სიახლეები

უკრაინულმა საზღვაო დრონმა ყირიმში რუსული კატერი გაანადგურა

06.05.2024
უკრაინულმა საზღვაო დრონმა ყირიმში რუსული კატერი გაანადგურა

უკრაინის მთავარი სადაზვერვო მთავარი სამმართველოს ცნობით, უკრაინულმა საზღვაო დრონმა – Magura V5-მა, ოკუპირებულ  ყირიმში რუსული კატარღა გაანადგურა.

უკრაინელებმა ოკუპირებულ ყირიმში რუსული კატერი დრონით 6 მაისს, ღამით გაანადგურეს. სადაზვერვო სამმართველომ კატერის აფეთქების ვიდეოც გაავრცელა.

საზღვაო დრონ MaguraV5 -ით უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული გემები: „კაიზერ კუნიკოვი“, „ივანოვეცი“, „სერგეი კოტოვი“, „აკულა“ და ა.შ.

______________

ფოტოზე: საზღვაო დრონი MaguraV5

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: