ავტორი: ნინო ნატროშვილი, მაია მეცხვარიშვილი
რატომ დაიწყო ხელისუფლებამ მათთან დაახლოებული ბიზნესკომპანიების მასობრივად დაყადღება და რა კავშირი აქვს ამ პროცესს საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ერთადერთ ბიზნესპროექტთან – „ქართუ ბანკთან“?
„ქართუ ბანკის“ ცნობით, გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ „უპრეცედენტო სადამსჯელო ოპერაცია“ განახორციელა, რის შედეგადაც არაუზრუნველყოფილი დარჩა სს „,ბანკი ქართუს“ 70 მილიონი ლარის საკრედიტო ვალდებულებები, რაც ბანკის საერთო საკრედიტო პორტფელის თითქმის 20 პროცენტია.
თუკი ეს მაჩვენებელი 25%-ს ასცდება, „ქართუ ბანკი“ ეროვნული ბანკის მიერ გამოცემულ შიდა ნორმატიულ აქტს დაარღვევს.
„ნებისმიერი ნორმატივის დარღვევა არის ეროვნული ბანკის მსჯელობის საგანი, ამას შეიძლება კიდევ სხვა რაღაცები დაუმატონ და მიიღონ გადაწყვეტილება, რომ დანიშნონ ბანკში დროებითი ადმინისტრაცია,“ – ასეთია „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ვარაუდი.
რატომ და როგორ შეიძლება ვერ დაიცვას „ქართუ ბანკმა“ საერთო საკრედიტო პორტფელის დაწესებული ლიმიტი? – პასუხად ივანიშვილის ბანკში გასული კვირის სტატისტიკა მოჰყავთ, როდესაც თითქმის ერთდროულად „ქართუ ბანკის“ კრედიტორ ოთხ ბიზნესჯგუფს (14 იურიდიული და ფიზიკური პირი) 100 მილიონი ლარის ღირებულების ქონება დაუყადაღეს.
ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესჯგუფი, რომელიც „ქართუ ბანკის“ კრედიტორია და რომლის უძრავ-მოძრავი ქონება თბილისის სააღსრულებო ბიურომ მიმდინარე წლის 30 ნოემბერს და 7 დეკემბერს დააყადაღა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ირაკლი კოდუას დედას – ლაურა ღაჭავას ეკუთვნის.
კიდევ ერთი ბიზნესჯგუფი კი, რომელიც, ასევე, „ქართუ ბანკის“ კრედიტორია და რომელიც თბილისის სააღსრულებო ბიურომ დააყადაღა, ოფშორშია რეგისტრირებული.
რატომ დაიწყო ნოემბრის თვეში იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შსს-ს მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებისა და მათთან დაახლოებული კომპანიების ქონების მასობრივად დაყადაღება? – ამის მთავარი მიზეზი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომელიც მიმდინარე წლის 11 ნოემბერს დაამტკიცა პარლამენტმა:
`სააღსრულებო წარმოების შესახებ“ კანონსა და „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების თანახმად, კომერციულმა ბანკმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგა იმ შემთხვევაში, თუკი საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის მხრიდან ყადაღის მოთხოვნის წარმოშობის საფუძვლები წინ უსწრებს, რომელიმე კომერციული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იპოთეკას.
„თუკი კომერციული ბანკისგან აღებული სესხის საფუძველზე 2008 წელს დაიტვირთა იპოთეკით კომპანიის ქონება, საგადასახადოს შეუძლია 2011 წელს დააყადაღოს ეს ქონება, თუკი ამის საფუძველი წარმოიშვა სესხის აღებამდე, ამ შემთხვევაში, მაგალითად, 2007 წელს, ანუ კონკრეტული დარღვევა კომპანიამ ჩაიდინა 2007 წელს. ასეთ შემთხვევაში პირველი რიგის იპოთეკარის უფლება ეძლევა საგადასახადო ორგანოს და არა – ბანკს“, – განმარტავს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ბექა დოჭვანი.
თუმცა ეს დარღვევა უნდა ეხებოდეს არაუმეტეს ბოლო 6 წლის პერიოდს.
კოდუას დედა, ლაურა ღაჭავა რამდენიმე კომპანიას ფლობს. მათ შორისაა შპს „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“. საჯარო რეესტრის მიხედვით, ეს კომპანია ორ ფირმას – შპს „საჩოგბურთო კლუბ დინამოსა“ (92%) და შპს „ბულიტებს“ (8%) ეკუთვნის, თუმცა ამ ორივე ფირმის მესაკუთრე ლაურა ღაჭავაა.
„კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“ 2010 წლის იანვარში შეიქმნა. მაშინ „ქართუ ბანკიდან“ აღებული სესხის სანაცვლოდ, იპოთეკით დაიტვირთა „საჩოგბრურთო კლუბ დინამოს“ 54.81%-იანი წილი „კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფში“. თუმცა, როგორც „ქართუ ბანკში“ აცხადებენ, მოგვიანებით ეს ქონება სს „პირიმზეს“ საკუთრებაში გადავიდა, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტს, ასევე ლაურა ღაჭავა ფლობს.
„რადგან შპს `კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფი“ ახალი კომპანიაა, შესაბამისად, მას საგადასახადოს წინაშე ძველი დავალიანება ვერ ექნებოდა, ამიტომ მისი ქონება და „ქართუ ბანკის“ წინაშე აღებული ვალდებულებები სს „პირიმზეზე“ გადავიდა და, შესაბამისად, საგადასახადომ ეს კომპანია დააყადაღა,“ – ამბობს „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი.
ლაურა ღაჭავას თქმით, სესხი „ქართუ ბანკიდან“ სს „პირიმზემ“ აიღო:
„სესხის მოცულობა არის 5-დან 6 მილიონ ლარამდე. „პირიმზეს“ გამოეყო გენერალური სესხი, მერე სხვადასხვა ობიექტზე გამოვიყენე ეს თანხა. ვიღაცას რომ გადაეფორმებინა ერთი კომპანიიდან მეორეზე სესხი, ასეთი რამ არ მომხდარა. ბანკმა თვითონ მოაქცია სესხი ერთიან სისტემაში და გენერალური მსესხებელი გახდა სს „პირიმზე“, – ამბობს ლაურა ღაჭავა.
სს „პირიმზის“ ქონების დაყადაღება თბილისის სააღსრულებო ბიურომ 2011 წლის ნოემბრის ბოლოდან დაიწყო და დეკემბერშიც გააგრძელა.
ღაჭავა ამბობს, რომ საგადასახადო „პირიმზეს“ ძველ ვალს ედავება: „მე ვარ აქციონერი – პირიმზეში მაქვს საკონტროლო პაკეტი. პირიმზეს მოჰყვება ძველი ვალი, რასაც დაემატა საურავი. ამ ვალის არსებობის შესახებ არ ვიცოდი, ისე გავხდი აქციონერი“.
კითხვაზე, თუ რატომ არ დააყადაღეს მანამდე კომპანიის ქონების, თუკი საქმე ძველ ვალს ეხება, ლაურა ღაჭავას პასუხი ასეთია: „და მანამდე არ იყო, ბატონო, ეს ივანიშვილი, თუმცა ივანიშვილი რა შუაშია“.
საბოლოოდ, დღეის მდგომარეობით, თბილისის აღსრულების ბიუროს მიერ დაყადაღებულია სს „პირიმზეს“ კუთვნილი უძრავი ქონება თბილისის ცენტრალურ უბნებში (მელიქიშვილის 5-ში მდებარე ისტორიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი კორპუსი, მელიქიშვილის ქუჩა #10-ში მდებარე პედიატრიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი და არაყიშვილის ქუჩა #8-ში განთავსებული კომერციული ფართობი, სადაც ახლა მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე, შპს სამკერვალო ფაბრიკა – „ლაურა ღაჭავა“ და სს „პირიმზის“ ადმინისტრაციული შენობა, ყოფილი ლეჩკომბინატის ახალი კორპუსი ქავთარაძის #16-ში და სხვა).
ამ ქონების ნაწილი იპოთეკით იყო დატვირთული „ქართუ ბანკის“ სასარგებლოდ. ბანკში ვარაუდობენ, რომ ქონებას აღმასრულებელი აუქციონზე გაყიდის დარიცხული საგადასახადო ვალის სასარგებლოდ.
„ჯერჯერობით აუქციონი არ ჩატარებულა, ეს ქონება არ გაუყიდიათ და რატომ ატყდა ეს განგაში არ ვიცი. „ქართუ ბანკს“ ნუ ეშინია, არ მაქვს დავალიანება და ვიხდი ამ ვალს. ახლა მოხდა გაუგებრობა და გავერკვევით,“ – ამბობს ლაურა ღაჭავა.
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის თქმით, ლაურა ღაჭავას ეს განცხადება უსაფუძვლოა.
„ღაჭავა ვალს ადრეც ცუდად იხდიდა და ახლა მითუმეტეს როგორ დააბრუნებს?!“ – აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
„ქართუ ბანკი“ სასამართლოს გზით აპირებს ვალის დაბრუნებას, როგორც ლაურა ღაჭავას ფირმისგან, ისე – კიდევ ერთი მსხვილი კრედიტორი კომპანია „ბათოილისგან“.
