უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 478 730 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
- ტანკი – 7 429 ერთეული [+11]
- ჯავშანტექნიკა – 14 281 ერთეული [+35]
- საარტილერიო სისტემა – 12 340 ერთეული [+23]
- MLRS – 1 058 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 793 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 349 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 775 ერთეული [+47]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 192 ერთეული [+41]
- გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 16 618 ერთეული [+69]
- სპეცტექნიკა – 2 027 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 9 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 594 თვითმფრინავი
- 270 ვერტმფრენი
- 23 856 უპილოტო საფრენი აპარატი
- 512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 15 960 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 280 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 9 415 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 21 563 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.