ჩვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიუსაჯეს ქალს, რომელმაც კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქმე ეხება გახმაურებულ საქმეს – ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში ამავე კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მშობიარობის შემდეგ ქალმა, „ახალშობილის მოკვლის განზრახვით, მას სხეულის სხვადასხვა არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და სამედიცინო ნარჩენებისთვის განკუთვნილ პოლიეთილენის პარკში მოათავსა“.

„ახალშობილს, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში იმყოფებოდა, კლინიკის სამედიცინო პერსონალმა გადაუდებელი და კომპლექსური სამედიცინო დახმარება გაუწია, თუმცა მიღებული დაზიანებების სიმძიმის გამო, იგი 27 მარტს, კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით (დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობის შემდეგ უმალვე) წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ევროკავშირი გმობს მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ პოლიტიზებულ განაჩენს

დღეს, 6 აგვისტოს, ერთი წელი გავიდა, რაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ თარიღთან დაკავშირებით ევროპის ქვეყნების საელჩოები საერთო განცხადებას ავრცელებენ და „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ, მზია ამაღლობელი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს:

პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც:

„მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის თავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“.

  • რა ხდება?

დღეს, 2026 წლის 6 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, მზია ამაღლობელს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის საპროტესტო აქციაზე სილის გაწვნას ედავებოდნენ.

მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს გადააკვალიფიცირა და მედიამენეჯერი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გაასამართლა – პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს, ჯერ ადმინისტრაციული, შემდეგ კი სისხლის სამართლის წესით. დაკავების შემდეგ იგი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა, თუმცა პროკურატურას ეს საქმე არ გამოუძიებია.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში პოლიციელი ცრუმოწმეების, „ოცნების“ ლიდერების თავდასხმების, ბრალდებების, მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის და პროპაგანდის ფონზე.

პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელს მკვეთრად დაუქვეითდა მხედველობა.

მზია ამაღლობელის საქმის გარშემო გაერთიანდნენ პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე წამყვანი გლობალური ორგანიზაციები და დასავლური ქვეყნების საელჩოები. მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის“ შესახებ, ჩანაწერი გაკეთდა ასევე ევროპარლამენტის რეზოლუციაში.

პატიმრობაში ყოფნისას მზია ამაღლობელმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო მიიღო, ხოლო 2025 წლის 16 დეკემბერს მას ევროპარლამენტში, ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცეს.

„ამ ჯილდოს ვიღებ ყველა იმ პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს ციხეებში და „ეჭვმიტანილები“ არიან საქართველოს ევროპული მომავლისათვის ბრძოლაში“ – ასე მიმართა მზია ამაღლობელმა ევროპარლამენტს რუსთავის ქალთა კოლონიიდან გაგზავნილი წერილით.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა უკვე დაიწყო სტრასბურგის სასამართლომ, სადაც მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

______

ფოტოზე: 2025 წლის 6 აგვისტო, მზია ამაღლობელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ნახეთ ამ თემაზე: 

მზია ამაღლობელისთვის განაჩენის გამოტანიდან 1 წელი გავიდა – როგორ ეხმაურებიან საელჩოები

10 წლით პატიმრობა მიუსაჯეს 19 წლის ბიჭს ბათუმში რესტორანში ჩხუბისა და დანით დაჭრის საქმეზე

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 19 წლის ლაშა გ.-ს. მას პროკურატურა ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავებოდა.

განაჩენი დღეს, 6 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა.

საუბარია 2025 წლის 12 ნოემბერს მომხდარ შემთხვევაზე : ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში პირმა ორი ახალგაზრდა დანით დაჭრა. დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს და გადარჩნენ. მათი ჭრილობები ექსპერტიზამ „სიცოცხლისთვის საშიშად“ შეაფასა.

საქმის თანახმად, დანით დაპირისპირებამდე რესტორნის მეოთხე სართულზე მდებარე ვერანდაზე ორი სუფრის წევრებს შორის ჩოჩქოლი ატყდა.

ადვოკატების მტკიცებით, საქმე გვქონდა არა მკვლელობის მცდელობასთან, არამედ აუცილებელ მოგერიებასთან ფარგლებს გადაცილებით, რადგან ბრალდებული რესტორნის კიბეებზე ჩამოდიოდა, როცა უკან დაედევნენ და თავს დაესხნენ.

საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმაც, თუმცა მოსამართლის შეფასებით, საქმე გვქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასთან – სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლი.

ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა დაცვის მხარე ამ განაჩენს.

„საგანძურის მარათონის“ ახალი თვე – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

მობაილბანკში „საგანძურის მარათონი“ ახალ ეტაპზე გადავიდა. ახალი თვე ნიშნავს ახალ ციკლს, ახალ გამარჯვებულებს და ახალ შესაძლებლობებს მათთვის, ვისაც მონეტების დაგროვება, ლიდერბორდზე დაწინაურება და ფულადი პრიზების მოპოვება სურს.

„საგანძურის მარათონი“ ერთჯერადი თამაში არ არის – ეს არის თავგადასავალი, სადაც ყოველი ახალი თვე მონაწილეებს თავიდან აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ კონკურენციაში, შეასრულონ ახალი მისიები და იბრძოლონ როგორც ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური პრიზებისთვის, ისე მთავარი საპრიზო ფონდისთვის.

თამაშის ჯამური საპრიზო ფონდი 250 000 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე, უკვე 160 გამარჯვებული გამოვლინდა და ჯამში 94 000 ლარი გათამაშდა. თუმცა, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის – ოთხი საგვარეულო მონეტების დაგროვებას აგრძელებს, რათა ფინალში მოხვდეს და მთავარი პრიზისთვის იბრძოლოს.

თუ აქამდე ფიქრობდი, რომ თამაშში ჩართვა დაგაგვიანდა, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ახალი თვე ნიშნავს ახალ შესაძლებლობას, რადგან გამარჯვებულები ყოველთვიურად ვლინდებიან, ლიდერბორდები ახლდება და თითოეულ მონაწილეს აქვს შანსი საკუთარი აქტიურობით გაიუმჯობესოს პოზიციები. „საგანძურის მარათონში“ წარმატებას მხოლოდ ის არ განსაზღვრავს, ვინ დაიწყო თამაში ადრე – მთავარი ყოველდღიური ჩართულობა, სტრატეგია და მონეტების დაგროვებაა.

ყოველდღიური და ყოველკვირეული მისიების შესრულების პარალელურად, მონაწილეები მობაილბანკის სხვადასხვა ფუნქციასაც აღმოაჩენენ და ყოველდღიურ ციფრულ ცხოვრებაში კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ. თითოეული შესრულებული მისია არა მხოლოდ მონეტებს, არამედ ახალ გამოცდილებასაც გაძლევს.

თამაშში გუნდურობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თითოეული დაგროვილი მონეტა შენს პირად შედეგთან ერთად შენი საგვარეულოს საერთო ანგარიშსაც ემატება. ამიტომ, საბოლოო გამარჯვებისთვის ბრძოლა მხოლოდ ინდივიდუალური არ არის – ძლიერი საგვარეულო ნიშნავს უფრო დიდ შანსს, რომ ფინალში მოხვდე და 50 000-ლარიანი მთავარი საპრიზო ფონდისთვის იბრძოლო.

„საგანძურის მარათონი“ გრძელდება და ყოველ ახალ თვეს მონაწილეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. თუ უკვე თამაშობ, ახლა საუკეთესო დროა კიდევ უფრო წინ წაიწიო ლიდერბორდზე; ხოლო თუ ჯერ არ ჩართულხარ, ახალი ციკლი, სწორედ, შენთვის იწყება.

გახსენი მობაილბანკი, შეუერთდი შენს საგვარეულოს და დაიწყე ახალი თვე ახალი შესაძლებლობებით – „საგანძურის მარათონში“ ყველაზე საინტერესო თავგადასავალი ჯერ კიდევ წინ არის.

“კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას” – საფრანგეთის საელჩო საქართველოში

საფრანგეთის საელჩო საქართველოში ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას კიდევ ერთხელ ითხოვს.

„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ – ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

2025 წლის 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

უკვე 19 თვეა ჟურნალისტი უკანონო ტყვეობაშია.

ამავე თემაზე:

„ახლა სასამართლოს დროა. ეს განაჩენი მარტო ჩემი სასჯელი არ იქნება“ – მზია ამაღლობელი

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 6 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 6 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 454 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 330. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 246 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 25 087 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 47 455 ერთეული [+59]
  • MLRS – 2 006 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 547 ერთეული [+7]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 446 266 ერთეული [+1 811]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 138 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 130 682 ერთეული [+416]
  • სპეცტექნიკა – 4 496 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორ დასრულდება ომი და რა ფაქტორები აძლიერებს უკრაინის წარმატებას რუსეთთან? – დისკუსია ვაშინგტონში

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

უახლოეს დროში დენის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება – ელექტროსისტემა

დღეს, 5 აგვისტოს, ელექტროენერგიის მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს სახელწმიფო ელექტროსისტემამ.

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“ – წერს „ელექტროსისტემა“.

ამავე თემაზე:

საქართველოში ელექტროენერგია კვლავ გაითიშა

Widespread Power Outage Hits Georgia for the Third Time in Two Weeks

A widespread power outage is affecting large parts of Georgia, including Tbilisi and Batumi, after electricity went out at around 8:00 p.m. local time on Tuesday.

Residents across the country are reporting outages, while data from the Georgian State Electrosystem shows electricity transmission has dropped to zero across much of the national grid. Internet and mobile networks are also experiencing disruptions.

20:53 local time, August 5, 2026

The blackout has brought public transport to a standstill. Metro services in Tbilisi have stopped, forcing passengers to evacuate stations on foot, while railway services have also been suspended.

This is the third nationwide blackout in Georgia in less than two weeks. Similar outages on July 24 and 25 left parts of the country without electricity for several hours.

The causes of those incidents are still under investigation by the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission (GNERC) and the State Security Service.

Batumelebi has reached out to the State Security Service, the Georgian State Electrosystem, and Enguri HPP for comment. The article will be updated if and when a response is received.

UPDATE: Power restoration began approximately one hour after the widespread outage. The Georgian State Electrosystem later issued a statement ( at 21:41 local time) regarding the blackout.

According to the company, following the system-wide failures on July 24–25, technical work was being carried out at the Enguri Hydropower Plant. As part of the work, it was necessary to operate the national power system in an isolated mode and at frequencies different from the nominal level in order to examine the plant’s equipment. The company says this process caused the temporary nationwide power outage.

The State Electrosystem said emergency measures were implemented immediately to restore electricity. According to the statement, power supply has already been partially restored, and electricity is expected to be fully restored across the country shortly.

საქართველოში ელექტროენერგია კვლავ გაითიშა

დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 20 საათზე ელექტორნერგია გაითიშა ბათუმში, თბილისში და სავარაუდოდ, მთელს საქართველოში.

ფეისბუქზე მოქალაქეები წერენ, რომ შუქი არც სხვა რეგიონებშია.

ამავე დროს, შეზღუდულად მუშაობს ინტერნეტი და მობილური ქსელები.

გაჩერდა მატარებლები და მეტრო. მოქალაქეებს თბილისში მეტროს დატოვება ფეხით მოუხდათ.

„ბათუმელები“ ცდილობს სუს-თან, სახელწიფო ელექტროსისტემასთან და ენგურჰესთან დაკავშირებას, თუმცა ამ უწყებებში ჯერჯერობით არ გვპასუხობენ.

საქართველოში ელექტორენერგია 24 და 25 ივლისს, რამდენიმე საათით გაითიშა. რა გახდა გათიშვის დადასტურებული მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

შუქის გათიშვიდან დაახლოებით ერთ საათში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკის] წევრმა, გიორგი ფანგანმა ფეისბუქზე დაწერა, რომ საქართველოში დღეს, 5 აგვისტოს, დენის გათიშვის მიზეზი ენგურჰესზე დაგეგმილი ტესტირება იყო:

„მინდა გაცნობოთ, რომ დღეს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი იყო 24 და 25 ივლისის ავარიების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება.

ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.

როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“ – წერს გიორგი ფანგანი.

ამ დრომდე [21:25 სთ] ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია საქართველოს ელექტროსისტემას.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ელექტროსისტემამ.

„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები, კერძოდ სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა, სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.

ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“ – წერს „ელექტროსისტემა“.

Hungarian Journalist Detained in Georgia as Court Reviews Residency Extension Request

According to the journalist’s lawyer, Hungarian journalist László Róbert Mészesi, who has been staying in Georgia, has been detained.

Speaking to Netgazeti, lawyer Tornike Janelidze said that Mészesi is being transferred to the Migration Department. The lawyer is also heading there, and said that further details will become available afterward.

The lawyer believes the detention may be related to an alleged violation of border crossing regulations.

According to human rights lawyer Marika Arevadze, when Mészesi’s period of lawful stay in Georgia was nearing its end, he sought her legal assistance. She submitted an application to extend his legal stay, and the matter is currently pending before the court.

Netgazeti has contacted the Migration Department for comment. The article will be updated if and when the agency responds.

UPDATE (06/08/2026):

Lawyer Tornike Janelidze told Netgazeti that Hungarian journalist László Róbert Mezősi will leave Georgia voluntarily. According to him, after purchasing his ticket, representatives of the Migration Department will escort him to the airport.

Photo: Beso Schönhardt

სკოლის ფორმის ფასი 95 ლარი იქნება

2026 წლის სექტემბრიდან, ახალ სასწავლო წელს, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. ამას ითვალისწინებს ზოგადი განათლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ცვლილებები.

სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება:

  • ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან;
  • გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

სკოლის ფორმა უფასო არ იქნება, მის შესაძენად მშობლებს თანხის გაღება დასჭირდებათ. ფასები უკვე ცნობილია – ივლისის ბოლოს „ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ სპეციალური ბრძანება გამოსცა ამის შესახებ.

სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასურის ოდენობა თითოეული ერთეულისთვის შეადგენს:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის): 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის): 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა:
  • მოკლე: 25 ლარი;
  • გრძელი: 25 ლარი.

შესაბამისად, მოსწავლის ერთი ფორმის [კომპლექტის] შესაძენად მშობელს მინიმუმ 95 ლარი დასჭირდება.

ამავე დროს, ბრძანების თანახმად, სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით გაყიდვა დაუშვებელია.

თუმცა სკოლის ფორმას მოსწავლეების ნაწილი უფასოდ მიიღებს. კერძოდ, ის მოსწავლეები, რომლებიც:

  1. რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
  2.  ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
  3. განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
  4. ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
  5. განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
  6. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.

დღეს, 5 აგვისტოს, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მშობელი გააპროტესტებს და ბავშვს სკოლის ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება როგორც აღმზრდელობითი, ისე კონკრეტული მექანიზმები, რაც შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება ამოქმედდეს.

სკოლის ფორმები, რომელსაც წელს საქართველოს საჯარო სკოლებში პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეებს ჩააცმევენ, პოლიესტერისგან იქნება შეკერილი. 

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.

საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.

„საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.

ამავე თემაზე: 

თუ მშობელი ბავშვს ფორმას არ ჩააცმევს, განსაზღვრული იქნება მექანიზმები – მიქანაძე

დავაკავეთ პირი, რომელიც ზღვაში მოქალაქეებს საფრთხეს უქმნიდა – სასაზღვრო პოლიცია

სასაზღვრო პოლიციის განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დააკავეს პირი, რომელიც ურეკში, ჰიდროციკლით, საფრთხეს უქმნიდა ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.

„სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე,  ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაუყოვნებლივ დააფიქსირეს სამართალდარღვევის ფაქტი.

მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოსთხოვეს, თუმცა მან თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნა არ შეასრულა და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს,“ – ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

შემთხვევა ურეკში 3 აგვისტოს მოხდა.

ბათუმში ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა 2 ადამიანი

დღეს, 5 აგვისტოს, ავტოავარია მოხდა ბათუმში, ვაჟა-ფშაველასა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში.

ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.

როგორც „ბათუმელებს“ უთხრეს თვითმხილველებმა, მოტოციკლზე მყოფი ორი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა გადაიყვანა შემთხვევის ადგილიდან, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაში იყო.

შინაგან საქმეთ სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

მოსკოვში აფეთქების შედეგად რუსი გენერლის სიძე დაიღუპა, სამიზნე სავარაუდოდ გენერალი იყო – მედია

მოსკოვში, რესტორან „ბალზი როსში“ 1 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულებს შორისაა რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრე ჩაიკოს სიძე, დანიილ პერედრიი – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „აგენსტვო“ ავრცელებს.

„აგენსტვო“ ეყრდნობა რუსეთის ინდმეწარმეების რეესტრს, კერძოდ, სააგენტოს მიერ რეესტრიდან მოპოვებულ ამონაწერში ნათქვამია, რომ პერედრიიმ საქმიანობა ოთხი დღის წინ შეწყვიტა გარდაცვალების გამო.

აფეთქება მოსკოვში, იტალიურ რესტორან „ბალზი როსიში“ 1 აგვისტოს მოხდა, რის შედეგადადაც სამი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა.

„აგენსტვო“ უთითებს, რომ აფეთქების შემდეგ გენერალ ჩაიკოს სიძის დაღუპვის შესახებ ჯერ კიდევ პრორუსმა ბლოგერმა დაწერა. „მან თქვა, რომ აფეთქების შედეგად შესაძლოა დაშავებულიყო საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი, მარია ჩაიკო, ხოლო მისი ქმარი, დანიილ პერედრიი, გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც აფეთქებისას ნამსხვრევები მოხვდა“ – წერს გამოცემა.

ასევე, გამოცემა მიუთითებს ბლოგების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ რესტორანში კერძო ღონისძიება შესაძლოა ალექსანდრე ჩაიკოს 55 წლის იუბილეს მიეძღვნა: მისი დაბადების დღე 27 ივლისს იყო და აფეთქებამდე გადაღებულ ბანკეტის მომზადების კადრებში მოხსენიებულია „ალექსანდრე“, რომელიც 55 წლის ხდებოდა. რესტორანი კერძო წვეულების გამო დაკეტილი იყო სხვა სტუმრებისთვის.

ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ჩაიკო რესტორანში იმყოფებოდა ან თავდასხმის სამიზნე იყო, თუმცა არაერთი წყაროს ცნობით, აფეთქების მთავარი სამიზნე შესაძლოა სწორედ  ჩაიკო იყო და არა მისი სიძე.

ჩაიკო რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლად 2026 წლის მაისში დაინიშნა. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში ის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ჯარებს მეთაურობდა.

ოფიციალური კიევი ჩაიკოს ბუჩაში რუსეთის სამხედრო დანაშაულებებში მონაწილეობაში ადანაშაულებს.

_______

ფოტოზე: გენერალი ჩაიკო

 

თიბისის მობაილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

თიბისის ინვესტიციების პლატფორმას ახალი საინვესტიციო ბაზარი – ლონდონის საფონდო ბირჟა დაემატა. ამერიკული ბაზრების შემდეგ, ახლა მომხმარებლებს პირდაპირ მობაილბანკიდან შეუძლიათ ინვესტირება TBC PLC-ის, სხვა ქართული და გლობალური კომპანიების აქციებში, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი.

თიბისი პირველი ბანკია საქართველოში, რომელიც მომხმარებლებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირების შესაძლებლობას პირდაპირ მობაილბანკში სთავაზობს. ახლა მომხმარებლებს ამერიკისა და ლონდონის ბაზრებზე წარმოდგენილ კომპანიებში ინვესტირება ერთი საინვესტიციო პლატფორმიდან შეუძლიათ.

ლონდონის ბირჟაზე ხელმისაწვდომია ისეთი ცნობილი კომპანიების აქციები, როგორებიცაა Aston Martin, Asos, Burberry, Rolls-Royce Holdings და სხვა.

თიბისის საინვესტიციო პლატფორმაზე ანგარიშის გახსნას ერთ წუთზე ნაკლები დრო სჭირდება. დღეს საინვესტიციო პლატფორმის მეშვეობით, მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომ ამერიკულ აქციებთან და ETF-ებთან ერთად, ლონდონის ბაზრის დამატებით საინვესტიციო შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა.

ლონდონის საფონდო ბირჟის დამატება კიდევ ერთი ნაბიჯია თიბისის მიზნისკენ – ინვესტირების პროცესი მომხმარებლისთვის უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადოს.

აღმოაჩინეთ ლონდონის საფონდო ბირჟა პირდაპირ მობაილბანკში: https://app.tbcbank.ge/YiId/vmpjqmpc

გაითვალისწინეთ, ეს არ არის ფინანსური რჩევა.

ერგეში სოციალურ სახლს ხელვაჩაურის მერია ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს

ხელვაჩაურის მერია სოფელ ერგეში აშენებულ სოციალურ სახლს ცეცხლსასროლი იარაღით დაიცავს.

ამისთვის მერია 2 თვით „დაცვას“ დაიქირავებს და შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს 39 600 ლარს გადაუხდის უტენდეროდ.

