვალისწინებულია იურიდიულ კომიტეტზე მესამე მოსმენით კენჭისყრა, შემდეგ კი კვლავ სესიაზე — მესამე მოსმენით. აღნიშნულის შემდეგ კანონის ძალაში შესასვლელად საჭიროა პრეზიდენტის ხელმოწერა, რომელმაც თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებს. ამის შემდეგ, დიდი ალბათობით, „ოცნების“ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას შეეცდება, რის შემდეგაც კანონი საბოლოოდ შევა ძალაში.
რამდენიმე კვირაა მოქალაქეები რუსულ კანონის მიღების მცდელობას უწყვეტად, ფართომასშტაბიანი აქციებით აპროტესტებენ. აქციები იმართება საქართველოს სხვა ქალაქებშიც.
საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 478 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
ტანკი – 7 429 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 14 281 ერთეული [+35]
საარტილერიო სისტემა – 12 340 ერთეული [+23]
MLRS – 1 058 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 793 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 775 ერთეული [+47]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 192 ერთეული [+41]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 618 ერთეული [+69]
სპეცტექნიკა – 2 027 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 856 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 280 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 415 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 563 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
დეპუტატ გიორგი ბარვენაშვილს 8 ცალ საათში ზუსტად 439 400 დოლარი აქვს გადახდილი. ამის შესახებ დეპუტატს თავის ქონებრივ დეკლარაციაში უწერია. „ქართული ოცნების“ დეპუტატისთვის ეს პირველი ქონებრივი დეკლარაციაა, გიორგი ბარვენაშვილმა პარლამენტში ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლა.
დროის მაჩვენებელ ნივთში ყველაზე ძვირი ფასი დეპუტატ ბარვენაშვილის 2022 წელს გადაუხდია – დეკლარაციაში წერს, რომ Audemars Piguet-ის საათი 110 000 ამერიკულ დოლარად შეიძინა. დეპუტატის საათების კოლექციაში ყველაზე იაფფასიანი ასევე 2022 წელს ნაყიდი Rolex-ია, რომელშიც 12 400 აქვს გადახდილი.
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ბიზნესიდან პოლიტიკაში მოსული გიორგი ბარვენაშვილი შემდეგი ღირებულებისა და ფირმების საათებს ფლობს:
Richard Mille – 55 000 USD
Bvlgari – 33 000 USD
Bvlgari – 25 000 USD
Rolex – 80 000 USD
Richard Mille – 72 000 USD
Audemars Piguet – 110 000 USD
Rolex – 12 400 USD
Patek Philippe – 52 000 USD
დეპუტატის საათები
რაც შეეხება სხვა ქონებებს, დეპუტატი თბილისსა და მცხეთაში, 5 სხვადასხვა მისამართზე ფლობს მიწის ნაკვეთს, ასევე აქვს 5 საცხოვრებელი სახლი თბილისსა და მცხეთაში. პოლიტიკაში მოსული ბიზნესმენი სხვა არაერთი ქონების მფლობელია. თუმცა, არაფერს ფლობს მისი მეუღლე.
გიორგი ბარვენაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში 71-ე ნომერი იყო. ის 2023 წლის 21 თებერვალს შეუდგა საპარლამენტო საქმიანობას.
საქართველოს მოქალაქეების პირად ნომრებზე უცნობი სატელეფონო ზარებიდან გინებისა და მუქარის გახშირებული ფაქტების გამო, საია მოუწოდებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაინტერესდნენ ამ მოვლენით და კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია.
„2024 წლის 7 მაისიდან აქტიურად მიმდინარეობს როგორც უცხო სახელმწიფოების, ისე ქართული ნომრებიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში ჩართული პირებისა და უფლებადამცველების (ან მათი ოჯახის წევრების) მისამართით სატელეფონო ზარების მიღება.
პასუხის შემთხვევაში, ზარის ავტორი იყენებს სიძულვილის და შეურაცხმყოფელ ენას ზარის ადრესატის მისამართით.
ეს ზარები, სიხშირის, სისტემურობის, დავიწროებული, კონკრეტული ნიშნით გამოყოფილ ადრესატთა წრის გათვალისწინებით, აჩენს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა მონაცემთა დამუშავება კანონის დარღვევით, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ბაზების გამოყენებით ხდება.
მოვუწოდებთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ლელა ჯანაშვილს, ასევე, მოცემულ საკითხზე სამსახურის შესაბამის პასუხისმგებელ პირებს, შეასრულონ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობა, დაინტერესდნენ ამ მოვლენით, კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლონ, და საზოგადოებას აცნობონ, სახელმწიფო უწყების, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, პოზიცია“ – აცხადებს საია.
მიმდინარეობს თუ არა გამოძიება მოქალაქეების მიმართ შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტების გამო? – ამ კითხვით გვინდოდა მიგვემართა შს სამინისტროსთვის, თუმცა ამ დროისთვის „ბათუმელების“ ზარებს სამინისტროს პრესსამსახური არ პასუხობს.
10 მაისს, პარასკევს, 19 საათზე ბათუმში, ევროპის მოედანზე, მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება სლოგანით – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“
უკვე სამი კვირაა საქართველოს ქალაქებში, მათ შორის ბათუმში, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება რუსული კანონის წინააღმდეგ. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარლამენტში ხელახლა ინიციირებულ რუსულ კანონს და ქვეყნის კურსის ცვლილებას.
გუშინ, 7 მაისს, აქცია გაიმართა კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში.
პარასკევს, 10 მაისს, მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ დასვენების დღეს, პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაინიშნა.
დღის წესრიგის მიხედვით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 10 მაისს 3 საკითხი უნდა განიხილოს, თუმცა მათ შორის არ არის რუსული კანონი.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 10 მაისს სხდომა იმიტომ დაინიშნა, რომ იურიდიულ კომიტეტს ბევრი საკითხი დაუგროვდა, რასაც კომიტეტი პარასკევს განიხილავს. რუსულ კანონს კი, ამავე წყაროს თანახმად, კომიტეტი, სავარაუდოდ, ორშაბათს, 13 მაისს, განიხილავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 477 430 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +970]
ტანკი – 7 418 ერთეული [+13]
ჯავშანტექნიკა – 14 246 ერთეული [+19]
საარტილერიო სისტემა – 12 317 ერთეული [+30]
MLRS – 1 057 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 792 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 728 ერთეული [+11]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 151 ერთეული [+2]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 549 ერთეული [+40]
სპეცტექნიკა – 2 019 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 785 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 923 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 339 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 508 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„საზოგადოება არ შეიკეტება სახლში, ხალხს არ შეეშინდება. ასლან აბაშიძესაც ეხმარებოდა კრემლი, მაგრამ რა გააწყო?!“ – ამბობს მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ცუცქირიძე. მას „ბათუმელები“ სახალხო პროტესტსა და „ოცნების“ ძალადობრივ პოლიტიკაზე ესაუბრა.
ბატონო ლევან, თქვენი ხედვით, როგორ უნდა გაგრძელდეს წინააღმდეგობა, რუსული კანონი რომ ვერ მიიღოს ხელისუფლებამ?
წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა იმ ფორმით, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს კონსტიტუცია და ყველგან, სადაც ეს შეგვიძლია: საჯარო სივრცეებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სამსახურებში, პარლამენტის შიგნით თუ გარეთ. იქნება ეს პასიური პროტესტი ერთ ადგილზე თუ აქტიური, გაფიცვით, საქართველოს შიგნით და საქართველოს გარეთ. ყველაფერ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.
ხშირად შეიძლება ადამიანებს ეგონოთ – „მიტინგით რას მივაღწევთ“ ან „რა იქნება“, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ნათელი იქნება საზოგადოების ნება, მით უფრო გაუჭირდება ხელისუფლებას თავისი ამოცანების მიღწევა.
20 დღეზე მეტია, რაც ეს პროტესტი დაიწყო და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ყველაფრის შედეგად, რასაც ქართული საზოგადოება აკეთებდა, ჩვენ პირწმინდად მოვიგეთ არგუმენტების ომი, პირწმინდად მოვიგეთ საინფორმაციო ბრძოლა, პირწმინდად მოვიგეთ ბრძოლა დემოკრატიული ქუჩისთვის. ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებაა.
დავუშვათ საპროტესტო აქციაზე მოვიდა 150 ათასი ან მეტი ადამიანი, მაგრამ ხელისუფლებამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა მოქალაქეების აბუჩად აგდება, ასეთ შემთხვევაში თუ არსებობს მოქმედების სხვა გეგმა, რაზეც ნაფიქრია?
რა თქმა უნდა, არსებობს. უბრალოდ, აქ რაღაც ცალკე აღებული ერთი ჯგუფი არ არის ამ ყველაფრის ხელმძღვანელი და ეს ისედაც ნათელია. ბევრი სხვადასხვა ჯგუფია და ეს არის სწორედ ჩვენი ძალა – ეს არ არის რაღაც ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც გეგმავს ამ ყველაფერს. ეს რომ ასე ყოფილიყო, ამ პროტესტს გაანადგურებდა მთავრობა.
რაც შეეხება გეგმებს, რაც უფრო მეტი ადამიანი ვიქნებით, მით უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ხელისუფლებას ამ საქმეში. ეს რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ისინი ახლა უკვე ხედავენ, რომ კარგავენ საკუთარ ბაზას, კარგავენ პოლიტიკურ ბაზას ქართულ საზოგადოებაში და უფრო და უფრო მეტად რჩებიან მხოლოდ ერთმანეთის, სპეცრაზმების და აი, ამ ძალოვანი, ოფიციალური თუ არაოფიციალური ჯგუფების იმედად. ეს მათთვის ძალიან მყიფე სიტუაციაა. ამიტომ, ჩვენი ყოველი შეკრება არის ჩვენი ნაბიჯი გამარჯვებისკენ.
არის ხედვა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ სხვადასხვა სიტუაციაში, ასევე არის გეგმები იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმ პირობებში, თუ ხელისუფლება ამ კანონს არ წაიღებს უკან ან თუ შეეცდება ჩუმად მოაწყოს მესამე მოსმენა. თუმცა მე ვერ ვხედავ დადებითს იმაში, რომ წინასწარ გამოვაცხადოთ ყველა გეგმა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიმყოფებით პოლიტიკურ წინააღმდეგობაში მთავრობასთან და წინასწარ, დროზე ადრე გამოცხადება ყოველი ნაბიჯის, წამგებიანი იქნება პროტესტისთვის.
„ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს მაინცა და მაინც დიდი არჩევანი, მაგრამ შეუძლია ეს კანონი წაიღოს უკან და ეს მისთვის არის უკეთესი არჩევანი. სხვა შემთხვევაში ის ბევრად უარეს პოლიტიკურ სიტუაციაში ჩავარდება, თუკი ის ამ კანონს მაინც გაიტანს, რადგან ეს იქნება ძალადობა საზოგადოებაზე.
მათთვისაც ნათელია ეს, თუ მთლად თავს არ იტყუებენ ბოლომდე.
რეალურად, ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც ერთი კაცი, ერთი მუჭა პოლიტიკური ჯგუფი არის მთელი საზოგადოების წინააღმდეგი და თუ ეს პატარა პოლიტიკური ჯგუფი იძალადებს საზოგადოებაზე, ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ. ამას წესით უნდა ხვდებოდნენ, თვითგადარჩენის ინსტინქტიდან გამომდინარე მაინც.
და თუ ამას ვერ ხვდებიან, ეს უკვე მათი დიდი პრობლემაა.
„ქართული ოცნების“ 29 აპრილის აქციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მათ არამხოლოდ მეგობრები გამოაცხადეს მტრებად, არამედ „კუდიანებზე ნადირობაც“ ლეგალური გახდა და თავს დაესხნენ არაერთ ადამიანს. რა არის ეს, რა წამოიწყო „ქართულმა ოცნებამ“ და რა ეტაპზე არიან გადასული?
თავდაჯერება დაკარგა ამ ხალხმა. მიხვდნენ, რომ არგუმენტებში ვერ იგებენ, ვერ მიხვდნენ, რომ საზოგადოება მათ მხარს არ უჭერს, აღარ იციან რა ქნან, დაკარგეს კონტროლი და ფიქრობენ, რომ ვიღაცას შეაშინებენ ამით, მაგრამ ჩვენ საქართველოს ისტორიიდანაც ვიცით, რა მოჰყვება ამას.
ანუ ეს არის ერთ-ერთი ბოლო ნაბიჯი პოლიტიკური დასასრულის წინ. ასე იყო შევარდნაძის მმართველობის ბოლო, როცა ოპოზიციას და არასამთავრობოებს ესხმოდნენ თავს, სააკაშვილის დროსაც ასე იყო, ასლან აბაშიძის დროსაც. ეს ხალხი არ არის წიგნის ხალხი და არ არის ისტორიის ხალხი, მაგრამ რაღაც უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყველამ, ვინც ამ ამბავში ვართ ჩართული და თვალს ვადევნებთ, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი.
როდესაც ხელისუფლებას აღარ შეუძლია საზოგადოებას დაუსაბუთოს და აუხსნას რაღაც, როდესაც ხელისუფლებას აღარ შეუძლია ჰქონდეს იმედი ნამდვილი დემოკრატიული მხარდაჭერის. ერთხელ ჩამოიყვანა ეს ხალხი ძალით, მეორედ იმდენს ვეღარ ჩამოიყვანს, მესამედ ეტყვიან „წადი ძმაო თავი დამანებე“, ესენი მაგ ეტაპზე არიან გადასული და ეს ყოველთვის ცუდად უბრუნდება ყველა მთავრობას.
ძალადობა, თავდასხმა, უსამართლობა – ეს საზოგადოებაში წარმოშობს უკურეაქციას.
წარმოიდგინეთ, ეს არის ხელისუფლება, რომელიც სანდრო გირგვლიანის ტრაგედიას იყენებდა და გამოიყენა ხელისუფლებაში მოსასვლელად. ახლა რას აკეთებენ? ახალგაზრდებს ასევე უქსევენ ვიღაც-ვიღაცებს, ბანდებს, დაჯგუფებებს. ეს ხომ იგივე გზაა და ამას საქართველომ უპასუხა თავის დროზე შესაბამისად. ახლაც იგივე იქნება.
ღმერთმა არ ქნას რამე ტრაგედია მოხდეს, მაგრამ ასეთი თავდასხმები წარმოშობს უკურეაქციას, საზოგადოება არ შეიკეტება სახლში, ხალხს არ შეეშინდება. პირიქით, ვიღაც ჩემს ახლობელს და მეგობარს რომ დაჩაგრავს, მე გამოვალ და მხარში დავუდგები, ასეთია თბილისი, ბათუმი, ასეთია საქართველო და ეს არაფერს არ მოიტანს მათთვის ცუდის გარდა.
ხელისუფლება ცდილობს შეგვაშინოს ომით. ამ ეტაპზე მას რუსი პროპაგანდისტებიც ეხმარებიან – რუსულ არხებზე უფრო და უფრო ხშირად განიხილავენ, თუ რატომ უნდა დაუძახოს საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს დასახმარებლად. სხვათა შორის, რუსეთში ასევე აქტუალურია ზურაბიშვილის მოცილებაზე მსჯელობაც. ეს რას ნიშნავს?
ეს არის ჩვენი დაშინების მცდელობა და ყოველთვის ასეა ხოლმე, ხელისუფლება რომელიც ვეღარ აგვარებს კრიზისს, ყოველთვის ამბობს, რომ ხალხო, ჩემს მხარეს თუ არ დადგებით, რაღაც ბუა მოდის და ჩემ ზურგს ამოეფარეთ, ისევ მე გიშველით.
ასლან აბაშიძესაც ეხმარებოდა კრემლი, მაგრამ რა გააწყო. როცა ხალხის მხარდაჭერას კარგავ, სხვა ქვეყანა ვეღარ გიშველის. ჩვენ არა მარტო საქართველოს, მსოფლიო ისტორიიდანაც კარგად ვიცით, ცივი ომის დროინდელი ისტორიებიც ბევრი ვიცით, მაგალითად როცა ამა თუ იმ დიქტატორს მხარს უჭერდა ან აშშ, ან საბჭოთა კავშირი, მაგრამ როდესაც შიგნით საზოგადოება, ხალხი გადაწყვეტდა, რომ ეს დიქტატორი მას აღარ უნდა, ვერც ვაშინგტონი და ვერც მოსკოვი ვერაფერს ვეღარ აკეთებდა.
მით უმეტეს ახლა, როცა რუსეთი ასეთ ამბავშია გახვეული, ეს არის მხოლოდ ჩვენი დაშინების შესაძლებლობა და ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი გადასაწყვეტი საქმეა. ვერავინ ამაში ვერ ჩაერევა და ვერავინ ვერაფერს გვიზამს, თუ ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც აქამდე ვმოქმედებდით.
ვმოქმედებთ როგორ? – მშვიდად, კონსტიტუციურად, არაფერს ვარღვევთ, მივდივართ წინ, ეს არის არაძალადობრივი პროტესტი, ჩვენი მომხრეების რაოდენობა იზრდება, „ოცნების“ პოლიტიკის მომხრეთა რაოდენობა იკლებს. ქალაქებში უფრო და უფრო დიდი პროტესტია, უფრო და უფრო მეტ ქალაქშია პროტესტი, ცოტა ხანში ამას ვნახავთ უფრო პატარა დაბებშიც, სოფლებში, მთელ საქართველოს გადაედება ეს და მერე უკვე რაღას იზამენ?
ეს ძალადობის მცდელობებიც აგონიაა, ამის მაჩვენებელია მხოლოდ, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა. საზოგადოებას ავუხსენით, გავაგებინეთ რაში იყო საქმე, საერთაშორისო თანამეგობრობას დავანახეთ, რომ საქართველო არ არის უიმედო ერი და შეიძლება ამ ერის მხარში დგომა, ამ ხალხის იმედის ქონა, რომ ეს ხალხი არ დათმობს თავისუფლებას ასე ადვილად. ჩვენ რომ ჩუმად ვყოფილიყავით, არც ის განცხადებები და მოვლენები იქნებოდა საერთაშორისო არენაზეა ახლა, ამიტომ ყველაფერი მიდის ძალიან კარგად, საქართველოსთვის, ჩემი აზრით.
ამაზე უარესს, რასაც დღეს აკეთებს „ოცნება“, რას შეიძლება კიდევ ველოდოთ და როგორ „მუშაობს“ ის, თქვენი აზრით?
მე ვერ ვიტყოდი, რომ ის მუშაობს, რადგან ისინი არ იცნობენ საქართველოს, ისინი არ იცნობენ ქართველ ხალხს, ისინი საქართველოს უყურებენ დაცვის ზურგს უკნიდან და დამონტაჟებული კამერებით, თავიანთი გალავნის იქიდან გადმოხედვით და ამიტომ მე არ მგონია, რომ ისინი ადეკვატურად იქცევიან.
ასე რომ ყოფილიყო, ისინი ამ კანონს საერთოდ არ დააბრუნებდნენ და ამ შარში არ გახვევდნენ საკუთარ თავს. სამწუხაროა, რომ ქვეყანაზეც ზემოქმედებს ეს. ისინი არ არიან რაციონალური აქტორები ახლა, არიან რაღაც პარანოიაში ჩავარდნილები, ცდილობენ ყველა საშუალება გამოიყენონ ძალაუფლების შესანარჩუნებლად და რაც უფრო მეტ ასეთ უაზრო ნაბიჯს გადადგამენ, მით უფრო სწრაფი იქნება მათი პოლიტიკური დასასრული.
აქციები აქამდე ფაქტობრივად იყო თვითორგანიზებული, ანუ პოლიტიკური პროცესი ფაქტობრივად პოლიტიკოსების ჩართულობის გარეშე მიდიოდა. ასე გაგრძელდება, თუ არის მზად პოლიტიკური ოპოზიცია გაერთიანდეს და აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა?
შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციაზეც თავის საქმეს აკეთებს. ჩვენ შეიძლება უფრო მეტად ვხედავთ ბრძოლას პარლამენტს გარეთ ამ ბოლო დღეებში, მაგრამ ის, რაც შიგნით ხდება, იქნება ეს საკომიტეტო მოსმენა თუ პლენარული სესიები, სადაც ოპოზიცია მართლა ბოლო წუთამდე, ბოლო წამამდე ყველა შესაძლებლობის გამოყენებისთვის იბრძვის კანონის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ეს დასაფასებელია და ნამდვილად იმსახურებს წახალისებას და აღნიშვნასაც.
იმიტომ, რომ მათი როლი ძალიან მნიშვნელოვანია. დამოუკიდებელი დეპუტატები იქნებიან თუ ოპოზიციური პარტიები.
ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია უფრო გაიზარდა ბოლო პერიოდში, უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას და მე ვიტყოდი, რომ ახლა არის დრო, როდესაც ყველა პოლიტიკოსმა უნდა ეძებოს გზა ერთმანეთისკენ და არა ერთმანეთის საწინააღმდეგოდ.
მე თვითონაც ვაპირებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო იმაში, რომ მოხდეს ოპოზიციური ჯგუფების კონსოლიდაცია. იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტიების როლისა და პასუხისმგებლობის გარეშე არაფერი გამოვა. პოლიტიკას სჭირდება პოლიტიკური პარტიები, არჩევნებს სჭირდება პოლიტიკური პარტიები, პარლამენტს სჭირდება პოლიტიკური პარტიები.
და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმ პარტიებთან და პოლიტიკოსებთან, რომლებიც გვყავს.
ავტორი:გიორგი ლებანიძე, ფილოსოფიის და რელიგიის ფაკულტეტი, მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი
__
„რუსული კანონის“ ხელახალი ინიციირებით ივანიშვილის რეჟიმი რამდენიმე მიზნის მიღწევას ცდილობს. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური მედიასაშუალებების შევიწროება, დასავლეთისთვის სხვა არჩევანის არდატოვება, გარდა იმისა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩეროს, რუსი ფაშისტ-იმპერიალისტების გულის მოსაგებად (თუ საქმე მათი პირდაპირი მითითების შესრულებასთან არ გვაქვს).
რეჟიმის თითოეულ ამ მიზანზე ბევრი დაიწერა და ითქვა, ამდენად მათზე არ ვისაუბრებ. მე მინდა, რომ იმ მიზანზე ვისაუბრო, რაზეც საკმარისი ანალიზი არ მომისმენია, არადა საკმაოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია.
დღეს, ისევე როგორც 26 მარტის ღამეს, თბილისის ქუჩები ახალგაზრდებით გაივსო. ამ ორ მოვლენას შორის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი კავშირია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ამ კავშირის ადეკვატურად გააზრება ქართულ საზოგადოებას მოქმედების სწორად განსაზღვრაში დაეხმარება.
ივანიშვილის რეჟიმი ემყარება საზოგადოების პოლარიზებას, მის გახლეჩასა და ოპონენტთა დემონიზებას. ეს მეთოდი მათი მოგონილი არაა, მსგავს ხრიკებს ბევრ სხვა ქვეყნებში არსებული დესტრუქციული პოლიტიკური აქტორები იყენებენ. ამ მიდგომის ერთ-ერთი სულისჩამდგმელია გერმანელი ნაცისტი ინტელექტუალი, კარლ შმიტი, რომელიც ამტკიცებს, რომ პოლიტიკა იწყება იმის განსაზღვრით, თუ ვინ არის მტერი.
ივანიშვილის რეჟიმის შმიტისეული ფორმულაა: ყველა ვინც არ არის ქოცი, არის მტერი, ანუ არა-ქოცი = მტერს = ნაცს = უსამშობლოს = ქართველთმოძულეს = არაადამიანს = მონსტრს = „ლგბტქ-ს“ = კონჩიტა ვურსტს = ანტიქრისტეს = ომის პარტიის წევრს = გლობალისტ-მასონს = ლიბერასტს = ფაშისტს = ქართველთყლაპიას, და ა.შ.
ოპონენტთა ეს დემონიზებული იმიჯი ივანიშვილის კორუმპირებულ, პრორუსულ და სახელმწიფოს მიმტაცებელ რეჟიმს აძლევს საშუალებას, საკუთარი თავი მისაღებ არჩევანად გაასაღოს დაშინებული, დაზაფრული და მოტყუებული მომხრეებისთვის. ლოგიკა ასეთია: სჯობს, ცხვირზე თითები მოიჭიროთ და ისე მისცეთ ხმა ჩვენს გახრწნილ პარტიას, რადგან ერთადერთი ალტერნატივაა ომის პარტია, კონჩიტა, ქართველობის დაკარგვა, გაჰომოსექსუალება, მეორე-ფრონტი, მიშა და ა.შ.
სწორედ ამ აპოკალიფსურ მითს დაემუქრა დანგრევით საერთო ეროვნული დღესასწაული, რომელმაც 25 აპრილის ღამეს მთელი საქართველო მოიცვა და რამდენიმე კვირა გაგრძელდა. ფაქტობრივად ყველა – ქოციც, ნაციც, ანტი-ქოციც, ანტი-ნაციც, ანტი-ქოცნაციც, ლიბერალიც, კონსერვატორიც, აპოლიტიკურიც, ათეისტიც, მუსლიმიც და ქრისტიანიც მოიცვა ერთობის განცდამ.
საყოველთაო დღესასწაულში ჩართულ რეჟიმის ყველაზე მძაფრად დაშინებულ მომხრეებსაც კი ბუნებრივად გაუჩნდებოდათ კითხვა – იქნებ მთლად ისეც არაა საქმე, როგორც პროპაგანდა ქადაგებს? იქნებ ჩემი მეზობელი, ნათესავი, კოლეგა, მთლად ისეთი მონსტრიც არაა, როგორადაც მას იმედი, პოსტ-ტივი და რეჟიმის სხვა პროპაგანდისტული საშუალებები წარმოადგენენ? იქნებ მათ ჩემი და ჩემი შვილების გაჰომოსექსუალება არ აქვთ არსებობის ერთადერთ მიზნად ქცეული? იქნებ შესაძლებელია ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, რომელშიც ჩემი მეზობელი და ნათესავი მონსტრად, არაადამიანად და მოსისხლე მტრად არ მიმაჩნია?
თურმე სანაცეთის წიაღიდან (წალენჯიხა) აღმოცენებულ კვარას, ანტიქოცი კაცის შვილს – ქოჩორას, „ლგბტ“ სამკლავურის მომრგებ კაშიას, ევროპა-მადიდებელ ბუდუს და რუსოფობ ჯაბას შეუძლიათ, რომ მეც და ჩემი მტრად-მონათლული ანტი-ქოცი თანამემამულე ერთნაირად გაგვაბედნიეროს.
საზოგადოების ერთმანეთის მტრებად გახლეჩას რომ დაემუქრა საფრთხე, სწორედ ეს გახდა იმისი ერთ-ერთი, თუ არა უმთავრესი მიზეზი, რის გამოც რეჟიმმა „რუსული კანონი“ მკვდრეთით აღადგინა.
მიზანია „აზრზე მოიყვანოს“ თავის დაზაფრული და მოტყუებული მომხრეები, შეახსენოს მათ, რომ ვინც არ არის ქოცი, არის მტერი, მონსტრი, ქართველთყლაპია, ანტიქრისტე, კონჩიტა-სტეროიდებზე და ა.შ.
ამდენად უმნიშვნელოვანესია, რომ იმ სახალხო მოძრაობამ, რომელიც ამ დღეებში თბილისის ქუჩებში იბადება, მკაფიოდ შეინარჩუნოს ეროვნული ერთობის გზავნილი. მუდმივად უნდა გაესვას ხაზი იმას, რომ მიზანი არა რუსეთთან ომი, არამედ ამ ომის არდაშვებაა, არა ნაცების დაბრუნება – არამედ ორივე ბელადის (სააკაშვილის და ივანიშვილის) წარსულში დატოვება და ევროკავშირში ინტეგრირების იმ ისტორიული შანსის გამოყენებაა, რომელიც შეიძლება მეორედ აღარასოდეს მოგვეცეს.
გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი X-ზე [ყოფილი ტვიტერი] წერს, რომ 13-15 მაისს თბილისს ეწვევა ევროკავშირის სხვა ქვეყნების წარმომადგენელ კოლეგენთან ერთად.
„13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს!
ჩემთან ერთად იქნებიან კოლეგები ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნებიდან.
მოუთმენლად ველით შეხვედრას მთავრობასთან, პარლამენტთან, ოპოზიციასთან და გაბედულ სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებთან“ – წერს მიხაელ როთი.
ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე მეორედ უწოდებს თბილისს ევროპის დედაქალაქს.
„ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები“, – განაცხადა როთმა 25 აპრილს.
მან აღნიშნა, რომ რუსული კანონი აგენტების შესახებ შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან.
9 მაისს, 17 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ევროპის დღეს აღნიშნავენ.
