სიახლეები

რობერტ სტურუა: „ჩემს სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებას ურჩევენ, მაგრამ დავთანხმდები?

30.05.2012
რობერტ სტურუა: „ჩემს სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებას ურჩევენ, მაგრამ დავთანხმდები?

რობერტ სტურუამ დაახლოებით 3 საათის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსის სახით შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

„თეტრალური კრიტიკოსების საერთაშორისო ასოციაციამ მემორანდუმით მიმართა მსოფლიო თეატრებს ჩემი უსამართლოდ განთავისუფლების გამო. ასევე ჩათვალა ჩემი ვითომ ქსენოფობიური გამონათქვამები, როგორც უსაფუძვლო და აბსურდული, და ურჩევს კულტურის სამინისტროს და მთავრობას, ჩემს სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებას. სასიამოვმოა, მაგრამ მე დავთანხმდები?“
უფრო ადრე კი მან ასევე სტატუსით უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ის შეიძლება ივანიშვილის პარტიაში ვიხილოთ.
„ყველამ იცოდეთ, არავითარ პარტიაში არ შევსულვარ და არც ვაპირებ შესვლას! ისე კი მივესალმები ივანიშვლს! მაგრამ, პარტიაში ნურას უკაცრავად“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.