სოფელ ერგეში 11-სართულიანი სახლის მშენებლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 14,5 მილიონი ლარი დაიხარჯა.

„დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას სოფელ ერგეში მდებარე სოციალური სახლის ქონება ქურდობის, ყაჩაღობის, განზრახ განადგურებისაგან ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან. აგრეთვე „დაცვა“ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე, არ უნდა დაუშვას დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა.

სოფელ ერგეში დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა, სოციალურ სახლში განთავსებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული ობიექტი მუნიციპალიტეტისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვანი დანიშნულების ობიექტს…

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ბინის აბონენტად რეგისტრაცია სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-სა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ში.

გადახდილია სამუშაოების ღირებულება… კომპანიებს სამუშაოების ჩასატარებლად ჯერ კიდევ აქვთ ვადები, აქედან გამომდინარე, რომ არ მოხდეს დასაცავ ობიექტებზე უცხო პირების შესვლა და თვითნებურად დაკავება, მიზანშეწონილია ობიექტის დაცვა,“ – წერს ხელვაჩაურის მერია შესყიდვების სააგენტოს.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, „შესყიდვის ღირებულება შეადგენს 39 600 ლარს დღგ-ს ჩათვლით, რომელიც განისაზღვრა დაცვის მომსახურებაზე აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოსგან დასაცავ ობიექტზე წარმოდგენილი დაცვის თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების საფუძველზე.“

  • ერგეში სოციალური სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ 2023 წლის დეკემბერში გამოაცხადა 15 361 359 ლარით.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია შპს „ფორუმ კონტრაქტს ლიმიტედის საქართველოს ფილიალი“ მონაწილეობდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2024 წლის თებერვალში გაფორმდა 15 361 231 ლარზე.

ხელშეკრულებაში რამდენჯერმე შეიტანეს ცვლილება.

შესყიდვების პორტალის მიხედვით ხელშეკრულების თანხამ საბოლოოდ 14 603 081 ლარი შეადგინა, კომპანიაზე კი, 2026 წლის ივლისის ჩათვლით, მთლიანობაში 14 588 559 ლარია გადახდილი.

ამ თემაზე:

სოციალური სახლის დასაცავად მდინარეში 143 მეტრი სიგრძის კედელს ააშენებენ

 

 

 

ბათუმის მერიის თანამშრომელი შსს-ში დანიშნეს

ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი ბაქარ ჩიტაია შსს-ში დანიშნეს.

ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში დაუდასტურეს.

ბაქარ ჩიტაია შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორი იქნება.

ბაქარ ჩიტაია ბათუმის მერიის ყველაზე მაღალბიუჯეტიან სამმართველოს ხელმძღვანელად გიორგი ცინცაძემ დანიშნა.

საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველო ბათუმში მაღალბიუჯეტიანი პროექტების შესყიდვა-განხორცილებასა და კონტროლზეა პასუხისმგებელი.

ბაქარ ჩიტაია მანამდე აჭარის მთავრობის პროექტების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობდა.

ვინ გახდება საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ახალი ხელმძღვანელი, ჯერჯერობით უცნობია.

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის სამინისტროდან პირადი განცხადებით წავიდა – სამინისტრო

ზაურ ახვლედიანი აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე აღარ არის.

როგორც “ბათუმელებს” სამინისტროში უთხრეს, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

“წავიდა თუ გაათავისუფლეს?” – ოფიციალურად მოადგილის წასვლას პირად განცხადებას უკავშირებენ, თუმცა ამ ფაქტს წინ უძღოდა 18 ივლისს აჭარის ხელოვნების მუზეუმში მომხდარი ინციდენტი.

“ბათუმელების” ინფორმაციით, ზაურ ახვლედიანს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ღონისძიების დროს დაპირისპირება ჰქონდა მოქალაქესთან. ითქვა ისიც, რომ ზაურ ახვლედიანს საჯარო სივრცეში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და მას ჰქონდა დაზიანებები, მათ შორის სახის არეშიც.

მუზეუმში მომხდარი კონფლიქტის ნამდვილობა რამდენიმე დღის წინ თავად ზაურ ახვლედიანმა დაადასტურა “ბათუმელებთან” საუბარში.

„პირადი ამბავი იყო. გაახსენდა რაღაც და პროვოკატორობა სცადა. მუზეუმში შიგნით ტრიალებდა, მავნებლობდა და გამოვიყვანე გარეთ, რადგან გაიგონა ყველამ მისგან უზრდელობა. ცხადია, არ მოვითმენდი ამდენს“, – უთხრა “ბათუმელებს” ზაურ ახვლედიანმა.

კითხვაზე, მიიღო თუ არა პირადად მან რაიმე ფიზიკური დაზიანება ამ ინციდენტის დროს, ზაურ ახვლედიანმა გვიპასუხა, რომ „ხელიც არ გაუქანებია. გაილახა და დაგვანება თავი”.

ზაურ ახვლედიანი წლების განმავლობაში იყო კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, შემდეგ მუშაობდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ბოლოს კი ახლადშექმნილ კულტურის სამინისტროში მოადგილის პოსტი ეკავა.

ვინ დაინიშნება აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილედ, ჯერ უცნობია.

ეს არ არის პირველის შემთხვევა, როდესაც აჭარის კულტურის სამინისტროს მაღალჩინოსანი კონფლიქტში ეხვევა. 

გასულ წელს აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეს ლადო მგალობლიშვილსა და აჭარის განათლების მინისტრის მოადგილეს, აკაკი ძნელაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

არცერთი მხარე კონფლიქტის მიზეზზე ღიად არ საუბრობს, თუმცა მალევე დატოვა თანამდებობა აკაკი ძნელაძემ, ლადო მგალობლიშვილმა კი პოსტი შეინარჩუნა.

ამავე თემაზე:

აკაკი ძნელაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაუშვეს

დააკავეს ბათუმში მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული კაცი, რომელიც იძებნებოდა

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის ძებნილი პირი დააკავეს.

საუბარია 2026 წლის  22 ივლისს, ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მომხდარ შემთხვევაზე – ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა.

ამ საქმეზე 29 ივლისს რუსთავში დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც მოტიციკლით მიიყვანა შემთხვევის ადგილზე კაცი, ვინც გაისროლა. დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს. შსს არ ავრცელებს ინფორმაციას დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„მიმდინარე წლის 22 ივლისს, აღნიშნულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა ახალგაზრდა მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან თანამზრახველთან ერთად მიიმალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირების ვინაობა მალევე დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი 29 ივლისს რუსთავში დააკავეს, ხოლო მეორე ბრალდებული 5 აგვისტოს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში დააკავეს,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ დღეს, 5 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღდმეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 26 – 31 გრადუსი სითბო
    ღამით: 17 – 22 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 16  – 21 გრადუსი სითბო
    ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით,მომდევნო ორი დღე აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.

როგორ დასრულდება ომი და რა ფაქტორები აძლიერებს უკრაინის წარმატებას რუსეთთან? – დისკუსია ვაშინგტონში

ავტორი: ანა კალანდაძე, ვაშინგტონი

____

როგორ დასრულდება ომი უკრაინაში? ეს კითხვა კონფლიქტს 2022 წლის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, დრონების ომის ეპოქამდე სდევს. სწორედ ამ ფუნდამენტურ საკითხზე მსჯელობდნენ ექსპერტები ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დისკუსიაზე, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ჰერბსტი უძღვებოდა.

უკრაინის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ანდრიი ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ ყირიმსა და შავ ზღვაში რუსეთის პერსპექტივა „უკიდურესად მძიმეა“, თუმცა კრემლში ჯერ არ ჩანს პოლიტიკური ნება, ახლო მომავალში ომის დასასრულებლად ნაბიჯები გადაიდგას.

თუმცა, რა მოხდება, თუ ბრძოლის ველზე შექმნილი რეალობა მოსკოვს იძულებულს გახდის კურსი შეცვალოს? ნატოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, გენერალ-ლეიტენანტმა დაგლას ლუტმა ყურადღება გამახვილა იმაზე, რომ უკრაინული ძალები სისტემატურად ჭრიან რუსების მომარაგების ხაზებს. ლუტის თქმით, ტაქტიკურ ზონაში დანაკარგების თანაფარდობა დაახლოებით რვა რუსზე ერთ უკრაინელს შეადგენს, რამაც კიევს ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება მისცა.

„არმიის სრული ჩამოშლა შესაძლოა ზედმეტად ოპტიმისტური სცენარი იყოს“, – აღნიშნა ლუტმა. – „თუმცა ისტორიამ იცის მაგალითები, როდესაც მომარაგებას მოწყვეტილი, დაბალი საბრძოლო სულისკვეთების არმიები შიგნიდან იშლებოდნენ. ასე რომ, ტერიტორიების გათავისუფლება შესაძლოა არა მხოლოდ პირდაპირი იერიშებით, არამედ რუსული არმიის კოლაფსითა და კაპიტულაციით მოხდეს – ეს ისეთი ფაქტორია, რასაც კრემლი თვალს ვერ დაუხუჭავს“.

  • ტექნოლოგიური რბოლა და ახალი კოალიციები

მიუხედავად ოპერაციული წარმატებებისა, უკრაინის წინაშე მწვავე გამოწვევები რჩება – პირველ რიგში, რუსული ბალისტიკური სარაკეტო დარტყმები ენერგეტიკულ და სამოქალაქო ობიექტებზე. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარმა კლარა კალუდეროვიჩმა, რომელიც ახლახან დაბრუნდა ხარკოვისა და დნიპროს ფრონტის ხაზებიდან, აღნიშნა, რომ მძიმე ბალისტიკის ეფექტური დაბლოკვა კიევისთვის კვლავ მთავარ სუსტ წერტილად რჩება.

ამ პრობლემის საპასუხოდ, ატლანტიკური საბჭოს უფროსმა მრჩეველმა დებრა კეგანმა ყურადღება გამახვილა ევროპული ქვეყნებისა და უკრაინის ახალ ინიციატივაზე, რომელიც Patriot-ის სისტემებთან შედარებით ბევრად იაფი და სწრაფი საჰაერო თავდაცვის საშუალებების შექმნას ისახავს მიზნად. კეგანის თქმით, პროექტის მონაწილეებს შთამბეჭდავი და სწრაფი სამოქმედო გეგმა აქვთ, რაც იშვიათი პრეცედენტია ევროპულ-ამერიკულ პარტნიორობაში. მან ასევე დასძინა, რომ მაღალტექნოლოგიური შეიარაღების დეფიციტი მხოლოდ დასავლეთს არ აქვს – რუსეთისა და ირანის ჰიპერბგერითი და ბალისტიკური მარაგებიც ამოწურვადია.

ამასთან, კალუდეროვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის შიდა ინდუსტრიული წარმოება მისაბაძი მაგალითია დასავლეთისთვის: მაგალითად, ადგილობრივი კომპანიები თვეში ათასობით დრონს აწყობენ, რაც საშუალოდ ყოველ 24 წამში ერთ დრონს შეადგენს.

  • ყირიმის ხაფანგი და ესკალაციის საფრთხეები

ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) წარმომადგენელმა, ჯორჯ ბაროსმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ გადაიქცა ყირიმის ნახევარკუნძული მოსკოვისთვის უსაფრთხო ზურგიდან სერიოზულ ოპერაციულ ხაფანგად. უკრაინის მიზანმიმართულმა დარტყმებმა რუსეთის საჰაერო თავდაცვისა და რადარების სისტემა მძიმედ დააზიანა, რამაც ნახევარკუნძულზე საწვავის დეფიციტი და ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვები გამოიწვია.

საჰაერო ფარის მოშლა უკრაინულ დრონებს საშუალებას აძლევს, ყირიმის სიღრმეში დაუსჯელად იმოქმედონ, რაც პირდაპირ აისახება სამხრეთ ფრონტზე რუსული დაჯგუფებების მომარაგებაზე.

რაც შეეხება შესაძლო ესკალაციას, ზაგოროდნიუკმა აღნიშნა, რომ საგარეო ფაქტორები, განსაკუთრებით ჩინეთის პოზიცია, კრემლს აკავებს ბირთვული იარაღი გამოიყენოს. თუმცა, მან გააფრთხილა, რომ ბრძოლის ველზე მარცხის შემთხვევაში, მოსკოვი ბირთვული დარტყმის ნაცვლად, დიდი ალბათობით, ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ „ჰორიზონტალურ ესკალაციას“ – ჰიბრიდულ და არაკონვენციურ შეტევებს მიმართავს დასავლეთის ყურადღების გადასატანად.

დისკუსიის დასასრულს, ატლანტიკური საბჭოდან მიროსლავა ღონღაძის კითხვაზე ირანული ბალისტიკური რაკეტების შესაძლო საფრთხის შესახებ, გენერალმა ლუტმა განმარტა, რომ თეირანის მცდელობა, გააფართოოს ომის გეოგრაფია, უფრო სიმბოლურია და რეალურ სამხედრო სურათს ვერ შეცვლის.

ექსპერტები შეთანხმდნენ, რომ ევროპელი მოკავშირეების მიერ სტრატეგიული პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უკრაინის მდგრადობის მთავარი გარანტია.

რუსეთმა კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი

5 აგვისტოს ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით თავდასხმა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი, ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია.

რუსეთის თავდასხმის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, კიევის ოლქში 14 ადამიანი დაიღუპა და 22  დაშავდა.

ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინის დედაქალაქში 5 აგვისტოს, დაახლოებით  00:20 საათზე, ექვსი ძლიერი აფეთქება იყო, რასაც მოკლე ხანში კიდევ მინიმუმ 10 აფეთქება მოჰყვა. მოგვიანებით, დარტყმები განმეორდა.

ოფიციალური ცნობებით ხანძრები გაჩნდა ობოლონსკის, დესნიანსკის და სვიატოშინსკის რაიონებში, საწყობებში. ასევე, ჰოლოსიევსკის რაიონში კერძო სახლი განადგურდა და შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. ამავე რაიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა ამიაკის შემცველი ნივთიერების კონტეინერი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კიევის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის უფროსმა, ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ყველაზე მეტი მსხვერპლი ბროვარის რაიონში დაფიქსირდა, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა. ასევე, ბუჩას რაიონში რუსეთის თავდასხმას ოთხი მშვიდობიანი მოქალაქის სიციცხლე ემსხვერპლა და ერთი ადამიანი დაიღუპა ფასტივის რაიონში.

დაშავებულთა ნაწილი კლინიკებშია გადაყვანილი. ინფორმაცია დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ზუსტდება.

 

5 აგვისტოს მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 5 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 452 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 130. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 242 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 25 084 ერთეული [+5]
  • საარტილერიო სისტემა – 47 396 ერთეული [+65]
  • MLRS – 2 002 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 540 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 444 455 ერთეული [+1 715]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 134 ერთეული [+10]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 130 266 ერთეული [+449]
  • სპეცტექნიკა – 4 495 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

რუსეთმა კიევის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – დაიღუპა მინიმუმ 14 ადამიანი

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/632252/

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ემიგრანტი: ბათუმში ბინა ვიყიდე, ჩამოვედი და ჩემი ბინა სხვისი აღმოჩნდა

„ემიგრაციაში წასულმა ადამიანმა, როგორც იქნა, ბათუმში ბინა ვიყიდე… ჩავკეტე ბინა და ისევ ემიგრაციაში წავედი. ემიგრაციაში ვიყავი, როცა მითხრეს, შენს ბინაში ვიღაც შესულა, კარი გაუტეხავთო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მოქალაქე ზეინაბ მახარაძე.

„ვიღაც“, რეესტრის მიხედვით, ემიგრანტის ქალის მიერ შეძენილი ბინის ოფიციალური მესაკუთრე აღმოჩნდა. ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ემიგრანტმა ე.წ. შიდა განვადებით იყიდა. მას რეესტრში ბინა დარეგისტრირებული არ ჰქონდა. ვიდრე ემიგრანტი საქართველოში დაბრუნდებოდა და შიდა განვადებას საბოლოოდ დაასრულებდა, აღმოჩნდა, რომ ბინა სამშენებლო კომპანიას სხვა პირზე გაუყიდია.

სამოქალაქო საქმე სასამართლოშია 2025 წლის ნოემბრიდან, თუმცა ჯერ ერთი სხდომაც არ ჩატარებულა.

ეს არაა ერთადერთი შემთხვევა ბათუმში, როცა მოქალაქე ამბობს, რომ სამშენებლო კომპანიის თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა – „ბათუმელები“ ასევე წერდა მარტოხელა დედის შესახებ, რომელიც ამბობდა, რომ 15 ათასი დოლარის გადახდის მიუხედავად, ქუჩაში დარჩა.

„ქუჩაში დავრჩი შვილთან და მცირეწლოვან შვილიშვილებთან ერთად, შვილი და შვილიშვილები ნაქირავებში ახლა არიან, მე ხან ვისთან ვცხოვრობ, ხან – ვისთან, რადგან ნაქირავებში სივიწროვეა და ყველა ვერ ვეტევით… 2025 წლის ნოემბერში მივმართე ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით, მას შემდეგ, რაც ჩემი ბინა სხვამ გაიფორმა, სარჩელის შეტანიდან რამდენი დრო გავიდა და ერთი სხდომაც კი არ ჩატარებულა,“ – გვითხრა ზეინაბ მახარაძემ.

სამოქალაქო საქმეების განხილვას სასამართლოებში გადატვირთულობის გამო წლები სჭირდება. იმის გამო, რომ „ოცნების“ მთავრობას  სასამართლოს გადატვირთულობის პრობლემის მოგვარება არ სურს და სისტემაში ახალი მოსამართლეების შეშვება, მოქალაქეები ზარალდებიან, მათ შორისაა ზეინაბ მახარაძეც. მისი თქმით, არც პროკურატურა იძიებს ეფექტურად თაღლითობის შემთხვევას.

ზეინაბ მახარაძე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელია. იგი გვიყვება, რომ სკოლაში არ უმუშავია, სახლში ამზადებდა ბავშვებს. ბინის შეძენის შემდეგ კი ქალი ემიგრაციაში წავიდა – ბინის საფასური რომ სრულად დაეფარა.

ბინა ბათუმში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე ზეინაბ მახარაძეს 2019 წელს კომპანია „ენ-დემ ჯგუფისგან“ შეუძენია – 54.9 კვ. მეტრი 15 400 აშშ დოლარად.

„მაშინ დის ბინაში ვცხოვრობდი და წამებულის ქუჩაზე შევამჩნიე შემოღობილი ადგილი, მითხრეს, რომ კორპუსის აშენებას გეგმავდნენ. ვიფიქრე, აქ შედარებით იაფი იქნება ბინები და იქნებ შევძლო ბინის-ყიდვა-მეთქი…

დაველაპარაკე კომპანიას და შევთანხმდით, რომ ნაწილ-ნაწილ ჩავურიცხავდი კომპანიას ანგარიშზე თანხას. ბინის რეესტრში რეგისტრაცია არც მიჩქარია, ვიფიქრე, დავფარავ ჯერ ამ თანხას და მერე მივიდოდით რეესტრში… ჯერ კორპუსი აშენდა, მერე რემონტი, ბინაში ნაწილობრივ ავეჯიც მქონდა შეტანილი,“ – გვიყვება ზეინაბ მახარაძე და ხაზს უსვამს იმას, რომ შეცდომა, რაც ბინის შეძენამდე დაუშვა, იურისტებთან კონსულტაციის არქონაა.

„იურისტთან დალაპარაკება აუცილებელია. არ ვიცი ეს შეცდომა როგორ დავუშვი, ალბათ ვერ წარმოვიდგინე, რომ ასე დამემართებოდა… სხვებსაც მინდა მივმართო: ნებისმერ რამეს, რასაც იყიდიან, უნდა გაიარონ შესაბამის პირთან კონსულტაციები, რადგან იმავე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ, როგორც მე,“ – ამბობს ზეინაბ მახარაძე.

მოქალაქე ზეინაბ მახარაძესთან კომპანია „ენ-დემ ჯგუფს“ არა ნასყიდობის ხელშეკრულება, არამედ „სამომავლო ნასყიდობის შეთანხმება“ გაუფორმებია, სადაც საერთოდ არაა საუბარი საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციაზე. შეთანხმებაში წერია, რომ მოქალაქეს კონკრეტული ბინის სამომავლოდ შეძენის სანაცვლოდ, ყოველთვიურად 400-400 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა წლებზე გადანაწილებული განრიგის შესაბამისად, ხოლო თუ სამომავლო მყიდველი ამ თანხას ვერ გადაიხდიდა, ბინა გასხვისდებოდა და გადახდილი თანხის 85% მას უკან დაუბრუნდებოდა.

„რომ გამიჭირდა, ამიტომაც წავედი გერმანიაში, სახლების დალაგებაზე ვმუშაობდი… იქ ვმუშაობდი წლები, რომ ჩემს შვილიშვილებს ბინა ჰქონოდათ,“ – გვიყვება ზეინაბ მახარაძე, – „ემიგრაციაში ყოფნის დროს, 2025 წელს გამოვგზავნე საყოფაცხოვრებო ნივთები ბინისთვის, მივიდნენ ბინასთან ჩემი და და ძმა – ბინის კარი დახვდათ გატეხილი, ხოლო ჩემი ნივთები სადღაც გაზიდული…

იქედანვე დავუკავშირდი კომპანა „ენ-დემ კგუფის“ ერთ-ერთ მეწილეს და დირექტორს – ჯუმბერ შოთაძეს, რა ხდება-მეთქი. დამამშვიდა, არაფერი არ ხდება, ახალი წლისთვის ბინა თავისუფალი იქნებაო… მითხრა, რომ ფინანსური კრიზისი აქვს, მევახშის თანხა დასჭირდა და ჩემი ბინა ჩადო იმისთვის, რომ ფული მევახშისგან სესხად აეღო, შემდეგ თანხა ვერ გადაიხადა და ბინა მევახშემ მიისაკუთრა.

შემდეგ გავიგე, რომ რამდენიმე სხვა ოჯახი ჩემსავე კორპუსში იგივე პრობლემის წინაშე იყო – მათი ბინა, რომელიც თითქოს შიდა განვადებით შეიძინეს იმ იმედით, რომ კომპანია გადაუფორმებდა ბინებს, მოულოდნელად სხვისი საკუთრება აღმოჩნდა.

დავბრუნდი 2025 წლის ოქტომბერში, მაგრამ ჩემს ბინაში ვეღარ შევედი. 112-ს დავურეკე, მოვიდნენ პოლიციელები და მითხრეს, ვერ შეხვალთ, ეს საციხო საქმეა, ამ ბინას სხვა მესაკუთრე ჰყავსო.

შევხვდი რეესტრში დაფიქსირებულ მესაკუთრეს, რომელიც ამბობს, რომ კეთილსინდისიერი შემძენია, მაგრამ დოკუმენტებით ჩანს, რომ 2022 წელს შეუძენია ჩემი ბინა, ანუ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება და 2025 წელს დარეგისტრირდა მესაკუთრედ საჯარო რეესტრში. 2022 წელს რომ შეიძიბა ბინა, არ დაინტერესდა, რა ბინა შეიძინა, სად შეიძინა? მე ამ ბინიდან სარგებელი უნდა მივიღო: ან გავაქირავო, ან გავყიდოო, ასე მითხრა,“ – ამბობს ზეინაბ მახარაძე.

მისივე თქმით, კომპანია წერილობით არ უდასტურებს იმას, რომ მევახშემ ჩაიგდო ხელში მისი ბინა და ამ გზით დასაკუთრებული ქონება უკანონოა.

სასამართლო სხდომა არ გამართულა, თუმცა მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილს დაუკმაყოფილებია ბინის დაყადაღების მოთხოვა: სასამართლო სხდომის დასრულებამდე რეესტრში დაფიქსირებულ მესაკუთრეს აღარ აქვს უფლება, ბინა გაასხვისოს, ან გაყიდოს.

მესაკუთრე, რომელსაც წამებულის ქუჩაზე ემიგრანტის ბინა შეუძენია, სასამართლოს შესაგებელში ამბობს, რომ იგი კეთილსინდისიერი შემძენია. მან პირიქით მოსთხოვა ემიგრანტს ზიანის ანაზღაურება იმ კუთხით, რომ კეთილსინდისიერად შეძენილ ბინას ვერ იყენებს. ეს მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ზეინაბ მახარაძე სასამართლოში ბინის დაბრუნებას ითხოვს და მესაკუთრესა და კომპანიას შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად მიჩნევას. მისი მოპასუხეა, როგორც კომპანია „ენ-დემ ჯგუფი“, ასევე, ბინის მესაკუთრე.

„მე 2300 დოლარი მქონდა კომპანიისთვის მისაცემი. თუ მაგვიანდებოდა თანხის გადახდა, წინასწარ ვაფრთხილებდი ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელს, ჯუმბერ შოთაძეს. ის ვერ იტყვის, რომ თანხას მე არ ვიხდიდი, რადგან ბანკით ვრიცხავდი თანხას კომპანიის ანგარიშზე და მითითებულია დანიშნულებაც, რომ ჩემი ბინის ფულს ვიხდიდი. მე საბანკო ამონაწერებიც წარვადგინე სასამართლოში.

როცა ჩემს ბინაში პოლიცია არ მიშვებს, მე კითხვა მაქვს პოლიციასთანაც: როგორ გატეხეს ჩაკეტილი ჩემი ბინის კარი და შევიდნენ? ჩემი ნივთები და ავეჯი თურმე სადღაც ცალკე დააწყვეს და რა უფლებით? არავითარი აღსრულება არ იყო ამ პროცესში ჩართული.

ისევ უსამსახუროდ ვარ, მაგრამ ვერ წავალ ისევ ემიგრაციაში, ვიდრე ბინას არ დავიბრუნებ.

არ ვიცი, რატომ არ გვაქცევს ყურადღებას სასამართლო, ეტყობა, არ სცალიათ, ან არ თვლიან საჭიროდ, რომ მოქალაქეების პრობლემები მოაგვარონ, მით უმეტეს, როცა ქუჩაში რჩება ადამიანი,“ – გვითხრა ზეინაბ მახარაძემ.

როგორ აღმოჩნდა ემიგრანტის მიერ შეძენილი ბინა სხვა პირის საკუთერება? – „ბათუმელებმა“ სცადა სამშენებელო კომპანია „ენ-დემ ჯგუფთან“ დაკავშირება, თუმცა მითითებულ ტელეფონის ნომერზე არავინ გვიპასუხა. საჯარო რეესტრის მონაცემემით, კომპანია „ენ-დემის“ 50 % ჯუმბერ შოთაძეს ეკუთვნის, 50% – ნათელა ცინცაძეს.

ჯუმბერ შოთაძის მობილური ტელეფონი გამორთული აღმოჩნდა, მასთან ზარი გავიდა watsapp-ის აპლიკაციით, თუმცა ჩვენს ზარსა და შეტყობინებას არავინ უპასუხა.

ზეინაბ მახარაძის თქმით, კომპანიის კიდევ ერთი მესაკუთრე ნოდარ ცინცაძეა.

„ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცი ამ შემთხვევის შესახებ, მე აღარ ვარ ამ კომპანიაში, გამომაძევეს, მიმართეთ ჯუმბერ შოთაძეს… მე აკრძალული მაქვს მასთან მიახლოვება, სასამართლოშია საქმე, 118-ე მუხლზე,“ – მხოლოდ ეს გვითხრა ტელეფონით დაკავშირების დროს ნოდარ ცინცაძემ.

სსკ-ის 118-ე მუხლი, რაზეც ნოდარ ცინცაძემ მიგვითითა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

„მე არ ვიცი ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის“ – გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა

„მე არ ვიცი, ჩემი შვილი რატომ მოკვდა და სხვამ როგორ იცის? მინდა ყველას გადასცე ჩემი თხოვნა,“ – ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს, რომ  ავრცელებს რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი, 26 წლის ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი.

ლანა ლატარია 30 ივლისს გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არაა.

ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის დედა საზოგადოებას მიმართავს და სთხოვს, სანამ შესაბამისი ექსპერტიზის პასუხი არ იქნება, თავი შეიკავონ გარდაცვალების მიზეზის სხვადასხვა ვერსიის გავრცელებისგან.

„ჩემი შვილი მონათლული იყო. ზუგდიდის დადიანების ეკლესიაში ჰყავდა მამაო, იქ მსახურობს დედაჩემიც. ორი შვილი ჰყავდა. ორივე მონათლული. ჯვარი დაწერილი ჰქონდა. იმ მამაომ აუგო წესი, რომელმაც ჯვარი დაწერა.

კიდევ ორმა მამაომ აუგო წესი.

არანაირი ქირურგიული ჩარევა არ ყოფილა.

გინეკოლოგთან ბოლოს 3 თვის წინ იყო.

გთხოვ, ყველას გადაეცი, სანამ დასკვნა არ იქნება ჩემი შვილის გარდაცვალების ვერსიებს ნუ წერენ.

მატირონ შვილი. მამამისს ატირონ შვილი,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ლანა ლატარიას დედის თხოვნას საზოგადოებისადმი.

გუშინ, 3 აგვისტოს, ლანა ლატარიას მამამ, ზაალ ლატარიამ დაწერა, რომ მას გარდაცვლილი შვილის ეკლესიაში დასვენების უფლება არ მისცეს. ზაალ ლატარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსმა გერასიმემ მიიღო.

ამ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.

ზაალ ლატარიას სტატუსს დღეს, 4 აგვისტოს, ფეისბუქზე გამოეხმაურა ერთ-ერთი სასულიერო პირი მიქაელ ბრეგვაძე.

სასულიერო პირმა საკუთარ ფეისბუქ სტატუსში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზად აბორტი დაასახელა, უცნობია რის საფუძველზე და რატომ. ამ ინფორმაციას ოჯახი არ ადასტურებს.

პროკურატურის ცნობით, დააკავეს მძღოლობის კანდიდატი, რომელმაც ქრთამი შესთავაზა გამომცდელს

პროკურატურის ცნობით, აჭარაში საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

„პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მიმდინარეობის დროს, მძღოლობის კანდიდატმა, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა და ჩაჭრას ექვემდებარებოდა, ფულადი თანხა შესთავაზა გამომცდელს და სთხოვა, გაეგრძელებინა გამოცდა.

გამომცდელმა უარი განაცხადა თანხის აღებაზე, ელექტრონულ ბაზაში დააფიქსირა უარყოფითი შედეგი და მომხდარის შესახებ აცნობა სამართალდამცავ ორგანოებს“ წერს პროკურატურა.

უწყება წერს, რომ შეტყობინების შემდეგ, „გადაუდებელი და ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიმცემი პირი ბრალდებულად დააკავეს“.

პროკურატურის ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩაქვში მატარებელი კაცს დაეჯახა და დაიღუპა

ჩაქვში მატარებელი 35 წლამდე კაცს დაეჯახა, იგი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევა წუხელ, 3 აგვისტოს მოხდა.

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც გულისხმობს სარკინიგზო ტრანსპორტის ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას. ისჯება თავისუფლების აღკვეთით 5-დან 7 წლამდე.

ქედაში ნაპირდამცავი კედლის აღსადგენად დამატებით 950 ათასი ლარი დაიხარჯება

დაბა ქედაში, რკინა-ბეტონის დამცავი ჯებირი, რომელსაც „პარკი და მოსახლეობა წყალმოვარდნისგან უნდა დაეცვა“, 2025 წლის სექტემბერში მდინარე აკავრეთამ დაანგრია.

ადიდებულმა მდინარემ გარკვეულ მონაკვეთში დამცავ ჯებირთან ერთად მოშალა ლითონის მოაჯირი, გარეგანათება, ველო და სასეირნო ბილიკები, რომლებიც ცენტრალურ პარკს ახალმოწყობილ სკვერთან აკავშირებდა.

მას შემდეგ ეს ადგილი დაუცველი და მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია.

ქედა. მდინარე აკავრეთას მიერ 2025 წელს დანგრეული ნაპირსამაგრი კედელი / დანგრეული ველო და საფეხმალო ბილიკი, რომელიც ცენტრალურ პარკს და იქვე მდებარე სკვერს ერთმანეთთან აკავშირებდა / 1.08.2026

ქედის მერიიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ არსებული ნაპირდამცავი კედელი საგარანტიო ვადის გასვლიდან მალევე დაინგრა, ახალი ნაპირსამაგრი კედლის აშენება კი ადგილობრივ ბიუჯეტს მინიმუმ 950 ათასი ლარი დაუჯდება.

ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ „ხელვაჩაურის საგზაოსთან“ უნდა გააფორმონ.

„ქედის მუნიციპალიტეტში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სტიქიის შედეგად დაზიანებული ნაპირსამაგრი კედელი 2018 წელს აშენდა, რომელსაც საგარანტიო ვადა სამი წლის წინ გაუვიდა. კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა.

გამარჯვებული კომპანია გამოვლენილია და მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადების პროცედურები. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კომპანია დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება,“ – მოგვწერეს ქედის მერიის პრესსამსახურიდან 2026 წლის 2 აგვისტოს.

„დაბა ქედის ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის ნაპირსამაგრი კედლის მოწყობაზე“ ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 13 მაისს დასრულდა. ტენდერში 4 კომპანია მონაწილეობდა.

შპს „სოლო“ – შეთავაზება 995 000 ლარი, შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ – 949 900 ლარი, შპს „მთაგორი“ – 949 500 ლარი, შპს „მარეთი“ – 777 937 ლარი.

აქედან ორს: „მარეთი 777“-ს და „მთაგორი“-ს დისკვალიფიკაცია მისცეს ტექნიკური დოკუმენტაციის გამო.

სატენდერო კომისიის 29 ივლისის ოქმით კი გამარჯვებულად გამოვლინეს „ხელვაჩაურის საგზაო“, რომელთანაც ხელშეკრულება 949 899.60 ლარზე უნდა დაიდოს.

ახალი ტენდერის პირობაში აღნიშნულია, რომ „სამუშაოს შესრულების ვადაა 120 დღე ხელშეკრულების დადების თარიღიდან. სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობით ეცნობოს შემსყიდველს.“

ამ ფოტოთია საპროექტო ტერიტორიის არსებული სიტუაცია ასახული დოკუმენტში, რომელიც სატენდერო განცხადებას ახლავს. დანგრეული ჯებირის ადგილი, სადაც ახალი უნდა ააშენონ ამ ფოტოზე უკანა ფონზეა და ფაქტობრივად არ ჩანს.

ქედის მერიის პრესსამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციითა და შესყიდვების პორტალის მიხედვით „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებაზე“ 2018 წელს გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად შპს „გზები“ გამოავლინეს, რომელთანაც ხელშეკრულება – 2018 წლის მაისში დაიდო. სამუშაოების დასრულებაზე მიღება-ჩაბარების აქტი კი ამავე წლის 10 სექტემბერსაა გაფორმებული.

სატენდერო დოკუმენტებით ირკვევა, რომ მდინარე აკავრეთას პრობლემები მშენებლობის მიმდინარეობის დროსაც შეუქმნია. „ ქედის მუნიციპალიტეტის მერიის სათათბირო ორგანოს ტექნიკური საბჭოს 2018 წლის 07 აგვისტოს #37 სხდომის ოქმის თანახმად მდინარე აკავრეთას ადიდების შედეგად დაზიანდა ობიექტზე მოწყობილი საძირკველი და ყალიბი, რის გამოც დაირღვა ხელშეკრულების ვადები და მიზანშეწონილად ჩაითვალა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება 2018 წლის 26 ოქტომბრამდე.“ – წერია 2018 წლის 8 აგვისტოს შეთანხმების დოკუმენტში.

ორივე მდინარის კალაპოტში ნაპირგამაგრ სამუშაოებში კომპანიისთვის ჯამში 212 051 ლარი გადაუხდიათ.

თუ ქედის მერიას დავეყრდნობით, „გზების“ მიერ აშენებული და უკვე დანგრეული ნაპირდამცავი კედლის ხელახლა ასაშენებლად ამჯერად 949 900 ლარია საჭირო [თუმცა, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის მიხედვით, ახალ ტენდერში გამარჯვებულმა საფეხმავლო და ველობილიკებიც უნდა აღადგინოს, უნდა მოაწყოს ბორდიურები და არსებული ღობე, გარეგანათება. ასევე ევალება გაზონის გამწვანება].

დაბა ქედა / სკვერიდან ცენტრალური პარკისკენ მიმავალი ბილიკები ამ ადგილზე წყდება. აქ ნაპირსამაგრი კედელი წყალმა დაანგრია და ხელახლა უნდა ააშენონ / ფოტო: 1.08.2026

რუსთაველის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე აკავრეთასგან ნაპირის დამცავი კედლის სხვადასხვა მონაკვეთებს სხვადასხვა ადგილებში ქედის მერია ეტაპობრივად აშენებს.

შესყიდვების პორტალზე, ქედის მუნიციპალიტეტის მიერ მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრ სამუშაოებზე გამოცხადებული კიდევ ოთხი ტენდერი მოვიძიეთ:

  • „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყალის ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2015 წელს, მიღება-ჩაბარების ბოლო აქტი შედგენილია 2017 წელს. გამარჯვებულ კომპანია „ზიმო 7“-ზე გადახდილია 1 728 316 ლარი.
  • „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოცხადებულია 2019 წელს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2019 წელს. გამარჯვებულ „გაბიონი 2000“-ზე გადახდილია 360 563 ლარი.
  • „დაბა ქედაში მდინარე აკავრეთას ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2019 წლის დეკემბერში, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2020 წელს. გამარჯვებულ „ნიკა“-ზე გადახდილია 382 834 ლარი.
  • „დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთასა და აჭარისწყლის ნაპირსამაგრი სამუშაოები“ – ტენდერი გამოაცხადეს 2021 წელს, მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2021 წელს. გამარჯვებულ „ძმები“-ზე გადახდილია 430 867 ლარი.
ქედა. მდინარე აკავრეთას მიერ დანგრეული ნაპირსამაგრი კედელი / 31.07.2026

ამ ყველაფრის მიუხედავად 2026 წელს გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ „საპროექტო მონაკვეთზე დღევანდელი მდგომარეობით აშენებული ხელოვნური ნაგებობები [ჰიდროლოგიური კვლევის მიხედვით] ვერ აკმაყოფილებს მდინარის მაქსიმალური დონის დაფარვის პარამეტრებს, რის გამოც მდინარემ სტიქიის დროს გამოურეცხა არსებულ ნაპირსამაგრს საძირკველი“.

არადა, ქედის მერია 2020 წელს წერდა, რომ „დაბა ქედაში, მდინარე აკავრეთაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები დასრულდა. გრძელვადიანი პროექტი საბოლოოდ მომავალ წელს დასრულდება და დაცული იქნება წყალმოვარდნისაგან როგორც საცხოვრებელი სახლები, ასევე ცენტრალური პარკი და მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ორგანიზაციები.“

ქედა, მდინარე აკავრეთა, ადგილი სადაც მდინარემ ნაპირსამაგრი კედელი დაანგრია. მარჯვნივ – ქედის ცენტრალური პარკი. 1.08.2026

ქედაში იმ ადგილიდან, სადაც მდინარე ნაპირს ანგრევს, რამდენიმე ათეულ მეტრში „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19,5 ათას კუბურ მეტრ ქვიშა-ხრეშს ულიცენზიოდ იღებს. შესაბამისად, არავის შეუსწავლია როგორ აისახება ამ რაოდენობის მასალის ამოღება მდინარე აკავრეთაზე/გარემოზე.

ვრცლად: „ოცნების“ დეპუტატის კომპანია 19 500 კუბ.მეტრ ხრეშს ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან ხრეში ულიცენზიოდ გააქვთ / 1.08.2026

წიაღისეულის ულიცენზიოდ გაცემის ბრძანებებს ხელს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.

მდინარე აკავრეთას კალაპოტიდან ხრეში ულიცენზიოდ გააქვთ / აქ ახლოს მდინარემ ნაპირდამცავი კედელი დაანგრია /  1.08.2026

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა განკარგულება მდინარიდან თუ მთაში წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლებაზე, არის უკანონო. თუ რატომ, ნახეთ ამ ბმულზე:

უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი

და ბოლოს. 2020-23 წლებში ქედის მერიამ მდინარის ნაპირის გასწვრივ, რომელიც დღეს, როგორც აღმოჩნდა, ისევ დაუცველია წყალდიდობისგან, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჯამში 1,6 მილიონი ლარი დახარჯა.

მათ შორის:

  • „დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ქედის ცენტრალური პარკის კეთილმოწყობა“ – შპს „ჯორჯიან სტოუნი“ – გადახდილია 493 943 ლარი
  • „ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრში, ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის მოწყობა“ – შპს „მშენებელთა ჯგუფი“ – 177 912 ლარი
  • „დაბა ქედაში რუსთაველის ქ. № 13 და № 15-ის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა“ [ახალი სკვერის მოწყობა] – შპს „მ.მ.“ – გადახდილია 951 829 ლარი.
ნაპირსამაგრი კედლის საპროექტო ტერიტორია ქედაში [მონიშნულია წითელი ხაზით]

 

„ვადაგასული საქმე“ – ბათუმში დღეს აქციაზე ფილმს აჩვენებენ

დღეს, 4 აგვისტოს, 20:30 საათზე, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან, წინააღმდეგობის მოძრაობის აქციაზე აჩვენებენ ელენე ასათიანისა და სოსო დუმბაძის ფილმს – „ვაგადასული საქმე”.

სინოფსისის თანახმად, ფილმი 1992 წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, თბილისის ცენტრში პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებას ასახავს, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა – ე. წ. თბილისის ომი ორი კვირა გაგრძელდა.

მიუხედავად მწირი ტექნიკური შესაძლებლობებისა, ამ ომს თან ახლავს მედიალურობა. მაშინ კამერას ფაქტების და დანაშაულის კვალის დოკუმენტირებისთვის იყენებდნენ. ფილმში წარმოდგენილია სამთავრობო, ოპოზიციური და საერთაშორისო მედიის პერსპექტივები.

30 წლის შემდეგ, ფილმი „ვადაგასული საქმე” მაყურებელს გადასააზრებლად სთავაზობს ამბებს საქართველოს უახლესი ისტორიიდან და ერთ-ერთ მთავარ კითხვად სვამს, თუ რამდენად არის შესაძლებელი საარქივო მასალების გამოყენებით ისტორიის რევიზია?

ჩვენებას დასწრება  ფილმის ერთ-ერთი ავტორი, ელენე ასათიანი.

 

ინერტული მასალის უკანონო მოპოვების ბრალდებით 4 პირი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს და ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან, სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ.

„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უკანონოდ იქნა მოპოვებული 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს. აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა.

ამასთანავე, ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული, 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს“ – წერს საგამოძიებო სამსახური.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

___________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამავე თემაზე:

ხრეშის ქურდები და მათი მფარველები

ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს ბათუმის მერიის ა(ა)იპ ,,ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა საქართველოს მოქალაქისგან, ბათუმში უკანონოდ აშენებული კომერციული დანიშნულების ფართზე კანონით დადგენილი ჯარიმის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამი აიღო, რა დროსაც დანაშაულის ჩადენის ფაქტზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

ანტიკორუფციულის ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციაში დაკავებულის უშუალო მოვალეობას წარმოადგენდა ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე მიმდინარე ყველა კლასის სამშენებლო ობიექტის კონტროლი, ასევე, უნებართვოდ მიმდინარე და უკვე უკანონოდ განხორციელებულ სამუშაოებზე კანონით განსაზღვრული რეაგირების მოხდენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

______

ფოტო არქივიდან

რუსეთში, „ვაილდბერისის“ საწყობებში ისევ ხანძარია დრონების თავდასხმის შემდეგ

4 აგვისტოს ღამეს, დრონით თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ხანძარი გაჩნდა ლენინგრადის ოლქის სოფელ კრასნი ბორში და მოსკოვის ოლქის ქალაქ ჩეხოვში მდებარე საწყობების ტერიტორიებზე, სადაც კომპანია Wildberry-ის ლოჯისტიკური ცენტრები მდებარეობს.

ტელეგრამის არხებზე ხანძრის ამსახველი არაერთი ვიდეო ქვეყნდება.

მედიის ცნობით, დრონებმა რუსეთში ასევე შეუტიეს ნოვოსოლკის სამრეწველო ზონას, ჩეხოვის რაიონში, მოსკოვის ოლქში, სადაც ხანძარი გაჩნდა. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, დაზიანდა ელექტროქვესადგური და ადმინისტრაციული შენობა.

რუსეთის ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.

_______

ფოტო: telegram

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 4 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 4 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 451 750 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 237 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 25 079 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 47 331 ერთეული [+55]
  • MLRS – 2 000 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 538 ერთეული [+5]
  • თვითმფრინავი – 439 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 354 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 442 740 ერთეული [+1 792]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 2 124 ერთეული [+12]
  • გემი/ნავი – 34 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 129 817 ერთეული [+379]
  • სპეცტექნიკა – 4 492 ერთეული [+0]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 5 007 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

  • მოსკოვის რეგიონში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა.
    უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სანქტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე Wildberries-ის საწყობზეც იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა.

რუსეთში, „ვაილდბერისის“ საწყობებში ისევ ხანძარია დრონების თავდასხმის შემდეგ

 

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

შემცირდა თუ არა მეზღვაურთა დასაქმება გემებზე თავდასხმების შემდეგ

როგორ აისახა მეზღვაურთა დასაქმებაზე ბოლო პერიოდში გემებზე გახშირებული თავდასხმები? – ამ თემაზე ღიად საუბარი არ სურთ საკრუინგო კომპანიებს ბათუმში, მეზღვაურები კი ამბობენ, რომ დასაქმების მაჩვენებელმა, სავარაუდოდ, იკლო, თუმცა მასშტაბურად – არა.

„მეზღვაურებს ჩვენ ვაწვდით სრულყოფილ ინფორმაციას, მათ იციან რისკების შესახებ… ვერ ვიტყვით, რომ შემცირდა ნაკადი, ასე არ არის,“ – გვითხრეს, მაგალითად, კომპანია „ალფა ნავიგეიშენ მერითაიმში“. სხვა საკრუინგო კომპანიებში კი თქვეს, რომ რისკის ზონაში არ მოძრაობენ ის გემები, სადაც ისინი ქართველ მეზღვაურებს ასაქმებენ.

„სპარსეთის ყურე მთლიანად საფრთხის შემცველია და ომის არეალად ითვლება – საშიშ ადგილად. ეს ტრანზიტული ზონაა და ფაქტობრივად გემების 80 % სინგაპურში უნდა შევიდეს. ნებისმიერი გემი ევროპიდან აზიისკენ როცა მიდის, მას უწევს სუეცის სრუტის გავლა, მაგრამ ოფიციალურად როცა შედის გემი საომარ ზონაში, ეს კიდევ სხვა ამბავია,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მეზღვაური მერაბ ჯიხაძე.

მისი თქმით, მეზღვაურების დიდი ნაწილი სამსახურზე, სადაც საფრთხეები გაიზარდა, უარს მაინც არ ამბობს, რადგან დამსაქმებელი კომპანიები ამ დროს საბაზოსო ხელფასის გაორმაგებულ, ან გასამმაგებულ ოდენობას იხდიან.

„ბოლო კონტრაქტის დროს დროზე ადრე მომიწია გემის დატოვება იმის გამო, რომ ეს გემი შეიძლება შესულიყო შავ ზღვაში, ნოვოროსიისკიში,“ – გვიყვება მერაბ ჯიხაძე. – „კაპიტანმა იკითხა, ვინმე თუ იყო წინააღმდეგი. გემი როცა მიდის საომარ მხარეში, ვალდებულია, ჰქონდეს თითოეული მეზღვაურის თანხმობა. მე როცა მაქვს ბეისიქი 1300 დოლარი [საბაზისო ხელფასი, რასაც ემატება სხვა ანაზღაურება და დანამატები] 2600 დოლარს მთავაზობდნენ იმ დღეების განმავლობაში. ამ დროს მინიმუმი არის ხუთი დღე, როცა უნდა იმუშაო.

მე უარი განვაცხადე და წამოვედი. რუსეთის გამო ვთქვი უარი, თორე სპარსეთის არეალი რომ ყოფილიყო, წავიდოდი. ჰორმუზში თავისთავად არ წავიდოდი.

ზოგადად, რისკები მაღალია, მაგრამ ვიცით, რომ ძირითადად ბომბავენ გემებს, რომლებიც უშუალოდ ჰორმუზში შედიან. ასე არ არის, რომ ყველა გემს ურტყამენ. მაგალითად, თურქეთში თუ დატვირთეს გემი და მიდიხარ სინგაპურში, დარტყმის რისკი ნაკლებია.

სპეციალური კონვენციებია, რომლებიც ზრუნავენ მეზღვაურთა უსაფრთხოებაზე. SOLAS-ი [Safety of Life at Sea], ანუ მეზღვაურთა სიცოცხლის გადარჩენა ზღვაში – არის ასეთი საერთაშორისო კონვენცია. ერთ-ერთი პუნქტი არის ის, რომ როდესაც გემი მუშაობს საომარ არეალში, უნდა დაენიშნოთ მეზღვაურებს ორმაგი საბაზისო ხელფასი. კარგი კომპანიები ამ დროს სამმაგსაც იხდიან,“ – უთხრა მერაბ ჯიხაძემ „ბათუმელებს“.

„გზა აყარეს და აღარავინ ჩანს“ – მოსახლეობა ფერიაში ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს

ბათუმის გარეუბანში, სოფელ ფერიაში მოსახლეობა ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს. სოფელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, თუმცა ბათუმიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზეა.

მიმდინარე წლის მაისში ფერიაში დაანგრიეს ხიდი, რომელიც მოსახლეობას ბათუმთან აკავშირებდა. როგორც ადგილობრივები „ბათუმელებს“ უყვებიან, ხიდის დანგრევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროექტი კორექტირებას საჭიროებდა.

კომპანიამ სამუშაოები შეაჩერა და უკვე ორ თვეზე მეტია მოსახლეობა ითხოვს პასუხს კითხვაზე – როდის აშენდება ახალი ხიდი, თუმცა – უშედეგოდ.

სოფელ ფერიაში მცხოვრები თამუნა აბაშიძე „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ 15 წუთის გზა, რომელიც სოფელს ბათუმთან აშორებდა იქცა 45 წუთიან გზად, იმის გამო, რომ მოსახლეობას შემოვლითი გზებით უწევს სოფლიდან გამოსვლა.

„როდესაც გზის რეაბილიტაცია დაიწყო, მოვიდნენ და გაგვაფრთხილეს – ორი-სამი თვე დასჭირდება ხიდის მშენებლობასო. გზა აყარეს, ხიდი დაანგრიეს და მის შემდეგ არავინ არ ჩანს. ორი თვეა ასე ვართ. აღარავინ მოსულა ხიდის დაგნრევის შემდეგ, რომ ეთქვა რა მოხდა – როდის აშენდება ხიდი და როდის მოგვხედავენ,“ – ამბობს თამუნა აბაშიძე.

მისი თქმით, მოსახლეობამ გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშებისგან შეიტყო, რომ ხიდის რეაბილიტაციის თავდაპირველი პროექტი გადასაკეთებელი აღმოჩნდა და ახლა ყველა ამ პროექტის გადაკეთებას ელოდება.

იგივე უთხრეს „ბათუმელებს“ ფერიის გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა მუშებმაც. მათი თქმით, როგორც მათთვის ცნობილია, პროექტს სჭირდება კორექტირება და სწორედ ამის გამო შეფერხდა მშენებლობა.

სოფელ ფერიაში მცხოვრებლები შიშობენ, რომ შეჩერებული სამუშაოების გამო ხიდის მშენებლობა სკოლის დაწყებამდე ვერ დასრულდება, ხიდის გარეშე კი ბავშვებს სკოლამდე სახიფათო გზის გავლა მოუწევთ.

გზა, რომლის გავლაც ბავშვებს მოუწევთ, თუკი სწავლის დაწყებამდე ფერიაში ხიდი არ აშენდება

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთი დაპირება იყო ამ სოფლის გზის მოწესრიგება. ახლა არის უფრო ცუდი მდგომარეობა. რეაბილიტაციის დაწყებამდე ჭირდა გადაადგილება, მაგრამ მაინც შეიძლებოდა.

ახლა კი შეუძლებელია სოფელში მისვლა.

ეს რამ გამოიწვია? იმან, რომ სანამ სამუშაოები დაიწყებოდა, არ მომზადდა გეოლოგიური დასკვნა, არ შეისწავლეს ფერდის დახრილობა, რამდენად ჩაკეტავდა კალაპოტს და შესაბამისად ამან გამოიწვია დაგუბება. ეს დაგუბება დამატებით პრობლემას გამოიწვევს, რადგან გვერდით სოფლის წყაროა, რომელიც ზიანდება,“ – ამბობს მუხრან გორგაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.

 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, „31 დეკემბრის ქუჩა – ფერია – მნათობი“ მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციაზე ტენდერი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 მილიონ 722 ათას 812 ლარი იყო. ტენდერში მონაწილეობა 6-მა კომპანიამ მიიღო. ეს კომპანიებია: შპს „კოხტა ძირი 2010“, „ზიმო-7“, „გზა“, შპს „პალადა“, „პარალაინი“ და შპს „არ სი ქონსთრაქშენი“.

გამარჯვებულად შპს „პალადა“ გამოაცხადეს და 1 669 999 ლარზე გაუფორმეს ხელშეკრულება. კომპანიამ ხელშეკრულებით აიღო ვალდებულება, რომ სამუშაოებს 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში შეასრულებდა.

„ბათუმელებმა“ კომენტარისთვის მიმართა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 31 დეკემბრის ქუჩა – ფერია – მნათობის მიმართულებით, 1,4-კილომეტრიან მონაკვეთზე, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით აშენდება სამი საავტომობილო ხიდი და მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი.

სამივე ხიდის მშენებლობისთვის ამჟამად მიმდინარეობს პროექტის კორექტირება. სამუშაოები უახლოეს დღეებში განახლდება.

ამ ეტაპზე აღნიშნულ საავტომობილო გზაზე, სავალ ნაწილზე მიმდინარეობს გრუნტის შეცვლის სამუშაოები. ასევე, ეწყობა სანიაღვრე არხები და წყალგამტარი მილები.

სამუშაოებს ახორციელებს შპს „პალადა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ აჭარის გზების დეპარტამენტში.

„გზა აყარეს და აღარავინ ჩანს“ – მოსახლეობა ფერიაში ხიდის მშენებლობის განახლებას ითხოვს

რა უთხრეს „ყურშასთან“ დაკავშირებულმა ბრალდებულებმა მოსამართლეს?

„მე მინდა ჩვენების მოცემა,“ – უთხრა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილს ბრალდებუმა გიორგი ხ.-მ, რომელსაც პროკურატურა „ქურდული სამყაროს“ წევრობას ედავება.

დღეს, 3 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კანონიერ ქურდ „ყურშასთან“ დაკავშირებულმა რამდენიმე ბრალდებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საქმე დასკვნით ეტაპზეა და მოსამართლის განაჩენს მხარეები მალე მოისმენენ.

  • საუბარია 2025 წლის 16 დეკემბრის შემთხვევაზე – შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 63 პირი პასუხისგებაში მისცა: 49 პირი დააკავეს, ხოლო 14 პირი დაუსწრებლად იქნა პასუხისგებაში მიცემული, მათ შორის, 5 „კანონიერი ქურდია“. ამ საქმიდან  11 ბრალდებულის საქმე განიხილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მათ შორის, ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდი „ყურშაა“, იგივე გოჩა ჯინჭარაძე. იგი ძებნილია.

ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა ქალი – ლიანა ჯ.-ც. მას „ქურდული სამყაროსთვის“ მიმართვას ედავებიან. ამ ბრალდებულმა ცოტა ხნის წინ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა და მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს ისე, რომ ციხეში არ გაუშვიათ.

ლიანა ჯ. ბათუმის საქმეში ცენტრალური ფიგურაა: მან სასამართლოს უთხრა, რომ ფულს აგროვებდა, საკუთარი არასრულწლოვანი შვილის შეყვარებულმა კი, ფული მიითვისა. ამ ფულის დასაბრუნებლად ქალს ე.წ. კანონიერი ქურდისთვის გიორგი ხ-თვის მიუმართავს, რომელიც დღეს ასევე ბრალდებულის სკამზეა და მოსამართლეს უთხრა, თქვენთვის ჩვენების მოცემა მინდაო.

„გიორგიმ ლიანა ჯ-ს უთხრა, რომ თანხა დაგიბრუნდება, ოღონდ ნახევარი მე უნდა მომცე, ასეთია წესებიო,“ – აღნიშნა თავის დასკვნით სიტყვაში პროკურორმა თემურ გურამიშვილმა და დეტალურად აღწერა, გამოძიების ვერსიით, როგორ შედგა „ქურდული გარჩევა.“ პროკურორის თქმით, სწორედ „ყურშამ“ მისცა დავალება გიორგი ხ.-ს, როგორ უნდა ემოქმედა მისი სახელით.

ამ „გარჩევის“ მონაწილე ყოფილა ლიანა ჯ.-ს ყოფილი ქმარიც – ბესიკ ნ, რომელიც ამ საქმეში ასევე ბრალდებულია, პატიმრობაშია და მოსამართლის განაჩენს ელის.

„ტყუილია ეს ყველაფერი, გაუგებარია, რატომ თქვა ეს,“ – ყოფილი ცოლის ჩვენებაზე პროკურორის შეკითხვას ამ სიტყვებით უპასუხა ბრალდებულმა ბესიკ ნ.-მ.

პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ლიანა ჯ.-ს აღიარებითი ჩვენების გარდა ფარული სატელეფონო ჩანაწერებია. ექსპერტიზით დასტურდება, რომ ხმები ბრალდებულებს ეკუთვნით, ბრალდებულები კი, წარდგენილ ბრალდებას უარყოფენ და ამბობენ, რომ  სატელეფონო ჩანაწერები რეალური არ არის.

„რის გამოც ვარ დაკავებული, უმეტესი წილი აბსურდია – არანაირი „ქურდული“… ბრალი ისეა წარდგენილი, ვერ დავეთანხმები ვერაფერში,“ – უთხრა მოსამართლეს გიორგი ხ.-მ და დასძინა, რომ „შემთხვევით“ მოხვდა შეხვედრაზე, სადაც მეგობრულად თანხის დაბრუნების საკითხი განიხილებოდა.

„მომმართეს და მივედი, ასე არ იყო,“ – პროკურორს გამოხედა ბრალდებულმა. მისი თქმით, იგი გოჩა კახიძეს [ადვოკატების თქმით, გოჩა კახიძე იგვე გოჩა ჯინჭარაძეა, მეტსახელად „ყურშა“] საერთოდ არ იცნობს.

„თქვენ არ დაhპირდით ლიანა ჯ.-ს თანხის აღება?“ – ჩააცივდა ბრალდებულს პროკურორი.

„არა, ეს სიცრუეა,“ – კატეგორიული ხმით მიმართა პროკურორს ბრალდებულმა და გისოსებს მიეყრდნო.

„აქ რაც გაჟღერდა სატელეფონო საუბარი, ეთანხმებით?“ – საქმის მთავარ მტკიცებულებაზე გადაერთო პროკურორი.

„რაღაც მონაკვეთებში კი,“ – უპასუხა პროკურორს ბრალდებულმა.

„ექსპერტმა თქვა, რომ ეს იყო გიორგი ხ-ს, ანუ თქვენი ხმა…,“ – პროკურორმა ბრალდებულს ჩანაწერის იმ მონაკვეთზე მიუთითა, სადაც საუბარი თანხის აღებაზეა.

„არ ვადასტურებ, რა თანხა, რის თანხა,“ – ხალხით სავსე დარბაზს გამოხედა ისევ ბრალდებულმა.

„მოხდა ბავშვებს შორის გაუგებრობა და დავილაპარაკეთ მეგობრულად, დავილაპარაკეთ ადამიანურად, არ გვიჩხუბია… ქურდული ჩარევა გაuგებარია ჩემთვის საერთოდ,“ – აღნიშნა ბესიკ ნ.-მ, რომლის ყოფილი ცოლის ჩვენებითაც, „ქურდული გარჩევა“ ნამდვილად მოეწყო. ამ ბრალდებულსაც შეახსენა პროკურორმა ის ამბავი, ექსპერტმა სატელეფონო ჩანაწერში თქვენი ხმის ტემბრი დაადგინაო.

„მე რაც მოვისმინე, არ არის რეალური… ასეთი საუბარი არ ყოფილა,“ – თქვა ბრალდებულმა.

„მეძინა და ხმაურზე გამეღვიძა, ავტომატიანი ხალხი იყო უკვე ჩემს საძინებელში,“ – დაკავების დღე გაიხსენა ბრალდებულმა გიორგი კ.-მ. მას „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის გარდა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვასაც ედავებიან. ჩხრეკის დროს ბრალდებულის ბინაში უკანონო ნივთი არ აღმოუჩინათ, თუმცა პროკურატურის ვერსიით, ბრალდებულმა იარაღი საძინებლის ფანჯრიდან გადააგდო.

„მიზეზი არ უცნობებიათ, რის გამო დამაკავეს… მე-2 თუ მე-3 დღეს იზოლატორიდან აქ რომ მოგვიყვანეს, მერე გავიგე ადვოკატისგან, რასაც მედავებოდნენ… არასდროს არ მქონია კომუნიკაცია, არ ვიცნობ,“ – აღნიშნა ბრალდებულმა „ყურშას“ ნაწილში. მის წინააღმდეგაც აქვს პროკურატურას სატელეფონო საუბრები „ყურშასთან“.

ბრალდებულების ნაწილმა დღესაც დუმილი არჩია, მაგალითად, მურმან ც.-მ. მის წინააღმდეგაც ძირითადად სატელეფონო ჩანაწერებია. მას „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერას ედავებიან. საქმეში არ არის სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება, რომ ამ ბრალდებულმა კონკრეტული ქმედებით გამოუხატა მხარდაჭერა „ქურდულ სამყაროს“.

——-

ბათუმის საქალაქო სასამართლოს კიდევ ორი მოსამართლე: ნინო სახელაშვილი და ვიქტორ მეტრეველი ცალ-ცალკე განიხილავენ ე.წ. კანონიერ ქურდ ასლან ქობულაძესთან დაკავშირებული ბრალდებულების საქმეს. საუბარია ხელვაჩაურში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, როცა ერთდროულად 72 პირი დააკავეს. ამ საქმეების არსებითი განხილვა სექტემბერში გაგრძელდება.

ამ თემაზე:

„სატელეფონო ხაზზე იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ასლან ქობულაძე” – კიდევ რა თქვა მოწმემ?

Exit mobile version