მთავარი,სიახლეები

Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

05.05.2024
Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში

ცნობილი ბრიტანული ტრიო Tiger Lilies საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ გევრდზე წერს:

“ჩვენ ვიცით, რის გაკეთებას ცდილობს პუტინი. ცდილობს ააშენოს ახალი იმპერია ევროპის იმ ნაწილებისგან, რომელთა ხელში ჩაგდებსაც მოახერხებს. დემოკრატია სამართლიანი არჩევნები, გამოხატვის თავისუფლება, ლგბტ უფლებები – მისთვის ყველა მტერია. მას სურს ახალი რუსული იმპერიის შექმნა მარიონეტული მთავრობებით მთელ ევროპაში და ჩვენ ყველამ უნდა შევაჩეროთ იგი. Tiger Lillies მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას, თავისუფლებისთვის ბრძოლაში!”.

წლების განმავლობაში ჯგუფს არაერთხელ დაუკრავს ქართველი მსმენელისთვის. “ბევრმა ქართველმა გულშემატკივარმა მთხოვა მეთქვა მხარდაჭერის სიტყვები მათი რუსეთის მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ” – წერს მომღერალი მარტინ ჟაკი.

პანკ კაბარე ბენდი Tiger Lilies ახალი რეპერტუარი (ალბომი სახელწოდებით უკრაინა) პუტინის პოლიტიკის მწვავე კრიტიკას შეიცავს. ჯგუფმა 2023 წელს კონცერტები გამართა ლვოვსა და კიევში.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: