„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 30 იანვარს, ფეისბუქში დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს, ადვოკატებს ეუბნება, რომ თავს მხნედ გრძნობს, ეს სიმშვიდის საფუძველი არ არის, იმის ფონზე, როცა სამედიცინო დოკუმენტები ადვოკატებს არ აქვთ.
„მზია ამაღლობელი რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეს თავს, ადვოკატებს სულ გვეუბნება, რომ არის კარგად, მხნედ. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი კარგად იყოს 19-დღიანი შიმშილობის მერე? ის ასევე გვთხოვს ხოლმე, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ მის შიმშილობაზე, არაფერი გავაზვიადოთ და გავაბუქოთ.
ჩვენ სრულიად ვეთანხმებით მის ამ პრინციპულ დამოკიდებულებას და ეთიკას.
თუმცა, როდესაც სამედიცინო დოკუმენტებსაც კი არ გვაძლევენ, სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს“ – წერს ნონა ქურდოვანიძე.
საია მზია ამაღლობლის ინტერესებს იცავს სასამართლოში სხვა ადვოკატებთან ერთად.
დღეს, 30 იანვარს, საიამ განაცხადა, რომ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება, ხოლო შესაბამისი უწყებები სამედიცინო დოკუმენტაციას არ აწვდიან.
„შესაბამისი უწყებები არ გვაწვდიან ინფორმაციას მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ადვოკატების შეფასებით, მას უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა“ – წერს საია.
საია მოითხოვს დაუყოვნებლივ რეაგირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის კიდევ უფრო დამძიმება და შესაძლო გამოუსწორებელი შედეგები.
დღეს, 30 იანვარს, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მამუკა ალაფიშვილი აირჩიეს. არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი მონაწილეობდა.
ხელოვნების უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, “აღნიშნული გადაწყვეტილება უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო”.
აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით აირჩია მოვალეობის შემსრულებელი. საბჭოში სულ 5 წევრია: ნოდარ კვირკველია – ასოცირებული პროფესორი, მხატვარი, სერგო გოგოლაძე – ასოცირებული პროფესორი, მხატვარი, მარიამ ჯახუტაშვილი – პროფესორი, ვოკალისტი, ნოდარ ვარშანიძე – პროფესორი, ვოკალისტი, გულნარა გორგილაძე – ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი.
რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც უნივერსიტეტის რექტორმა თემურ კეჟერაძემ თანამდებობა ვადამდე ადრე დატოვა
„ბატონმა თემურმა მითხა, მაშინ, როცა მზია ამაღლობელი შიმშილობს, არ ვაპირებ შიმშილობა შევწყვიტოო,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საიას ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა მას შემდეგ, რაც დღეს, 30 იანვარს, თემურ ქათამაძე შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში მოინახულა.
ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], მე-14 დღეა შიმშილობს.
„ახლა მოვდივარ იზოლატორიდან, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუ შეიძლება ასე ითქვას, იქიდან გამომდინარე, რომ უკვე მე-14 დღეა შიმშილობს. ბატონმა თემურმა მითხრა, რომ მასთან ყოველდღე შედის ექიმი, უღებენ ანალიზებს და უმოწმებენ შაქარს.
შეხვედრისას ვისაუბრეთ იმ საქმეებზე, რაც არის მიმდინარე ამ ეტაპზე. 3 თებერვალს აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთ საქმეზე სხდომა.
კერძოდ, 3 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო განიხილავს მისი დაკავების კანონიერების საკითხს. სანამ გაძევების საქმის განხილვა არ დასრულდება რამდენად კანონიერი იყო ეს დაკავება,“ – უთხრა მარიამ გაბროშვილმა „ბათუმელებს“.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 16 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.
ნინო ხაზალაშვილი სამცხე-ჯავახეთში, ინტერმუნიციპალურ ააიპ-ში, ტურიზმის განვითარებისა და პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ის ამ თანამდებობაზე 2019 წლის სექტემბერში კონკურსის წესით დაინიშნა.
როგორც ნინო „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, მას შრომით ხელშეკრულებას ყოველ წელს უგრძელებდნენ, თუმცა 2025 წელს, მას მხოლოდ ერთთვიანი შრომითი კონტაქტი დაუდეს, ახლა კი აცნობეს, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებულია.
მისივე თქმით, დამსაქმებელს წერილობით არ განუმარტავს, თუ რა მიზეზით ათავისუფლებდნენ სამსახურიდან. თუმცა ნინო ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს ფეისბუქში გარკვეულ პოსტებზე მისი რეაქციები, ეგრეთ წოდებული დაჰაჰავება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან აღქმული ყოფილიყო როგორც კრიტიკა.
„დეკემბერში მომთხოვეს პასუხი რატომ დავაჰაჰავე. ავუხსენი, რომ სასაცილო იყო და მაგიტომ. შემდეგი კომუნიკაცია უკვე სამსახურიდან გაშვების თაობაზე იყო, პირდაპირ მითხრეს, მიზეზს ვერ გეუბნებითო. ეგ იყო და ეგ“ – გვეუბნება ნინო ხაზალაშვილი.
ფეისბუქში გამოქვეყნებულ პოსტში კი ასეთ რამეს წერს:
„ბევრად უარესები ხდება ქვეყანაში, მაგრამ რადგანაც ამბავი ჯერ კიდევ დუღს, დავაკონკრეტებ – დიახ თანამოქალაქენო, გამათავისუფლეს, ჩემი ნებით არ წამოვსულვარ. მიზეზი ვერ დამისახელეს.
რამდენიმე კვირის წინ დაინტერესდნენ, რომ თურმე პოსტი დამიჰაჰავებია. მინდა გითხრათ, ნამდვილად არ იყო შემთხვევითი. კვირების განმავლობაში შეგნებულად გამოვხატავდი რეაქციებს სამოქალაქო აქტივიზმთან (!) დაკავშირებულ პოსტებზე და ველოდი როდის მომადგებოდნენ.
მეტი არანაირი აქტივობა არ მქონია. არც სტატუსი დამიწერია, არც კომენტარი, არც გამიზიარებია რამე. შეგნებულად არ მინდოდა დამატებითი მიზეზის მიცემა. ბედის ირონიით ყველაზე უწყინარი პოსტის დაჰაჰავებით შეწუხდნენ. არანაირ კავშირში სისტემასთან, პოლიტიკასთან, კრიტიკასთან, მაგრამ, აბა, პარტიის მომღერლის აბუჩად აგდებას ხო არ „შემარჩენდნენ“?! თან, რომ არც მოვინანიე. ნწ!ნწ!
მიუხედავად იმისა რომ ვემზადებოდი, მაინც არ მეჯერა პოსტის მოწონება/არმოწონების გამო თუ გამიშვებდნენ სამსახურიდან. წარბიც არ შეუხრიათ! გავაფორმეთ ერთთვიანი ხელშეკრულება და ოფიციალურად იანვრის ბოლოდან თავისუფალი ვარ.
გული მწყდება, როგორ არ მწყდება. მთელი გული და სული ჩავდე ამ მუნიციპალურ ა(ა)იპში, DMO-დ რომ ქცეულიყო. რომ ვთქვა ძალისხმევა მენანება მეთქი, არც მენანება. განა 5 წლის წინ არ ვიცოდი სად მივდიოდი? მაგრამ მე ასე მწამს, ასე გამზარდეს, სანამ იმედის ნატამალი დაგვრჩენია და ძალა შეგვწევს, ყველამ ჩვენი წილი აგური უნდა დავდოთ ქვეყნის მშენებლობაში. ყველამ, ვისაც როგორ შეგვიძლია.
დაგვინგრევენ? ავაშენებთ. ასე მოვსულვართ, ასე გავაგრძელებთ. რიგითი ხორცის ნაჭერი ნამდვილად ვერ გავხდები ჩემს სამშობლოში. სხვებსაც გირჩევთ, თუმცა ვერავის დაგაძალებთ“ – წერს ნინო ფეისბუქში.
მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ა ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 22:21 სძლიეს.
თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ.
შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, 8 თებერვალს, რიჩარდ ქოქრილის გუნდი კვლავ მასპინძლის ამპლუაში იქნება და ამჯერად, ნიდერლანდებს უმასპინძლებს. მატჩი „ავჭალაზე“, 15:00 საათზე დაიწყება.
ჯგუფურ ეტაპს ბორჯღალოსნები 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დაასრულებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალები მარტის დასაწყისში, ხოლო ფინალები ორი კვირის თავზე გაიმართება.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე, 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას 4 გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები). მეხუთე კი, რეპეშაჟში ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 7 – მიყოლებით.
თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატებისა და ფესტივალების ხელშეწყობას.
თებერვლის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge -ზე.
ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის განცხადებას მზია ამაღლობლის გათავისუფლების მოთხოვნით უერთდება 300-ზე მეტი ქალი პოლიტიკური პარტიებიდან.
„ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და უკვე მეთვრამეტე დღეა შიმშილობს.
მზია ამაღლობელი პირველი ქალი სინდისის პატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. ის ოლიგარქის ტყვეა და ციხეში მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
ჩვენ, პოლიტიკოსები, ქალები პოლიტიკური პარტიებიდან, მოვითხოვთ მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას,“ – ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 300-ზე მეტი ქალი აწერს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან.
————————————-
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
რა ზიანს მოუტანს ქვეყანას ივანიშვილის ბიზნესაქტივების ოფშორიდან საქართველოში შემოტანა და რა ბერკეტი რჩება რეჟიმის შესაცვლელად ხალხს, რომელიც ორი თვეა უწყვეტად ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. რას აპირებს დასავლეთისგან დასანქცირებული ივანიშვილი? – ამ თემაზე „ბათუმელები“ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანს, სოსო ბერიკაშვილს ესაუბრა.
ბატონო სოსო, როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო. რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის?
ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი გეგმავდა, როგორც ჩანს, და ემზადებოდა. ეს არის გზა მისთვის, რომ სანქციებს თავი აარიდოს და საქართველო კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში მოაქციოს, რადგან, მაგალითად, ბრიტანეთის იურისდიქცია ოფშორებზე ვრცელდება და ბრიტანეთიც დაასანქცირებს ივანიშვილს დიდი ალბათობით.
ეს არის გაგრძელება იმისა, რაც გაზაფხულზე მოხდა. როცა ეგრეთ წოდებული ოფშორების კანონის მიღებით გაუიაფდათ და გაუმარტივდათ საგადასახადო ტვირთი მათ, ვინც აპირებდა აქტივების შემოტანას საქართველოში.
მაშინაც ვსაუბრობდით ამაზე და იყო საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამას ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა თავისთვის, თავისი ოჯახის წევრებისთვის [ეს იგივე თვითონ არის] ან მის ბიზნესთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქებისთვის.
სინამდვილეში, ძალიან ცუდი ამბავია, რადგან, ერთი მხრივ ეს ეხმარება ივანიშვილს, რომ დასავლეთის სანქციებს ნაწილობრივ მაინც აარიდოს თავი და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქცევს კიდევ უფრო დიდ იზოლაციაში, რადგან აღარ იქნება ივანიშვილზე ზემოქმედების ბერკეტები, რაღაც სისტემას, რაღაც წესრიგს რომ დაემორჩილოს. ეს იზოლაცია ნიშნავს ძალის მეტ კონსოლიდაციას ამ ქვეყანაში, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია დიქტატურისკენ მიმავალ გზაზე.
როცა თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი ამით თავს აარიდებს სანქციებს, ეს შემოტანილი აქტივები რას ნიშნავს? თუ ფული შემოიტანა, სად ინახავს ამ ფულს, თუკი მას, როგორც სანქცირებულ პირს, ბანკები აღარ მოემსახურებიან. როგორ გამოიყენებს ამ თანხას?
აქტივებმა და ფულმა, რომელსაც შემოიტანს ბიძინა ივანიშვილი, ან სხვა რუსი ოლიგარქი, შესაძლოა გარკვეულწილად პოზიტიური შედეგი მოიტანოს იმ თვალსაზრისით, რომ ფული შემოვა ეკონომიკაში და ეკონომიკურ ზრდაში გვექნება კარგი რიცხვები. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა ამით რაიმეს ისარგებლებს, ამით სარგებლობს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქები. ეს არის ამბავი.
ფიქრობთ, რომ ივანიშვილი შემოტანილი ფულის დაბანდებას საქართველოში აპირებს?
ან გაჩერებას საქართველოში. არ ვიცი, რას აპირებს კონკრეტულად, მაგრამ მთავარია, რომ ის გაურბის დასავლეთის ზემოქმედებას და მის სანქციებს. მეორე მხრივ, ეს გაქცევა საქართველოს აქცევს იზოლაციაში, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ჩვენნაირი ქვეყნის ეკონომიკისთვის. იზოლაციაში უბრალოდ ვერ გაძლებს ჩვენი ეკონომიკა, რადგან იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. მაშინ სხვა ქვეყნები უნდა ჩავანაცვლოთ და ისევ რუსეთს ჩამოვეკიდოთ.
ეს არის ამბავი და ეს არის კიდევ ერთი მიზანი ბიძინა ივანიშვილის, რომ დაგვაშოროს დასავლეთს, მათ შორის ეკონომიკურად და უფრო მეტად გავხდეთ დამოკიდებული ისევ რუსეთზე, რადგან საიდანღაც ხომ დაგვჭირდება პროდუქციის შემოტანა.
როგორც ითქვა, ივანიშვილი ახალ კომპანიებს შვილის, უტა ივანიშვილის და მეუღლის სახელზე აფორმებს. 12 ოფშორული კომპანია გადმოიტანეს ამ გზით, მაგრამ ხომ შეიძლება უტა ივანიშვილიც დასანქცირდეს ან ივანიშვილის მეუღლე, რადგან მათ სანქცირებაზეც იყო საუბარი. როგორ ფიქრობთ, ეს ფული მხოლოდ რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ ქვეყნებში იმოძრავებს?
დიახ, რადგან დიდი ალბათობით უტასაც დაასანქცირებენ და ეკა ხვედელიძესაც, რომელიც ამ ბოლო დროს რატომღაც ეკატერინე ივანიშვილია და მაგათაც შეეხებათ ეს სანქციები. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ განახორციელებენ ტრანზაქციებს ამერიკაში. ან სანქცირება მარტო ამერიკაში ტრანზაქციების შეზღუდვას ხომ არ ნიშნავს, მიბმული ხარ საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე და ამათ ყველას მაინც შეექმნებათ პრობლემები. ეს იმას ნიშნავს, რომ გზა ექნებათ ჩაკეტილი დასავლეთთანაც.
თუმცა მეორე მხრივ, ეს ჩვენთვისაც ჩაკეტვას ნიშნავს.
თუ ივანიშვილი ავტორიტარული ქვეყნების იმედზეა, რა გარანტია არსებობს, რომ თუნდაც ასეთ ქვეყნებში ივანიშვილის აქტივებს პრობლემა არ შეექმნება? მაგალითად, ჩინეთმა სანქციების გამო შეაჩერა რუსული ნავთობის შესყიდვა.
არანაირი გარანტია არ არსებობს. ავტორიტარულ ქვეყნებსაც თავისი განსხვავებები აქვთ. ჩინეთი არის ავტორიტარული ქვეყანა, მაგრამ მეორე მხრივ, არის უზარმაზარი ეკონომიკა, რომელსაც დასავლეთი – ევროკავშირიც და ამერიკაც სჭირდება.
ამიტომ, ჩინეთი კიდევ ბევრჯერ დაფიქრდება, ვიდრე ივანიშვილთან საქმეს დაიჭერს. ვხედავთ როგორი გაურკვევლობაა იგივე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ხომ?
არაფერი ვიცით რა ხდება და ესეც იმის მანიშნებელია, რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ და, სავარაუდოდ, ჩინეთსაც ნაკლებად აინტერესებს ქვეყანა, რომელიც კარგ ურთიერთობაში არ არის დასავლეთთან. რადგან ჩინეთს საქართველო სჭირდება კარიბჭედ, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იგივე სავაჭრო გზებისთვის და ასე შემდეგ. ამიტომ თუ ჩავიკეტეთ, ჩინეთს საქართველო როგორც ბაზარი, თავისთავად არ აინტერესებს.
თუ რუს ოლიგარქებსაც აქ შემოაქვთ თავიანთი აქტივები, მაშინ რუსეთს რაში სჭირდება ჩაკეტილი საქართველო?
რუსული იმპერიალიზმი სხვანაირია. ნორმალური ქვეყანა რომ იყოს რუსეთი, მაშინ მასაც არ უნდა აინტერესებდეს ჩაკეტილი საქართველო, მაგრამ რუსეთს სჭირდება საკუთარი გავლენის სფეროები, ამიტომ ყოველთვის რაციონალურად და ეკონომიკურად არ აზროვნებს.
რუსეთს სჭირდება საქართველო იყოს მისი, ჩაკეტოს კავკასია და გავლენა ჰქონდეს, რომ მერე ივაჭროს.
დავუშვათ, შემოიტანა ეს აქტივები ივანიშვილმა, როგორ იმოძრავებს ეს კაპიტალი, ფული, თუ საბანკო მომსახურებასაც ვერ მიიღებს თუნდაც ამ ქვეყანაში. რა სფეროში შეიძლება დააბანდოს ეს ფული, რომ, ვთქვათ, არ დაკარგოს. ამის შესაძლებლობა არსებობს საქართველოში?
ნაღდი ფულით, როგორც კრიმინალებს შეეფერება. სხვანაირად არ ვიცი, მე ვერ წარმომიდგენია.
გააჩნია, რა ტიპის სანქციები იქნება და როგორ დაკონკრეტდება შემდეგ ეს ყველაფერი. თუმცა, შეზღუდვები აუცილებლად შეექმნებათ. მინიმუმ გადარიცხვებზე, მაგრამ ალბათ ირანულ სისტემაში ჩაერთვებიან, ან რაღაცას იზამენ.
სამწუხარო ის არის, რომ ხელისუფლების ყველა შტო მიტაცებული აქვს, ეროვნული ბანკიც იმას აკეთებს, რაც უნდათ.
სოსო ბერიკაშვილი
კომერციული ბანკები დასანქცირებული პირების მომსახურებას ვერ დათანხმდებიან, რადგან მათ თავიანთი ვალდებულებები აქვთ ინვესტორებთან, მაგრამ ეროვნული ბანკი, იგივე „ქართული ოცნებაა“, რადგან გვახსოვს ალბათ შარშან რაც გააკეთა ფარცხალაძესთან დაკავშირებით, მერე მოჰყვა კიდევ დიდი კრიზისი და ხალხიც წამოვიდა ბანკიდან.