ინფორმაციას ამის შესახებ ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე ავრცელებს ფეისბუქზე შექმნილი ღონისძიების გვერდზე.
ღონისძიების გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 9 მაისს ევროკავშირი და წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ამ დღის აღნიშვნა უკავშირდება 1950 წლის შუმანის ისტორიულ დეკლარაციას, რომელშიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რობერტ შუმანმა ჩამოაყალიბა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ. შუმანის მიერ გამოცხადებულ დეკლარაციას საფუძვლად დაედო ფრანგი პოლიტიკოსის ჟან მონეს იდეები ევროპის გაერთიანების შესახებ, ხოლო მოგვიანებით ამ იდეების საფუძველზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, რომელიც დღეს 27 წევრ სახელმწიფოს და 450 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.
ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ღონისძიების გვერდზე პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე წერს ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოს საგანმანათლებლო სისტემისთვის და რუსულ კანონზე:
„რუსული კანონი“, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ევროპულ მისწრაფებებს, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, ევროკავშირის სამართალს და მისი მიღების შემთხვევაში, საქართველო ვერ გაწევრიანდება ევროკავშირში. სამწუხაროდ, დღეს ბსუ-ს ადმინისტრაცია, რომელსაც აქვს თანამშრომლობა 200-ზე მეტ უცხოურ უნივერსიტეტთან, და პროფესორების უმრავლესობა, რომლებიც გაცვლითი პროგრამებით მოგზაურობენ ევროპაში, არ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ამ კანონის წინააღმდეგ“.
ამავე ტექსტში საუბარია ჟან მონეს კათედრის მნიშვნელობასა და შედეგებზე:
„ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებულია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. მათ შორის გამორჩეულია ერაზმუს + თავისი გაცვლითი პროგრამებით და ჟან მონეს პროგრამა ევროკავშირის სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერის უნიკალური შესაძლებლობით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში ევროპულ უნივერსიტეტებთან მოქმედი გაცვლითი პროგრამებით. ჩვენი სტუდენტები და პროფესორები პერიოდულად მოგზაურობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
2020 წელს ბსუ-ში ევროკავშირის მხარდაჭერით ჟან მონეს პირველი კათედრა ჩამოყალიბდა. ჟან მონეს კათედრა მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით.
ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, 2020-2023 წლებში, მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით. ამ პერიოდში, ბსუ-ში ჩატარდა 3 საზაფხულო სკოლა, 3 სტუდენტური კონფერენცია, 8 საჯარო ლექცია და დისკუსია, 2 მრგვალი მაგიდა ევროინტეგრაციის საკითხებზე, 30 „ევროპული საუბრები“ ტელევიზიასა და რადიოსთან, მომზადდა 10 სამაგისტრო, საბაკალავრო და საკონფერენციო ნაშრომი ევროკავშირის საკითხებზე, 6 საერთაშორისო კონფერენციაზე ევროპაში და აშშ-ში წარდგენილი იყო მოხსენება ბსუ-ს და საქართველოს სახელით, გამოქვეყნდა 4 სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში, ერთი წიგნის თავი და 1 წიგნი (ინგლისურ ენაზე) ევროინტეგრაციის საკითხებზე ქართველი და უცხოელი ავტორების მონაწილეობით.
ასევე, გამოქვეყნდა 20 ბლოგი ევროკავშირის საკითხებზე, საგანმანათლებლო პროგრამებს დაემატა 3 ახალი სასწავლო კურსი ევროკავშირის შესახებ და შეიქმნა ელექტრონული ბიბლიოთეკა.
2023 წელს ჩატარდა ჟან მონეს საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 100-მდე ევროკავშირის საკითხებში სპეციალიზებული ქართველი და უცხოელი პროფესორი, დოქტორანტი, სტუდენტი, ჟან მონეს კათედრების, მოდულების, წამყვანი ცენტრების წარმომადგენლები მსოფლიოს 14 ქვეყნიდან (საქართველო, გერმანია, რუმინეთი, უნგრეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, უკრაინა, ჩრდილოეთ მაკედონია, ხორვატია, მოლდოვა, თურქეთი, ისრაელი, პაკისტანი).
საბოლოდ 3 წლის განმავლობაში ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის აქტივობებში მონაწილეობდა ათასზე მეტი ადამიანი (სტუდენტი, მოსწავლე, მასწავლებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მოქალაქეები) მთელი საქართველოდან, ხოლო არაპირდაპირ გაცილებით მეტი ბენეფიციარი ჰყავს პროექტს. 2023 წელს ბსუ-ს სახელით წარდგენილი მეორე პროექტი, ჟან მონეს მოდული – „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ მხარდაჭერილ იქნა ევროკავშირის მიერ და ჩვენს კათედრას დაემატა ზამთრის სკოლა და ახალი სამაგისტრო სასწავლო კურსი ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივ-პოლიტიკური გამოწვევების შესახებ.
ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ევროკავშირის მხარდაჭერის, რის გარეშეც ვერ იარსებებდა ჟან მონეს კათედრა და ზემოთ მოყვანილ აქტივობებს ვერ განვახორციელებდით.
ჩვენ, როგორც უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ვაცხადებთ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სრულად შეწყდეს ერაზმუს + პროგრამის განხორციელება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელორუსში. გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს კანონის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, სტუდენტს გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირის სამართლის საწინააღმდეგო კანონის წინააღმდეგ.
ჩვენ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ბსუ-ში ყოველ წელს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. წელსაც გიწვევთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულს, მონაწილეებს, სტუდენტებს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, შევიკრიბოთ 2024 წლის 9 მაისს, 17 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ (ბულვარის მხარეს, შადრევანთან) და ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე“ – წერს მალხაზ ნაკაშიძე.
ჩემს 15 წლიანი კარიერაში იყო ბევრი დაცემა, აღმავლობა, წარმატება, წარუმატებლობა და უპირობო მიზანი, ვყოფილიყავი კარგი პედაგოგი. ახლა ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში საერთაშორისო სკოლის ინგლისური ენის მოწვეული სპეციალისტი ვარ, პარალელურად სან-დიეგოს უნივერსიტეტისთვის სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ.
მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ მოვლენებს საქართველოში და ყველა ახალგაზრდას გამოვუცხადო თანადგომა. რაც დღეს ხდება დაუჯერებელი რეალობაა, თუმცა ერთიანობა და თანადგომა იმედს მიტოვებს, რომ ჩვენ მალე გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. რუსული კანონი ნამდვილად დამღუპველია ქვეყნისთვის, რადგან იგი ჩაძირავს სიტყვის თავისუფლებას და გააქრობს არაერთ ორგანიზაციას.
ასევე მინდა გამოვეხმაურო სოციალურ ქსელში, კერძოდ ფეისბუქზე შექმნილ ჯგუფს, სახელად – „დაიტოვე“, სადაც გამოქვეყნებული პოსტები სიხარულის ცრემლს მგვრის. მეამაყება ყველა ქართველი, ვინც აპროტესეტებს რუსულ კანონს და სიყვარულით აკეთებს სიკეთეს. სწორედ ახალგაზრდების ასეთი შემართება გადაარჩენს საქართველოს. სასწაულია იმის ხილვა, თუ რაოდენ ერთიანია ახალგაზრდების მუხტი.
ასევე სოლიდარობას ვუცხადებ ლადო აფხაზავას, რომელიც სამაგალითო მასწავლებელია ქართულ რეალობაში. მინდა ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა. დიდი მადლობა სამშობლოს სიყვარულისთვის. ლადო მასწავლებელი ეროვნულ ჯილდოზე მეტს იმსახურებს. ჩემთვის ლადო გმირი მასწავლებელია.
ემეგრაციას, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, ახლავს თავისი სევდა, უსამშობლობისა და შენს საყვარელ ადამიანებთან ვერ ყოფნის სევდა. ჩემი მზიანი ბათუმიდან ცივ ტალინში გადაცხოვრების კონტრასტი სულ ერთ აზრთან მაბრუნებს – „არც რაი ყოფილა სამშობლოზე უტკბილესი…“
მიუხედავად იმისა, რომ ტალინში ჩამოსვლიდან სამ დღეში დავსაქმდი, სამშობლოს ნოსტალგია სულს მიმღვრევდა. შრომით მიგრაციასთან ადაპტაციის რთულ გზას ისევ ქართულ კულტურასთან ჩემებური კავშირით ვიამებდი. ამ განცდით დატვირთულმა ქართველ და ესტონელ მეგობართან ერთად არასმთავრობო ორგანიზაცია „ქართული ენისა და კულტურის ცენტრი“ დავაფუძნე. იდეა უცხოელებისათვის ქართული კულტურის, ტრადიციების, ენის და სამზარეულოს გაცნობა იყო, რისთვისაც სხვადასხვა ტიპის საჩვენებელ გაკვეთილებს ვატარებდით.
ასევე, განვახორციელე პროექტი – „გაიცანი საქართველო ხუთი გრძნობით“. პროექტი ერთი კვირა გაგრძელდა და საკამოდ წარმატებული აღმოჩნდა. იგეგმება აქტივობების გამრავალფეროვნება. ვიმედოვნებ, ქართული ენა და კულტურა კიდევ უფრო საინტერესო და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული ადამიანებისათვის.
ამ ეტაპზე ჩემთვის დიდი ბედნიერებაა ესტონურ-ქართული ოჯახებისთვის პროგრამა „ირბახით“ ქართულის, როგორც უცხო ენის სწავლება.
ეს პროცესი ისეთი ენთუზიაზმით მავსებს, რომ გონებრივად სულ საქართველოს განცდაში ვარ. ჩემი ემიგრაციის 10-წლიან გზაზე ჩემი წილი სამშობლო ასეთი რუდუნებით ვატარე, რადგან „ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება-ფესვებიდან!“
ჩემი ფესვები კი საქართველოშია.
ჩემი პირველი სამსახური საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგაზეულის საჯარო სკოლებში ეთნიკური უმცირესობებით დაკომპლექტებულ სკოლებში დაიწყო. მაშინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე კურსს ვხურავდი და მხოლოდ ის ვიცოდი , რომ ეს სკოლები ბათუმიდან საკმაოდ შორს იყო. თუმცა, უარის თქმა არ მიფიქრია.
ჩემი მოტივაციის მთავარი მიზეზი პროექტის სახელად ქცეული ორი სიტყვა – „ასწავლე საქართველოსთვის“ იყო. კონსულტანტ-მასწავლებლის პოზიციაზე გატარებულმა სამმა წელმა სამშობლოსა და პროფესიის სიყვარული კიდევ უფრო გამიმძაფრა, ვგრძნობდი, რომ იქ ვიყავი, სადაც სამშობლოს ყველაზე მეტად ვჭირდებოდი და ნამდვილად საქართველოსთვის ვასწავლიდი… პროექტის ფარგლებში, როგორც წარმატებული პედაგოგი საერთაშორისო ვიზიტორის ლიდერების პროგრამით „მასწავლებლის განვითარება ამერიკაში“ სასწავლო კურსზე მოვხვდი, ასე ახდა ჩემი ამერიკული ოცნება.
რიგში სხვა ოცნებებიც იდგნენ…
მსურდა კარიერა მშობლიურ ბათუმში გამეგრძელებია. ეს ოცნება იმთავითვე განწირული აღმოჩნდა. მასწავლებლის სასერთიპიკატო გამოცდების ჩაბარების შემდეგ რამდენიმე კონკურსში მივიღე მონაწილობა, თუმცა ჩემი ადგილი ასისტენტ-მასწავლებლის პოზიციაზეც კი არსად მოიძებნა. ამ დროს მომიწია ფიქრი ჩემი ქალაქიდან წავსულიყავი. იმედგაცრუებულმა გზის გაკვლევა დედაქალაქში გავაგრძელე.
ვაკო გოგუაძე
თბილისში სასწავლო ცენტრ „ანიკას“, ოქსფორდის ენების სკოლის და ნიუტონის თავისუფალი სკოლის პედაგოგად ვიმუშავე. იქ გატარებულმა ხუთმა წელმა ახალი მოტივაცია გამიჩინა. საკუთარი პროფესიული სტანდარტები გავზარდე, გადავწყვიტე მაგისტრატურის ხარისხი ევროპაში მიმეღო.
მჯერა, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება.
მჯერა, რომ ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მიღებული სრული დაფინასება, სტიპენდია და ის შესაძლებლობები, რაც ამ ქვეყანამ მომცა, შემთხვევითი არ ყოფილა.
მჯერა, რომ ჩემი საქართველოდან წამოსვლის დღე, 28 აგვისტო, არის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანასთან უწყვეტი კავშირის ნიშანი.
ახლა მთავარი ოცნების ჯერია.
დაბრუნების, სამშობლოში ღირსეულად დაბრუნების დრო დადგა.
ესაა ძახილი ახალი თაობის, რომელსაც მინდა მთელი ჩემი გამოცდილება გავუზიარო. საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე სწავლების ფინურ მოდელს საუკეთესოდ მივიჩნევ. ვისურვებდი საქართველოს განათლების სიტემა კიდევ უფრო დაიხვეწოს და ამაში გარკვეული წვლილის შეტანის საშუალება მეც მომეცეს. სამომავლოდ, ალბათ საქართლოში უფრო საჭირო ვიქნები.
ესაა ძახილი ჩემი ყოფილი მოსწავლეების, რომლებიც ბოლო შეხვედრაზე თვალცრემლიანი დავტოვე, რომელთა უმრავლესობაც მასწავლებელი გახდა, რომელთა ცხოვრებაში პატარა სიკეთის მარცვალი მეც ჩავდე.
ძახილი ჩემი წარმატებული კოლეგებისა და მეგობრების, რომლებიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ცერემონიალის დასრულების შემდეგ ყოველთვის მირეკავენ და მარწმუნებენ, რომ ჩემი ადგილი საქართველოშია.
ძახილი ჩემი გამორჩეული ლექტორის – ბათუმის სახელმწიფო-პედაგოგიური კოლეჯიდან, ქალბატონი თეა ხვიჩიასი, რომელიც ჩემი პროფესიული შთაგონების წყაროა და რომლის სტანდარტებითაც დღემდე ვხელმძღვანელობ. რომელთან ურთიერთობამაც შთამაგონა, რომ მასწავლებლებს სამყაროს შეცვლა შეუძლიათ. მან ჩემი ცხოვრება შეცვალა.
ძახილი ინგლისური ენის იმ პედაგოგის, რომელიც თვლიდა, რომ ჩემი ენის დონით მასწავლებელი ვერასდროს გავხდებოდი, რომელიც არასდროს დაფიქრებულა ჩემს ფსიქო-ემოციურ ფონზე და იმ ფაქტზე, რომ უმეტესად ნათხოვარი წიგნებით ვმეცადინეობდი, რადგან ჩემს მარტოხელა დედას სოფელ ფერიაში მძიმე ეკონომიური მდგომარეობა ჰქონდა.
და ბოლოს, მესმის უწყვეტი ძახილი ჩემი მთავრი გულშემატკივრის და ყოვლისშემძლე, უკვე ხანშიშესული დედის, რომელმაც მომცა ძალა მიზნამდე მივსულიყავი.
დიახ, დედა! ჩვენ ეს შევძელით და გპირდები, რომ დავბრუნდები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 მაისის 21 საათიდან 8 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 9-10 მაისს აჭარაში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
ანონიმურ ჰაკერთა ჯგუფი ანონიმუსი, რომელმაც ბოლო პერიოდში 30-მდე სამთავრობო ვებგვერდი დაჰაკა, კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ კობახიძეს მიმართავს:
„თუ თქვენი მთავრობა გააგრძელებს პოლიციის გამოყენების იმავე სტანდარტს მომიტინგეებზე სასტიკი თავდასხმისთვის, ჩვენ გიპასუხებთ სამთავრობო ვებგვერდებზე უფრო დაუნდობელი კიბერშეტევებით!
ამ პერიოდის განმავლობაში, ანონიმუსმა განახორციელა კიბერშეტევები საქართველოს სამთავრობო ვებგვერდებზე, ზეგავლენა მოახდინა 30-ზე მეტ ვებგვერდზე… გარდა ამისა, სამიზნე გახდა მთავრობასთან დაკავშირებული მედია, რომლებიც პროპაგანდისტული არხის ფუნქციას ასრულებს“.
ანონიმუსმა ეს ქმედებები აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსული მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ გამოყენებული ძალადობის საპასუხოდ დააანონსა.
„კრემლის მარიონეტულმა მთავრობამ საქართველოში შემოიტანა რუსული „უცხო აგენტების“ კანონები, რომლებიც მიზნად ისახავს გააჩუმოს განსხვავებული აზრი და დამოუკიდებელი მედია, ასევე უმიზნებს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ ორგანიზაციებს.
ჩვენ საქართველოს ხალხთან ერთად ვართ მათ ბრძოლაში დემოკრატიის, თავისუფლებისა და კეთილდღეობისთვის; გვსურს საქართველო იყოს რუსული გავლენისგან თავისუფალი, რათა მხარი დავუჭიროთ მათ მისწრაფებებს ნათელი მომავლისკენ!“ – წერს ანონიმუსი.
– During this period, #Anonymous has launched cyberattacks against Georgian government websites, impacting over 30 sites, with most of them now offline. These actions are in retaliation for police violence against peaceful protesters in Tbilisi and… pic.twitter.com/9E7nGpzjmm
Anonymous-ი პირველად საქართველოში მიმდინარე მოვლენებს პირველ მაისს გამოეხმაურა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააფრთხილა 30 აპრილის ღამეს თბილისში, ანტირუსული აქციის დარბევის გამო: „დემონსტრანტებზე თავდასხმა გამოიწვევს თქვენი ხელისუფლების ყველა თანამდებობის პირის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. ჩვენ დავეუფლებით თქვენს ყველა მონაცემთა ბაზას, ელექტრონულ წერილებს და გავავრცელებთ მათ ინტერნეტში. ეს არის თქვენი პირველი და ერთადერთი გაფრთხილება”; ასევე პარტია „ოცნებას“, რომელსაც რუსეთი უმაგრებს ზურგს, გახსოვდეთ: საქართველო არ არის რუსეთი და არც არასდროს იქნება. დაგველოდეთ!“ — ვკითხულობთ მათ განცხადებაში.
Anonymous-ი არის ჰაკერთა საერთაშორისო, დეცენტრალიზებული მოძრაობა, რომლის საქმიანობა ძირითადად მოიცავს რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ ინტერნეტსივრცეში ბრძოლას, სოციალური მოძრაობების მხარდაჭერას, კორუფციის მხილებას და ა.შ.
მაგალითად, ისინი აქტიურად ებრძვიან რუსეთისა და ირანის რეჟიმებს. Anonymous-ის ბრძოლა განსაკუთრებით აქტიურია რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის შემდეგ. მაგალითად, ერთ-ერთი მათ ბოლო აქტივობა მოიცავდა რუსეთის სამთავრობო ტელეარხების სერვერებში შეღწევას და რუსეთის ომის დანაშაულების მამხილებელი ვიდეომასალის ეთერში გაშვებას.
