ავტორი: ტატო ცეცხლაძე
„ეროვნებით ქართველი, გენიალური მომღერალი ნინო ქათამაძე, ტრადიციებით და ეროვნებით კოლორიტი. ნინო ქათამაძემ და ჯგუფმა Insight -მა ქართულ მოტივებზე შექმნა, სრულიად ახალი და უნიკალური მუსიკა“ – ასეთ შეფასებებს აკეთებდა რუსული პრესა ნინო ქათამაძის რუსულ გასტროლზე სადაც მომღერალმა თავისი ახალი ალბომის „მწვანე“-ს პრეზენტაცია გამართა.
ნინო ქათამაძის ალბომის პრეზენტაცია მოსკოვში კრასუს სიტი ჰოლში 26 ნოემბერს გაიმართა. მომღერლმა პირველი სიმღერის დასრულების შემდეგ დარბაზში შუქის ანთება ითხივა. მისთვის მოულოდნელი იყო აუდოტირიის სიმრავლე. სკრასუს სიტი ჰოლის დარბაზი გადაჭედილი იყო. მან აუდიტორიას მიმართა „საღამო მშვიდობისა. მე თქვენ მიყვარხართ! როგორი ფერიც არ უნდა შევქმნათ, ყველა ჩვენი საყვარელი მსმენელისთვისაა. მადლობა თქვენ“
მომღერალი სოპეციალურად მწვანე ორნამენტებით გაფორმებული კაბით გამოვიდა. თავზე მწვანე ბაფთა ჰქონდა დამაგრებული. სცენის დეკორაციას ალბომის სახელის შესაბამისაც მწვანე ფერებით იყო გაფორმებული.
Continue reading “როგორ შეაფასა რუსულმა მედიამ ნინო ქათამაძის ახალი ალბომი?”