სიახლეები

როგორ ებრძვის ბათუმის საკრებულო და მერია კადრების დეფიციტს

30.05.2012 • • 1258
როგორ ებრძვის ბათუმის საკრებულო და მერია კადრების დეფიციტს

ავტორი: ნათია ზოიძე

–კადრების დეფიციტი გქონდათ თუ რატომ გყავდათ ერთი ზაზა ნაჭყებია ორ თანამდებობაზე? – იკითხა საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე კონსერვატორმა მამული ჟღენტმა .
–ახლა აღმოვფხვრით დეფიციტს – შეკითხვას დარბაზიდან უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით კასრაძემ.
„დეფიციტი აღმოფხვრილია“. 16 3-ის წინააღმდეგ _ ასე გადანაწილდა საბოოლოდ ხმები საკრებულოში. ვიცე-მერი ავთანდილ დარჩია ბათუმის ისტორიული ნაწილის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს. ზაზა ნაჭყებია კი მხოლოდ შპს „ბათუმის პარკინგს“ უხელმძღვანელებს. აქამდე ამ ორივე სამსახურს ზაზა ნაჭყებია ხელმძღვანელობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ორგანიზაცია ბათუმის ბიუჯეტიდან ფინანსდება, საკრებულოს იურისტი სულიკო შვენთიძე აცხადებს, რომ ეს ფაქტი კანონს არ ეწინააღმდეგება.
საკრებულოს თავდომარემ გიორგი კირთაძემ და მერის ადმინისტრაციის უფროსმა გელა მახარაძემ განაცხადეს, რომ ზაზა ნაჭყებია ხელფასს როგორც ფონდის ხელმძღვანელი, არ იღებდა.
არის თუ არა ეს ფაქტი კანონის ნორმის დარღვევა დაზუსტებით ამის თქმა არც ქრისტიან –დემოკრატ დეპუტატს ვაჟა ვერულიძეს შეუძლია.

დღეს არც საკრებულოს სხდომაზე და არც უკვე ყოფილ კაბინეტში ავთანდილ დარჩია არ გამოცხადებულა. ჟურნალისტებს ცარიელი კაბინეტის კარი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ირინა შერვაშიძემ და გელა მახარაძემ გაუღეს.
„არსად წავსულვარ, ისევ მერიაში ვიქნები და ჩემს საყვარელ საქმეს გავაკეთებ, ძველი ბათუმის რეაბილიტაციის პროექტებს მივხედავ“ – განაცხადა გაზეთ „ბათუმელებთან“ ავთანდილ დარჩიამ, რომელიც როგორც აღმოჩნდა, დღეს ჩინეთიდან სტუმრებს ისევ ვიცე-მერის ამპლუაში მასპინძლობს..
გელა მახარაძის განცხადებით ,ჯერჯერობით ავთანდილ დარჩიას თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია. სავარაუდოდ მას დღეს გაათავისუფლებენ სხვა სამსახურში გადაყვანის გამო.
დღესვე საკრებულოს სხდომაზე ერთ-ერთ დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ბათუმის მერს მალე სამის ნაცვლად ოთხი ვიცე-მერი ეყოლება.

“ხუთი ყოფილიყო ,ხუთი თქვენთვის საკრალული ციფრია” ამ რეპლიკით ვაჟა ვერულიძემ დადგინელების ტექსტში ცვლილება და კიდევ ერთი ვიცე მერის პოსტის დამატება გაპროტესტა.

გელა მახარაძის თქმით მომავალი ვიცე-მერის კონკრეტული უფლება-მოვალეობები დადგენილების ძალაში შესვლისთნავე  გახდება ცნობილი.
ვიცე მერების კანდიდტაურების ვინაობა ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა ჯერ არ იცის. მისი ვარაუდით, გუნდიდან შეირჩევა ვინმე. დარჩიას შემცვლელის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. იქნება თუ არ ის, ბათუმის უნივერსიტეტის ყოფილი კანცლერი დავით ლეკვეიშვილი, ჯერ არც ეს იცის.
ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი გელა მახარაძე დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე საკადრო ცვლილება ან გადადგილება მას არ შეეხება .
„ბათუმის ისტორიული განვითარების ფონდი“ 2007 წელს დაფუძნდა. ფონდისთვის ბიუჯეტიდან პირველად 11 100 ლარი გამოიყო. 2011 წლის ბიუჯეტში კი ამ სამსახურისთვის 111 300 ლარია გამოყოფილი. ფონდში სულ შვიდი პირი მუშაობს _ ფონდის თავმჯდომარე, მისი მოადგილე, კონსულტანტი, დიზაინერი, ბუღალტერი და საქმის მწარმოებელი.

ფონდის ხელმძღვანელის ხელფასი 1200 ლარს შეადგენს. როგორც წესდებაში წერია, ფონდის მიზანია „ბათუმის ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაცია –გამაგრების მიზნით სტრატეგიის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა ან და მის შესრულებაზე კონტროლი.“ ფონდი უფლებამოსილია გარდა საბიუჯეტო თანხისა, მიიღოს შემოწირულობები და დახმარებები ფიზიკური, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებისგან.

გადაბეჭდვის წესი