ავტორი: ქეთი ლაბაძე
იმუნიტეტი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რომლითაც ბუნებამ დაგვაჯილდოვა. მისი საშუალებით ორგანიზმი ანადგურებს მასში შეღწეულ უცხო ნივთიერებებსა და მიკროორგანიზმებს, რითაც მრავალი სენისგან გვიცავს.
“ორგანიზმისთვის უცხოს ადამიანი სამი ტიპის იმუნიტეტით ებრძვის: არასპეციფიკური, სპეციფიკური და იმუნიტეტი, რომელიც ნაყოფს დედისგან გადაეცემა. პირველი დაბადებიდანვე დაგვყვება, მეორეს კი სიცოცხლეში ვიძენთ, რაიმე დაავადების გადატანის შემდეგ ან ვაქცინაციის შედეგად. მესამე იმუნიტეტს, ჩვილ ასაკში ვიღებთ დედისგან _ დედის რძე მრავალი მიკრობისგან დამცავ ანტისხეულს შეიცავს.
ნაყოფის იმუნური სისტემა ძალიან სუსტია, ბუნებაში კი ყოველთვის ხდება დაბალანსება, ნაყოფს გააჩნია დედისგან იმუნური პასუხი ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა: წითელა, წითურა, ჩუტყვავილა და ა.შ. მსგავსი დაავადებების მიმართ ნაყოფს გააჩნია წინააღმდეგობის უნარი, განსაკუთრებით ექვსი თვის განმავლობაში. დედისგან მიღებული იმუნიტეტი შეიძლება შვილს ორ წლამდეც იცავდეს, ამიტომ დედა უნდა იყოს ჯანმრთელი, რომ ნაყოფიც იყოს შესაბამისად ჯამრთელი” _ ამბობს თერაპევტი, ასოცირებული პროფესორი ნერიმან ცინცაძე.
ორგანიზმის დამცავი ძალები განსაკუთრებით ზამთარში სუსტდება, ამის მიზეზი კი ხშირ შემთხვევაში ვირუსული ინფექციებია, რაც ზამთარში არც თუ ისე იშვიათია. ნერიმან ცინცაძე: „ვირუსები არღვევენ იმუნიტეტის დამცავ რგოლებს. ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანის იმუნიტეტი შერყეულია, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენჯერ ხვდება ადამიანი ვირუსულ ფაქტორს. საერთოდ, ვირუსული ინფექციები რამდენიმე ტიპისაა, ძირითადი ტიპებია: A, B და C ტიპი, რომელთაც გააჩნიათ სეროტიპები. უფრო ხშირად ბუნებაში გვხვდება A ტიპის ვირუსი, რომელსაც რამდენიმე სეროტიპი გააჩნია. A ტიპის ვირუსი შედარებით რთულად მიმდინარეობს.
შედარებით ნაკლებად, მაგრამ გვაქვს შეხვედრა B ტიპის ვირუსთანაც. C ტიპი კი მსუბუქად მიმდინარეობს და ნაკლებად არის განვითარებული. ჩვენ ხშირად საქმე გვაქვს ენდემიასთან ან ეპიდემიასთან. ენდემია ადგილობრივი გავრცელებისაა, ეპიდემიამ კი მთელი ქვეყანა შეიძლება მოიცვას. ჩვენთან ყველა მწვავე რესპირატორი დაავადება აღიქმება როგორც ვირუსი და ფიქრობენ, რომ ყველა ვირუსი ერთნაირია, ხშირად გვხვდება პარაგრიპი, რომელიც განპირობებულია რამდენიმე მონათესავე ვირუსით, მაგრამ მათი კლინიკური გამოვლინება უფრო მსუბუქია, ვიდრე თვითონ გრიპის ვირუსის. თუ სურდოს იქით საქმე არ მიდის, ხშირად ეს პარაგრიპია და საქმე არ გვაქვს საშიშ ვირუსულ ინფექციასთან.
ადამიანი სეზონის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს პარაგრიპით, მაგრამ პირველი ინფექციის გადატანის შემდეგ ვითარდება ნაწილობრივი იმუნიტეტი და მესამე და მეორე ინფექციების კლინიკური გამოვლინება კიდევ უფრო სუსტია. გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს ადენოვირუსული ინფექცია, რომელიც მწვავე რესპირატორული ვირუსით დაავადებულების 5%-ია.
იმუნიტეტზე ასევე მოქმედებს ეკოლოგიური, სტრესული ფაქტორები, ძილის დარღვევა, ყველაფერი ის, რაც ორგანიზმისთვის არ არის სახარბიელო. ყველა ორგანიზმის მდგრადობა განსხვავებულია, ამიტომაც ყველა ადამიანს სხვადასხვაგვარად გადააქვს დაავადება, ზოგიერთს ადვილად, ზოგიერთს _ ძნელად, ეს დამოკიდებულია თავად ვირუსის ვირულენტობასა და მაკროორგანიზმის წინააღმდეგობაზე.
უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, რომლებიც აქვეითებენ იმუნიტეტს _ ხშირად გადატანილი სხვადასხვა დაავადება, ცხოვრების არაჯანსაღი წესი (ალკოჰოლის, ნიკოტინის მიღება), არანორმალური მუშაობისა და დასვენების რეჟიმი, ძილის რეჟიმის დარღვევა, ასევე არაბალანსირებული კვება.
ჯანსაღი კვება აუცილებელია იმუნიტეტის ამაღლებისთვის, საკვები მდიდარი უნდა იყოს ვიტამინებით, განსაკუთრებით ჩ ვიტამინით. ჩვენი კუთხე მდიდარია ციტრუსით, რომელიც დიდი რაოდენობით ჩ ვიტამინს შეიცავს. კარგია ფეიხოა, ლიმონი, გრეიფრუტი, კივი და ა.შ. აუცილებლია ბოსტნეული, ხილი.
ვირუსით დაინფიცირებისგან თავის არიდება შესაძლებელია ანტივირუსული ვაქცინით. ანტივირუსულ ვაქცინებს ძირითადად არ გააჩნიათ უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები, თუმცა ინდივიდუალური რეაქცია პრეპარატზე არ არის გამორიცხული. ვაქცინაცია განსაკუთრებით ესაჭიროებათ ქრონიკული დაავადების მქონე პირებს, ხანდაზმულებს, პატარა ბავშვებს. ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით. ალალბედზე შერჩეულმა წამალმა შესაძლოა ძლიერ ავნოს ჯანმრთელობას, ამიტომ ყველა საშუალება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეთ. არის ვიტამინების კომპლექსი, რომელშიც ვიტამინების რაოდენობა მინიმალურია, მაგრამ ის პრეპარატი, რომელშიც არის ვიტამინების დიდი დოზა, ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. იმუნიტეტის განმტკიცებაში სპორტი, ეფექტური დასვენება, ძილის რიტმის მოწესრიგება და სწორი კვება დაგეხმარებათ.”