ჰაკერთა ამ ჯგუფის ქმედებები ხშირ შემთხვევაში სცდება არაერთი ქვეყნის საკანონმდებლო სივრცეს, თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, „ეს არის ბინძური საქმე, რომელიც ვიღაცამ უნდა გააკეთოს“.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 7 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 476 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 160]
ტანკი – 7 405 ერთეული [+25]
ჯავშანტექნიკა – 14 227 ერთეული [+14]
საარტილერიო სისტემა – 12 287 ერთეული [+37]
MLRS – 1 057 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 792 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 717 ერთეული [+34]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 149 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 509 ერთეული [+32]
სპეცტექნიკა – 2 017 ერთეული [+9]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 785 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 923 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 339 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 508 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლადო აფხაზავას კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ.
ლადო აფხაზავას რამდენიმე პირი საკუთარ სახლთან თავს დაესხა 5 მაისს. იგივე პირები პედაგოგს დღესაც მიუვარდნენ საკუთარ ბინაში.
„მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა.
მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ.
კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება.
ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული. შესაბამისად, სამართალდამცავ ორგანოებს მოვუწოდებთ დროულად და ეფექტურად გამოიძიონ აღნიშნული ძალადობის ფაქტი.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ვადასტურებთ ჩვენს სოლიდარობას ლადო აფხაზავას და ყველა მასწავლებლის მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ თავიანთ სამოქალაქო პოზიციას“ – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 500-ზე მეტი პედაგოგი აწერს.
13 წლის თენგოს ორი წლის წინ თავში გამონაზარდი აღმოაჩნდა. „გვეგონა, ჩვეულებრივი ცხიმგროვა იყო, მაგრამ სიმსივნეა“, – გვიყვება თენგოს დედა, ნარგიზ ბიბინეიშვილი. ქალის თქმით, მოზარდს უცხოეთში ესაჭიროება მკურნალობა, რასაც სახელმწიფო აფინანსებს. თუმცა ასევე სჭირდება მგზავრობის და სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები – დაახლოებით 3000 ლარი, რისთვისაც ნარგიზი დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს.
ნარგიზი მარტოხელა დედაა. ამბობს, რომ ახლა ხანდაზმულ დედასთან ერთად, რომელიც ასევე ონკოპაციენტია, ხელვაჩაურში, სოფელ ერგეში ცხოვრობს.
„ჩვენ პრობლემა დაგვეწყო 2022 წელს, თავზე გამონაზარდი ჰქონდა – სიმსივნური წამონაზარდი აღმოჩნდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არის უიშვიათესი დაავადება“, – გვიყვება დედა.
იაშვილის კლინიკის მიერ გაცემული ფორმა 100-ის თანახმად ბავშვის დიაგნოზია „მულიტიფოკალური და მულტისისტემური ლანჰერგანსისი უჯრედების ჰისტიოციტოზი“.
13 წლის მოზარდის დედის თქმით, თენგოს პირველი ოპერაცია თბილისში 2 წლის წინ გაუკეთეს: „ოპერაციის შემდეგ 14 ქიმიოთერაპია გაიკეთა, რაღაც პერიოდი სტაბილურად იყო, გამოწერეს სახლში და დავდიოდით კონსულტაციებზე – სამ თვეში ერთხელ მთლიან სხეულს ვაკონტროლებდით – პეტკატეს და ტომოგრაფიას ვუღებდით.
ახლა, 2 თვის უკან რომ გადავიღეთ პეტკატე, აღმოჩნდა, რომ არის რეციდივი. ძველი რაც ჰქონდა, ალაგებულია, მაგრამ აქვს ახალი გამონაზარდები, რომელიც არის მწვავე ფორმის. სჭირდება საზღვარგარეთ მკურნალობა.
ბავშვის წაყვანა გვინდა სტამბულში, სამინისტრომ მითხრა, რომ ისრაელში არ გაგვიშვებენ და სხვა ქვეყნებში კალკულაციის მოძებნა ძალიან გამიჭირდა. სამინისტრო დამეხმარა, რომ სტამბულიდან კალკულაცია მიმიღო.
ახლა დასვენების დღეები შეგვხვდა. ველოდებით სამინისტროსგან ზარს, რომ წავიდეთ. სამინისტრო აფინანსებს ერთ გზას და თავმდგურს, მაგრამ არის სხვა ხარჯები, მაგალითად მეორე გზა და ასე სხვა ყოფითი ხარჯები. არ გვეგონა, რომ ამ დღეში აღმოვჩნდებოდით და არ ვიყავით მომზადებულები.
ჩემი გადაანგარიშებით ხარჯები, სადღაც 3000 ლარზე გადის. სამინისტრო ამიღებს აქედან გამგზავრების ბილეთს, მაგრამ უკან წამოსასვლელი ბილეთი არ მექნება.
ჩვენი ოჯახი სოციალურად დაუცველია, მე ბავშვის გამო უკვე ორი წელია უმუშევარი ვარ, დედაც ონკოპაციენტია. ასაკოვანია თან ძალიან. ბავშვის შემწეობა გვაქვს 200 ლარი და დედაჩემის პენსია. არც საცხოვრებელი მაქვს ისეთი გამართული, რომ უცებ სოფელში მივიყვანო ბანკი და დავაიპოთეკო. მოვიკითხე და ჩემ ლოკაციაზე იპოთეკას არ მიკეთებენ“.
ნარგიზ ბიბინეიშვილის თქმით, მისი შვილი ამ ეტაპზე გადაადგილებას ახერხებს, თუმცა ძალიან სწრაფად იღლება. ეფექტურობის თვალსაზრისით კლინიკაში მოზარდის ოპერატიულად გადაყვანა ძალიან მნიშვნელოვანია.
______________________________
13 წლის თენგოს დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
ლიბერთი ბანკი:
GE95LB0211121962646000 მიმღები ნარგიზ ბიბინეიშვილი, დედა
საქართველოს ბანკი
GE62BG0000000937242600 მიმღები ნარგიზ ბიბინეიშვილი, დედა
ბათუმის მერია ცენტრალურ პარკთან, ნურიგელის ტბასთან ახლოს 2821 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთისა და მასზე დამაგრებული შენობის გაყიდვას გეგმავს.
ეს ქონება საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია, რომელიც მერიამ საკრებულოს გასულ სხდომაზე, 30 აპრილს დააზუსტა. შენობის ფართობი 3267 კვ.მეტრია და აქ უკვე წლებია მეზღვაურთა საწვრთნელი ცენტრი ფუნქციონირებს. შენობა საზღვაო აკადემიას უზურფრუქტით ჰქონდა გადაცემული.
სად გადავა ეს ცენტრი შენობის გაყიდვის შემთხვევაში, ჯერ არ არის ცნობილი.
საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის მიხედვით მერიას ქონების გაყიდვას 9 მილიონამდე ლარად, პირობებიანი აუქციონით გეგმავს. პირობებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ არის, ერთადერთი მითითება ნუსხაში არის ის, რომ მყიდველმა საპრივატიზებო საფასური 12 თვეში სრულად უნდა დაფაროს.
9 მილიონ 823 500 ლარი ქონების საწყისი ფასია, ელექტრონულ აუქციონზე ეს ფასი შეიძლება გაიზარდოს. საწყისი ფასის მიხედვით თუ დავიანგარიშებთ მყიდველს, ერთ კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთში 3127 ლარის გადახდა მოუწევს, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ნაკვეთზე სამსართულიანი შენობაც დგას.
ზღვასთან ახლოს ბათუმის მერია კიდევ ერთი ნაკვეთის გაყიდვას გეგმავს. საპრივატიზებო ნუსხაშია 1126 კვ.მეტრი ფართობი ანდრია პირველწოდებულის მესამე ჩიხის №2-ის მიმდებარედ. ამ ნაკვეთის საწყისი ფასი 1 მილიონ 182 300 ლარია და მერია მის გასხვისებას პირობებიანი აუქციონით გეგმავს, მყიდველმა საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს.
ზღვასთან ახლოს, ჩაქვში, მიწის ნაკვეთს აუქციონის წესით ყიდის ასევე ქონების ეროვნული სააგენტო. აუქციონი 15 მაისს უნდა დასრულდეს. გასაყიდი მიწის ნაკვეთი ზღვასთან ახლოს 1488 კვ.მეტრია. ქონების საწყისი ფასი 273 750 ლარია, ვაჭრობის ბიჯი – 2000 ლარი.
ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ამ საპრივატიზებო ობიექტს კვეთს დაურეგისტრირებელი ელექტროგადამცემი ხაზი, 2.70 კვ.მეტრსა და 335 კვ.მეტრზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.
გარდა ამისა, საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს მდინარე ჩაქვის წყლის სიახლოვეს, ასევე გამანაწილებელ არხთან და ხელოვნურ ტბორთან, შესაბამისად, მყიდველის მიერ გასათვალისწინებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონი და „წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.
უკრაინაში ქართველი მებრძოლი სოსო გუგუტიშვილი დაიღუპა – ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, სოსო გუგუტიშვილი ავდიივკას მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. ის ქვედანაყოფის „შავი არწივის“ მებრძოლი იყო და რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინის ომში 2022 წლიდან იბრძოდა.
უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022 წლიდან დღემდე 60-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, გუგუტიანთკარში მცხოვრები 40 წლის რამაზ ბეღელური იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ახლოს გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.
„ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომდა ღირებულებების დამცველი!
არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცები მეგობარსა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!“ – წერს ზურაბიშვილი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური საოკუპაციო რეჟიმმა უკვე მეხუთედ დააკავა.