კრიმინალები ხომ ამიტომ ატარებენ ფულს ფიზიკურად, მაგრამ ეს ქეშიც [ნაღდი ფული] ასე მარტივი ხომ არ არის. აქ განაღდებას სჭირდება ვალუტა, დოლარი და ეს დოლარიც შეზღუდული რაოდენობით არის.
რამდენად არსებობს იმის ალბათობა, რომ რუსეთში გაიტანოს აქედან ეს აქტივები, ან სხვა რომელ ქვეყანაში შეიძლება კიდევ წაიღოს?
არ ვიცი. ემირატებში მაგალითად, სადაც ნაკლები კონტროლია და სადაც ჩათვლის, რომ ნაკლები საფრთხე ემუქრება, რადგან მისთვის ეს ქონება არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ გვაინტერესებს პოლიტიკურ კონტექსტში და ის, თუ როგორ აისახება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ივანიშვილის აქტივების აქ შემოტანა. ორი თვეა ხალხი დგას ქუჩაში, ითხოვს ახალ არჩევნებს, გვყავს პოლიტიკური პატიმრები და როცა ივანიშვილი მთელ თავის აქტივებს საქართველოში ეზიდება, ეს რას ნიშნავს?
მაგის დეკლარირებაა – გვეუბნება, რომ ამ ქვეყნის ჩაკეტვას აპირებს და აქ აპირებს ყოფნას.
რა ბერკეტი რჩება მაშინ ხალხს რეჟიმის დასამარცხებლად?
ცხადია, რთულია ავტორიტარიზმის დამარცხება, მაგრამ ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს. გაგრძელდება მშვიდობიანი პროტესტი და იმედია, ძალიან დიდხანს არ მოგვიწევს. ვფიქრობ, მაინც მოუწევთ უკან დახევა.
აქამდე ეს ფული იყო ივანიშვილის სავაჭრო თემა დასავლეთთან, თუ აქ შემოიტანს ყველაფერს და გარკვეულწილად დააზღვევს მის ქონებას, მაშინ რა დაახევინებს მას უკან, რა დარჩა სავაჭრო თემა?
სანქციებს თავისი შედეგი მაინც ექნება. ძალიან დიდ ფულზეა აქ საუბარი, მისი ქონება ძალიან დიდია. თუ უკან დაიხევს და ამ ქვეყანაში ჩატარდა სამართლიანი არჩევნები, რა თქმა უნდა, წააგებს და ამისთვის თუ არის მზად ან რა ხდება მის თავში, ვერ გეტყვით.
პარასკევს, 31 იანვარს, ბათუმში პროტესტისა და სოლიდარობის მარში გაიმართება პროევროპულ აქციებზე უსამართლოდ დაკავებული, დაჯარიმებული და ციხეში მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად.
საპროტესტო მარში შეიკრიბება პარასკევს, 31 იანვარს, 16 საათზე, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ. გაიმართება მსვლელობა ქალაქის ქუჩებში.
მარშში მონაწილეობა შეუძლია ყველას:
ვინც სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობაში მონაწილე დაკავებულ, დაჯარიმებულ და დაშავებულ ადამიანებს, მათი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს;
ვინც ხმამაღლა ან ჩუმად აპროტესტებს საქართველოს ევროპული კურსის ცვლილებას;
ვისთვისაც მიუღებელია ქვეყნის რუსულ ორბიტაზე დაბრუნება;
ვინც მიიჩნევს, რომ სასამართლო უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს;
ვისაც აწუხებს სიღარიბე, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის პრობლემები ქვეყანაში.
31 იანვარს ზუსტად 65 დღე შესრულდება თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან.
რა ხდება?
საქართველოში მიმდინარეობს მასშტაბური პროტესტი, რომელმაც არა მარტო თბილისი, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებიც მოიცვა.
პროტესტი გამწვავდა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს 2028 წლის ბოლომდე აჩერებს.
28 ნოემბრიდან დღემდე ათასობით ადამიანი გამოდის საპროტესტო აქციებზე თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი.
საპროტესტო აქციებზე ორგანიზებულად გამოდიან სხვადასხვა პროფესიული სფეროს და, ასევე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა და რეგიონის წარმომადგენლები.
ამ დროისათვის საპროტესტო მოძრაობის ძირითადი მოთხოვნა ორია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნები და აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 835 940 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 270]
ტანკი – 9 890 ერთეული [+4]
ჯავშანტექნიკა – 20 614 ერთეული [+17]
საარტილერიო სისტემა – 22 412 ერთეული [+17]
MLRS – 1 264 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 510 ერთეული [+54]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 35 451 ერთეული [+85]
სპეცტექნიკა – 3 725 ერთეული [+4]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
41 571 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 858 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 010 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 830 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
უწყვეტი პროტესტის 63-ე დღეს ბათუმში აქციის მონაწილეების ჯგუფმა ღამე კარვებში გაათია პროტესტის ნიშნად.
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომლებიც კარავში ათევენ ღამეს, ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარდა ითხოვენ, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და შეუჩერდეს უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
აქციის მონაწილეებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ტროტუარზე, ჯერ მოზრდილი კარავი განათავსეს, თუმცა ეს კარავი პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა და ფაქტობრივად, გაიტაცა.
ამის შემდეგ აქციაზე უფრო მსუბუქი კონსტრუქციის ორი კარავი მიიტანეს და გაშალეს პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად.
წუხელ აქციასთან ახლოს მდებარე ქუჩებზე ორჯერ გამოჩნდაშსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, თუმცა ისინი აქციის მონაწილეებს არ მიახლოებიან.
ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები აპირებენ ქუჩაში კარავი გაშალონ, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას მათ არ აძლევს.
ადგილზე იმყოფება აჭარის პოლიციის უფროსი, გრიგოლ ბესელია. მას აქციის მონაწილეებმა კითხვები დაუსვეს, თუ რატომ არ აძლევს ის კარვის გაშლის უფლებას მოქალაქეებს, რომელი კანონის საფუძველზე, თუმცა ბესელია კითხვებს არ პასუხობს.
„ყველგან პოლიცია, არსად სამართალი“, „მოძალადე პოლიცია“, კანონი, კანონი!“ – ამ შეძახილებით ხვდება ხალხი პოლიციას, რომელიც მას გამოხატვის თავისუფლებაში ხელს უშლის.
პოლიცია აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის უფლებას არ აძლევს.
პოლიციამ ძალის გამოყენებით აიღო კარავი. აქციის მონაწილეები კარვის კონსტრუქციის ხელახლა აწყობას ცდილობენ.
„ესენი აძლევენ უკანონო ბრძანებებს ფორმაში ჩაცმულ ადამიანებს და აიძულებენ, რომ დაარღვიონ კანონი, იმიტომ, რომ მათ არ შეუძლიათ ძალადობის გარეშე.
ბესელია არის აბსოლუტურად მატყუარა, არაპროფესიონალი პოლიციელი, მის ადმინისტრაციულ შენობაში იძალადეს ჟურნალისტზე, იძალადეს არაერთ ადამიანზე. აქ გამოსული კიდევ დაგვცინის, ნაცვლად იმისა, რომ მოერიდონ ადამიანების გაღიზიანებას.
ამათ არ შეუძლიათ დამცირების გარეშე, ბესელია ამ რეგიონში პროვოკაციისა და ძალადობისთვის არის ჩამოსული. ეს და მისი ხელის ბიჭი დგებუაძე ამ ქალაქში ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია, არეულობა და ისინი აუცილებლად მიიღებენ საკადრის პასუხს“- ამბობს „ბათუმელების“ რედაქტორი ეთერ თურაძე, რომელიც ადგილზე აქციის გასაშუქებლად იმყოფება.
აქციაზე მიმდინარე მოვლენებს უყურეთ „ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში:
„მითხრა, არ ხარ სანდო ადამიანიო. მე ვუთხარი, თქვენ გინდათ გემორჩილებოდეთ და „ქართული ოცნების“ გამტარი ვიყო, რაც არასდროს არ იქნება-მეთქი,“ – ამბობს ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი მეგი კობალაძე. მისი თქმით, მას ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ნუკრი ქანთარია „თეატრიდან გაგდებით“, ასევე „ხელშეკრულების გადახევით“ დაემუქრა.
ნუკრი ქანთარია პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან“, ვიდრე თეატრში დანიშნავდნენ. მეგი კობალაძე და ამ თეატრის კიდევ რამდენიმე მსახიობი კი, ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებას საჯაროდ აპროტესტებენ. მეგი კობალაძემ ჟურნალისტ მზია ამაღლობლის სოლიდარობის ნიშნად მჯდომარე პროტესტიც დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოსთან მსახიობ ოთარ ქათამაძესთან ერთად.
დღეს, 29 იანვარს, ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობებს ნუკრი ქანთარია შეხვდა. შეხვედრაზე ნუკრი ქანთარიას ჰკითხეს: რატომ არ მოუმატეს ხელფასი გამორჩევით იმ მსახიობებს, რომლებიც თეატრში, ასევე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ?
მეგი კობალაძე ამბობს, რომ ნუკრი ქანთარია შეკითხვამ გააღიზიანა და მუქარა მის მიმართ მას შემდეგ შეწყვიტა, როცა დიალოგის ვიდეოს გადაღება დაიწყო მობილური ტელეფონით.
„კონკრეტული მსახიობები ვართ უმაღლეს კატეგორიაში. ამ კატეგორიაში მყოფ ზოგიერთ მსახიობს, მაგალითად, 17 %-ით მოემატა ხელფასი, მე და კიდევ რამდენიმე მსახიობს კი, მხოლოდ 10%-ით. ამ 10%-ითაც არ მოგვიმატებდნენ ხელფასს, წინასწარ, კანონით რომ არ ყოფილიყო ეს განსაზღვრული. მომავალ წელსაც, მაგალითად, ყველას უნდა მოგვემატოს ხელფასი ისევ 10%-ით.
ნუკრი ქანთარიამ მითხრა, არ ხარ სანდო ადამიანიო. რას ნიშნავს ეს? მინდოდა, ამ შეკითხვაზე ეპასუხა ნუკრი ქანთარიას. გამოდის, რომ პოლიტიკურად არ ვარ მისთვის სანდო. არ ყოფილა შემთხვევა, რომ მე დავეკავებინე სპექტაკლში და უარი მეთქვა. პირიქით, სხვა წასულა თეატრიდან და ერთ კვირაში შევედი სპექტაკლში. რეპეტიციებზე არც ერთი დაგვიანება არ მქონია და ყოველთვის პასუხისმგებლობით ვეკიდები საქმეს.
ვუთხარი, რომ ნიჭიერი მსახიობი ვარ და ვიმსახურებ, უფრო მეტად ვიყო დაკავებული-მეთქი და მერე დაიწყო ეს შელაპარაკება.
ვერავის ვერ გვიპასუხა, ვისაც მხოლოდ 10%-ით მოგვემატა ხელფასი. მაგალითად, ეკა ჩავლეიშვილს ნუკრი ქანთარიამ უთხრა, თბილისში ცხოვრობთო. თვითონაც ცხოვრობს, როგორც თბილისში, ისე ბათუმში. ეკა ჩავლეიშვილს არასდროს პრობლემა არ შეუქმნია ამის გამო.
მერე მითხრა, დედაშენი და მამაშენი რომ არ იყოს თეატრში, გაგდებული იქნებოდი ამდენი ხანიო, გადაგიხევ ამ ხელშეკრულებასო, ჩავრთე მობილურში კამერა და მივაწოდე ხელშეკრულება, დახიეთ-მეთქი და მერე დამიბრუნა ხელშეკრულება…“, – უთხრა მეგი კობალაძემ „ბათუმელებს“.
მეგი კობალაძის აზრით, ნუკრი ქანთარია მსახიობებს კრიტიკული შეხედულებების გამო სჯის. ნუკრი ქანთარიას ხელფასი განსხვავებული წესით გაუზრდია კონკრეტული მსახიობებისთვის, მათ შორის, მეგი კობალაძის მშობლებისთვისაც, რომლებიც ამავე თეატრში მუშაობენ.
„მაგრამ ყველაზე აქტიურად მე გამოვხატავ პოზიციებს,“ – დასძინა მეგი კობალაძემ. მსახიობმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მსახიობები რამდენიმე თვის წინ აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შეხვდნენ და თეატრში არსებულ სიტუაციაში გარკვევა სთხოვეს. დაპირების მიუხედავად მინისტრი თეატრში არ მისულა.
ცდილობს თუ არა „ოცნებასთან“ დაკავშირებული ნუკრი ქანთარია „ოცნების“ კრიტიკით დაკავებული მსახიობების დასჯას? – „ბათუმელები“ კიდევ ერთ მსახიობს, ტიტე კომახიძეს დაუკავშირდა. ტიტე კომახიძეც არ ერიდებოდა ნუკრი ქანთარიას კრიტიკას – მისი ხელფასიც მხოლოდ 10%-ით გაიზარდა.
„ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა, ასე გადავწყვიტეო. მე ფეისბუქსტატუსებით ვაფიქსირებდი იმას, რომ არ მომწონს შემოქმედებითი პროცესი თეატრში, მე მქონდა განსხვავებული შეხედულებები შემოქმედებით პროცესებთან დაკავშირებით, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელი პარტიიდან იქნება, მთავარია, შემოქმედებითი პროცესი დალაგდეს…
მაქვს პროტესტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზეც და ხმამაღლა ვაფიქრებ ამას. ამდენი სისხლი, ძალადობა მიუღებელია აბსოლუტურად ჩემთვის. ყველა პროფესიონალ ადამიანს გული უნდა შესტკიოდეს იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება. რაც ქვეყანაში ხდება, ის აისახება თეატრზეც. თეატრი ქვეყნის პატარა მოდელია: როცა მოუწესრიგებელია ქვეყანა, მოუწესრიგებელია თეატრიც,“ – გვითხრა ტიტე კომახიძემ.
ტიტე კომახიძე განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, გაფიცვა მსახიობებმაც გადაწყვიტეს, თუმცა მსახიობების საჯარო განცხადებას ნუკრი ქანთარიამ დაასწრო:
„მან ისაუბრა „იმედის“ და „აჭარის ტელვიზიის“ ეთერში, რომ ამ მოვლენებიდან გამომდინარე თეატრი ჩერდება. გაჩერებულ თეატრში ხომ არ დავიწყებდით ოფიციალურად გაფიცვას. ამიტომაც ოფიციალური განცხადებით გაფიცვაზე არ მიგვიმართავს… ახლა არ ვიცი, როგორ ვიმოქმედებთ,“ – აღნიშნა ტიტე კომახიძემ „ბათუმელებთან“.
2024 წლის ბოლოს ნუკრი ქანთარიამ, ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, საყვედური გამოუცხადა იმ მსახიობებს, რომლებმაც სხვებს გაფიცვისკენ მოუწოდეს. საყვედური მსახიობებს – თორნიკე ბარამიძეს და მერი ნაკაშიძეს, სასტიკი საყვედური კი, ოთარ ქათამაძეს გამოუცხადეს.
„ბათუმელებმა“ სცადა ნუკრი ქანთარიასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს და შეტყობინებას არ უპასუხა.
ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში პოსტს აქვეყნებს, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს:
„ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობლის შიმშილობის მე-18 დღეა. მედიის წარმომადგენლების დაუსაბუთებელი წინასწარი პატიმრობა კიდევ ერთი მაგალითია აქტივისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ მკაცრი რეპრესიებისა.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
„მე მზად ვარ, საქართველოსთვის თავი გავწირო, აბა, ვნახოთ ჩემნაირი მამულიშვილისთვის ივანიშვილის რეჟიმმა რა უნდა გაიმეტოს?
ქუჩაში ვინც გამოდიხართ, ყველა მიყვარხართ.
დღეს ჩემი ქართველობის და სამშობლოს ბრძოლა უკვე დაგვირგვინებულია. ძალიან ამაყი ვარ. მთელ ჩემს ცხოვრებაში ამაზე ძვირფასი არაფერი არ ყოფილა, მე დღემდე ისე ვიცხოვრე, რომ საქართველოს სიყვარულის გარდა, არაფერმა ჩემი ხელები ვერ დამიბორკილა,“ – წერს თემურ ქათამაძე, ბათუმის საპროტესტო აქციის მედროშე საემიგრაციო ციხიდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
თემურ ქათამაძე, იგივე გაფარ ილმაზი, ქართველი მუჰაჯირების შთამომავალია. იგი თურქეთის მოქალაქეა, ბოლო 13 წელი კი, ბათუმში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეობის მიღებას უშედეგოდ ცდილობს. თემურ ქათამაძე დაკავებამდე ბათუმის საპროტესტო აქციებზე მუდმივად დროშით ხელში ჩნდებოდა. მას „მედროშე ბაბუ“ შეარქვეს.
თემურ ქათამაძეს ხელისუფლება საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება და მის გაძევებას ცდილობს. პროტესტის ნიშნად თემურ ქათამაძემ 2025 წლის 17 იანვარს შიმშილობა დაიწყო.
„2012 წლიდან ჩვენებურთა უფლებების დასაცავად მუდმივი ცხოვრებისთვის საქართველოში ჩამოვედი, 13 წელია განუწყვეტლივ აქ ვცხოვრობ და ვაგრძელებ „ქართული ოცნების“, ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც 13 წელია მიზანმიმართულად, დისკრიმინაციული პოლიტიკის საფუძველზე, მასობრივად თურქეთის, ირანის და აზერბაიჯანის ეთნიკურ ქართველებს საქართველოს მოქალაქეობას არ გვანიჭებს,“ – წერს თემურ ქათამაძე.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 2025 წლის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ ბათუმში დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა.
„…ქართულმა ოცნებამ“ 11 იანვრის აქციაზე უკანონოდ დამაკავა, მე აქციის შუა გულში, წინა ხაზიდან 20 მეტრში ვიდექი, ხელში დროშით და პირში სასტვენით, წინ დაკავებები მიდიოდა. მე წინა ხაზზე მიმდინარე დიალოგებს ვერ ვგებულობდი. 10 პოლიციელი შემოვარდა ხალხში ერთი დაკავების შემდეგ და ჩემკენ წამოვიდნენ, ერთი პოლიციელი შემახტა და ჩემი ქართული დროშის ტარი შუაზე ჩამიტეხა.
იმ წუთას მომესმა „მედროშე ბაბუაც დააკავესო…“
ძირში დამაგდეს, ფეხებით და გრძელი თმით შემათრიეს სამმართველოს შენობაში. 10 პოლიციელი 10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად მისწორდებოდა, უცენზურო შეურაცხყოფას მაყენებდნენ, გაშლილი ხელებით ხელის შიდა არეს მირტყამდნენ სახეზე და თავზე და ამავდროულად ორი პოლიციელი მდივანზე ხელებს მიჭერდა. ბრძანებას აძლევდა ირაკლი დგებუაძე და გელა ბასილაძე.
მე აქციაზე ვინმე პოლიციელზე სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, არც „რუსებო“ და „ღორებო“ არ მითქმია. მარტო მე კი არა, ვინმეს არ უთქმია, არც ერთ პროტესტანტს, ეგ სიტყვები თვითონ პოლიციელებმა შეკერილ ოქმებში მოიგონეს…
ვაპირებ თურქეთის მოქალაქეობაზე ნატურალიზაციის გზით მიღების შეთავაზებას. მე ამ ნაბიჯებით „ქართულ ოცნებას“ და ქართველ საზოგადოებას ვაჩვენე, რამდენად მიყვარს ჩემი სამშობლო და ასევე მინდა, რომ გავხდე საქართველოს მოქალაქე. ამის შემდეგ ვნახოთ, ივანიშვილის რეჟიმი რომელ ნაბიჯს გადადგამს?
ჩემი შეფასებით ჯერ ბათუმში აქციაზე უკანონო დაკავება, შემდეგ გაძევების მიზნით ხელახლა დაკავება იყო პოლიტიკური დაკვეთა „ქართული ოცნების“ მიერ ჩემზე შურისძიების მიზნით,“ – წერს თემურ ქათამაძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში.
ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [გაფარ ილმაზი], მე-13 დღეა შიმშილობს. როგორც საიას ადვოკატმა მარიამ გაბროშვილმა „ბათუმელებს“ უთხრა, მან თემურ ქათამაძე 28 იანვარს მოინახულა იზოლატორში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის დაცვის საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა. ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.
„ახლა უკვე მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი დგას დღის წესრიგში და ამ ნაწილში რაც იყო გასაჩივრებული, ჩვენ ვეხმარებით. გაძევებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა თემურ ქათამაძე წინა კვირას თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა და მოითხოვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება და ამ საკითხზეა საია ჩართული, თუმცა უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე. ამის გასაჩივრებაშიც დავეხმარებით, ერთი თვის ვადა აქვს ამისთვის. გარდა ამისა, იზოლატორში რომ მოათავსეს გაძევების გადაწყვეტილებამდე, ესეც გასაჩივრებული გვაქვს“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
თიბისიმ, დიდი ბრიტანეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, საქართველოს ტექეკოსისტემაში ქალების მეტი ჩართულობისთვის, კიდევ ერთი ახალი საგანმანათლებლო პროექტი „TBC x WIC“ განახორციელა. პროექტი განხორციელდა ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივის „ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ ფარგლებში.
პროექტი მიზნად ისახავდა ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რომელთაც აქვთ სურვილი და მოტივაცია, კარიერული განვითარებისთვის, გადადგან პირველი ნაბიჯები კიბერუსაფრთხოების სფეროში.
„მოხარული ვართ, რომ ბრიტანეთის საელჩოს “ქალების კიბერუსაფრთხოებაში” ინიციატივასთან ერთად გავაკეთეთ პროექტი”, რომელმაც ხელი შეუწყო კიბერსაფრთხოებით დაინტერესებულ ადამიანებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია და გაეღრმავებინათ ცოდნა ამ სფეროში. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ქალების გაძლიერება ტექნოლოგიებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით კომპეტენციის გაღრმავება“ – თათა ანჯაფარიძე, IT აკადემიის ლიდი.
სპეციალურად TBCxWIC პროექტის მონაწილეთათვის თიბისი IT აკადემიაში შეიქმნა „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების” პრაქტიკული კურსი. კურსი სრულად ბუთქემფურ ხასიათს ატარებდა, რომლის ფარგლებშიც 15 მონაწილემ, 6 დღის განმავლობაში, სფეროს წამყვან პროფესიონალებთან ერთად თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება მიიღო.
„მე ვარ მარიამი, ვსწავლობ კავკასიის უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე და ვმუშაობ Senior IT სპეციალისტის პოზიციაზე. პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის მაინტერესებდა კიბერუსაფრთხოების სფერო, თუმცა ზუსტად არ ვიყავი დარწმუნებული, იყო თუ არა ეს ის მიმართულება, სადაც მინდოდა საკუთარი კარიერის გაგრძელება. „კიბერუსაფრთხოების & SOC საფუძვლების“ კურსმა მომცა შესაძლებლობა, უკეთ გამეგო ამ სფეროს სპეციფიკა, შესაძლებლობები და გამოწვევები. კურსის მიმდინარეობისას მივხვდი, რომ ეს არის ის მიმართულება, რომელშიც ნამდვილად მსურს განვითარება. ახლა უკვე მკაფიოდ ვიცი, რომ მაგისტრატურისთვის ისეთ უნივერსიტეტს ავირჩევ, რომელიც საფუძვლიან ცოდნას მომცემს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და დამეხმარება ჩემი მიზნების მიღწევაში“ – მარიამ ბაკარანძე, პროექტი TBCxWIC-ის კურსდამთავრებული.
კურსი მოიცავდა როგორც კიბერუსაფრთხოების საბაზისო სწავლებას, რომელიც ფოკუსირებულია ინფორმაციის და ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოებაზე, ასევე – SOC უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის შესახებ ფუნდამენტური ცოდნის მიღებას, მისი არქიტექტურის, ოპერაციების, როლების და ძირითად ინციდენტებზე რეაგირების გზებზე.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ხვალ, 30 იანვარს აირჩევენ.
მოვალეობის შემსრულებლის კონკურსზე სულ ორი კანდიდატი დარეგისტრირდა.
სოფიო თავაძე, ხელოვნების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და მამუკა ალაფიშვილი, დირიჟორი, რომელიც ამავე უნივერსიტეტში მუშაობს.
„ბათუმელები“ დაუკავშირდა კანდიდატებს. მათთვის გვინდოდა გვეკითხა, როგორ ხედავენ უნივერსიტეტის განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და სტუდენტების პროტესტის ფონზე, თუმცა ამ თემებზე საუბრის სურვილი კანდიდატებმა არ გამოთქვეს.
მამუკა ალაფიშვილმა თქვა, რომ არჩევნების წინ, არ სურდა კომენტარის გაკეთება. „კომენტარები 30-ში, მანამდე ვერ გავაკეთებ“- გვითხრა მან. სოფიო თავაძემ კი არ უპასუხა „ბათუმელებს“ სატელეფონო ზარებსა და ტექსტურ შეტყობინებას.
როგორც დირექტორის მოადგილემ, ინგა ხალვაშმა, „ბათუმელებს“ უთხრა, კანდიდატებს აკადემიური საბჭო 2025 წლის 30 იანვარს, 14:00 სთ-ზე მოუსმენს.
აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით აირჩევს მოვალეობის შემსრულებელს. საბჭოში სულ 5 წევრია.
საბჭოს წევრებია:
ნოდარ კვირკველია- ასოცირებული პროფესორი, მხატვარი.
სერგო გოგოლაძე- ასოცირებული პროფესორი, მხატვარი.
მარიამ ჯახუტაშვილი- პროფესორი, ვოკალისტი.
ნოდარ ვარშანიძე- პროფესორი, ვოკალისტი.
გულნარა გორგილაძე- ასოცირებული პროფესორი, ინგლისური ენის სპეციალისტი.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ხარისხი, მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება და 6-თვიანი სამოქმედო გეგმა.
უნივერსიტეტის რექტორს 6 თვის შემდეგ აირჩევენ.
განახლება.
დღეს, 5:36 საათზე ხელოვნების უნივერსიტეტში დაგვიდასტურეს, რომ ერთ-ერთმა კანდიდატმა სოფიო თავაძემ, კანდიდატურა მოხსნა. რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნების უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ასარჩევად, ერთკაციან არჩევნებს ჩაატარებს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განმარტებით, სოფიო თავაძეს, განცხადებაში არ განუმარტავს კანდიდატურის მოხსნის მიზეზები.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა, დღეს, 29 იანვარს, გამართულ ბრიფინგზე გენპროკურორს მიმართავა და მზია ამაღლობლის საქმეს გამოეხმაურა. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან უკვე 18 დღეა შიმშილობს პროტესტის ნიშნად.
„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის და შეურაცხყოფის პასუხად მე-18 დღეა საპატიმროში შიმშილობს. ჩვენ ვიცით, რომ მზია ამაღლობელი არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე. არც ერთ ადამიანს, რომელმაც ეს საქმე შეთითხნა, არ ჰქონდეს მოლოდინი, რომ ამოეფარება ჯგუფურ პასუხისმგებლობას, ამოეფარება რეჟიმს და მომავალში თავს იმით გაიმართლებს, რომ „მაშინ ასეთი დრო იყო“.
მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სახელისა და გვარის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი.
ბატონო გიორგი, თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მზია ამაღლობელი დღეს არათუ პატიმრობაში უნდა იყოს, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაგეწყოთ, რადგან კანონით და არა პროპაგანდით, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამუშავებს „მზია ამაღლობლის საქმეზე, ქმედება, რომელსაც მას ედავებით, არ ქმნის დანაშაულის შემადგენლობას, რომლის გამოც ის გამომწყვდეული გყავთ ციხეში.
პროპაგანდა კი აქტიურად მუშაობს, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტმა, ძალიან კარგად და ზუსტად იცით, რომ ეს პატიმრობა არის აბსოლუტურად უკანონო და დაუსაბუთებელი. ამიტომ მინდა მოგმართოთ პირდაპირ ეთერში კითხვით: პირადად თქვენ, მზად ხართ, რომ მთელი ცხოვრება ზიდოთ ამაღლობლის უკანონო პატიმრობისა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფის სიმძიმე? მზად ხართ, რომ ამ სიმძიმით იცხოვროთ?
ამიტომ მოგმართავთ პირს, რომელსაც კანონით გაქვთ შესაძლებლობა: დაუყოვნებლივ დააყენოთ მზია ამაღლობლის გათავისუფლების საკითხი სასამართლოში და ამაღლობლის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე, რომელსაც არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც არანაირი ზნეობრივი გამართლება, დაუყოვნებლივ იყოს შეწყვეტილი,“ – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ ეხმიანება მზია ამაღლობლის საქმეს. „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, უკვე 18 დღეა შიმშილობს ციხეში პროტესტის ნიშნად. იგი მხოლოდ წყალს იღებს.
„გადავარჩინოთ მზია ამაღლობელი. ის არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, ჩვენი სიამაყე რეპრესიების წინაშე, რომელიც ეწინააღმდეგება ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას საქართველო რუსეთში გადაათრიოს“ – წერსსალომე ზურაბიშვილი X-ზე.
რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 29 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 834 670 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 670]
ტანკი – 9 886 ერთეული [+10]
ჯავშანტექნიკა – 20 597 ერთეული [+24]
საარტილერიო სისტემა – 22 395 ერთეული [+29]
MLRS – 1 264 ერთეული [+1]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 456 ერთეული [+57]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 054 ერთეული [+1]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 35 366 ერთეული [+97]
სპეცტექნიკა – 3 721 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
41 571 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 858 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 010 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 830 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის გაფიცული სტუდენტები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ გათავისუფლდება სტუდენტი ანრი კაკაბაძეც, რომელიც დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
„ბათუმელებს“ სტუდენტებმა უთხრეს, რომ დღეს მე-13 ღამეს გაათევენ უნივერსიტეტის ფოიეში.
„აუცილებლად გავაგრძელებთ ჩვენს მშვიდობიან პროტესტს, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, სანამ არ გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი, სანამ არ გათავისუფლდება ანრი კაკაბაძე”, – გვითხრა პროტესტის მონაწილე სტუდენტმა, მართა ბაღდადიშვილმა.
ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტებს იმედი აქვთ, რომ ანრი კაკაბაძეს 11 თებერვალს გაათავისუფლებენ, სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული საქმის არსებითი განხილვა.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე და უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. დაკავებულებმა 50 დღე გაატარეს წინასწარ პატიმრობაში, სანამ პროკურატურამ არ მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა.
დღეს მოსამართლე ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, კონსერვატორიის სტუდენტი.
ბათუმში, საპროტესტო აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე [ჯაფარ ილმაზი], მე-12 დღეა შიმშილობს.
როგორც საიას ადვოკატი მარიამ გაბროშვილი „ბათუმელებს“ ეუბნება, მან თემურ ქათამაძე დღეს, 28 იანვარს მოინახულა იზოლატორში.
„დღესაც მოვინახულე და როგორც მითხრა, ექიმის კონტროლის ქვეშ არის და დეტალურად აღარ უსაუბრია“ – ამბობს ადვოკატი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თემურ ქათამაძის დაცვის საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავა.
„ახლა უკვე მისი ქვეყნიდან გაძევების საკითხი დგას დღის წესრიგში და ამ ნაწილში რაც იყო გასაჩივრებული, ჩვენ ვეხმარებით.
გაძევებაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა თემურ ქათამაძე წინა კვირას თავშესაფრის მაძიებლად დარეგისტრირდა და მოითხოვა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება და ამ საკითხზეა საია ჩართული, თუმცა უარი ეთქვა ამ მოთხოვნაზე.
ამის გასაჩივრებაშიც დავეხმარებით, ერთი თვის ვადა აქვს ამისთვის.
გარდა ამისა, იზოლატორში რომ მოათავსეს გაძევების გადაწყვეტილებამდე, ესეც გასაჩივრებული გვაქვს“ – ამბობს მარიამ გაბროშვილი.
თემურ ქათამაძე პოლიციამ ორჯერ დააკავა. პირველად ის 11 იანვარს დააკავეს ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან აქციაზე, მეორედ კი – 17 იანვარს, იზოლატორიდან გამოსვლისთანავე.
ამჯერად მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავებიან.
თემურ ქათამაძე ამბობს, რომ დაკავებისას მასზე ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, 10 პოლიციელთან ერთად იძალადა. ამის შესახებ თემურ ქათამაძე წერს წერილში, რომელიც მან „ბათუმელებს“ გამოუგზავნა.
თიბისის საგანმანათლებლო პლატფორმის – თიბისი კამპუსის პირველ ეტაპს რომელიც განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით სტუდენტებისთვის შეიქმნა, უკვე 202 კურსდამთავრებული ჰყავს.
ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე მიმართული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართა.
კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე თიბისის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ხელმძღვანელმა მაკუნა თავბერიძემ, კურსდამთავრებულებთან და ლექტორებთან ერთად თიბისი კამპუსის ძირითადი ღირებულებები განიხილა და განათლების ხელშეწყობის, როგორც თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„თიბისი 2025 წელსაც აქტიურად განაგრძობს სტრატეგიული ინიციატივების ფარგლებში განათლების პლატფორმების გაძლიერებას. გვინდა ახალი თაობისთვის ბევრი საინტერესო პროგრამა შევქმნათ, რათა მეტ ახალგაზრდას მივწვდეთ განურჩევლად მათი საცხოვრებელი ადგილისა და მეტად მრავალფეროვანი საგანმანათლებლო დისციპლინები შევთავაზოთ. თიბისი კამპუსის კურსები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, უნივერსიტეტში სწავლისა თუ არსებული სამსახურის მიღმა, დაეუფლონ იმ უნარებსა და ტექნიკურ ცოდნას, რაც მათ სამსახურში სხვადასხვა განხრით დასჭირდებათ“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისის ბრენდის გამოცდილების და მარკეტინგის ხელმძღვანელი.
თიბისი კამპუსი საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრებ 18-24 წლის ახალგაზრდებს, მიუხედავად მათი ინტერესებისა, ბიზნესის მიმართულების შემსწავლელი ონლაინ კურსების გავლას სრულიად უფასოდ სთავაზობდა.
კამპუსის პირველ ნაკადში მონაწილეობით, მთელი საქართველოდან, 6037 სტუდენტი იყო დაინტერესებული. ორეტაპიანი კონკურსის შემდეგ კი 302 სტუდენტი შეირჩა, საიდანაც 202-მა სასურველი კურსები სრულად გაიარა.
თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე სტუდენტები ყველა იმ კურსს აღმოაჩენდნენ, რომლებიც მომავალში მარტივად დასაქმებაში ან საკუთარი ბიზნესის წარმატებით მართვაში დაეხმარებათ, ესენია: ტექნოლოგიური პროექტების მართვის საფუძვლები, მონაცემთა ანალიზი, გრაფიკული დიზაინი, UI/UX დიზაინი, მეწარმეობის და ბიზნესის დაგეგმარება, სარეკლამო კონტენტის შექმნა, საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია – SEO და ციფრული მარკეტინგი. თიბისი კამპუსის კურსების პარტნიორია „კოლაბი“.
თიბისი კვლავ განაგრძობს ახალი თაობის ხელშეწყობას და თიბისი კამპუსის საგანმანათლებლო პლატფორმაზე კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს.
დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ განიხილა „4 სტუდენტისა და დეკანის საქმე“ და 50-დღიანი პატიმრობის შემდეგ, სასამართლო დარბაზიდან, 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდების საფუძველზე გაათავისუფლა ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი მამუკა ჯორბენაძე და სტუდენტები: დავით გვიანიძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობაში დარჩა მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე, არაერთი მუსიკალური კონკურსის გამარჯვებული პიანისტი, კონსერვატორიის სტუდენტი.
დეკანსა და სტუდენტებს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება. დღეს სასამართლოში ითქვა, რომ ანრი კაკაბაძე ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული – სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ სტუდენტი პატიმრობაში.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სახვითი, სასცენო და კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი მამუკა ჯორბენაძე უნივერსიტეტის 4 სტუდენტი – დავით გვიანიძე, ანრი კაკაბაძე, გიორგი დავითაძე და გურამ მიქელაძე 2024 წლის 9 დეკემბერს დააკავეს. მათ პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ჩადენას ედავება.
აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ თავად მოითხოვა.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო არსებით განხილვას 11 თებერვალს დაიწყებს.
დღეს, 28 იანვარს, მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით ბათუმში მედიკოსების ჯგუფმა განცხადება გააკეთა.
ექიმებმა ისაუბრეს შიმშილობით გამოწვეულ საფრთხეებზე და განმარტეს, რატომ უნდა ხდებოდეს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი.
„რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება? წყალი არ შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომელიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან და ცხიმებიდან.
ასევე, ამ დროს ვითარდება ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“ – აცხადებენ ექიმები.
გთავაზობთ განცხადების ტექსტს, სადაც საუბარია შიმშილობის შედეგად განვითარებულ რისკებზე.
„მე-17 დღე შიმშილობა, მხოლოდ წყლის, მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ენერგიის უკიდურეს დეფიციტს განიცდის, რაც მრავალფეროვან და ხშირად შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.
ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს?
შიმშილობის მე-17 დღეს, შესაძლოა განვითარდეს ორგანოების უკმარისობა – გულის, თირკმელების, ღვიძლის და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება მნიშვნელოვნად ირღვევა.
ნერვული სისტემის მხრივ – ტვინი, ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს თავისი ფუნქციების შესუსტებას, რაც იწვევს გონების დაკარგვას, კომას და სიკვდილს.
ირღვევა ელექტროლიტური ბალანსი – ორგანიზმში მნიშვნელოვანი მინერალების დეფიციტი იწვევს გულის არითმიას, კუნთების სპაზმებს და სხვა სერიოზულ პრობლემებს.
იმუნური სისტემის მხრივ – ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ.
პაციენტს წარმოექმნება ფსიქიკური პრობლემები – შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.
შიმშილობის საკითხი პენიტენციარულ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით;
საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ;
მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ (ნელსონ მანდელას წესები).
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, აქამდე პენიტენციარული სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს ყოველდღიურად უნდა მოეხდინა უზრუნველყოფა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდებისა საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის 24-საათიანი მონიტორინგი.
მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის მაღალეთიკური, უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის.
მზია ამაღლობელის დახსნა რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.
თავისუფლება მზიას!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
თავისუფლებს საქართველოს დიქტატურისგან!“- ნათქვამია ექიმების განცხადებაში.
ბათუმელმა ექიმებმა ასევე განაცხადეს, რომ რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი უნდა გაუწიონ სანდო, მაღალი კვალიფიკაციის მრავალპროფილურმა ექიმებმა.
„დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან კვალიფიციური ექიმები. თითოეული აქ მდგომთაგან მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით, შევიდეს მზია ამაღლობელთან“ – აცხადებენ ექიმები.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, არ შეიძინონ ხორცი არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც გაურკვეველია ხორცის წარმომავლობა, ღორი არ არის დაკლული სასაკლაოზე და, შესაბამისად, უცნობია, არის თუ არა შემოწმებული ტრიქინელოზზე.
სააგენტოს განცხადების საფუძველი გახდა ტრიქინელოზით დაავადების ფაქტი, რომელიც გუშინ, 27 იანვარს, დადასტურდა.
სააგენტოს ცნობით, 27 იანვარს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან მიიღეს შეტყობინება ტრიქინელოზის დადასტურებული შემთხვევის შესახებ.
„შეტყობინების თანახმად, 63 წლის პაციენტს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე რამდენიმე დღით ადრე საკვებად მიღებული აქვს სოფელ ოზურგეთში ნაყიდი ღორის ხორცი და კუპატი (ხორცი მიიღო ოჯახის სხვა წევრმაც, თუმცა, ამ დროისთვის მას დაავადების ნიშნები არ აღენიშნება). დაავადებული პირი ხორცის და სურსათის გამყიდველის ვინაობას ვერ ასახელებს.
შეტყობინების მიღებისთანავე, რეაგირებისთვის ინფორმაცია მყისიერად გაეგზავნა გურიის რეგიონულ სამმართველოს და ვეტერინარიის დეპარტამენტს. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოკვლევა უკვე დაიწყეს“ – იუწყება სააგენტო.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრიქინელოზი არის დაავადება, რომელიც ადამიანს შესაძლოა დაემართოს მიკროსკოპული პარაზიტი ტრიქინელათი ინფიცირებული ცხოველების უმი ან თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცის საკვებად მიღებისას. ძირითადი ფაქტორი ღორის ხორცია, თუმცა, რეზერვუარი შესაძლოა, იყოს სხვა გარეული ცხოველი და ცხენი.
„ტრიქინელოზის კლინიკური ნიშნებია: თავის ტკივილი, ცხელება, შემცივნება, ხველა, სახის და თვალების შეშუპება, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, კანის ქავილი. პირველ სიმპტომებს შეიძლება ახლდეს დიარეა ან ყაბზობა. დაავადების მძიმედ მიმდინარეობას ახასიათებს კოორდინაციის დარღვევა, გულის და სუნთქვის პრობლემები“ – წერს სააგენტო.
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის 3 სტუდენტსა და დეკანს პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს, ერთი სტუდენტი კი პატიმრობაში დატოვეს – გადაწყვეტილება დღეს, 28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ მიიღო.
აღკვეთი ღონისძიების შეცვლა დღევანდელ პროცესზე პროკურორმა თავად მოითხოვა.
პატიმრობაში მხოლოდ ერთი სტუდენტი, ანრი კაკაბაძე რჩება. ის ამავე კატეგორიის დანაშაულისთვის გირაოთი აქამდე იყო გათავისუფლებული. სწორედ ამ არგუმენტით დატოვა მოსამართლე ლევან ყოლბაიამ ანრი კაკაბაძე პატიმრობაში.
საუბარია ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მომხდარ შემთხვევაზე – მას შემდეგ, რაც პროევროპულო კურსის დასაცავად სტუდენტებმა გაფიცვა დაიწყეს, ამ უნივერსიტეტის 4 სტუდენტი და ფაკულტეტის დეკანი – მამუკა ჯორბენაძე სისხლის სამართლის წესით, ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა უნივერსიტეტში 3 დეკემბერს მისულ ირაკლი დევაძეზე და მის თანმხლებ პირზე, ირაკლი ნაკაშიძეზე იძალადეს. ირაკლი დევაძე ბათუმის მერიის მაღალჩინოსანია და ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ერთ-ერთი ლექტორის, თეა ცაგურიას ქმარი.
ამ ინციდენტამდე ხელოვნების უნივერსიტეტს ლექტორს, თეა ცაგურიასა და დეკანს, მამუკა ჯორბენაძეს შორის სიტყვიერი შელაპარაკება რექტორის კაბინეტთან საპროტესტო ბანერის გაკვრას მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ მამუკა ჯორბენაძემ ბათუმის მერიის მაღალჩინოსნისგან მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს ელოდება დაჯარიმება ან თავისუფლების აღკვეთა 2 წლამდე ვადით.
„მზად ვართ შერიგებისთვის, კონფლიქტი იყო…“- მიმართა დღეს, 28 იანვარს, მოსამართლეს პროფესორმა მამუკა ჯორბენაძემ.
ბრალთან დაკავშირებით პოზიცია ბრალდებულებმა არ დააფიქსირეს.
„თავს შევიკავებ“- ერთნაირად გაიმეორეს ბრალდებულებმა მათთვის გამოყოფილი ადგილიდან.
„13 იანვრიდან, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კონფლიქტი ამოწურულია,“- მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა შოთა ხორავამ. მან აქცენტი დაზარალებულად მიჩნეული პირების წერილობით დადასტურებულ პოზიციებზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ირაკლი დევაძე და ირაკლი ნაკაშიძე თანახმა არიან, რომ ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლდნენ.
ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა ექსპერტიზის დასკვნაზეც, რომლის მიხედვითაც დაზარალებულებს სხეულის მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ.
კიდევ ერთმა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ კი მოსამართლეს მისივე გამოცემული წინა დადგენილებიდან ამოუკითხა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია – „პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული“.
ეს და ევროსაბჭოს სხვა რეკომენდაციები შაბლონურად მეორდება სასამართლოს გადაწყვეტილებებში.
„აბსოლუტურად გეთანხმებით, რასაც წერთ, ასე უნდა იყოს“- ევროსასამართლოს ციტატების წაკითხვის შემდეგ გახედა მოსამართლეს ადვოკატმა ირაკლი შავაძემ. მან მოსამართლეს ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წერილიც აჩვენა, რომლის მიხედვითაც პროფესორი მამუკა ჯორბენაძე იყო ყველაზე აქტიურად ჩართული ავტორიზაციის პროცესში და მის გარეშე უნივერსიტეტი ავტორიზაციას ვერ გაივლის.
პროტესტის ნიშნად, ამ დრომდე ხელოვნების უნივერსიტეტის ფოიეში სტუდენტების ნაწილი ღამეს ათენებს – ისინი დაპატიმრებული სტუდენტების: დავით გვიანიძის, გურამ მიქელაძის, ანრი კაკაბაძის, გიორგი დავითაძის, ასევე პროფესორ მამუკა ჯორბენაძის გათავისუფლებას ითხოვენ.
საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია GRMA სოლიდარობას უცხადებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს, რომელიც უკვე მე-17 დღეა შიმშილობს.
„მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, სამედიცინო პერსონალის ჩართულობით, მკაცრ კონტროლზე აიყვანონ მზია ამაღლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.
მიგვაჩნია, რომ მზია ამაღლობლისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდება არაპროპორციული და უსამართლოა. სოლიდარობა მზია ამაღლობელს!”- წერია GRMA-ს განცხადებაში.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
ონლაინმედიაგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობლის უფლებებს მისი უკანონო ბრალდების საქმეში, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი დაიცავენ.
„მზია ამაღლობელი, სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლი, გამორჩეული ჟურნალისტი, დაპატიმრებულია უკანონოდ.
მზია ამაღლობელს ბრალი აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 353(პრიმა) მუხლით (პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე თავდასხმა).
მე-17 დღეა მზია ამაღლობელი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, საქართველოში სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიული და ძალადობრივი თავდასხმის საპასუხოდ.
BLB გამოიყენებს ყველა სამართლებრივ საშუალებას მზია ამაღლობელის საქმეზე სამართლიანობის აღსადგენად,“ – ნათქვამია BLB-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც მათ მზია ამაღლობელის ინტერესების დაცვის შესახებ ამცნეს საზოგადოებას.
რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
დემოკრატი ამერიკელი კონგრესმენი სტივ კოენი მზია ამაღლობლის გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ ამერიკელმა პოლიტიკოსმა განცხადება X-ზე გაავრცელა დღეს, 28 იანვარს.
„როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი პოლიტიკური პატიმრების საკითხებში, ყურადღებით ვაკვირდები მზია ამაღლობლის საქმეს საქართველოში.
მზია არის ჟურნალისტი, რომელიც „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ დააკავა ყალბი ბრალდებით. ის არ არის კარგად ციხეში, ხელისუფლებამ მზია ახლავე უნდა გაათავისუფლოს“, – წერს კონგრესმენი.
რა ხდება?
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
______________
ფოტოზე: კონგრესმენი სტივ კოენი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA-EFE/Doug Mills
დღეს, 28 იანვარს, აჭარაში მოქმედმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს ონლაინგამოცემა „ბათუმელები„/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობლის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.
მათი განცხადებით, აჭარაში მედიის თავისუფლების მიმართულებით ურთულესი მდგომარეობაა და ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს რეპრესიები გაატაროს „ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ“.
გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
„კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენების ზრდა, დირექტორისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება, დაიხურა ტვ25, ახლა მიმდინარეობს შეტევა ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის გაზეთ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ წინააღმდეგ.
ივანიშვილის ძალადობრივი საპოლიციო რეჟიმის პროვოცირებით მოხდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის მზია ამაღლობლის დაკავება, მას დაკავებისას პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე აყენებდა შეურაცხყოფას, რაზედაც არავინ დასჯილა დღემდე.
ივანიშვილის სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და პატიმრობა შეუფარდეს მზია ამაღლობელს, ის მე-17 დღეა შიმშილობს და მისთვის დღემდე არ გაუწევიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიცური სამედიცინო დახმარება.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება, გამოყენებული იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა გადარჩეს მზია ამაღლობლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
ასევე, სათანადო შეფასება მიეცეს საქართველოში, მათ შორის, აჭარის რეგიონში ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და მედიაგარემოს მდგომარეობას. მოვუწოდებთ ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, დაუწესონ სანქციები იმ ადამიანებს, რომლებიც ახორციელებენ მედიაზე შეტევას, მზია ამაღლობლის დაკავებასა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელებაში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ახორციელებენ სათანადო სამედიცინო სევრისების მიწოდებას მზია ამაღლობელზე“ – განაცხადეს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.
ისინი სოლიდარობას უცხადებენ მზია ამაღლობელს და „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ გუნდს.
მზია ამაღლობლის დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე განცხადება გაავრცელა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ძლიერი საქართველოსთვის“, ენმ და „გახარია – საქართველოსთვის“.
პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 11-12 იანვარს, ღამით ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შესაბამის უწყებებს ამომწურავი და სათანადო ინფორმაცია არ მიუწოდებიათ საზოგადოებისთვის.
მზია ამაღლობელის უაკნონო პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებები გააკეთა არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, ასევე ევროპარლამენტარებმა.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქზე განმარტავს, რატომ მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლია.
„როცა „ოცნებისგან“ „არგუმენტად“ მოისმენთ, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელს თავს დაესხა, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეჟიმი ამით უბრალოდ ცდილობს მზია ამაღლობლის დაცვის კომპლექსი შეგიქმნათ და მისი უკანონო დასჯა გაამართლოს.
იშვიათად მეგულება პოლიციის ჩემნაირი დამცველი და გულშემატკივარი. ბევრჯერ გავმხდარვარ ამის გამო თავდასხმის ობიექტი, თუმცა, ვთვლიდი, რომ სამართლიანად ვიცავდი. პრაქტიკაშიც არაერთხელ მქონია პოლიციაზე თავდასხმის და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტი. მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს იყო პოლიცია, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას კანონიერად ასრულებდა, რომელიც კანონიერ მოთხოვნას გასცემდა და რომელსაც თავს მართლა ესხმოდნენ.
მზია ამაღლობლის შემთხვევაში პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ადამიანი მოქალაქეების უფლებებს მასიურად არღვევდა – ანუ სამსახურებრივ მოვალეობას კანონიერად არ ასრულებდა, არც კანონიერ მოთხოვნებს აყენებდა, რომ მოქალაქეს მისი დამორჩილების ვალდებულება ჰქონოდა და არც სილის გაწვნა უდრის თავდასხმას.
არ იყო ეს პოლიცია და არ იყო ეს პოლიციელი და ამას რაც უფრო მკაფიოდ და ხმამაღლა ვიტყვით, მით მეტი ადამიანი იქნება სოლიდარული.
პოლიციაში კარგად ესმით, რომ მოქალაქე დგებუაძის ქმედებაც და შემდგომი „მეტკინაც“ არის პოლიციის სირცხვილი და მზია ამაღლობლის პატიმრობაში ყოფნა პოლიციის მუნდირს ვერ დაიცავს (უფრო პირიქით).
პოლიციაში მითუმეტეს, არავის სჯერა, რომ „ოცნება“ მზია ამაღლობლის დაჭერით პოლიციის მუნდირს უფრთხილდება მაშინ, როცა ივანიშვილმა პოლიციას თავზე დაქირავებული, ნიღბიანი ზონდერები დაასვა და პოლიციის სახელი ისე დაუკავშირა ძალადობას, რომ წლები დასჭირდება ნდობის დაბრუნებას (მაგრამ დავაბრუნებთ).
პროკურატურაშიც იციან, რომ უდიდესი სირცხვილი სჭირთ. იციან, რომ ჰაერზე აქვთ მოთხოვნილი პატიმრობა; იციან, რომ არც ერთი აღკვეთის ღონისძიების საფუძველი არ არსებობს; იციან, რომ ეს საქმე შესაწყვეტია.
ყველამ ყველაფერი იცის.
ამიტომაა მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარი და რეჟიმის მსხვერპლი. ამიტომ, დაეკისრება მის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილთან ერთად გომელაურს, გაბიტაშვილს და მურუსიძე-ჩინჩალაძეს“ – წერს ნათია მეზვრიშვილი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 28 იანვრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 833 000 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 380]
ტანკი – 9 876 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 20 573 ერთეული [+12]
საარტილერიო სისტემა – 22 366 ერთეული [+27]
MLRS – 1 263 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 050 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 369 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 23 399 ერთეული [+72]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 053 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 35 269 ერთეული [+86]
სპეცტექნიკა – 3 718 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 27 იანვრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
652 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
41 571 უპილოტო საფრენი აპარატი
590 საზენიტო სარაკეტო სისტემა
20 858 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 510 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
21 010 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
30 830 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
მზია ამაღლობლის შიმშილობის მე-16 დღეს სპეციალური პენიტენციური სამსახური მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პირველ განცხადებას ავრცელებს.
როგორც პენიტენციური აცხადებს, მზია ამაღლობელი უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით და უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება.
„მზია ამაღლობელი იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთანავე, ბრალდებული, მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში.
ბრალდებულის საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს“, – ნათქვამია პენიტენციურის განცხადებაში.
პატიმრობაში მყოფი „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის 11 იანვარს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა “იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.მზია ამაღლობელისთვის შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება მისმა ადვოკატებმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საჩივარი არც კი განიხილა.
რეჟისორი ნანა ჯანელიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს მიმართავს.
„ბათუმელები“ წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს, საქართველოს საპყრობილეში მე-16 დღეა შიმშილობს ქალი, ჟურნალისტი, ორი მედიაპლატფორმის დამფუძნებელი, სიმართლისთვის მებრძოლი მზია ამაღლობელი. მას სოლიდარობა გამოუცხადა კიდევ ორმა ახალგაზრდა პატიმარმა, ისინი მე-5 დღეა შიმშილობენ. ეს არის მათი პასუხი უსამართლობაზე, ძალადობაზე, წყვდიადის შემოტევაზე, რაც დღეს საქართველოში ბობოქრობს. დღეს ჩვენს ქვეყანაში განგაშის ზარი რეკს და ეს ზარი ყოველ ჩვენგანს უხმობს.
დღევანდელ საქართველოში დამოუკიდებელმა მედიამ იტვირთა ადამიანთა დაცვის, გადარჩენის ფუნქცია.
მზია ამაღლობელმა შიმშილობას – პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართა, რადგან ყველაზე ძლიერი იარაღი – მართალი სიტყვა – აართვეს. მისი გადაწყვეტილება, იბრძოლოს ბოლომდე, მტკიცე და ურყევია და ყოველი ჩვენგანი ქედს იხრის მის წინაშე.
იგი, იმ დიდებულ ქალთა სულის სიმტკიცის მატარებელია, ვისი სახელი და ნათებაც დღემდე მფარველობს საქართველოს.
თქვენო უწმინდესობავ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ამ, სამართლისთვის და სიმართლისთვის მებრძოლი ადამიანის დახსნა საპყრობილიდან. მხოლოდ თქვენს სიტყვას, სიბრძნეს, ავტორიტეტს, შეუძლია იმოქმედოს „ამა ქვეყნის ძლიერებზე“ და მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს პატიმრობიდან.
სხვანაირად, მოვლენები შეიძლება საბედისწეროდ განვითარდეს და მართალი ადამიანის მსხვერპლთშეწირვით თავსლაფდასხმულ, ნაბუქოდონოსორის და ჰეროდეს ქვეყანაში აღმოვჩნდეთ. ამის იქით კი უფსკრულია,“ – წერს კინორეჟისორი ღია წერილში.