მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მაისი

04.05.2024 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 473 400 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 260]
  • ტანკი – 7 366 ერთეული [+12]
  • ჯავშანტექნიკა – 14 156 ერთეული [+27]
  • საარტილერიო სისტემა – 12 148 ერთეული [+46]
  • MLRS – 1 055 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 788 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 348 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 611 ერთეული [+31]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 127 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 337 ერთეული [+71]
  • სპეცტექნიკა – 2 001 ერთეული [+8]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 4 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 593 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 23 742 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 911 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 289 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 471 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანიომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: