მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მაისი

05.05.2024 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 5 მაისი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 474 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +860]
  • ტანკი – 7 375 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 14 179 ერთეული [+18]
  • საარტილერიო სისტემა – 12 212 ერთეული [+21]
  • MLRS – 1 057 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 790 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 349 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 325 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 9 636 ერთეული [+25]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 2 147 ერთეული [+1]
  • გემი/ნავი – 26 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 16 418 ერთეული [+37]
  • სპეცტექნიკა – 2 002 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2024 წლის 5 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 593 თვითმფრინავი
  • 270 ვერტმფრენი
  • 23 762 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 512 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 15 917 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 279 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 9 314 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 21 479 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: