სიახლეები

რვასულიანი ოჯახი იძულებით გამოასახლეს

30.05.2012 • • 1156
რვასულიანი ოჯახი იძულებით გამოასახლეს

ავტორი: ლელა დუმბაძე
 
ნინა ლევოიანი ტუბერკულოზით არის ავად. იგი დღეს, უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოდან გამოწერეს, თუმცა მას წასასვლელი არსად აქვს, რადგან როგორც ნინა ლევოაინის ნათესავები ამბობენ, გუგული გოცაძემ, რომელიც ლევოიანების ბინაში დროებით იყო ჩაწერილი, საცხოვრებელი ფართი  ლევოიანებისგან  მალულად, საკუთრებაში გადაიფორმა. ლევოაინების რვასულიანი ოჯახი კი პოლიციის ძალით გამოასახლეს. 

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #8-ში მცხოვრებმა ნინა ლევოიანმა, გუგული გოცაძის წინააღმდეგ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2012 წლის 7 მარტს შეიტანა. ნინა ლევოიანი სარჩელში წერს, რომ გუგული გოცაძე, თაღლითურად დაეპატრონა მის მართლზომიერ საკუთრებაში არსებულ ბინას, სადაც გუგული გოცაძე დროებით იყო ჩაწერილი.

სადაო ბინა, ნინა ლევოიანის დედას, სოფია ლევოიანს, 1966 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდიდან გადაეცა.

„დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ, 2011 წელს, გადავწყვიტე ჩემს მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ფართი, საჯარო რეესტრში დამეკანონებინა, თუმცა აღმოჩნდა რომ ჩვენი ბინა, სადაც ჩემს გარდა ჩემი დები და მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობდნენ, გუგული გოცაძეს ჰქონდა საკუთრებაში გაფორმებული“.

ნინა ლევოიანს მიაჩნია, რომ გუგული გოცაძემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115 მუხლი, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. „მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის გუგული გოცაძის მხრიდან ადგილი აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას რადგან, მისი უარი თანამესაკუთრედ რეგისტრაციაზე დაუსაბუთებელია, რადგანაც არ არის გამოკვეთილი მისი როგორც მართლზომიერი მოსარგებლის უპირატესი ინტერესი. თავისი მოქმედებით ის ხელს გვიშლის დანარჩენ მოსარგებლეებს (მომავალში მესაკუთრებს) საკუთრების სარგებლობაში და განკარგვაში“-წერია სარჩელში, რომელიც ნინა ლევოაინმა სასამართლოში შეიტანა.

სასამართლო გადაწყვეტილები გამოტანამდე, ლევოიანების ოჯახი, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, სადაო ბინიდან გამოასახლეს. თუმცა ისინი იძულებულნი გახდნენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ნინა ლევოიანი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, ისევ სადაო ბინაში დაებრუნებინათ: „მართალია პოლიციამ გამოგვასახლა, მაგრამ იმ ნაქირავებ ერთ ოთახში რვა ადამიანი ვერანაირად ვერ ვთავსდებით. გარდა ამისა, ქალბატონი ნინას დაავადება გადამდებია, რის გამოც ორი მცირეწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომრეობაც უკვე ეჭვის ქვეშ დგას“-აცხადებენ, ნინა ლევოიანის ოჯახის წევრები.

გადაბეჭდვის წესი