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ევკალიპტის მრავალწლოვანი ხე წაიქცა. თვითმხილველის თქმით, ხე იქვე მდგომ სატვირთო ავტომანქანას დაეცა. ასევე დაზიანდა გზაზე მიმავალი მსუბუქი ავტომანქანაც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხე დღეს, 6 მაისს დილით წაიქცა, რის გამოც გარკვეული დროით გადაკეტილი იყო მოძრაობა ხალვაშის გამზირზე. ამ დროისთვის გზაზე ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 475 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 040]
ტანკი – 7 380 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 14 213 ერთეული [+34]
საარტილერიო სისტემა – 12 250 ერთეული [+38]
MLRS – 1 057 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 791 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 683 ერთეული [+47]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 148 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 477 ერთეული [+59]
სპეცტექნიკა – 2 008 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 6 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
594 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 785 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 923 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 339 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 508 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
„6 მაისს, 18 საათზე შევიკრიბებით უნივერსიტეტის კიბეებთან და მდუმარე მარშით დავიძვრებით გმირთა მოედნისკენ, ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის პატივსაცემად.“ – წერენ „მარტიანელები“.
სტუდენტები ხვალინდელი მსვლელობის შემდეგ პასკისა და ტკბილეულის დარიგებასაც გეგმავენ, „მათთვის ვისაც სჭირდება.“
„ხვალ ვისაც შესაძლებლობა გვაქვს წამოვიღოთ პასკა, კვერცხი, ტკბილეული და დავურიგოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მათ ვისაც სჭირდება.“ – წერენ საორგანიზაციო ჯგუფში.
აქცია მსვლელობა სტუდენტებს გუშინ, 4 მაისსაც ჰქონდათ. ისინი ჯერ ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი აღდგომის დღესასწაულის შესახვედრად წმინდა ბარბარეს ეკლესიაში გადავიდნენ, აქედან კი საკათედრო ტაძარში გადაინაცვლეს.
ანტირუსული აქციის მონაწილეები აღდგომას ერთად შეხვდნენ თბილისშიც. ისინი ქაშვეთთან შეიკრიბნენ.
ხალხის რაოდენობის გამო გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. ადგილზე საინიციატივო ჯგუფები და მოქალაქეები არიგებდნენ წითლად შეღებილ კვერცხებს, პასკებს და სანთლებს.
მსგავსი სააღდგომო აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდსა და ქუთაისში.
მოქალაქემ ბათუმის მერიას და საპატრულო პოლიციას მისწერა, რომ ვალენბერგის #4-ში, მრავალბინიანი კორპუსის ეზოში შესვლა წესების დარღვევის გარეშე შეუძლებელია. მოქალაქის წერილის მიხედვით შესასვლელები კონკრეტულ საათებში სრულად იკეტება, რადგან ახლოს მეჩეთია, სადაც მოქალაქეები სალოცავად ავტომანქანებით მიდიან და იქვე აჩერებენ. ამ პერიოდს ემთხვევა რიგი მოქალაქეების სამსახურიდან დაბრუნებისა და მეორე ცვლაში წამსვლელთა გადაადგილებაც, რაც 85 ბინიან კორპუსს სრულად უკეტავს კორპუსში შესვლის შესაძლებლობას.
მოქალაქე მერიას, ისევე როგორც საპატრულო პოლიციას ატყობინებს, რომ აქ პიკის საათებში შეუძლებელი იქნება როგორც სასწრაფოს, ასევე სახანძრო მანქანის შეყვანა.
„ყოველდღე გვიწევს ჩხუბი. გვესმის გამაყრუებელი სიგნალები გზის ჩაკეტვის გამო“ – წერს გოჩა თურმანიძე და იქვე მიუთითებს, რომ იმავე კორპუსშია განთავსებული პოლიციის მესამე განყოფილებაც.
ამონარიდი მოქალაქის წერილიდან
2014 წლის 4 აპრილს ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა გოჩა ხურციამ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს ოფიციალურად აცნობა, რომ საკითხი შეისწავლა და მიზანშეწონილად მიიჩნია ვალენბერგისა და ამირეჯიბის ქუჩებზე დაუშვას ცალმხრივი მოძრაობა და ამ ქუჩებზე შესაბამისი საგზაო ნიშნების განთავსება.
საპატრულოს უფროსმა მერს რეკომენდაცია მისცა ასევე, რომ ამ ქუჩებზე მხოლოდ ერთ მხარეს დაუშვას პარკირება.
ბათუმის მერიამ შესაბამისი განკარგულების პროექტი საკრებულოს გადაუგზავნა დასამტკიცებლად, სადაც ვკითხულობთ:
„ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე და საცობების თავიდან აცილების მიზნით დაიგეგმოს ცალმხრივი მოძრაობა ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის რაულ ვალენბერგისა და ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩებზე.“
საკრებულომ განკარგულება დაამტკიცა 30 აპრილს და მერიას 15 დღიანი ვადა აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
მონიშნულია ქუჩები, რომლის გაცალმხრივებაც მერიამ უსაფრთხოების მიზნით გადაწყვიტა
ცნობილი ბრიტანული ტრიო Tiger Lilies საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე წერს:
“ჩვენ ვიცით, რის გაკეთებას ცდილობს პუტინი. ცდილობს ააშენოს ახალი იმპერია ევროპის იმ ნაწილებისგან, რომელთა ხელში ჩაგდებსაც მოახერხებს. დემოკრატია სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება, ლგბტ უფლებები – მისთვის ყველა მტერია. მას სურს ახალი რუსული იმპერიის შექმნა მარიონეტული მთავრობებით მთელ ევროპაში და ჩვენ ყველამ უნდა შევაჩეროთ იგი. Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, თავისუფლებისთვის ბრძოლაში!”.
წლების განმავლობაში ჯგუფს არაერთხელ დაუკრავს ქართველი მსმენელისთვის. “ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა მთხოვა მეთქვა მხარდაჭერის სიტყვები მათი რუსეთის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ” – წერს მომღერალი მარტინ ჟაკი.
პანკ კაბარე ბენდი Tiger Lilies ახალი რეპერტუარი (ალბომი სახელწოდებით უკრაინა) პუტინის პოლიტიკის მწვავე კრიტიკას შეიცავს. ჯგუფმა 2023 წელს კონცერტები გამართა ლვოვსა და კიევში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 მაისის 21 საათიდან 6 მაისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით წვიმა;
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
დღისით: 16 – 21 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 3-4 ბალი, ზღვის წყლის ტემპერატურა +16 გრადუსი.
სინოპტიკოსების ცნობით, 7 და 8 მაისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 474 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
ტანკი – 7 375 ერთეული [+9]
ჯავშანტექნიკა – 14 179 ერთეული [+18]
საარტილერიო სისტემა – 12 212 ერთეული [+21]
MLRS – 1 057 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 790 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 349 ერთეული [+1]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 636 ერთეული [+25]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 147 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 418 ერთეული [+37]
სპეცტექნიკა – 2 002 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 762 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 917 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 479 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
დღეს, 5 მაისს, ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – თვითმხილველის თქმით, ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა 7 წლის ბიჭი. დაღუპულის მამა და მეორე შვილი კი მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში არიან გადაყვანილები.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონის და ვაჟა-ფშაველას ქუჩების გზაჯვარედინზე მოხდა. BMW-ს ტიპის ავტომანქანა ტაქსის შეეჯახა. დაზიანდა პარკინგზე მდგომი 2 სხვა ავტომანქანაც.
თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად ჯამში ოთხი ადამიანი გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა საავადმყოფოში.
„დაიტოვე“ – ანუ სახლში დაიტოვე ის, ვისაც რეგიონიდან თბილისში ანტირუსულ აქციაზე უნდა ჩამოსვლა და ღამის გასათევი არ აქვს. ამ მიზნით შეიქმნა ჯგუფი „დაიტოვე“ ფეისბუქში, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება ადგილის პოვნაში, რამდენიმე საათით დასაძინებლად – აქციის შემდეგ ძალების აღდგენა რომ შეძლონ. შექმნიდან მალევე ამ ჯგუფმა, ახალ-ახალი ფუნქციები დაემატა და ერთმანეთზე ზრუნვის ადგილად იქცა.
„დაიტოვეში“ ეძებენ და მალევე პოულობენ ადამიანს, რომელიც პირველ დახმარებას გაგიწევს, თუ აქციაზე თვალებში წიწაკის სპრეი შეგასხეს, დაშავდი, წყლის ჭავლმა დაგასველა და მშრალი ტანსაცმელი გჭირდება. იპოვი ადამიანებს, ვინც თავად ვერ მიდის აქციაზე და შენს ბავშვს დაიტოვებს, მასზე იზრუნებს. აქ ეძებენ და მალევე პოულობენ ფიზიოლოგიურ ხსნარს, რძეს, საჭმელს, გზის ფულს, ღამის გასათევს, მანქანას, რომელიც მიგიყვანს დანიშნულების ადგილზე, დაგიმუხტავენ ტელეფონს, დაგალევინებენ წამალს თუ თავი აგტკივდა და ასე შემდეგ.
ახლა „დაიტოვეში“ 153 000 ადამიანია გაწევრიანებული – აქციის მონაწილე თუ გულშემატკივარი. ჯგუფში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული პოსტი ქვეყნდება, რომელთა შინაარსიც დახმარების შეთავაზებას, მისი მიღების სურვილს ან აქციის სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას ემსახურება. ამ ჯგუფის დახმარებით აქციის მონაწილეებმა ყოფითი ნივთების შესაძენად, ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა საჭიროებისთვის თანხის შეგროვებაც შეძლეს და ახლა ამ ნივთებს აქციაზე უფასოდ არიგებენ. ვისაც დახმარება სჭირდება – ეხმარებიან.
ფოტო: ჯგუფი „დაიტოვე“
„დაიტოვეში“ დატოვებულ ჩანაწერებს რომ მივყვეთ, ერთი დიდი ისტორია გამოვა, რომელიც ბევრი გაბრაზებული ადამიანის ამბავს გვიყვება. ეს ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძვიან და ამბობენ, რომ „მათია ევროპა“, რომ „ევროპაში მიდიან და არა რუსეთში“. ისინი მმართველი პარტიისგან მოითხოვენ გაიწვიოს ეს კანონი, რადგან რუსეთი მათი, ანუ ამომრჩევლის ნება არ არის. ამ ისტორიებს ჯგუფში ყოველ წუთს ახალი ემატება.
ფოტო: ჯგუფი „დაიტოვე“
„დაიტოვეში“ აქტიურად წერენ აქციის მონაწილეების, ჯგუფში შეკრებილი ადამიანების ერთიანობით, ზრუნვით მხარდაჭერით აღფრთოვანებული მოქალაქეები. აქებენ და აგულიანებენ მათ, სთავაზობენ მხარდაჭერას ისე, როგორც შეუძლიათ. ხშირად შეხვდებით ემიგრანტების შეთავაზებებსაც, ისინი არამხოლოდ თანხას ურიცხავენ აქციის მონაწილეებს, სთავაზობენ საჭირო ნივთებს და მათ სახლებს ღამის გასათევად.
ამ ჯგუფში ვიგებთ ასევე, რომ არ ივიწყებენ იმათაც, ვინც კრიტიკულად საჭირო დროს დაეხმარა.
ჯგუფის ისტორიებიდან:
ახალგაზრდა კაცმა რუსთაველზე, შეკრების ადგილთან „სახლი-მანქანა“ გააჩერა. ვიდეოზე მისი გამოყენების ინსტრუქცია ჩაწერა და „დაიტოვეში“ გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში ის ჰყვება, როგორ შეიძლება ამ მანქანის გამოყენებით ტელეფონის დამუხტვა, ჩაის და ყავის მომზადება და ცოტა ხნით დასასვენებლად წამოწოლა. ის აქციის მონაწილეებს მიმართავს მაქსიმალურად გამოიყენონ მანქანა. „სადაც ამ მანქანას ნახავთ, მაქსიმალურად welcome“, – ამბობს ის ვიდეოში.
ნიკა ვასაძე წერს, რომ თბილისში ღამის გასათევს დაუფინანსებს 100 ადამიანს, მას სხვები კომენტარებში უწერენ თავად რამდენის დაფინანსება შეუძლიათ. ჩანს, რომ დახმარების მსურველები ბევრნი არიან. მათ შორის არიან ცნობილი სახეებიც. მაგალითად, თეა გოდოლაძე საკუთარ სივრცეს სთავაზობს, ვისაც ღამის გასათევი არ აქვს, თან წუხს, რომ ყოველთვის დაასწრეს და მსურველი სხვამ წაიყვანა. იმავეს სხვებიც წერენ: „თქვენ ხომ ვერაფერს დაგასწრებთ კაცი.“
ნიკას კომენტარებში სხვებიც ეხმიანებიან და წერენ კიდევ ვის რამდენის დაფინანსება შეუძლია. ჯგუფში არიან დედებიც, რომლებიც შვილების ამ გადაწყვეტილებებს იწონებენ და აქებენ მათ.
„მიყვარხარ ადამიანო“ – წერს მარიამი მასპინძელს, რომელმაც თბილისში, საკუთარ ბინაში მეგობართან ერთად შეიფარა, მისცა ახალი ტანსაცმელი და საუზმე მოუმზადა. თავად კი „ფისოს არეული დაულაგეს“ და ჭურჭელი გაურეცხეს.
თათა გაჩეჩილაძე წერს, რომ მაფინებს აცხობს აქციისთვის. მას ბევრი კომენტარი დაუწერეს. „იმდენს იზამთ, მდინარაძეც მოვა აქციაზე და მაფინით ხელში შეაკვდება იდეასო“, – წერენ კომენტარებში.
ჯგუფში ბევრ პოსტს ნახავთ, სადაც ადამიანები წერენ, რომ აქციის მონაწილეებს რეგიონებიდან შესთავაზებენ ღამის გასათევს, იქვე წერენ რა პირობები დახვდებათ სახლში: „სამი სასაცილო ბავშვი მყავს“, „ფისო მყავს, აგრესიული არ არის. ბევრი აღწერს, რამდენად კარგად შეუძლია ბავშვების მოვლა და უსაფრთხო გარემოს შეთავაზება მათთვის, ვიდრე მშობლები აქციაზე იქნებიან.
ტაქსის მძღოლები უფასოდ ემსახურებიან აქციის მონაწილეებს და ზოგჯერ თანხასაც ჩუქნიან
ჯგუფში გაიგებთ, ვინ რა ჩაიტანა აქციაზე რეგიონიდან, ვინ მოამზადა მათთვის საკვები, ვინ უფრო გემრიელ ლობიანს ამზადებს და ვის რა აქვს სახლში, რომ სტუმარს დაახვედროს.
ქალი ქუთაისიდან ჯგუფში წერს, რომ ფულს აგროვებდა შვილის დაბადების დღის გასართობ ცენტრში აღსანიშნად, მაგრამ გადაწყვიტა ეს თანხა აქციის მონაწილეებს ჩაურიცხოს. მას კი ერთ-ერთმა გასართობმა ცენტრმა მისწერა, რომ შესაბამის მომსახურებას აჩუქებს. სხვა მოქალაქემ აქციის მონაწილეებს ავტომანქანის შესაძენად შეგროვებული ფული ჩაურიცხა, მეორემ კი მიწერა, გერმანიაში ვარ და აქ თუ იყიდი მანქანას, უფასოდ ჩამოგიყვანო.
ჯგუფის შექმნის იდეა მარიამ ბაბუნაიშვილს ეკუთვნის. მასთან ერთად ორგანიზებაში არიან ჩართულები და სხვადასხვა საკითხს კოორდინაციას უწევენ ილო ღლონტი, თამარ კურატაშვილი და სხვები.
ჯგუფის ლოგო ნენსი ვოლანდს ეკუთვნის:
„ჩვენი ჯგუფის ლოგო შევქმენი. ევროკავშირი ჩვენი სახლია, ჩვენი სახურავი, ევროკავშირის ვარსკვლავები ჩვენი ფანჯრების იქეთ კაშკაშებენ, ჩვენი ფანჯარა საქართველოა, რომლიდანაც ამ ვარსკვლავებს ვუყურებთ და თან, ჩვენი ჯგუფიც თავდაპირველად შეიქმნა სახლის იდეით, ადამიანები სახლში იტოვებენ ხალხს, მათთვის ყველას საკრალურ ადგილას“, – წერს ნენსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
დღეს, 4 მაისს რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტები ბათუმში, წმინდა ბარბარეს ეკლესიასთან შეიკრიბებიან. ერთ-ერთი ორგანიზატორის ინფორმაციით ისინი ამ ფორმით ეხმაურებიან თბილისში დღეს დაგეგმილ აქციას.
თბილისში ახალგაზრდები დღეს 19:00 საათიდან ქაშვეთის ეკლესიასთან გეგმავენ შეკრებას.
„ერთი რამ იცოდეს ხელისუფლებამ, რომ ყველა დიდი ხუთშაბათისა და პარასკევის შემდეგ მოდის აღდგომა. რეზინის ტყვიების შემდეგაც ქართველი ერი აღდგება და უფრო ძლიერი და ერთიანი იქნება“ – ამბობს ლუკა ნაცვლიშვილი მედიასთან.
გუშინ, 3 მაისის აქცია ანტირუსული პროტესტის მონაწილეებმა, ანთებული სანთლებით ხელში, ქაშვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაასრულეს.
ორი კვირაა მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. მათი მოთხოვნაა „ოცნებამ“ უკან გაიწვიოს რუსული კანონი. გუშინ, 3 მაისს აქციის მონაწილეები სასტუმრო პარაგრაფთან და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც მივიდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 473 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
ტანკი – 7 366 ერთეული [+12]
ჯავშანტექნიკა – 14 156 ერთეული [+27]
საარტილერიო სისტემა – 12 148 ერთეული [+46]
MLRS – 1 055 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 788 ერთეული [+2]
თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 611 ერთეული [+31]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 127 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 16 337 ერთეული [+71]
სპეცტექნიკა – 2 001 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
593 თვითმფრინავი
270 ვერტმფრენი
23 742 უპილოტო საფრენი აპარატი
512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
15 911 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
9 289 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
21 471 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.
3 მაისს, დაახლოებით 22 საათზე, საპროტესტო აქციის – „არა რუსულ კანონს“ – მონაწილეები ქაშვეთის ეკლესიასთან მივიდნენ და ერთმანეთს სანთლებს ურიგებენ:
„როგორც ჩვენმა წინაპრებმა 9 აპრილის დაანთეს სანთლები და ილოცეს, ასე უნდა დავანთოთ ჩვენც, რომ ვაჩვენოთ რანი ვართ“ – ამბობენ აქციის მონაწილეები.
ანტირუსული საპროტესტო აქცია თბილისში – 3 მაისი
ორი კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. მათი მოთხოვნაა „ოცნებამ“ უკან გაიწვიოს რუსული კანონი.
ანტირუსული საპროტესტო აქცია თბილისში – 3 მაისი
დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ტელეფონით ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის, სადაც განიხილა ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენები.
შარლ მიშელის თქმით, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვისაც სურს ევროპული მომავალი მისი ქვეყნისთვის. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია და პლურალისტურ საზოგადოებაზე, გათვალისწინებული უნდა იყოს.
ანტირუსული საპროტესტო აქცია თბილისში – 3 მაისიანტირუსული საპროტესტო აქცია თბილისში – 3 მაისი
მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“, ხოლო ფონდებს, მათ შორის, აშშ-ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის“ სტატუსებს ანიჭებს.
მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.
ანტირუსული საპროტესტო აქცია თბილისში – 3 მაისიანტირუსული საპროტესტო აქცია თბილისში – 3 მაისიანტირუსული საპროტესტო აქცია თბილისში – 3 მაისი