„შპს „ბათოილს“, „ქართუ ბანკიდან“ აღებული კრედიტის სანაცვლოდ, გირავნობით უძრავი და მოძრავი ქონება ჰქონდა დატვირთული, კერძოდ, ავტომანქანები, დანადგარები, საშენი მასალები. მოძრავი ქონება, რომელიც დატვირთული და აღნუსხული იყო საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრისა და ბანკი „ქართუს“ გვერდის ავლით, გაიყიდა ეს ქონება სხვა კომპანიაზე _ შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსზე“. ამის შედეგად, „ქართუ ბანკმა“ რამდენიმე მილიონი ლარი იზარალა,“ – ამბობს პარლამენტარი და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც ამ საკითხთან დაკავშრებით პარლამენტში სპეციალური ბრიფინგი გამართა ამ კვირის დასაწყისში.
ბათუმში მდებარე ზეთის მწარმოებელი კომპანია „ბათოილი“ შპს „ლემისე კომპანის“ საკუთრებაა, ისევე როგორც „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი“.
„ლემისე კომპანის“ დირექტორი სერგი კაკალაშვილი (ბიზნესმენი და პოეტი, რომლის ლექსები მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ პარლამენტში წაიკითხა) ამბობს, რომ „ბათოილი“ და „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსი“ ერთი და იგივე კომპანიაა:
„ორივე კომპანია ერთ მფლობელობაშია და ფიზიკურად ქონება არ გაყიდულა, ამ იურიდიულ ოპერაციას ვერავინ შეასრულებს. ეს დასჯადია კანონით და ეს არის უცოდინარი ადამიანის ბრალდება“.
თბილისის აღსრულების ბიურომ შპს „ახალსოფლის მეცხოველეობის კომპლექსის“ ქონება წელს 15 ნოემბერს დააყადაღა და უკვე გამოიტანა კიდეც აუქციონზე გასაყიდად. აუქციონზე მთელი საწარმოო კომპლექსია გამოტანილი (74 314 კვ.მ მიწის ფართობი და მასზე განთავსებული 15 053 კვ.მ შენობა. ობიექტი ხელვაჩაურის რაიონში, მდინარე ჭოროხთან მდებარეობს. უძრავი ქონების საწყისი გასაყიდი ფასი 1 767 000 ლარია).
კაკალაშვილი არ აკონკრეტებს, თუ რა მოცულობის სესხი აქვს გამოტანილი „ქართუ ბანკიდან“, თუმცა არც იმას მალავს, რომ არ იხდის ბანკის წინაშე დაგროვილ დავალიანებას.
„მას შემდეგ, რაც დაყადაღდა ქონება, ხელი არ მიმიწვდება მასზე და ვერც ვალს ვიხდი. ეგ უკვე აღმასრულებლებზეა დამოკიდებული, როდის გაიტანენ აუქციონზე და რა ფასში. მე თუ ბიუჯეტის ვალიც მაქვს და ბანკისაც, ჯერ ბიუჯეტის ვალი უნდა გადავიხადო. ამას ვერც სერგი კაკალაშვილი შეცვლის და ვერც ვერავინ,“ – ამბობს კაკალაშვილი.
„პოლიტიკურად მოტივირებული სახელისუფლებო ტერორი“ – ასე აფასებს „ქართუ ბანკის“ ადმინისტრაცია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედებებს, რაც ბოლო პერიოდში ბანკის ირგვლივ ტრიალებს.
„ქართუ ბანკის“ მიმართ პირველი მასშტაბური შეტევა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერს განხორციელდა, როდესაც ბანკის ინკასაციის მანქანას სპეცდანიშნულების რაზმისა და პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ. პოლიციამ წაიყვანა „ქართუს“ 6 თანამშრომელი და ბანკის კუთვნილი ინკასაციის მანქანა, რომელსაც გადაჰქონდა ბანკის კუთვნილი თანხა – დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიონი ევრო. მოგვიანებით თანამშრომლები გაათავისუფლეს, თუმცა თანხას „ქართუს“ არ დრომდე არ უბრნებენ.
ამის შემდეგ, 19 ოქტომბერს, „ქართუში“ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები შევიდნენ შესამოწმებლად, რაც შესაძლოა ორ თვეს გაგრძელდეს.
ნოემბერში კი პარლამენტში ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, რის შედეგადაც ბანკის არაუზრუნველყოფილი სესხების მოცულობა მოკლე ვადაში რეკორდული სიჩქარით გაიზარდა.
ბიძინა ივანიშვილმა, რომლის საკუთრებაც არის „ქართუ ბანკი“, პოლიტიკაში ჩართვის შესახებ პირველი განცხადება მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს გამოაქვეყნდა.