სიახლეები

„არც აღდგომა იციან, არც საფლავი“ – ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე

06.05.2024 •
„არც აღდგომა იციან, არც საფლავი“ – ზურაბიშვილი ოკუპანტების მიერ გატაცებულ მოქალაქეზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, გუგუტიანთკარში მცხოვრები 40 წლის რამაზ ბეღელური იმ დროს დააკავეს, როდესაც საოკუპაციო ხაზთან ახლოს გარდაცვლილი ძმის საფლავს აწესრიგებდა.

„ეგრეთწოდებული ერთმორწმუნე და ვითომდა ღირებულებების დამცველი!

არც აღდგომა იციან, არც საფლავი, არც ოჯახი და საერთოდ სამშობლო ხომ არ იციან, და არ იციან – არც მისი ნამდვილი საზღვრები და არც გარჩევა საკუთარი და მეზობლის მიწების შორის…. და ამ ყველაფრის მიუხედავად ვიღაცები მეგობარსა და მტერს შორის რაღაც უღირს ტოლობის ნიშანს სვამენ!“ – წერს ზურაბიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრები რამაზ ბეღელური საოკუპაციო რეჟიმმა უკვე მეხუთედ დააკავა.

ამავე თემაზე: რამაზ ბეღელურის ოჯახი რუსეთისთვის სტრასბურგში ჩივილს აპირებს 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: